![]() |
მოგონებანი |
![]() |
სარჩევი ილია ჭავჭავაძის გარშემო
ლევ ტოლსტოის ახლოს ვაჟა-ფშაველა
იაკობ გოგებაშვილი
ბავშვების პოეტი და მეგობარი ძია შიო
ლუარსაბ ბოცვაძე
შთაბეჭდილებანი
![]() |
1 იაკობ გოგებაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
„ბალღებო, თქვენი ჭირიმეთ,
იმედნო ჩვენი ლხენისა,
იმღერეთ, როდი მომკვდარა
მომცემი დედა-ენისა.
შიო მღვიმელი
მე მახსოვს, როგორ ვიდექი პატარა ღელეში ფეხშიშველი, კოჭამდის წყალში, და
მაკითხებდა ანბანს ბიძაჩემი.* ორჯერ გადამაკითხა და ამიხსნა, როგორ უნდა წამეკითხა, ე, ი, ან და ბან კი არ უნდა
მეთქვა, არამედ, ა და ბ, და მითხრა, წიგნი დამეკეცა და მეორე დღემდის აღარ
გამეშალა, თვითონ კი ამოხტა წყლიდან და გაიქცა. მე, რასაკვირველია, წიგნი დავკეცე.
კანზე შავი, მოზრდილი ასოებით დაწერილმა სიტყვებმა მიიქცია ჩემი ყურადღება და
წყალშივე შევუდექი იმის კითხვას, კარგა დიდხანს ვიკითხე, ბოლოს წავიკითხე ორი
სიტყვა და ეს ორი სიტყვა იყო იაკობ გოგებაშვილი. არ ვიცოდი ვინ იყო იაკობ
გოგებაშვილი, უწინ არ გამეგონა მისი სახელი, მხოლოდ არასოდეს არ დამავიწყდება თუ
როგორ აივსო მაშინ ჩემი გული სიხარულით და როგორ ავტირდი.
ექვსი წლის ვიყავი და მას შემდეგ იაკობი ჩემთვის სათაყვანო ზეკაცად გადაიქცა.
ოცნებაშიაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ადამიანი იყო და ჩვეულებრივი
მომაკვდავივით დადიოდა ქვეყანაზე. შემდეგ, როდესაც სკოლაში შევედი და „დედაენას“
ვსწავლობდით, როდესაც მასწავლებელმა გვიამბო, რომ მას თვითონ უნახავს იაკობ
გოგებაშვილი, რომ იაკობი ბავშვების დიდი მოამაგე, მეგობარი და მასწავლებელია, რომ
იაკობს უნდა ბავშვებმა ისწავლონ მშობლიური ენა, რათა ქართველი ხალხი არ გადაგვარდეს
და სიმართლეს ემსახურებოდეს, ამიტომ შეკრიბა და თვითონაც დაუწერა ბავშვებს ის
მშვენიერი მოთხრობები, ლექსები და ზღაპრები, ჩვენ საყვარელ „დედა-ენაში“, რომ
ვსწავლობთო; ჩვენთვის, ბავშვებისათვის იაკობის ნახვის სურვილი ოცნებად გადაიქცა.
არ ვიცი, ბევრს აუსრულდა თუ არა ეს ოცნება, მხოლოდ მე კი იაკობი 1895 წელს
გავიცანი. ამ წელს ბორჯომში ვიყავით და ერთ დღეს „ვარანცოვის პარკში“ რომ ვსეირნობდით, კაცი
დაგვეწია და ჩემს მეუღლეს, ილიკოს, უთხრა: „იქ რომ კაცი ზის, გთხოვთ, თუ შეიძლება,
ცოტა ხნით ჩემთან მობრძანდეთო.“
მოვიხედეთ ჩამწკრივებულ, თეთრი სუფრები გადაფარებულ მაგიდებისკენ, სადაც რამდენიმე
კაცი სადილობდა.
— იაკობ გოგებაშვილია, — მითხრა ილიკომ და ორივენი გავემართეთ მისკენ. — ფიცრულში
რომ ავედით, იაკობმა უკვე გაი ათავა სადილი, ადგა და მოგვესალმა. აიღო აქn სკამზე
გადაკიდებული ყავისფერი ყაბალახი და მო: იხვია ყელზე. მგონი, შემატყო, რომ
გამიკვირდა, და ღიმილით მითხრა:
— მართალია, ზაფხულია, მაგრამ დღეს ცოტა ქარია და მეშინია, არ გავცივდე. თქვენ არ
იცით, დიდი სიფრთხილით გადავირჩინე თავი სია კვდილისაგან. ძალიან ავადმყოფი კაცი
ვარ, თქვი. წარმოიდგინეთ, ტუბერკულიოზი ისეთი ავადმყრა ფობაა, კვება, ჰაერი და
სითბოა საჭირო, რომ გაუმკლავდე. დიდხანს ავადმყოფი ვიყავი და იძულებული გახლდით
დღეში ოთხი ბოთლი რძე დამელია და თექვსმეტი კვერცხი გადამეყლაპა. ვუფრთხილდები
თავს, რადგანაც ჯერ ყველა ჩემი საქმე, რაც უნდა გავაკეთო, არ დამისრულებია.
შემდეგ ილიკოს დუხობერების ამბავი გამოჰკითხა. სწორედ იმ ზაფხულს გამოასახლეს
დუხობორები თავის სოფლებიდან და ბორჯომის გზით გადმორეკეს თავიანთი ბარგი-ბარხანით
ქართლის სოფლებში. დიდი მითქმა-მოთქმა იყო მაშინ საზოგადოებაში ამის შესახებ.
იაკობს დუხობორების ასე უწყალოდ გადმოყრა ბარბაროსობად მიაჩნდა გუბერნატორ
შერვაშიძის მხრით. იაკობს აინტერესებდა: მართლა ტოლსტოის მოძღვრებით იყო
დუხობერების მოძრაობა გამოწვეული თუ არა.
— ლევ ტოლსტოი, რასაკვირველია, დიდი ადამიანია, დიდი მწერალი და ფილოსოფოსიც,
მაგრამ რუსეთი დიდი ქვეყანაა, რუსის ხალხი დიდი ხალხია და რუსეთისათვის შეიძლება
ასატანიც. იყოს და მისაღებიც მისი ფილოსოფია, მაგრამ ჩვენში თუ სრულიად აღმოიფხვრა
ეროვნული გრძნობა, მოვისპობით,-თქვა მან.
თბილისში ხშირად ვხვდებოდი იაკობს, განსაკუთრებით წერა-კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოებაში რომ, შეხედავდი, პირველად მისი ოდნავ შეკრული წარბები, მოკუმული პირი
და, თითქმის სადღაც შიგნით მაცქერალი თუ მიუკარებლად ხდიდა მას; შემდეგ მივხვდი,
რომ იმის ფიქრში იყო გართული, გაუმჯობესება შეეტანა თავის „დედა-ენაში,“ თავის
„ბუნების კარში“ და სხვა წიგნებშიაც. ამავე დროს ბევრი მინახავს მხიარულიც. ერთხელ
დიდი ჰუმორით მიამბო, როგორ იმოგზაურეს იმან და პროფ. ალ. ხახანაშვილმა ბორჯომიდან
თბილისამდის. — ბორჯომის სადგურზე თბილისში წამვლელ ბილეთის საყიდლათ ვიდექით, ორი ბილეთი უნდა
მეყიდა — ჩემთვის და ხახანაშვილის, კარგახანს ვიდექი. ალექსანდრე რომ მოვიდა,
ვუთხარი, ახლა შენ ჩადექი რიგში, მე ბარგს მიერდავ-მეთქი. ჩავაყენე და წავედი.
გავაკეთე — საქმე მქონდა და დავბრუნდი. მაგრამ რას ვხედავეება ჟანდარმს გამოუგდია
რიგიდან ალექსანდრე და ლანძღავს, რომ ურიგოდ შეძვრა და ბილეთის მიღება უნდოდა. მე
გაუჯავრდი ჟანდარმს, ვუთხარი: განა შენ არ იცი, რომ იქ მე ვიდექი?-თქვენ რომ იდექით
ვიცი, მაგრამ ეს საიდან გამოტყვა არ დამინახავსო, ეს — მე ჩავაყენე ჩემს მაგიერად
მეორეც, შენ როგორ უბედავ ყვირილს, იცი ეს ვინ არის? მოსკოვის უნივერსიტეტის
პროფესორია, მეცნიერი. ჟანდარმი უცებ შეკრთა და გაჩუმდა, მაგრამ უცებ ჰომერისებური
ხარხარი ატეხა და თქვა:
მართლაც, შევხედე ალექსანდრეს. სვანეთში სამეცნიერო მოგზაურობის შემდეგ იყო
ჩამოსული ბორჯომში: პალტო ძველი და შელახული ეცვა. ქუდი გახუნებული და დაჭეჭყილი,
ადგილ-ადგილ დახეულ-გახვრეტილი, შარვლის ტოტებიც შემოფოჩვილი და ჩვენ ორივეს
გაგვეცინა. როგორც იყო, ვიშოვნე მეორე კლასის ორი ბილეთი და რის ვაი-ვაგლახით
ჩავსხედით მატარებელში და მოვდივართ თბილისში. კასპში რომ მოვაღწიეთ, ალექსანდრე
რაღაცისათვის გადმონტა მატარებლიდან. ვუცდი, ვუცდი, სადაა ალექსანდრე, მეორე ზარი
დაირეკა, გავეშურე კართან, ვხედავ: ალექსანდრე ცდილობს ამოვიდეს ჩვენ ვაგონში,
მაგრამ ვაგონის გამყოლი ექაჩება, არ უშვებს და უყვირის: აი, შენი ვაგონი, იქით,
ქვევით არის მესამე კლასი, იქ წადი. აქ, შენი საქმე არ არის აქ წმინდა ხალხია. ამ
დროს კონდუქტორმა მოგვისწრო და ძლივს შემოვიყვანე ალექსანდრე ვაგონში. თბილისში
მეეტლემაც დაიწუნა ალექსანდრე, „არა გიშავს ფეხით წადი, სამი ანაზი სად გექნებაო“ —
უთხრა.
ამას წინათ გაზეთ „კომუნისტში“ წავიკითხე პატივცემულ პროფ. გ. თავზიშვილის წერილი
იაკობის შესახებ, რომ, სხვათა შორის, მისი, იაკობის დახმარებით დაარსდა პირველი
საბავშვო ჟურნალი „ნობათი“ 1883წ., რომ დიდი სიხარულით შეჰხვდა ის 1889 წ. მეორე
ჟურნალის— „ჯეჯილის“ გამოცემასაცო. მე მინდა ამას დავუმატო, რომ გოგებაშვილი
ერთერთი ინციატორთაგანი იყო 1904 წ. მესამე საბავშვო ჟურნალის—„ნაკადულის“
დაარსებისაც. ერთხელ, როგორც მახსოვს, ეს იყო 1903 წლის ბოლოს, „ჯეჯილის“
რედაქტორმა, პატივცენულმა ანასტასია მიხეილის ასულმა წერეთელმა მიმიწვია სარედაქციო
კომისიის კრებაზე. იქ იყვნენ: ეკ. გაბაშელი, ეკ. მესხი, ი. გოგებაშვილი , პ.
