The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

„ვეფხისტყაოსანი“ და პოსტმოდერნიზმი


„ვეფხისტყაოსანი“ და პოსტმოდერნიზმი



„ვეფხისტყაოსანი“ და პოსტმოდერნიზმი

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება

კარიჭაშვილი ლია

მსახურება ღვთისა და ერისა

 

„ჩვენი მწერლობა“

თბილისი

2013

რედაქტორი როსტომ ჩხეიძე

რეცენზენტები კახა ჯამბურია თამაზ ჯოლოგუა

 

კომპიუტერული უზრუნველყოფა თენგიზ რობიტაშვილი

გარეკანზე გამოყენებულია თენგიზ მირზაშვილის ნახატი

წიგნი გამოიცა ნანი კარიჭაშვილის თანადგომით

ISBN 978-9941-0-5581–2

©ლია კარიჭაშვილი 2013

შინაარსი

კვალი წარუვალი (როსტომ ჩხეიძე)..

შესავალი

თავი I. დავით კარიჭაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზოგადი დახასიათება

ა) ცხოვრების გზა

ბ) საზოგადო მოღვაწე

თავი II. დავით კარიჭაშვილის ლიტერატურათმცოდნეობითი ნარკვევები

ა) გამოქვეყნებული ლიტერატურათმცოდნეობითი შრომები ... 30 ბ) რუსთველოლოგიური ღვაწლი

გ) ლიტერატურათმცოდნეობითი შრომები საარქივო მასალის მიხედვით

თავი III. დავით კარიჭაშვილი — ენათმეცნიერი

თავი IV. დავით კარიჭაშვილი — რედაქტორ-გამომცემელი

თავი V. დავით კარიჭაშვილის საისტორიო პუბლიკაციები

ბოლოთქმა

Merits of David Karichashvili

Mérite de David Karichashvili

დამოწმებული ლიტერატურა

დავით კარიჭაშვილის შრომათა ბიბლიოგრაფია

პირთა საძიებელი

1 კვალი წარუვალი

▲ზევით დაბრუნება


ჩხეიძე როსტომ

მეცნიერთა ხვედრი ეს ყოფილა – ისტორიული მნიშვნელობა შერჩება ხოლმე მათ ნაღვაწს და ახალ და ახალ სამეცნიერო ნაშრომებში, სქოლიოებსა თუ დამოწმებულ ლიტერატურაში თუღა გაიელვებს მათი ხსოვნა.

მათი მიგნებანი განვლილ ეტაპად ქცეულა.

მათი მონაპოვარი – საყოველთაო კუთვნილებად დამკვიდრებულა.

და მიჩქმალულა მათი სახელები საზოგადოებრივი ცნობიერების ღრმა კუნჭულებში.

ნაკლებად აღელვებს შთამომავლობას მათი პიროვნული ღირსებანი თუ თავისებურებანი, მათი კოლორიტული თვისებანი, თავის დროზე მიმზიდველთ რომ ხდიდა ამ ადამიანებს – ინტელეატუალური ცხოვრების სრულუფლებიან მონაწილეთ და მეცნიერული და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების ხელშემწყობთ.

ისიც საქმე იქნება, ბიოგრაფიული რომანების რიგით პერსონაჟებად თუ მოჰყვებიან ხელთ მწერალს, თხრობისათვის აუცილებელი დეტალებისა თუ პასაჟების გამაცოცხლებლად.

მაგრამ ჩვენი ვალი გაცილებით მეტი რომ არის მათ წინაშე?!. როგორ შეიძლება მიყრუებული იყოს და მარტოდენ სამეცნიერო ნაშრომებსა თუ მხატვრულ-დოკუმენტურ თხზულებებში გასაელვებელი რჩებოდეს მათი ზნეობრივი სიმაღლე, მათი თავდადებული გარჯა, მათი შეწირულობა ქვეყნისათვის, მათი მოვლინების მნიშვნელობა კულტურის, განათლების, საზოგადოებრივი ყოფის ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში.

ასეთი ვალი და ვალდებულება გვაწვა დავით კარიჭაშვილის წინაშეც.

მერე რა, რომ მისი თავმდაბალი პიროვნება აჩრდილთა სამეფოდანაც ხელს აგვიკრავდა, უფრო დამსახურებული ადამიანები და უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია მისახედი, გამოსამზეურებელი, შესაფერისად დასაფასებელიო.


ყველას უნდა მიეხედოს და თავთავისი პატივი მიეგოს, მაგრამ თუ ვინმეა უსამართლოდ მიჩამალული, მათ შორის დავით კარიჭაშვილიც ერთი უპირველესთაგანი.

და, აი, კიდეც გამოუჩნდებოდა შესაფერისი მკვლევარი მისივე ბუდიდან – ლია კარიჭაშვილი, ვისი მეცნიერული ინტერესებიც ისევე მრავალმხრივია, როგორც მისი ამ გამორჩეული წინაპრისა, და ამიტომაც ჩაწვდებოდა ასე ღრმად დავით კარიჭაშვილის ნაღვაწის მნიშვნელობასაც და მის პიროვნულ ბუნებასაც.

ბუდე ის ხიდისთავია, გორს მიკრული ის სოფელი, რომელიც გიორგი ერისთავის იქ დამკვიდრებით კიდევ უფრო გაითქვამდა სახელს, კულტურტრეგერისა, ვინც ქართულ კულტურას ორი უდიდესი ღვაწლით – ჟურნალისა და თეატრის დაარსებით – დაქჩნევდა კვალს და უამრავ სასიკეთო საქმესთან ერთად დავით კარიჭაშვილის მეცნიერულსა და ლიტერატურულ ინტერესებსაც განსაზღვრავდა.

მისივე ბუდიდანო...

ამიტომაც ჩაწვდებოდა ასე ღრმადო...

ნაბიჯ-ნაბიჯ შეაგროვებდა ბიოგრაფიულ ცნობებს და ერთიან აქრგას ისე აღადგენდა, თან ფსიაოლოგიური პორტრეტის შტრიხებიც თვალნათლივ გამოიკვეთებოდა.

და არამარტო მის ბიოგრაფიულ აქრგას მიადევნებდა ზოგად ფონსაც, არამედ ლიტერატურულ, ისტორიულ, ენათმეცნიერულ, ჟურნალისტურ, საგამომცემლო ნაღვაწსაც, რადგანაც სხვათა დაკვირვებათა წრეში მოხვედრილ დავით კარიჭაშვილის მოსაზრებებს უფრო მკაფიოდ დაედასტურებინა მკითხველისათვის ამ პრობლემატიკის მნიშვნელობაც, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებულობაც და სიმწვავეც, და ის ისტორიული დანიშნულებაც, გზას რომ მიჰკვალავდა – ხან აგრძელებდა და ხანაც თვითონვე იწყებდა, შეგულიანებით ხომ აგულიანებდა თანამედროვეთაც და ახალ თაობებსაც სრული სურათების აღსადგენად და რაც შეიძლება გასათვალსაჩინოებლად.

ამასობაში ამა თუ იმ საკითხის, თემის, მტკიცების ისტორიაც იკვეთებოდა და მისი თვალის მიდევნებაც არამარტო შეავსებს მკითხველის ცოდნას, არამედ უბიძგებს უფრო ღრმად ჩახედვა-გარკვევისკენაც. და ეს როგორც დავით კარიჭაშვილის, ისე ამ მონოგრაფიის ავტორის დამსახურებაც აქ, ძალზე ფაქიზად, ნიუანსობრივად რომ უტრიალებს თვითეულ თემას და ყოველთვის იმ მთავარსა და არსებითს წარმოაჩენს, რაც ამ მტკიცებათა გულისგულია.

