The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შინაური მიმოხილვა

თულაშვილი ვახტანგ

სხვა და სხვა ამბავი

შინაური მიმოხილვა

ახალი წელიწადია და ახალი ამბები უნდაო, მეტევის მკითხველი. არა, მკითხველო, ამ ჟამად ძველ ამბავს გიამბობთ ახალის მაგიერად. ტფილისის გარეშე მცხოვრებელი ხალხი გვკითხამს: განა იმისთანა ახალი ამბავი არ არის რამ, რომა (ვენთვისაც საჭირო იყოსო ? სხვა და სხვა გვარი არიან მკითხველები ქალაქ გარეთ სოფლად მცხოვრებლებ შორის: ზოგს ჰგონიათ, რომ ტბილისის ქალაქი ასეა განათლებული დაწინაურებული, იმდენი საზოგადო საქმეები რიგდება ის, რომ არა სჯერათ, როცა იმათ კითხვაზე უპასუხებს კაცი: ახალი ამბავი არა არის რაო. ისინი გაოცებით დაიწეობენ ეურებას. მეორე გვარი მკითხველები იმათ შორის არიან ისეთნი, რომელთაც აღარა სჯერათ რა იქაური. რაც უნდა მოხდეს გაიგონონ, მაშინვე პირში გაგიცინებენ თუ ცოტა ოხუნევიც არის მაშინვე გეტევის «მახლას», თავს უგემურად გაიქნევს გაბრუნდება. ამისთანა კაცს იმის ძლიერის «მახლასის» შემდეგ რაც უნდა უთხრა, რაც უნდა საბუთები წარმოუდგინო ფაქტისა, რომელზედაც ელაპარაკები, იმის პასუხი ეს არის: «ვნახოთ ვნახოთ, თუ სიკვდილმა არ გვისწრო., სიბერე ხომ შორს არის., დაიხვევს ამ უგემურ სიტყვებს ულვაშზედ და მერე თუნდ, გვარ ხედ და სახარებაზე შეჰფიცოს, მაინც კიდევ ის სწირა,ს როგორც უწირვნია, ესე იგი, იცხოვრებს (დასაჯერებელს არ დაიჯერებს. აი, საყვარელნო მკითხველნო, სხვათა მკითხველთა შორის ამათთანასაც უნდა ვებაასოთ ამის შემდეგ და ამისთანაებსაც უნდა გაცნობოთ ხოლმე აქაური, თუ უცხო ქვეყნების ახალი ამბები. ეხლა, უნდა გავშინჯოთ ჩვენ, რამოდენასაც შევიძლებთ, ის რომ როგორ წარმოდგნენ და გამოსცხადნენ ჩვენში ამისთანა ხალხი, ზოგნი ყველაფრის დამჯერი და ზოგნი ყველაფერზედ უჯერონი. პირველნი ზემო-მოხსენებულნი პირნი უმეტესად არიან იმისთანები, რომლებიც თავიანთ სოფელს ათ წელიწადში ერთხელ არ მოშორდებიან და იქვე დაასრულებენ თავიანთ სიცოცხლესა, სადაც დაიწეობენ ხოლმე. უმეტესი ნაწილი მათგანი არიან პრაპორშჩიგები თუ პოდპორუჩიკები ერმოლოვის დროებისა. იმათ თავიანთ წილი სისხლი დაუღვრიათ კიდეცა მითამ საქართველოს გაჰრიელებისათვის, რისგამოცა ძალიან თავიც მოსწონთ; მიუღიათ ჯვრები და მენდლები, მერე გამოსულან «ასტავკაში», ჩემ ძმა და მამულს უნდა მოუაროო. ეხლა თუ ხანდისხან მოიგონებენ ხოლმე ჩვენს მტვრიან ტფილისსა ისიც კენტის ერის დროსა, რომელსაც, ზოგი ერთი მათგანი, აღდგომასავით მოელის. ამ დროს შეაწუხებენ თავიანთ თავსა, ჩამოვლენ ქალაქში და ერთი-ორიოდ კვირა, ჩოხებში გამოწკეპილები, ხლმით, დადიან შეერილობა ში: ეს შემთხვევა იმისთვის უფრო სანუკვარად მიაჩნიათ, რომ დადიან ზოგიერთ პირთან თაყვანის საცემლად.

ამათში ახალგაზდებიც ურევიან, უმეტესად ისინი, რომლებსაც არ შეუსრულებიათ თავიანთი განათლება კარების სასწავლებლებშია (школа военныхъ воспитанников). როცა მიმხვდარან, რომა ამისთანა სწავლითა წინ ვერ წავალთო. გერას ფერსაც ვერ უშველით ჩვენს თავსაო, მეორენი, ესე იგი ყოვლად უჯერონი, ამათ არა გვანან: ისინი დიდხან ყოფილან ტფილისში, დიდხანს უმსიახურნიათ, ყოფილან საზოგადო მოღვაწენი. მაგრამ, ვინ იცის, რის მიზეზით დაუნებებიათ თავი სამსახურისთვის, საზოგადო ზრუნვალებისათვის და მოშორებიან ამ წუთის სოფელს... ისინი მაინცკიდევ გულში არ ივიწყებენ ადრინდელ დროებასა, რომელიც ისე მუხანათად ხელიდამ წასვლით. იმათთვის საინტერესოა ყოველი ცვლილება, ოღონდ ის ცვლილება მთავრობის განკარგულებით კი იყოს მომხდარი: ე. ი. რისთვის გამოაგდეს სამსახურიდამ ესა და ეს კაცი, იმის მაგიერად ვინ დანიშნეს და სხ. თუ შეხვდათ ვინმე ქალაქიდგან ახალი მოსული, მაშინვე დაწვრილებით გამოჰკითხვენ იქაურს ამბავს: «ვინ არის ნაჩალნიკად, იმის თანაშემწედ, დიამბეგად, ხომ არ უპირობენ გუბერნატორს გამოცვლას?» მაშინვე თავის გუნებაში ჩამოსთვლიან თითო თითოდ, ვინ უნდა განწესდეს იმათ მაგიერად და ვინ არა; დაიწეობენ მაღალ ფარდედებით განსჯასა, რომ ის ამ ალაგს კარგი იქნებაო., ის იმას ემჯობინებოდაო და სხ. ბოლოს ეს ამდენი ბაასი და თავის ხეთქა თავდება იმითი, რომ მეცნიერულად წარმოსთქმენ: მაინც არ იქნებ: რა რიგიანიო. თუ იმათ უთხარით, რომ აი საზოგადოებას ესა სურს მოახდინოს, ამ საქმეზე ფიქრობს, ჯასუხის მაგიერად პირში შემოგცინებს, - პასუხად ესეც სამყოფია.

ეს ჩვენი ნათქვამი გვაჩვენებს, რომ ზოგიერთ გარდა ჩვენ საზოგადოებაში არიან ორგვარი ხალხი: პირველი, რომელსაც ჰსჯერა სუყველაფერი, თითქმის, რაც უნდა ადამიანმა უთხრას, ოღონდ კი გაუხსენოს ქალაქში მოხდაო; მეორე, რომელსაც ჯიუტობით აღარა სჯერარა, მინამ თვალით არ ნახავს, ან თავის ყურით არ გაიგონებს. ამ ორ გვარის პირების ყოფნა ძალიან შესაძლო არის საზოგადოობაში, ნამეტნავად ჩვენისთანა ში. დროებისაგან წარმოსდგება ამ გვარი ვითარება, რომლის გარკვევაც, რამოდენადაც შეიძლება ჟურნალის სტატიაში, შეადგენს ჩვენ პირველ სტატიის საგანს.

