The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წესი
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წესი

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წესი

§ 1. საზოგადოების ბიბლიოთეკა იხსნება, როგორც „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთათვის, ისე საზოგადო საკითხავადაც.

§ 2. ბიბლიოთეკა შესდგება უმეტეს ნაწილათ ქართულის წიგნებისგან. სხვა ენაზე შედგენილ წიგნებიდამ შეძენილი იქნებიან მხოლოდ ის წიგნები, რომელთშიაც რაიმე ცნობა იქმნება საქართველოზედ და კავკასიაზედ.

§ 3. ბიბლიოთეკის შესადგენათ საზოგადოება:

ა. შეიძენს ყოველ-ნაირს ქართულს ხელთ-ნაწერ წიგნებს, კარტებს, გუჯ-ებს, ხრონოგრაფებს და სხვა ამ გვარსა.

ბ. შეისყიდავს ორ-ორ ეკზემპლიარს ყოველ-გვარ ქართულ ენაზე დაბეჭდილი წიგნებისას.

გ. თუ სადმე აღმოჩნდება შესა| ნიშნავი და იშვიათი წიგნი, რომელსაც ვერც ფასით და ვერც შემოწი| რულობით ვერ დაისაკუთრებს ბიბლიოთეკა, ეცდება გად სწეროს ამისთანა წიგნი და

დ. მიჰმართავს თხოვნით იმ პირთა, რომელთაც აქვს ქართულის წიგნების ბიბლიოთეკა შემოსწირონ ბიბლიოთეკას წიგნები.

§ 4. ბიბლიოთეკის გასამართავად და შესანახავად საზოგადოების მმართეელობა არ დაზოგავს არა რაიმე ხარჯს წიგნებისა მოსაპოებლად იმ სახით და ზომით, როგორც გადაჰსწყვეტს ცალკე ამისათვის შედგენილი კამმისია.

ა. მიიღებს შემოწირულობას ფულით და წიგნებით. და

ბ. აირჩევს ბიბლიოთეკარს.

§ 5. ბიბლიოთეკარის ვალია:

ა. ჩასწეროს დავთარში ყოველგვარი წიგნი, რომელიც ან სასყიდლით ა შემოწირულობით შემოუვა საზოგადოებას.

ბ. ყოველ-გვარ წიგნის თაობაზე ჩასწეროს ამ დავთარში ვისგან არის ნაყიდი, ან შემოწირული ეს წიგნი.

გ. შეადგინოს კატალოგი ბიბლიოთეკისა. და

დ. დანიშნულ დროზე იყოს ბიბლიოთეკაში და მკითხველებს მოთხოვნილებისა-მებრ მისცეს წიგნები ბიბლიოთეკაშივე საკითხავად.

§ 6. არავითარის სახით და არავის არ მიეცემა ბიბლიოთეკიდამ წიგნი შინ წასაღებათ.

§ 7. იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება დაიშალა, ეს ბიბლიოთეკა უნდა გადაეცეს სხვა საზოგადოებას, უეჭველად მმართებლობისაგან დამტკიცებულს იმ პირობით, რომ საუკუნოთ და სამუდამოთ დარჩეს ქალაქს |თბილისში და არასოდეს კერძო პირს არ გადაეცემოდეს.

§ 8. ყოველს გადაცემაზე სხვათა საზოგადოებისადმი შეუცვლელად და სამუდამოთ დარჩეს §§ 6 და 7.

§ 9. ბიბლიოთეკის სახალხოთ გამართვის დღე და საათი იქნება გამოცხადებული თავის დროზე გაზეთებში. წიგნები.