და წარმოაჩენს სტილური დახვეწილობითაც, რაც ნიშანდობლივია ლია კარიჭაშვილის მეცნიერულ ძიებათა ამეტყველებისას, რისი დასტურიცაქ მისი ნარკვევებისა და სტატიების მთელი სერიაც, მათი ერთი ნაწილი უკვე კრებულადაც თავმოყრილი – „ვეფხისტყაოსანი“ და პოსტმოდერნიზმი“ (2011). – მკვლევარის მრავალფეროვან ინტერესთა გამმჟღავნებელი, ერთბაშად იმდენ საკითხს რომ წამოჭრის და იმდენ მხარეს ეწევა თვითონ ავტორსვე, სხვა შესაძლოა კიდეც აბნეულიყო თუ გაღავებულიყო, მაგრამ ეს საფრთხე ოდნავადაც არ ემუქრება ლია კარიჭაშვილს, ვინც მიზანმიმართულად მიჰყვება ურთულეს თემატიკას – უმთავრესად მაინც შოთა რუსთაველისა და დავით გურამიშვილის სამყაროებში ტრიალებს – და თანდათანობით ჰფენს ნათელს არაერთ საგულისხმო რეალიას. მის ძიებებში ბევრია „წვრილმანი“ (მხოლოდ ტეაქტოლოგიური დაკვირვებანი არ იგულისხმება), მაგრამ ეს სწორედ ის წვრილმანებია, რომელთაც შეუძლიათ გაცილებით დიდი წრე თუ სივრცე აირეკლონ, და თანაც მკვიდრ საყრდენს ამნიან ახალი მიგნებებისათვის, საბოლოოდ ყველაფერი ერის რაობის ირგვლივ რომ იყრის თავს.

სტილურ დახვეწილობას ხშირად შეერევა ხოლმე ფაქიზი ლირიზმიც. ლია კარიჭაშვილმა ლექსებით დაიწყო და პოეტური კრებულიც აქვს გამოცემული – „მოხეტიალე ღიმილი“ (1996). და თუ მკაცრი მეცნიერული ანალიზისას გაურბის ლირიკულ წიაღსვლებს, ეს განცდა – პოეტური საწყისი – სტილურ სიმსუბუქეში ფეთქავს და ახალისებს მსჯელობას.

და როდესაც დავით კარიჭაშვილი ხელახლა წარმომდგარა თავისი კოლორიტული, ზნეობრივი სახებით, თვალნათლივ ვხედავთ, არცთუ ბედის ნებიერს ამჯერად მაინც გამართლებია, ღირსეული პატრონი და მოჭირნახულე რომ გამოსჩენია.
 

2 დავით კარიჭაშვილი ფოტო

▲ზევით დაბრუნება


3 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


უაღრესად პატიოსანი კაცი იყო.

ექვთიმე თაყაიშვილი

ამ სიების (წიგნებისა და ხელნაწერების) შემდგენელთა სახელი ყოველთვის მადლობით მოიხსენიება შთამომავლობის მიერო, წერდა ილია. ამ საშვილიშვილო საქმის სრულყოფა დავით კარიჭაშვილს ხვდა წილად.

სოლომონ ცაიშვილი

შესავალი

საუკუნეთა განმავლობაში თავმოყრილი ქართული წერილობითი კულტურა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მეცნიერული კვლევის ის უაღრესად საინტერესო სფეროა, რომელიც უნდა გამოვლინდეს, შეფასდეს და განისაზღვროს, როგორც ერის სულიერების ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი და მსოფლიო კულტურის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოში აქტიურ მოღვაწეობას იწყებს ე.წ. თერგდალეულთა თაობა და მის გარშემო შემოკრებილი ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილი. იქმნება ოფიციალური საზოგადოებები. ჩნდება ახალი პერიოდული გამოცემები.

ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ცხვედაძისა და ვახტანგ თულაშვილის ინიციტივით 1879 წელს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის ძირითადი მიზანი იყო, მოეძია ძველი ხელნაწერები, წიგნები, მოეხდინა მათი აღწერა-კატალოგიზაცია და გაერკვია ძველი წერილობითი მემკვიდრეობის ისტორიულ-ლიტერატურული ღირებულება. საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხსნიდა სკოლებს, მუშაობდა სახელმძღვანელოების შედგენაზე. პირველ ყოვლისა, ცდილობდა ელემენტარული განათლება შეეტანა მოსახლეობის ფართო მასებში. საზოგადოებამ გამოსცა მრავალი წიგნი: მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, როგორც ორიგინალური, ისე თარგმნილი.

ექვთიმე თაყაიშვილის, ალექსანდრე სარაჯიშვილის, დავით კარიჭაშვილის და სხვათა ინიციატივით 1907 წელს ოფიციალურად გაფორმდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელმაც საქართველოს ისტორიის ყოველმხრივ კვლევას უფრო ინტენსიური და ორგანილებული ხასიათი შესძინა. ისტორიული მასალები და ნარკვევები იბეჭდებოდა საზოგადოების გამოცემებში („საქართველოს სიძველენი“, „ძველი საქართველო“...).

აღნიშნულ საზოგადოებებში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ თედო ჟორდანია, ლაქარია ჭიჭინაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო დადიანი და მრავალი სხვა. ბევრ მათგანს, ევროპულ კულტურასა და განათლებას ნალიარებს, კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ თავად უნდა ეპატრონათ წარსულისათვის, შეეამნათ აწმყო და განესაზღვრათ მომავლის ორიენტირები. ეს ის თაობაქ, რომლის ცნობიერებაშიც სიტყვა `მამული~ ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავდაპირველ მნიშვნელობას და არ გაიგივებულა კერძო აონებასთან. მათთვის ბუნებრივი და დამაჯერებელია ქართველი ჰაგიოგრაფისთ თუ მემატიანის ენა, მისი აზროვნებისა და მეტყველების წესი, ამ თაობის დამოკიდებულებაში ძველ ქართულ წერილობით კულტურასთან ჯერ კიდევ არ გაბატონებულა ის უნდობლობა და გაუცხოება, რომელიც შემდგომი ეპოაის თავსმოხვეულმა იდეოლოგიამ მოიტანა.

„საუნივერსიტეტო ცენტრებს გარეშე სამშობლოში მუშაობს თავდადებული ენთულიასტების მთელი წყება (დ. ბაქრაძე, თ. ჟორდანია, მ. ჯანაშვილი, პ. ჭარაია, ნ. ხიზანიშვილი, დ. კარიჭაშვილი, ს. გორგაძე და სხვები). დაუვიწყარია ამ მუშაკთა ღვაწლი. დიდი მსხვერპლი და გმირობა იყო საჭირო სამეცნიერო ლაბორატორიისკენ გლის გასაკვლევად. ვინც ახერხებდა მიეღწია აკადემიურ კარებისათვის თავის „ინოროდცობის“ დაღით, ის სამუდამოდ უნდა მოსწყვეტოდა სამშობლო ავეყანას. აქ დარჩენილნი კი, სამეცნიერო მუშაობის ელემენტარულ პირობებს მოწყვეტილნი, ლუკმა-პურისათვის ზრუნვაში დალეული დღით დაქანცულნი, ღამეებს სტაცებდნენ დროს, რომ თავიანთი საზოგადოებრივ-მეცნიერული ინტერესი მცირედ მაინც დაეკმაყოფილებინათ“ (ჯანაშია 1987: 404).