მირიანიშვილი და სოფ. ციციშვილი. ანასტა, მიხეილის-ასული ჩიოდა, რომ ჟურნალის
გამოცემა ძვირი ჯდება, არ ნაზღაურდება და, არ ვიცი, — ვქნა, ამ მდგომარეობაში
ჟურნალის გაუმჯობესებაზე, ფიქრიც შეუძლებელიაო. იმ საღამოს უფრო თარგმნილი მასალები
წავიკითხეთ, მხოლოდ მარტო ი. ალხაზიშვილის საბუნებისმეტყველო წერილ იყო
ორიგინალური. როდესაც შინ წამოვედით, იაკობი გზაში ამბობდა: რომ ჩვენს დროში აუცილებელ
საჭიროებას წარმოადგენს კარგად დაყენებული საბავშვო ჟურნალი, რომელიც ნორმალურად
გააშუქებს ბავშვისათვის საინტერესო სხვადასხვა საკითხს ეროვნულ ნიადაგზეო.
— ჩვენ, ე. ი. ქართველებს, ძალ-ღონეც, ცოდნაც გვწევს შევქმნათ ასეთი ორგანო ჩვენი
მოზარდი თაობისათვის, მხოლოდ მატერიალურად უთუოდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ძალიან
ჩინებული აზრი აქვს მარიამ დემურიას, თუ განხორციელდა და მართლა დაარსდა დროს
შესაფერი ჟურნალი, ჩვენ ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთ და დავეხმაროთ.
და მართლაც, როდესაც მარიამ დემურიამ განახორციელა ჟურნალის დაარსების საქმე, ნინო
ელიზბარის-ასულმა ქობულაშვილმა იკისრა მისი მატერიალურად უზრუნველყოფა. იაკობმა პირველ ნომერშივე მოათავსა დიდი მოთხრობა და მას შემდეგ გარდაცვალებამდის
არ შეუწყვეტია ჟურნალთან კავშირი.
იაკობმა მოაწერა ხელი იმ წერილს ქართულ მოღვაწეებთან — მარიამ ვანტანგის-ასულ
ჯამბაკურ-
პირველად მან მიამბო მეგრული ლეგენდა, როგორ მოშინაურდა ძაღლი და მირჩია, დამეწერა,
და როდესაც დავწერე, დაბეჭდა „ბუნების კარში“
იაკობი მარტო საზოგადოებრივ საქმეს კი არ ეპყრობოდა ყურადღებით, ის ყურადღებო
ეპყრობოდა ყველას. მახსოვს, 1899 წელს ექსკურსიით წავედით ბორჯომიდან ცხრაწყაროზე.
ჩემთან ერთად წამოვიდნენ იაკობი და ალ. ხახანაშვილი. გადაწყვეტილი გვქონდა ღამე
ბაკურიანში გაგვეთია და მეორე დილით ღამიანად გაგვეწია მზის ამოსვლის სანახავად
ცხრაწყაროზე. ბაკურიანში რომ ავედით, საუცხოო დარი იყო და აუარებელი ხალხი ირეოდა
სადგურზე. პირდაპირ ოვაცია გაუმართეს იაკობს. ყველას უნდოდა, მისალმებოდა, ხელი
ჩამოერთმია, სიტყვა ეთქვა. სხვათა შორის, იმ ზაფხულს ბაკურიანში აგარაკად იყო საშა
წულუკიძე. ძალიან გაუხარდა იაკობის და ხახანაშვილის დანახვა და არსად არ გაგვიშვა,
ყველანი სადილათ დაგვპატიჟა. სანამ სადილს მოაადებდნენ, გასართობად რბენა მოაწყო.
პარკის აქეთ, აფთიაქის ზემოთ, დავაკებაზე მაშინ სახლები არ იყო, საშამ საუცხოო
სირბილი იცოდა და ყველას გაუსწრო. იაკობმა იცოდა, რომ საშა დააღადებული იყო, და
ძალიან წუხდა:
– მე გამოცდილებით ვიცი, რომ ტუბერკულოზით დაავადების დროს სირბილი არ შეიძლება,
მაგრამ რომ ვუთხრა, ვაი თუ იწყინოსო.
რბენის შემდეგ საშამ მოინდომა ხტომა მოეწყო, მაგრამ იაკობმა ვეღარ მოითმინა, ადგა
და კატეგორიულად გამოუცხადა:
— ძალიან გთხოვ, ხტომა არ მოაწყო. ვიცი, გამიგონია, რომ სამ საჟენზე ხტები, მაგრამ
თუ არ გინდა სიამოვნება ჩამამწარო და ჩემი ხათრი გაქვს, ხტომას თავი დაანებე,
თორემ, ავდგები და წავალ.
საშამაც ხათრი გაუწია და ხტომა აღარ მოაწყო, სამაგიეროდ სადილის დროს მომღერლები
მოიწვია და ბევრი იმღერა თვითონაც. სადილი გაგვიმართა საუცხოო გადასახედ ადგილას,
იქ, სადაც ახლა ბაკურიანის სასტუმრო არის.
იაკობი ძალიან წუხდა, ამბობდა:
— ამ კაცს არაფერი არ აკლია, ნიქიურთა, თვალადაც საუცხოოა, ტანადაც, ამასთან ყოჩაღი
ყოფილა, მხიარული, მოსიმღერეც, მაგრამ რაც ყველაზე უფრო საჭიროა ამჟამად მისი
ჯანმრთელობისათვის — სიფრთხილე — სწორედ ის ჰკლებიაო. მე ვუთხარი საშას, რომ წუხდა გოგებაშვილი, მაგრამ მან მითხრა:
— რას ამბობ, იაკობ გოგებაშვილი მესტუმრა და არ ვიმღერო?
ექსკურსიაში ათი კაცი ვიყავით და სასტუროში კი ერთი ოთახი იყო თავისუფალი.
გამოირკვა, რომ იაკობს, ოთახში თუ სხვა ვინმეს ეძინა, არ შეეძლო დაძინება, ჩვენ
ყველამ დავუთმეთ მას ოთახი, მაგრამ ის არ თანხმდებოდა, თქვენ შეწუხებას მე
მირჩევნია, შინ დავბრუნდეო. ჩვენ ნაცნობ-მეგობრებთან გავათიეთ ღამე და ძლივს
დავაჯერეთ თვითონ სასტუმროში დარჩენილიყო.
* * *
როდესაც ხმა გავარდა: წიწამურში ილია ჭავჭავაძე მოკლესო, თბილისში ყველა აწრიალდა
და ყველა სადღაც მირბოდა ამბის შესატყობად. ჩვენც „ისარის“ რედაქციაში გავიქეცით,
გზაში იაკობს წამოვეწიეთ. პირდაპირ, გაჩქარებით მოდიოდა ირ. ევდოშვილი და ტიროდა.
იაკობი რომ დაინახა, შორიდანვე შესძანა:
— არა, ბატონო იაკობ, არ შემიძლია თავის შეკავება, რომელი ქართველის ხელმა
გაუხვრიტა ილიას შუბლი, განა ეს შეიძლება, განა ეს დასაჯერებელია, ბატონო იაკობ?
იაკობი ერთ წუთს შეჩერდა, თითქოს, რაღაცას თქმა უნდოდა, მაგრამ ისევ უსიტყვოდ
წავიდა.
როდესაც ჩვენ „ისარის“ რედაქციაში შევედით, ის უკვე იქ იჯდა და ვიღაც უამბობდა,
როგორ მოხდა მკვლელობა წიწამურში. იაკობი პირმოკუმული უსმენდა, ხმაამოუღებლივ და
თვალებს იწმენდდა ცხვირსახოცით. იჯდა გაქვავებული, ქანდაკებასავით, გაფითრებული.
ვიღაცამ ჭიქით წყალი მოუტანა და იაკობმა, რომელიც ცივ წყალს არასოდეს არ სვამდა,
უცებ დალია.
ალ. ჯაბადარი გამოვიდა და მიმართა:
– ბატონო იაკობ, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში არ წავიდეთ?
იაკობი უსიტყვოდ ადგა და წავიდნენ.
რამდენიმე ხნის შემდეგ დაიჭირეს ი. ჭავჭავაძის მკვლელები და სასამართლომ ოთხ კაცს
ჩამოხრჩობა გადაუწყვიტა.
გადაწყვეტილება რომ გამოცხადდა გაზეთებში, იაკობი შემოვიდა „ნაკადულის“ რედაქციაში.
იმ დროს იქ იყვნენ: ექ. ივანე ელიაშვილი და ილიკო ნაკაშიძე.
შემოვიდა თუ არა იაკობი მაშინვე მიმართა მათ.
— ყმაწვილებო, წაიკითხეთ?
— წავიკითხეთ, ბატონო იაკობ, და ა. ახლა ამაზე ვლაპარაკობდით, —მიუგეს იმათ.
— მერე რა აზრის ხარ? დიდ ილიას ხსოვნას, იმ ილიას, რომელმაც ისეთი დიდებული სიტყვა
წარმოთქვა სიკვდილით დასჯის წინააღმდი ხელმწიფო საბჭოში, რომელიც მთელი თავისი
სიცოცხლე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო — იმის ხსოვნას ოთხი ჩამოხრჩობილი კაცის
ხსოვნაც უნდა სდევდეს უკან?
— სწორედ ჩვენც ახლა ამაზე ვმსჯელობდით, — უთხრა ორთავემ, —დაბრძანდით.
— არა, მე მინდა ჩვენ რამე გზას დავადგეთ ვითათბიროთ.
—მე არასოდეს არ მინახავს იაკობი ასე ნერვიულად აჩქარებული. ვერც კი დამინახა, რომ
იმავე ოთახში სამუშაო მაგიდასთან ვიჯექი და იკითხა:
— ნინო სად არის? ჩვენთვის საჭიროა ქალი, აზრიც.
— მე მაშინვე მივედი მათთან და ყველანი დავსხედით.
კარგა ხანს მსჯელობდნენ: იაკობი ამტკიცებდა, რომ ჩვენი, ე. ი. ქართველების მხრით,
ილიას უპატივცემულობა იქნებოდა, რომ იმ სტრიქონემის დამწერის ანდერძი არ შესრულდეს.
მან ზეპირირად მოიყვანა ილიას ლექსი
„ლოცვა“-ს ბოლო სტრიქონები.
ელიაშვილი და ილიკო თვითონაც ამ აზრისანი იყვნენ და მაშინვე დაეთანხმნენ, რომ რამე
ღონე უნდა იქნას მიღებული, არ ჩამოახრჩონ მკვლელები, მე კი ვდუმდი, ჩემდა
სამარცხვინოდ, ვყოყმანობდი, არ მემეტებოდა სიცოცხლე ილიას მკვლელებისათვის. — აი, ასეა მთელი ქართველი საზოგადოება, თქვა წყენით იაკობმა, — მაშ, თქვენ არ
აფასებთ ილიას მცნებას? პატივს არ სცემთ იმის ანდერძა?
— მე მძულს ილიას მკვლელები!
გადაწყვიტეს: ილიას მეუღლეს, ოლღას, ეშუამდგომლა, არ დაესაჯათ სიკვდილით მკვლელი
თუ, რასაკვირველია, ის ამას მოინდომებდა. მდგომლობის დაწერა ოლღას მაგიერ მიანდეს
ილიკო ნაკაშიძეს. მეორე დღეს გამოგვიარეს იაკობმა და ელიაშვილმა და, იაკობის სურვილის თანახმად,
წავედით ოლღასთან ოთხივენი. ოლღა მაშინ ანდრეევის ქუჩაზე ცხოვრობდა. მიუხედავად
იმისა, რომ ავადმყოფობის შემდეგ სუსტად იყო, სიამოვნებით მიგვიღო, ყველას გვაკოცა
და ატირდა.
