XIX საუკუნის I ნახევარში
ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი
„მეოხად ჩვენდა ქრისტემან მოგვანიჭა”.
ეს სამება – ილია, აკაკი, იაკობი – ნებისმიერი კულტურული ერის ისტორიას
დაამშვენებდა. ის კი არადა, ერთ ეპოქას ერთი მათგანიც ეყოფოდა! დიახ, XIX საუკუნეში
ღმერთმა უზარმაზარი წყალობა გაიღო ქართველებისათვის...
ეროვნულ მოღვაწეთა ურთიერთდამოკიდებულების მაგალითად, გაკვეთილად მომავალი
თაობებისათვის უნდა მივიჩნიოთ იაკობისა და ილიას ურთიერთდამოკიდებულება...
ერთგან რევაზ ინანიშვილმა დაიჩივლა: „ნუთუ მართლა არაფერს კითხულობენ ერთმანეთისას
ჩვენს საძმოში? და, თუ კითხულობენ, ნუთუ არაფერი აღაფრთოვანებთო”... გასაგებია
მწერლის გულისტკივილი... თუ ამ აზრს მუხრან მაჭავარიანი ფიქრსაც მივაშველებთ
(„ადამიანს შეუძლია მხოლოდ საკუთარი თავი დაახასიათოს, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა იგი
სხვას ახასიათებს”), კიდევ უფრო დიდი ფასი მიეცემა კლასიკოსთა
ურთიერთდამოკიდებულების გაკვეთილებს, ერთი მეორის მიმართ უშურველად გაღებულ
შეფასებებს... იაკობი და ილია... იაკობი წერს ილია ჭავჭავაძის შესახებ: „იქნება არც ერთს მსოფლიო გენიოსს არა
ჰქონდეს იმოდენა მნიშვნელობა თავისი ერისათვის, რამოდენაც აქვს ილია ჭავჭავაძეს
საქართველოსათვისო...“.ილიას როლის ასე ზუსტად შეფასება მხოლოდ იაკობს შეეძლო.
ერთგან მოვიხმეთ იაკობისეული შეფასება აკაკისა: „აკაკი პატარა საქართველოა„. ეს
აზრი ასე გრძელდება: „მაგრამ ამ დიდებულს სახელს მარტო მას ვერ დავუსაკუთრებთ,
რადგანაც თვით აკაკის სასიხარულოდ და ჩვენდა სანუგეშოდ, პატარა საქართველონი
სხვანიც გვყავს: რუსთველი, ილია, ნ. ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა”. ცხადია, ასეთ
შეფასებებს კომენტარს ვერ შევბედავთ – ასეთი შეფასებებით უნდა დავტკბეთ,
ვიამაყოთ...
ძირითადად ამგვარ შეფასებებს იაკობი ილიას გარდაცვალების შემდეგ აკეთებს. მანამდე?
მანამდე ერთმანეთის საქებრად დროს არ კარგავდნენ, საქმეს აკეთებდნენ. უფრო
თანამედროვეთა მოგონებებში იჩენს თავს ერთმანეთის მიმართ გამოთქმული შეფასებები.
ალ. ფრონელს (ალ. ყიფშიძეს) უამბია ილია ზურაბიშვილისათვის: „მე და გიგა (გრიგოლ
ყიფშიძე – „ივერიის“.რედაქციის გამგე) ერთ საღამოს ილიასთან ვიყავით. შემოუტანეს
იაკობ გოგებაშვილის სასწრაფო წერილი. სასწრაფო იმიტომ, რომ პასუხს ახლავე
მოითხოვდა. წერილი მრისხანე იყო და უკმეხად დაწერილი. იგი ეხებოდა „ივერიაში“.რომელიღაც დაბეჭდილ თუ დასაბეჭდ წერილს, არ მახსოვს, რაზეო. ილია თავის კაბინეტში
შევიდა პასუხის დასაწერად. გაიარა ერთმა საათმა, გაიარა მეორემ, მაგრამ ილია არ
გამოდიოდა. ჩვენ გაკვირვებაში ვიყავით, – განა რასა სწერდა იმოდენას... დაბოლოს,
როგორც იყო, გამოვიდა და წაგვიკითხა, რაც დაწერა. სულ რამდენიმე სტრიქონი იყო,
ხუთი-ექვსი. პასუხის შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ იგი მეტისმეტად თავაზიანი და
თანაც, მტკიცე იყოო. როდესაც მე და გიგამ განცვიფრება გამოვთქვით პასუხის მეტისმეტი
თავაზიანი კილოს და პაწია ბარათზე დახარჯული დიდი დროის გამო, – ილიამ გვიპასუხა:
იაკობ გოგებაშვილი პატარა კაცი არ არის. ბევრი რამ, რასაც ის მოიწერება ან რასაც
იმას მისწერენ, შეიძლება ისტორიის ხვედრი გახდესო... – შემდეგ კაბინეტში რომ
შევიხედე, მთელი იატაკი გადახეული ის ქაღალდებით მოშანშლული ვნახეო„...
აქ ერთი დეტალია საინტერესო: იაკობის წერილი „მრისხანე იყო და უკმეხად
დაწერილიო„... ალბათ სიტყვა „უკმეხად“.არასწორადაა გამოყენებული... მკაცრი,
პირდაპირი, მოურიდებელი... ილია და იაკობი ხშირად კამათობდნენ ერთმანეთშიო (ს.
მგალობლიშვილის მოგონებიდან)... ისიც გავიხსენოთ, როგორი „დაუნდობელი“.კამათი
ჰქონდა იაკობს აკაკისთან... ეს წესი იყო, ეროვნული ინტე რესებით ნაკარნახევი...
ალბათ ისიც ნიშანდობლივი ფაქტია, რომ იაკობი და ილია ერთმანეთს „შენობით“.ელაპარაკებიან... ერთი წერილია შემორჩენილი იაკობისა ილიასადმი მიწერილი. ასე
იწყება:
„ძმაო ილია“.და ასე მთავრდება „შენი ი. გოგებაშვილი. p.s. იმედი მაქვს, რომ ამ
ცნობებს შენებურად, კარგად გამოიყენებ...“.ასევე „შენობით“.ესაუბრება იაკობი პირად
წერილებში აკაკის... სხვას, მაგალითად ს. ხუნდაძეს, ა. ჯუღელს და მრავალს –
„თქვენობით“.მიმართავს...
ასე რომ, სიმკაცრე და პირდაპირობა ურთიერთდამოკიდებულებაში ჭეშმარიტებისადმი
მსახურებით არის ნაკარნახევი... იცის ერთმაც და მეორემაც... ეს ვერ აქარწყლებს
პატივისცემას ურთიერთისას... პირიქით...
ცნობილი მოღვაწე ილია ბახტაძე იგონებს: 1903 (თუ 1904) წელს გაიმართა სახალხო და
სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კრება, რომელსაც ესწრებოდა იაკობ გოგებაშვილი. მას
„მეტად შინაარსიანი და მიმზიდველი“.სიტყვა უთქვამს. კრების დამთავრების შემდეგ
იაკობისათვის სადილი გაუმართავთ. თამადას – მასწავლებელ პოლიკარპე ლორთქიფანიძეს –
პირველად იაკობის სადღეგრძელო შეუსვამს... იაკობს ვრცელი სამადლობელი სიტყვით
მიუმართავს პედაგოგებისათვის. რამდენიმე მონაკვეთს დავიმოწმებთ:
„...მე ღირსი არა ვარ იმ ქება-დიდების, რომელიც თქვენ მომიძღვენით; მე ქართველი
ხალხისთვის ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ თუ მართლა რაიმე გავუკეთე ქართველ
ხალხს, მე ეს გავაკეთე ილია ჭავჭავა ძის დახმარებით და ხელშეწყობით. მე როდესაც
შევეცადე საქართველოს შელახული უფლებების, კულტურის და ენის დაცვა, ყვავ-ყორნებივით
შემომესიენ პედაგოგების ქურქში გახვეული რუსი მოხელეები, ჩემდა სამწუხაროდ ამათ
გვერდში ამოუდგნენ ზოგიერთი გამყიდველი, ფულისა და ჩინ-მედლების მოყვარული
ქართველები და, აი, სწორედ იმ დროს, როდესაც ესენი თავს მესხმოდნენ, ჩემი
ერთად-ერთი იმედი, მფარველი და ნუგეშის მომცემი ილია ჭავჭავაძე იყო. ილია ჭავჭავაძე
მუდამ ლომივით ესხმოდა თავს და ანიავებდა კატკოვს, იანოვსკის და ყველა იმათ,
რომლებიც სხვადასხვა სახის მოჭორილი ამბებით ცდილობდნენ შეებღალათ საქართველოს
საუკეთესო წარსული, ქართველი ხელხისათვის პირიდან ამოეგლიჯათ თავისი საყვარელი
მშობლიური ქართული ენა და მოესპო ქართველი ხალხის ყოველგვარი კულტურული მონაპოვარი,
რომლითაც ის ერთ დროს ამაყობდა და ეხლაც ამაყობს...” იაკობს სამადლობელი სიტყვა ასე
დაუმთავრებია: „თუ დღეს ჩემ მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებს – „დედა-ენას“,
„ბუნების კარს“.და „რუსსკოე სლოვოს“.საქართველოს სკოლებში ფართო გასავალი მიეცა, ეს
უმთავრესად ასე მოხდა ილია ჭავჭავაძის აქტიური დახმარებითა და ხელისშეწყობით...