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე თაობა თითქოს ერთგვარად დაიჩრდილა ისეთი დიდი სახელების გვერდით, როგორებიცაა: ილია, აკაკი, ვაჟა... პირწმინდად სამეცნიერო ასპარეზზე – კორნელი კეკელიძე, ივანე ჯავახიშვილი და სხვანი, მაგრამ სწორედ ამ თაობამ შეამნა ფუნდამენტი საქართველოს ისტორიისა და მწერლობის მეცნიერული კვლევისა. გარდა ამისა, სწორედ მათ შორის მოიძებნება უანგარო სამსახურისა და ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაჩინო მაგალითები. ამ თაობისა და ცალკეულ პიროვნებათა ღვაწლი მომავალს უნდა შეეფასებინა და, მართლაც, უკანასკნელ თბწლეulში გაჩნდა საგანგებო გამოკვლევები ექვთიმე თაყაიშვილის, მოსე ჯანაშვილის და სხვათა ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ. მათ გვერდით შრომობდა და, შეიძლება ითქვას, ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, პუბლიცისტი და რედაქტორ-გამომცემელი დავით კარიჭაშვილი.

დავით კარიჭაშვილის პიროვნებას, მის როლსა და მნიშვნელობას XIX-XX საუკუნეთა მიჯნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში კარგად წარმოაჩენს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ისტორია. ათწლეულების განმავლობაში იგი იყო ამ საზოგადოებათა ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დავით კარიჭაშვილის შესახებ საგულისხმო მოგონებები დაგვიტოვეს ექვთიმე თაყაიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, იპოლიტე ვართაგავამ და სხვებმა. ზოგადად ან ერთი ასპექტით არის მიმოხილული მისი სამეცნიერო ღვაწლი ალექსანდრე კიკვაძის, სოლომონ ცაიშვილის, იოსებ მეგრელიძის, სიმონ ჯანაშიას და სხვათა წერილებში, მაგრამ მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომი, რომელშიც მეტ-ნაკლები სისრულით წარმოჩნდებოდა დავით კარიჭაშვილის მეცნიერული მოღვაწეობის ყველა მხარე, დღემდე არ შექმნილა.

დავით კარიჭაშვილის შრომები დღეისათვის მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისათვის არის ცნობილი. არადა, მისი შეუსვენებელი გარჯა სიცოცხლის ბოლომდე და მუდმივი სწრაფვა იმისკენ, რომ რაიმე შეეძინა თავისი ქვეყნის კულტურული განვითარებისა და თვითშემეცნებისათვის, ნამდვილად იმსახურებს არა მხოლოდ სპეციალისტთა, ფართო საზოგადოების ყურადღებასაც. ამიტომაც საჭიროდ მივიჩნიეთ, შევისწავლოთ, რას წარმოადგენს მისი მეცნიერული მემკვიდრეობა, რამდენად მნიშვნელოვანი და პროგრესული იყო მაშინ, საქართველოს სიძველეთა მეცნიერული კვლევის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე, და რა ღირებულება აქვს მას დღევანდელი გადასახედიდან.

წინამდებარე ნაშრომი დავით კარიჭაშვილის მეცნიერული მოღვაწეობის წარმოჩენა-შეფასების ცდაა.

* * *

განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენიებთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოატორს, პროფესორ ლევან მენაბდეს, რომლის ინიციატივითა და ხელმძღვანელობითაც ვიმუშავეთ მონოგრაფიაზე. ნაშრომის ერთი ნაწილი წარდგენილი იყო სადიპლომო, ხოლო სრული სახით – საკანდიდატო დისერტაციის თემად.

სამწუხაროდ, ბატონი ლევანი დისერტაციის დაცვას ვერ მოესწრო. მისი გარდაცვალების შემდეგ სამეცნიერო ხელმძღვანელობა გაგვიწია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოატორმა, პროფესორმა ნესტან სულავამ, რომელსაც აგრეთვე დიდ მადლობას ვუძღვნით გულისხმიერებისა და თანადგომისათვის.

4 თავი I

▲ზევით დაბრუნება


4.1 ა) ცხოვრების გზა

▲ზევით დაბრუნება


თავი I

დავით კარიჭაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზოგადი დახასიათება

ა) ცხოვრების გზა

დავით კარიჭაშვილი დაიბადა 1862 წელს გორის რაიონის (მაშინდელი მაზრის) სოფელ ხიდისთავში.

„ქალაქ გორიდგან ორი ვერსის მანძილზე მდებარეობს სოფელი ხიდისთავი მტკვრის მარჯვნივ. ქართლში ამ სოფელს ბევრი სოფელი არ შეედრება. ამას თითქმის, თუ პირველი არა, მეორე ადგილი მაინც უჭირავს გორის მაზრაში. ხიდისთავი შემკულია ჰაერით, წყლით და მდებარეობითაც კარგი ადგილია. მინდორი და ტყე ახლო აქვს. ჩამოუდის მშვენიერი მდინარე ტანა. ამ მდინარით ირწყვის ის მშვენიერი ვენახები, რომლის ღვინო, შემდეგ მუხრანისა, განთქმულია მთელ ქართლში...

მცხოვრებთ რიცხვი აქ ორას და ორასზედ მეტის მოსახლისაგან შედგება. ზაფხულობით აქ დიდი ხალხი მოდის. დღე მუდამ შეხვდებით ხიდისთავში გორელს. რათა? იმიტომ, რომ ამ გორელებს, მომეტებულად ვაჭრებს, ბევრი მამულები აქვსთ გლეხებისაგან შეძენილი... ნამეტნავად ვენახები. ვენახებში კარგი ლაზათიანი სახლები აქვსთ აშენებული, ორსართულიანებიც კი. მარნები, ქვევრები მოკირწყლული და მშვენიერის „ბესედკებით“ მორთული („ივერია“, 1886).

იმდროისათვის ხიდისთავში კარიჭაშვილების გვარი საკმაოდ მკვიდრი და მრავაზრიცხოვანი ჩანს. ამას მოწმობს საგვარეულო სასაფლაო და საგვარეულო სალოცავად მიჩნეული წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული პატარა ეკლესია, რომელიც ატენის ხეობაში მდებარეობს. ხიდისთავში მოსახლე კარიჭაშვილებში დღესაც ცოცხალია ლეგენდა, რომელმაც ისინი ამ ეკლესიასთან დააკავშირა.

სოფელში ცხოვრობდა სიმამაცითა და შეუპოვრობით განთქმული ვაჟკაცი ნიანია კარიჭაშვილი. იგი განუყრელად ატარებდა იარაღს და ფხილზად დარაჯობდა სოფელს, რათა შემოპარულ ლეკებს არ აეკლოთ და დაეზარალებინათ მოსახლეობა. ერთხელ ნიანიას ატენის ხეობაში, ეკლესიის სიახლოვეს დასძინებია. ამ დროს ტყიდან გამოჩენილან ლეკები, რომელთა შეუმჩნევიათ მძინარე ვაჟკაცი და მისი შეპყრობა განუზრახავთ. გადამწყვეტ მომენტში ნიანიას რაღაც ძალამ მოსალოდნელ საფრთხელე მიანიშნა და უეცრად გამოაღვიძა. მან მოასწრო მტერს დახვედროდა, მოიგერია და თავიც გადაირჩინა. ეს გამარჯვება ნიანიამ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სასწაულმოქმედებად მიიჩნია. მუხლი მოიყარა, ილოცა და აღთქამა დადო, რომ ამიერიდან ეს ეკლესია მისი შთამომავლების სალოცავი იქნებოდა.