იაკობი ახლოს დაუჯდა, აიღო მისი ხელი და ეფერებოდა ხელზე. ნელი, გარკვეული ხმით,
როგორც ბავშვს, აუხსნა, რისთვისაც ვიყავით მისულნი. ოლღა ბეჯითად უსმენდა ყურში
სასმენელი მილით, სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა და თანამობის ნიშნად თავს აქნევდა. და
როდესაც იაკობმა შუამდგომლობა წაუკითხა, ტირილით თქვა:
— ჰო, რასაკვირველია, მე თვითონაც ვფიქრობდი, მაგრამ ბებერი და ყრუ ვარ და, არ
ვიცოდი როგორ და რა მექნა, ილია ისეთი კეთილი და კეთილშობილი იყო, რომ თვითონაც არ
მოინდომებდა იმათ ასე საშინლად დასჯას!—და უყოყმანოდ მოაწერა ხელი შუამდგომლობას.
მე საკმაოდ ხშირად დავდიოდი იაკობთან სხვადასხვა რჩევისათვის ჟურნალის შესახებ, და
არასოდეს არ მინახავს იაკობი უსაქმოდ, ყოველთვის იჯდა მაგიდასთან, წინ ედვა
„დედა-ენა“. ან „ბუნების კარი“ ან რაიმე სტატია და წერდა ან კითხულობდა სხვადასხვა
წიგნებს და ჟურნალებს. ერთხელ ზამთარში მივედი, იაკობი თავის თბილ ხალათში
გამოწყობილი ბოლთას სცემდა დიდ ოთახში. როგორც კი შევედი, სალამის შემდეგ მითხრა:
— თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს ძალიან გაჯავრებული ვარ: შეშა მქონდა და, თურმე, ჩვენი
სახლის სარდაფის სართულში რომ მეწაღე ცხოვრობს, ის მპარავს და ცეცხლს ინთებს.
— ღარიბია?—ვეკითხები.
— ღარიბი და მერე როგორი, ექვსი პატარა შვილი ჰყავს ერთი მეორეზე უმცროსი.
— მერე როგორ იპარავს, დაკეტილი არ გაქვთ?
— როგორ არა, ჩაკეტილი მაქვს სარაიაში, მაგრამ კარის ქვეშ მიწაა ამოღრუტნული, ისე
რომ ბავშვი ეტევა შიგ და ყოველდღე აგზავნი, თურმე, ბავშვს შიგნით და თითო ღერი
გამოაქვს მეტი არც სჭირდება. რკინის ფეჩი უდგია. შავრამ ახლა ზომები მივიღე, კარზე
ფიცარი ავაჭედინე, რომ ვეღარავინ შეძვრეს.
— მერე რომ დაიხოცებიან სიცივით ამ ზანთარში?—ვუთხარი და გამეცინა.
— მაშ, ქურდობას შევაჩვიოთ ბავშვები?
— მიეცით, ბატონო იაკობ, თითო ღერი შენ დღეში.
— თითო რომ მივცე, მაშინ, იქნებ, მეორეც მოიპაროს, ახლა ფიქრობს, ვერ შეიტყობსო და
ერთის მეტი არ მიაქვს... თქვენ რას იზამდით ჩემ ადგილას?
– არ ვიცი. მე ცუდი მეოჯახე ვარ და მე რომ დავკეტო, სულერთია, ილიკო გააღებს და
მისცემს.
მან ჩაიდვა ორივე ხელი ჟილეტის ჯიბეებში, ხალათის ქვეშ, და გადაიხარხარა.
შემდეგ ჩვენ ვილაპარაკეთ საქმეზე, რისთვისა ვიყავი მისული, და წამოსასვლელად რომ
ვემზა-დებოდი, დაუძახა მოსამსახურეს და ჰკითხა:
— მეწაღის ბავშვმა დღესაც გაიტანა შეშა — გაიტანა.
— ფიცარი არ აგიჭედია კარზე?
მსახური გაღიმებული გავიდა. ეტყობოდა ესამოვნა იაკობის განკარგულება.
რომ მივდიოდი, მადლობა გადავუხადე გულკეთილობისათვის.
— არა, ქურდობა არაა კარგი,—მითხრა მან, მაგრამ ის საწყალი მეწაღე, კაცმა რომ
თქვას, ძალიან მშრომელი კაცია და, არა მგონია, ქურდი შვილები გამოზარდოს.
1912 წლის მაისის დამლევს აკაკი წერეთელმა შემოიარა ჩვენთან, „ნაკადულის“
რედაქციაში, აკაკი ყოველთვის ამ რიცხვებში დადიოდა იაკო: გოგებაშვილთან და იქიდან
ჩვენთანაც გამოივლიდა ხოლმე იმ პატარა „პენსიის“ მისაღებად, რა მას „ნაკადულის“
რედაქციამ დაუნიშნა ყოველთვიურად. აკაკიმ კარგა ხანს იმუსაიფა ჩვენთან! რედაქციაში,
იოხუნჯა და მერე თქვა, რომ გოგებაშვილთან ვიყავი, წევს, ამბობს, ავად ვარო. მაგრამ
მისი სერიოზული ავადმყოფობა არ მჯერა, მან ასე იცის, მთელი თავისი სიცოცხლო იძახის
ვკვდები, ვკვდებიო, მაგრამ ნამდვილად საღ-სალამათი კაცია და ამ ავადმყოფობასაც
გაუძლებს.
წავიდა თუ არა აკაკი, მაშინვე წავედი იაკობის სანახავად. რომ მივედი, კარებში
პართენ გოთუა შემხვდა და შეწუხებულმა მითხრა: იაკობ ძალიან ავად არის, ექიმები
არავითარ იმედს აიძლევიან გადარჩენისასო.
— ყველაფერს საზოგადოებას უტოვებს, ანუ აგერ მის ანდერძს ათვალიერებენ. კარგი ქენი,
რომ მოხვედი, შენი ნახვა უნდოდა, ახლავე ვკითხავ, შეუძლია შენი მიღება თუ არა, —
მითხრა და შევიდა საწოლ ოთახში.
— ისევ ჩქარა გამობრუნდა და შემიყვანა ავალმყოფთან.
იაკობი იწვა, პირი კედლისაკენ ჰქონდა მიქცეული. მე სკამი კედელთან დამიდგეს. სახე მკრთალი და ტანჯული ჰქონდა, ბაგეები გალურჯებული, თვალები ჩაცვინული, საბანზე
დაწყობილი ხელების ბრჩხილები და თითები ბაგეებზე უფრო გალურჯებოდა. რომ დამინახა,
გამიღიმა და მითხრა: • – ძალიან ავად ვარ, სწორედ ახლა ტკივილების შემოტევა მაქვს,
შენი ნახვი მინდოდა. მინდოდა საბავშვო ბაღის შესახებ კიდევ მოგლაპარაკებოდი. მე
ბევრი რამ მაქვს საბავშვო ბაღის შესახებ სალაპარაკო, მაგრამ, მგონი, ვეღარ შევძლო.
არამც და არამც ამ საქმეს ხელი არ გაუშვათ დედებმა, და უპატრონეთ. ქალებს ბევრი რამ
შეუძლიათ გააკეთონ ბავშვების აღზრდის საქმეში. ჩემი მცირე დახმარება ისევ ისე
იქნება, სანამ ჩემი დედა-ენა იარსებებს, — და მიმართა პართენ გოთუას:
— საბავშვო ბაღის შესახებ რომ გითხარი, ხომ არ დაგავიწყდა?
იმავე წელს, ხუთ ივნისს, საბავშვო ბაღის მშობლებისა და მასწავლებლების კრებამ ფეხზე
ადგომით პატივი სცა იაკობის ხსოვნას და დაადგინა გვირგვინით შეამკოს დიდი მოამაგის
ცხედარი.
ამ სასადილოს უკან, მუსიკოსების ნახევარი წრიან, გადმოხურულ ფიცრულში, მაღლობზე
იჯდა ყავისფერ პალტოიანი, ყავისფერ ქუდიანი და წაბლისფერ წვერ-ულვაშიანი კაცი და
სადილობდა..
— თუ ეს პროფესორია,-მიადვა გულზე თითი ალექსანდრეს,—მე გენერალი ვყოფილვარო.
ორბელიანთან, ილია ივანეს-ძე წინამძღვარიშვილთან, ვასილ ნიკოლოზის-ძე
ჩერქეზიშვილთან და სხვებთან ერთად, რომელიც გაეგზავნა ი. ზუნალაშვილს თხოვნით, რათა
მას ეკისრა ჟურნალის რიალურად უზრუნველყოფა. თვითონ იაკობ ხშირად შემოდიოდა
რედაქციაში და სხვადასხვა რჩევას და შენიშვნებს იძლეოდა შინაარსის შესახებ.
— ოჰ, არც მე მიყვარს უმეცრები, ილია სიტყვისა არ იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა
გვიყვანდეს ილია და იმისი სიტყვა გვჯეროდეს.
— არა ჯერ.
— მაშ, ნურაფერს ეუბნები, ფიცარსაც ნუ ააჭედებ კარზე, ვითომ არაფერი გაგიგია.
წაიღოს თითო ღერი შეშა, არა უშავს.
ქართველი ქალების ერთმა ჯგუფმა, რომელთაც პატარა ასაკის ბავშვები ჰყავდათ,
გადაწყვიტეს ქართული საბავშვო ბაღის გახსნა. ამ მიზნით, ერთი ინიციატორის,
ანასტასია გედევანიშვილის, სახელზე ვითხოვეთ მშობლიურ ქართულ ენაზე საბავშვო ბაღის
გახსნის ნებართვა. რუსეთის განათლების მინისტრისაგან უარი მოგვივიდა. ეწერა, რომ
რუსეთის იმპერიაში მშობლიური ენა რუსული ენა და საბავშვო ბაღიც შეიძლება გახსნათ
რუსულ ენაზეო, მშობელთა წრემ მაინც გახსნა ნებადაურთველად ქართული საბავშვო ბაღი.
ბაღისათვის მაშინ სათავადაზნაურო გიმნაზიის (ახლა უნივერსიტეტის) შენობაში მოგვცეს
ორი ოთახი. იაკობი დიდ მნიშვნელობას აძლევდა ბავშკების მშობლიურ ენაზე
აღზრდა-განვითარებას. დიდად თანაუგრძნობდა ამ საქმეს და 1910 წლიდან ყოველთვიურად
დახმარების სახით თითო თუმანს აწვდიდა ჩვენს საბავშვო ბაღს.
![]() |
2 ილია ჭავჭავაძის გარშემო |
▲ზევით დაბრუნება |
ილია ჭავჭავაძის გარშემო
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან, მარამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი; რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან, ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან, გულწრფელობითა და სიმართლითა მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა: – იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!.. შენ გიცოცხლია, როგრც უნდოდა; თქვას შენი ქნარი შორს ჩვენგან, ჩრდილში, ამაოდ ჩვენთვთის არ ხმაურობდა. ილია ჭავჭავაძე |
„მწერალ ვიქტორ ჰიუგოს სახელი და სული თავს დასტრიალებს და აღაფრთოვანებს წინ მიმავალ არმიის დროშებს...
