The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


რა მიზეზია?

გოგებაშვილი იაკობ

რა მიზეზია?

თბილისი, 6 დეკემბერს. (1883)

 ხუთი წლის წინად ჩვენში დაარსდა საზოგადოება ქართველთა შორის განათლების გასავრცელებლად. ყველა კვერს დაგვიკრავს, რომ ამისთანა მაღალ მნიშვნელობიანი საზოგადოება ჩვენში ჯერედ არ დაბადებულა. მას დანიშნულებათა აქვს არა რაიმე დაბალი საგანი, არამედ იმისთანა უძვირფიფასესი საუნჯე ადამიანისათვის, როგორიც არის გონების განათლება.


იგი ემსახურება არა ერთს რომელსამე წოდებას ქვეყნისასა, არამედ ვალად ადევს ზრუნვა მთელს ერზედ. მისთვის არ არსებობენ: არც თავადი, არც აზნაური, არც სამღვდელონი, არც გლეხნი; მისი მოქმედება არ განისაღერება ჩვენი ქვეყნის ერთი რომელიმე კუნჭულით, მის ასპარეზს, სარბიელს შეადგენს მთელი ჩვენი ქვეყანა, მთელი საქართველო.

ამ გვარს საზოგადოებას ბევრი კეთილი წადილისათვის უნდა შეესხა ფრთები და დიდი იმედი დაებადა, ჩვენს საზოგადოებაში. სწორედ ასეც მოხდა. მაგრამ მოვესწარით ამ წადიწლების განხორციელების დასაწყისსა? ვხედავთ ჩვენი აღძრული იმედის აღ[სრულებასა? ვინ არ იცის ჩვენში, რომ ამ შემთხვევაში ჩვენზედ უკუღმა აღრულდა ერთი მარჯვე ქართული ანდაზა, და სპილოს რწყილი ვაშობინეთ.

საზოგადო კრება, რომელზედაც ქართველობა ას-ასობით მაინც უნდა ესწრობოდეს, ვერც ერთხელ ვერ შესდგა თავის დროზედ, რადგანაც, ორმოც-და-ათი კაცი, კანონიერი რიცხვი, ვერც ერთხელ ვერ მოგროვდა. საზოგადოების წევრებათ ქართველები ითვლებიან არა ათი-ათასობით, არამედ ასობით. წევრები საზოგადოებისა ისე გულგრილად ეპყრობიან საქმესა, რომ რის ვაივაგლახით შემოდის საზოგადოების კასაში მხოლოდ მეათედი ნაწილი იმ ფულისა, რომელიც ყოველ წლივ უნდა გროვდებოდეს. საზოგადოების გამგეობა შესაბამ ბანს აძლევს ამ საზოგადო გულ-გრილობას და ვერ იჩენს ჯეროვანს მხნეობასა ჩვენი ქვეყნის ბედის ტრიალში, მის ყოფა-ცხოვრებაში მას რაიმე შესამჩნევი კვალი ჯერ არ გაუვლია; ორიოდე სკოლა, ორიოდე წიგნაკის გამოცემა, სამიოდე სტიპენდიატის გამოზდა და ერთი შკაფი საბიბლიოთეკო წიგნები — აი მთელი მისი მოქმედების ნაყოფი დღემდის.

რა არის უმთავრესი მიზეზი ამ გვარი უძლურებისა? საზოგადოება და მისი გამგეობა რად არ წარმოგვიდგენს ცოცხალს, მომქმედ, მხნე დაწესებულებას და რატომ ჰგავს სნეულს, და მიხრწნილს ორგანიზმსა, აგებულობასა?