ფიზიკურად მე ძალიან სუსტი ვარ და ეს ფიზიკური სისუსტე, გამოტეხით უნდა გითხრათ,
მუდამ მიშლიდა და ეხლაც მიშლის ხელს ღირსეულად გავმკლავებოდი ჩემ მოწინააღმდეგეებს,
რომლებიც ქართული ერის, ენის და კულტურის მოსპობაზე ოცნებობდნენ. მაგრამ ჩემ
მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში ილია ჭავჭავა ძე მუდამ იმედად და ნუგეშად მედგა და
ეხლაც მიდგას გვერდში...„
იაკობს თავის სამადლობელ სიტყვაში აკაკი წერეთლის როლზეც უსაუბრია: „ამ საქმეში
აგრეთვე დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს ბულბულს აკაკი წერეთელს, რომელიც
ჩემი სახელმძღვანელოების „დედა-ენის“.და „ბუნების კარის” შედგენაში მუდამ აქტიურად
მეხმარებოდა, ხელს მიწყობდა და მიგერიებდა ყველა იმათ, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ
ჩემი სახელმძღვანელოების საქართველოს სკოლებში გავრცელების...„
ასეთ სიტყვაზე რაიმე კომენტარი ჩემგან უხერხულია...
აქვე აკაკი წერეთლის აზრიც მინდა მოვიხმო: „მთელ საქართველოში იაკობ გოგებაშვილი
ერთადერთი მოღვაწეა, რომელიც თავისი შრომით და ენერგიით, თავისი მძლავრი კალმის
ნაწარმოებით უდიდეს სამსახურს უწევს ქართველობას. იაკობის მიერ შედგენილი ქართული
სახელმძღვანელოებით მოფენილია მთელი საქართველო. ვინაა ისეთი ქართველი, რომ იაკობ
გოგებაშვილის „დედა-ენაზე“.არ აეხილოს თვალები. ჩემი და ილიას ღვაწლი რა მოსატანია
იმ დიდ ღვაწლთან, რომელიც იაკობ გოგებაშვილს მიუძღვის ქართველი ერის წინაშე...
იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ხალხს ქართული ენის სიტკბოება ყურში ჩააწვეთა, ქართველ
ხალხს ქართული ენა შეაყვარა. განა ეს პატარა საქმეა! იაკობ გოგებაშვილი ღირსია, რომ
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგას...„
ილიას მსგავსი ჩანაწერები არ დაუტოვებია – არა სჩვეოდა, მაგრამ 1895 წელს
საახალწლოდ გაზეთ „ივერიაში“.გამოუქვეყნებია ლექსი „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი„.
ესაა საახალწლოდ სახუმარო შეხმიანება ილიასი თავისი თანამედროვე მოღვაწეებისადმი.
ბოლო, XII მონაკვეთი, იაკობ გოგებაშვილს ეძღვნება:
„ჩემი აწ ცანით ყოველმან,
იგია ფუძე ქართვლისა:
დედა-ენა პირველადვე
მით ზრდას არვინ დამიწუნებს,
პოეტის დამოკიდებულება – პატივისცემა, დაფასება – ადრესატისადმი კიდევ უფრო
საცნაური გახდება, თუ ამ „ოპერეტის” სხვა ადრესატებისადმი ილიას იუმორნარევ
კრიტიკულ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ. აქ კიდევ ერთი ფაქტია საგულისხმო: 1894
წელს იაკობ გოგებაშვილს პოლემიკა აქვს აკაკი წერეთელთან (საგრამატიკო საკითხებზე).
პოლემიკამ ფართო ხასიათი მიიღო;
„კვალში“, „ივერიასა“.და „მოამბეში“.გამოქვეყნდა საკმაოდ საინტერესო წერილები.
იაკობს დაუპირისპირდა გიორგი წერეთელიც. ეს დაპირისპირება საკმაოდ უსიამოვნო იყო.
იაკობმა ღირსი პასუხი გასცა მოწინააღმდეგეებს (გ. წერეთელსაც). ეს ხანგრძლივი
პოლემიკა იყო. ყველაზე აქტიური ამ პოლემიკაში გიორგი წერეთელია — საკმაოდ მკაცრიც
და ზოგჯერ ზედმეტად თამამიც (ნუ ვიხმართ სხვა ეპითეტს...). 2-3 ნოემბერს გაზეთი
„ივერია“.ბეჭდავს იაკობის წერილს „სიმართლეს ვერსად წაუხვალთ (პასუხად გ.
წერეთელს)„. სამწუხაროდ, ეს წერილი 10-ტომეულში არ შესულა. დეკემბრის ბოლოს ჟურნალი
„კვალი“.(№ 50) ბეჭდავს გ. წერეთლის წერილს — „რიდე აიხადეთ! პსევდონიმს
სიმონისძეს„. წერილში გ. წერეთელი ი. გოგებაშვილს სამედიატორო სასამართლოში
იწვევს... ფაქტობრივ, ამით დასრულდა ხანგრძლივი პოლემიკა იაკობსა და მის ოპონენტებს
შორის 1994 წელს. ილია ჭავჭავაძე ამ პოლემიკაში არ ჩარეულა, მაგრამ ამ დავა-კამათში
იგი იაკობის მხარდამჭერი რომ არის, „ორხმიანი საახალწლო ოპერეტიდანაც“.ჩანს. პოეტი
იაკობისადმი მიმართვის შემდეგ „ხოროს” ათქმევინებს: „მოგახსენებთ, ეგე სწავლა
ჩვენთვის ყოვლად სოფლად ჰღირდეს, მაგრამ რა ვქნათ, როგორ გავძლოთ, როს ჩვენ ჭირი
შინვე გვჭირდეს?
როს გიორგი წერეთელი
არ მიიღოს მან შენგან წვრთნა,
ცხადია, ეს იყო ის მხარდაჭერა და თანაგრძნობა იაკობისადმი, რის შესახებაც იაკობი
საუბრობდა სამადლობელ სიტყვაში. სხვათა შორის, იაკობს როცა სურს, თავის აზრს მეტი
დამაჯერებლობა შესძინოს, იტყვის, ილიაც ამ აზრისააო. ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ
ჰქონდათ მათ წინასწარ ამ თემაზე საუბარი... ასე რომ, იციან ფასი ერთმანეთისა და,
რაც მთავარია, იმ საქმისა, რასაც ემსახურებიან!... ისიც იციან, ამ საქმის
წარმატებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის მხარდაჭერას, თანადგომას... * * *
ნუ ვიფიქრებთ ისე, რომ იაკობი ილიას სიტყვითა და საქმით ისე იყო მოხიბლული,
ყველაფერში ეთახმებოდა, მხოლოდ აქებდა და ადიდებდა... სოფრომ მგალობლიშვილი
იგონებს, „ილია მძლავრი იყო ლაპარაკში; მას ხშირად ეკამათებოდა იაკობ გოგებაშვილი,
რომელიც დიდად ნაკითხი იყო და ილიასავით მისდევდა თანამედროვე ლიტერატურასაო”...
