The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ქართველი ფემინისტი და ქალი-განმანათლებელი ეკატერინე თარხნიშვილი გაბაშვილისა

ქართული კულტურა

სისაური ირმა

ქართველი ფემინისტი და ქალი-განმანათლებელი ეკატერინე თარხნიშვილი გაბაშვილისა

ოსწავლე, რომ, გახდე ადამიანი

 

დიდი განმანათლებელი იაკობ გოგებაშვილი ეკატერინე გაბაშვილს „უდაბნოში გაბრწყინებულ ვარსკვლავს“ ადარებდა. ეს ღირსეული ქართველი მწერალი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ქალთა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკურ-კულტურული უფლებების მოსაპოვებლად იბრძოდა. მე-19 საუკუნის რეალობაში ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას ქადაგებდა: „მეარ დავმორჩილდი ხვედრსდედაკაცისას,ყმობასდა თვითშეწირვას კერისას, ამისთვის დიდი ბრძოლა დამჭირდა” - ეს სიტყვები საუკეთესოდ გამოხატავს ეკატერინე გაბაშვილის სულისკვეთებას,რომელმაც პირველმააღძრასაკითხი ქალებისათვისგანათლების მინიჭებისა. მეტიც, მწერალი თვლიდა, რომ განათლება იყო არა მხოლოდ ქალის, არამედ მთელი ერის გადარჩენისა და განვითარების აუცილებელი პირობა. თავადაც მუდამ თვითგანვითარებისთვის იბრძოდა. აქტი ურადმონაწილეობდაქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. 1868 წლიდან მოყოლებული, ვიდრე აღსასრულამდე, თითქმის არ ყოფილა არცერთი ქართული ჟურნალი თუ გაზეთი განკუთვნილი მოზარდთა თუ მოზრდილთათვის, ეკატერინე გაბაშვილს თავისი მადლიანი კალამი გონივრულად რომ არ მოეხმარა. „რა გადაგვარჩენს?“ – გაბედულად და პირდაპირ სვამდა კითხვას ჯერ კიდევ 19 წლის ყმაწვილი ქალი გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ თავის პირველ წერილში „გლეხკაცის აზრი სასოფლო სკოლაზე“ და იქვე დასაბუთებულად პასუხობდა, რომ სოფლის მცხოვრებთა შორის სწავლა-განათლების დანერგვა იხსნიდა ქვეყანას სრული სიბნელისაგან. ახალგაზრდა ავტორის ეს თამამი განცხადება უყურადღებოდ არ დაუტოვებია მოწინავე საზოგადოებას. ამავე გაზეთში კიდევ დაიბეჭდა რამდენიმე სტატია, სადაც პუბლიცისტები ეკატერინე გაბაშვილსა და გაზეთის რედაქციას მადლობას უხდიდნენ ამ საჭირბოროტო საკითხის საინტერესოდ გაშუქებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ახალგაზრდა მასწავლებელიეკატერინეგაბაშვილი უსასყიდლოდ ეწეოდა პედაგოგიურმოღვაწეობასსოფლად გლეხთაშვილებისათვისგახსნილ დაწყებით სკოლაში და ყოველდღიურადუწევდაბრძოლა მშობლებთან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ „ბიჭები უსწავლელადაც კარგად გაუძღვებოდნენ გუთნეულს, ხოლო გოგონების საქმე ოჯახი და ბავშვების მოვლა იყო“. მიუხედავად მოსახლეობის წარმოუდგენელი წინააღმდეგობისა, ეკატერინე გაბაშვილი ფარ– ხმალს არ ყრიდა და სჯეროდა, რომ „ყმაწვილის სულისა და სხეულის აღზრდაზე უდიდესი საქმე“ არაფერია „ქვეყნის ნაყოფიერი და ბედნიერი მომავლისათვის“ (პეტრე უმიკაშვილი).