თავ-დაპირველ დაბრკოლებად ასახელებენ და ასახელებენ ბევრნი გარეგან დაბრკოლებასა. ამ დაბრკოლებაზედ ბევრი ითქვა როგორც დასტამბული სიტყვის შუამავლობით, ისე პირადათაც. მაგრამ უნდა გავ ტყდეთ და მოგახსენოთ, რომ ამ მი ზეზის მნიშვნელობა მეტად გაზვია დებულია. იგი უშლიდა მხოლოდ ერთს გვარს მმართველობის მოქმედებას, სახელდობ სკოლების გახსნასა. მაგრამ განა საზოგადოების და მმართველობის მოქმედება მხოლოდ სკოლებით იწყება და სკოლებით თავდება? განა სკოლების დაარსება შეადგენს ანსაც და ჰესაც? სრულიადაც არა. არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს სახელმძღვანელოების გამოცემას, სახალხო წიგნების ბეჭდვას, ქართული ბიბლიოთეკების დაარსებას ყველა შესანიშნავ ცენტრებში, ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ქართული სახელმძღვანელოების და წიგნების შეწირვით ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ ყველა სასოფლო და სამოქალაქო სკოლებში, სახალხო საუბრების გამართვას და სხვ. ამ კვლებში სიარულს და წარმატებას ხომ არარაიმე გარეგანი ღობე არ უშლიდა. მაგრამ სად არის ან დას-დასი სახელმძღვანელონი, ან სახალხო წიგნები, ან სახალხო ბიბლიოთეკები, ან სახალხო საუბრები? სად არის კიდევ საკვირაო სკოლები, რომელთა დაარსება შედარებით ისეთი ადვილია დარომელთაც სრულიად არ შეეხებოდა ის გარეგანი დაბრკოლება, რომელიც წინ აღუდგა სამუდამო სკოლების გამრავლებასა?..

იძულებულნი ვართ მოგახსენოთ, რომ თვით სამუდამო სკოლების დაარსებას ეს გარეგანი დაბრკოლება თავიდან ასცილდებოდა, თუ რომ გამგეობას გამოეჩინა მომეტებული გულის-ყურის დამყარება საქმეზედ. მომეტებული გამჭრიახობა და მომეტებული სიმარჯვე.

მეორე მიზეზიც მოჰყავთ და მოჰყავთ იმ გვარ პირთა, რომელთაც უჭირავთ წარჩინებული ადგილები ჩვენს საზოგადო ასპარეზზედ. მათი აზრით წერა-კითხვის საზოგადოები მეტად ზანტი მოქმედება წარმოსდგება ჩვენი ერის მოუმზადებლობისაგან. ამ გვარი რთული და მაღალ-მნიშველობიანი საქმეების კეთილად წარმართვას ეჭირება მრავალი მცოდნე და მხნე პირი, ჩვენში კი ამ გვარს პირებს თითებზედ ჩამოსთვლითო. საზოგადოების დაარსება სრულიადაც არ ამტკიცებს ჩვენს მისთვის მომზადებასაო. სამიოდ ოთხმა დაწინაურებულმა პირმა გამოიდო თავი, შეადგინა წესდება, სწერა ჟურნალ გაზეთებში ამ საქმის მნიშვნელობაზედ, დროებითი თანაგრძნობა აღძრა საზოგადოებაში და დააარსა საზოგადოებაო; მაგრამ წამის თანაგრძნობა ჰგავს მურბუმელის ცეცხლს, რომელიც მხოლოდ რამდენსამე წამს გაანათებს, ჩაქრება და გარშემო იმისთანავე სიცივესა სტოვებს, როგორიც წინად იყოვო.

ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ აზრსაცა... განათლებულნი პირნი უფრო ნაკლებად გვყავდა წარსულს საუკუნოებში; მაგრამ ეს გარემოება სრულიადაც არ უშლიდა სკოლების სიმრავლეს და წერა-კითხვის გავრცელებას არამცთუ ქალაქებში, თითქმის ყველა სოფლებშიაც. ისტორიასაც რომ არ გამოვეკიდოთ და ახლანდელს ჩვენს მდგომარეობას დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ ჩვენ მართლა ისეთი ღატაკნი არა ვართ განათლეაული პირებითა, როგორც ჰგონია ბევრსა. ბლომი ნაწილი თავად-აზჩაურობისა ამ ჟამად ნასწავლთა დასს ეკუთვნის; სამღვდელოება, მოქალაქობა და თვით გლეხობაც დღითიდღე ავსებენ თხელს რაზმს ინტელიგენციისასა, რომელიც ამ ჟამად წარმოადგენს შესამჩნევს ძალას.ყოველს საქართველოს ქალაქში მოიპოვება ნასწავლთა დასი, რომელსაც ცოდნაც და მხნეობაც ნებას აძლევს ნყოფიერი მონაწილეობა მიიღოს წერა-კითხვის საზოგადოების საქმეების წარმოობაში... სიძნელე და სირთულეც ამ საქმისა ძალიან გაზვიადებულია: იგი ბევრად ადვილია იმისთანა საქმეებზედ, რომელნიც ნარცხათაც არ მოვლენ მასთან თავისი საზოგა დოებრივი მნიშვნელობით და საყო. (ველთაო სარგებლობით. არც მას წავლებლობა სახალხო სკოლებში, არც სახელმძღვანელოების და სახალხო წიგნების შედგენა, არც სახალ-ხო საუბრების გამართვა, არც საკვი რაო სკოლები არ შეიძლება ჩავთვაქლოთ იმისთანა საქმედ, რომლის მე(სრულება არ შეეძლოს ჩვენს ნას. წელს დასსა.

