![]() |
მემუარები |
![]() |
1 XXI. ახალი პარტიის (ს.-ფ.) დაარსება და მისი პირველი ნაბიჯები. საკითხი არალეგარულ გაზეთის შესახებ. სამარცხვინო დღესასწაული. მუშათა პირველი გამოსვლა ტფილისში. |
▲ზევით დაბრუნება |
«ჩვენი კომიტეტი». პირველი ოპოზიცია. ნიკო ცხვედაძე. უთანხმოება «ცნობის ფურცლის» რედაქციაში. ისევ საქალაქო არჩევნები. ჩვენებური ოპოზიციონერობა
ამგვარად 1901 წელს «ცნობისფურცლის» რედაქციაში დარედაქციის ირგვლივ თავი მოიყარა იმ ახალგაზრდობამ, რომელმაც შემდეგ ხანში დააარსა ახალი პარტია. პარტიის დაარსების საჭიროებაზე ლაპარაკი უკვე 90-იან წლების დასასრულში დაიწყო. პირადათ მე არა ერთხელ მქონია იმაზე ლაპარაკი ძველ რევოლუციონერებთან - გიორგი ზდანოვიჩთან, ალექსანდრე ნანეიშვილთან, სტეფანე ჭრელაშვილთან, და შემდეგში ახალგაზრდებთანაც - კიტა აბაშიძესთან, ვლადიმერ ლორთქიანიძესთან და სხვებთან. სხვათა შორის, ჩვენს შორისის აზრიტრიალებდა, რომუმჯობესიარუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიასთან შეგვექმნა ქართული ავტონომიური ჯგუფი: მაგრამ ახალგაზრდები - კიტა აბაშიძე, ვლ. ლორთქიფანიძე სასტიკი წინაღმდეგნი იყვნენ რუსული პარტიის დროშის ქვეშ დადგომისა. განსაკუთრებით ამის გაგონება ეჯავრებოდა ვლ. ლორთქიფანიძეს. მაშინვეგაცხარდებოდა:
- რას ჰგავს ეს! რუსეთისაგან გინდათ თავი გაინთავისუფლოთ და რუსულ პარტიას კი ემორჩილებით. რომელირუსული პარტია იქნება გულწრფელი მომხრე საქართველოს განთავისუფლებისა?
ახალ პარტიაზე ლაპარაკი გაცხოველდა, როცა ჩვენ წრეში არჩილ ჯორჯაძე შემოვიდა. არჩილი მხურვალე მომხრე გახდა იმ ახალგაზრდათა ჯგუფისა, რომელსაც საჭიროდ მიაჩნდა სრულიად ახალ და დამოუკიდებელ ქართულ პარტიის შექმნა. ჩვენს სინამდვილეში, როგორც უკვე იცის მკითხველმა, მაშინ განსაკუთრებით ორი მიმდინარეობა ებრძოდა ერთმანეთს: ძველი თაობა - ეროვნული იდეის მატარებელი და ახალი მესამე დასელები - მარქსიზმის იდეოლოგიის მატარებელნი. პირველი მიმდინარეობა არწარმოადგენდა პარტიას და არავითარ ორგანიზაციულ მუშაობას ამ მხრივ არ აწარმოებდა. ეს იყო მხოლოდ ლიტერატურულიდა საზოგადოებრივიმიმართულება. დასელებმა კიუკვე ჩამოაყალიბეს პარტია, რომელიც უკვე მარჯვედ მუშაობდა მშრომელ მასაში. «ცნობის ფურცლი»-ს ირგვლივ მდგომი ელემენტები იმთავითვე გაიმიჯნენ ორთავე აღნიშნულბანაკისაგან და შექმნეს სრულიად ახალი მიმდინარეობა, რომელიც პირველს უახლოვდებოდა ეროვნულის იდეალით, ხოლო მეორეს სოციალურის მისწრაფებით. ძნელი იყო ამ ახალ მიმდინარეობისათვის მაშინდელ პირობებში 86 გზის გაკაფვა და ვინაობის სრული გამოაშკარავება. თანამგრძნობი ხალხი ბევრი გვყავდა, მაგრამ მათი პარტიად გადაქცევა დიდად ძნელი იყო, სანამ ახალ მიმართულების საფუძველნი აშკარად, მკაფიოდ, და სავსებით არიქნებოდა გაშუქებული პრესაში. ამიტომ ჩვენ არვაჩქარებდით პარტიის ჩამოყალიბებას და მხოლოდ ვაღრმავებდით ზეპირ და მწერლობითს პროპაგანდას.
იმ ხანებში ჩვენ ვიკრიბებოდით ვალიკო გუნიას სახლში (მატინოვის ქ.) და ნიკო ქართველიშვილის სახლში (მიხეილის პროსპექტი). ამ კრებებზე იმ პირველ ხანებში უმთავრესად მონაწილეობას იღებდენ შემდეგნი პირნი: გიორგი და ანდრია დეკანოზიშვილები, სამსონ ფირცხალავა, არჩილ ჯორჯაძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ალ. ჯაბადარი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრ. რცხილაძე, კიტა აბაშიძე, ილიკო აღლაძე, ილ. ნაკაშიძე, ევტიხი მამინაიშვილი, ნიკო ქართველიშვილი, ვალიკო გუნია, სიმონ ვახვახიშვილი და ორიოდე სხვა. უკვე იმ თავითვე ისახებოდა ორი მიმდინარეობა: ერთი უფრო იხრებოდა ძველ თაობისაკენ ეროვნულიდეალისაკენ - მეორე უფრო მიიწევდა სოციალიზმისაკენ. არჩილდა მე ვცდილობდით ამ ორი მიმართულების შერიგება-შეთანხმებას. მახსოვს სიამოვნებით მივეგებეთ საზღვარ-გარეთიდან ახლად ჩამოსულს ფილიპე გოგიჩაიშვილს და დაჟინებით მოვითხოვდით მისგან ცნობებს ავსტრიის სოციალ-დემოკრატიის შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები - გერმანელები, ჩეხები, ჰუნგრები და სხვანი მუშაობდენ ეროვნულ პრობლემის გარშემო და ცდილობდენ პარტიის ორგანიზაციის ეროვნულ პრინციპზე აგებას. ამ ამბავმა ყრუდ მოაღწია ჩვენამდე და ამიტომ ფილიპეს მოვთხოვეთ შესაფერი მოხსენების წარმოდგენა. უკვე ამ კრებაზე გამოისახა და ჩამოყალიბდა მთავარი საფუძვლები მომავალ პარტიისა: საქართველოს ავტონომია, კავკასიის ერთა და შემდეგ მთელი რუსეთის ფედერაცია, სოციალიზმის მინიმუმი და მაქსიმუმიპროგრამები.
ერთ-ერთ კრებაზე არჩილ ჯორჯაძემ წამოაყენა საკითხი არალეგალურ ორგანოს შესახებ. საქმე ის არის, რომ «ცნობის ფურცელში», მაშინდელ პოლიტიკურ პირობების მიხედვით მეტადგაჭირდა ეროვნულპროგრამაზედა პრობლემებზელაპარაკი. რედაქციის წევრნიკარგად ვგრძნობდით და ვხედავდით, რომ ჩვენი მიმდინარეობის ფართო გამოკვლევა ლეგალურ პრესაშიშეუძლებელიიყო. ამიტომ კრებაზე არჩილის აზრიერთხმადიქნაგაზიარებული: დავა გამოიწვია მხოლოდ საკითხმა, თუ სად იქნეს დაარსებული თავისუფალი ორგანო. არჩილ ჯორჯაძე გატაცებით იცავდა იმ აზრს, რომ მიზანშეწონილი იქნება ამგვარ ორგანოს დაარსება მხოლოდ საზღვარ-გარეთ. არალეგალურ ორგანოს დაარსებისათვის საქართველოში, სამართლიანად ამბობდა არჩილი, ბევრი ძალებია საჭირო, უმთავრესად ამ ორგანოს ხანგრძლივად შენარჩუნებისათვის. ბოლოს გადავწყვიტეთ თავისუფალ ორგანოს შექმნა საზღვარ-გარეთ და ეს საქმე უახლოეს ამოცანად აღვიარეთ. უკვე 1901 წლის შემოდგომაზე ჩვენი წრე შეუდგა საქმისთვის საჭირო თანხის შეგროვებას. ავირჩიეთ სამი კაცი: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი, ევტიხი მამინაიშვილი, რომელთაცდაევალათფულის შეკრების ორგანიზაცია და გაძღოლა.
აქ უნდა გამოვტყდე, რომ კრებამ ამგვარი დირექტივა მისცა ფულის შემკრებ ორგანიზაციას: ფართო საზოგადოებაში ლაპარაკი უნდა ყოფილიყო მხოლოდ თავისუფალ ეროვნულ ორგანოს დაარსების განზრახვაზე; უმრავლესობას ეშინოდა: სოციალისტურ ჰანგების აღნიშნვა ფართო საზოგადოებას დააფრთხობს და თანხის შეგროვების საქმეს დააბრკოლებსო.