თუმცა ეს არ იყო საჯარო პაექრობა, ისეთი – ილიასა და აკაკის რომ ჰქონდა
„ვეფხისტყაოსნის” თაობაზე, ანდა იაკობსა და აკაკის რომ ჰქონდათ ენის სიწმინდის
თაობაზე. ესეც საგულისხმო ფაქტია
— იაკობი და ილია ურთიერთობას პირადად აგვარებდნენ, ისე, ზემოთ რომ ვისაუბრეთ, ილია
ზურაბიშვილის მოგონება რომ მოვიხმეთ.
ერთმანეთის კრიტიკას რომ არ უფრთხიან და არ ერიდებიან, ამის კარგი მაგალითიც
გვაქვს. 1889 წელს იაკობი გაზეთ „ივერიაში” (¹ 73) აქვეყნებს ფელეტონს „საღამო
წერა-კითხვის საზოგა- დოებისა”. როგორც ჩანს, ხარება დღეს, 25 მარტს, წერა-კითხვის საზოგადოების
გამგეობამ გამართა სალიტერატურო და სამუსიკო საღამო. როგორც იაკობი იტყვის, „ამ
საღამოს ჰქონდა ორი თავისებურება: წმინდა ქართული ხასიათი და სიფართოვე პროგრამის”.
და იაკობი მიმოიხილავს საღამოზე წარმოდგენილ ლიტერატურულ თუ მუსიკალურ ნომრებს –
იაკობისეული პროფესიონალიზმითა და ობიექტურობით. საორკესტრო ნომრები, საგუნდო
სიმღერები, სოლო შესრულება... ლექსები, ვოდევილი... იყო ასეთი შეფასებებიც:
„მონოლოგი ცქრიალა, ოცნებიანის მოზარდის ქალისა ისეთი არტისტულის ღირსებით შეასრულა
ქალბატონმა საფაროვისამ, რომ ნამდვილს აღტაცებაში მოიყვანა მთელი საზოგადოება”...
მაგრამ იყო ასეთი შეფასებაც – „გამოვიდა ბ-ნი კოტე მესხი. ცუდს მდგომარეობაშია
თეატრი, როცა ხამი ვინმე გამოდის სცენაზედ. მას ფერი მისდის, ეშინიან, არ
შევრცხვეო. საზოგადოებასაც ეშინიან, არ შერცხვესო. აქეთაც შიში სუფევს, იქითაც”...
და სხვ.
საღამოზე ილია ჭავჭავაძეს წაუკითხავს ნაწყვეტი „ოთარაანთ ქვრივიდან” (გიორგის
სიკვდილის ეპიზოდი). იაკობი დეტალურად აანალიზებს ილიას დეკლამაციას; და ეს
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ილიასადმი მიმართებაში, არამედ დეკლამაციის წესების,
მისი მნიშვნელობის თვალსაზრისით. მოვიყვან ვრცელ ამონარიდს იაკობის ფელეტონიდან:
„საქმე თ. ი. ჭავჭავაძეზედ მიდგა. იგი გამოვიდა დინჯად, გაშალა კათედრაზედ რვეული
და დაიწყო კითხვა „ოთარაანთ ქვრივიდან” გიორგის სიკვდილისა. ისეთი სიჩუმე
ჩამოვარდა, რომ ზალაში ბუზის ფრენას გაიგონებდა კაცი. ეს ყურადღება კითხვის
გათავებამდის არ შესუსტებულა. მაგრამ მოეწია იგი მიზანს? სამტირალო სცენის
წამკითხველმა ცრემლი უნდა მოჰგვაროს მსმენელს, – მხოლოდ ამ შედეგით ცხადყოფს იგი
თავის ხელოვნების ღირსებას. გიორგის სიკვდილი სწორედ სატირლად არის აღწერილი, ხოლო
ავტორის კითხვამ ვერც ტირილი გამოიწვია საზოგადოებაში და ვერც ცრემლები დააბნევინა
ვისმე. მართალია, სრული მართალი, რომ თეატრში დატრიალდა ნამდვილი სიმწუხარის
ატმოსფერა, მაგრამ ეს ნახევარ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს. რად მოხდა ესა? რატომ
ცოტაოდენი ცრემლი მაინც არ დაიფრქვა? იქნება კითხვის ნაკლის ბრალი იყო? არა
გვგონია. მართალია, ილია დეკლამატორი არ არის, ნაფიცს მკითხველების დასს არ
ეკუთვნის, მაგრამ სამაგიეროდ შემკულია ბუნებრივის მკითხველის ღირსებით: ხმა აქვს მუსიკალური, კილო შესაფერი, ლოგიკური ხმის აწევ-დაწევა რიგზე მიჰყავს,
გამომეტყველება და მოძრაობა პირისახისა შეესაბამება წასაკითხის შინაარსსა და
საზოგადოდ მისი ხმა კაფიოდ ჰხატავს ყოველს აზრსა და გრძნობასა, რომელსაც-კი იპყრობს
სიტყვები და ფრაზები წასაკითხისა. მაშ, რატომ არ გამოიწვია მსმენელებში მისმა
კითხვამ შესაბამისი ძალის გრძნობა? იმიტომ, რომ ილია წიგნში კითხულობდა და არა
ზეპირად ამბობდა...
მკითხველმა ზეპირად არ იცის წასაკითხი, წიგნში იხედება, ხმა მოკლებულია
თავისუფლებას, მიდის ქვევით, იატაკისაკენ, და იქითგან უკუქცეული იფანტება თეატრში.
ხმას ეკარგება სიმკვირცხლე, გამომეტყველება, სიმკაფე და შთაბეჭდილება ერთი ორად და
სამად სუსტდება. სამაგიეროდ, როცა მკითხველი წიგნში არ იხედება, პირი
საზოგადოებისაკენ აქვს მიქცეული და ზეპირად ამბობს, მაშინ მისი ხმა სრულიად
თავისუფლად მოძრაობს, კაფიოდ გაისმის, პირდაპირ მიდის მსმენელთა ყურებამდის და
შესაფერ ჩასახულებას ჰბადავს მათ გულსა და გონებაში... ამ გვარადვე უცვლის სიმღერას
ზეპირად მისი თქმა და ნოტებში ცქერა. შეადარეთ ის შთაბეჭდილება, რომელიც გიორგის
სიკვდილმა მოახდინა, იმ ძლიერ ჩასახულებასთან, რომელიც დაჰბადა მსმენელებში
ლექსების ზეპირად წარმოთქმამ ილიასავე მიერ და თქვენ დამეთანხმებით, რომ ჩვენ
სწორედ მართალს ვამბობთ. ან წარმოიდგინეთ, რომ კ. მესხის რკინის გზის სცენა რვეულში
წაეკითხნა და არა ზეპირად ეთქვა და ოდნავადაც არ ამიხირდებით, თუ გეტყვით, რომ ერთი
ხუთად წააგებდნენ სცენაც და არტისტიც ამ ცვლილებით. ისიც-კი უნდა ვთქვათ, რომ
გიორგის სიკვდილი მარჯვე არჩევანს არ შეადგენს სცენისათვის. ავტორის ნაწერებში
მოიპოვება ბევრი ათჯერ უფრო სცენაზედ ზედ გამოჭრილი ადგილი და რატომ დასდგა ამ
არჩევანზედ, არ გვესმის. თუნდ ავიღოთ „კაცია ადამიანიდგან” ლუარსაბის სიზმარი.
