The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გრიგოლ გურიელის და შერიფ ხიმშიაშვილის დაუვიწყარი ღვაწლი
გრიგოლ გურიელის და შერიფ ხიმშიაშვილის დაუვიწყარი ღვაწლი

დიასამიძე  ავთნდილ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფაკულტეტის ლექტორი, დოცენტი.

გრიგოლ გურიელის და შერიფ ხიმშიაშვილის დაუვიწყარი ღვაწლი

თქვენთა სახელთა ამაყად წარმოსთქვამს შთამომავლობა

გრიგოლ ორბელიანი

25 აგვისსტოს შესრულდა აჭარის დედასაქართველოსთან დაბრუნების 125-ე წლისთავი, საჭირო და აუცილებელია გავიხსენოთ და ჯეროვანი პატივი მივაგოთ იმ პატრიოტ მამულიშვილთა ღვაწლს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ოსმალეთის უღლისაგან მიტაცებული ძირძველი ქართული მიწაწყლის გამოხსნაში და ორად განაწილებული საქართველოს გაერთიანებაში.

ასეთთა შორის თავისი პატრიოტული საქმეებით და დიდი ღვაწლით გამოირჩევიან XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819-1891) და ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი სამუსლიმანო საქართველოში შერიფ-ბეგ ახმედის ძე ხიმშიაშვილი (1829-1892) პირველი - თავადი, გენერალი, რუსეთ-ოსმალეთის საკორდონო ხაზის (სასაზღვრო ჯარის) უფროსი (1860-1878 წ.წ.) და მეორე ბეგი, ზემო აჭარის გამგებელი (შემდგომში გენერალი), ვისაც დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა არა მარტო აჭარაში, არამედ მთელ სამუსლიმანო საქართველოში.

ჯერ კიდევ 1891 წელს გაზეთი „ივერია“ სამართლიანად მიუთითებდა, რომ „ქრისტიან და მაჰმადიან ქართველთა შორის ისე დიდად ცნობილი არავინაა, როგორც განსვენებული გრიგოლი, რომელმაც საერთო, საზოგადო სიყვარული დაიმსახურა თავის თანამემამულეთა“. როგორც გიორგი წერეთელი აღნიშნავდა, გრიგოლ გურიელს დიდი ხნიდან ჰქონდა ურთიერთობა ოსმალეთის საქართველოს ძველა მნიშვნელოვან გვართან. ურჩევდა მათ ახლოს ყოფილიძვნენ ჩვენთან და აღმოსავლეთის საკითხის სცენაზე კვლავ გამოჩენის შემთხვევაში, მზად ყოფილიძვნენ, რომ ხელსაძრელი მომენტით ესარგებლათ და ჩვენ შემოგვერთებოდნენ. გრიგოლ გურიელი ის პიროვნება ბრძანდებოდა, „რომელმაც ერისა და ქვეყნის წარმატების ფიქრში და ამ ფიქრის საქმედ ქცევაში დალია სული“.

ისტორიკოსი ილია ფერაძე, რომელიც კარგად იცნობდა გრიგოლ გურიელისა და შერიფ ხიმშიაშვილის დამსახურებას ქართველი ერის წინაშე, წერდა: „გრიგოლ გურიელს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველ ქრისტიანებთან ქართველი მა?მადიანების დაკავშირების საქმეში, ის იცნობდა კარგად ქართველ მაჰმადიანებს და იცოდა, რა სახით და რა კილოთი ელაპარაკა მათთან“... ხოლო შერიფ ხიმშიაშვილის შესახებ დასძენდა: „აჭარის სვე-ბედის გამგედ, მის ბატონად რუსეთთან შეერთების ჟამს ითვლებოლდა შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი, რომელიც მეტად უწყობდა ხელს სამაჰმადიანო საქართველოს რუსეთთან შეერთებას და ამის მეოხებით საქრისტიანო საქართველოსთან დაკავშირებას“. „მისი ღვაწლი აჭარელ ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრებაში დაუვიწყარია... შერიფ-ბეგის სახელი დიდების სხივით შემოსილია. მისი ქართველური შეგნება საძირკვლად გაუხდა ქართველი ქრისტიანების და ქართველი მაჰმადიანების დღევანდელ ერთიანობას“, - აღნიშნავდა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ 1915 წელს.