ხელოვნება, ეს კაცობრიობის ოცნებაა. ოცნება სინათლის, თავისუფლების, ნათელი,
დამშვიდებული ძლიერების. ეს ოცნება არ შეიძლება შეწყდეს და ამიტომ ჩვენ არ
გვაღელვებს მომავლის ბედიო“, – ამბობს საფრანგეთის დიდი მწერალი – რომენ როლანი. და განა ჩვენ, ქართველებს, არ შეგვიძლია ასეთივე სიტყვები ვთქვათ დღეს ილია
ჭავჭავაძის შესახებ, რომლის ოცნება იყო სინათლე და თავისუფლება; განა არ წამდა მას
ძლიერი საქართველოს დამშვიდებული მომავლის ბედი? განა ილია ჭავჭავაძის სახელი და
სული არ დასტრიალებს, არ აღაფრთოვანებს და არ მიუძღვის დღესაც ჩვენი მწერლობის წინ
მიმავალ დროშებს? დაე, თუნდ მოვკვდეო, – ამბობს ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ისე კი, რომ ჩემი კვალი
ნახოს, ვინც ჩემს მერე მოვა, თქვას, რომ მან აღასრულა თავისი ვალიო. აბა, ვინ იქნება ახლა ჩვენში, ვინც წაიკითხავს ილიას ლექსს, ამ მცირე მოგონების
თავში მოთავსებულს, და იტყვის, ილია ჭავჭავაძემ არ აღასრულა თავისი ვალი, რომ მისი
ჩანგი ამაოდ ხმაურობდა ჩვენთვის! ახლა ამას არავინ და ვერავინ ვერ იტყვის! ახლა ვიცით, რომ მისი ჩანგი ძლიერად ჟღერდა სამშობლოსათვის, მაგრამ იყო დრო, როცა
სხვადასხვაგვარად განწყობილ თანამედროვეთა გულში ეს ჩანგის ჟღერა, როგორც გრიგალი
ზღვაში, იწვევდა გრძნობათა აფორიაქებას და მღელვარებას, მღელვარებას მისდამი ღრმა
სიყვარულისას და უარყოფისას. როგორც ზღვის მიმოქცევა, ისე ი. ჭავჭავაძის თანამედროვეთა გულში იცვლებოდა
სიყვარულისა და სიძულვილის გრძნობათა ღელვა და თანამედროვეობამ ვერ მოახერხა
მისდამი ურყევი აზრის დამყარება-გამომუშავება. მხოლოდ მისმა სრულიად მოულოდნელმა, „უღვთო“ სიკვდილმა, რომელიც მეხივით გავარდა
მოულოდნელად მთელ საქართველოში, მედგრად დაიჭექა და გამოაფხიზლა მთელი ერი. თითქოს,
წიწამურის საშინელი ტრაგედია იყო საჭირო, რომ ყველა ქართველის გულში ანთებულიყო ი.
ჭავჭავაძისადმი სიყვარულის ჩაუქრობელი ლამპარი. მე მაგონდება მწერალ ეკატერინე გაბაშვილის წინასწარმეტყველური სიტყვა ილიას
გამოსვენების დღეს საგურამოდან: „დიდო ილიავ, შენ ვერ დაგაფასა თანამედროვეობამ,
მაგრამ მომავალი თაობები გაიგებენ, თუ რა დიდი ადამიანი იყავი და რა გააკეთე შენ
ქართველი ხალხისათვის და სამშობლოსათვისო“, და განა ეს ახლა ცხადი არ არის
ყველასათვის? მე კი უნდა ვთქვა, ჩემდა სასწუხაროდ, რომ ჩემი ცხოვრებაც ვერ ასცდა დიდი ილიას
ღვაწლის დაფასებისა და დაუფასებლობის მიმოქცევას. მე არ ვიცი, როდის შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში პირველად მწერალი ილია ჭავჭავაძე. იმ
დროს, როდესაც შვიდი-რვა წლის ბავშვი გურიაში, სოფ. ღანუელში, დავჯდებოდი ხოლმე
ზამთრობით ბუხრის წინ, მაგიდასთან, ჩემს გვერდით ყოველთვის იჯდა დედაჩემი საკერავით
მუხლებზე. ტახტზე ეძინა ჩემ პატარა სამ ძმას. მაგიდას შემოუსხდებოდნენ ირგვლივ:
მამაჩემი, ჩვენი მოჯამაგირე არჯევან, უთვისტომო შინაყმა ქალი – მოხუცი ლამაზისახარ,
რომელიც ყმების განთავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა მისთვის საგანგებოდ დაწნულ
ფაცხაში, მაგრამ დღითა და ღამით დედაჩემთან იყო, ახალგაზრდა მეზობელი გლეხი ესტატე
ტრაპაიძე და ოსმანა „თათარი“, – ასე ვეძახოდით ჩვენ აჭარელ მოხუცს, რომელიც
რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ჩვენთან დარჩა საცხოვრებელად. მე ვუკითხავდი იმათ
„სიბრძნე სიცრუისას“, „ყარამანიანს“, „ვისრამიანს“, აკაკის და ილიას ნაწარმოებებს.
დიდი ინტერესით ისმენდნენ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს: „ნანას“, „იანიჩარს“,
„სტუდენტების სიმღერას“, „გაზაფხულს“, „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?“, „ხმა
სამარიდან“ და სხვ. მახსოვს: „იანიჩარი“ იმდენჯერ წამაკითხეს, რომ ყველამ,
ლამაზისახარის გარდა, ზეპირად ისწავლა. ყველას უყვარდა „გლახის ნაამბობი“,
„სარჩობელაზედ“, „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“. მაგრამ „კაცია ადამიანი“ ვერ იზიდავდა
ჩემს მსმენელებს, მამაჩემის გარდა. ამბობდნენ: ამისთანა ბრიყვი კაცი, როგორიც
ლუარსაბია, ქვეყანაზე არ დაბადებულა და თუ დაბადებულა იმის ცხოვრების შესახებ არც
ღირს წაკითხვაო. რამდენჯერაც არ დავიწყე მისი კითხვა, პირველ ორ თავს არ
გავცილებივარ. მე მიყვარდა ეს საღამოები და კითხვები და ვფიქრობდი: ოდესმე, როდესაც
ვნახავ ილია ჭავჭავაძეს, უთუოდ ვკითხავ, მართლა ამშვენებდა „იანიჩარი“ ჩვენს
დამღუპველ ოსმალეთს? რას ნიშნავდა „იანიჩარი“ და რატომ სძულდა ასე ოსმანას ეს
ლექსი? ოსმანას უყვარდა ოსმალეთი და ჩვენს დამღუპველად არ თვლიდა და, თუმცა მისი
ნათესავები ყველანი გადასახლდნენ ომის შემდეგ ოსმალეთში, ის იმიტომ დარჩა, რომ მისი
სიტყვით, როგორც აჭარა, ისე გურიაც მისი სამშობლო იყო. ამას გარდა მოხუციც იყო და
სად უნდა წასულიყო უცნობ ქვეყანაში, – თურქეთში! მგონი, ილია ჭავჭავაძე ნამდვილად და ბრწყინვალედ ჩემ ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა,
როდესაც სკოლაში შევედი და როდესაც ჩვენი საყვარელი მასწავლებელი ნინო (ჟიფო,
როგორც მას ეძახდნენ) ქიქოძე გატაცებით გვიკითხავდა თავის სასიამოვნო ხმით პოემებს:
„რამდენიმე სურათს ყაჩაღის ცხოვრებიდან“, „დედა და შვილს“, „დიმიტრი თავდადებულს“
და სხვა ნაწარმოებებს. მე მახსოვს, რა აღტაცებაში მოვდიოდით მთელი მესამე განყოფილების გოგონები. „დედა და
შვილის“ კითხვის დროს და როგორ ვოცნებობდით მასწავლებელთან ერთად დიმიტრი
თავდადებულივით თავის განწირვას ხალხისა და სამშობლოსათვის. მასწავლებელთან ერთად
გვენატრებოდა და ვოცნებობდით ილიას ნახვას. მაგრამ... დრომ სხვა მიმართულება მისცა ჩემს ცხოვრებას და ილიას ნახვის სურვილი და ნატვრა,
რაც ასე საგულისხმიერო და საოცნებო იყო ბავშვობაში, დაიფერფლა. აღარ მაინტერესებდა
ი. ჭავჭავაძე. სხვა მწერლებმა, სხვა მისწრაფებამ სხვა გრძნობებმა გამიტაცა და,
თუმცა ყოველთვის სასიამოვნოდ მქონდა გულში, რომ ცხოვრობდა ქვეყანაზე დიდი ქართველი
მწერალი ილია ჭავჭავაძე, მის მოღვაწეობას მაინც გულგრილად ვუყურებდი. მხოლოდ 1895 წლის ზამთარში ისევ ჩამოანათა ჩემს გულში ილია ჭავჭავაძის
მნიშვნელობამ. მე ისევ მომინდა მისი ნახვა და ისევ დამკვიდრდა ის ჩემს ცხოვრებაში.
ბევრი რამ იყო, მგონი, ამის მიზეზი, მაგრამ პირველი ბიძგი შემდეგი შემთხვევა იყო.
ეს მოხდა პეტერბურგში, ახლანდელ ლენინგრადში. 1895 წლის ზამთარში მე და ჩემი მეუღლე, ილიკო ნაკაშიძე,* მაშინ პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი, რესტორან „კიუბაში“ სადილად დაგვპატიჟა კომპოზიტორმა მელიტონ ბალანჩივაძემ.** მელიტონი მაშინ პეტერბურგში ცხოვრობდა და სტუდენტთა საზოგადოებაში ტრიალებდა. სტუდენტებს უყვარდათ მელიტონი. ამბობდნენ: მელიტონი ქართულ რომანსებს წერს და ქართული ოპერის დაწერასაც აპირებსო.
სადილად ცალკე კაბინეტში ვისხედით. მელიტონი სულ მუსიკაზე ლაპარაკობდა. ამბობდა:
— ქართველებს ოპერა არ გვაქვს და მინდა დავწერო, მაგრამ ისეთი თემა უნდა გამოვნახო, რომ მთელი ჩვენი ერის გენია გამოჩნდესო. მუსიკა ჩვენი მდიდარია, მხოლოდ დამუშავებული არ არის. ჩვენ მუსიკას მხოლოდ იტალიური მუსიკა თუ გაუწევს მეტოქეობას, თორემ, ფრანგული ვერ შეედრებაო. აქებდა უკრაინულ მუსიკას, ამბობდა: ჰანგები საუცხოო აქვთ, მხოლოდ იმათი სევდიანი მუსიკა სჯობს მათ მხიარულ მუსიკასო. აიღეთ ჩვენი ქართული სიმღერები, პირდაპირ შედევრებია: სევდიანიც და მხიარულიც. მაგალითად: რომელი ხალხის სიმღერა შეედრება ჩვენ სვანურ სიმღერას „ლილეს“. აიღეთ, თუ გინდა, „ხელხვავი“ – გურული სიმღერა, თუნდ „ნადური“, ვისა აქვს ისეთი გამყივანი „ია-უა“ გურული რომ დასძახებს... ეს შედევრია, შედევრი...