სულ მალე რევაზ თარხნიშვილის ოჯახი საცხოვრებლად გორიდან თბილისში გადმოვიდა და ახალგაზრდა პუბლიცისტი ქალი მალევე მოექცა თბილისელი ინტელიგენციის ყურადღების ცენტრში. ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და შემოქმედის, პეტრე უმიკაშვილის ძალისხმევით ეკატერინე გაბაშვილი მოწინავე ქართველებს, „თერგდალეულებს“ დაუახლოვდა. მათთან ურთიერთობამ, ერთხანს ხალხოსნური იდეებით გატაცებული მწერალი ქალის მსოფლმხედველობა ძირფესვიანად შეცვალა.

მაშინ თბილისში ლიტერატურული შეხვედრები ცნობილ ოჯახებში იმართებოდა. სწორედ ასეთ შეკრებაზე გაიცნო ეკატერინემ ქვეყნის უკეთეს მომავალზე მეოცნებე ახალგაზრდა სანდრო გაბაშვილი და თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშირა მას. ოჯახში გამეფებული ტრადიციული შეხედულებებისა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო, ეკატერინე გაბაშვილი ლამის 10 წლით ჩამორჩა საზოგადოებრივ საქმიანობას. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ქალმა მაინც მოახერხა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში გარკვევა-გათვითცნობიერება:

„მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას უძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებობას, პატარა ჭუჭრუტანა გავუკეთე და იქიდან მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას“.

ოჯახური რუტინა თუ განსაცდელი მწერლისათვის ახალი მოტივაციის წყარო გახდა. ეკატერინე ახლა უფრო მეტად დაინტერესდა ქალთა უფლებებითა თუ უუფლებობით და საკუთარ ავტობიოგრაფიაზე დაყრდნობით რამდენიმე საინტერესო მოთხრობა გამოაქვეყნა, მათ შორის: „ბედნიერება“ და „ფრთებდაგლეჯილი“. ამ უკანასკნელში წარმოჩენილია განათლებული და საზოგადოებრივი აქტიურობისათვის მზადმყოფი ქალის ხვედრი. ავტორი კატეგორიულად მოითხოვს გარშემომყოფთაგან ქალისადმი უხეში და უპატივცემულო დამოკიდებულების შეწყვეტას, პირიქით, მისდამი პატივისცემას, ქალის ნიჭისა თუ შესაძლებლობების გამოვლენისათვის ხელშეწყობას ქადაგებს. მწერალი აღშფოთებულია იმ მამაკაცების შეხედულებებითა და ქმედებებით, რომლებიც ქალს არასრულფასოვან არსებებად თვლიან და არ აღიარებენ მის თანასწორუფლებიანობას, აიძულებენ მამაკაცების უსიტყვო მორჩილებას და მხოლოდ ოჯახური ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ.

ქალთა უფლებების დაცვა ეკატერინემ საკუთარი უფლებების დაცვით დაიწყო. მიუხედავად ოჯახის წევრების არაკეთილგანწყობისა და მრავალი უსიამოვნებისა, მწერალი ქალი „თავდაჯერებულად გარბოდა“ შინიდან ყოველ კრებასა თუ ღონისძიებაზე, სადაც მისთვის საინტერესო საკითხები განიხილებოდა:

„ჩემი სურვილი იყო, ყველაფერი ჩემი ყურით მომესმინა და ჩემი გონებით შემემოწმებინა, ისე ძლიერი იყო სურვილი, რომ ყოველგვარ უსიამოვნებას ვაბიჯებდი: სათავადაზნაურო სკოლის დაფუძნება... ჩვენი ბანკის კრებები, გაზეთის რედაქცია, ახლად აღორძინებული თეატრი და თეატრის საქმეების მოგვარება კრებაზე არ გამომეპარებოდა“.

