წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების კრება
ხდომა გაიხსნა საღამოს 9 საათზედ, 13 მაისს, თ. ილ. ჭავჭავაძის
თავმჯდომარეობით. თავმჯდომარის წინადადებით კრებამ ფეხზედ წამოდგომით პატივი სცა
კრების საპატიო წევრის განსვენებულის ეპისკოპოსის გაბრიელის სახელს. შემდეგ
წაკითხულ იქმნა ანგარიში. ანგარიშის იმ ადგილმა, საცა სკოლების მდგომარეობაა
აღწერილი, რამდენიმე შენიშვნა გამოიწვია. შემდეგ ბ. ნატროშვილმა განაცხადა, რომ,
რადგან სკოლების გახსნის ნებას აღარ გვაძლევენ, საჭიროა სახალხო სამკითხველოები
დავაარსოთ სოფლებშიო. ბ. ალ. თოიძემა სთქვა, რომ სოფლებში, რასაკვირველია, საჭიროა
მაგგვარი სამკითხველოები, მაგრამ ქალაქებში უფრო დიდი მოთხოვნილებაა, რადგან იქ
უფრო ბევრია წერაკითხვის მცოდნეო. გამგეობამ ბ. ნ. ცხვედაძისა და დ. კარიჭაშვილის
პირით სრული თანხმობა განაცხადა ამ აზრზედ, მაგრამ დასძინა, რომ ღონისძიება არა
გვაქვს სამკითხველოების დაარსებისაო. თითო სამკითხველოს უკანასკნელი სამასი მანეთი
უნდა, გარდა ამისა საჭიროა სანდო პირი, რომ წიგნები არ გაიფანტოსო. თავმჯდომარემ
უბრძანა ოქმში შეიტანონ ყოველივე რაც ითქვა ამის შესახებ გამგეობის საყურადღებოდ.
თ. გრ. აბაშიძემ სთხოვა გამგეობას, რაიმე ღონისძიება მიიღონ სახალხო კითხვების
გასამართავად.ბ. ნ. მცხვედაძემ ამაზე პასუხი უგო, რომ ლექციების კითხვა შეგვიძლიაო.
შეადგინეთ პროგრამა, გადათარგმნეთ ლექცია რუსულად, წარმოგვიდგინეთ, და ნებას
აგიღებთ კითხვისასაო.
კამათობა გამოიწვია წიგნთ-საცავის შესახებ ანგარიშმა. ადგილის სივიწროზე მეტად
საგრძნობელი შეიქმნაო, ალაგი არ არის წიგნების დასაწყობადაც კიო. ამიტომ ყველა
ორატორებმა ის აზრი გამოთქვეს, რომ საჭიროა საკუთარი ბინა ექმნეს წიგნთსაცავსაო
(ან. ღულაძე, ექ. თაყაიშვილი), რომ უფრო უშიშარს მდგომარეობაში იქმნეს წიგნთ-საცვი,
არ უნდა ვიხმაროთ ლამპარი და სანთელი, არამედ ელექტრონით გავანათოთო (გ. ჟურული ექ.
თაყაიშვილი). ამაზედ ცხვედაძემა სთქვა, რომ სიამოვნებით შეგვიძლია გაუწყოთ, რომ
სრული იმედი გვაქვს მალე მოუპოვოთ წიგნთსაცავს საკუთარი ბინაო.
ბ. მ. ყიფიანი საჭიროდა სთვლის წიგნების ვაჭრობის წარმატებისათვის, რომ რკინის
გზების სადგურებზედაც ვჰყიდოთ ხოლმე წიგნაკები; გამგეობის თავმჯდომარემ შეატანინა
ესეც ოქმში საყურადღებოდ. შემდეგ გამგეობამ ითხოვა, ნება მოგვეცითო დავხარჯოთ
ზოგიერთი თანხის ფული, (600 მან.) რომელიც თავის დანიშნულებას ვეღარ ასრულებს ან
სიმცირის გამო და ან იმიტომ, რომ ის საჭიროება აღარ არსებობს, რომლისთვისაც იგი იყო
გადადებულიო. კრება დასთანხმდა ამაზედ, მხოლოდ იმ პირობით-კი, რომ, თუ ვინიცობაა
შემომწირველნი უკან მოითხოვენ, დაუბრუნდეთ ეს ფული. გათავდა თუ არა ყველა მორიგი
კითხვების გარჩევა, თ. ჭავჭავაემ ბოდიში მოითხოვა, ავადმყოფობის გამო აღარ შემიძლია
დავრჩეო. მისი ადგილი დაიჭირა ბ. ნ. მცხვედაძემ. ბ. მცხვედაძემ წინადადება შეიტანა
აირჩიონ საპატიო წევრად ყოვლად უსამღვდელოესი ალექსანდრე ეპისკოპოსი გორისა. კრებამ
ერთ ხმად მიიღო ეს წინადადება. მემე წაიკითხეს წინადადება ი. გოგებაშვილისა მის
შესახებ, რომ თ, ილ. ჭავჭავაძე და თ. აკაკი წერეთელი ამორჩეულ იქმნენ საპატიო
წევრებად, რადგან მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით ჩვენის ლიტერატურის წინაშე და გარდა
ამისა პირველი ათი წელია, რაც წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების გამგეობის
თავმჯდომარედ არის. კრებამ აღტაცებულის ტაშის ცემით მიიღო ეს წინადადება. ბოლოს
ამოირჩიეს წევრები. კრება დაიხურა 111/2 საათზედ.