ფულის შეგროვების საქმე შედარებით მარჯვედ წავიდა. განსაკუთრებით დიდის ენერგიით მუშაობდა გიორგი დეკანოზიშვილი, რომელმაც საქართველოს ყველა კუთხეში, მარჯვე აგენტები გაიჩინა. აგრეთვე ენერგიულად აგროვებდა ფულს თანამგრძნობ ქალთა წრეც, რომელშიც მახსოვს, იყვნენ მარიამ დემურია, ოლღა ბე- 87 ჟანიშვილი (შემდეგში ილ. აღლაძის მეუღლე), ნინო ნაკაშიძე და სხვანი. ტფილისშიაც და პროვინციაშიც ქართველი საზოგადოება თანაგრძნობით მიეგება ჩვენს განზრახვას და უკვე 1902 წლის დასაწყისში, 6-7 ათას მანეთამდე გვქონდა შეკრეფილი. წრემ საკმარისად მიიჩნია პირველ ხანებისათვის ეს თანხა და დაადგინა განზრახვის სისრულეში მოყვანა.
1901-სავე წლის შემოდგომაზე გადაწყვეტილ იქნა მომავალ თავისუფალ ორგანოს და საერთოდ, მომავალ პარტიის წინასწარ საქმიანობის გასაძღოლად არჩეულიყო კომიტეტი. ეს არჩევნები დიდის საიდუმლოებით მოხდა ერთ-ერთ კრებაზე ვალიკო გუნიას სახლში. კრების თავმჯდომარედ ვიყავი მე, მდივნად ვლ. ლორთქიფანიძე; კრებამ პრეზიდიუმის მესამე წევრიც მოგვიმატა - ვალ. გუნია. თითოეულ დამსწრეს ბარათზე უნდა დაეწერა ხუთი კანდიდატის გვარი. მდივნებმა დაურიგეს ყველას ბარათები და შევსების შემდეგ შეაგროვეს და მე ჩამაბარეს; კრება დაიხურა და ყველანი წავიდენ. დავრჩით მხოლოდ ჩვენ სამნი მე, ვლ. ლორთქიფანიძე და ვალ. გუნია. ჩვენ უნდა გაგვესინჯა ბარათები, გაგვეგო ხმის უმეტესობით, ვინ იყო არჩეული და არჩეულებისთვის სათითაოდ გვეთქვა მათი არჩევის ამბავი. საერთო რეზულტატი არ უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული კრებაზედ. არჩეული გამოდგა შემდეგი ხუთი კაცი: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი, ვლ. ლორთქიფანიძე, ანდრია დეკანოზიშვილი და მე. ყოველ შემთხვევისთვის ორი კანდიდატიც მიუმატეთ იმათგან, ვისაც მეტი ხმა ამოუვიდა. აღარ მახსოვს, სახელდობრ ვის შეხვდა კანდიდატობა. ამნაირად გაჩნდა ჩვენი პირველი კომიტეტი ჯერ ჩამოუყალიბებელ პარტიისა, პირველი შტაბი შეუკრებელ ჯარისა. უკვე ვთქვი ზემოთ, რომ ჩვენ არ ვფიქრობდით პარტიის დაარსების დაჩქარებას. წმინდა სტრატეგიული მოსაზრება იყო: ჯერ «არტილერიის საშუალებით დამზადება ბრძოლის ველისა». არტილერიის მაგიერობა უნდა გაეწია საგაზეთო პროპაგანდას და პოლემიკას. მაგრამ, ეს არტილერია იმ დროის პირობებში უვარგისი გამოდგა. გარდა ამისა, 1901 წელს ჩვენს ცხოვრებაში ორ დიდ ამბავს ჰქონდა ადგილი, რომელთაც გვაიძულეს თავისუფალ გაზეთის დაარსებისა და პარტიულ მუშაობის დაწყების დაჩქარება...
ერთი დიდი ამბავი იყო მეტად სასიამოვნო, ბრწყინვალე და ეკუთვნოდა ახალ ქვეყანას, მომავალს. მეორე კი სამწუხარო, შავბნელი, ეკუთვნოდა ძველ ქვეყანას; წარმავალს.
პირველი ამბავი მოხდა იმ წლის 22 აპრილს, იმ დღეს, დილით, ტფილისის ქუჩებზე პირველად ჰქონდა ადგილი მუშათა გამოსვლას, მუშათა დემონსტრაციას. თერთმეტ საათზე, ალექსანდრეს ბაღთან შეგროვდა რამოდენიმე ასი მუშა, აღმართეს წითელი დროშა და სარევოლუციო სიმღერით გაემართნენ რუსთაველის პროსპექტისაკენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მუშებს წინ გადაეღობნენ პოლიციელები, მალე იქვე მოიჭრა ცხენოსანთა რაზმით მაშინდელი პოლიცმეისტერი კოვალიოვი. მოხდა შეტაკება, რომლის დროს რამდენიმე კაცი დაიჭრა ორთავე მხარეზე. შეიარაღებულმა პოლიციამ და ჯარმა, რასაკვირველია, მალე სძლიეს უიარაღო მუშებს და მალე «წესიერება აღდგენილ იქნა»... ასე მოხდა პირველი ორგანიზაციული გამოსვლა მუშებისა ტფილისის ქუჩებზე, ასე დაიღვარა ტფილისში, მუშის პირველი სისხლი პროლეტარიატის დიადი საქმისათვის... ამბავი მსწრაფლ მოეფინა ქალაქს და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
კვირა დღე იყო, რედაქციაში მაინც ბევრნი ვიყავით. მსწრაფლ გავეშურეთ ალექსანდრეს ბაღისკენ, მაგრამ იქ უკვე «აღდგენილი იყო წესიერება» და ჩვენი თვალით ვეღარ ვიხილეთ ის ბრწყინვალე სანახაობა...
ამ ამბავმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და განვიზრახე მისი რამენაირად გაზეთში აღნიშვნა. რასაკვირველია, წერილის დაბეჭდვა არ შეიძლებოდა და ამნაირად მოვიქეცი: მესამე დღეს მოგვივიდა პოლიციური ცნობა ამ ამბის შესახებ. მოვალენი ვიყავით ეს ცნობა ჩვეულებრივ დაგვებეჭდა წვრილის ასოებით უბრალო შემთხვევების განყოფილებაში. მე გადავთარგმნე ცნობა, გავუკეთე სათაური «მუშათა არეულობა ტფილისში», განკარგულება მივეცი სტამბას აეწყოთ ამბავი არა პეტიტით, არამედ ჩვეულებრივის «ვენის» შრიფტით და მოვათავსე მეთაური წერილის ადგილას... წარმოიდგინეთ ამ ჩემმა უბრალო, უმნიშვნელო გამოგონებამაც კი ერთგვარი სენსაცია გამოიწვია. ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ სხვა გაზეთებში ეს დიდი ამბავი წვრილის ასოებით, «შემთხვევებში» იყო მოქცეული, ჩვენს გაზეთში კი მეთაურად იყო გამოჭიმული... ისეთ უმსგავსო პოლიტიკურ პირობებში ვცხოვრობდით მაშინ, რომ ასეთი პატარა რამეც კი, ასეთი უმნიშვნელო ხრიკი, ცენზურის წინააღმდეგ მიმართული, გვახარებდა. ჩვენი რედაქტორ-გამომცემელი შეშინებული იყო, გაზეთი არ დაგვიხურონო, მაგრამ, საბედნიეროდ, საქმე უბრალოდ გათავდა; შენიშვნა მოგვცეს საცენზურო კომიტეტიდან და გაფრთხილება - მეორედ ამგვარი რამ არ ჩაიდინოთო...
რა თქმა უნდა 1901 წლის 22 აპრილი დიდმნიშვნელოვანი დღეა საქართველოს მუშათა მოძრაობის ისტორიაში: დიადი მომავლის ბორბალი ატრიალდა და მისი შეჩერება აღარაფერს და აღარავის შეეძლო... იმავ წლის მეორე ამბავი, როგორცა ვთქვი, წარსულს, წარმავალქვეყანას ეკუთნოდა.
ეს იყო საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლის თავის აღსანიშნავად გამართული საიუბილეო დღესასწაული. ეს უცნაური დღესასწაული გამართა საქართველოს თავადაზნაურობამ. ამ საქმის სულისჩამდგმელი და ასე ვსთქვათ, იდეოლოგი იყოტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მაშინდელი წინამძღოლი დავით ზაქარიასძე მელიქიშვილი. ის საკმაოდ განათლებული და განვითარებული კაცი იყო, დიდის ტემპერამენტის და ენერგიის პატრონი, აგრეთვე გამოჩენილი მჭერმეტყველი. პოლიტიკური რწმენით ის იყო გულრწრფელი მონარქისტი. მისი წამოდგენით თვითმყრობელი მეფე კეთილის განზრახვებით იყო აღჭურვილი. თუ რუსეთში ცუდი პოლიტიკური პირობებია, თუ რუსეთი ძლიერჩამორჩა კულტურულქვეყნებს, ეს სულთვითმყრობელ «ჩინოვნიკების» ბრალია. ამათ აღმართეს კედელი მეფესა და ერს შორის. ხალხის ხმა მეფემდე ვერ მიდის, მეფეც ვერ ხედავს ხალხის გაჭირვებას. ეს «Средостение» ოდესმე დაირღვევა და რუსეთიც ნორმალურ განვითარების პირობებში ჩადგებაო. შეიძლება ამ «სრედოსტენიეს» დასანგრევად რევოლუციაციქნეს აუცილებელიო, მაგრამ ესრევოლუცია მასარსწამდადა არცუნდოდა...