ეკატერინე გაბაშვილს უყურადღებოდ არ დაუტოვებია საზოგადოების არცერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და თანდათან ეს მიზანსწრაფული, პროგრესულად მოაზროვნე, გაბედული, ძლიერი, გონიერი და საქმისადმი თავდადებული ქალი თბილისური ცხოვრების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახდა. მისი „სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი“ 1872 წლიდან ახალი ენერგიით გაიშალა და ქვეყანას ქალი-განმანათლებელი მოევლინა. ამავე წელს ეკატერინე გაბაშვილი სათავეში ჩაუდგა თბილისში, ანასტასია წერეთლის ინიციატივით დაფუძნებულ ქალთა წრეს, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა გამათავისუფლებელი იდეების პროპაგანდას, საზოგადოებაში ეროვნული გრძნობის განმტკიცებასა და ქართული ლიტერატურის აღორძი- ნებას. მანდილოსნებმა ხელი მიჰყვეს რუსი და ევროპელი მწერლების პოპულარული ნაწარმოებების თარგმნას და პატარა წიგნებად გამოცემას: „როგორი ენერგიით და როგორი ხალისით შევუდექით საქმეს! როგორ გამჭრიახად გვხელმძღვანელობდა ტასო, როგორ გვაჩქარებდა და რა თავდადებას იჩენდა თარგმანების გამოცემაში” - იხსენებდა მას ანასტასია წერეთელი.

ეკატერინე გაბაშვილი (შუა რიგში, მარჯვნიდან მე-4) ქრა-კერვის ქალთა სკოლის მოსწავლეებთან ერთად

 

სამწუხაროდ, მთარგმნელ ქალიშვილთა წრე მალე დაიშალა, რადგან მათმა შეკრებებმა მთავრობის ყურადღება მიიქცია. დაიწყეს აქტიური ეკატერინე გაბაშვილი (შუა რიგში, მარჯვნიდან მე-4) ჭრა-კერვის ქალთა სკოლის მოსწავლეებთან ერთად წევრების დევნა-შევიწროება. 1884 წელს დროებით მუშაობა კვლავ განახლდა, მაგრამ ქალთა წრეს დიდხანს ფუნქციონირება არ ეწერა. წევრების დევნა-შევიწროება. 1884 წელს დროებით მუშაობა კვლავ განახლდა, მაგრამ ქალთა წრეს დიდხანს ფუნქციონირება არ ეწერა.

1879 წელს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების ისტორიაში. საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ ეკატერინე გაბაშვილი და ანა წერეთელი. ორი მეგობარი ქალი მრავალი წლის განმავლობაში გულმოდგინედ ემსახურებოდა საქართველოში წერა-კითხვის გავრცელების საქმეს. ილია ჭავჭავაძის მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ეკატერინე გაბაშვილმა რამდენჯერმე მოაწყო „საქველმოქმედო ბაზრობა“, რომელიც პირველ ხანებში წარმატებული და შემოსავლიანი გახლდათ.

 

თანამედროვე ქალებს ძალიან აწუხებდათ ქართული საბავშვო ლიტერატურის სიღარიბე და ბიბლიოთეკა-სამკითხველოების უნუგეშო მდგომარეობა. ამიტომაც ანასტასია წერეთელმა, ეკატერინე გაბაშვილმა და ეკატერინე მესხმა დააარსეს პატარა წრე და მიზნად დაისახეს ზემოხსენებულ პრობლემებთან გამკლავება. ნაცნობ-მეგობართა პირადი ბიბლიოთეკებიდან შეაგროვეს საკმაო რაოდენობის წიგნები და მოკლე ხანში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სამკითხველო გახსნეს... უსახსრობის გამო ეს კეთილი წამოწყებაც ჩაიშალა. წერა-კითხვის საზოგადოებამ ვერ გადაიხადა ბინის ქირა, სადაც ბიბლიოთეკა იყო გახსნილი და ამდენი წვალებითა და ხვეწნა-მუდარით შეგროვილი წიგნები სახლის პატრონმა ქუჩაში გამოყარა. „ჩვენი ვაი-ვაგლახით შეგროვილი წიგნები ქუჩაში რომ ვნახე გამოყრილი, თვალთ დამიბნელდა, გული მომეკუმშაო“ გულდაწყვეტილი იგონებდა ეკატერინე გაბაშვილი.