* ილია პეტრეს-ძე ნაკაშიძე (1866-1923)
– მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. თბილისში დაბრუნდა 1895 წ. და ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1897 წ. ლ. ტოლსტოისთან დუხობორების მოძრაობის შესახებ მიწერ-მოწერისა და დუხობორების დახმარებისათვის, ხუთი წლის ვადით გასახლებულ იქნა ამიერ-კავკასიის ფარგლებიდან. გადასახლდა მოსკოვში, იქ დაუახლოვდა ლ. ტოლსტოის და მასთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია ტოლსტოის გარდაცვალებამდის. მოსკოვშიც ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას რუსულ ჟურნალ-გაზეთებში და გამომცემლობა „პოსრედნიკში“.
1903 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და კითხულობდა ლექციებს.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან განათლების სახალხო კომისარიატის მიერ მოწვეული იქნა ლექტორად და ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდის.
1923 წელს დასახლდა ს. კიკეთში.
** მელიტონ ანტონiს-ძე ბალანჩივაძე (1862-1937) – ოპერა „თამარ-ცბიერის“ („დარეჯან-ცბიერის“) და მრავალი რომანსისა და სხვა მუსიკალურ ნაწარმოებთა ავტორი.
ცოტა ხანს დაჩუმდა და მერე განაგრძო: — მე მინდა ოპერის თემად ავიღო „მეფე დიმიტრი თავდადებული“, უწინ ვფიქრობდი „დედა
და შვილზე“ შევჩერებულიყავი, მაგრამ ოპერისათვის ძალიან პატარაა. დიდი ხანია მაქვს
კიდევ ერთი თემა აკაკის „თამარ ცბიერი“... შენ რას ფიქრობ, ილიკო? ილიკომ უპასუხა: — მე ძალიან ცუდი მუსიკოსი ვარ, მელიტონ. შენ წარმოიდგინე, „ყარანაის“ მეტი სიმღერა
არ ვიცი. — არა, კაცო, იქნება მამაშენისაგან გაგიგონია, ილია და მამაშენი ხომ დიდიხნის
მეგობრები არიან. იქნება, უთქვამთ რამე ქართული ოპერის შესახებ. ილიკომ უთხრა, რომ როგორც ვიცი, ილიას და მამაჩემს ჰქონიათ ლაპარაკი ქართული ოპერის
შესახებ, ორივეს მწუხარება გამოუთქვამთ, კომპოზიტორი არ მოგვეპოებაო. — ეჰ, შე კაცო, მერე შენ ვერ უთხარი რომ მე აქ ვიყავი? – იობუნჯა მელიტონმა. ილიკომ ურჩია, რომ თვითონ მელიტონს მიემართა ილიასათვის. — ოჰ, მეც ასე ვფიქრობ, – თქვა მელიტონმა, – მაგრამ იმასაც ამბობენ, ილიას მუსიკის
არაფერი გაეგებაო. მაინც ჯერ მე საბოლოოდ თემის არჩევანზე უნდა შევჩერდე. „დიმიტრი
თავდადებულში“ საოცარი ადგილებია ოპერისათვის: ერთი ის რად ღირს, როდესაც თათბირი
აქვს მეფეს დიდებულებთან, როდესაც ყველა ღელავს და მეფე თავის გადაწყვეტილების
გასამართლებლად მიმართავს მღვდელმთავარს. ის ადგა, ორივე ხელი გასწია ილიკოსაკენ და მიმართა მას სიმღერით: „შენ რას იტყვი, მღვდელმთავარო, ილიკო სწრაფად წამოდგა, თითქოს, ისიც აპირებდა სიმღერით პასუხის მიცემას. — თუ ღმერთი გწამს, ილიკო, „ყარანაი“ არ იმღერო, – უთხრა მელიტონმა სწრაფად ილიკოს
და ორივემ გადაიხარხარა. – აქ რაღაც სერიოზული და დამაჯერებელი პასუხია საჭირო,
განაგრძო მან, რაღაც დიდებული, საგულდაგულო მუსიკა უნდა, რომ სავსებით ასახოს
მდგომარეობა. ისიც კი უნდა ითქვას, რომ ვინ მოგცემს ახლა მღვდელმთავრის სცენაზე
გამოყვანის ნებას... ესეც ცოტა არ იყოს, ხელს მიშლის და მინელებს წერის სურვილს. — შენ დასწერე, მელიტონ, და მანამდის... — ეჰ, – გაიცინა მელიტონმა, – შენც არჩილ ჯორჯაძესავით ლაპარაკობ, – ამბობს: სანამ
შენ მაგ ოპერას დასწერდე, ვინ იცის, რა მოხდებაო. ხედავ, რამდენ სტუდენტს იჭერენ,
იქნებ, რევოლუცია მოხდესო. მაგრამ ახლა ისიც კია, რომ ილია ჭავჭავაძე თანდათან
კარგავს პოპულარობას და მისი პოემის აღება თემად... — მართალია ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ენერგიით შთანთქა ბანკის საქმიანობამ,
მაგრამ არა მგონია, რომ ის, რაც დასწერა, იმან დაკარგოს მნიშვნელობა. შენ ვერ
წარმოიდგენ, მელიტონ, რა კოლოსალური ჭკუა აქვს ილიას... – მიუგო ილიკომ. — აბა, რა ვიცი, აქ, სტუდენტები კი აკრიტიკებენ... ერთ წუთს დრო გაჰკვეთა ჩემში მოგონებამ და თვალწინ დამიდგა „დიმიტრი თავდადებულის“
კითხვა სკოლაში. ჩვენი ტირილი დიმიტრისათვის, ცოცხლად აისხა მისი სულიერი განცდა და
ისევ მომწყურდა „დიმიტრი თავდადებულის“, „კაკო ყაჩაღის“ და „გლახის ნაამბობის“
ავტორის, ილია ჭავჭავაძის, ნახვა, მისი ხმის გაგონება. ვეღარ მოვითმინე, და ვთხოვე: — გასწირავს კი?.. ახლა კი ბანკს სწირავს თავის დროს და ნიჭს, მაგრამ, ვინ იცის, თუ
საჭირო იქნა, კი გასწიროს იქნება, ა? ილიკო, შენ რას იტყვი? იქნება, ბანკი უკუაგდოს
და აისხას თოფ-იარაღი. დიდი პატრიოტი ხომ არის? — დიდი ნებისყოფის კაცი არის, შეიძლება აისხას! – თქვა ილიკომ. მელიტონი ადგა, მივიდა პიანინოსთან, დაუკრა და ნელი, დაბალი ხმით დაამღერა: „დიმიტრი ერქვა სახელად გრძნობიერი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა მელიტონს. მერე მოტრიალდა სკამზე და თქვა: — ერთის მხრით „დიმიტრი თავდადებული“ დიდებული თემაა ოპერისათვის, მაგრამ ქალი არ
ურევია და უქალოდ ოპერა... მართალია, შევსება შეიძლება: მეფეს ხომ ეყოლებოდა ცოლი,
ქალიშვილი, ვინმე მზეთუნახავი საყვარელი, უიმისობა არ იქნებოდა, ხომ იცი, ილიკო? –
გადაიხარხარა მან და განაგრძო, – „თამარ ცბიერში“-კი ყველა და ყველაფერია.
თავისტეხა არ გჭირდება. * * *
1895 წ. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა ზაფხულშიც პეტერბურგში დავრჩენილიყავით,
რადგანაც ილიკო სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ემზადებოდა. გადავსახლდით
კიდევაც სააგარაკოდ პეტერბურგის ახლოს, სოფ. ლიგოვოში, მაგრამ აგვისტოში
დეპეშა მოგვივიდა: ილიკოს მამა, პეტრე ნაკაშიძე, გარდაიცვალა და ჩამოდითო.
მაშინვე წამოვედით. პეტრე ნაკაშიძე გარდაიცვალა ბორჯომში და დროებით იქ
დაასაფლავეს. ილია ჭავჭავაძე ვერ დაესწრო დასაფლავებას და თანაგრძნობის
წერილი მოსწერა პეტრეს მეუღლეს.*
* წერილი ინახება სალიტერ. მუზეუმში. შემოდგომაზე ბორჯომიდან თბილისში ჩამოვედით. ამ შემოდგომაზე და
ზამთრის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე რამდენჯერმე იყო ნაკაშიძის ოჯახში და, აი,
სწორედ ეს დრო ვერ მიპატიებია ახლა ჩემი თავისათვის, რადგანაც შემეძლო იმ ადამიანის
ნახვა, რომლის ნახვაც ბავშვობიდანვე საოცნებოდ მქონდა, და ახლა კი, არც ერთჯერ არ
გამოვსულვარ მის სანახავად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახში დიდი პატივისცემით
იხსენიებდნენ ილიას, მის მსოფლმხედველობას არ იზიარებდნენ ახალგაზრდა ნაკაშიძეები –
პეტრეს შვილები. პატივისცემა კი, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო მემკვიდრეობითი
გრძნობა იყო ილიას პიროვნებისადმი. უნდა გამოვტყდე, რომ მაკავებდა იმათი მიმბაძველობა და, როგორც ისინი, ვფიქრობდი,
უფრო სასარგებლო იქნებოდა ი. ჭავჭავაძესთან საუბარში გატარების მაგიერ დრო სახალხო
თეატრში მომეხმარა სახალხო კითხვების და მასწავლებელ ქალთა საზოგადოების კრებებზე
საქმიანობისათვის. ნაწილობრივ მეკრძალებოდა კიდევაც, რადგანაც ამბობდნენ, ილია
ჭავჭავაძე უბრალო კაცი არ არის და თუ პატრიოტი არ ხარ, არც დაგელაპარაკებაო.
პატრიოტიზმი კი მაშინ საზოგადოდ ახალგაზრდობას დასაძრახის საქმედ მიაჩნდა.