ერთი ზღაპარია, საკვარელნო მკითხველნო, ირემზე, ცხენზედ კაცზე. ირემმა რქით დაუწყო რჩოლა ცხენსა, ცხენმა სთხოვა შემწეობა კაცსა, რომ მოეშორებინა მომბეზრებელი ირემი. კაცმა დაადგა უნაგირი ცხენსა და ორივემ ერთად გააგდეს ირემი საძოვრიდგან. შემდგომ ცხენი მიუბრუნდა უთხრა თავის მექომაგესა: «დიდად გმადლობ შენა! მაგრამ მამხადე ეხლა კი ეს უნაგირი და გავშორდეთ ერთმანეთს მეგობრულად, ან არა და მომიშვი ცოტა მაინც მოსართავი და ლაგამი, რომ მცირედაც არის სიარული გამიადვილდეს.» «რა გეჩქარება? — უპასუხა კაცმა, უნაგირი მშვენივრად გიხდება; შენც ისეთი მორჩილი ხარ, როცა უნაგირი გადგია, — მეც სწორედ გითხრა არამც თუ ეხლა, საკულავოდაც ფიქრადაც არ მაქვს, შენზედ ხელი ავიღო..» ამ ზღაპარს, რომ მივამგზავსოთ ადამიანისა, თუნდ მთელ საზოგადოობის ცხოვრება მაშინ გვექმნება შემთხვევა ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა იმაზედ, რაც შეადგენს ხალხთა შორისის სამართალასა, სახელმწიფოების ან საზოგადოებათა შორის მოვალეობასა, ერთი სიტყვით საერთოა ძლიერის და უღონოს შორის მიქცევ-მოქცევასა. ქვეყანაზედ რომ სადმე მარტო ორი სახელმწიფო იყოს ურთიერთის მომიჯნავედ, ერთი მათგანი ძრიელია დიდი, მეორე პატარაა უღონო, მაშინ იმათში. რის ვერ მოთავსდება არა რაიმე სამართალი. მაშინ პატარა და უღონო სამეფოს არ შეეძლებოდა დაეცვა თავისი დაუმოკიდებლობა ძლიერ და ღონიერ სამეფოსაგან. დიდი სამეფო უთუოდ დასჩაგრავდა, დაამონვებდა პატარასა და ბოლოს ისე გაუხდიდა საქმეს რომ შეიერთებდა კიდეც თავისთან და ორისაგან შეადგენდა ერთს სამეფოსა. ასე მოხდება უეწველად, იმიტომ-რომ ჩვეულებრივად ყოველთვის ეგრე მოხდება ხოლმე. • • • • • • • • • • • • • • • • • • • - . . . . . . . . . . . . მაგრამ რაკი ქვეყანაზედ ამათ გარდა სხვა მრავალი სამეფოებიც არიან, რომელნიც ერთი ერთმანეთს უთანასწორებენ და იოკებენ, მაშასადამე, შესაძლო არის რომ დიდთან პატარამაც იცხოვროს, ძრიელ სამეფოთან— უღონომაცა. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში უღონო სამეფო თავისთავად შეეკვრის პირობით ძრიელს სახელმწიფოსა, რათა მომეტებულად მტკიცედ დაიცვას თავის თავი. ამ პირობას აქვს მნიშვნელობა ვიდრე ის გარემოებანი, რომელთაც იგი შეაკვრევინეს, არ გამოიცვლება. რაკი გარემოება გამოიცვლება, მაშინ იმა შეკრულებასაც აღარა აქვს ძალა, ე. ი. ძლიერი სამეფო. აჰყვება ხოლმე თავის ნებაყოფლობასა და რაც პირობა აქვს იმას უარჰყოფს, და იმ ძველ კანონიერ პირობას ვიღა სთხოკებს ყურსა? • • • • • • • • • . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მაგრამ კი უმაღლესი ბუნებითი კანონი არასდროს არ დაჰკარგავს თავის ძალას, არ დაუკარგავს . . . ხალხს თავის სურვილსა და არ დაუბრკოლებს მოძრაობას. ეს კანონი ჭეშმარიტებისა მოითხოვს, რომა სუყოველის ფერსა, რასაც კი აქვს ჩასახული სიცოცხლე, მოძრაობა და გონიერება უნდა უთუოდ ცხოვრებდეს, მოძრაობდეს, თავის საჭიროებისათვის ფიქრობდეს. ხალხის ცხოვრება დღეს იქნება თუ ხვალე, გამოაცხადებს თავის შინაგანს ძალასა და სხვასაც აგრძნობინებს, რიმ ეგ ძალა სრულიად არ არის ჯერ კიდევ გამქრალი.

ხალხის სურვილი შეიძლება, რომ ხშირად შესცდეს, ფაქტი გადაასხვაფეროს და შეცდომით ხედავდეს იმას, რაც არ არის ფაკტებში; ეს სუყველაფერი შესაძლებელია მოხდეს როგორც ერთის კაცისაგან, ისე მთელი საზოგადოებისაგანაც. როგორც ყველგან ისე ხალხთაშორისი სამართალი განისაზღვრება ჭეშმარიტებისაგან, რომელიც შეშვენის ადამიანის გონიერებასა, ადამიანის სვინიდისს არა პირობების დადებისაგან, რომელნიც წარმოდგებიან ისტორიულ საჭიროებისაგან, ა ისევ ამავე საჭიროების ძალით განქარდებიან ხოლმე.

საზოგადო საქმის შევიწროებულ მდგომიარობაში, მართალია, მოჩნდებიან იმისთანა პირნიც, რომელთაც საზოგადოობისათვის გული შესტკივათ, მაგრამ იმათშიაც, ჩვენდა საუბედუროდ, იმისთანანი გამოერევიან, რომელნიც თავიანთ თავს არ ივიწებენ, საზოგადო საქმეში ეძებენ მარტო თავის საკუთარ სარგებლობასა. ეოველი მათგანი (რასაკვირველია უკეთესი) იმოდენად დასთმობს თავის საკუთარს სარგებლობას და მოიტანს მსხვერპლად, რამდენადაც ესმის საზოგადო გაჭირება ე. ი. ვისაც უფრო უკეთესად ესმის ის უფრო ბევრსა სთმობს. ეს პირნი შეადგენენ ხალხის უკეთეს იმედსა, მათგან მოელის ხალხი ყოველ კეთილსა, წარმატებასა, გაჭირებიდგან გამოხსნასა. ამათ გასინჯვასაც, რომ შევუდგეთ, არ იქნება მეტი გადავავლოდ თვალი ხალხის წარსულ ცხოვრებასა, რათა გამოვიკვლიოთ მიზეზი, რისგამოც იგინი წარმომდგარან. იმ ორ გვარ ჩვენი საზოგადოების პირთ შორის, რომელზედაც ვთქვით ზევით რამდენიმე სიტევა, პირველნი არიან გასამტეუნარნი, რომ სუყველაფერზედ იმაზე გვერწმუნებიან, რაც იმათ არ შეეხებათ, განუსჯელად (უკრიტიკო-დ). იმათ ისე გუტარებიათ თავისი დღენი, რომა არ შეუძლიათ კრიტიკული განსჯა იმ გარემოებისა, რომელიც არ მომხდარა იმათ თვალწინ იმათ ცხოვრებაში არ გამორეულა, ამისათვის, რომ სცხოვრებენ უძრავად, თავიანთ სახლის განუშორებლად. რადგანაც არ ჰქონიათ ღონის-ძიება, რომ სწვლა და ცოდნა მიეღოთ, ამიტომაც ვერ ასცდენილან მამა-პაპურ ცუდ-სარწმუნოებასა, იმ დებულებასა დ ჩვეულებას, რომელნიც მოსახმარნი აღარ არიან. ამ ხსენებულ პირებს დღესაცა ჰსჭირთ ეგ ჭირი, რომლისგანაც გადარჩენა შეიძლება მხოლოდ დიდის მეცადინეობითა და წვალებით. ეს ჭირი მით უფრო მავნებელია მოსარიდებელი, რომ კაცს თვალებს უხვევს ასე, რომ თვით უზდელობას განათლებად დაანახვებს. უმეტესი ნაწილი მათ შორის არიან უფრო. ღარიბი აზნაურები, ან თავადები, რომელ მშობლებსაც ნდომიათ სურთ კიდეცა შვილების გაზდა, იმიტომ,-რომ დრო. ბა ითხოვდა მას. მაგრამ ღონისძიებას მხარი არ მიეცა. იმითი კეთილი სურვილი ნდობა შეუძლებლობისაგმო დადგა იმაზედ, რომ შვილები შინ უნდა დაეზარდათ. ყველამ ვიცით რა რიგათან იზრდება ქმაწვილი ჩვენ სოფელშია. მინამ უმარწვილი ფეხს იდგამს, დედ-მამას კალთაში უგორამს დღე და ღამე მუთაქასავით, ყურში წინდაუხედავადჩვენი ჩასძახიან სხვა სხვა თავიანთვის სასაცილოს სიტყვებს. ყველამ ვიცით რა არის პირველი ფრაზა, რომელსაც ასწავლის დედ-მამა და რა სიხარული შეუდგებათ, როცა უსუსური ბაშვი წამოიძახებს «მამა ... ლო) ეს არის ზოგიერთ სახლში თითქმის ეპოქა. ქალი სიხარულით ატაცებული დედას და ნათესავებს სწერს ესე: «ჩემი ყმარწვილი ფეხის ადგმას ცდილობს და ლაპარაკობს კიდეც ასე, რომ, არ დაიჯერებთ, თავის პაპას (თუ მამას) გუშინ უთხრა «მამა ...ლო;» —ზედაც დაატანს—«ძალიან გონიერი ყმარწვილი არისო... ეს ბავშვები ცოტა რომ მოჩიტდებიან, დაიწყებენ მინდორში ბუხარაობასა და თრევას. დედ-მამა შინ ვეღარ ნახავს, თუ არ ღამით, როცა ლაფში ამოვლებული დაქანცული და დაღლილი მოუვათ შინ შვილი დასაძინებლად. ხან ურემზედ, ხან კალოზედ, ხან ჩიტის ბუდეების საძებნელად დარბის საწყალი გაშკი, ბინდის დროს მოსამსახურეებში გაერევა და უგდებს ყურს სხვა და სხვა უწმაწურ ლაპარაკსა; აი ამ გვარად ატარებენ თავის სიყმაწვილესა ჩვენი ყმაწვილები. ბოლოს კი დედ-მამა შეუდგებიან ფიქრსა: შვილისთვის უნდა ვიზრუნოთო, შვილს გახდა უნდაო. ფიქრით დღე და ღამე არ სძინავთ. ამ თავიანთ დიდ ფიქრს დასრულებენ იმითი, რომ ან ვოენნი გოსპიტანიკად მისცემენ პოლკში, ან ჩაიყვანენ ახლო ქალაქში უეზდის სასწავლებელში; აუჩენენ ბინასა ან სომხის ან ქართვლის სახლში, საიდამაც ყმაწვილმა უნდა იაროს სასწავლებელში. თუ დედ-მამა ცოტა განათლებულნი არიან და ტფილისში რამდენჯერმე ყოფილან, მაშინ მოიფიქრებენ, მოდი ჩვენი შვილები რუსეთში (კორპუსში) გავგზავნოთო. აქედგან დაიწეობა ცოლისა და ქმრისა შორის ლაპარაკი: თუ ქმარს სურს იქ გაგზავნა, ცოლი უთუოდ იმისი წინააღმდეგია. უნდა ვსთქვათ ამ შემთხვევაში ქება ჩვენი დედებისა: ისინი იშვიათად გამოიმეტებენ შვილსა იქ გასაგზავნად. იმათი გული წინათვე გრძნობს, რომ იმათ შვილებს კეთილი არ დაეჭრებათ იქ წასვვლით. მაგრამ რა უნდა ჰქნან, საყვარელნო მკითხველნო? საჭიროება, მხოლოდ მიუცილებელი საჭიროება გააბედვინებს ხოლმე რუსეთში შვილების გაგზავნასა !...