მწერალი ქალი საოცარი ენერგიითა და თავდადებით მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იგი ცდილობდა ქვეყნის ყველა რაიონში შეეტანა სინათლე.

1879 წელს ეკატერინე გაბაშვილმა წარმოდგენა გამართა ახალქალაქში. სცენაზე დაიდგა მისი პიესა „სცენები ყმაწვილი ქალის ცხოვრებიდან“, სადაც ერთ-ერთ როლს ავტორიც თამაშობდა. ამ გარემოებამ მთელი მაზრა ააღელვა, რადგან ქალის სცენაზე გამოსვლა იმ დროს სირცხვილად ითვლებოდა. ეკატერინე გაბაშვილის მსახიობობა დაგმო საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ამას მოჰყვა სალანძღავი წერილები, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა, მაგრამ მწერალი არ შეუშინდა ხალხის ცინიზმს და სულ მალე „ჩვეულებად იქცა მაზრაში წარმოდგენების გამართვა და მონაწილეობის მიღება ხომ ყველა ლამაზი და წარჩინებული გვარიშვილის ასულების საცილობელი გახდა“.

პროგრესულად მოაზროვნე ქალი თვლიდა, რომ თეატრი ხალხის გამოფხიზლების ერთერთი საუკეთესო საშუალება იყო. მით უმეტეს, ქალებისათვის, რომელთაც სცენა დამოუკიდებლობის განცდას უღვივებდა, თვითშეფასებას უმაღლებდა, თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. ეკატერინე გაბაშვილი ხშირად საკუთარ თავსაც იმხნევებდა და ინუგეშებდა. საინტერესოა, პეტრე უმიკაშვილის ერთ-ერთი პირადი წერილი ოჯახური პირობებით შევიწროებული მწერალი ქალისადმი, სადაც მხცოვანი შემოქმედი თხოვნით მიმართავს ეკატერინეს, ხელიდან არ გაუშვას კალამი, იმიტომ რომ მისი საქმე „წამბაძველი იქნება სხვა ქალებისთვის...“. „სწერეთ მთელ სიცოცხლეში კეთილის და პატიოსნის საზოგადო ბედნიერებისათვის, ნუ დაეჩაგვრინებით მწუხარე აზრს... საკუთარი გაჭირვება, სიღარიბე, მწუხარება ერთის ატომის, ერთის წინწკალის დაჩაგვრაა... ამან არ უნდა შეგაშინოს, არ უნდა შეაშინოს, ვისაც თავისი თავი მთელის ქვეყნიერების, მთელის მსოფლიოს ცენტრად არ მიაჩნია“.