ილიას რომ ზეპირად დაესწავლა ეს ადგილი, მაღალ ნიჭიერებით და მახვილობით სავსე, და
თავისუფლად წარმოეთქვა საზოგადოების წინაშე, ისეთს ინტენსიურს სიამოვნებას
დაჰბადებდა მასში, ისეთს ძლიერს ტაშის კვრას გამოიწვევდა, რომ ვგონებ, თეატრი მაღლა
აიწევდა”. * * *
იაკობი და ილია – ეს იმ დროის საქართველოს ორი ბურჯი, ორი დიდი იმედი იყო. თედო
სახოკიას მოვუსმინოთ: „ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი – აი ეს ორი სახელოვანი ადამიანი იყო იმ
დროს ქართველი საზოგადოების ნამდვილი პატრონი, მოამაგე და ჭირისუფალი. თუ რაიმე
პოლიტიკის შესახებ წამოიჭრებოდა საკითხი და გაზეთში მტრისათვის პასუხისგაცემა
იქნებოდა საჭირო, მაშინვე ყველა ილია ჭავჭავაძეს მიაპყრობდა თვალებს: ვნახოთ, რას
იტყვის ილია: მარტო იმას შეუძლია მტერს პირი დააყოფინოსო, ჩვენს თავს აბუჩად არავის
ააგდებინებსო (კატკოვი, სუვორინი, „ქვათა ღაღადი“, 1897 წელს თბილისის ქალაქის
თვითმმართველობის სულისჩამდგმელთა თავგასულობის წინააღმდეგ გამოლაშქრება და სხვა).
მეორე მხრით, როცა სწავლა-აღზრდის შესახებ საკითხი წამოიჭრებოდა, როცა სკოლაში
ქართული ენის სწავლების აუცილებლობის შესახებ საქმე იყო გასარჩევი თუ გადასაწყვეტი
– იაკობ გოგებაშვილს დავუწყებდით ცქერას: ის იყო ქართველთა საესავი, მისგან
მოელოდნენ გაჭირვებისაგან ხსნას„. * * *
იოსებ იმედაშვილი წერდა: „სამშობლოს სადარაჯოზე ისე იდგა ბასრი კალმით, როგორც
ერეკლე მეფე მტრის წინააღმდეგ ხმალამოღებულიო”. როგორ ფიქრობთ, ვის გულისხმობდა
ავტორი? ცხადია, უპირველესად ილიას ვიგულისხმებთ და მართალიც ვიქნებით. თუმცა ამ
შემთხვევაში ი. იმედაშვილი იაკობს ასხამდა ხოტბას... და, რა თქმა უნდა, მართალი
იყო!
ისევ გავიხსენოთ თედო სახოკიას მოგონება: „ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი –
აი, ეს ორი სახელოვანი ადამიანი იყო იმ დროის ქართველთა საზოგადოების ნამდვილი
პატრონი, მოამაგე და ჭირისუფალი”. და „სამშობლოს სადარაჯოზე ბასრი კალმით” მდგარნი
– „ილია ჭავჭავაძეცა და იაკობ გოგებაშვილიც ოღონდაც რომ ჰგრძნობდნენ თავიანთს ამ
მძიმე როლს, რომელიც სრულებით ბუნებრივად დაეკისრათ გაჭირვებაში მყოფ
თანამემამულეთაგან; ორსავე შეგნებული ჰქონდა მთელი სერიოზულობა ამ როლისა და
პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. და ისინიც, თავიანთ სფეროში თავდაუზოგავად
იღვწოდნენ” (თ. სახოკია).
დიახ, თავიანთ სფეროშიო. თუმცა იყო შემთხვევები, როცა საჭირო ხდებოდა ორთავეს
შეერთებული ძალით შეეტიათ ქართული საქმის მტრისათვის. ასეთ ფაქტს იხსენებენ. 1881
წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი გაზეთ „კავკაზ”-ში აქვეყნებს წერილს საქართველოში სახალხო სკოლების მოწყობის შესახებ.
ვინ იყო იანოვსკი? – ივანე ჯავახიშვილის თქმით, „იანოვსკიზე დაუძინებელი მტერი არ
ჰყოლია ქართულ ენას”. ეს გეგმაც მისი საერთო მიზნის ნაწილი იყო: სახალხო სკოლაში
ქართული ენა უნდა მოესპო... შეშფოთდა ქართული საზოგადოება. იაკობი წერს:
„ეს წერილი იანოვსკისა დაბეჭდილი იყო გაზეთს „კავკაზში” და იპყრობდა მის
შეხედულებას სახალხო სკოლების მოწყობის შესახებ ჩვენს ქვეყანაში. პასუხის დაწერა
რედაქციამ მე დამავალა; მაგრამ მე მივუგე: საჭიროა უფრო გამოჩენილმა და გავლენიანმა
ქართველმა გასცეს პასუხი, მაგალითად ილია ჭავჭავაძემ. ყველა საჭირო მასალას მე
თვითონ მივუტან, სამაგიეროდ როცა ამ დღეებში იანოვსკის პლანი გამოვა, მის გარჩევას
მე ვკისრულობ-მეთქი. და ასეც მოხდა”.
ამ ფაქტს ასე იგონებს იაკობ მანსვეტაშვილი: „გარეშე მტრებთან, მეტადრე თუ ესენი
შეეხებოდნენ მის წმინდათა-წმინდას –
„ქართვლის ბედს”, ილიამ შებრალება არ იცოდა, სასტიკი იყო, მკაცრი... ასევე იყო
საქმე, როდესაც ქართველების დაუძინებელმა მტერმა, სახელგანთქმულმა განათლების
მზრუნველმა იანოვსკიმ განიზრახა ერთი კალმის მოსმით მოესპო ქართულის სწავლება
სკოლებში. ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში ყველა ქართველ მამულიშვილს უსათუოდ
მოაგონდებოდა ილია. ის იყო გაჭირვების ტალკვესი. თვით იაკობ გოგებაშვილი, ეს
ერთგული მოამაგე ქართული სკოლისა, ეს დაუღალავი გუშაგი ქართული ენის
ხელშეუხებლობისა, ის გოგებაშვილი, რომელსაც ჭკუაც მოსდევდა, ცოდნაც და კალამიც
კარგად ემორჩილებოდა, ესეც კი ილიას მიაშურებდა და ეტყოდა: „გაგვიძეხ, ბერო
მინდიავ! კარს საფრთხე მოგვდგომიაო”, გასრესას, გათელვას გვიპირებენ, ენას პირიდან
გვლეჯენო”...
და შეიკრა ერთობა: ილია – იაკობი!... და გაზეთ „დროებაში” (¹ 33, 1881 წ.)
გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო”. ეს არის
ილიასეული „რკინის ლოგიკით” დაწერილი წერილი იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს
დედაენაზე სწავლას სახალხო სკოლებში. ილია იანოვსკის აცნობს ცნობილი რუსი და
ევროპელი პედაგოგების აზრს ამის თაობაზე: „ჩვენ მოგვყავს ეს აზრები მეცნიერებისა
იმიტომ-კი არა, რომ გვეგონოს, ვითომც ბ-მა იანოვსკიმ ყოველივე ეს ჩვენზედ უკეთ არ
იცოდეს, არამედ იმიტომ, რომ ყველამ, დიდმა და პატარამ შეიტყოს და გა- იგოს, რა ღონეა დედა-ენა სკოლისათვის საერთოდ და საეროსათვის საკუთრივ. ჩვენ რომ
ეგრე დაჟინებით და უკან-დაუხეველად ვთხოულობთ დედა-ენისათვის სრულს და
დაუბრკოლებელს გზას სასწავლებელში, – ეგ მარტო დედა-ენის სიყვარულით არ მოგვდის.
ვკითხულობთ და ვნატრულობთ იმიტომაც, რომ უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად
შეუძლებელია. მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი-კი არ არის, გონების
დაჩაგვრისაა, გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა, გათახსირებისაა, – და განა ეს
სასურველია ვისთვისმე?”
წერილი საკმაოდ ვრცელია, დასკვნა – ლოგიკური და პირდაპირი: „იმ პროგრამით კი,
როგორც ბ-ნ იანოვსკის მოუფიქრებია, ჩვენებური საერო სკოლა ვერც თავისს საკუთარს
საქმეს გაარიგებს და ვერც რუსულს ენას გვაცოდინებს. იმ ვიწრო გზაზედ, რაც საერო
სკოლას ჩვენში დანიშნული აქვს. ამ ორივე – სულ სხვადასხვა საგნის – შეხვედრა არც
ერთს დააყრის ხეირს და არც მეორესა”.