მაშ რა მიზეზია? – ამის პასუხს ამოიკითხავთ შემდეგს ნომერში.

თბილისი, 10 დეკემბერს.

ნამდვილი, ჭეშმარიტი მიზეზი წერა-კითხვის საზოგადოების მცირე-ნაყოფიერებისა გახლავთ იგივე, რაც აქამდისინ ხელს უშლის და მეტად, (თუ ნაკლებ ასუსტებს იმისთანა ნი- ჭით შემკულს ერსა, როგორიც არის, საფრანგეთის ერი. ჩვენ ვამბობთ იმ) მართვის სისტემაზედ, გამგეობის წეს- ზედ, რომელსაც ჰქვიან ცენტრალიზაცია...

სამწუხაროდ, წერა-კითხვის საზო- გადოების საქმეების მართვა თავდაპირველად ცენტრალიზაციის სისტემაზედ დაიწყო, ცენტრალიზაციის კალაპოტში ჩავარდა. ათიოდე თბილისში მცხოვრებნი პირნი, აღმორჩეულნი თბილელებისაგანვე, მართვენ და განაგებენ ამ რთულ საქმეს... მათ უნდა იზრუნონი რომ საქმე წინ წააყენონ კახეთშიაც და გურიაშიც, სვანეთშიაც და მესხეთშიაც. არც ერთი კუთხე საქართველოსი თვითონ, თავის საკუთრის ძალით და მხნეობით არ იღებს მონაწილეობას თავისზე განათლების საქმეში. ყველგან დაიმედებულნი არიან თბილელ გამგეობაზედ, ყეოელი კუთხე ცენტრიდგან მოელის საქმის და წყებასა და გაკეთებასა. შემოსცქერიან თბილისს: სიღნაღიც, თელავიც, დუშეთიც, ბორიც, ახალციხეც, ქუთაისიც, ონიც. ზუგდიდიც, ოზურგეთიც, ბათუმიცა...

ძალა-უნებურად წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობასაც ეს ბიურო კრატიული სენი დაემართა. ბევრი ოზმა ქაღალდი დაიწერა, ბევრი ყუთი კალამი გამოილია, ბევრი ბოთლი მელანი დაიცალა და საქმე კი ცოტა გაკეთდა და კეთდება.

შემცდარი ვიქნებით თუ ამაში გავამტყუნებთ თვითონ გამგეობასა... მაგალითად ავიღოთ საწევრო ფულის შემოტანა. საზოგადოების წევრები გაფანტულნი არიან მთელი ჩვენის ქვეყნის პირზედ. ფული მათ ან სრულად არ შემოაქვთ, და ან თუ შემოაქვთ, უდრო-უდროოდ, გვიან. გამგეობას კი ვალად აქვს იზრუნოს საწევრო ფულის დროით შემოტანაზედ. სხვა რა ღონის-ძიება აქვს მას, თუ არა სწეროს წერილები ამ დაუდევარს წევრებსა! ისიც სწერს, სწერს და სწერს; მაგრამ ამ წერით მისი კასსა არამცთუ არ იმსება და ცარიელი რჩება, არამედ ემატება დეფიციტად ის ფასი, რომელსაც ითხოვს ეს მიწერ-მოწერა. ასე სჭირს, ქაღალდის სიტყვას, რომელიც იმისთანა დაუდევარს ადამიანს, როგორიც გახლავს, სამწუხაროდ, ჩვენი ქართველი, ავიწყდება რავდენიმე წამის შემდეგ და უნაყოფოთ რჩება.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ გამგეობასა აქვს თავისი განყოფილება, აგენტურა, საქართველოს ყველა კუთხეში და ამ აგენტურის წევრებათ ამორჩეული ჰყავს სამიოდე განათლებული და საზოგადო სიკეთის მოყვარე პირი. ეს პირები იმოქმედებენ არა მიწერ-მოწერით, არამედ ცოცხალი სიტყვით, რომელსაც ყველგან დიდი გავლენა აქვს. იგინი ეცდებიან პროპაგანდით, ჩაგონებით, ჩიჩინით აღძრან თანაგრძნობა საზოგადოებისად- მი, იშოვნონ ბლომად წევრები, თავის დროზედ ჰკრიფონ საწევრო ფულები და უგზავნონ საზოგადოების გამგეობას თბილისში.

წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფო მმართებლობას სოფლად მამასახლისები და სოფლის მოსამართლეები არა ჰყავს და თვითეული გლეხი იძულებულია ცალკე, გზავნოს სახელმწიფო ხარჯის ფული თბილისის ხაზინამი. ცხადია, რომ ამ გვარი წესი დიდად შემავიწროებელი იქნებოდა გლეხებისათვისაც, მმართებლობისათვისაც და ესრედ წოდებულს ნედოიმკებს ერთს ათად აქცევდა.

სწორედ ამ გვარი წესი არსებობს წერა-კითხვის საზოგადოების ხარჯის მოკრეფაში. არც ერთს ადგილს, თბილისის გარეშე გამგეობას არა ჰყავს პირნი, რომელნიც მას უწევდენ იმისთანავე სამსახურს, როგორც მამასახლისები და სოფლის მოსამართლეები უწევენ მმართებლობასა. ზოველმა წევრმა, პროვინციაში მცხოვ რებმა, უნდა ცალკე დასწეროს წერილი, ჩასდოს შიგ ფული, მიიტანოს ფოსტაში და გამოგზავნოს თბილისში. ვინც გულით და სულით თანაუგრძნობს განათლების საქმესა, მისთვის ეს მცირედი გარჯა არაფერია; მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გვარი პირებით ჯერეთ ღარიბნი ვართ. უმეტესი ნაწილი ისე გულგრილად უყურებს ამ საქმეს რომ მათთვის ნამდვილს დაბრკოლებას შეადგენს წერილის დაწერა ფოსტაში მიტანა და ფულიანი კანვერტის გამოგზავნა. ადგილობრივი აგენ ტები ამ დაბრკოლებას სრულიად მოსმპობდენ, მარჯვე დროს გამო ართმევდენ წევრებს ფულს, ერთად მოუყრიდენ თავსა და გამოგზავნიდენ თბილისში.

ავიღოთ სკოლების გახსნა და ხელმძღვანელობა. გამგეობამ ერთი ღო. ნისძიება იხმარა სკოლების გამრავლებისათვის: დაბეჭდა ფორმა, რო მელზედაც უნდა შესდგეს სოფლე ბის განაჩენები სკოლების გახსნის თაობაზედ და აღუთქვა მათ განსაზღვრუ ლი შემწეობა. მეტი მას არა შეეძლო რა და სხვას ვერაფერს მოვსთხოვთ. მაგრამ ცხადია ყველასათვის, რომ ეს სრულიად საკმარისი არ არის. დაბეჭდილი ფორმა ან ვერ მიაღწევს შორეულს სოფლებამდის, ან თუ მიაღწია, წამკითხველი იქნება არცკი) გამოჩნდეს,რა და თუნდაც წაიკითხონ, მაგდენად ყურს არ გაიბერტყენ. აქაც საჭიროა ცოცხალი სიტყვა, პირადად ჩაგონება სკოლის სარგებლობასა , შეგულიანება გლეხებისა, გაქარწყლება სკოლის მოწინაამდეგეთა აზრები სა, რომელნიც ყველგან მოიპოვე ბიან და გულს უცრუებენ გლეხებს ამ წმინდა საქმეზედ, და სხვანი. გახსნილს. სკოლას ზედამხედველობა ეჭირება, ხელმძღვანელობა და ზრუნვა უნდა, რომ სკოლამ ნაყოფი დაანახოს გლეჩხობასა და შეაყვაროს თავისი თავი. ყველა ეს ყოვლად შეუძლებელია თბილისში მყოფი გამგეობისათვის და ადვილია იმ განათლებულთა სახო გადოების წევრთათვის, რომელნიც ცხოვრობენ სხვა-და-სხვა საქართველოს კუთხეებში, პროვინციის სხვა-და-სხვა ქალაქებში.

