The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მოხსენება ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის საზოგადოების საპატიო წევრებად არჩევის შესახებ

გოგებაშვილი იაკობ

მოხსენება ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის საზოგადოების საპატიო წევრებად არჩევის შესახებ

საზოგადოების წესდებულების მერვე პარაგრაფში დადგენილია: საპატიო წევრად ისეთი პირები ამოირჩევიან, რომელთაც დიდი რამე სარგებლობა აღმოუჩენიათ მწიგნობრობის გავრცელებისათვის ვისი პირადი მოქმედებით, ან ნივთიერი შეწირულებით, ასე რომ წირულების ფასი იყოს არანაკლებ ექვსასი მანეთისა“. შეიძლება   საპატიო წევრისა მიეთვისოს აგრეთვე იმ წევრსაცა, რომემეორედ იქმნება აღრჩეული პრედსედატლად, ანუ თავმჯდომარედ.

კრება ერთხმივ დამეთანხმა, რომ ყველაზე უდიდესი სამსახური რთული მწიგნობრობის წინაშე მიუძღვის ორს ჩვენს სასიქადულო პოეტსა: თ. ილია ჭავჭავაძეს და თ. აკაკი წერეთელსა, პირველი ამას გარდა ათი წელიწადი მეტია, რაც თავმჯდომარედ არის საზოგადოებისა და მისი გამგეობისა. ამის გამო მე დავაკმაყოფილებ მხოლოდ საყოვეელთაო სურვილს, თუ ვთხოვ — და კიდეც ვთხოვ — კრებას კითხვის საზოგადოებისას თავისს საპატიო წევრად ამოირჩიოს დ ორივე დასახელებული სახელოვანი ქართველი.

1895 წელსა, ოქტომბრის 13 დღესა.

ი. გოგებაშვილის მოხსენება ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის საზოგადოების საპატიო წევრებად არჩევის შესახებ (გვ. 237) დაწერილია 1895 წლის 13 ოქტომბერს (ცსსა ფონ. 481, საქ. 554, ფურ. 2). ი. გოგებაშვილის ამ მოხსე: ნების გამო საზოგადოების გამგეობამ 1896 წლის 16 აპრილს დაადგინა: „ეთხოვოს ბ. ი. გოგებაშვილს თავისი მოხსენება წარუდგინოს საზოგადო კრებას“ (ჟურნალი No 420, ფურც. 274). საზოგადოების წევრთა საერთო კრებამ იმავე წლის 12 მაისს ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ერთხმად აირჩია ქ.შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრებად „ნიშნად პატივის ცემისა ი) მოღვაწეობისათვის, რომელიც მიუძღვით მათ ქართულის მწერლობის და კერძოდ, ჩვენის საზოგადოების წინაშე“ (საზოგადოების წევრთა წლიური კრების 1896 წლის ოქმები, ცსსა, ფონ. 481, საქ. 554, ფ. 6—7).