დავითის მამა, გიორგი, სასულიერო პირი იყო. იგი ხიდისთავის ეკლესიაში მსახურობდა და, როგორც ნაკითხი და გულისხმიერი ადამიანი, თანასოფლელთა სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა; ამიტომაც მისი გარდაცვალება (1886) დიდ დანაკარგად აღიქვა სოფელმა. „ივერიის“ კორესპონდენტი, რომელიც გიორგი კარიჭაშვილის დაკრძალვას დაესწრო, წერდა: „გლეხკაცობა და მრთლად საზოგადოება ხიდისთავისა დღეს ძალიან ჰსწუხს: მან დაჰკარგა სიყმაწვილითვე მათთან შეზრდილი, აქ დაბერებული მღვდლობაში, მოხუცი სამოც-და-ათის წლისა, დეკანოზი გიორგი კარიჭაშვილი. იგი, როგორც კეთილი მოძღვარი და მშვიდი კაცი, მრევლისაგან შეყვარებული და შეტკბობილი – მრევლმა გულ-მტკივნეულად მიაბარა საუკუნოდ შავ მიწას“ („ივერია“ 1886).

გიორგი მეუღლესთან – ეკატერინესთან – ერთად ხუთ შვილს ზრდიდა. ორ ვაჟს (დავითი, ნიკოლოზი) და სამ ასულს (მელანო, ანა, სოფიო).

გიორგი კარიჭაშვილს, ძველი ქართული მწერლობის დიდ მოყვარულს, ახლო ურთიერთობა ჰქონია იმ დროს ხიდისთავში მოსახლე გამოჩენილი დრამატურგის, გიორგი ერისთავის ოჯახთან და ეს სიახლოვე დიდად უწყობდა ხელს მის შვილებში ქართული კულტურისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას. ვაჟები მამის კვალს გაჰყვნენ და სასულიერო განათლების მიღება გადაწყვიტეს. მალე ნიკოლოზ კარიჭაშვილმა მამის მრევლი ჩაიბარა, დაოჯახდა და 1920 წლამდე (ვიდრე მიწისძვრის გამო სახლი დაენგრეოდათ) ცხოვრობდა ხიდისთავში.

დავითი 1869 წელს შეიყვანეს გორის სასულიერო სასწავლებელში. ელისაბედ ერისთავს ასეთი დაამახსოვრდა იგი: „სხვათა შორის იყო ერთი ყმაწვილი, თოთხმეტი-თხუთმეტი წლის, ფერმქრალი, გაწყობილი სახე, დიდი შავი თვალები, ჭკვიანი გამომეტყველებისა, მუდამ წიგნებით ხელში და სასწავლებლიდან რომ დაბრუნდებოდა და ისევ ბაღში ხეს ქვეშ ვნახავდით მკითხავსა. ეს იყო დავით კარიჭაშვილი. ჩვენ პატარები დიდი პატივისცემით ვეპყრობოდით“.

1876 წელს დავითი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. იმ დროს სემინარიაში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა იყო. მოსწავლეებს მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურა უნდა ეკითხათ, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ გასცნობოდნენ აკრძალულ წიგნებს.

1880 წელს დავით კარიჭაშვილმა სასულიერო სემინარია დაამთავრა და სწავლის გაგრძელების მიზნით პეტერბურგს გაემგზავრა. იმავე წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ რუსეთში დამყარებული აუტანელი რეჟიმი განსაკუთრებით უნივერსიტეტში იგრძნობოდა. ამ გარემოების გამო 1883 წელს ქართველ სტუდენტთა პატარა ჯგუფმა საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა. მათ შორის იყო დავითიც, რომელიც ჯერ შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს (1883-84), შემდეგ პარიზის უნივერსიტეტში გადაინაცვლა და იქ 1886 წლამდე დაჰყო.

ამ წლებში დედისგან მიღებულ წერილებს (ხელნაწ. 4521) დავითი სიკვდილამდე ინახავდა.

[„11 ოატომბრისა 1883 წ.

შვილო დათიკო,

პირველად მოგიკითხამთ და შემდგომ ამისა ეგ რა ფიქრათ მოგსვლია რომ უფრო შორ წასულხარ, როგორ უნდა მოგაწვდინოთ წიგნი. ამ ადრესის დამწერს ვერა ვშოვობთ, ეხლაც ძლივ ეშოვნა. რაც ჩვენ მწუხარება ვნახეთ შენზედ მანდ წასვლაზედ. ნაჩალნიკმა დაიბარა მამაშენი და ეთქვა შენი შვილი რა სახისა არიო და რა ტანისაო, ყველაფერი გამოეკითხა. იმას გვეუბნებიან იქ რათ წასულაო. იქ არიანო იმისთანა ხალხიო, სულ იქ არიანო წინააღმდეგნი ღვთისა და ხელმწიფისაო. შენ გენაცვალოს დედა. ჩვენი სიბრალული იქონიე და გაფრთხილდი არავინ შეგაცდინონ და ქვეყნის მასხარად ნუ გაგვხდი. ჩვენ სამხიარულოდ გვინდა შენი თავი. აი, შვილო ეხლა კი გიგზავნის ოთხას თუმანსა ფულსა და შემდეგ სამს მეტს აღარ გამოგიგზავნიო. ის იკმარეო.

...მამაშენმა შემოგითვალა რადგანაც ამდენს შრომას ეწევი და ამოდენა ხარჯია, ისევ დოხტურის ნაწილში შედი, სხვაგან გადმოდი ან პარეჟში ან ადესაში, ისევ დოხტურობის ნაწილში შედი... ესე ჩემო დავით. იმასაც ამბამენ იქ ნასწავლს აქ არ მიიღებენო. რათ გინდა იმისთანა სწავლა თუ კი აქ არ გამოსდ გება, ეცადე რომ სხვაგან გადახვიდე ან პარეჟში ან ადესას.

ვინძლო გაფრთხილდე. არაში გეება თორემ თავის დღეში თვალით აღარ დაგინახამ და რას გამოგიგზავნი.

თქვენი კეთილის მოსურნე

დედა ეკატერინე“.]

დავით კარიჭაშვილის ინტერესები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფართო სფეროს მოიცავდა. მან მოისმინა სალექციო კურსები ლიტერატურაში, ისტორიასა და ენათმეცნიერებაში, შეისწავლა ბუნებისმეტყველებაც. ოჯახი ყოველნაირად ცდილობდა დახმარებოდა მას, მაგრამ დავითმა დიდხანს მაინც ვერ შეძლო საზღვარგარეთ ცხოვრება. 1886 წელს, მამის გარდაცვალების გამო, იგი საქართველოში დაბრუნდა.

ამ დროიდან იწყება დავითის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება. პირველად იგი მიიწვიეს თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლად. 1887 წლიდან უკავშირდება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის სამსახურსაც თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა. საზოგადოებამ პირველი სათავადაზნაურო სკოლა ქუთაისში გახსნა და დავითიც 1886 წელს, მასწავლებლის მისიით, ქუთაისს გაემგზავრა. იგი 1891 წლამდე აქ ცხოვრობდა, ვიდრე საზოგადოების მდივნად დაინიშნებოდა.