და გაზეთ „დროების” 50-ე ნომერში ქვეყნდება იაკობ გოგებაშვილის წერილი „მზრუნველის
იანოვსკის სამოსწავლო გეგმა სახალხო სკოლებისა”. ილიასეულ დიდებულ წერილს
იაკობისეული პროფესიონალური სტატია მოჰყვა – დეტალური ანალიზი „იანოვსკის
პლანისა”... საინტერესო ჩანს ისიც, რომ იანოვსკის საგაზეთო წერილთან შედარებით
„პლანი” კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა თურმე (ცხადია ქართული ენის
საზიანოდ!). იაკობი:
„რამ განგვაცვიფრა? ბევრმა რამ. პირველად იმან, რომ ბატ. იანოვსკის წერილის და
გეგმის, ანუ პლანის, შუა აშკარა უთანხმოება და წინააღმდეგობა ვპოვეთ,” – წერს
შეშფოთებული ავტორი. შთაბეჭდილება ასეთია: იანოვსკიმ ქართული საზოგადოება შეამზადა
(საკმაოდ რბილად) სახალხო სკოლების რეორგანიზაციისათვის და
„პლანით” ეს რეორგანიზაცია დაასრულა გაცილებით მძიმე შედეგებით!
ილიას მკაცრ და არგუმენტირებულ წერილს დაემატა იაკობის საქმის ცოდნით, მაღალი
პროფესიონალიზმით გაჯერებული წერილი და გადარჩა ქართული სახალხო სკოლა გარუსებას.
აი, ამას გულისხმობდა თ. სახოკია, როცა წერდა – „ილია ჭავჭავაძე და იაკობ
გოგებაშვილი – აი ეს ორი სახელოვანი ადამიანი იყო იმ დროის ქართველი საზოგადოების
ნამდვილი პატრონი, მოამაგე და ჭირისუფალიო”.
როცა იაკობი იანოვსკის წერილისა და „პლანის” თაობაზე ილი- ასა და მათ შორის შრომის განაწილებაზე საუბრობდა, განმარტავდა: „ასეთი განაწილება
შრომისა ილიასა და ჩემს შორის პირველი არ იყო. როცა გორის საოსტატო სემინარიიდგან
დასაბეჭდად მოუვიდა 1876 წელში მზრუნველსა ქართულ-რუსული ანბანი და პირველი
საკითხავი წიგნი, რუსული ასოებით დაწერილი, ნაცვლად ქართულისა, ილიამ და მე
გადავწყვიტეთ მასხრად აგვეგდო – იმას
„ივერიაში” და მე „დროებაში”, და კიდეც შევასრულეთ ორივემ და მახინჯი ჩანასახი
დედის მუცელში გაწყალდა”. ესეც საინტერესო ამბავია, და ცოტა უფრო ვრცლად.
1876 გორის ქართული პროსემინარიის მასწავლებელს – ნათიევს – მზრუნველისათვის
დასაბეჭდად წარუდგენია წერა-კითხვის სასწავლი სახელმძღვანელო – რუსულ-ქართული
ანბანით შედგენილი. ილია ასე განმარტავს: „აი რა ანბანია. ნათიევს სიზმარი უნახავს,
რომ ქართული სიტყვები რუსულის ასოებით უნდა დაიწეროსო. აუღია და თავის ანბანში შიგა
და შიგ ქართული სიტყვები ჩაურთავს რუსულის ასოებით. რადგანაც რუსულს ანბანს აკლია
ხუთმეტამდე ნიშნები ჩვენის ხმების გამოსახატავად, ამიტომაც უფ. ნათიევს თავისით
მოუგონია ახალი ასოები, არც რუსული, არც ქართული, არც ამ მთისა, არც იმ მთისა და ამ
ახალის ასოებით შეუვსია რუსულის ანბანის ნაკლი და ჩვენი ანბანიც გაუმდიდრებია. აქ
სწორედ უფ. ნათიევს ორი კურდღელი ერთად დაუჭერია. ბარაქალა მის ფეხმარდობას და
სისწრაფეს!” – ესაა ამონარიდი ილია ჭავჭავაძის წერილიდან „ვიცინოთ თუ ვიტიროთ”,
რომელიც
„ივერიაში” გამოქვეყნდა (¹ 10, 1877). გაზეთ „დროებაში” (¹ 74, 75, 77) ქვეყნდებოდა
იაკობის წერილი „სამწუხარო მოვლენა პედაგოგიაში”, რომელიც ფაქტობრივ გაგრძელებაა
ილიას წერილისა. ნათიევს ი. ჭავჭავაძის წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ” გინებად
მოსჩვენებიაო, წერს იაკობი, „როდესაც რომ მთელ წერილში არ არის ნახმარი მის შესახებ
არცერთი შეურაცხყოფი სიტყვა, ჰაზრები მართალია მწარეა, მაგრამ დამწერმა რა ჰქნას,
თუ ფაქტები, რომელსაც ეს აზრები შეესაბამებიან, ცუდი თვისებისანი არიან”. იაკობი
თითქოსდა აგრძელებს ილიასეულ მსჯელობას; თითქოსდა აზრის „სიმწარეში” ეჯიბრება
ილიას: „თუ კაცს მახინჯი სახე აქვს, სარკეს ბევრიც რომ დაემდუროს, მით ის პირის
სახეს ვერ გაილამაზებს. აგრეთვე ფონს ვერ გავა მრუდეთ და უკუღმართად მომქმედი პირი,
რაც უნდა ბევრი იტლიკინოს და იყვიროს მლანძღავენო, როდესაც მის უკუღმართს
მოქმედებას ამხილებენ”... და ეს ორი წერილი („ვიტიროთ თუ ვიცინოთ?” და „სამწუხარო მოვლენა პედაგოგიაში”)
საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „მახინჯი ჩანასახი დედის მუცელში
გაწყალებულიყო”. ეს იყო შეერთებული ძალა ილიასი და იაკობისა ქართული საქმის
სასიკეთოდ!... * * *
არჩილ ჯორჯაძემ „ცნობის ფურცელში” წერილი გამოაქვეყნა
„პუბლიცისტი – ილია ჭავჭავაძე”. ავტორს ილია ჭავჭავაძისეულად მიუჩნევია „ივერიის”
შინაური მიმოხილვიდან შემდეგი ამონარიდი: „ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისა, სხვა
გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ
გრძნობაში თავის თავის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, დათრგუნვის სურვილი,
ვისიმე გაუბედურების წადილი, სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და
დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა,
რომელთა გარეშე არა ხალხს შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა”...
თავისთავად საინტერესო ფაქტია: შინაარსობრივად, იდეურად იაკობის ნააზრევი
ილიასეულად მიუჩნევია დიდად ნიჭიერ ავტორს
— არჩილ ჯორჯაძეს. ამის თაობაზე კომენტარს თავად იაკობი გააკეთებს და განმარტავს,
რა გახდა ავტორის შეცდომის მიზეზი: „ბატონმა არჩილ ჯორჯაძემ „ცნობის ფურცელში”
(...) მიმოხილვის ავტორად კი დასახა თვითონ რედაქტორი ილია ჭავჭავაძე. ნამდვილად კი
საქმე სრულიად სხვანაირად იყო: ყოველ-თვიურს მასპინძლობას ჟურნალებში მკითხველებს
უწევდა პირადად თვითონ რედაქტორი. მხოლოდ ამ მიმართვისათვის მან ვერ მოიცალა,
რადგანაც ბანკის საქმეებისათვის ბაქოში წავიდა და დამავალა დამეწერა მიმართვა
ჟურნალისათვის, რაც დიდი სიამოვნებით შევასრულე. ამ მიმოხილვის გარდა მე დავწერე
კიდევ მხოლოდ ერთი მიმოხილვა. ყველა დანარჩენი მიმოხილვები, ამ ორის გარდა,
ეკუთვნის ილიას მადლიანს კალამსა”...