გრიგოლ გურიელი და შერიფ ხიმშიაშვილი ერთგული მეგობრებიც იყვნენ და მოყვრებიც. ამ მოძ- ვრობას, როგორც აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს, ორივენი დიდად აფასებდნენ. ყოველივე ეს კი მათი ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრების საბაბიც იყო და სამშობლოს ერთიანობის თაობაზე იმ რთულ პერიოდში მათ შორის გამართულ კონსპირაციულ მოლაპარაკებათა სანდოობის გარანტიც. ოსმალეთის უღელქვეშ თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში მყოფი ისტორიული ქართული მხარეების გამოხსნა მეტად მძიმე, რთული და სარისკო საქმე იყო. რთული და სარისკო საქმე იყო. ამისთვის გრიგოლ გურიელს და შერიფ ხიმშიაშვილს დიდ ტაქტთან, მეგობრობასა და ზომიერებასთან ერთად შერწყმული გამ- ბედაობაც და დიპლომატიური სვლებიც სჭირდებოდათ. საბედნიეროდ, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ ამ მამულიშვილებს საამისოდ ძველაფერი აღმოაჩნდათ: ბუნებრივი ზომიერების გრძნობაც, მეგობრული, მოყვრული, პიროვნული სიმტკიცეც, გამბედაობაც და დიპლომატიური ალღოც. ერთი რუსეთის იმპერიის სამსახურში იყო, მეორე - ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცებულ ზემო აჭარას განაგებდა, ორივენი კი ბედკრული საქართველოს შვილები იძვნენ და აქტიურად ცდილობდნენ თავიანთი სამსახურებრივი, პირადი მდგომარეობა ტაქტიკურად გამოეყენებინათ ორად გახლეჩილი საქართველოს გასაერთიანებლად. ქთამამად შეიძლება ითქვას: ამ ორმა პიროვნებამ, მათმა გმირულმა და სარისკო ნაბიჯებმა განაპირობეს 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის ის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც გამოიხატა ოსმალეთის მიერ მიტაცებული ისტორიული ქართული მხარეების დედასაქართველოსთან დაბრუნებაში, ეროვნული სხეულის გამთლიანებაში.

შერიფ ხიმშიაშვილი იმ თავდადებულ მამულიშვილთა შთამომავალი იყო, ვისი საზრუნავიც აგრესორ ოსმალთა მიმართ დაუმორჩილებლობა, მათგან სამშობლოს გამოხსნა უმთავრესი მიზანიც იყო და მათი სიცოცხლის საფასურიც. ოსმალთა წინააღმდეგ დიდი ამბოხების გამო, როგორც ზაქარია ჭიჭინაძე გადმოგვცემს, სელიმ ხიმშიაშვილს (შერიფის პაპას -ა.დ.) არზრუმის სერასკირმა ბაბა ფაშამ 1815 წლის 3 ივნისს თავი მოჰკვეთა. თავის მოკვეთის წინ სელიმ-ფაშას საჯაროდ დაუყვირია:

„მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“-ო.

ასევე მეტად საგულისხმო ანდერძი დაუტოვებია შერიფისათვის მამამისს ახმედ ხიმშიაშვილს, რომელსაც წინასწარგანჭვრეტით უთქვამს:

„იცოდე, შერიფ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენს მხარეს რუსეთი დაეუფლება, ისე, როგორც დაეუფლა ახალციხეს და სხვა მხარეებს, იქონიე მეგობრობა რუსეთთან და მოსაზღვრე მცხოვრებლებთან. ჩვენი ბედ-იღბალი და ბუნება რუსეთზეა დამოკიდებული და იცოდე, რომ ჩვენი გზა იქნება იქით და არა სტამბოლისაკენ“.