ქუთაისში დავითი დაუახლოვდა მაშინ საკმაოდ ცნობილი ადვოკატის ევგენი ქუთათელაძის ოჯახს და იქორწინა მის დაზე – მარიამზე.

1891 წელს დავითი მეუღლესთან ერთად თბილისში დაბრუნდა. მათ ვარდისუბნის (ახლანდელი წყნეთის) ქუჩაზე დაიდეს ბინა, ოთხი შვილი შეეძინათ: ვაჟი – დავითი, და ქალები: ქეთევანი, ეკატერინე და ელენე. შემდგომ სამივე ქალიშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყვა. დავითმა უმაღლესი განათლება საფრანგეთში მიიღო. ოფიციალური ცნობით, ერთხანს (1914-1915) იგი გორში გამომავალ გაზეთს – „ახალ ქართლს“ რედაქტორობდა. ამ საკითხზე განსხვავებულ ცნობას გვაწვდის ალექსანდრე კიკვაძე. იგი წერს: “1914-1915 წლებში დავით კარიჭაშვილის (იგულისხმება უფროსი დავითი – ლ.კ.) რედაქტორობითვეა. გორში გამოდიოდა გაზეთი „ახალი ქართლი“ (კიკვაძე 1948).

ქუთაისიდან დაბრუნების შემდეგ, 1895 წლიდან დავითმა მუშაობა განაგრძო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, სადაც 1915 წლამდე ასწავლიდა ქართულსა და ფრანგულ ენებს. ამავე დროს ინტენსიურ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა.

1926 წელს გარდაეცვალა მეუღლე. მალე მისი ჯანმრთელობაც შეირყა. დავით კარიჭაშვილი გარდაიცვალა სახადით 1927 წლის 26 ივლისს. მწერალთა კავშირის თაოსნობით იგი სათანადო პატივით დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

4.2 ბ) საზოგადო მოღვაწე

▲ზევით დაბრუნება


ბ) საზოგადო მოღვაწე

მისი სახელი სტუდენტობის დროიდან გამოჩნდა ქართული პრესის ფურცლებზე. 1885 წელს „დროებასა“ და „ივერიაში“ დაიბეჭდა პარიზიდან გამოგზავნილი რამდენიმე კორესპონდენცია, რომელთა ძირითადი თემა საფრანგეთის პოლიტიკური მდგომარეობა და სიახლენი იყო. სამშობლოში დაბრუნებულ დავითს საშუალება მიეცა ახლოს გასცნობოდა აქაურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. იგი ხედავდა მასში მიმდინარე დადებით და უარყოფით მოვლენებს. ამ ყველაფერს სათანადო შეფასება მისცა წერილში „საქებართა ქებანი“. 1887 წელს წერილი ცალკე წიგნაკად გამოიცა. მისი ადრესატია იმ დროს საფრანგეთში მცხოვრები სტუდენტი პეტრე მირიანაშვილი, რომელსაც დავით კარიჭაშვილი შთაბეჭდილებებს უზიარებს.

აი, რას წერს იგი ქართულ ენასთან დაკავშირებით: „ჩვენს მწერლებს სამართლიანად და ჭკვიანურად (ცხადია, უფრო ჭკვიანურად) უარუყვიათ ქართული ენა სასაუბრო ლაპარაკის დროს. ისინი იშვიათად თუ იტყვიან ერთ-ორ სიტყვას ქართულად (ამასაც იმედია, მალე დაივიწყებენ), ხოლო წერით კი ისევ ქართულად სწერენ. „ივერია“ და „თეატრი“ რო იცოდე, ქართულ ენაზე იბეჭდებიან კიდევ... ჩვენი გამოჩენილი მწერლები, ლ. ჭიჭინაძით დაწყებული ი. გოგებაშვილამდის, რომელთაც მათდა სასიაქდულოდ ხმარებითგან გაუდევნიათ ქართული ენა, კიდევ წერით ქართულადა სწერენ. გასაკვირველია კაცის ბუნება, ლ. ჭიჭინაძე და ი. გოგებაშვილი იმას ჩადიან და სხვა წვრილფეხა მწერლები რასღა იქმონენ!“ (კარიჭაშვილი 1887:16)

სალიტერატურო ენის საკითხთან დაკავშირებით, დავითი წერდა: „ჩვენი ენის უპირველესნი ბურჯნი, რომელთაც მისი განვითარება უმანკოებამდის უნდა მიიყვანონ და ფიქრობენ აღადგინონ იმავე შეუდარებელის სიმშვენით, რომლითაც ლაპლაპობს „დაბადების“ და „წყობილსიტყვაობის“ ენა, თითქმის აჭარბებენ წმ. მამათა გიორგი და ევთიმეს და ანტონ კათალიკოზს. ჩვენი მწერლები საბუთიანად ფიქრობენ, რომ ძველის ქართულის ენის სიმშვენიერეს მარტო „დაბადების“ და „წყობილსიტყვაობის“ ენა შეიცავს და არა „ვეფხისტყაოსნის“, „ვისრამიანის“ და „სიბრძნე-სიცრუისა“. მაგრამ, დროთა ვითარებამ ჩვენი მწერლობა აიძულა სხვა და სხვა კომპრომისები გაემართა. რაკი ძველი „დავითიანის“ ენა ბევრისთვის გაუგებარი გახდა, ამიტომ დღეს ორი კილო დადგინდა ჩვენს მწერლობაში (გაზეთობაში). პირველის კლასიკურის ანუ ანტონურის კილოთი იბეჭდებიან მეთაური წერილები არხეოლოგოსთა, პალეოგრაფოსთა, ლინგვისტთა, ფილოლოგოსთა და სხვათა მსგავსთათვის. მეორე – ავლაბრულის ანუ ახალის კილოთი იწერებიან ახალი ამბები, მოთხრობები, რომანები და უმეტესად სათეატრო პიესები ჩვენისთანა უბრალო ხალხისთვის. პირველს კილოს ის სიკეთე სჭირს, რომ გადათარგმნი თუ არა რუსულად სიტყვასიტყვით, ალაგის შეუცვლელად, გამოვა მშვენივრად გასაგები რუსული. მეორე კილოთი დაწერილის სიკეთე ისაა, რომ ყველაზე მეტად ავლაბრელებს მოსწონთ“ (კარიჭაშვილი 1887:20-21).

ამ ღია წერილით დავით კარიჭაშვილმა ამხილა საზოგადოების მანკიერი თვისებები, გულგრილი დამოკიდებულება საერთო საქმისადმი, მშობლიური ენისადმი და სხვა. პრობლემები, რომლებიც 25 წლის ახალგაზრდამ სამსჯავროზე გამოიტანა, იმდენად რეალური და სერიოლულია, თანაც წერილის ენა ისე ცოცხალი და სარკაზმულით, რომ დღესაც დიდი ინტერესით იკითხება და რჩება შთაბეჭდილება, რომ 115 წლის წინათ წამოჭრილი პრობლემები ჯერ კიდევ აქტუალურია.

თავდაპირველად დავით კარიჭაშვილმა ბელეტრისტიკასა და თარგმანში სცადა კალამი. მისი ორიგინალური თხზულებებია პატარა მოთხრობა „უცხოეთში“ და „სამი მსხვერპლი“, რომელიც 1887 წელს წიგნად გამოიცა.