საინტერესო ფაქტია: იაკობის განმარტების მიზანი ის კი არ არის, ჩემი „მიმართვა”
სხვისი არ გეგონოთო; არა, ილიას მადლიანი კალმის ნაყოფი არ გეგონოთ ჩემი უბრალო
მიმართვაო. ილია უკეთესად დაწერდა, დრო რომ ჰქონოდაო. * * * ერთი ფრიად საინტერესო ფაქტიც – იაკობისა და ილიას როლი ნიკოლოზ ბარათაშვილის
თბილისში გადმოსვენების საქმეში.
დავით კასრაძისათვის პეტრე მირიანაშვილს უამბია: „მე განჯაში კარგა ხანს მომიხდა
სამსახური მასწავლებლის თანამდებობაზე. გულს მიკლავდა ნიკო ბარათაშვილის ობლად
მიგდებული საფლა-
vi. თბილისში სამსახურებრივი დავალებანი მოვიმიზეზე და წერაკითხვის საზოგადოებაში
ვინახულე იაკობ გოგებაშვილი, რომელსაც გავუზიარე ჩემი გულის დარდი. ის მაშინვე
დაფაცურდა: ეს რა კარგი აზრი მოგსვლია, ნიკო ბარათაშვილი უნდა გადმოვასვენოთო.
მაგრამ იქვე ხაზი გაუსვა, თუ გვსურს, რომ გადმოსვენება უფრო სახელოვანი იყოს და
დიდმნიშვნელოვანი, ეს უნდა იკისროს არა ნიკოს ნათესაობამ, ან კერძო პირებმა, არამედ
საზოგადოებამო.
— რომელმა საზოგადოებამ? – შევეკითხე და იქვე პასუხი მივიღე.
— რა თქმა უნდა, წერა-კითხვის საზოგადოებამ!
იაკობი მაშინვე გაექანა ილიასთან, როგორც საზოგადოების მთავარ ხელმძღვანელთან. ილია
აღფრთოვანდა, დაუყოვნებლივ მოიწვია გამგეობა და 1892 წლის 9 ოქტომბერს ოქმში
შეატანინა საზოგადოების დადგენილება, რომ „ეთხოვოს თ. გ. ორბელიანს, როგორც
მახლობელ ნათესავს, ნებართვა მიიღოს გადმოსვენებისა” (ნიკოლოზ ბარათაშვილის
ნეშტის). ეს ოფიციალურად, რა თქმა უნდა, გადმოსვენების ინიციატივა კი ისევ
წერა-კითხვის საზოგადოებისა იქნებოდა... ნებართვის აღება გაძნელდა, მაგრამ გრიგოლმა
მაინც მოახერხა”...
ესეც კიდევ ერთი საჭირო ქართული საქმე, რომლის ინიციატივა და ორგანიზაცია იაკობსა
და ილიას ეკუთვნოდა. * * *
გაზეთ „ივერიაში” (¹ 83, 1900 წ.) მოუთავსებიათ ასეთი ცნობა:
„როგორც შევიტყეთ, ბ-ნ იაკობ სიმონის ძის გოგებაშვილის პატივისმცემელთ, მისდა
პატივსაცემად, მისის სალიტერატურო და საპედაგოგო ასპარეზედ მოღვაწეობის 35 წლის
შესრულებისა გამო, განუზრახავთ სადილი გამართონ. სადილის გამართვის დრო ცალკე
იქნება გამოცხადებული”.
როგორც ჩანს, ამ განზრახვის თაობაზე თავად იაკობსაც გაზეთიდან შეუტყვია და მოკლე
ბარათით მიმართა რედაქციას. ეს წერილი გამოქვეყნდა „ივერიის” 85-ე ნომერში (1900
წ.): „როგორც თქვენი ახალი ამბებიდან ჩანს, ზოგიერთ ქართველს მოუწადინია, გამიმართონ საიუბილეო სადილი.
დიდ მადლობას მოვახსენებ, და ვთხოვ დიდი თხოვნით ხელი აიღონ ამ თავისს წადილზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სადილი უჩემოდ ჩაივლის. ჯერ ქართველმა საზოგადოებამ უნდა
გადაიხადოს ის დიდი ვალი, რომელიც მას აწევს კისერზე შესახებ ჩვენის
მთავარ-მოღვაწეებისა, რომელთაც ჩემზე უფრო დიდხანს უმოქმედნიათ და ჩემზედ უზომოდ
მეტი გაუკეთებიათ. ჯერ იალბუზსა და მყინვარს ღირსეული იუბილეები გაუმართონ, და მერე
გაუწიონ თავაზიანობა სერებსაც, თუ არ დაუშლიათ”. მყინ ვა რი და იალ ბუ ზი ილია და
აკა კ ი არიან, ს ე -
რ ი – თავად ი ა კო ბ ი. საიუბილეო სადილი ჩაიშალა. უარის მოტივი გასაგებია: ჯერ
ილიასა და აკაკისათვის არ გადაგიხდიათ იუბილეო.
10 წლის შემდეგ, 1910 წელს ისევ მოუსურვებიათ იაკობისათვის იუბილეს გამართვა.
იაკობი წერილს სწერს „სახალხო გაზეთის” რედაქციას (1910 წ. ¹ 36). წერილის სათაურია
„უარის მოხსენება”. ისევ მივმართოთ წერილს: „ბატონი გიორგი იოსელიანი დასავლეთ
საქართველოდან წინადადებას აძლევს ქართველს საზოგადოებას იუბილეი გამიმართონ. თანაც
დასძენს: როგორც ჩვენ ვიცით, გოგებაშვილის ხასიათი, იგი უარს იტყვისო; მაგრამ ამან
ხელი არ უნდა შეუშალოს საზოგადოებასა.
ამის შესახებ უნდა მოგახსენოთ შემდეგი:
როცა ათის წლის წინად იწყეს წერა ჩემის 35 წლის იუბილეის გადახდის თაობაზე,
კატეგორიული უარი განვაცხადე და ასეთი დავასახელე: ჯერ ქართული ლიტერატურის
იალბუზებს გაუმართეთ ღირსეული იუბილეი და მერე სერების იუბილეიზე იფიქრეთ მეთქი.
მასუკან ერთს იალბუზს ქართველმა საზოგადოებამ დიდებული იუბილეი გაუმართა; მაგრამ
მეორე იალბუზს ქართველთა ხელმა
ღვთაებრივი შუბლი გაუგმირა ტყვიით.
ჩააკვირდით ამ უკანასკნელს საზარელს ფაქტსა, გაიხსენეთ ჩემი მაშინდელი უარის
მოტივი, საბუთი, და თქვენთვის ცხადი შეიქნება, რომ ჩემთვის ყოვლად შეუძლებელია
ფსიქიურად და ზნეობრივად დავთანხმდე იუბილეის გამართვაზე”.
წერილი გრძელდება იმაზე მსჯელობით, რომ საერთოდ იუბილეის გამართვა, ღვაწლის
დაფასება საჭიროა, თუმცა ითხოვს იაკობი,
„ჩემს შესახებ გთხოვთ დიდი თხოვნით, ტყვილად ნუ შეწუხდებითო”. იაკობის იუბილე არც ამჯერად შედგა.
იაკობს აქვს ერთი მხატვრულ-პუბლიცისტური წერილი „საარაკო სინამდვილე და საიუბილეო
ოცნება”. წერილი გამოქვეყნდა ლიტერატურულ-მხატვრულ ალმანახში „აკაკის დღეები
საქართველოში” (1908 წ. ¹2).
„საარაკო სინამდვილე” – აკაკის იუბილეა. ბედნიერად რაცხს თავს იაკობი, რომ მოესწრო
ამგვარ იუბილეს, „მე სიამოვნებას ვგრძნობდი იმის გამო, რომ ჩვენმა ერმა, უკიდურესად
შევიწროებულმა ყოველი მხრით, შესძლო ღირსეულად დაეჯილდოვებინა ზნეობრივად მაინც
თავისი ღირსეული შვილი”. წერილის პირველი ნაწილი სწორედ ამ ბედნიერების განცდის
აღწერაა.