მამა-პაპის პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილ ანდერძს შერიფ ხიმშიაშვილი გულით ატარებ და და ახალგაზრდობიდან მოყოლებული ცდილობდა მის განხორციელებას, ხელსაძრელ მომენტს უცდიდა. „მუდამ ვცდილობდი, - წერს შერიფ-ბეგი, - ჩემის თავის და ჩემთა მოძმეთა გამოხსნას ჩემის ქვეყნითურთ ოსმალოების ხელიდგან და რუს ხელმწიფის ქვეშევრდომობაში შესვლას, რომლის მფარველობის ქვეშ იძვნენ დიდის ხნით მოდგმა ჩემი უმრავლეს საყვარელ მოძმეთ მხარე-ქვეყნები: იმერეთი, ქართლი, კახეთი, მესხეთის მცირე ნაწილი და სხვ. მაგრამ არ იქმნა, არ მეღირსა!

1853-ს ომიანობისა, ცოტა რამ იმედი მომეცა, ვამბობდი: აგერ ახლა გამოვალ ოსმალოების ქვეშევრდომობისგან, ჩემიანებსა და ჩემს ქვეძანასაც გამოვიხსნი იმათ მტარვალობისაგან და დიდებულ რუსეთს შევუერთდები. მაგრამ საუბედუროდ, ყოველი საშუალი გამიწყდა, გზა კვალი დამეხშა, ყოველგნით ფოლხი მომედვა და ხელი მომეცარა!“

როგორც ირკვევა, შერიფ ხიმშიაშვილს თავიდანვე დაუსახავს მიზნად აჭარის გამოხსნა და დედასაქართველოსთან დაბრუნება, რისთვისაც მას კავშირი დაუმძარებია ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან და მათი მეშვეობით რუსეთის არმიის სარდლობასთან. პერიოდულად იმართებოდა შეხვედრა-მოლაპარაკებები მათთან და ერთობლივი მოქმედების გეგმები დგებოდა დასახული ამოცანის განსახორციელებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით წინა პლანზე დგას იმხანად რუსეთ-ოსმალეთის სასაზღვრო (საკორდონო) ხაზის უფროსის, პოლკოვნიკ, თავად გრი გოლ გურიელის და შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილის ურთიერთობა, რომელთა ფართო ავტორიტეტმა და გავლენამ სამუსლიმანო საქართველოში მათმა შეხვედრა-მოლაპარაკებებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს არამარტო აჭარის, არა მედ საერთოდ ოსმალეთის მიერ მიტაცებული სხვა ძირძველი ქართული მხარეების (შავშეთი, ტაოკლარჯეთის ნაწილი, ლაზეთი) დედასაქართველოსთან დაბრუნებაში.

როგორც რუსეთის ხელისუფლების, ისე ქართველი საზოგადოების სახელით შერიფ ხიმშიაშვილთან და ოსმალეთის მფლობელობაში მყოფ ქართულ მხარეებში გავლენიან მაჰმადიან ქართველებთან შეხვედრა-მოლაპარაკებებს გრიგოლ გურიელი მართავდა. გრიგოლ გურიელი მართავდა.

გრიგოლ გურიელი ძლიერ სწუხდა, რომ აჭარა ჩამოშორებული იყო დედასაქართველოზე, აჭარლებში გავლენა ჰქონდა. ეს ალბათ იცოდა მაშინდელმა მთავრობამ და სანამ ომი დაიწყებოდა, ორი წლით ადრე გრიგოლი მიიპატიჟა თბილისში მაშინდელმა ნამესტნიკმა მიხეილმა (მიხეილ რომანოვი, - ა. დ.), საიდუმლოდ დაავალა, რომ გრიგოლი წასული- ყო აჭარაში, დაევლო მთელი აჭარა და შეედგინა საომარი მოქმედებების გეგმა. საამისოდ, ვითომცდა მსახურებად, მას მიუჩინეს სათანადო სპეციალისტები, სხვათა შორის, გრიგოლს მიუჩინეს გენერალური შტაბის ოფიცერი აწ განსვენებული გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი (როგორც ლაქია)... გრიგოლმა უვნებლად მოიარა მთელი აჭარა და მთავრობის დავალება ჩინებულად კი არა, გადაჭარბებითაც შეასრულა“. - წერს აპოლონ წულაძე.