აი ჩვენი ყმაწვილი მოშორდა შინაურ წინდაუხედავ ზრდასა, ეხლა ვნახოთ, რა ხეირი დაერება სახლის გარეთა. ყველამ ვიცით და დავრწმუნდით, რომ ყმაწვილის გახდა სამხედრო სკოლებში (школа военныхъ воспитанников). არას გვაძლევს რიგიანს. ჩვენ ამ ჟამად არას გვაძლევს რიგიანს. ჩვენ ამ ჟამად არ შეუდგებით მიზეზის განჩხრეკასა, ეს ძალიან გაგძელდება – კმარა რომ ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა იქაურ გამზდელებზე. ვინ არიან იქაური გამზდელები ? ვინ არიან მასწავლებლები? უფრო. ზოგჯერ სალდათები. გინა ჰყავთ ამხანაგი და მეგობარი ? ისევ ის სალდათები და სალდათის შვილები. ჩვენი ბუნებითი ჩვილი და ნიჭიერი უმაწვილი ადამიანმა რომ გაურიოს სალდათებში, რომელთაც თავის მდგომიარობის გამო აქვთ, თითქმის, დაკარგული ყოველი ნაზი საქციელობა და მიდრეკილება, თქვენ თითონვე თქვით, თქვენი ჰირიმე, რა გამოვა იმ ემაწვილისაგან ?... მართალია, ამ სკოლებიდგან გამოსულა ზოგიერთი რიგიანი კაცი, რომ ბევრს სხვაზედაც უკეთესია, მაგრამ იმ აზრზედა ვდგევართ, რომ თუ მართლა რიგიანი კაცი გამოსულა იქიდამ — ეგ იმ სკოლების მოწყალება კი არ არის, არამედ თვით ბუნებისა, რომელსაც მიუღია იმ კაცისათვის იმოდენა ნიჭის სიმტკიცე გონებისა თუ გულისა, რომ გადურჩენია იმისი კაცობა სკოლის უხეირო ხელის გაწელვისაგან. არაფერი შემატება არ მისცემიათ იმ სკოლებისაგან არც შვილსა და არც დედ-მამასა იმის მეტი, რომ რამდენიმე ხანი ბაშვი მუქდად გამოკვებულა. სხვა დედ-მამებისა კი, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე ფულის დახარჯვა თავიანთი შვილის გახდაზე, ჩამოჰყავთ ყმაწვილები მახლობელ ქალაქში, და შეძლებისა და გვარად, ბინას აუჩენდნენ ან მდიდრის და ღარიბის სახლობაშია. ხომ იცით საყვარელო მკითხველნო, რომ ჩვენ დალოცვილ ქვეყანაში ყველა უეზდის ქალაქში არის: უეზდის სასწავლებელი, სადაცა ჩვენი ყმაწვილები იგემებენ ხოლმე სხვა და სხვა მეცნიერებას. როგორც ვსთქვით ზემოდ, შეძლებაზედა ჰკიდია უმაწვილის მიბარება: თუ დედ-მამა შემძლებელი არიან, მეტს მისცემენ შვილის შესანახავსა, მაშინ რაც უნდა იყოს მაინც უფრო დარწმუნებულნი არიან, რომ რიგიანად შეინახვენ; თუ არა ამოურჩევენ ღარიბს სახლსა და მაშინ თქვენ მტერს დაადგეს ის დღე, რაც იმას მაშინ დაადგება, თუ ნამეტნავად სიღარიბესთან ურიგო სახლობაც შეხვდება. ჩვენ თითონ ვართ მოწამენი, რომ მოსამსახურეზედ უარესად ეკიდებიან მიბარებულ ყმაწვილსა. ბაზარში იმას გააგდებენ; ხშირად წელს იმას ხიდინებენ; შეშას აჭრევინებენ ტ არაფერში არ ზო-გვენ. თქვენ თითონვე სთქვით, საყვარელნო მკითხველნო, ყმაწვილს შეუძლიან. რაც უნდა ბევითი და ნიჭიერი იყოს, იმისთანა მდგომიარებაში ისწავლოს რამე ? სრულობით ვერაფერი ვერ შეუძლიან. ჩვენ არ გვინდა გამოუდგეთ დაწვრილებითს გაჩხრეკასა, რომ რას, ან როგორ ასწავლიან ჩვენ უეჭდების სამეცნიეროებში, თორემ ბევრს კარგს ვიტეოდით, და ის თქმული ბევრს ............