განსაკუთრებით მწყინს ახლა და ვერ მიპატიებია ჩემი თავისათვის ერთი საღამო. ეს იყო შემოდგომის საღამოს. ჩვენთან, ე. ი. ილიკოს დასთან – ელენესთან,* რომელსაც რელიგიური მოძრაობა ძალიან აინტერესებდა, მოვიდა ერთი მოხუცებული თეთრ წვერა ინგლისელი მისიონერი გვარად ბედიკერი, თან ახლდა ახალგაზრდა ქალი, – მდივანი. ქალი იჯდა ბედიკერის გვერდით, ხელით ეჭირა ბედიკერის გამხდარი, დაპრანჭული ხელი. საკვირველი იყო იმათი ლაპარაკის მანერა. ბედიკერი ლაპარაკობდა ინგლისურად, ნელი, სიმღერასავით გაგრძელებული სიტყვებით და, თითქოს, ეს სიტყვები ასე ნელა და სიმღერით დიოდა წყალივით ბედიკერის პირიდან ხელზე, მისი ხელიდან ქალის ხელზე და გადმოდიოდა რუსულად ქალის პირიდან ისეთივე ნელი სიტყვების სიმღერით, როგორც ბედიკერის პირიდან ინგლისური სიტყვები, და ისმოდა სივრცეში ჩვენს მოსარჯულებლად. * ელენე პეტრეს ასული ნაკაშიძე (1868-1943) – განათლება მიიღო თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში, დუხობორების დახმარების საქმისათვის 1896 წ. გადასახლებულ იქნა ამიერ-კავკასიის ფარგლებიდან. იქიდანვე წავიდა ინგლისში და იქ კროიდონში მისტერ კენვორტის მიერ ლევ ტოლსტოის თანამგრძნობთათვის დაარსებულ კოლონიაში ცხოვრობდა რამდენიმე წლის განმავლობაში, იქ ეხმარებოდა ტოლსტოის მეგობარ ჩარტკოვს. შემდეგში ელ. ნაკაშიძემ ტოლსტოის მოძღვრება უარჰყო. 1905 წ. დაბრუნდთ რუსეთში, თბილისში კი ცხოვრობდა 1917 წლისდან და კერძოდ მასწავლებლობდა. ჩვენს გარდა კიდევ იყვნენ ელენეს მეგობრები – რამდენიმე
მასწავლებელი. ის იყო მოხუცს უნდა დაეწყო ქადაგება, რომ მსახური შემოვიდა და გვითხრა, დედა
გეძახით, ილია ჭავჭავაძე მობრძანდაო. ილიკო მაშინვე ადგა და წავიდა, მაგრამ
დანარჩენები არ დავძრულვართ ადგილიდან. მოხუცი ლაპარაკობდა იესო ქრისტეს მიერ მოხდენილ სასწაულებზე, როგორ გააძღო ხუთი
პურით და ორი თევზით ხალხი, როგორ აღადგინა მკვდრები, როგორ განდევნა ეშმაკეულები,
შემდეგ როგორ ამაღლდა და სხვა. ყველა ეს მოსაწყენი და არაბუნებრივი იყო. მაგრამ
საქმე იმაშია, რომ ილიაც, თურმე, ამ დროს ებაასებოდა ილიკოს დედას სწორედ იესო
ქრისტეს შესახებ, ანუგეშებდა და ეუბნებოდა, რომ ცოცხალი კაცი ყოველთვის უნდა
ცოცხლობდეს და ცხოვრებაში მონაწილეობას იღებდესო. იესო ქრისტე თვითონ ამბობდა:
დაუტევეთ მკვდრები, ისინი მკვდრებმა დაასაფლავონო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ
მიცვალებულები დაყარეთ ქუჩებშიო. ამას იესო ქრისტე, როგორც უაღრესად ჭკვიანი, არ
იტყოდა; ეს იმას ნიშნავს, რომ მკვდრებისათვის არ არის საჭირო, რომ მთელი ჩვენი
გონება და ფიქრი იმათკენ გვეჭიროს, როდესაც ჩეენი დახმარება მახლობლებისათვის არის
საჭიროო. ჩემთვის არ არის საჭირო, ყოველ წუთს მახსოვდეს, რომ იესო ქრისტე აღადგენდა
მიცვალებულებს. ეს მცნება ჩემგან ძალიან შორსაა და არც არის გასაგები, მაგრამ,
როდესაც იესო გვასწავლის მოყვასისათვის თავისდადებას, ეს გასაგებია, და ეს უნდა
გვახსოვდეს მთელი არსებით ყველასო, და სხვ. ილია რომ წავიდა, ილიკო ისევ შემოვიდა ჩვენთან, მაგრამ აღარ დარჩა და ისევ ჩქარა
გავიდა. მან შემდეგში მითხრა, რომ ილია ჭავჭავაძის ლაპარაკის შემდეგ ბედიკერის და
იმ ქალის სანტიმენტალური კრუსუნის მოსმენა აღარ შეეძლოო.
პეტრე ნაკაშიძე და მისის მეუღლე ყოველთვის თანაუგრძნობდნენ ილია ჭავჭავაძეს. ილია, პ. ნაკაშიძე და ილია ლაზარეს-ძე ოქრომჭედლიშვილი* დიდი მეგობრები იყვნენ ჯერ კიდევ უნიეერსიტეტიდან და ერთად ოცნებობდნენ, თურმე, საქართველოს კეთილდღეობისათვის. განსაკუთრებით მწვავედ გრძნობდნენ ისინი, ოქრემჭედლიშვილის სიტყვით, მრეწველობისა და მეურნეობის განვითარების ნაკლებობას საქართველოში და უნდოდათ ამ საქმისათვის მოეკიდათ ხელი. პირველად იმათი მუშაობა საქართველოში გამოისახა ბატონყმობის მოსპობის საქმეში. ჭავჭავაძეც და ნაკამიძეც იყვნენ მომრიგებელ შუამავლებად. შემდეგ ნაკაშიძე არჩეულ იქნა მაზრის, მერე კი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის მარშლად. გარდაცვალების წინა წლებში მას მიეცა საშუალება მრეწველობისათვის მოეკიდა ხელი და 1890 წლიდან აწარმოებდა გურიაში ნავთის საბადოების აღმოჩენის საქმეს, რასაც მოანდომა თითქმის მთელი თავისი ქონება. სწორედ იქ, გურიაში, გაცივდა და შემდეგ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. * ილია ლაზარეს-ძე ოქრომჭედლიშვილი – მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი. ცნობილია თავისი წერილებით მაშინდელ ქართულ პერიოდულ გამოცემებში. რომელთაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ლიტერატურის აღორძინების საქმეში. მან გამოსცა აგრეთვე პროფესორ ჩუბინიშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონი.
გარდაიცვალა 1898 წ. დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში.
ილია ჭავჭავაძე დიდად აფასებდა მის მოღვაწეობას. ეს ჩანს იმ ნეკროლოგშიაც, რომელიც მოათავსა მან გაზ. „ივერიაში“ პეტრე ნაკაშიძე დიდი ენთუზიასტი იყო და წამდა: გურიაში მდიდარი
ნავთის საბადოებია და დიდი მომავალი აქვსო. ილია ლაზარეს-ძე ოქრომჭედლიშვილი და მისი მეუღლე ხშირად დადიოდნენ ჩვენსას. მე
მიყვარდა ოქრომჭედლიშვილის სასიამოვნო ხმით დამშვიდებული, საქმიანი ლაპარაკი
ლიტერატურაზე, საზოგადოდ ხელოვნებასა და მრეწველობაზე. მას სამტრედიაში ჰქონდა
ხე-ტყის სახერხი ქარხანა. ტყის მასალა ჩამოჰქონდა სვანეთიდან. მისი მეუღლე, კლავდია
ივანეს-ასული, ჩემი მეუღლის დედის დიდი მეგობარი, მოსკოველი მდიდარი ვაჭრის –
მახალოვის ქალი იყო და ეს აძლევდა საშუალებას ოქრომჭედლიშვილს გაეფართოვებინა
თავისი საქმე. საუცხოვო ბიბლიოთეკა ჰქონდა მას და სხვადასხვა ქვეყნის
ხელოვან-მხატვართა შემოქმედება ამშვენებდა მისი დიდი ბინის ნათელ კედლებს. ოქრო
მჭედლიშვილი ხშირად ლაპარაკობდა ილიას შესაახებ დიდი სიყვარულით. ამბობდა: ილია რომ
არ ყოფილიყო, ჩვენ, ქართველები ასი წლით დაქვეითებული ვიქნებოდითო. არ არის არც
ერთი დარგი ქართული საქმიანობის დასაწყისისა, რომ ილიას არ ეფიქროს, არ ეზრუნოს
იმის შესახებო. ჩვენ ყველანი მას მივყვებითო. * * 1895 წ. მე მომეცა ბედნიერი შემთხვევა მენახა ილია ჭავჭავაძე. სასახლის (ახლა კომინტერნის) ქუჩაზე მივდიოდი. დავინახე, ხალხი მორბის და
მწკრივდება სასტუმრო „სევერნიე ნომერას“ წინ. გოლოვინის პროსპექტიდან კი მოისმოდა:
„ურა“, „ვაშა“, გაუმარჯოს სამ პოეტს“! მეც შევჩერდი სხვებთან ერთად კუთხეში, სადაც სურათების გამოფენა იწყება. — ქაშვეთიდან მოდიან! – იძახოდნენ ხალხში. — ვაშა! — გაუმარჯოს რაფიელ ერისთავს! — შეხედეთ, შეხედეთ, როგორ სხედან! თქვა ვიღაცამ. ხალხი ფეხდაფეხ მისდევდა მომავალ ეტლს, რომელშიაც იჯდა სამი კაცი, ერთი უკანა
ადგილას, სავარძელში, და ორი წინ, სკამზე. — თურმე, ილია და აკაკი ერთმანეთს უთმობდნენ ადგილს რაფიელის გვერდით და ორივენი კი
წინ დასხდნენო, – ამბობდა ვიღაც. აკაკი იჯდა იქითა მხარეს, უქუდოდ, შავ ტანისამოსში, მომცინარე, მშვენიერი სახით და
თავს უკრავდა ყველას. ჩემს მხარეს იჯდა ილია მონაცრისფრო პალტოთი, ამავე ფერის
„კატელოკი“ ქუდი ეხურა და პაპიროსს ეწეოდა. — რაფიელი აქეთ-იქით იყურებოდა, არ ვიცი, რატომ და ცოტა არ იყოს, შემკრთალი
მეჩვენა. — რაფიელ ერისთავის იუბილეა... — ქაშვეთში პარაკლისზე იყვნენ, იქიდან მოდიან. — თეატრში მიდიან! – ისმოდა ხალხში. ხალხი ერთბაშად ბლომად შექუჩდა. ეტლმა გაიარა, ჩვენ გამოვედევნეთ, მაგრამ როდესაც თეატრის შესავალთან მივედი, ისინი
უკვე გადმოსულიყვნენ ეტლიდან და უკვე თეატრში შესულიყვნენ. მხოლოდ თვალი მოვკარი
ჭავჭავაძის ზურგს შესავალ კარებში. ახლაც მახსოვს ილია ჭავჭავაძის მაშინდელი დამშვიდებული, ოდნავ გიღიმებული,
მშვენიერი სახე. ასეთი დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ამავე შემოდგომაზე ისევ ვნახე ილია. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ისე სასიამოვნოდ არ
დამრჩა ეს ნახვა, როგორც რაფიელთან და აკაკისთან ერთად რომ იჯდა, მაგრამ მაინც
მინდა ავწერო, როგორ და რა გარემოებაში მოხდა ეს.
ბანკის კრებებები იყო. მთელი ქართველი საზოგადოება ორ ბანაკად იყო გაყოფილი, ჭავჭავაძისტებად და მაჩაბლისტებად. კრებები ხდებოდა კვირაობით, რომ ყველას ჰქონოდა დასწრების საშუალება.
აუარებელი ანეკდოტები* და მითქმა-მოთქმა დადიოდა ხალხში. ამ კრებებზე ბეჯითად დადიოდა ილიკოს ძმა, კოლია ნაკაშიძე, და ყოველთვის რაიმე სასაცილოს გვიამბობდა. მას ძალიან ეხერხებოდა ანეკდოტების თქმა. გვიამბო, რომ არჩევნებისათვის მთელი კახეთის და ქართლის თავადაზნაურობა ჩამოვიდაო. ჭავჭავაძის მომხრე კახელები სასტუმრო „კავკაზში“ ცხოვრობდნენ და ყოველდღე იქ ქეიფობენ, მაჩაბლის მომხრე ქართლელები კი – „ვეტცელის“ სასტუმროში. ორივენი – ილია ჭავჭავაძეც და ვანო მაჩაბელიც – ცდილობენ კარგი მასპინძლობა გასწიონ, მაგრამ ჭავჭავაძე სჯობნისო. და გუშინ ამან ძალიან გააგულისა კოლა ორბელიანი –მაჩაბლის მომხრე და, თურმე, დიდი ოინი მოუწყო ილია ჭავჭავაძეს. ილიამ გააგზავნა, თურმე, მზარეული, ზუთხი იყიდე უთოდ, სადაც არ იყოს, გააჩინეო. მზარეული წასულა და ერთი ვეებერთელა ზუთხი უნახავს და ევაჭრება, თურმე.