ავიღოთ მესამე საგანი: საზოგადოების გამგეობა ბეჭდავს საბავშო და სახალხო წიგნებსა, მაგრამ ესენი ან სულ არ იყიდებიან, ან მცირედ საღდებიან. სამი წელიწადია, მაგალითად, რაც გამგეობამ დაბეჭდა იმისთანა საჭირო და სასარგებლო წიგნი, როგორიც არის იგავ-არაკნი თ. რაფ. ერისთვისა. მაგრამ დღემდის ძლივს არის გაყიდული მესამედი. რათა? იმიტომ რომ ცენტრალურს გამგეობას ერთად ერთი ღონისძიება აქვს წიგნების გავრცელებისათვის — გაზეთებში გამოცხადება, ხოლო ეს ღონისძიება საკმარისი არაჩდება იმისთანა დაწინაურებულს ქვეყნებშიც კი, სადაც სწავლა-განათლების სურვილი დიდია, სადაც წიგნების შეძენა შეადგენს ერთს უსაჭიროეს მოთხოვნი ლებასა. ამ გვარს ქვეყნებშიაც კი ყოველს შესანიშნავ კუთხეში და კუნ ჭულში მართეენ წიგნების საწყობსა, რომელნიც სყიდვას წიგნებისას მეტად აადვილებენ, რადგანაც ადგილობრივვად და გაურჯელად აკმაყოფილებენ ადგილობრივი მცხოვრებლების მოგთხოვნილებასა... ჩვენს ქვეყანაში წი გნის კითხვის სურვილი, დიდებში, თუ პატარებში, იმდენად სუსტია ჯერეთ, რომ, ვიმეორებთ, იმისთანა მცირე დაბრკოლებაც, როგორც წიგნის ფოსტით დაბარება თბილისიდგან, ფუჭათა ხდის მას. რომ ეს და ბრკოლება თავიდგან ავიცილოთ, წიგნები გავახშიროთ საჭიროა, რომ ისინი საქართველოს ყოველ კუთხეში იპოვებოდენ ყველგან თვალში ეჩხირებოდენ მცხოვრებლებსა და თითქოს ეუბნებოდევ: მიყიდეთ, თუ უმეცრების მოყვარენი არა ხართო; და ისინიც იყიდიან ერთი ათად უფრო ხშირად, ვიდრე ეხლა ყიდულობენ.

რომელი მხარეც უნდა აიღოთ წერა-კითხვის საზოგადოების მოქმედებისა, ყველგან საჭიროა ადგილობრივი მომქმედნი პირნი, ადგილობრივი ხელმძღვანელნი. საკვირაო სკოლები, სახალხო და საბავშო წიგნების თარგმნა,თუ შედგენა, სახალ ხო საუბრების გამართვა, სახალხო ბიბლიოთეკების დაარსება, წიგნებით შემწეობა ღარიბთა მოსწავლეთათვის, სპექტაკლების და სალიტერატურო საღამოების გამართვა საზოგადოების სასარგებლოდ— ყველა ეს ერთად და თვითეულად ითხოვს ადგილობრივს თაოსნობას და ადგილობრივ სარისტასა. თბილისში მყოფი გამგეობა უნდა იქმნას თითქმის მხოლოდ რეგულიატორი, წესის და რიგის მიმცემი თავის პროვინციალურ განყოფილებებისა, აგენტურებისა.

შევცდებით, თუ იფიქრებთ, რომ პროვინციის ქართველებს არა აქვთ თავი ამ გვარი საქმისათვის და მათი მონაწილეობა იქნება ამაო და ფუჭი ჩვენი ქვეყნის ყველა თვალსაჩინო კუთხეში იპოვებიან პირნი, რომელთაც ცოდნა და სურვილი სრულს შეძლებას აძლევენ მიიღონ ნაყოფიერი მონაწილეობა ამ საქმეში. საჭიროა მხოლოდ, რომ იგინი გამოწვეულ იქმნან ამ ასპარეზზედ, აღიარებულ იქმნან აგენტებად და მიენიჭოს მათ ჯეროვანი სანკცია საზოგადოებისაგან.

როცა ეს მოხდება, როდესაც ყოველ კუთხეში და ყოველ ქალაქში, დაწესდდება წერა-კითხვის საზოგადოების განყოფილებანი, ანუ აგენტურები, ჩარხი წერა-კითხვის საზოგადოებისა სწრაფად დატრიალდება, დაიბადება პატიოსანი გაჯიბრება საქართველოს კუთხეებს შორის ხალხის განათლების დახმარების შესახებ და, ერთი ათად მეტი გაკეთდება ყოველ წლიე, ვიდრე ახლა კეთდება...