ახლაც, იუბილეის გამართვისათვის მთავარი მოტივი მისთვის ის იყო - მეფეს უნდა გავაგებინოთ ქართველ ერის უბედურება და მრავალგვარი გაჭირვებაო, იუბილეის მზადებას 1900 წლიდან შეუდგა. იწვევდა თავის სახლში ჯერ თავად-აზნაურების წრეებს, შემდეგ ინტელიგენციას და მხურვალედ უმტკიცებდა დღესასწაულის მოწყობის საჭიროებას. ერთხელქართულპრესის წარმომადგენლებიც მიგვიწვია. ვიყავით, მახსოვს არჩილჯორჯაძე, ალექ. ჯაბადარი და მე «ცნობის ფურცლისაგან», ნოე ჟორდანია «კვალისაგან» და კიდევ რამდენიმე კაცი. მელიქიშვილმა დიდის სიტყვით მოგვმართა, დაახლოვებით შემდეგი შინაარსისა: თქვენ ხედავთ, რა ამბებშია რუსეთის პრესა და მოხელეობა; ისინი დაჟინებით ლაპარაკობენ ჩვენს სეპარატიზმზე, გვაბეზღებენ მეფესთანდარუსის ერთან. ამიტომაა საჭირო 89 ხმა ამოვიღოთ და გავახსენოთ, რომ საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს; მოვაგონოთ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისათვის ამ შეერთებას: საქართველომ დარიალის კარები გაუღო რუსეთს და ამრიგად საშუალება მისცა მას - ახლო აღმოსავლეთში ფეხი მოეკიდნა. ამასთანავე უნდა ვუთხრათ რუსის მეფესა და ერს, რომ საქართველოს სამაგიეროდ არაფერი მიუღია, იმედი გაუცრუვდა და დღეს გადაგვარების გზას ადგია. თქვენ დამეთანხმებით, რომ ყველა ამის თქმას დიდი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა ექნება. ხოლო ყველაფრის თქმა შესაძლებელი იქნება, როცა ჩვენ აგრეთვე ჩვენის ნებით ვიდღესასწაულებთ შეერთების ასის წლისთავს. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ამჟამად თავად-აზნაურობასა და ქალაქს აღძრული აქვთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი შუამდგომლობა ერობაზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე და ტფლისში უნივერსიტეტის დაარსებაზე. იმედი მაქვს თუყველა არა, ზოგი შუამდგომლობა მაინც დაკმაყოფილებულიიქნება, თვით ამ დღესასწაულისდროსო.
ჩვენ ყველამ, პრესისა და სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენელებმა, რა თქმა უნდა გადაჭრით უარი ვუთხარით მელიქიშვილს დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე და საერთოდდახმარებაზე. ჩვენი პასუხი მოკლე იყო:
- ქართველ ერის მონობის აღსანიშნავ დღესასწაულში ჩვენ ვერავითარ მონაწილეობას ვერ მივიღებთ-თქო.
- მე ამას მოველოდი, გვითხრა მელიქიშვილმა, - იმას მაინც გთხოვთ წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთო. ამაზე არჩილჯორჯაძემუპასუხა:
- სამწუხაროდ, ჩვენ ხელთ ძალა არ არის ლეგალურ პრესაში წინააღმდეგობა გაგიწიოთ, ხოლო თუ ვინმე არალეგალურად თავის აზრს გამოხატავს, ამას თქვენთვის რა მნიშვნელობა ექნებაო.
ამ «აუდენციის» შემდეგაც მელიქიშვილი მიგვიწვევდა ხოლმე ხანდახან: ხან თავის მომავალ სიტყვების პროექტს გადმოგვცემდა, ხან საგაზეთო წერილებს წაგვიკითხავდა და სხვა. საზოგადოდძალიანუყვარდა ჩვენთანლაპარაკი, კამათიდა აზრთაგაცვლა-გამოცვლა.
ძალიან სასიამოვნო მობაასე იყო და პირადათ მე ხშირად მქონია მასთან ხანგრძლივი კამათისხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხზე.
მახსოვს, ერთი მისი მიწვევა. ჩვეულებრივ, რედაქციაში გამოგვიგზავნა ეტლი და პატარა ბარათი - გთხოვთ დაუყოვნებლივ მოხვიდეთო. რედაქციაში იმ დროს კიტა აბაშიძე იყო და ვთხოვე ერთად წავსულიყავით. მელიქიშვილი დერეფანში მოგვეგება და მოგვმართა: სტუდენტები მყავს მოწვეული და ვცდილობ დავაჯერო, რომ არ ღირს რუსეთის სარევოლუციო მოძრაობაში მონაწილეობის მიღება, რომ ქართველმა ახალგაზრდობამ თავი უნდაშეინახოს სამშობლოშიმუშაობისათვის.
მე და კიტამ კატეგორიულადგამოვუცხადეთ, რომ ამ საქმეშიდახმარებას ვერგავუწევთ.
- კარგი, კარგი... მოდით ყური დაუგდეთ ჩვენს კამათს. ყურადღება მიაქციეთ ერთ სტუდენტს, შესანიშნავიმჭერმეტყველიდა მეტადმახვილიმოკამათეა...
შევედით დარბაზში, რომელშიაც მრავალ ახალგაზრდობას მოეყარა თავი. კამათი გაგრძელდა. მელიქიშვილმა ლამაზი სიტყვა წარმოსთქვა, მაგრამ სტუდენტები მაგრად დაუხვდნენ. სტუდენტი, რომელზედაც, მანგვითხრა აღმოჩნდა კაკი (ირაკლი) წერეთელი.
იუბილეის დღედ არჩეული იყო იმ წლის 25 სექტემბერი. ამ დღისთვის ტფილისში ჩამოვიდა კავკასიაში მეფის ნაცვლად ნამყოფი დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე. მას თან ჩამოჰყვნენ საბერძნეთის დედოფალი და კიდევ, აღარმახსოვს, რომელიღაც ახალგაზრდა დიდი მთავრები. ამავე დღისთვის ჩამოვიდენ დღესასწაულებზე დასასწრებლად რუსეთის თავად-აზნაურების სხვადასხვა წინამძღოლნი: მოსკოვისა - თავ. ტრუბეცკოი, კიევის - რეპნინი, ვილნოს-პლატერი, პეტერბურგის - ზინოვიევიდა სხვები.
დილით სამეფო გვარეულობა, რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები, ქართველი თავადაზნაურობა და ქალაქის წარმომადგენელნი სიონის ტაძრისაკენ გაემართნენ. ქალაქის საგანგებოდ მორთულ ქუჩებზე დიდძალ ხალხს მოეყარა თავი, მაგრამ ცხადად ემჩნეოდა მას სრული გულგრილობა და აშკარა იყო, სანახაობის საყურებლად გამოსულიყო. სიონის ტაძარში პარაკლისის გადახდის შემდეგ ყველამ თავი მოიყარა მთავარ-მართებლის სასახლეში. გამოვიდა დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე, მიულოცა დამსწრეთ დღესასწაული და წაიკითხა «უმაღლესი რესკრიპტი». რესკრიპტში აღნიშნული იყო მეფის შემდეგი «წყალობანი»: 1) ქალაქ კავკავში დაარსებულ იქნება კადეტთა კორპუსი, ქართველ თავად-აზნაურობის შვილების აღსაზრდელად: 2) ყოველწლიურად ხაზინიდან ქართველ თავად-აზნაურობას მიეცემა 40 ათასი მანეთი (ოც-ოცი ათასი ტფილისისა და ქუთაისის თავად-აზნაურობას) მოზარდ თაობის აღსაზრდელად; 3) თავად-აზნაურობა სამი წლით განთავისუფლებულია საადგილ-მამულოგადასახადებისაგანო.
როგორც ხედავთ, მეფის რესკრიპტშიაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ეს დღესასწაული თავად-აზნაურობის დღესასწაულია და მხოლოდ მას «უბოძა» სხვადასხვა საჩუქარი.
ნაშუადღევს სამ საათზე მე გავეშურე მელიქიშვილის სახლისკენ ამბების გასაგებად; იქ უკვე თავი მოეყარა ინტელიგენციის რამდენსამე წარმომადგენელს, რომელნიც ჩემსავით ცნობისმოყვარეობამ მოიყვანა აქ. პატარა ხნის შემდეგ შემოვიდა თვით მელიქიშვილიც, რომელსაც დიდი აღელვება ეტყობოდა. თან მოსდევდა ტრუბეცკოი, რომელიც ცდილობდა მისდამშვიდებას, გადაეხვია კიდეც:
- Успокойся, голобчикДавид! Всеисправится, надонамнемногопотерпеть...
