The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


წერილი  ილია ჭავჭავაძისადმი
გაბრიელ ეპისკოპოსის წერილი ილიასადმი

გაბრიელ ეპისკოპოსი

წერილი  ილია ჭავჭავაძისადმი

,თქვენო ბრწყინვალებავ, მოწყალეო ხელმწიფევ, თ. ილია გრიგოლის ძევ! უმორჩილესად გთხოვთ, გარდასცეთ ჩემგნით „ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ კრებას, რომ დიდ პატივად და ჯილდოდ ვრაცხ ჩემ თავს მათგან საპატიო წევრად აღრჩევისა; ამისათვის მზადა ვარ, მივიღო ჯეროვანი მონაწილეობა მაგა საზოგადოებაში, რომელსაც ამისთანა მოწოდებისათვის შევსწირავ უგულითადეს მადლობას, ხოლო თქვენ ბრწყინვალებას ვსთხოვ, მიიღოთ ჩემგან უღრმესი და უწრფელესი მადლობა თქვენ წერილში გამოთქმული პატივისცემისათვის. მე არ ვრაცხ ჩემ თავს ღირსად იმ ქებათა, რომელნიც ამოვიკითხე თქვენ წერილში და ვგონებ, რომ მხოლოდ თქვენმა მეგობრულმა ჩემდამი განწყობილებამ შეგაგონათ თქვენ ამოდენი ჩემი ქება.

თქვენი ერთგული და გულწრფელი პატივისმცემელი, მდაბალი გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა“. შტამპიან ქაღალდზე წერია: «В.П.И. Имеретинского Эпископа» 15 თებერვალს, 1891 წ. Г. Кутаиси (იხ. ინგოროყვას კომენტარი, ტ. X, გვ. 513-514).

ხელმოწერა: „მდაბალი გაბრიელ, ეპისკოპოსი იმერეთისა“ (ტექსტი გადაწერილია სხვა პიროვნების მიერ).