დედ-მამა თუმცა ხედვენ თავისი შვილის ამისთანა მდგომარეობას, მაგრამ ვერა უთქვამთ რა შემნახველთათვის, იქნება იმის გამოც, რომ ჰგონიათ რომ ეს მორჩილობა არისო., რომელიც უმეტეს კაცობრივ ღირსებად მიაჩნიათ აქამდისაც ჩვენში. ოღონდ მორჩილი იუო-სო თუნდა სხვა ნურაფერი ეცოდინებაო; მაშინ კარგი შვილი გამოვაო, ფიქრობს ხოლმე გულ-ხმიერად ჩვენი ძმა-კაცი. აი რაზედ არ დაივუძნებული საქართველოს ზრდას განათლება ! ეს არის ზომა ერთისაც და მეორისაც. ეს კი არ იციან, რომ იმისთანა მორჩილობა არ შეეფერება არც დროს და არც ადამიანს, რომელმაც თავისი ფასი ყოველთვის უნდა იცოდეს. ამას გარდა არა გრძნობენ, რა ჩაირად ეჩაგრებათ შვილი ამისთანა უპატრონობითა, რანაირად ეკარგებათ გულის ყური და სიკეთე ყმაწვილებისა! ამას არ დაზდევენ დედ-მამა, რასაც კაცობრიობა ყველასი და თვითვეულისა მოითხოვს აღზრდაში, იმათ მარტო ის უნდათ, რომ შვილმა რუსული წერა და კითხვა გიკვეთოს და თავის დროზე გამოიყვანონ სასწავლებელიდგანა და მაშინვე წაჩხირონ სადმე სამსახურში, რათა თავისი თავიც შეინახოს და ჩვენც შეგვინახოსო. ამ უპატრონო მოწაფეთა შორის ურევიან ისინი, რომლებსაც ხანი გააუვათ და ხუთს-ექვს წლობით არიან თითო კლასში. იმათ მოსწყინდებათ ხოლმე ეს დიდი მეცნიერება უეზდის სასწლებლებისა, მოახდენენ რასმე, ან ზედამხედველ შეაგინებენ, ან უფროს მოწაფესა სცემენ და თავიანთ თავად დაბრუნდებიან შინა იმ აზრით, — ჩემს ქმა და მამულს რომ მოუაროო, მე მშიერი არ მოვკვდებიო, ცოდნა იმას უჭირსი, ვისაც შინ ლუკმა არა აქვსო.. თუნდა ეს არ იყოს მაინც თუ მოწაფე ტოტა გონიერია, მაშინვე მიხვდება რომ აქაური სწავლა (უე ხდის სასწავლებლისა) მაგდენ არა ფერად გამამადგებაო; თუნდა პირველიდგან გამოვიდე, თუნდა სწავლა დავასრულო, მაინც ერთი ბოლო აქვს: მწერლად უნდა გავემწესო; რაც ადრე გავმწესდება, მით უფრო კარგიაო.

ეხლა უნდა ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა იმაზე, რომლებიც იზდებიან კორპუსებში. წარმოიდგინეთ, ჩვენი აქაური ემაწვილი 8 ანუ 9 წლისა ჩჩვილი, ნიჭიერი, რომელსაც დედისგან მოშორება უჭირს, უნდა გაიგზავნოს რუსეთში, სადაცა არც ამისთანა ჰავა არის, არც ხალხი, არც ჩვეულობა. ცხადად გვიმტკიცებენ მაგალითები, როგორც დაბოლოვდებოდა ხოლმე რუსეთშია ჩვენის ყმაწვილების საქმე. იშვიათი დედა იქნება, რომელიც არა ტიროდეს იქ დამარხულს შვილსა, იშვიათი დედა იქნება, რომ იმისი ცოცხალი, ცქვიტი, კიანმრთელი ბა შვი, დედისაგან დაუტირებელი შვილი არ დაეფლას უცხოეთის მიწაშია. თუ ასში ხუთი გადურჩა ჩრდილოეთის ჰავის ბოროტობასა, ის ხუთიც ან დასნეულდებიან, ან დაიხურებიან საუკუნოდ, ან კიდევ ისევ სნეულობისაგამო უკანვე დაუბრუნდებიან საცოდავს დედასა, რომელიც გაყვითლებულს ფერმიხდილს, დასუსტებულს ბაშკშია ძლივღა იცნობს თავის შვილსა ლ მაინც ხარობს, რომ"თუ არ წითური ბავშვი, იმისი ჩრდილი კიდევა ნახა სიკვდილამდინა. ვაი ამ სიხარულს! უილაჯობის სიხარულია. მართალია, როგორც გვესმის და როგორც ვხედავთ, ის ყმაწვილები, რომელთაც ბედი მიჰსცემით და დაუსრულებიათ კორპუსი, სწავლით თუ სიკეთით თავის რუსის ამხანაგებზედ უკან დარჩომილნი არ არიან, მაგრამ რა გამოვიდა: თავიანთი ენა, ჩვეულება სამარადისოდ ავიწყდებათ; სუყველა აქაური უცნაურად მიაჩნიათ და არ მოსწონთ; იმათ ჰგონიათ, რომ სულ ისე უნდა იყოს მოწუობილი, როგორც რუსეთშია, თვალში ეჩოთირებათ, რომ ჩვენი ცხოვრება არ ემგზავრება რუსეთისას და ვერც შეიძლება მგზავსოს სხვა და სხვა მიზეზისაგამო, იმ კანონის გამო, რომ ერველს ტანსა თავისი ზომა აქვს. ეგ მიზეზი, ეგ ზომა იმათთვის უცნობელია ს მიუმხვდარი. ამას გარდა, რამდენიც ვიცით, კორპუსიდან გამოსულნი აფიცრები ისეც არიან დაწინაურებულნი, აქაურ აფიცრებზე, (რომლებსაც ენა მაინც არა აქვსთ დავიწყებული), რომ მაგის გულისათვის შვილები შევჰსწიროთ რუსეთში ვგზავნოთ. ზოგნი მკითხვენ: თუ რუსეთში წასვლა ამაოა მარტო სიკვდილისა და სნეულებისთვის მიდიან, მაშ რათ იკვლენ თავებსა ეხლანდელი ემაწვილი კაცები იქ წასვლისათვის ? რომ არ ეგონოთ, რომ ამ კითხვით მახეში გაგებმევით. ჩვენ ეხლავ პასუხს მივჰსცემთ. ჩვენა ვგონებთ დიდი განსხვაება იყოს 8 წლის და 18—19 წლის უმაწვილის რუსეთში გაგზავნავში. რვა წლის ბაშვმა რა იცის თავის საჭიროებისა ? აჰგლეჯენ თუ არა დედის გულიდამ, რომელიც ამოდენა ხანი ათბობდა ბაშვს, რომელიც კიდევ ისე საჭიროა რვა წლის ბაშვისათვის, წაიღვანენ ვინ იცის საით ? კაცი არ არის, რომ დაჩვეულ ენაზედ თავისი სურვილი და წუხილი გააგებინოს; ყველანი იმისთვის უცხონი არიან და ყველასათვის თვითონაც უცხოა, არის მარტო მრავალთა შორის. ტყუილად მიმართავს დაღონებულს ცრემლიან თვალებს იმ მხარესა, საიდამაც მოიევანეს და რომელსაც იქნება თავის დღეში ვეღარ ნახავს; ტყუილად მოიხედავს გულდაძმარებული თავის სამშობლოსაკენ და ვეღარ დაინახავს ვერც მშობელსა და ვერც ნაცნობსა. მაშინ ის საბრალო უპატრონო და უღონო დაიმარხავს წუხილს გულშია, შიგ ჩაჰკეტავს, ვიდრე ის წუხილი არ გაარღვევს სიჭლექითა გულსა და არ დამარხავს იქ, სადაც ცხოვრებაც ეძნელებოდა. თუნდ ეგ არ იყოს, რასაც ჩააცმევენ საწყალს ბაშვსა— უნდა უთუოდ ის ჩაიცვას, რასაც მისცემენ საჭმელად— უარს ვერ იტყვის; ერთი სიტევით, თითქმის იმის სიცოცხლე დამოკიდებულია სხვაზე —იმათ გამზდელებზე. ხომ ყველამ კარგათ ვიცით რა ზრუნა შეუძლიან 8 წლის ყმაწვილსა ან თავის თავისა და ან სხვისთვისა; ისიც ვიცით რა მზრუნველები და გამზდელები ჰყვანან ყმაწვილებს კორპუსებში და სხვა სახელმწიფო სასწავლებლებშია. . . . . . . . . . . .