მელიქიშვილი გაჯავრებული იყო რესკრიპტით: მოელოდა ერობას, ან უნივერსიტეტს, კიდევ რასმე ქართველ ერისთვის, ნამდვილად კი რესკრიპტით თავად-აზნაურობას ებოძა კადეტთა კორპუსი და რაღაც გროშები. დამახასიათებელია, რომ მელიქიშვილს ეხლაც მტკიცედ სწამდა, მეფე აქ არაფერ შუაშია, ყველაფერში დამნაშავეა «კედელი» განსაკუთრებით კი კავკასიის მთავარმმართებელი თავადი გოლიცინიო. იმის ჩაგონებით არის დაწერილი ეს რესკრიპტიო, გაიძახოდაგანრისხებულიმელიქიშვილი.
ასე უფერულად გათავდა ეს უცნაური დღესასწაული, რომელსაც არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ქართველ ერზე და მხოლოდ წარსულის მწარე მოგონებანი აღუძრა.
ჩვენმა წრემ, რამდენადაც შეეძლო, პროტესტით აღნიშნა ეს დღესასწაული.
მახსოვს, დიდი ლაპარაკი იყო იმის შესახებ, თუ როგორ ფორმაში ჩამოგვეყალიბებინა ეს ჩვენი პროტესტი. ერთხელდიდი კრებაც მოვიწვიეთ მარიამ დემურიას ბინაზე. ზოგი ამბობდა, ქუჩაშიდემონსტრაცია გავმართოთო, ზოგი კიდევ სხვა საშუალებას მიგვითითებდა. სხვათა შორის, დიდი სიცილი გამოიწვია კრებაზე ჩვენი ახალგაზრდა წევრის იოსებ ქუთათელაძის წინადადებამ. უეჭველია, სთქვა მან, ამ დღესასწაულზე სოფლის მამასახლისებს დაიბარებენო; წინდაწინ მოლაპარაკება გავმართოთ მათთან; ჩავაგონოთ, როცა მთავრობას წარუდგებიან, გამოუცხადონ გლეხების სახელით, რომ ქართველი ხალხი წინააღმდეგია ამ იუბილისო; მამასახლისები დაგვიჯერებენო, არწმუნებდა გამხიარულებულ კრებას იოსები. ამისშემდეგ მასდიდხანსეძახდენ «იოსებმამასახლისს».
ბოლოს გადავწყვიტეთ დავკმაყოფილებულიყავით პროკლამაციით. არჩილმა დასწერა მხურვალე პროკლამაცია, ვლ. ლორთქიფანიძემ სადღაც დაბეჭდა და ქალაქს მოვფინეთ. გარდა ამისა, ილიკო ნაკაშიძის შემოწმებით დიდი წერილი გაუგზავნეთ ლევ. ტოლსტოის, ავუწერეთ საქართველოს მდგომარეობა და ის დამცირება, რომელიც ქართველმა ხალხმა განიცადა ასი წლის მონობის იუბილეს გადახდის გამო. ვთხოვეთ, ხმა აღემაღლებინა და რუსეთის მოწინავე საზოგადოებისათვის ეცნობებინა, რომ ქართველი ერი და ხალხი არ მონაწილეობდა ამ დღესასწაულში... ტოლსტოისაგან იმავ ნაკაშიძის შემწეობით პასუხი მივიღეთ:
- დიდად თანაგიგრძნობთო, მაგრამ ამჟამად თქვენს თხოვნას ვერ ავასრულებ, იქნებ შემდეგში მოვახერხო ესაო.
* * *
აი, სხვათა შორის ამორმა ამბავმაცდაგვაჩქარა ჩვენიგანზრახვების ასრულებისთვისხელი მოგვეკიდა დაუყოვნებლივ. ჩვენ დავინახეთ, რომ ქართველი ს.-დემოკრატები მარჯვედ მუშაობენ ხალხში. წინადაც ვიცოდით, მუშაობა სწარმოებდა, მაგრამ 22 აპრილის გამოსვლამ დაგვარწმუნა, რომ ეს მუშაობა დიდია და რომ საჭიროა ახლავ მივიდეთ მშრომელ ხალხთან ეროვნულისა და სოციალურის პროგრამითაც... მეორე მხრით, უცნაურმა იუბილემ გვაგრძნობინა - რამდენადსაჭიროდადროიყო ძველ თაობისათვის თავში ჩაგვეკრა...
![]() |
2 XXI.«ჩვენი კომიტეტი». პირველი ოპოზიცია. ნიკო ცხვედაძე. უთანხმოება «ცნობის ფურცლის» რედაქციაში. ისევ საქალაქო არჩევნები. ჩვენებური ოპოზიციონერობა |
▲ზევით დაბრუნება |
XXII
«ჩვენი კომიტეტი». პირველი ოპოზიცია. ნიკო ცხვედაძე. უთანხმოება «ცნობის ფურცლის» რედაქციაში. ისევ საქალაქო არჩევნები. ჩვენებური ოპოზიციონერობა.
მარგანეცის მრეწველობის საბჭო
ჩვენი «პირველი კომიტეტი» საკმაოდ მხნედ შეუდგა საქმეს. პირველყოვლისა საჭირო იყო გამოგვერკვია, ვინ იქნებოდა ახალი პარტიის წევრი, რამდენი კაცი მოიყრიდა თავს ახლადაღმართულ დროშის ქვეშ. შევუდექით წინასწარ რეგისტრაციას. გამოირკვა, რომ ზოგი იმათგანიც არ შემოდის პარტიაში, ვინც ჩვენ წინასწარ კრებებს ესწრებოდა, მაგალითად ილია ნაკაშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, და კიდევ ორიოდე კაცი, არ მახსოვს ვინ. გადავწყვიტეთ თავდაპირველად, ასე ვთქვათ, სარეგისტრაციო კონფერენციის მოწვევა. იმა ხალხის შემწეობით, რომელიც მომავალ გაზეთისათვის ფულს აგროვებდა, მოვიწვიეთ თანამგრძნობი ხალხი სხვადასხვა ადგილიდან. საზოგადოდ კი სასტიკ კონსპირაციას ვიცავდით, რადგან ვშიშობდით საზღვარგარეთულ ორგანოს დაარსებისათვის ხელი არაფერს შეეშალა. ამიტომ ჯგუფ-ჯგუფად დავყავით ჩამოსულები და ტფილისელები და ისე ვებაასებოდით: არჩილ ჯორჯაძე - ტფილისელებს, ვლ. ლორთქიფანიძე - სტუდენტებს და მოსწავლე ახალგაზრდობას, მე - პროვინციელებს. მალე გამოირკვა, რომ პარტიაში ჩარიცხვის მსურველი საკმაოდ ბევრი იყო. მაგრამ აქვე უნდა ვსთქვა, რომ მომავალი ჩვენი პროგრამის მიხედვით, ეს ხალხი ნაირ-ნაირი იყო: ზოგს მარტო ეროვნული პროგრამა აინტერესებდა და ჩვენი სოციალიზმი ნაკლებ სწამდა, ზოგი «ნაროდნიკობდა», ზოგი ანარქიზმ-სინდიკალიზმისკენ მიიწევდა და სხვა. ამის შესახებ ჩვენმა კომიტეტმა გადასწყვიტა, ჯერ-ჯერობით არ მიექცია სასტიკი ყურადღება წევრების გარჩევაზე. ჩვენ იმ აზრის ვიყავით, რომ ახლო მომავალში როცა პარტიული პროგრამა შემუშავდებოდა, პარტიული რიგები თავისთავად გაიწმინდებოდა. პროგრამის საბოლოო შემუშავება გადაიდო ერთის ან ორის წლის ვადით, სანამ ჩვენი მომავალი საზღვარგარეთული ორგანო გამოარკვევდა მთავარ საფუძვლებს და მთავარ მუხლებს ჩვენის მსოფლმხედველობისას. მანამდე კი საკმარისად დავინახეთ მოკლე, საზოგადო ხაზებით აღნიშნულ პროგრამით გვესარგებლა. ამ მოკლე პროგრამის შემუშავება მოგვანდეს: არჩილ ჯორჯაძეს, ანდრია დეკანოზიშვილს და მე. ჩვენ მიერ შემუშავებული ამგვარი პროგრამა შესაფერი ინსტრუქციები და დირექტივები მივეცით ზემოაღნიშნულ კრებაზე დამსწრე ხალხს და დავავალეთ მათ ახალ პარტიისათვის პროპაგანდა, დროებითი კომიტეტის არჩევა ადგილობრივ და ამგვარად გავისტუმრეთ.
იმ ხანებში ჩვენ ჯგუფს უკვე მოუხდა სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებაში გამოსვლა.