ქართველ მაჰმადიანთა დიდი გულშემატკივარი ზაქარია ჭიჭინაძე კი გვამცნობს:

„ომის (1877-1878) წ.წ.. რუსეთ-ოსმალეთის ომი - ა. დ.) დაწყე- ბამდის ქართველ მაჰმადიანთა წინაშე საიდუმლოდ მოლაპარაკე- ბა იყო გამართული. აცნობეს მათ, რომ ეს კუთხე რაც უნდა ძვირად დაუჰდეს და ბევრი სისხლი დაიღვაროს, მაინც ეს ადგილები აღებული უნდა იქნეს და საქართველოსთან შეერთებულიო. ამიტომ უმჰობესი იქნება, რომ თქვენ უბრალოდ სისხლი არ დაღვაროთო. ასეთ წინადადების მოსალაპარაკებლად ჩვენის მხრიდან იყო დანიშნული გენერალი, თავადი გრიგოლ დავითის ძე გურიელი და მიხეილ ალექსანდრეს ძე მეფისაშვილი, რომლებსაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ შერიფ- ბეგ ხიმშიაშვილთან და დიდი გავლენა ოსმალოს საქართველოს ხალხზედ“ .

აჭარის, და, საერთოდ, სამუსლიმანო საქართველოს დედასაქართველოსთან დაბრუნების მიზნით, ერთ-ერთი უმთავრესი შეხვედრა-მოლაპარაკება მომავალ ომში ერთობლივი მოქმედების თაობაზე, გრიგოლ გურიელის და მიხეილ მეფისაშვილისა შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილთან, როგორც ირკვევა, 1874 წლის მაის-ივნისში გაუმართავთ. თვით გრიგოლ გურიელის და შერიფ ხიმშიაშვილის ერთობლივი მოწადინებითა და ძალისხმევით, როგორც ცნობილია, მომზადდა და 1874 წელს მოეწყო სამთვიანი (მაისი-ივნისი-ივლისი) მოგზაურობა ოსმალეთის საქართველოში შემდეგი მარშრუტით: ზემო აჭარა, შავშეთი, არტანუჯი, ლივანა, ლაზეთი. 17-კაციან ექსპედიციას სწორედ დიდი მამულიშვილი და შორსმჭვრეტელი პიროვნება გრიგოლ გურიელი ედგა სათავეში. გრიგოლ გურიელმა თავისი ამალით, რომელშიც გიორგი ყაზბეგი და მიხეილ მეფისაშვილი შედიოდნენ, 18 დღე (22 მაისი - 9 ივნისი) შერიფ-ბეგის სამფლობელოში გატარა და მათგან 12 დღე უშუალოდ შერიფ-ბეგთან იმყოფებოდა. აქედან 6 დღე სხალთას, თვით შერიფის სახლში დაჰყვეს, ხოლო მომდევნო 6 დღე სოფელ ბაკოში, ბეგის სააგარაკო სახლში გაატარეს, რომელიც განცალკევებით იდგა შესანიშნავ მინდორზე. ამ აგარაკს ქოჩახს ეძახიან, სადაც, როგორც გიორგი ძაზბეგი შენიშნავს, შერიფ-ბეგი და მისი ვაჟი მურთაზ- ბეგი განუძრელად თან ახლდნენ. ბეგი განუძრელად თან ახლდნენ. სათანადო ისტორიული წყაროების და მოძიებული მასალების გაანალიზება საფუძველს გვაძლევს თამამად ვთქვათ, რომ თავად გრიგოლ გურიელის და შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილის ეს შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობის იყო. იგი იყო საუკუნეობით მოშორებული ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველი მამულიშვილების შეხვედრა, რასაც დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. შეხვედრას ლაზათს მაინც მასპინძლის გულღია, მეგობრული და სტუმართმოძვარული მიღება აძლევდა. ამის მიუხედავად, ჩანს, დიდი კონსპირაციულობის ვითარებაში გაუმხელიათ სტუმრობის მიზანი, ვინაიდან მცირედი ეჭვის საფუძვლის შემთხვევაშიც ოსმალეთის ხელისუფალნი მკაცრ ზომებს მიმართავდნენ როგორც მოგზაურთა, ისე მათი მასპინძლის მიმართ. ისე მათი მასპინძლის მიმართ. გრიგოლ გურიელმა სწორედ ამ შეხვედრის დროს, სხალთასა და სოფელ ბაკოში გამართული მოლაპარაკებისას საიდუმლოდ გაანდო თავისი სტუმრობის ნამდვილი მიზანი - შერიფ-ბეგს რუსეთ-ოსმალეთს შორის მოსალოდნელი ომით ესარგებლა, დაკავშირებოდა რუსეთის ხელისუფლებას და ხორცი შეესხა მამა-პაპის ანდერძისათვის -დაებრუნებინა აჭარა დედასაქართველოსთან. აჭარა დედასაქართველოსთან.