10. წლის ყმაწვილი სხვა არის; პირველად მათი წლოვანება გვაჩვენებს, რომ მეტი უცხოვრიათ; მეორე: რაკი მიდის განათლების დასასრულებლად თავის ნებით რუსეთში, ესა ნიშნამს, რომ იმან იცის ენა, რომლითაც იქ ცხოვრება შეუძლიან, ესმის თავისი ყოველი ფერი საჭიროება, იმან იცის რა უნდა ჩაიცოს, რომ არ გაცივდეს, რა უნდა ჭამოს, რომ არ აწყინოს,-ის პატრონია თა– ვის თავისა, თუმცა ამ ყმაწვილებზედაც იქაურ ბუნებას აქვს მაინც ზედ-მოქმედება, მაგრამ შეუძლიან მიხვდეს იმის ვითარებას და იმდენი ეცადოს, რომ ნახევარი სიცოცხლე მაინც გადაარჩინოს იქაურ ჰავის მტრობას, წყალსა, ხალხსა, ჩვეულობასა და სხვა. ერთის სიტევით ამას მტკიცე აქვს გონებაც, ჰგვაც, აგებულებაც; რვა წლის ბავშვი კი ყვავილია, რომელსაც დააჭკნობს ხოლმე ყოველივე ამის ცუდი ზედ-მოქმედება.
ამის გარდა იზდება სასულიერო სასწავლებელში (სემენარიაში) რამდენიმე ღვდლის შვილი; სუყოველ წელიწადს ასრულებენ იქ სწავლასა რამდენიმე ახალგაზდა ყმაწვილი კაცები. იმათი ბოლო ყველამ ვიცით: კურსის დასრულების შემდეგ მიდიან იმ გზაზედ, რისთვისაც არიან დანიშნულნი, მაგრამ სიღარიბე. შევიწროებული მდგომარეობა და სხვა, არის მიზეზი, რომ ვერ ასრულებენ იმ დიდ მოვალეობას, რომლის აღსრულებისათვისაც არიან მოწვევულნი ქვეყანაში. არიან მათ შორის ზოგი ერთი მოღვაწენი პირნი, სსულიერო აკადემიაში ყოფილნი, ისინი კი არ არიან ხალხისათვის დამალულნი.

აი, საყვარელნო მკითხველნო, წყარო ჩვენი აღზრდის ჰ განათლებისა, საიდგანაც შემდგომ წარმოდგა უმეტესი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა. ამათ რომ მიუმატოთ რამდენიმე პირნი, რომლებმაც მიიღეს სწავლა უნივერსიტეტებში, სპეციალურს 4 სხვა უმაღლეს სასწავლებლებშია, სრული ჩვენი საზოგადოობა შედგება.

იქნება ზოგიერთს თავი მოვაწვინეთ ჩვენის ძველის ამბების აღწერითა, მაგრამ ჩვენ იმ მიზეზით მოვიწადინეთ ესა დ სევდები ავიშალეთ, რომ რაც კი თვალი გაგკიდილია დაცინების მეტი ჩვენებისაგან თუ უცხოსაგან არ გაგვიგონია რა რიგიანი, მართებული ტ ეშმარიტი. ჩვენ ადრინდელს, თუ აწინდელს მდგომარეობაში მართალია დასაცინარიც ძ გასამტეუნარიც ბევრი რამ არის ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ვისაც დაცინება სურს, ჭეშმარიტებას არ უნდა გადუდგეს. მაშინა აქვს დაცინებას ძალას ღირსება, როცა ვისაც დასცინიან დააჯერებენ, რომ მართლად და ახად დასცინიან და დასაცინარიც არის; ტყუილ დაცინებით არ გაკეთებულა რა ქვეყანაზე. დაძინებასთან ერთად უნდა ღონის-ძიებაც მისცეთ, რომ ადამიანი გამოვიდეს იმ მდგომარეობიდგან, რაშიაც ჩაფლული არის. იმათ, ჩვენ დამცინებლებს და მაყვედრებლებს სურთ დაუთესავად მომკონ.

აქაურის საზოგადოების სამარადისო საჩივარი, წუხილი და თავში ცემა ის არის, რომ რიგიანი კაცები საზოგადო საქმეებისათვის არა გვევანანო.. ეს მწუხარება არ არის უსაფუძლო, მაგრამ კი ეხლა უნდა ვკითხოთ: შეიძლებოდა, რომ ამ ნაირ გაზდილ და განათლებულ საზოგადო-ობის წევრთა, როგორათაცა ვნახეთ ზევით, შეეძლოთ ჩინოვნიკობის მეტი სხვა რამ მოქმედობა ? არა მგონია, იქნება არიან პირნი, რომლებსაც შეეძლოთ და სურდესთ საზოგადოებისათვის მსახურება, მაგრამ იცით, სავარელნო. მკითხველნო, რამდენ მოგვერდს უგდებს იმას, თავისივე ძმა-კაცი, და წააქცევს ? ძნელიც არის, რომ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც არის გაზდილი ზემომოხსენებულ რეცეპტით, შეეძლოს, ცნობიერად იცნოს თავისი საჭიროება და ცნობიერად წარმოსთქვას თავისი გულის-წადილი და ტკივილი.
ვისაც სურს სახალხო საერთო საქმეს რითიმე გამოადგეს და მისცეს სარგებლობა, ის უნდა იყოს პირველი: დაუმოკიდებული ე. ი. შეძლებული ცხოვრების სახსარითა, მეორე: უნდა იყოს განათლებული. განათლება აუცილებელი ღირსებას საერთო საქმის მოღვაწეობაში. ჩვენ საზოგადოობას ეხლა არც ერთი აქვს და არც მეორე; ჩვენმა მამებმა თავის შვილებს არ მისცეს ის, რის მიცემას შეეძლოთ. ამის მიზეზი ჩვენ შევიო ვსოქვით, რომელიც თუმცა იმათ ამართლებს, მაგრამ ჩვენ არაფერს გვიმატებს; ჩვენ მაინც კიდევ დღეს ხელცარიელები ვართ და იძულებულნი, რომ ვიტიროთ ის დრო სიყმაწვილისა, რომელმაც დღეისათვის არ მოგვამზადა ისე უხეიროდ დაიკარგა ჩვენთვის.

ჩვენ ხალხს, უმეტეს ნაწილს საზოგადოებისას თუ არ სახელმწიფო სამსახურში ვერ გაუძლო და ვერცა სძლებდა და ვერც იფიქრებდა საზოგადო საქმისათვის. ამ ფაქტით, რომ ჩვენ ეველანი კისერს ვიმტვრევთ სამსახურისათვის, ვითომც ამის მეტი ჩვენ არა შეგვეძლოს რა, გვძრახნენ. ფაქტი მართალია, გავსინჯო-თამის მიზეზი. აი რისგამო. ვართ ეგრე: ეს ისტორიით დამტკიცებულია, რომ რა სახელმწიფოშიაც მოხდენილია რამე ცვლილება, ეს მოხდენილა ეოგელთვის განათლებულთაგან, რომელნიცა ეველგან, რაც უნდა თქვას სხვამ, აწარმოებენ თავის ნებაზედ ხალხის სამეუფო. ნებასა, ესე იგი მიიმხრობენ მდაბიო ხალხსა, როგორც უძლეველსა ძალასა, იმის შემწეობით ასრულებენ საქმესა; მაგრამ .....

1801 წელს, როცა საქართველომ გამოაცხადა რუსეთის ქვეშევრდომილების სურვილი, რუსებმა მაშინ შემოიტინეს აქ ის დაწყობილება და ზოგიერთი კანონები, რომელიც იყვნენ და სწარმოებდნენ თვით რუსეთშია. ცუდი იყო, თუ კარგი მეტი არა ჰქონდათ რა; იმისი თითონაც კმაყოფილი იყვნენ და ჩვენც, რასაკვირველია გვაკმაყოფილებდნენ. მაშინ ჩვენში, როგორც რუსეთშია გაძრიელებული და გამოჩენილი იყო თავად-აზნაურ შვილების საზოგადოება.

. . . . . . . სხვათა შორის დადებული იყო, რომ ვისაც არა ჰქონდა ჩინი, არ შეეძლო ხმა ამოეღო. საზოგადოების კრებაში, სადაც, მითომ, ზრუნავდნენ სახალხო საჭიროებისათვის. სმ დაწეობილებამ მიიყვანა ხალხი იქამდის, რომ ყველას ელანდებო-და მხოლოდ ისე, რომ მიეღო ჩინი და დაეწეო სამსახური, პირველად ამისათვის, რომ როგორც კეთილშობილს კეთილ შობილთ კრებაში ხმა ჰქონოდა, მერმე იმისათვის უფრო რომა განთავისუფლებულიყო ყოველ გვარ დაჩაგვრისაგან და უპატიურებისაგანა, რომელსაც მიაენებდა ხოლმე სამსახურს გარეშე მეოველს კაცსა, როგორც თითონ საზოგადოება, ისე მთა,რობა. ვისაც არა ჰქონდა ჩინი ყველგან, სამჯავროში და სხვა სასამართლოებში ექცეოდნენ უპატიურად, ხან შეურაცხ-ყოფითაც, არსად არ უნდოდათ ეგდოთ ყური იმისათვის, თვით საზოგადოებაც კი ცდილობდა ყოველს ფეხის გადადგმაზედ ეგრძნობინებინა, რომ, თუმცა ის აზნაურის ან თავადის შვილია, მაგრამ მომეტებულ პატივისცემისათვის, რომ ჩინიც ჰქონდეს, კარგი იქნებოდა უფრო.