მიუხედავად არაერთი იმედგაცრუებისა, ტკივილისა და განსაცდელისა, ეკატერინე გაბაშვილი ყოველთვის ახერხებდა თავისი სულიერი ძალების მობილიზებას საქვეყნოდ მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად. ფემინისტი მწერალი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან იბრძოდა პირველი ქართული ქალთა სკოლის დაარსებისათვის. საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთ საჯარო სხდომაზე იგი სიტყვით გამოვიდა და გონივრულად დაასაბუთა ქალებისათვის განათლების მიღების აუცილებლობა. ანასტასია წერეთლის მოგონებებში ვკითხულობთ, თუ როგორ უკრავდა ტაშს თვალცრემლიანი მსმენელი ეკატერინეს და ხმამაღლა გაჰყვიროდა: „სამართლიანად მოითხოვა ქალებისათვის სკოლაო“. გავიდა ხანი და ქართველ ქალთა ამხანაგობის გამგეობამ გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა ინფორმაცია გოგონებისათვის „ჭრა-კერვისა და ძველი ქართული ხელსაქმეობის“ შემსწავლელი სკოლა-სახელოსნოს გახსნის შესახებ. პროფესიულ სასწავლებელში ქალიშვილები მიიღებდნენ როგორც საგნობრივ ცოდნას, ასევე დახელოვნდებოდნენ ტრადიციულ ხელსაქმეობაში. ეს განცხადება იმდენად საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებისათვის, რომ მისი გამოქვეყნებიდან ერთი კვირის თავზე ეკატერინე გაბაშვილის საცხოვრებელ სახლში სკოლა გაიხსნა. სასწავლებლის დირექტორობა, რასაკვირველია, მწერალმა ქალმა ითავა. ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილმა დახმარება აღუთქვა სკოლას, როგორც ერისათვის სასარგებლო წამოწყებას, მაგრამ საბოლოოდ, ამ სასწავლებელსაც უამრავი პრობლემა გაუჩნდა. მთავარი მაინც ფინანსური გასაჭირი გახლდათ. ეკატერინე გაბაშვილი ძალღონეს არ იშურებდა სკოლის ფეხზე დასაყენებლად. მის არქივში მრავლად შევხვდებით სხვადასხვა დაწესებულებებისადმი გაგზავნილ წერილებს, სადაც სკოლის დირექტორი ფულად დახმარებას ითხოვს სასწავლებლის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის.

გონიერი, მიზანსწრაფული და შეუპოვარი დირექტორის მეცენატობით სკოლამ ოცდახუთ წელს იარსება. ეკატერინე უანგარო და მოწაფეთათვის თავდადებული პედაგოგი გახლდათ. იგი გვერდიდან არ შორდებოდა გოგონებს, მუდამ მათ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავდა. მწერლის შრომამ სასურველი შედეგი გამოიღო. ქალთა პროფესიული სასწავლებელი მთელ საქართველოში სამაგალითო და პოპულარული გახდა:

„ოცდახუთი წელიწადი ვემსახურე ამ სკოლას და ჩემთან ერთად რამდენიმე ინტელიგენტი ქალები, მთელი ჩვენი ენერგიითა და თავდადებით. მართალია, ბევრი ვაი-ვაგლახი და ბრძოლა გამოიარა სკოლამ, მაგრამ წარჩინებით გაიარა საუკუნის მეოთხედი” - წერდა თავის მოგონებებში ეკატერინე გაბაშვილი

და აი, 1922 წელს საქართველოს გასაბჭოების წლისთავზე ახალმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უკვე მხცოვან მოღვაწეს ძალა აღარ შესწევდა ფართომასშტაბიანი საზოგადო საქმის გაძღოლისა და ამიტომაც ეს კერძო დაწესებულება, სხვათა მსგავსად, „ქინძისთავისოდენა ლუკმასავით” გადაყლაპა.

აღსანიშნავია, რომ ეკატერინე გაბაშვილი ქალებისათვის უმაღლესი განათლების მიღებისთვისაც იბრძოდა. 1899 წელს თავადაზნაურთა მორიგი კრების საყურადღებოდ მან გამოაქვეყნა წერილი, სადაც ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ქალების საერთო სატკივარი:

„მაშინ, როდესაც ყოველი მივიწყებული კუთხიდან, ყოველი განმარტოებული სოფლიდან ღარიბ აზნაურიშვილებს გზა აქვთ თავისი ვაჟიშვილი თავის სააზნაურო სკოლაში მიაბარონ, ქალიშვილები რჩებიან ყოვლის უნუგეშოდ, სიბნელეში და უმეცრებაში. რამდენჯერ ყოფილა ყოველი თქვენთაგანი, ბატონო, მოწმე, როდესაც ძმა ბრუნდება შინ სწავლითა და მეცნიერებით აღჭურვილი და ბეჩავი და კი მოწიწებით შეჰყურებს იმას სწავლით ძლევამოსილს და ბევრჯერ შურით მდუღარებასაც აბნევს. რათა? რისთვის? სად არის ჩვენი თავმოსაწონი? „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია”.