სხალთასა და ბაკოში ამ ორი დიდი მამულიშვილის შეხვედრამოლაპარაკების დროს საბოლოოდ გადაწყდა აჭარის, და საერთოდ, სამუსლიმანო საქართველოს დედასაქართველოსთან დაბრუნების ბედი. ამ შეხვედრის დროს, როგორც პროფესორი შამშე მეგრელიძე აღნიშნავს, შერიფ ხიმშიაშვილს მასთან მოსალაპარაკებ ლად მყოფ გრიგოლ გურიელისათვის უთქვამს, რომ იგი ყოველმხრივ დაეხმარებოდა რუსეთს ომში და მოსახლეობის მხარდაჭერასაც დაჯპირებია. მოგზაურობის ნამდვილი მიზანი და სარისკო შეხვედრა-მოლაპარაკებათა საიდუმლოება რომ არავის შეეტყო და არ გაემხილათ, როგორც ზაქარია ჭიჭინაძე გადმოგვცემს, გრიგოლ გურიელს და შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილს ფიცით მტკიცე პირობა მიუცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შერიფ-ბეგს ოსმალოთაგან იგივე ხვედრი ხვდებოდა წილად, რაც მის პაპას სელიმს და მამას -ახმედს. და მამას - ახმედს.

როცა შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილთან გამართული შეხვედრა-მოლაპარაკებების შედეგებს ეხება, თვით გრიგოლ გურიელი გადმოგვცემს:

„შერიფ-ბეგ და სხვა ბეგებთანაც მე და მიხეილ მეფისოვს მოლაპარაკება გვქონდა და საქმე ისე ხერხდებოდა, მთელი აჭარა რუსის მხედრობას უომრად უნდა ჩაბარებოდა... საქმე მოწყობილი იყო და ხერხდებოდა ისიც, რომ აჭარლებთან ერთად არც ქობულეთელნი და ჩაქველნი გადგებოდნენ შორს, ესენიც უომრად უნდა ჩაბარებოდნენ რუსის მთავრობას, რადგან მათ იცოდნენ რუსეთის მთავრობის აზრი, რომ რაც უნდა დამართოდათ, ამ ომით მაინც იგინი ამ ადგილებს უსათუოდ აიღებდნენ. ეს იცოდნენ მათ და ამიტომ იმედიც იყო, რომ იგინი ჩვენ წინააღმდეგობას არ გაგვიწევდნენ“.

ასეთი მოლაპარაკებებით გრიგოლ გურიელმა თითქმის ოსმალეთის მფლობელობაში მყოფი მხარეების ყველა ქართველ ბეგს მიმართა და აუწყა მათ საქმის ვითარება და ყველას იმას ურჩევდა, რომ მშვიდობით და უსისხლოდ ჩაბარებოდა რუსეთის მთავრობას. ამისათვის იგი მათ საჩუქარსაც აძლევდა.

შერიფ ხიმშიაშვილმა მართლაც რეალობად აქცია თავისი პირო- ბა. მამა-პაპის ანდერძი და ოსმალეთის მთავრობის მკაცრი კონტროლის მიუხედავად, განმსაზღვრელი როლი შეასრულა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1879 წ.წ. ომში რუსეთ-საქართველოს მხარეზე თავისი გადმოსვლით და პრაქტიკული დახმარებით, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ოსმალეთის უღელქვეშ მყოფი ქართული მხარეების დედასაქართველოსთან დაბრუნებაში. დასაქართველოსთან დაბრუნებაში. მის ამ დიდ ღვაწლს სათანადო შეფასებას აძლევდა გრიგოლ გურიელი, რომელიც ხაზგასმით მიუთითებდა, რომ შერიფ ხიმშიაშვილი გახლდათ „თავისი ქვეყნის მოტრფიალე... ახმედ-ბეგის შვილი, კარგად მცნობი მთელი საქართველოს ავკარგიანობის, დიდი მონატრე ქართველი ერის დაკავშირების და გაერთიანების... უნდა გავიხსენოთ, რომ სელიმ-ფაშას ნატვრა და ასევე ამის შვილის ახ- მედ-ფაშას ნატვრის შესრულებისავე მოტრფიალე იყო შერიფ-ბეგი და ეს ამას მოესწრა კიდეც. შეუსრულდა ამას ნატვრა და საქართველოს ადგილების საქართველოსთან ერთობა. ეს პირი დიდი მომხრე იყო ამისი“