ეს ხმის ამოუღებლობის კანონი, რომელიც კეი ილშობილსა კეთილშობილო კრების წევრად თითქმის არა რაცხდა საზოგადო საქმეშია, ეს ყოველ ფეხის გადადგმაზედ ჩინოვნიკის გადამეტების გრძნობა და ჩვენება, რასაკვირველია მიიყვანდა ხალხსა იქამდინა, რომ თავადსაც აზნაურსაც მაშვლებინებდა ქუდსა უბრალო დიამბეგის ნინა და მონდომებინებდა, რომ თითონაც მალე მიიღოს ჩინი, რათა თავის დროზედ სხვასაც ეგრე აშკლეპინიას თავის წინ ქუდი. ქუდის შვლეპას არა ჰსჯერდებოდნენ: ჰსჩაგრავდნენ არამც მარტო ყოველთვის ხმა-გაკმენდილს დაბალს ხალხსა, არამედ თავადებსაც, აზნაურებსაც, რომელთაც ვერ გაებედნთ სამართლიანი თავისი ჩივილი დავა დაეწყოთ დამჩაგვრელზედა, რადგან ეგონათ, რომ ძნელად გამართლდებიან თუნდ რომ დიდი სიმართლეც ჰქონდეს, რასაკვირველია ეს ეოფა ხალხს ანატრებდა ჩინოვნიკობას, რომლის სახელითაც, იმათ ფიქრით, კაცს შეეძლო დაუსჯელად დაეჩაგრა და რამცთუ დაბალი ხალხი ყოველთვის მაგ ეოფას შეჩვეული, არამედ იმის თავად-აზნაურობაცა!..

ცხადია, საევარელო მკითხველო, ყველას უნდოდა იმ შევიწროებულ მდგობარეობიდან განთავისუფლება, რომელი ზემოთ მოვიხსენიეთ, ნამეტნავად თავადსა და აზნაურსა. ეოველს კეთილ შობილსა სურდა, რასაკვირელია, რომ ჰქონოდა ხმის ამოღების უფლება რჩევა ში (კენტში); თავისი გაჭირვების გამოთქმის ნება თა| კის საზოგადოობის კრებაშია. ეველას უნდოდა, რომ, როგორც სა| სამართლოშია, ისე უცელგან დახვედროდნენ ს მიეღოთ პატივის ცემითა ისე მაინც, როგორც მის ხარისხსა !შეჰფერის. ერთის სიტევით, ჰქონდათ სურვილი, რომა მდგარიყვნენ ისეთს იკეხზე, რომ დაეცვათ უწინდელი თავისი სახელოვანება. განა მარტო ესენი იწევდნენ სამსახურისაკენ ჩინის გულისათვის, არამედ მოქალაქენიცა. ვის არ გვახსოვს, რომ ამ გვარ საზოგადოობისა გამო. უოველს ფეხის გადადგმაზე მიეცემოდნენ ხოლმე ყოველს გვარს უპატიურებას ს წერასა პატიოსანი ტფილისის მოქალაქენი, რომელთაც წინაპარნი უწინდელი ქართველების მეფეების დროს იყვნენ განსხვაებული მეფეების საზოგადოების პატივის ცემითა ბოლოს კი უპატიურად ექცეოდნენ ამისათვის, რომ არ იეგნენ ზნაურშვილები, რა მსახურებდნენ არა ჰქონდათ ჩინი. ამისთანა ხალხი ყოველის ღონის ძიებით ცდილობდა მიეღო ან აზნაურ-შვილობა, რომელსაც აძლევდა ჩინი, ან რომელიმე ორდენი იმისათვის, რომ აღარ გალახულიყვნენ, არამცთუ მხოლოდ ყოველ ჩინოვნიკის ხელითა, - რამედ პოლიციის იასაულის ცემას მაინც გადარჩენოდნენ. ვის არ ახსოვს ჭ არ გაუგონია განთქმული პოლიცმეისტრი ერმოლოვის დროს, რომელიც გაბედვით სცემდა არამცთუ სამსახურსგარეთ მყოფსა მოქალაქეებსა, თითონ მღვდლებსაც .... მადლობა ღმერთსა ეგ დროები წავიდნენ !.....

ამ გვარი მდგმოიარობა საზოგადოებისა მარტო ჩვენში ხომ არა ეოფილა; ესრე იყო მთელს რუსეთშიაცა, რუსეთის ისტორიულ მომდინარეობიდგან წარმომდგარი. რა შედეგიც იქა ჰქონდა ამ მდგნოიარობასა, ისეთიც ჩვენშია, იმიტომ რომ ერთი ლ იგივე კანონი და დებულება ჰსწარმოებდა იქაც და აქაცა.

ამ ჩინოვნიკობის ტრფიალებამ მიიცვანა ჩვენი ხალხი იქამდინა, რომ ეგელანი ვისაც კი შეეძლო. კანონის ძალით შევიდნენ სამსახურში იმისათვის, რომ განთავისუფლებულიევნენ ზემოხსენებულ შევიწროებისაგანა. ამას გარდა სხვა მიზეზიც იყო უფრო ძრიელი, რომელმაც გაიტაცა ხალხი სამსახურისაკენ — ეგ იყო სიღარიჩე ჩვენი, ლუკმაპურის უილაჯობა. სამსახური აძლევდა მოსამსახურეს განუწყვეტელ ლუკმა პურსა, ზოგი, რომელსაცა ილაჯიცა ლ სახსარიც ჰქონდა ცხოვრებისა, ისინიც გულგრილად არ უყურებდნენ სამსახურსა, ისინი უფრო ძრიელ ილტოდნენ მისკენ, იმიტომ-რომ მრავალი მაგალითები აეერებდნენ, საღერღელს უშლიდნენ, რომ იქ, სამსახურში შეიძლება ადვილად გამდიდრება, მალე შეიძინოს სიმდიდრე ბ ამასთანაც კეთილად მოსახმარი ხარისხი. იმათი თავების მტვრევა ის იყო, რომ ყოველის ღონისძი. კბის მოურიდებლად მიტოვებულიყვნენ, რომელიმე მხარის მართველობამდინა, რომ ხალხის გაკვრა -გამოკვრით ეშოვათ რამე. ამ ყოველ გვარმა ჩანგლებმა, რომელიც წარმოიდგინა თვითონ საზო.გპდოობამ 4 რომელზედაც უკიდა ხარისხი და სიმდიდრე, მიიყვანა ხალხი იქამდისა, რომ: გელა იმას ფიქრობდა: ავად იქნებოდა თუ კარგად ესწავლა როგორმე რუსული წერა კითხვა, საჩქაროდ შესულ ივო სამსახურში, ემსახურნოთ ისე, როგორც უმსახურნიათთ
მის წინაპართა, როგორც ემსახურებიან იმისი ამხანაკები, რომელთაცა იგინი შეჰნატროდნენ. ამისთანა საზოგადოების მდგომარეობამა A წესიერობამა მოაწყო. საქმე ისე, რომ ჩვენს შვილების აღზრდაზედ განათლებაზეც ბევრს აღარ გვაფიქრებინებდა, იმიტომ-რომ ყველასათვის აშკარა იყო, რომ მარტო წერა-კითხვითაც იოლად წავა კაცი სამსახურში, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოს სიკეთისათვის კი არ ეგონათ დაწესებული, არამედ თავის თავისთვის, ხედავდნენ, რომ სრულად თავისზედ უარესები წინ მიდიოდნენ განათლებითაც ხ აბა ვინღა გზიციებდა თავსა განათლებისათვის, რომელსაც იმათ თვალში საკუთარი, არსებითი ღირსება არა ჰქონდა და რომელიც თუ იყო- ვისთვისმე სანატრელი, მარტო იმისთვის, რომ ეს განათლება უფრო უკეთ მოხერხებით აშო-ვინებდა პურსა. ამას შემდეგ რაც ვჰსთქვით, რა საჭირო იყო, იმათ ფიქრით, რომ ძალიან თავი შეეწუხებინათ შვილების აღზრდითა, როდესაც მარტო. წერა-კითხვითაც იმათი შვილები შეიქნებოდნენ ხოლმე, მითამ, კაცად, ე. ი, მიიღებდნენ ჩინსა, მაშასადამე საე ზოგადოობაში ხმის ამოღების უფლებას, პატივის ცემასა და მალინდს გამდიდრებასა. ეს იყო ჩვენი სახელიც და კაცობაც. ეგ კიდევ არაფერი; მარტო რომ ეგ ყოფილიყო. მაინც კიდევ ისე გულს არ გვატკენდა, საყვარელნო მკითხველნო, მაგრამ ჩვენდა მომეტებულ საუბედუროდ, ამისთანა საზოგადოობის მიმართულებას ზედ მოსდევს და დაერთვის უფრო ცუდი, გულსატკენი ბოლო: ზნეობითი ძირს დაცემა, რომლის შემდგომაც დარჩება მარტო ერთი სახელიღა კაცისა და სხვა არაფერი. ვინ არ მიხვდება, რომ ჩვენს ამ გვარ წევრთაგან შედგენილს საზოგადოობაში, გავრცელდებოდა მდაბალ-სულობა, სივერაგით, უსვინიდისობით შოვნა სიმდიდრისა, ერთი ერთმანეთის მტრობა, რათა იმის ალაგი თვითონ მიიღოს, ბეზღრობა, შეცილება, რომ მიწასთან გაასწორონ თავისი ძმა-კაცი, რათა ამის შემდეგ თვითონ ჰსცარცოს დაბალი ხალხი, როველთვის სმა-გაკმენდილი, დაჩუმებული, უღონოს უპატრონო.