თარგმნა მოპასანის („მონაკოს პატიმარი“, „გლახა“), ვოლტერის („გონების ქება“), შარლ დაგეს („მკვდრის თითი“), ესენტერის („უფსკრული“) ნაწარმოებები.

განსაკუთრებულია დავით კარიჭაშვილის ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. იგი ამ საზოგადოების მდივანი იყო 1899 წლამდე (თავმჯდომარე – ილია ჭავჭავაძე); 1892 წელს აირჩიეს საზოგადოების გამგეობის წევრად; 1914 წლიდან თავმჯდომარის (გიორგი ყაზბეგის) ამხანაგია, 1918 წლიდან – საზოგადოების საპატიო წევრი და გამგეობის თავმჯდომარე. 1922 წლამდე საზოგადოების ბიბლიოთეკა-წიგნსაცავისა და მუზეუმის გამგის მოვალეობას ასრულებდა. 1922 წლიდან გარდაცვალებამდე (1927) საზოგადოების საპატიო თავმჯდომარეა (თავმჯდომარე – იასონ ლორთაიფანიძე). საზოგადოების კუთვნილი ხელნაწერების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადატანის შემდეგ დავით კარიჭაშვილიც უნივერსიტეტში გადავიდა, მუშაობდა საზოგადოების ფონდის სწავლულ მცველად და ქართული მწერლობის კათედრის (ხელმძღვანელი კორნელი კეკელიძე) ასისტენტად.

1899 წელს დავით კარიჭაშვილმა საზოგადოების მდივნის მოვალეობის შესრულება შეწყვიტა. ამასთან დაკავშირებით „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ პატარა წერილში ნათქვამია: „ამ რვა წლის განმავლობაში თუ შესამჩნევი ზრდა და წარმატება შეეტყო ჩვენს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ეგ სწორედ პატივცემულის კარიჭაშვილის ნაყოფიერის შრომით და ნათელის გონებით არის მიღწეული“ („ცნობის ფურცელი“ 1899).

წერილში ხალგასმულია, რომ დავით კარიჭაშვილის მდივნობის დროს მოწესრიგდა საზოგადოების საქმეთა წარმოება, შემოსავალ-გასავლის წესი. გაფართოვდა წიგნით ვაჭრობა, რაც შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო საზოგადოებისათვის და დასრულდა წიგნსაცავისა და არქეოლოგიური ნივთების სისტემატური აღნუსხვა-კატალოგიზაცია, რაშიც დავით კარიჭაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. იგი მოითხოვდა, რომ, პირველ ყოვლისა, გადაჭრილიყო ხელნაწერების დაცვისა და მოწესრიგების საკითხი.

„უმთავრესი საზრუნავი ისაა, რომ ჭიასა და ნესტს გამოვაცალოთ მწერლობის სახსოვრები და მოვათავსოთ კარგად შენახულს საცავებში. სახსოვრების სახელებისა და შინაარსების გაგება პირველი ფეხის გადადგმა იქნება მწერლობის ისტორიისკენ“, – წერდა იგი (კარიჭაშვილი 1888:2-3).

1898 წელს დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო მუზეუმის გახსნის საკითხი. დავით კარიჭაშვილს უაღრესად საშურ და აუცილებელ საქმედ მიაჩნდა ცალკე შენობის აგება მუზეუმისთვის, სადაც თავს მოიყრიდა წარსულის ნაშთები, იქნებოდა ის ნივთიერი თუ წერილობითი, აქვე გადავიდოდა მანამდე თავად-აზნაურთა ქარვასლის შენობაში განთავსებული ქ.შ.წ./კ. გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი, რომელიც, ფაქტობრივად, დაუცველი იყო. შემდეგ კი დაიწყებოდა ამ ყველაფრის შესწავლა-სისტემატიზაცია. „წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების წიგნსაცავში შეგროვილის მწერლობის ნაშთების შესწავლა, უეჭველია, ბევრს ისეთს რასმე აღმოაჩენს, რაც ჯერ არავინ იცის და რაიცა დაგვიმტკიცებს ქართულის ენის განვითარებას, ქართულის ლიტერატურის სიმდიდრეს, ქართველების წარმატებულს ცხოვრებას წარსულში, მის პოლიტიკურს ძალ-ღონეს და ეროვნულ სიცხოველეს. ასეთი შესწავლა შეგროვილის მასალისა ფრიად მაღლა ასწევს უცხოთა თვალში ქართველების ვინაობას, ხოლო ჩვენ, ქართველებს, გაგვითვალისწინებს რა ჩვენს წარსულს, იმედიანად და სასოებით შეგვახედებს მომავლისაკენ და ერთი ათად მეტს სულიერსა და ზნეობრივს ძალას ჩაგვბერს განვითარებისათვის სამეცადინოდ“, – წერდა დავითი (კარიჭაშვილი 1898).

1905 წელს დაიბეჭდა მის მიერ შედგენილი კატალოგი ქ.შ.წ./კ. გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავისა, რომელიც თავის დროლე S ფონდის ყველაზე სრულ და სანდო აღწერილობად ითვლებოდა. კატალოგი 19 განყოფილებას მოიცავს. თითოეული განყოფილება შედგება ორი ნაწილისაგან: I – ხელნაწერი და II – დაბეჭდილი წიგნები (სულ 3875 ერთეული). ხელნაწერებს დართული აქვს იმდროისათვის ცნობილი ყველა მონაცემი: თხზულების სახელწოდება, ავტორისა თუ მთარგმნელის სახელი, დაწერის ან გადაწერის დრო, მასალა (ეტრატი, ქაღალდი), ხელი ნაწერისა (ხუცური, მხედრული) და სხვა.

კატალოგის წინასიტყვაობაში დავითი წერდა: „ამ კატალოგის გაცნობის შემდეგ, იმედი გვაქვს, ყოველი ქართველი მიაწოდებს წიგნთსაცავს იმ ხელთნაწერს და დაბეჭდილს წიგნებს, რომლებიც აკლია მას. ამნაირად ეს წიგნთსაცავი მალე გადაიაცევა ნამდვილს საერო ბიბლიოთეკად, სადაც იქნება თავმოყრილი მთელი ჩვენი სულიერი განძი“.

1911 წელს კატალოგის დამატება გამოქვეყნდა. წიგნიერი საზოგადოება ამ ფაქტს დიდი მოწონებით შეხვდა. „კატალოგში ბევრი ისეთი ცნობებია, რომელნიც ნათელს ჰფენენ ჩვენს ძველი დროის ცხოვრებას, ამიტომაც არ შეგვიძლია, არ მივულოცოთ ბ. კარიჭაშვილს გამარჯვება ამ საქმეში“, – წერდა მოსე ჯანაშვილი (ჯანაშვილი 1895).

დავით კარიჭაშვილი მეთვალყურეობას უწევდა ქ.შ.წ./კ. გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით დაარსებულ სკოლებს. ხშირად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ადგილზე ეცნობოდა სკოლების მდგომარეობას, მათ პრობლემებს და შემდეგ ვრცელი მოხსენებებით გამოდიოდა საზოგადოების გამგეობის სხდომებლე; განსაკუთრებით აწუხებდა სახელმძღვანელოების სიმცირე. 1900 წლის 12 დეკემბრის სხდომალე დავითმა საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენა-გამოცემის საკითხი დასვა. ექვთიმე თაყაიშვილსა და გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად მასვე დაევალა ამ სახელმძღვანელოებში შესატანი თხზულებების შერჩევა.