* მე რასაკვირველია, არ ვიცი რამდენად სამართლიანი დახასიათებაა ეს ანეგდოტები და მომყავს მხოლოდ მაშინდელი საზოგადოების საილუსტრაციოდ კოლა ორბელიანს უთქვამს: – არა უშავს, იმ ზუთხს დღეს ჩვენ შევჭამთო, დაუძახა თავის
ძაღლს, – პილ-პილ! – შესძახა და მიუსია ჭავჭავაძის მზარეულს თავისი ვეება ძაღლი.
ძაღლი მივარდა, თურმე, და მხარზე თათები დაადვა ჭავჭავაძის მზარეულს. მზარეული
დაფრთხა და გაიქცა. ამ დროს იყიდა მაჩაბლის მზარეულმა ზუთხი და წაიღოო. თვითონ კოლა
ორბელიანი კი სიცილით კვდებოდაო. ერთხელ კოლიამ გვიამბო კრებაზე მომხდარი „მართალი“ ამბავი. გენერალ ამილახვარს არ
მოეწონა რაღაც შენიშვნა გენერალ ამირეჯიბისა, რომელიც მის ახლოს, ერთი რიგით წინ,
იჯდა. ადგა და მკაცრად უთხრა გენერალ ამირეჯიბს: კნიაზ მიხეილ, ადექით, მოიფიქრეთ
და თქვენი სიტყვები უკან წაიღეთო. გენერალი ამირეჯიბი ადგა, ცოტა ხანს სდუმლა და უპასუხა: — აი, ავდექი, მოვიფიქრე და ჩემი სიტყვები იკან არ მიმაქვსო, – და დაჯდა. ამილახვარი ისევ ადგა და უთხრა: — კნიაზ მიხეილ, ადექით, მოიფიქრეთ და წაიღეთ თქვენი სიტყვები უკანო. ამირეჯიბი ადგა. ცოტა ხანს ჩუმად იყო და უპასუხა: — აი, კნიაზ, ავდექი, მოვიფიქრე და ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვსო, – და ისევ
დაჯდა. ხალხი დაძაბული უსმენდა, თუ რა მოხდებოდა ამ ორ გენერალს შორის. და, აი, ამილახვარი
ისევ ადგა და უფრო მკაცრად მიმართა: — კნიაზ მიხეილ გეუბნებით, ადექით, მოიფიქრეთ და წაიღეთ უკან თქვენი სიტყვებიო. — აი, ავდექი, მოვიფიქრე და არ მიმაქვს უკან ჩემი სიტყვებიო, – იყო ისევ
დამშვიდებული პასუხი. — არ მიგაქვთ? — არ მიმაქვს! ახლა ორივე გენერალი ამდგარი იყო. ხალხიც ადგა, ლოჟებში ქალები შეშფოთდნენ. კოლა
ორბელიანი წინა რიგიდან მათკენ წამოვიდა. ჩოხოსანი ქართლელები და ყურთმაჯიანი
კახელები მძიმედ წამოიწიენ თავიანთ ადგილებიდან. — არ მიგაქვთ? — არ მიმაქვს! — არა?.. — არა!.. — შენი ნებაა! – თქვა უცებ ამილახვარმა, ბაკენბარდებზე ხელი ჩამოისვა და დაჯდა.
ამირეჯიბიც დამშვიდებით დაჯდა. ხალხი კი... მაგრამ სიცილი ჩვენც აგვიტყდა... ერთხელ ასეთი რამ გვიამბო: ...მაჩაბელი ისე ლელავს, რომ აღარაფერი არ ახსოვს.
ბანკში ილიასათვის საუზმე ყოველთვის ჩაი და ორი „პირაჟოკი“ მიაქვთ ხოლმე. გუშინ
მთელი ბანკის ხალხი იცინოდა მაჩაბლის საქციელზე. თურმე, ილიას წინ დგას ჩაი და ეს
ორი პირაჟოკი. ის კი ზის და, როგორც ყოველთვის, დინჯად წერს რაღაცას. მაჩაბელი კი
დარბის წინ და უკან ოთახში და აღელვებული ედავება ბანკის მეორე დირექტორს. ამ
სირბილში წამოუსვა ხელი ილიას პირაჟოკს და შეჭამა, სიარულს და დავას კი ისევ
განაგრძობს, ერთი პიროჟოკი რომ გაათავა, ახლა მეორეს წაავლო ხელი და ისიც მიირთვა.
ილია სდუმდა და წერდა, და როცა დაინახა, რომ მეორე პირაჟოკიც შეჭამა მაჩაბელმა,
თავი ნელა ასწია, ნელა დარეკა და როდესაც დარაჯი შემოვიდა, ნელადვე უთხრა. — აჰა, ფული, ორი „პირაჟოკი“ მიყიდე და მომიტანეო. — ბატონო აკი... – თქვა დარაჯმა და შეხედა, თურმე, მაჩაბელს. მაჩაბელმა ახლა
შემაჩნია, რომ შეუჭამია თავისი მტრის „პირაჟოკები“, შერცხვა და ტყვიასავით გავარდა
გარეთ. იმანვე გვიამბო, თუ როგორ მიდიოდა ილია „ფრეილინის“ ქუჩაზე თავის ამრჩევლებთან
ერთად სიგარის წევით და როგორ დაინახა პატარა ბიჭუნა, რომელიც ცდილობდა, როგორმე
მისწვდომოდა დიდი სახლის შესასვლელი კარების ზარს და დაერეკა. ილიამ მოინდომა
დახმარება; აიყვანა ბიჭუნა. როდესაც ბიჭმა დარეკა, ჩამოსვა ძირს და ჰკითხა. — აბა, ახლა რაო, ბიჭიკო? — ახლა ძია, – მიუგო ბიჭმა, – გავიქცეთ, თორემ გვცემენ, აი გესმის, მოდიან კიბეზე
და დაუწყო სახელოზე წევა. ილია სახტად დარჩა, მაგრამ ბიჭი რომ გაიქცა, ამრჩევლებთან
ერთად სიცილი წასკდა თურმე და როდესაც კარი გააღეს, ბოდიშის მოხდა დასჭირდა. და სხვა ათასი ამგვარი ანეკდოტები დადიოდა ხალხში. სადაც უნდა წასულიყავით, ვინც უნდა მოსულიყო, ყველას ბანკის ამბები ეკერა პირზე.
ილიას მომხრეები აღტაცებული იყვნენ მისი ლოგიკით, მჭერმეტყველობით, სიდინჯით.
ამბობდნენ, სულ ურტყამს მაჩაბელს, მიწასთან ასწორებს, მაჩაბელს სად შეუძლია გაუწიოს
მეტოქეობაო. მე უფრო ილიას მომხრე საზოგადოებაში ვტრიალებდი. ბანკის კრებები არ მაინტერესებდა,
მაგრამ გადავწყვიტე წავსულიყავი. წავედი. სწორედ იმ კრებაზე მოვხვდი, რომელიც მანსვეტაშვილს აქვს აწერილი თავის მოგონებაში,
მაგრამ მე ცოტა სხვანაირად მახსოვს და ამიტომ მინდა აქ მოვიყვანო. რომ შევედი, სხდომა უკვე დაწყებული იყო. ეს იყო ქართული თეატრის შენობაში, სადაც
ახლა გრიბოედოვის სახელობის რუსული თეტრია. მთელი თეატრი: ლოჟები ქანდარა გაჭედილი
იყო ხალხით, მე და ანდრონიკაშვილის მეუღლე ერთად შევედით და დავსხედით პარტერში.
ანდრონიკაშვილი დაჯდა წინა რიგში, მე – უკან, ერთი ჭაღარაშერეული, სიმპატიური ქალის
გვერდით. სცენაზე ბანკის გამგეობა იჯდა, პარტერიდან მარცხენა მხარეს, სცენის პირას იდგა
დიმიტრი ჩოლოყაშვილი და ლაპარაკობდა ცივად, მკაფიოდ და უმიმიკოდ. კარგა ხანს
ილაპარაკა. დიმიტრი ჩოლაყაშვილს ვიცნობდი უწინ. ხშირად დადიოდა ნაკაშიძეების ოჯახში, ძალიან
ხუმარა კაცი იყო, ჩვენები მას ინგლისელს ეძახდნენ. იტყოდა რამ სასაცილოს, ყველას
გვეცინებოდა და თვითონ დიმიტრი, მიტია, როგორც მას ეძახდნენ ჩვენს ოჯახში, იჯდა
სერიოზულად, ვითომც იქ არაფერი ამბავიაო, ახლა კი მაკვირვებდა, მეუცხოვებოდა და
მწყინდა, რომ ვნახე ისეთი როგორც იყო ამ კრებაზე, და მწყინდა, რომ ვერ მოახდინა
კარგი შთაბეჭდილება. ჩოლოყაშვილის შემდეგ ცოტა ხანს ილაპარაკა ბანკის დირექტორმა – ავალიშვილმა. შემდეგ
გამოვიდა შავგრემანი, სიმპატიური კაცი. პარტერში მარცხნით და ქანდარაზე ატყდა ტაშის
ცემა. — აი, ეს არის ივანე მაჩაბელი, მითხრა ანდრონიკაშვილმა. მაჩაბელმა ილაპარაკა
დიდხანს. მისი ხმა გულს ხვდებოდა. გულისტკივილი ისმოდა მის აღელვებულ ხმაში და
მიხვრა-მოხვრაში. ლაპარაკობდა ისე, თითქოს აუცილებლობა მოითხოვდა, რომ სიმართლე
ეთქვა, უბრალოდ და დინჯად დალაგებული არ იყო მისი სიტყვა. მე ახლა არ მახსოვს
სიტყვა-სიტყვით მისი გრძელი სიტყვა, მაგრამ მახსოვს: ლაპარაკობდა, თუ როგორ
უკან-უკან მიდის ბანკის საქმეები ხელმძლვანელობის დაუდევრობით, რომ ის ვერაფერს
გახდა თავმჯდომარესთან. მოიყვანა მაგალითებიც და ხელის შემშლელი მიზეზებიც. ჩემი
აზრით, მან ორ საათზე მეტ ხანს ილაპარაკა. ამ ლაპარაკის დროს ბევრჯერ შეაწყვეტინეს
სხვადასხვა უკადრისი რეპლიკებით, მაგრამ იყო ტაშიც. ჩემს გვერდზე მჯდომი ქალიც
ღელავდა და არ ეთანხმებოდა მოლაპარაკეს. ერთხელ კიდევაც მომმართა, როდესაც ხალხი
ღელავდა და თავმჯდომარის ზარიც ძალზე რეკდა. ხედავთ, რას მიედებ-მოედება? ჭავჭავაძე უშლის, თურმე, ხელს, ჭავჭავაძე... ილია... — მერე რაა? – ვუთხარი მე, – ხედავთ, რა გულისტკივილით ლაპარაკობს, რაღაც სიმართლე
ისმის მის ხმაში, იქნება, უშლის... — ვინ, ილია უშლის? ლაპარაკი არ შეიძლებოდა, რადგანაც ხალხი ბოლოს დააწყნარა თავმჯდომარის მრისხანე
ხმამ და ზარმა. გამოვიდა ილია. ტაშმა იგრიალა. ქანდარა და უმცირესობა უსტვენდა. ილია გამოვიდა დინჯად, – დაუცადა
ხალხის დაწყნარებას და აუჩქარებლად დაიწყო: — ბატონებო, მე მინდა პასუხი გავცე ბატონ ივანე მაჩაბელს, მაგრამ სწორედ არ ვიცი,
საიდან დავიწყო. თქვენ ყველამ იცით, რომ ჩვენი ბანკის შენობიდან ამ შენობამდის
ბაღით ოციოდ ნაბიჯი არის. ბევრი-ბევრი ოცდახუთი ნაბიჯი იყოს, მეტი არა, და რა
პასუხი უნდა გასცე იმ კაცს რომელიც ოც, ოცდახუთ ნაბიჯზე ამბავს ვერ გამოიტანს. ამას
იმიტომ მოგახსენებთ რომ ყველა იმ საკითხებზე, რაც აქ თვითონ მაჩაბელმა ილაპარაკა,
ჩვენ სანამ კრებას გავხსნიდით, გვქონდა ბჭობა და ყველა საკითხები კრიტიკის
ქარცეცხლში გავატარეთ. ყველა მისი საბუთები უსაფუძვლო და უნიადაგო გამოდგა და ყველა
საკითხებში გამტყუნდა. თითქოს, მანაც შეიგნო თავისი შეცდომა, მაგრამ ივანე მაჩაბელი
რის ივანე მაჩაბელი იქნება, რომ საბუთი საბუთად იცნოს და გაჩუმდეს. არა, ის მაინც
თავისას გაიძახის. ბატონებო, რუსებს ერთი სათამაშო აქვთ, რამდენიც უნდა წაარტყა თავში ამ სათამაშოს
დაეცემა, მაგრამ ისევ სწრაფად წამოხტება. რუსები ამ სათამაშოს ვანკა-ვსტანკას
(ადექ-ბიჭო) ეძახიან. ბატონი ივანე მაჩაბელი სწორედ ამ სათამაშოს ჰგავს, რამდენიც
არ უნდა წაჰკრათ თავში, წააქციოთ, დაუმტკიცოთ, მტყუანი რომ არის, ის მაინც
წამოხტება და თავისას გაიძახის და რა ფიზიკურ საფუძველზეა აგებული ეს სათამაშო ეს
ყველასათვის ცხადია. თავი ცარიელი აქვს და ძირში კი ტყვია აქვს ჩასხმული. ატყდა საშინელი აურზაური, ყვირილი, ტაში, სტვენა, სიცილ-ხარხარი, სკამების ბრახუნი,
ზარის წკრიალი, ხალხი წამოცვივდა ადგილებიდან. სცენაზე წამოცვივდა გამგეობა.