არ არის დიდი განსხვაება ბავშვის გაუნათლებელ საზოგადობის შორის, როცა განსჯაში ზომად მივიღებთ ადამიანის გონების გახსნას. როგორც ბაშვი ადვილად მიიღებს და შეითვისებს, რასაც კი თავის გარეშემო ნახავს დიდთაგან, ისე გაუნათლებელი საზოგადოობა სხვის, უფრო განათლებულის მიბაძვით მიიღებს და ხანაც შეითვისებს, დროებით მაინცა იმისთანა წესსა და აზრსა, რომელიც არ შეჰფერის არამცთუ განათლებულსა, არამედ სრულიად გაუნათლებელსაც. ბაშვს რასაც ჩამახებ, იმას ამოიძახებს, გაუნათლებელი საზოგადოობაც იმას ამოიძახებს, რასაც ჩაძახიან. ეგ იმისაგან მოხდება ხოლმე, რომ, როგორც ზემოთა ვსთვით, ხალხის დაწინაურებული თავობა, რომელსაც ეოველთვის მისდევს დანარჩენი ხალხიც, გადუქტევს სწორ გზასა და წვა ბრუნდეთ, დანარჩენი ხალხიც იმათი მაყურებელი იმათ კვალს აშენება. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ გაუნათლებელი საზოგადოობა უფრო ცუდს მალე მიიღებს ხოლმე, ვიდრე კარგსა; ცკუდის მაგალითების რიცხვი დღე და დღე მრავლდება, იმ დრომდე, ვიდრე საზოგადოობაში არ მოხდება განათლებისაგან ფრიად დიდი ცვლილება, რომლის გამოც ძირიანად აღმოიფხვრება სიბრუნდე, რომლის გასწორება არ შეიძლება მოხდეს დაკერებითა და დაწებებითა – როგორც ძველისა რისამე – უთუოდ დაძრული შენობა უნდა დაიტიოს სრულიად და ახალი

აამ გვარს მდგომარეობას ჩვენის საზოგადოებისას იმას გარდა, რომა ჰქონდა ცუდი ზედ-მოქმედება ჩვენი გონების გახსნაზე, ზნეობაზედ და შემდგომ მთელს ჩვენს ცხოვრებასაც ზედააჩხდა, ისე მოიყვანა საქმე, ისე დაგვამდაბლა და შესცვალა აზრი, რომ აღზრდა და განათლება ისე აღარ გვესმის, როგორც ესმოდა ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ჩვენს უკეთესს კაცს, დიდსა და სასიქადულო რუსთაველსა. 5ი რა თქვა იმანა აღზრდაზედ:

«გვარი ათასად დაფასდა, ორი ათასად ზრდილობა,
თუ კაცი თითონ არ არის ცუდია გვარიშვილობა».

ეხლა კი აღზრდა, განათლება, რომელიც კაცს აშორებს პირუტყვისაგან და სახლოვებს ღმერთთანა — ეხლა ეგ ჩვენთვის, ჩვენს თვალში, ან სულ საჭირო არ არის, და თუ საჭიროა ამისათვის, რომა ყოველ უსვინდისო ქცევით და ხერხით მივაღწივოთ უმაღლეს ადგილამდე, რომ უფრო მალე მტაცებლობითა გავმდიდრდეთ. აი რა არის, ჩვენებურად, განათლებული კაცი, აი რაში მდგომარეობს ადამიანის კაცობა. ხშირად ჩვენს საზოგადოობაში ამისთანა კაცზედ თითით აჩვენებენ, მაგალითად წარმოუდგენენ სხვასა; იმის მაგიერ, რომ ამისთანა კაცი მიწასთან გაასწორონ, შეაჩვენონ საზოგადოდ, როგორც მავნებელი კაცი, მტარვალი, დაუნდობელი, უძლურის დამთრგუნველი, ხარბი მტაცებელი, ამის მაგიერ მაგალითათაც წარმოგვიდგენენ ხოლმე. ვაი იმ ხალხს, საცა მაგისთანაებს მაგისთანა სახელი აქვსთ და პატივი !.. მაგრამ მადლობა ღმერთსა, ეხლა თან და თან გვეცვლება აზრი, არიან პირნი, რო.მელნიც აგრე არა ფიქრობენ და ანათლებენ შვილებს თვით განათლების გულისათვის, და არა იმისათვის, რომ განათლებამ გაგეშოს უფრო ხერხიან მტაცებლობისათვის,

როგორც ვთქვით, ჩვენი განუწყვეტელი საჩივარი არის, რომა ყველანი ვიძახით, არა გვეკანანო. ისეთი კატები, რომელთაც შეეძლოთ ხალხისათვის ზრუნვა, და იმის წარმატებაში მოყვანაო.. რამდენიც შეგვეძლო უჩვენეთ წარმკითხველსა, როგორ წარმოდგა და წარმოებდა ჩვენი საზოგადოება ამ 62 წელიწადში. გავლილმა დროებამ გვიჩვენა, რომ, რაკი კაცი პირს მოარიდებს თავის ხალხსა, მამულსა და შეუდგება იმ სამსახურსა, რომელიც ისე ცუდად ესმოდათ ჩვენ ხალხს, იმისი ოცნება უფრო მეტისა მაინც ის არის, რო სამსახურში დაწინაურდეს, ან ლუკმა პური იშოვნოს და სხვა რამე შემატება. მას უკან დრო- გამოიცვალა: რაც ადრე მეტად გვიჩნდა და არ იყო საჭირო, თან და თან საჭიროდ გაგვიხდა. ადრინდელი შემოსავალი მამულიდან, რომლითაც ცხოვრობდნენ ჩვენი მამაპაპები თავიანთ სახლობითა, შემდგომ არ იყო სამო-ფი, იმიტომაც თავად-აზნაურმა, ბევრმა ნაწილმა დაანება თავიანთ მამულებს თავი და შევიდნენ სამსახურში, სადაც უფრო მომატებულს სარგებლობას ხედავდნენ, ვიდრე მამულიდგან. ხალხმა რამდენიც თან და თან შეტოპა სამსახურში, იმდენი ეგონა, რომ სამსახური ლუკმ პურისთვის არისო, და არა მგუენის და საზოგადო სარგებლობისათვის. თუ არ სამსახური შიმშილით დავიხოცებითო. აბა, საეგარელნო მკითხველნო, რა უნდა გაერიგებინა იმ საზოგადოებას ხალხისთვის, რომელსაც ეგონა, რომ იყო დაბადებული სამსახურისთვის და უიმისოდ ვერ გასძლებდა. ჩვენ იმ აზრზედა ვართ, რომ სასაცილო იქნება, რომ კაცს დაუწყოთ იმისი თხოვნა, რისაც მოცემა არ შეუძლიან. იმ კაცს, როგორ უნდა დავემდუროთ, რომელიც ოც თუმნისთვის წელიწადში, დღე და ღამეს სტეხდა სახელმწიფო სამსახურში, რადგანაც თავის მოუმზადებლობით, უვიშობით სხვა გზით ვერ შეეძლო. მაგისი შოვნა? მაგრამ ამისათვის კი შეგვიძლია დავემდუროთ, რომ ხალხს იმათ არამცთუ პირი მოარიდეს, არამედ აწუხებდნენ და ჰქელავდნენ. თუ კარგი არ შეუძლია რა კაცს, ცუდს მაინც ნუღარ ჩაიდენს.