ამ საზოგადოებიდან მთავარი ადგილი, რა თქმა უნდა, ეჭირა «ქართველთ შორის წ.-კ. გამავრცელებელ საზოგადოებას». წესდებით მას საკმაოდ დიდი უფლება ჰქონდა მინიჭებული. სახალხო სკოლების გახსნა, ბიბლიოთეკა-სამკითხველოების დაარსება, საკვირაო სკოლების მოწყობა, წიგნების გამოცემა, მუზეუმების დაარსება და სხვა. საზოგადოების მნიშვნელობა იმითი იყო საყურადღებო, რომ მას შეეძლო ყველაფერი ეს ეროვნულ ნიადაგზე მოეწყო, რითაც, ასე თუ ისე, შესწორებას შეიტანდა ოფიციალურ სამოსწავლო უწყების გამარუსებელ სამოსწავლო მოღვაწეობაში. საუბედუროდ ეს საზოგადოება იმთავითვე ვერ იყო ჩაყენებული რიგიან პირობებში და მისი მოქმედება ერთობ მკრთალი იყო იმ დროისთვის, რომელზედაც მე ვლაპარაკობ. «საზოგადოებას» ჰქონდა მხოლოდ ოთხი სკოლა. 7-8 ბიბლიოთეკა-სამკითხველო, არც ერთი საკვირაო სკოლა არ იყო და მხოლოდ 12-15 წიგნი იყო გამოცემული. რასაკვირველია, ასეთი მცირე საქმე დიდ კონკურენციას ვერ გაუწევდა იანოვსკის გამანადგურებელ პოლიტიკას. თავიდათავი მიზეზი ამისა მატერიალურ საშუალებათა მხრივ იყო «საზოგადოების» უილაჯობა. იმ ხანებში მისი წლიური ბიუჯეტი ძლივს შეადგენდა 9000 მანეთს. ამისი ბრალი, უეჭველია «საზოგადოების» მართველ ორგანოსაც ედებოდა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველი ერიც არ ეპყრობოდა ყურადღებით თავის «მატიცას»...
აი, ამ «საზოგადოების» გადახალისებისათვის გაილაშქრა ჩვენში მაშინ ახლად აღორძინებულმა დემოკრატიულმა საზოგადოებრიობამ. ჯერ კიდევ 1898 წელს მიიტანეს იერიში მესამე დასელებმა, და აგრეთვე «ივერია» «მოამბეში» შეხიზნულმა ჩვენმა ამხანაგებმა, მაგრამ მთავარი იერიში მიტანილ იქმნა სამი-ოთხი წლის შემდეგ, როცა თითქმის მთელი ძველი გამგეობა გამოცვლილი იქმნა. ამ კრებაზე უკვე აშკარად მოსჩანდა სამი მიმდინარეობა: პოზიციაში იდგა ჩვენი ძველი თაობა, ხოლო ოპოზიციაში, ჩვენი ჯგუფი და «კვალელები». ძველი გამგეობიდან დარჩნენ მხოლოდ ნიკო ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, ახლებიდან არჩეული ვიყავით: ნიკო ელიავა, ივანე გომართელი, არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი, მე და სხვანი.
უნდა ითქვას, რომ ჩვენი ოპოზიცია მაინც და მაინც ძლიერი ვერ იყო უფრო ზოგადი ფრაზებით ვკმაყოფილდებოდით.
სკოლები და ბიბლიოთეკები ცოტაა, რაც არის, იმასაც მეთვალყურეობა აკლია, საღსრების გადიდებაზე გამგეობა არ ფიქრობს და სხვა მთავარი აზრი ჩვენი ოპოზიციისა მაინც სრულიად მართალი იყო. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ საჭიროა «საზოგადოება» დაუახლოვდეს მასას, დააინტერესოს იგი თავის მოღვაწეობით და ეს გზა გააძლიერებს თვით საზოგადოებასაც. ამისთვის ჩვენ უპირველეს ყოვლისა შევამცირეთ საწევრო გადასახადი, 6 მანეთიდან ერთ მანეთამდე, რამაც მართლა ასობით ახალი წევრი შესძინა საზოგადოებას. «კვალელები» მოითხოვდენ საწევრო გადასახადის შემცირებას (ექვს შაურამდე), მაგრამ ჩვენ არ გავყევით მათ ამ მოთხოვნაში და მაშინ საზოგადო კრებამაც არ შეიწყნარა ეს წინადადება. შემდეგ ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ახალ ბიბლიოთეკების დაარსებას, სახალხო კითხვებს, საკვირაო სკოლებს, ერთი სიტყვით იმას, რაც საზოგადოების მოღვაწეობას უახლოვებდა ხალხს, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა გადასვლამ პოზიციაში მაინცადამაინც ბევრი არაფერი შესძინა საზოგადოებას. ისევ ის უსახსრობა გვეღობებოდა წინ და არ გვაძლევდა შეძლებას იმ სიმაღლეზე დაგვეყენებინა ჩვენი «მატიცა», როგორც ამაზე ვოცნებობდით, როცა ჩეხების «მატიცის» ამბავს ვკითხულობდით...
ძველ გამგეობიდან ჩვენ შეგნებით დავტოვეთ ზემოაღნიშნული პირები, რომელნიც მართლა დიდ სამსახურს უწევდენ წერა-კითხვის საზოგადოებას.
ჩვენ შორის დიდი კამათი გამოიწვია საკითხმა ილია ჭავჭავაძის შესახებ. თუმცა ილია იმჟამად სრულიად არ მუშაობდა საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენ ჯგუფს არ უნდოდა მისი გადაყენება როგორც ძვირფას მგოსნისა და დიდ საზოგადო მოღვაწისა, აგრეთვე იმ მოსაზრებით, რომ ილიას სახელი ასე თუ ისე იფარავდა საზოგადოებას თვითმპყრობელ ბიუროკრატიის თავდასხმისაგან; ილიას ანგარიშს უწევდენ მაღალ წრეებში. «კვალელებს» უნდოდათ იმისი გაშავება. მაგრამ ჩვენი კამათიც ზედმეტი გახდა, რადგან ილიამ თავი დაანება «საზოგადოებას». ძველი გამგეობის მეორე წევრი ნიკო ცხვედაძე შეუდარებელი ენერგიის ადამიანი იყო. მგონი არასოდეს არ დაჰკლებია გამგეობის სხდომებს; ზეპირად იცოდა ყველა მისი საქმეები. და თუ «საზოგადოებამ» რამე გააკეთა და ერთგვარი სიმპატია დაიმსახურა ქართველ ერში, ამაში უდიდესი ღვაწლი სწორედ ნიკო ცხვედაძეს მიუძღოდა.
იმ ხანებიდან ნიკომ ცოტა არ იყოს თავისი ყურადღება მოაკლო საზოგადოებას, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ეხლა დიდი ახალი საქმე წამოიწყო. მე ვლაპარაკობ ქართულ გიმნაზიისთვის საკუთარ შენობის აგების შესახებ. სწორედ იმ დროში დაიწყო ცხვედაძემ ამ საქმეზე ზრუნვა; შეაწირვინა თავად კონსტ. მუხრანსკის საკმაოდ დიდი თანხა, შეაგროვა სხვებისაგანაც ფული, იყიდა ვაკის დასაწყისში დიდი ადგილი და 1900 წელს შეუდგა კიდეც შენობის აგებას. კარგად მახსოვს ის დღე, როცა ცხვედაძემ ქართველი საზოგადოება მიიწვია საძირკველის ჩაყრაზე და კურთხევაზე. სხვათა შორის ვიყავით რედაქციის წარმომადგენელნიც. იმ დღის გაზეთების ნომრები მოვათავსეთ ბოთლებში და ეს ბოთლები ჩავუშვით საძირკვლისათვის ღრმად ამოთხრილ მიწაში... ნიკო ცხვედაძე ნამდვილ ახალგაზრდულ ენტუზიაზმით იყო გატაცებული, მაგრამ ბევრი დამსწრე სკეპტიკურად აქნევდა თავს და ჩუმად დასცინოდა კიდეც ინიციატორს... სხვათა შორის, ცერემონიის გათავების შემდეგ ნიკო მოგვიბრუნდა ახალგაზრდებს და გვითხრა: ყმაწვილებო, გირჩევთ შეიძინოთ აქ სამოსახლო ადგილები, ეხლა ახლო-მახლო მიწა აქ ღირს საჟენი რამდენსამე კაპეიკად, რამდენიმე წლის შემდეგ კი ათ თუმნადაც არავინ მოგცემთო.
ვაკე მაშინ წარმოადგენდა ოღრო-ჩოღრო უდაბნოს და ჩვენც ზურგს უკან დავცინეთ მოხუც ენტუზიასტს: რას ამბობს ეს ადამიანი, ვის გაუგონია აქ დასახლება...
ცხვედაძე საკვირველის ენერგიით შეუდგა საქმეს და თავის ხუროთმოძღვართან სიმონ კლდიაშვილთან ერთად, დღე და ღამეს ათენებდა შენობაზე. ყოველ წელიწადს გეგმას აფართოებდა, არ ეშინოდა ხარჯების ზრდისა, შოულობდა ფულს, ყურს არ უგდებდა სკეპტიკოსებს და ბოლოს მართლაც სძლია ყოველგვარი დაბრკოლება; უდაბნო ადგილას აიმართა ლამაზი, ვეებერთელა შენობა და იქვე ახლო-მახლო მთელი ახალი ქალაქი გაჩნდა.