თვით შერიფ ხიმშიაშვილი კი გრიგოლ გურიელთან და მიხეილ მეფისაშვილთან მეგობრობას, მათთან გამართულ მოლაპარაკებებს, ერთობლივ საქმიანობას აძლევდა დიდ შეფასებას და გაზეთ „დროებაში“ აცხადებდა:

„განა მოიპოვება ყოველთვის სადმე მისთანა ერთგული მოყვარე მეგობარი, რომ შენი ხვაშიადი მიანდო, პატიოსნად შეგინახოს და არ გათქვას? განა მოიძებნება მუდამ თ. გრ. გურიელისთანა, უ. მ. მეფისაშვილისთანა და ზოგიერთი ახალციხელებისთანა გამოსადეგი ძმა კაცები გაჭირვებული კაცის ხელიხელ მანდილად და წყლული გულის სალბუნ წამლად რომ ისარგებლოს ჩემისთანა სვე-ბედიდაგან განწირულმა კაცმა?!“


1878 წლის 25 აგვისტოს რუსქართველთა მხედრობა ბათუმში შევიდა. აჭარა დედასაქართველოს დაუბრუნდა. ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით ბათუმში რუს-ქართველთა მხედრობის საზეიმო ბანკეტი გაიმართა. ტოლუმბაშობა გენერალმაიორ შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილს მიანდეს, რაც უპირველესად რუსეთ-ოსმალეთის ომში მისი დიდი დამსახურების აღიარებაც იყო.

შერიფ-ხიმშიაშვილი, როგორც პატრიორტი მამულიშვილი და მჭევრმეტძველი თამადა ერთ-ერთი პირველთაგანი აღნიშნულ ბანკეტზე საგანგებო სადღეგრ- ძელოთი სიხარულით მიესალმა საქართველოს გამთლიანებას, ძირძველი ქართული მხარის დედასამშობლოსთან დაბრუნებას და აღნიშნა:

„ესეც იმათი სადღეგრძელო იყოს, ვინც ამ ომში მონაწილეობა მიიღო და ჩვენ, ძველი და ახალი განაწილებული ქართველები შეგვაერთა!.. არც ჩვენგან და არც ჩვენი შთამომავლობისაგან დავიწყებული არ იქნება მათი შრომა (გაზ. „დროება“, №182 8 ენკენისთვე, 1878 წ.)“.

ამ მიმართებით კი უდიდესი იყო თვით შერიფ ხიმშიაშვილის და გრიგოლ გურიელის პრაქტიკული ღვაწლი.

გრიგოლ გურიელმა და შერიფ ხიმშიაშვილმა რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომაც ბევრი რამ გააკეთეს დედასაქართველოსთან დაბრუნებული აჭარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული აღმავლობისათვის, გამორჩეული წვლილი შეიტანეს ქართველ მაჰმადიანთა ოსმალეთში გადასახლების შესაჩერებლად, ქრისტიან და მაჰმადიან ქართველთა შორის ძმური კავშირისა და ერთიანობის დასამკვიდრებლად. კვიდრებლად.

განაწილებული საქართველოს გასაერთიანებლად გრიგოლ გურიელის და შერიფ ხიმშიაშვილის სამაგალითო წვლილი ისტორიის კუთვნილებაა და იგი თაობიდან თაობას ჩაუქრობელი ლამპარივით გადაეცემა. სწორედ ამ მოტივმა გვიკარნახა ჩვენ, როგორც მკვლევარს, მკითხველისათვის მცირედად მაინც მიგვეწოდებინა ამაგდარ მამულიშვილთა დიდ ღვაწლზე სათქმელი. თა დიდ ღვაწლზე სათქმელი.