1907 წელს სპეციალურმა კომისიამ (წევრები: ი. ფერაძე, ი. აბულაძე, ა. მირიანაშვილი, ს. გორგაძე) დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით შეადგინა ქართული ენის პროგრამა საშუალო სკოლებისათვის (საქართველოს... 1951:219).

დავით კარიჭაშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლებას, რისი წყალობითაც მოზარდი თაობა თავისუფლდებოდა „გონებრივის წამებისაგან და ზნეობრივის ჩაგვრისაგან“. ამ საკითხისადმი მიძღვნილ წერილში იგი აღშფოთებას გამოთქვამდა, რომ მშობელთა ერთი ნაწილი დაბნეული იყო, შიშობდა, რამდენად მომგებიანი იქნებოდა ქართულ სკოლაში სწავლა. ეანებოდათ თუ არა მათ შვილებს ისეთივე უფლებები, როგორიც რუსული სკოლის კურსდამთავრებულებს. „ის ქართველი, რომელიც ახლა უარსჰყოფს ქართულს სკოლას და თავის შვილებისთვის არ ნდომულობს სამშობლო ენაზე სწავლას, არის არა მარტო სამშობლოს უარმყოფელი და მოღალატე, არამედ თავისი შვილების მტერიც“, – აცხადებდა დავითი, თუმცა იქვე დასძენდა: „ჩვენ არა გვგონია, რომ ქართველს მშობლებს ქართულის სკოლის უარყოფა მართლა სამშობლოს ღალატით მოსდიოდეთ, დარწმუნებული ვართ, ამის მიზეზია საქმის გაუგებრობა და შეცდომა, რომლებშიც მშობლები შესულან ქართველების მოძულეთა რჩევით და ჩაგონებით“ (კარიჭაშვილი 1917:ჰ47).

ქართული ენის ცოდნა, დაცვა და სათანადო პატივისგება, როგორც უდიდესი ეროვნული ღირებულებისა, ყოველთვის უპირველესი და უმწვავესი საკითხი იყო დავითისათვის.

ქ.შ.წ./კ. გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში დავით კარიჭაშვილის წვლილის შესახებ სიმონ ჯანაშია დიდი გულისხმიერებით და ერთგვარი თანაგრძნობით წერდა:

„35 წელი ემსახურა პატიოსნებით იმ საქმეს, რომლის ორგანიზაცია არის ბრწყინვალე აქტი ქართული საზოგადოებრიობისა წინარევოლუციურ ხანაში და რომელმაც ერთადერთმა იმ პირობებში შესძლო ყველა ქართული სასიცოცხლო ძალის გაერთიქნება ეროვნულ-კულტურული იდეის გარშემო. მთელი თავისი ზნეობრივი და ფილიკური ენერგია შესწირა მან ამ საქმეს და უთუოდ ელოდა, რომ ქ.შ.წ./კ. გამავრცელებელი საზოგადოება იტყოდა მის საფლავლე პირველ სიტყვას, მაგრამ ბედისწერამ თვით მას დააკისრა საზოგადოების საბოლოო ლიკვიდაცია სულ რამდენიმე თვით ადრე გარდაცვალებამდის“ (ჯანაშია 1987:370).

1927 წელს ქ.შ.წ./კ. გამავრცელებელი საზოგადოება გაუამებულად გამოცხადდა.

დავით კარიჭაშვილი იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, რომელიც 1907 წელს დაარსდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების მუშაობაში (დღიდან დაარსებისა იყო საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი; მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგე – 1915 წელს; სხვადასხვა დროს – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი). უძღვებოდა საჯარო კრებებს, მოხსენებებით გამოდიოდა და ხშირად ბეჭდავდა თავის გამოკვლევებს საზოგადოების გამოცემებში.

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში 1908 წელს დავით კარიჭაშვილის ინიციატივით დაარსდა ლინგვისტური განყოფილება, რომელსაც თვითონვე თავმჯდომარეობდა. ამ განყოფილების მუშაობამ დიდად შეუწყო ხელი ენათმეცნიერებისა და ლექსიკოლოგიის განვითარებას საქართველოში.

1914-1915 წლებში გორში გამოდიოდა გაზეთი „ახალი ქართლი“, რედაქტორ-გამომცემელი დავით კარიჭაშვილი იყო, თანამშრომლობდნენ: ნიკო ლომოური, თედო ჟორდანია, იოსებ გრიშაშვილი, ალექსანდრე მთვარელიძე, გერონტი ქიქოძე, ალექსანდრე გარსევანიშვილი, დავით ვედრებისელი, გიორგი ნამორაძე და სხვები. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფიაში ნათქვამია, რომ გაზეთს გამოსცემდა დავით კარიჭაშვილი, ხოლო რედაქტორ-გამომცემელთა საძიებელში (გვ. 256) მითითებულია, რომ გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი იყო დავით კარიჭაშვილი (შვილი), ე.ი. დავითის ვაჟიშვილი. მეორე (არაოფიციალური) ცნობით, გაზეთის დაარსება უფროს დავითს მიეწერება (კიკვაძე 1948).

ჩვენ გადაჭრით არ შეგვიძლია ვთავათ, ვინ იყო გაზეთის გამომცემელი, მამა თუ ვაჟიშვილი. უმცროსი დავითი იმ დროს საკმაოდ ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, 24-25 წლისა. იგი პარიზში დაეუფლა ეკონომისტის პროფესიას, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას და საფუძვლიანად იცნობდა როგორც ქართულ, ისე ევროპულ მწერლობას.

საგულისხმოა, რომ გაზეთის რედაქტორისთვის ეკონომიკური პრობლემატიკა პრიორიტეტული ყოფილა.

„ახალი ქართლის“ ერთ-ერთ პირველ სტატიაში „ჩვენი რწმენა და დანიშნულება“ გაცხადებულია, რომ გაზეთის მიზანია „ცოცხალის სიტყვით და უანგარო შრომით დახმარება და ხელმძღვანელობა გაუწიოს საქართველოს შუაგული პროვინციის ეკონომიურის და, საერთოდ, კულტურულის აღორძინების საქმეს. პოლიტიკურს საკითხებლე წინ ჩვენ დავაყენებთ ადგილობრივ საჭიროებათა გამორკვევას, ქართლის კულტურულს მოღვაწეებს გვერდში ამოვუდგებით და ვეცდებით სამსახური გავუწიოთ ჩვენი ხალხის გათვითცნობიერებას. ჩვენი გაზეთი დაეხმარება სოფელს, მის ფეხზე წამოყენებას, მისი განათლებისთვის დასდებს თავს, მის კეთილდღეობას მოახმარს თავის ძალ-ღონეს. ჩვენი პატარა ქალაქის გაუმჯობესებას, ქალაქში მრეწველობის ფეხის ადგმას, ვაჭრობის განვითარებას და სწავლის გავრცელების საქმეს ჩვენი ერთგულობა არ მოაკლდება“ („ახალი ქართლი“ 1914). გაზეთი კვირაში ორჯერ გამოდიოდა. მან მხოლოდ ორი წელი იარსება, გამოვიდა სულ 63 ნომერი.