აქ ოდესმე ჩვენი უნივერსიტეტი მოთავსდებაო, წინასწარმეტყველებდა ნიკო. მისი წინასწარმეტყველება გამართლდა, მაგრამ საუბედუროდ თვითონ ვეღარ მოესწრო ამ დღეს.
წ.-კ. საზოგადოებაში ცხვედაძეს უახლოესი თანაშემწე იყო ამას წინად გარდაცვალებული დავით კარიჭაშვილი. ესეც დიდის გულმოდგინებით მუშაობდა გამგეობაში როცა ცხვედაძემ მუშაობას დაანება თავი, მის მაგივრობას კარიჭაშვილი ღირსეულად ასრულებდა. ექვთიმე თაყაიშვილი აგრეთვე თვალსაჩინო მოამაგე იყო საზოგადოებისა: მისი მეოხებით გამდიდრდა «საზოგადოების» შესანიშნავი ბიბლიოთეკა და მუზეუმი, მან ჩაუყარა საძირკველი ამ ბიბლიოთეკისა და მუზეუმის სამეცნიერო კატალოგიზაციას და სისტემატიზაციას.
შემდეგში მე კიდევ დავუბრუნდები წ.-კ. საზოგადოების მოღვაწეობას. ეხლა ვიტყვი მხოლოდ, რომ ცხრაასიან წლებიდან წ.-კ. საზოგადოებას, ცოტაოდენი გაცხოველება დაეტყო, დემოკრატია დაინტერესდა მისი საქმიანობით, მის კრებებს დიდძალი ხალხი ესწრებოდა.
ჩვენი ჯგუფის განკერძოებულმა გამოსვლამ წ.-კ. საზ-ბის კრებაზე აურ-ზაური გამოიწვია ჩვენს მოწინააღმდეგეთა ბანაკში: თავს დაგვესხენ მარცხნიდანაც, მარჯვნიდანაც. «კვალი» გვიკიჟინებდა ორჭოფობას: თქვენი ოპოზიცია იმდენად სუსტი და უძლური იყო, რომ უფრო «პოზიციის» დაცვას ჰგავდა ვიდრე ოპოზიციონურს გამოსვლასაო. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან თქვენც გეშინიათ დემოკრატიის მოსვლისა საზოგადოებრივ დაწესებულებებშიო... «კვალის» ასეთი ბრალდება მართალია უსამართლო იყო, მაგრამ, იდეური აზრი ჰქონდა.
სულ სხვაგვარი იყო «ივერიის» გაწიწმატება-გაბოროტება. «ივერიას» ის ვერ მოენელებინა, როგორ გაჰბედეს «ცნობის ფურცლელებმა» განკერძოებით გამოსვლაო. ამ დღიდან დაწყებული «ივერია» გადაგვეკიდა, უმოწყალოდ და მუდამ ჩვენ ლანძღვა-გინებაში იყო. ჩვენ გაკვირვებული ვიყავით: როგორ კისრულობს დარბაისელი ალ. სარაჯიშვილი, «ივერიის» მაშინდელი გამგე, ასეთ ურიგო პოლემიკას-თქო. გავაფრთხილეთ რამდენჯერმე, მაგრამ არ მოგვეშვნენ. მეტისმეტად აშფოთებდა პოლემიკის ასეთი მიმართულება და წესი არჩილ ჯორჯაძეს; მეთაურიც-კი დასწერა ამის გამო; მოითხოვდა ნეიტრალ და პატივცემულ პირების მიგზავნას და სხვა.
იმავ წელს მოხდა საქალაქო არჩევნები ტფილისში; ამის გამო «ივერიამ» კიდევ უფრო გამწვავებით დაგვიწყო ლანძღვა და, ბოლოს, იძულებული გავხდით, სრულიად შეგვეწყვიტა გაზეთთან ყოველგვარი ურთიერთობა: იმ დღიდან დაწყებული ჩვენ გაზეთში «ივერია» აღარ იხსენებოდა. ბოიკოტი განვაგრძეთ იმ დრომდე, სანამ «ივერია» არ დაიღალა და არ მოგვეშვა.
წ.-კ. საზოგადოებაში ჩვენს გამოსვლას კიდევ მოჰყვა ჩვენთვის ერთი უსიამოვნო ამბავი: გაგვირისხდა ჩვენივე რედაქტორი ალ. ჭყონია. ისიც იყო წ.-კ. საზოგადოების გამგეობის წევრი და სხვადასხვა ძველ წევრებთან ისიც იძულებული გახდა გამგეობიდან წასულიყო.
ერთ დღეს მოგვივიდა ილია ჭავჭავაძისაგან ბარათი: «ცნ. ფურცლის» რედაქტორის ალ. ჭყონიას განცხადების მოსასმენად ვთხოვ რედაქციის წარმომადგენლებს მობრძანდენ დღეს საღამოს ბანკის დარბაზშიო. წავედით ალ. ჯაბადარი, არჩილი და მე. იქ დაგვხდენ ილია, ალ. სარაჯიშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალ. ჭყონია, და კიდევ ორი-სამი კაცი, კარგად არ მახსოვს ვინ. ილიამ განაცხადა: შევიკრიბენით ალ. ჭყონიას თხოვნით, უჩივის «ცნ. ფ.-ის» თანამშრომელთაო.
სიტყვა აიღო ალ. ჭყონიამ და საბრალდებლო სკამზე დაგვსვა; რედაქტორი ვარ და გაზეთში ბევრი იმისთანა იბეჭდება, რასაც მე არ თანავუგრძნობო; რედაქტორი ვარ და ჩემმა თანამშრომლებმა იძულებული გამხადეს წ.-კ. ს-ის გამგეობიდან წავსულიყავიო, წინდაწინ არც კი გამაფრთხილეს ოპოზიციის იერიშის შესახებაო და სხვა. ამის პასუხად არჩილმა განაცხადა: «ცნ. ფურცელი» თავიდანვე გარკვეულ მიმართულებას დაადგა. თითქმის ორი წელიწადია ამ მიმართულებით და გზით მიდის, რაც ბ. ჭყონიასათვის საიდუმლოებას არ შეადგენდა. პირველად გვესმის აქ მისგან, რომ ჩვენ ზნეობრივი უფლება არ გვქონია იმ მიმართულებით გაზეთის წაყვანისა, რომელიც მას არ მოსწონს თურმე. რაც შეეხება წ.-კ. საზოგადოების ოპოზიციას, ეს პირადად ალ. ჭყონიას წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული და, საერთოდ ოპოზიცია პირადად არავის შეეხება; ხოლო ჩვენ რომ გამგეობის წინააღმდეგნი ვიყავით, ამას წელიწადზე მეტია ვწერთ გაზეთში და რაღა გაფრთხილება უნდოდა კიდევ ჩვენს რედაქტორს.
ალ. ჭყონიას და არჩილის ამ სიტყვების შემდეგ ილიამ განაცხადა: ჩვენ აქ მოსამართლეები არა ვართ; გვთხოვეს განცხადების მოსმენა, მოვისმინეთ განცხადებაც და პასუხიც და ამით თავდება ჩვენი მისიაო.
მაშინ ალ. ჭყონიამ განაცხადა: თავს ვანებებ «ცნ. ფ.»-ის რედაქტორობას და ვთხოვ ალ. ჯაბადარს დაუყოვნებლივ შემცვალოსო. ეს მისი თხოვნა რამდენსამე დღეში იქნა შესრულებული და «ცნ. ფ.» რედაქტორად დაინიშნა გაზეთის გამომცემელი ალ. ჯაბადარი. მეტად გვეწყინა პატიოსან და დარბაისელ მოღვაწის ასეთი გაჯავრება, «კრების» დასასრულს, ბოდიშებით მივმართეთ მაგრამ, სამწუხაროდ, ალექსანდრე იმდენად განრისხებული იყო, რომ სრულიად შესწყვიტა ჩვენთან ყოველგვარი დამოკიდებულება და კავშირი.
ამ ინციდენტზე იმიტომ შევჩერდი, რომ აღმენიშნა ერთი დამახასიათებელი თვისება ჩვენის ძველის მოღვაწეებისა: საზოგადო საქმით გამოწვეულს პოლემიკასა და კრიტიკას ისინი მეტწილად შეურაცყოფად სთვლიდენ და სამუდამოდ მოსისხლე მტრები ხდებოდენ. მე მგონია, ამ მხრით ერთადერთ გამონაკლისს შეადგენდენ ორი ძველი დიდი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე, დანარჩენების მოღვაწეობის ან მოქმედების კრიტიკულად შეხება სწორედ უბედურება იყო და დიდ გამბედაობას მოითხოვდა.