ბუნებრივია, მე-19 საუკუნის საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგი გახლდათ ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობისა. „ტრადიციონალისტები” ძალას არ იშურებდნენ, რომ ქალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობიდან მოეწყვიტათ, ჩაეკეტათ ოჯახის კედლებში და უუფლებო ნივთად ექციათ. სწორედ ქალისადმი ასეთ დამამცირებელ მიდგომას აპროტესტებდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ეკატერინე გაბაშვილი. ქალთა უფლებების დასაცავად ორგზის დააარსა, ეგრეთ წოდებული, ქალთა წრე, რომელიც, მიუხედავად მისი ხანმოკლე არსებობისა, იყო პირველი მცდელობა ქალთა დამოუკიდებელი საქმიანობისა. ფემინისტურმა მოძრაობამ 1905 წელს ახალი ძალით ამოხეთქა და პოლიტიკური შეფერილობაც მიიღო. „როცა ქვეყანა შეიძრა, ქალებიც ავხმაურდით” - წერდა ეკატერინე გაბაშვილი თავის მოგონებათა წიგნში „ჩემი სიყმაწვილე” და იქვე სიამოვნებით აღნიშნავდა იმასაც, რომ მისივე სახლში გამართულ ქალთა პირველ კრებაზე „ისეთი წრის და ისეთი ხნის ქალები მოვიდნენ, მანამდე არავის რომ არ ენახა, არც საზოგადოებაში და არც ქართულ თეატრშიო”.

ღირსეულ მამულიშვილს, ფემინისტური მოძრაობის წინამძღოლს, ქალთა საგანმანათლებლო საქმის სულისჩამდგმელს, საბავშვო მწერალსა და პუბლიცისტს მადლიერმა ქართველმა ხალხმა 1911 წლის 1 მაისს სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა. ეს არ გახლდათ მხოლოდ მწერლისადმი მიძღვნილი დღესასწაული. ეს იყო პატივისცემა ქართველი ქალისა, რომელმაც ოჯახის ვიწრო კედლებს მიღმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-საგანმანათლებლო საქმიანობა გააჩაღა და დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა ქვეყნის წინაშე.

ეკატერინე გაბაშვილი არასოდეს ჩამოშორებია საზოგადოებრივ ასპარეზს. 1924 წელს მისი თაოსნობით დაარსდა საზოგადოება „ჯეჯილი”, რომლის მიზანიც საბავშვო ლიტერატურის ბეჭდვა გახლდათ. 1925 წელს კი მეგობრებთან ერთად გამოსცა „ქართველ მწერალ ქალთა ალმანახის” ორი ნომერი. ქართველი ფემინისტი და ქალი-განმანათლებელი 1938 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჩვენი წერილი მინდა ეკატერინე გაბაშვილის სიტყვებითვე დავასრულო, რომელიც მხცოვანმა მოღვაწემ თავის საიუბილეო საღამოზე სულზე უტკბეს სამშობლოს მიუძღვნა:

„ყოველი წამი ჩემი სიცოცხლისა გეკუთვნის შენ და შენი გამარჯვების სურვილს... და თუ ჩემი ნაბიჯები მკრთალი და უფერულია, ნუ დამსჯი, ის ხომ, რაც არის შენია და შენ გეკუთვნის” .

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ქალთა საკითხი საქართველოში XIX საუკუნეების მიჯნაზე. - თბ., 2011. - გვ. 15.

2. ბოცვაძე, იოსებ. პრესა და მწერლობა. - თბ., 1976.- გვ. 200-217.

3. მწერალთა ავტობიოგრაფიები. წიგნი I. - 2013 წ.

4. სახალხო გაზეთი. - 1911. - N292. 5. განათლება. – 1911. - N3. - გვ. 162.