დავით კარიჭაშვილი პუბლიცისტური წერილებით ეხმაურებოდა იმ სიახლეებს, რომლებიც თავს იჩენდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კულტურასა და მეცნიერებაში. სისტემატურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში; ეაომაგებოდა თავის ხალხს და იცავდა მის ეროვნულ ინტერესებს უცხოელთა სტატიების საპასუხო წერილებში.

1882 წელს პარიზში გამოიცა ორსოლის წიგნი „კავკასია და სპარსეთი“. ავტორს საქართველოსა და სპარსეთში მოგზაურობის შემდეგ დაუწერია იგი. საქართველოს შესახებ საზღვარგარეთ გავრცელებულ ცნობებს დავით კარიჭაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. „ევროპა თუ გვიცნობს ჩვენ, ამისთანა თვალის გადავლებით გვიცნობს, თორემ ჩვენს მატიანეებს არა ჰკითხულობენ“, – წერდა იგი (კარიჭაშვილი 1885).

ორსოლი წიგნში ქართველთა ლნე-ჩვეულებებს აღწერს. მისი აზრით, ქართველი ხალხი თუმცა ნიჭიერია და სიმპათიური, მაგრამ ლარმაცია, არც მოყვასის სიცოცხლეს ინდობს და არც საკუთრებას სცემს პატივს. ამავე დროს ორსოლი საუბრობს ქართველთა ხელმარჯვეობალე; აქ განვითარებულ ხელოსნობასა და ვაჭრობალე. აღნიშნავს, რომ ქართველები პოელიის მოყვარულნი არიან, ჰყავთ განათლებული აქლები და სხვა.

„საკვირველია, ღმერთმანი, – წერდა დავით კარიჭაშვილი, – ის ერი, რომელმაც ლეპირად იცის რუსთაველის, ორბელიანის, წერეთლის, ერისთავების პოემები, როგორ უნდა იყოს ისე დაცემული, რომ არც შრომა, არც საკუთრება და არც მოყვასის სიცოცხლე არაფრად მიაჩნდეს. ერთის მხრით, ორსოლი ხატავს ქართველებს ისე, თითქოს განვითარების უმაღლეს ხარისხლე მისულიყონ... მეორეს მხრით, იგი ხატავს ქართველებს ბარბაროსებად“ (კარიჭაშვილი 1885).

დავით კარიჭაშვილის აზრით, ორსოლის ასეთი შთაბეჭდილება ქართველ ხალხზე განაპირობა მისმა ზედაპირულმა წარმოდგენამ ამ ქვეყანაზე და იმ მგზავრთა მონაყოლის გავლენამ, რომლებიც საქართველოს ასევე ზედაპირულად იცნობდნენ.

1913 წელს თბილისში გამოიცა რუსულენოვანი ჟურნალი „ Кавказкая школа“ რომლის პირველ ნომერს დავით კარიჭაშვილი სარეცენზიო წერილით გამოეხმაურა. ჟურნალში დაბეჭდილია ნ. სპილიოტის სტატია „სკოლიდან უნივერსიტეტამდე, ამიერკავკასიის განათლების ისტორიის მიმოხილვა“. სტატიაში საუბარია სწავლა-განათლების მდგომარეობის შესახებ XIX საუკუნის დასაწყისის საქართველოში. ავტორი მდგომარეობას სავალალოდ წარმოსახავს, იმოწმებს ფრაგმენტებს რუს მოხელეთა მიმოწერიდან. „აქაურის თავად-აზნაურობის უმეცრება ისე დიდია, რომ მის უმეტესმა ნაწილმა სამშობლო ენაც კი არ იცის კანონიერად“; „თავადების საკმაო ნაწილმა არ იცის ქართული კითხვა“. შემდეგ წარმოჩენილია სამღვდელოების მძიმე მდგომარეობა ამავე თვალსაზრისით. საბოლოოდ, ნ. სპილიოტი აყალიბებს დასკვნას, რომ „რუსთა მფლობელობის დასაწყისში ამიერავკასიაში განათლების მხრით სუფევდა თითქმის პირვანდელი წყვდიადი“. დავით კარიჭაშვილმა ეს შეხედულება უსამართლოდ და ტენდენციურად მიიჩნია. იგი წერდა: „ისტორიკოსი ვალდებულია ყველაფერს თავისი შესაფერისი სახელი უწოდოს. ეს იყო დრო ქართველის ერის უკიდურესის დაქვეითებისა პოლიტიკურად და ნივთიერად და რა საკვირველია, რომ განათლებაც დაქვეითებულიყო. ბ-ნი სპილიოტი ამბობს, მე არ შევეხები იმ მიზეზებს, რომლებმაც საქართველოში სწავლა-განათლება ასე დაქავეითაო, ჩვენ კი გვგონია, რომ ისტორიკოსს უთუოდ უნდა აღენიშნა ეს მიზეზები, რომ ცხადი ყოფილიყო მკითხველებისთვის, თუ რანაირის წარსულის მაონე ხალხის სწავლა-განათლების ისტორიის დაწერას გვპირდება ავტორი“ (კარიჭაშვილი 1913:235).

მრავალმხრივია დავით კარიჭაშვილის მეცნიერული ინტერესები. იგი იყო ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი, რუსთველოლოგი, ენათმეცნიერი, რედაქტორ-გამომცემელი, ისტორიკოსი, ლექსიკოგრაფი. იკვლევდა ქართული წიგნისა და, ზოგადად, წიგნის ბეჭდვის ისტორიას. ავტორია მრავალი პუბლიცისტური წერილისა და რეცენზიისა. მასვე ეკუთვნის

„ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა“. ეს არის ერთ-ერთი პირველი ბიბლიოგრაფიული ნაშრომი და მოიცავს 1819-1904 წლების თითქმის მთელ ქართულ პერიოდიკას. მოკლედ მიმოხილულია შემდეგი გამოცემები: „საქართველოს გაზეთი“, „ქართული გაზეთი“, „ტფილისის უწყებანი“, „კავკასიის მხარეთა უწყებანი“; ჟურნალები: „ცისკარი“, „საქართველოს მოამბე“, „მნათობი“, „კრებული“, „ივერია“, „იმედი“, „მოამბე“, „აკაკის კრებული“, „მოგზაური“; გაზეთები: „დროება“, „ივერია“, „შრომა“, „თეატრი“, ჟურნალი „კვალი“, გაზეთები: „ცნობის ფურცელი“, „გუთნის დედა“, „სასოფლო გაზეთი“, „მეურნე“, „ცისკარი“; ჟურნალები: „ქართული ბიბლიოთეკა“, „ნობათი“, „ჯეჯილი“, „საქართველოს სასულიერო მახარებელი“, გაზეთი „მწყემსი“, ჟურნალი „საქართველოს საეასარხოსოს სასულიერო მოამბე“. გარდა იმისა, რომ მკვლევარი წარმოგვიდგენს პროგრამებს, რომელთაც ესა თუ ის გამოცემა სთავალობდა მკითხველს, გვაწვდის მეტად საინტერესო ცნობებსაც იმდროინდელი ლიტერატურული ცხოვრების, ჟურნალ-გაზეთთა დამაქრსებლების, თანამშრომლების, მათი მოღვაწეობისა და ურთიერთობების შესახებ. როგორც დავით კარიჭაშვილის ცხოვრების გლა, ისე მისი მეცნიერული დანატოვარი უდავოდ მიანიშნებს იმ თავდაულოგავ შრომალე, რომელიც ამ ადამიანს გაუწევია მოღვაწეობის 40 წლის განმავლობაში.