* * *
როგორც ზემოთ ვთქვი, იმავ წელს ტფილისში მოხდა საქალაქო არჩევნები. ეს მეორე არჩევნები იყო ჩემს მახსოვრობაში მას შემდეგ, რაც ტფილისში დავსახლდი. უნდა გაგახსენოთ, რომ პირველ, 1897 წლის არჩევნებს დიდი განგაში მოჰყვა. ვ ე ლ ი ჩ კ ო ს გაზეთი და ქართული პრესა გაშმაგებით ებრძოდენ სომხების შოვინიზმს. სხვადასხვა პროექტებიც დაიბადა მათ საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ. მახსოვს ერთი ამგვარი პროექტი ნ ი კ ო ნ ი კ ო ლ აძ ე მ ა ც გამოაქვეყნა. ის საჭიროდ სთვლიდა ეროვნებათა მიხედვით პროპორციონალურ არჩევნების შემოღებას. მაგრამ ალბად საარჩევნო დებულების შეცვლა პეტერბურგში არ ინდომეს, თუმცა კავკასიის ადმინისტრაცია მოითხოვდა ამას; დაკმაყოფილდენ მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ღონისძიებით: უბრძანეს საბჭოს ქალაქი დაეყოთ სამ საარჩევნო უბნად და თვითეულში ცალკე მოეხდინა არჩევნები; ამ გზით შესაძლებლად მიაჩნდათ სომხების უმრავლესობის შესუსტება, რადგან ქალაქის ზოგიერთ უბანში მეტი ქართველობა და რუსობა ცხოვრობდა. ამ არჩევნებზედაც წინანდელი ძალთა განწყობილება სუფევდა: სომეხ ამომრჩეველთა რიცხვი ორი ათას კაცამდე ადიოდა (თითქმის 60%); ქართველთ ჰყავდათ მხოლოდ 524 ამომრჩეველი (15%); რუსებს 670
(17%) და სხვა. როგორც წინა არჩევნებში, ახლაც სომხობა არ გამოდიოდა ერთი ფრონტით. ცალკე იყო პლუტოკრატია და ცალკე ახალგაზრდათა პარტია. ჩვენი გაზეთი ისევ ურჩევდა ქართველ ამომრჩევლებს ამ ახალგაზრდებთან შეერთებას; ურჩევდა არა ეროვნულ, არამედ საქალაქო ინტერესების პლატფორმით გამოსვლას. ქართველები კვლავ რუსის ხულიგანებს შეუთანხმდენ და ისევ დამარცხდენ. რასაკვირველია წინანდებური გულგრილობა გამოიჩინეს: არავითარი მზადება არ ყოფილა და 524 ამომრჩევლიდან კრებაზე მოვიდა მხოლოდ 113 კაცი. აირჩიეს 52 სომეხი ხმოსანი, 13 ქართველი და 9 რუსი. ამნაირად კვლავ გაიმარჯვა სომხის პლუტოკრატიამ. მახსოვს, ამგვარ შედეგის გამო სომხების «მშაკი» სრულიად სამართლიანად სწერდა: თუ არჩევნები ეროვნულ ნიადაგზე იყო გადატანილი, რატომ ქართველებმა და რუსებმა მეტი ხალხი არ გამოიყვანეს ბრძოლის ველზე. სომხებიდან კრებებს დაესწრო მხოლოდ 500-მდე კაცი, ქართველებს და რუსებს კი ამომრჩევლები ჰყავდათ 1200-მდეო. ნახევარიც, რომ მოეყვანათ საარჩევნო ყუთებთან, ერთ სომეხსაც არ გაუშვებდენო.
პირადად მე მაშინაც ვფიქრობდი, რომ სომხები არ გამოიჩენდენ გადამეტებულ შოვინიზმს იმ განგაშის შემდეგ, რომელიც პირველმა არჩევნებმა გამოიწვია. მაგრამ სომხებმა ახლაც გააშავეს სასარგებლო, ძველი და ახალი ქართველი მოღვაწეები: გრ. გაბაშვილი, ნაფიცი ვექილები: ი. ბარათაშვილი და გრ. დიასამიძე, ნიკო ქართველიშვილი და სხვანი.
ამ არჩევნებსაც მოჰყვა დაუსრულებელი განგაში, პოლემიკა და მითქმა-მოთქმა. კვლავ გამწვავდა სომეხ-ქართველთა ურთიერთობა. გაბრაზებულმა ქართველმა მალე იყარეს ჯავრი სომხებზე. რამდენიმე თვის შემდეგ გაიხსნა ახალი დაწესებულება «კავკასიელ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოება». პირველ კრებებზედვე დიდძალი ქართველი ინტელიგენცია მოვიდა და გამგეობაში მხოლოდ ქართველები და რუსები აირჩიეს, არც ერთი სომეხი; გააშავეს თვით გ ი ო რ გ ი თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი, რომელიც აქტიურად და მხურვალედ მუშაობდა ამ საზოგადოების დაარსებისათვის; საკმაო რიცხვი გამგეობის წევრთა არ იყო არჩეული პირველ კრებაზე, ამიტომ დაინიშნა დამატებითი კრება და მხოლოდ მაშინ დიდის გაჭირვებით მივაღებინეთ ამ ერთადერთ სომხის კანდიდატურა.
* * *
უცნაური ოპოზიციონერობა ვიცოდით იმ ხანებში. არც ერთი ჩვენი საზოგადო დაწესებულება არ გადარჩენია იმ თავისებურ ოპოზიციას, რომელიც ბოლოს, დაღუპვას უქადიდა თვით დაწესებულებას...
გიმნაზიის უფროს კლასებში რომ ვიყავი, მახსოვს დიდი აურზაური, დიდი ბრძოლა იყო ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკის გარშემო. ბანკის სათავეში მაშინ იდგა ნიკო ღოღობერიძე, უმაღლეს სწავლადამთავრებული (იურისტი), ფრიად გონიერი, ფრთხილი და პატიოსანი მოღვაწე. ერთი სიტყვით, რაც საჭირო იყო იმისთანა საქმისათვის, როგორიც იყო საჰიპოთეკო ბანკი, ამ ადამიანს ყველაფერი ჰქონდა და რიგიანადაც მიჰყავდა საქმე. მე არ ვიცი, რამ გამოიწვია მაშინდელი ინტელიგენციის ოპოზიცია ღოღობერიძის წინააღმდეგ; უეჭველია, რამე შეცდომები იქნებოდა, მაგრამ ის მაინც ცხადია, რომ იმისთანა არაფერი ყოფილა ქუთაისის ბანკში, გამართლება რომ შეიძლებოდეს იმ მკაცრი ოპოზიციისა, იმ დაუნდობელი ბრძოლისა, იმ გადაჭარბებული დევნისა, რომელთა მსხვერპლი გახდა დარბაისელი, მუყაითი და პატიოსანი მოღვაწე. ქუთათურმა ინტელიგენციამ მის წინააღმდეგ წამოაყენა დიმიტრი დადიანის კანდიდატურა. ესეც ღირსეული და დარბაისელი მუშაკი იყო, მაგრამ არავითარი ისეთი უპირატესობა არ ჰქონია ღოღობერიძესთან შედარებით, რომ აუცილებლად საჭირო ყოფილიყო ერთის მეორით შეცვლა. ბრძოლა, ეს გაშმაგებული და გაუგებარი ბრძოლა რამდენსამე წელიწადს გაგრძელდა და, ბოლოს, ღოღობერიძე გააძევეს. მაინცადამაინც არაფერი ბანკს ამით არ შეჰმატებია, მაგრამ უაზრო ბრძოლამ მეტად ცუდი ნაყოფი გამოიღო. რაკი ბრძოლას იდეური ხასიათი არა ჰქონდა და მხოლოდ პირადული მომენტი სჭარბობდა, ამ გარემოებამ სხვებსაც გაუღვიძა მადა. კალისტრატე ჩიკვაიძემ სამართლიანად დაასკვნა: მე რითი ჩამოვუარდები დიმიტრი დადიანსო; თუ საქმე მარტო პირადობაა, მეც შემიძლია ღირსეული კანდიდატი ვიყოვო.
და ასტეხა ბრძოლა. თითქმის მთელი ქუთაისის ინტელიგენცია გადაუდგა წინ კილისტრატეს, მაგრამ ამან ბრძოლის ყოველი მისაღები და მიუღებელი საშუალება აამოძრავა და მიზანს მიაღწია. აკაკიმ ამის შესახებ იოხუნჯა: Коль истратил проидет»-ო და მართლაც, არა თუ გავიდა ბანკის გამგედ, არამედ ისე მაგრადაც ჩაჯდა თავმჯდომარის სავარძელში, რომ ვერაფრით მისი გადმოგდება დასავლეთ საქართველოს ინტელიგენციამ ვეღარ მოახერხა. მთელი წლების განმავლობაში იყო ჭიდილი ორ მხარეს შორის; ამ ჭიდილში ბანკი ყველამ დაივიწყა და მისი საქმეები დღითი დღე უარესდებოდა. ბოლოს მთავრობაც ჩაერია და თავისებურად დააგვირგვინა საქმე: ბანკის თავმჯდომარედ მოხელე დანიშნა, ხოლო ბანკის მოქმედება შეზღუდა განსაზღვრულის თანხის სესხად გაცემის უფლებით. აი, ასე დაგვირგვინდა ჩვენებური უაზრო და თავდაუჭერელი ოპოზიცია.