ამ „საარაკო სინამდვილეს“.იაკობს რაღაც უფერმკრთალებდა –
„მაგრამ ჩემს უღრმეს კმაყოფილებას ერთი რაღაც გამოურკვეველი ნაკლი ამცირებდა,
ასუსტებდა. ეს ნაკლი შავი ყორანივით ჩამჩხაოდა გულში და ნეტარებაში ნაღველს
ურევდა”... რა იყო ეს ნაკლი?
— სწორედ „საიუბილეო ოცნებაშია” საუბარი ამ ნაკლზე... „სავარძელში მოთავსებულმა
თავი მივეცი ტკბილ-მწარე ბურანსაო” და... როგორც ვთქვი, წერილის მეორე ნაწილი
„საიუბილეო ოცნებაა”; ცოტა ვრცელია, მაგრამ უნდა გადმოვწერო; ვინც იცის, კიდევ
ერთხელ დატკბეს; ვისაც არ წაუკითხავს, მიიღოს პირველი წაკითხვის ბედნიერება:
„უცებ ხელ-ახლად გავჩნდი თეატრში, და ვიხილე უნეტარესი სურათი. აკაკის დიდებული
რაინდული სახე მიეღო და აშლილს საზოგადოებას ეუბნებოდა: ერთ წამს, მხოლოდ ერთ წამს
კიდევ მოითმინეთ. ცოდოა, დიდი ცოდო, რომ ამისთანა სასახელო, საარაკო იუბილეი
დაუგვირგვინებელი დაგვრჩეს... საზოგადოება დაწყნარდა, დასხდნენ ყველანი და სმენად
გადაიქცნენ.
— ბედნიერი ვარ, უზომოდ ბედნიერი ამ ჟამად, მაგრამ ერთი რამ სწამლავს ამ
ბედნიერებას, – სთქვა აკაკიმ.
— რა? რა? – სიმწუხარით შეეკითხა მას სამი ათასი პირი ერთად, ერთხმივ.
— ის, რომ ჩვენ ვერ ვეღირსენით იმის იუბილეის, რომელიც იყო დიდი პოეტიც, დიდი
მამულიშვილიც და დიდი ადამიანიც და რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა თავისი დაჩაგრული
სამშობლო.
ურიცხვს მსმენელთა შორის არც ერთს არ მოსვლია აზრად ეკითხნა აკაკისათვის, ვისზე
ლაპარაკობდა იგი, რადგანაც ელვის სისწრაფით, ყველას გონებაში გამოისახა ერთი და
იგივე დიდებული სახელი.
აკაკიმ გააგრძელა: დიაღ, ჩვენ ვერ ვეღირსენით ილია ჭავჭავაძის იუბილეის. მეტი
უბედურებაც დაგვატყდა თავზე. ჩვენ არამც თუ ვერ შევამკეთ იმისი გენიოსური თავი
დაფნის გვირგვინებითა, არამედ ხელი ვერ შევუშალეთ ჩვენის ერის მტრებსა, რომელთაც
ილიას ეკლის გვირგვინი დაადგეს, მსგავსად მაცხოვრისა... მთელი ნახევარი საუკუნე
ილია და მე ტოლათ ვეწეოდით მეტად მძიმე უღელს სამშობლოს სამსახურისას, – მომიკლეს,
ჯვარს მიცვეს ტოლი და დამარჩინეს ცალად, უტოლოდ, ობლად... დიდება და თაყვანისცემა
მოწამე ილიას უკუნითი უკუნისამდე, გაათავა აკაკიმ და მწუხარე თვალებიდან მდუღარე
ცრემლის ნაკადული წასკდა.
„ამინ!” შესძახა სამგლოვიარო ხმით სამი ათასმა მსმენელმა და ფეხზე უმალ
წამომდგარმა, თავი მოიხარა, საერთოდ.
ამ რაინდულს სიტყვებს და საქციელს მოჰყვა აუწერელი მოვლენა, იმისთანა მოვლენა,
რომელსაც ეღირსნენ მოციქულნი სული წმიდის მოფენის ჟამსა. აკაკის თავზე გაჩნდა
ვეებერთელა აპრიალებული კელაპტარი, ყველა მსმენელის თავი შეიმკო პატარ-პატარა
კელაპტრებით და თეატრმა საარაკო კაშკაში დაიწყო. მერე დაიძრა აკაკის კელაპტარი და
შუა თეატრში მაღლა ჰაერში გაჩერდა. მისკენ გამოქანდნენ ყველა სახის კელაპტრები.
გარს შემოეხვივნენ და შექმნეს მომხიბლავი სურათი. ბოლოს ამ ურიცხვის ჩირაღდნის
კრებულს აკაკის კელაპტარი გაუძღვა ზეით, თეატრის ბანი გაირღვა და კელაპტართა გუნდი
წავიდა მაღლა, მაღლა ზეცაში.
„კელაპტართა გუნდს მიაქვს ილიასთან საიქიოს მთელის ქართველის ერის უმხურვალესი
საუკუნო თაყვანისცემა“, შევძახე ისეთი მაღალი ხმით, თითქო ილიასათვის მინდოდა
გამეგონებინა ზეცაში, და... გამომეღვიძა.
„დარჩა, დარჩა რაინდულს გვირგვინს მოკლებული ჩვენი დიდებული ეროვნული დღესასწაული”,
ამოვიკვნესე და ცრემლი ვეღარ შევიკავე, ვერ შევიკავე იმის გამოც, რომ მთავარი ბრალი
ამ დიდი ნაკლისა მედებოდა თვითონ მე. აკაკისთან რომ კრინტი დამეძრა ილიას მოგონების
შესახებ, იგი სახელოვანს იუბილეის დაადგამდა ისეთს რაინდულს გვირგვინს, რომ
სამაგალითო შეიქმნებოდა თვით კაცობრიობისათვის. მაგრამ თვალი დაუდგეს სამოცდამეცხრე
წელს, იმ ჭირს, რომელსაც რუსთველი ყველა ჭირზე ძნელს ეძახის...„
ნუ დაგვავიწყდება – ეს „ოცნება” იაკობისა აკაკის საიუბილეო
კრებულში დაიბეჭდა 1908 წელს!
იუბილეს მიმართ ილიას დამოკიდებულებაც ისეთივე ყოფილა, როგორიც იაკობისა. შიო
მღვიმელი იგონებს: როცა ილიას იუბილეს გამართვა გადაწყვიტეს და ეს ამბავი ილიას
აცნობეს, „ილია ჭავჭავაძემ პირველსავე გაგონებაზე ხელები გაასავსავა და სრული უარი
გამოაცხადა მისი იუბილის გადახდაზე.
მაშინდელმა მწერალ-მოღვაწეებმა ბევრი სწერეს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის
აღსანიშნავ იუბილეს შესახებ, მაგრამ ტყუილად. სხვათა შორის სანოს (სტეპკო
ჭრელაშვილი) ჰქონდა მოთავსებული გაზეთში ერთი თუ ორი ფელეტონი ზემოხსენებულ იუბილეს
შესახებ, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ვერც სანომ და ვერც მთელმა ქართველმა
მოღვაწეებმა ვერ დაიყაბულეს ილია. სთქვა და გაათავა. იტყოდა და ზედ ისეთ ბეჭედს
დაასვამდა, რომ მას ვეღარავინ წააშლევინებდა. თავის სიტყვის ბატონიც იყო და
პატრონიც„. (სხვათაშორის, ასევე ახასიათებდნენ იაკობსაც. „იაკობი სულ მუდამ თავისს
ნათქვამი კაცი იყო, მით უმეტეს, როდესაც სრული სიმართლე იმისკენ იყოო“, – ამბობს
შიო მღვიმელი).
თუ იაკობი საერთოდ იუბილეების გამართვის წინააღმდეგი არ იყო, ილიას არცთუ დადებითი
აზრი ჰქონია იუბილეს შესახებ, იტყოდა, „ეს იუბილე ერთგვარი ყეენობა არისო” (ე.
თაყაიშვილის მოგონებიდან).
თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ილიას იუბილეს გადახდის წინააღმდეგი მთავრობაც ყოფილა.
ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს:
„რიგი მიდგა თვით ილიაზედაც, მაგრამ იგი, თავისი ჩვეულებისამებრ, თავმდაბლობდა,
უარზე იყო და თან ამბობდა, „ეს იუბილე ერთგვარი ყეენობა არისო”. მაგრამ კი
ეტყობოდა, რომ ბოლოსა და ბოლოს დათანხმდებოდა. ასე იცოდა ხოლმე ბანკის არჩევნების
დროსაც: ჯერ იტყოდა, აღარ შემიძლია, ვეღარ გავუძღვებიო, მაგრამ როცა აირჩევდნენ,
უკვე აღარაფერს ამბობდა... საჩუქრების შეგროვებაც კი დაიწყეს და ზოგ საჩუქარს
წინასწარ გზავნიდნენ ილიას გაზეთის რედაქციაში. კომისიაც იყო შემდგარი, მაგრამ
მთავრობამ ნება არ დართო მას ამ იუბილეს მოწყობისა. არ ვიცი, ოფიციალურად მოსწერეს
უარი თუ წინასწარ, მოლაპარაკებისას გააფრთხილეს საიუბილეო კომისია. მაგრამ უთხრეს
კი, სჯობს, ნუ ითხოვთ, რადგან უსათუოდ უარს მიიღებთო„.
მოკლედ: სიცოცხლეში იუბილე არ ღირსებია არც ილიას და არც იაკობს. ორივე პრინციპული
წინააღმდეგი იყო ამისა. * * *
ილიას გარდაცვალება იაკობისათვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის,
თავზარდამცემი ფაქტი იყო. ნინო ნაკაშიძე იგონებს:
„როდესაც ხმა გავარდა, წიწამურში ილია ჭავჭავაძე მოკლესო, თბილისში ყველა აწრიალდა
და ყველა სადღაც მირბოდა ამბის გასაგებად. ჩვენც „სახალხო გაზეთის” რედაქციაში
გავიქეცით. გზაში იაკობს წამოვეწიეთ. შემოგვხვდა აგრეთვე ირ. ევდოშვილი, რომელიც
ტიროდა და იაკობი რომ დაინახა, შორიდანვე შესძახა:
— ბატონო იაკობ, რომელი ქართველის ხელმა გაუხვრიტა ილიას შუბლი, განა ეს შეიძლება,
განა ეს დასაჯერებელია, ბატონო იაკობ?
იაკობი ერთ წუთს შეჩერდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ისევ უსიტყვოდ
წავიდა„... იაკობს ზუსტი ინფორმაცია აინტერესებს. „სახალხო გაზეთის” რედაქციაში
უამბეს, როგორ მოხდა მკვლელობა წიწამურში. „იაკობი პირმოკუმული, ხმაამოუღებლივ
უსმენდა და თვალებს იწმენდდა ცხვირსახოცით”, – წერს ნინო ნაკაშიძე, – „იჯდა
გაქვავებული ქანდაკებასავით, გაფითრებული. ცივ წყალს არასოდეს არ სვამდა, უცებ
დალია„...
წიწამურის ტრაგედია 1907 წლის 30 აგვისტოს მოხდა. 8 სექტემბერს ილიას დაკრძალვის
დღეს, გაზეთ „ისარში“.(№ 197) იბეჭდება იაკობ გოგებაშვილის წერილი „შურისძიება
ისტორიისა„. ამ წერილში იაკობი ილიას მკვლელობას ქრისტეს ჯვარცმას ადარებს:
„შეუდარებელია, უებრო შურისძიება იცის ისტორიამ. საუკეთესო ისტორიკოსები ამ აზრზე
დგანან, რომ ქრისტიანობა პატარა, ადგილობრივ სარწმუნოებად დარჩებოდა, თუ რომ იესო
ნაძირალა ებრაელებს ჯვარს არ ეცვათო. ამ უბედურებს ეგონათ, რაკი იესოს საზარელ
სიკვდილს მივცემთ, მასაც საშინლად დავამცირებთ და მის სწავლასაც ამოვფხვრითო და
გავაქრობთო. ნამდვილად კი სწორედ ამ საზარელმა სიკვდილმა, ამ ჯვარცმამ გააღმერთა
იესო, გახადა იგი საგნად უსაზღვრო თაყვანისცემისა, უმხურვალეს სიყვარულისა, მიანიჭა
იმის სწავლას უძლეველი ძალა, მოჰფინა იგი კიდითი კიდედ და ქრისტიანობა გარდააქცია
მსოფლიო სარწმუნოებად; ჯვარცმულის ჯალათი კი გააკრა კაცობრიობის თვალში სამარცხვინო
ბოძზე უკუნითი უკუნისამდე„.
იაკობის აზრით, „სწორედ ესევე აცხადებდა (და უკვე ცხადდება) ჩვენს უნიჭიერეს პოეტსა
და დიდ მამულიშვილზე, რომელსაც ეხლა გლოვობს უმაგალითო მგლოვიარობით მთელი
ქართველობა, გარდა ბნელეთის ნაბიჭვრებისა, უსულგულო და უტვინო ორფეხა მხეცები
ვერაგულად ჰკლავენ საშინელის სიკვდილით საუკეთესო შვილს საქართველოსას,
რასაკვირველია, იმ განზრახვით და იმედით, რომ დაემცირებინათ მისი დიდებული სახელი,
მისი დიდი გავლენა ქართველობაზე„...
წინასწარმეტყველურია იაკობის ფიქრი ილიაზე და ამ საშინელი მკვლელობის შედეგზე: „ამ
ვერაგულის მოკვლის შემდეგ ილიას სახელი მოიცვის დიდებული მოწამის შარავანდედით,
ერთი ასად იმატებს ის ღრმა პატივისცემა, ის თაყვანება, რომელიც ყოველი ჭკუითა
მყოფელი ქართველი გამსჭვალული იყო მისადმი; ერთი ასად გაიზრდება ის დიდი
მნიშვნელობა, რომელიც იმის ქმნილებებს ჰქონდა და ქართველობა ამ მისს ქმნილებებს
დაეწაფება სრულის გაუმაძღრობით. რაც ილიას დიდებას აკლდა სიცოცხლის ჟამსა, მის
მკვლელობის შემდეგ უკლებლივ შეივსება და იგი იწყებს ბრწყინვას, როგორც უდიდესი
მნათობი საქართველოსი. მოკლე ხნის განმავლობაში მთელს საქართველოში აღარ დარჩება
არც ერთი ოჯახი, რომელსაც არ ამშვენებდეს ილიას სურათი, როგორც უძვირფასესის და
სათაყვანო ხატის”.
ამავე წერილში იაკობი იმ საჭიროებაზეც საუბრობს, რაც ილიას ნაწერების დაბეჭდვა და
ხალხში მოფენაა. „ეს მოფენა ისეთს ნაყოფს გამოიღებს, რომელსაც ეხლა ჩვენ ვერც კი
წარმოვიდგენთო“,
— წერდა იგი. და იქვე: „ეს იქნება საუკეთესო შურისძიება, ღირსი ჩვენის დიდებულის
მიცვალებულისა„.
მას ვაქებ, ვინცა მიქია:
დედა-ენა მიჩნს სახელად,
არ თავი გამიქიქია.
მაგარი ვითა ჯიქია...
დედა-ენითა წვრთნა ყრმისა
მე ბევრჯერ მითქვამს, მიქია.
სიბრძნისაა ერთი დარგი,
ტკბილი ტკბილად გასაგონი,
ყრმათა წვრთნისთვის დიდი მარგი...
თუ კაცია მართლა ვარგი...
სიტყვა სრულად გულსა სწვდება,
დედა-ენა მით არს კარგი.„
დედა-ენას სთხრიდეს, ჰრყვნიდეს,
და მაინც კი კადნიერად,
მის განწმენდას იქადიდეს?
არ გისმინოს, ნუ გიკვირდეს,
გონიერსა მწვრთნელი უყვარს,
უგუნურსა გულსა ჰგმირდეს”.