მაჩაბელი ღელავდა და ცდილობდა რამე ეთქვა, მაგრამ შეუძლებელი იყო. ილია კი იდგა
დინჯად თავის ადგილას და ელოდა ხალხის დაწყნარებას, რომ განეგრძო ლაპარაკი. ბოლოს თავჯდომარემ კრება შესწყვიტა. ხალხი მაინც ვერ ცხრებოდა დიდხანს. ჩემს გეერდში მჯდომი სიმპატიური ქალი აღტაცებული იყო ილიას მოსწრებული პასუხით. მე კი აღმაშფოთა ილიას პასუხმა. ჩემი აღშფოთება მე გავუზიარე ანდრონიკაშვილს. როგორ იკადრა ილიამ ამისთანა ტლანქი პასუხი, ნუთუ შეიძლება კაცის ისე აბუჩად
აგდებამეთქი, არ მოველოდი ამას ილიასაგან, ეს არ იყო სერიოზული პასუხი გულწრფელად
მოლაპარაკე მაჩაბლის მიმართ-მეთქი... ჩემ გვერდით მჯდოში ქალი უცებ მოტრიალდა ჩემსკენ: — თქვეენ, ქალბატონო, მითხრა მან, – უთუოდ იმერეთიდან ჩამოსულხართ გუშინ. თორემ,
გეცოდინებოდათ, რომ ილიამ სერიოზული პასუხიც იცის, მაგრამ მაჩაბელს სწორედ
მაგისთანა პასუხი ჩააჩუმებს. ეს იმერლების ხსენება შეურაცხყოფად მივიღე, წამოვხტი და სწრაფად მოვშორდი იმ ქალს,
რომელიც, თურმე, ჩვენი საყვარელი მწერალი – ეკატერინე გაბაშვილი იყო. ილიას დიდი
თაყვანისმცემელი. შემდეგ ბანკის კრებაზე აღარ წავსულვარ. ეს ერთი დღე კი ჩამრჩა გულში, როგორც
არასასიამოვნო მოგონება ორი დიდი მწერლის შესახებ. 1895 წლიდან ჩემი მეუღლე ჩაება დუხობორების დახმარების საქმეში, ლევ ტოლსტოისთან და
მის მეგობრებთან მიწერ-მოწერაში, მეც, ნაწილობრივ ვეხმარებოდი, მაგრამ ჩემს
ენერგიას სხვა საზოგადო საქმეებს ვანდომებდი. 1897 წელს ჩემი მეუღლე დუხობორების საქმის გამო გადაასახლეს ამიერ-კავკასიის
ფარგლებიდან. ჩვენ გადავსახლდით მოსკოვში. მოსკოვის ჰაერი ცუდად მოქმედებდა ჩემზე, და ამიტომ მხოლოდ შემოდგომასა და გაზაფხულს
ვატარებდი იქ, ზამთარში და ზაფხულში ისევ ჩამოვიდოდი საქართველოში. 1900 წლის ზაფხული ბახმაროზე გავატარე. ბახმარო არ წარმოადგენდა მაშინ ისეთ
სააგარაკო კეთილმოწყობილ კურორტს, როგორიც ახლაა. მაშინ ვინც მიდიოდა, თან უნდა
წაეღო მთელი სეზონისთვის საკმაო სანოვაგე, ქვეშსაგები და ყველაფერი, რაც მას
დასჭირდებოდა თვენახევრის თუ ორი თვის განმავლობაში. ბახმარო წარმოადგენს ფიქრებით დაბურულ მთებ შუა მწვანე დავაკებას, ერთ მხარეს
დიფერდებულს. მთელი დავაკება ოდებით იყო მაშინ შეჭუჭყული და მზით გაშუქებული
დავაკება ეშვება პატარა ჩქრიალა, სწრაფი მდინარის, ბახვისწყლის, პირას. კამკამა
ბახვისწყალში, ცქვიტი, ჭრელ-ჭრედი, პატარ-პატარა კალმახები დასცურდავდნენ, გაღმა კი
– გაშლილი მწვანე, ხავერდოვანი მინდორი. ბახვისწყალი ვერცხლის ზოლივით ჭრის მინდორს
და უვლი გარს ერთგული დარაჯებივით თვალუწვდენ ნაძვებით გარშემორტყმულ ბახმაროს.
ნაძვებს გარდა ბახმაროს დარაჯობენ მთა-გორები, რასაკვირველია, წიწვიანი ტყეებით
შემოსილი და ცივ ნიავს არ აკარებენ მზიურ ბახმაროს. ზევიდან ამაყად გადმოსცქერის
ზაფხულობითაც თოვლით თავდახურული, თხელი, გამჭვირვალე ნისლით შებურვილი მთა –
ჭაღარა საყორნია. მზე აელვარებს მის ამაყ მწვერვალს. მზე აშუქებს ციდან სიზმარივით
მშვენიერ ბახმაროს და ავსებს მთელ არემარეს ფიჭვის საამო სურნელებით. მზიან დარში ვინ დაჯდება „ოდაში“, ყველა სეირნობს ფიჭვებში და ყვავილებით ამოქარგულ
მთის მინდვრებში, და ჩვენ გამოვედით სასეირნოდ. გავიარეთ ხიდი ბახვისწყალზე და
ავედით ფიჭვებში, უცებ მოიღრუბლა, ჩამობნელდა, ელვა გაიკლაკნა ცის კიდურზე და
გავარდა მეხი. ჩვენ გვინდოდა შინისაკენ გამობრუნება, მაგრამ საშინელ გრუხუნს და
ელვას მოჰყვა წვიმის მსხვილი წვეთები. ბინა შორს იყო და მივაშურეთ ესიკა ნაკაშიძის
სახლს. ესიკა ნაკაშიძე იყო გურული მემამულე, ერთი პირველი მოაგარაკე ბახმაროზე. ეწეოდა
უბრალო ცხოვრებას და მესაქონლეობას. მთებზე ყავდა საძოვრად თავისი საქონელი.
ესიკა ნაკაშიძე (ცხოვრობდა ტყის პირად, ნაძვებში, მიწური ოთხკუთხი სახლი
ჰქონდა. ამ სახლის ყავრით დახურული სახურავი ისე იყო გაკეთებული ოთხ
სახელურზე, რომ შეიძლებოდა ჩამოღება. ყოველ დილით ჩამოიღებდნენ და მთელი
დღე სახლი ახდილი იყო. საღამოს და წვიმის დროს ახურავდნენ. ჩვენ როშ
შივედით, ესიკამ და ორმა მეჯოგემ უკვე დაახურეს სახურავი და წვიმას ზედ
ხმაური გაჰქონდა. ჩვენს შესვლისთანავე მასპინძელიც შემოვიდა, სახლში სხვა
სტუმრებიც ისხდნენ, ჩვენსავით შესაყუდრებლად მოსული, ნინო შარაშიძე* და
სტუდენტი ბებურიშვილი. >შუაში მშვენიერი, სურნელოვანი კვარის
ცეცხლი გუზგუზებდა.
სიტყვა შენი გვიღირს ძვირად!“.
— არა, ბატონო მელიტონ, დასწერეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ რა შთაბეჭდილებას
მოახდენს და რა მადლობელი იქნება თქვენი ხალხი. და ის, ვინც ახლა მას აკრიტიკებს
გაიგებს, რომ ილია ჭავჭავაძეც გასწირავს თავს ხალხისა და სამშობლოსათვის, თუ ამას
მოითხოვს მდგომარეობა... მე ასე მგონია, – დავუმატე მე.
მხარბეჭბრტყელი, ტანმაღალი,
ჯირითში და შვილდისარში
არავინ ყვანდა ბადალი“.
მაჩაბლის მზარეულს კი, თურმე, დაბარებული ჰქონდა რაც ჭავჭავაძის მზარეულმა იყიდოს,
შენც სწორედ ისეთი იყიდეო. მაჩაბლის მზარეულს დაუნახავს, რომ ერთი ზუთხია მთელ
ბაზარში და იმასაც ჭავჭავაძის მზარეული ყიდულობს. კოლა ორბელიანისათვის შეუჩივლია,
რა ვქნა, მეტი ზუთხი არ არის და იმასაც ჭავჭავაძის მზარეული ყიდულობსო.