ამის მსგავსი ამბავი კინაღამ ტფილისის ბანკსაც დაემართა. ბევრით არაფრით განსხვავდებოდა ამისაგან სხვა ჩვენებურ საზოგადო დაწესებულებებში გაშმაგებით აღმართული ოპოზიცია. მაგალითისთვის გავიხსენოთ თუნდაც ჭიათურის მარგანეცის მრწეველთა თვითმართველობაში გაჩაღებული საოპოზიციო ბრძოლა, რომელიც სწორედ იმ წელს გაძლიერდა, რომელზედაც შეჩერებული ვარ ეხლა (1902-1903).
მარგანეცის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარედ ამ საბჭოს დაარსებიდანვე იყო გიორგი ზდანოვიჩი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ზდანოვიჩის ენერგიისა, გამჭრიახობისა და ნიჭის წყალობით დადგა ფეხზე და გაიზარდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდმნიშვნელოვანი სამრეწველო საქმე. ჩემი განზრახვა არ არის მარგანეცის მრეწველობის ისტორიას მოვყვე აქ, არც ადგილია აქ ამისთვის, მაგრამ ვინც დაინტერესდება ამ ისტორიით, ვინც პირუთვნელად განსჯის საქმეს, არ შეიძლება არ დარწმუნდეს, რომ სწორედ გიორგი ზდანოვიჩის ნიჭისა და დაუშრეტელის ენერგიით ამაღლდა ეს მრეწველობა და მსოფლიო მასშტაბის საქმედ ჩამოყალიბდა. რასაკვირველია, მის სამრეწველო პოლიტიკაში უსწორმასწორო გზებიც იყო, რაც აუცილებელია ამგვარ დიდსა და ახალ საქმეში. გიორგი თავიდანვე დარწმუნდა, რომ აქ წვრილი მეურნეობა ვერაფერს გააწყობს: ვერც ტექნიკას გააუმჯობესებს, ვერც მუშათა მდგომარეობას უშველის, ვერც მეტოქეობას გაუწევს უცხოეთის ბაზარზე სხვა ქვეყნების მარგანეცს. საჭირო იყო მსხვილი კაპიტალისტური მრეწველობის შექმნა. ამიტომ თავდაპირველად უცხო კაპიტალისტებს შეუწყო ხელი. შემდეგში, როცა დაინახა, რომ უცხო კაპიტალისტები მხოლოდ თავის გამდიდრებაზე ფიქრობდენ, ამისათვის უწესრიგო ექსპლოატაციას ეწეოდენ, და მრეწველობის ნორმალურ განვითარებისთვის თავს არ იწუხებდენ, თავი დაანება მათ და შეუდგა ადგილობრივ წვრილ მრეწველთა შეერთების საქმეს. დიდის ენერგიითა და მეცადინეობით მოახერხა ჩვენებურ მრეწველთა სინდიკატის დაარსება და საქმე მარჯვედ წავიდა წინ. მაგრამ, სწორედ ამ დროს ამ საქმეშიაც გაჩნდა ჩვენებური ოპოზიცია, გაჩაღდა ბრძოლა, ბრძოლა უმოწყალო და დაუნდობელი.
საქმიანი ოპოზიცია, უეჭველია, საჭირო და სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ საქმიანობის ნაცვლად ბრძოლა პირადობის წინააღმდეგ აღიმართა: «გ. ზდანოვიჩი უნდა გადავაგდოთ, რითაც კი შეიძლებაო»,
აი ლოზუნგი და დევიზი ამ გაშმაგებულ ბრძოლისა. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. ოპოზიცია დაიწყეს პირადად დაინტერესებულმა ელემენტებმა უცხო ექსპორტიორებმა, რომელთაც იწყინეს გიორგის გადადგომა და რომელნიც შეაშინა მისმა ახალმა პოლიტიკამ. ამათი ოპოზიცია არ იყო საშიში და მალეც იქნებოდა ძლეული, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ გვერდში ამოუდგნენ სრულიად სხვა ელემენტები, რომელთაც კეთილი განზრახვები ჰქონდათ და თვით მრეწველობის სვე-ბედით იყვნენ დაინტერესებული. ესენი იყვნენ მაშინდელი ახალთაობა, უმთავრესად მესამე დასელები და ზოგი ჩვენი ამხანაგიც, როგორც, მაგალითად სამსონ ფირცხალავა და ორიოდე სხვანი.
ახალგაზრდა ოპოზიციამ დაიწყო მუშების ინტერესების დაცვა და მრეწველთა თვითმართველობის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის მეცადინეობა. ეს იდეური და საქმიანი წინააღმდეგობა იყო, მაგრამ მალე ამ ოპოზიციამ იცვალა ფერი და სრულიად სხვა გზას დაადგა. ბრძოლა ახლა აღიმართა გიორგი ზდანოვიჩის პირადობის წინააღმდეგ. ოღონდ ზდანოვიჩი გადავაგდოთ და არავითარ საშუალებას არ დავერიდებითო, გაისმა ჩვეულებრივი ლოზუნგი. მართლაც, დაიწყო გაშმაგებული და დაუნდობელი ბრძოლა. სამწუხარო ის იყო, რომ ახალმა ოპოზიციამ ვერ დაინახა, თუ როგორ კომპანიაში ამოყო თავი. ვერ დაინახა,
როგორ ამოძრავდენ ბნელი ძალები, რომელთაც გადასწყვიტეს ოპოზიციის საშუალებით თავისი ქვენა გრძნობები და განზრახვები დაეკმაყოფილებინათ. ამოძრავდენ ექსპორტიორები ამერიკის მეთაურობით, ამოძრავდენ ქართველ ერის მუდმივი მტერნი რუსის რეაქციონერები, ბათომის ხულიგანთა გაზეთის «ჩერნომორსკი ვესტნიკის» რედაქტორის პალმის მეთაურობით, ამოძრავდა ტფილისის მაღალი ბიუროკრატია. ყველას გაეღვიძა მადა, ყველამ გაიფიქრა ხელების მოთბობა ჭიათურაში ანთებულ კოცონზე... ამ მავნე ელემენტებმა უცბად აუღეს ალღო სიტუაციას: საჭიროა ოპოზიციას დავეხმაროთ გიორგი ზდანოვიჩის გადაგდების საქმეში, მერე კი ვნახოთ, რა იქნებაო. ოპოზიციამ მიიღო ეს დახმარება. რაკი ოპოზიცია გადატანილ იქნა პიროვნების შეცვლის ნიადაგზე, მავნე ელემენტებმა მიაჩეჩეს ოპოზიციას ახალი კანდიდატები. პირველად წამოაყენეს ვინმე კალატოზიშვილი, ჩვენი საზოგადოებრიობისათვის სრულიად უცნობი ინჟენერი. მარგანეცის მრეწველობის მან არაფერი იცოდა. ნიჭითა და ენერგიით, საქმისადმი სიყვარულით და გამჭრიახობით ის, რა თქმა უნდა, გიორგი ზდანოვიჩს ვერ შეედრებოდა... როცა კალატოზიშვილის კანდიდატურამ ვერ გასჭრა, წამოაყენეს ძველი მოღვაწის ანდრია ერისთავის კანდიდატურა: არც ამას გაეგებოდა რამე მარგანეცის მრეწველობისა. თავის მიმართულებით კი ის სრული ანტიპოდი იყო ზდანოვიჩისა. თავად-აზნაურულ იდეოლოგიით გაჟღენთილი და რეაქციონერთა მომხრე სახელმწიფოს საბჭოში, რომლის წევრად ის შემდეგში არჩეულ იქნა ქუთაისის თავად-აზნაურობის მიერ. ამ ორ კანდიდატს რომ რამე უპირატესობა ჰქონოდა გიორგი ზდანოვიჩთან შედარებით, ოპოზიციის ბრძოლას კიდევ ექნებოდა რაიმე აზრი. სრულიად გაუგებარია ამიტომ, როგორ დაბრმავდა მაშინდელი ახალი ტაობა და ამ ელემენტების უბრალო იარაღად გადაიქცა. ოპოზიციას ჭიათურაში მეთაურობდა პარმენ ჭიჭინაძე, ხოლო იდეოლოგიურ დახმარების საქმეს აწარმოებდა «კვალის» ახალგაზრდა თანამშრომელი, დიომიდე თოფურიძე. ამ ბრძოლის გამო დიდად გამწვავდა ურთიერთობა «კვალისა» და «ცნობის ფურცელს» შორის. ბოლოს, ეს ბრძოლაც დაგვირგვინდა იმით, რითაც ხშირად გვირგვინდებოდა ჩვენებური ახირებული ოპოზიცია: 1903 წელს ბიუროკრატია ჩაერია საქმეში და ჩვეულებრივად შეზღუდა თვითმართველობა. იმ დროიდან ხარჯთ-აღრიცხვა წინასწარ დამტკიცებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციის მიერ, კრებების თავმჯდომარედ უნდა ყოფილიყო მთავრობის მიერ დანიშნული უმაღლესი პირი და სხვა...