მეორე ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც შეეძლო მიეცა ხალხისათვის შემწეობა და შეეძლო თავისთავად ცხოვრება, ისინიც დაადგნენ იმავე გზას, რომელიც იყო. დაწესებული მთელს სახელმწიფოში, როგორც თითქმის პირველი და უკანასკნელი სახსარი. ეგ ნაწილი იყო უფრო მდიდარი და გამოჩენილი საქართველოში; 3მათ კიდევ ახსოვდათ, რომ იმათი ჩამომავლობა ადრინდელს საქართველოს მეფეების დროს იყვნენ დაწინაურებულნი და ხმის-ზატრონი, ეხლაც უნდოდათ ჰქონოდათ ისევ ის ხარისხი, ისევ ის ხმა და გავლენა, რომელიც ჰქონდათ ადრე. მაგრამ, როგორც ვნახეთზემოდ, ამ გადამეტების მიღება თითქმის არ შეიძლებო-და ეხლა სხვა გზით თუ არ სამსახურით. უჩინოდ, საყვარელო მკითხველნო, ძველი ჩამომავლობა, პატიოსნება და სხვა რომელიმე ღირსება თითქმის სულ ფუჭი იყო. ამ მიზეზით დაიწყეს სამსახური ეველმა: იმათაც, ვისაც ეჭირებოდა სამსახური ლუკმა პურისათვის; იმათაც, ვისაც ეგ არ ეჭირებოდა, მაგრამ პატივის შოვნისათვის მსახურებდნენ; იმათაც, ვისაც პურიც ჰქონდა და შთამომავლობის ხარისხიცა, მაგრამ არ იყვნენ ისე ძლიერნი, როგორც ჩინის მქონენი. ეს უკანასკნელნი, რაკი შევიდოდნენ სამსახურშია, რომ სახელი ეშოვნათ ჩინებითა და ჯვრებითა, ხშირად მიაღწევდნენ ხოლმე თავის სურვილის აღსრულებამდინ, ე. ი. მიიღებდნენ გამოსაჩენს ადგილსა ა თანა-მდებობასა, მაგრამ მაგ დიდ ალაგს დიდი გაძღოლაც უნდოდა და იმათ წელი აღარ მოსდევდათ, რომ საჭიროება და ხარვი დაეფარათ; ვერც ჯამაგირი, ვერც თავის მამულის შემოსავალი შველოდა. დღე და დღე ემატებოდათ ხარჯი, იმ ხარეს დღე და დღე ემატებოდა ვალი ისე, რომ გაჭირებული დიდი კაცი იძულებული იყო დაეგირავებინა მამული და ბოლოს გემიდნა კიდეც. როდესაც მოილო-და ეს ღონის-ძიებაც მას შემდგომ მ გვარ ხალხსა და შთებოდათ ერთი სახსარიღა ცხოვრებისათვის. სამსახურში დაესრულებინათ თავიანთი სიცოცხლე, ეშოვათ რამე და სადღა მოაგონდებოდათ საზოგადოების საჭიროება ძ იმ საჭიროების დაკმაეო-ფილება ? -მ სახით ჩვენში დარჩა კიდევ მსოლოდ ერთი ნაწილი საზოგადოობისა, რომელიც ცხოვრებდა თავის უფლად თავის მამულში; ეს ნაწილი არა ჰპოებდა საჭიროდ სახელმწიფო სამსახურში შესვლას, მაგრამ იქამდისინ უზრუნელი და გაუნათლებელი იყო, რომ თვით ის იყო მოსავლელი და საზრუნავი და სხვას ვის მოუვლიდა და უპატრონებდა ? პირველი ამ მიზეზით, რომ ცხოვრებდა შინიდგან კარში გამოუსვლელად; თითქმის თავის სახლკარისაც არა იცოდა რა, სხვას ვინ ჩივის, და ვინ წააყვედრებს ? მეორე ამის გამო ეგ იმისთანა ხალხი იყო, რომ გაჭირებულს საზოგადოობას ვერ მისცემდა იმედსა გაჭირებიდგან გამოხსნისას. მართალია, ეს ნაწილი არ იყო. ძალიან დაშორებული ხალხზე; ხალხთანა სცხოვრებდა; მას შეეძლო გადაეცა ხალხისათვის მაინცა სახსარი რამე, მაგრამ თვით რა ჰქონდა, სხვას რას გადასცემდა. თითონ ამათაც უჭირდათ, რომ სხვას ეშველა, უფრო განათლებულს, მაგრამ ის უფრო განათლებული წავიდ-წამოვიდა ღირსების ან სიმდიდრის საშოვნელად სამხედრო ან სამოქალაქო სამსახურშია !...
 

ამ გვარად საზოგადოება ჩვენი მიეცა სრულიად სამსახურსა*, ჩვენი ყმარწვილი კაცობა თავს იმტვრევა ამისათვის, დედ-მამა, sძალადებდა შვილს, უფროსი ძმა უმცროსსა. მაგარმ ის არ ესმოდათ, რომ განათლება, აღზრდა მიუცილებელია არამც თუ საკეთილო სამსახურისათვის, არამედ ყოველს საზოგადო მოღვაწეობაში. ეგრე, ამ გვარ ვითარების მოწყობილობისა გამო საქმე ისე მოვიდა, რომ გიმნა სიას ადრეულადვე თავს ანებებდნენ კილოგავად ნასწავლი ჩვენი ყმაწვილები, რომელთაც ისე მაცდურად იტყუებდა ისე სამსახური არა, როგორც მისი ბოროტად მოხმარება,ესენი თავის დროზედ იმ ცხოვრების სიბოროტის გამო, რომელშიაც ისე წინდაუხედავად ჩაცვივდნენ, თუ ათას ნაირ ავ-მიზეზთა გამო სულით მდაბლდებოდნენ; თან თან ჰკარგავდნენ მას, რაც შეადგენს ადამიანის დასაშგენსა. ამაზედ შედგებოდა ხოლმე იმათი ადამიანობის სვე, სამსახურისა კი იქნება წინწაიწევო-და, ეგ იმაზედ იყო დამოკიდებული იმდენად, რამოდენადაც გაიგეშებოდა და მიხვდებოდა სამსახურის ხერხსა და ეშმაკობასა. მაგ ხერხის და ეშმაკობის მექონი იყო- ეგელასაგან და ეველასათვის თითით საჩვენებელი და მომავალ ერმათათვის: სამაგსლითი. ბოლოს დროს როდესაც აღმოჩნდნენ კეთილ-გონიერნი მშობელნი დაუწყეს ზრდა შვილების კერძოთ პანციონებში, საიდგანაც, შემდგომ, შედიოდნენ გიმნაზიებში და იქ კურს დასრულებულები მიდიოდნენ რუსეთში-უნივერსიტეტებში, სპეციალურ და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენი მშობლები, რუსეთში გაგზავნის შემდეგ, ფიქრობდნენ, რომ ავასრულეთ ჩვენი ვალიო. და სრულიად გულ-დაჯერებულნი იყვნენ, რომ მოუვლენ განათლებული შვილები, მეცნიერები, რომელნიც შეიძლებენ საგვარეულოს ფეხზედ დაეცნებას. აქაც მაინც კიდევ ის ძველებური ფიქრი რომ უკან წასულს ოჯახს წამო-არენებსო, მაინც კიდევ ცხადად, თუ დაიფარულად ეს ფიქრი გამოსცემდა და ისმოდა იმათ ლოდინშია და იმედში“; აქაც კი ფულის ანგარიშს, ფულის შოვნას შეურევდნენ ხოლმე. გულდაჯერება და იმედი დიდი იყო, უფრო დიდი იყო იმათი გადაჯერება და იმედის გადაწყვეტა მერე, როდესაც ნახეს, რომა იმათ შვილებს სრულიად არა ეცხოთ რა მეცნიერებისა. იმათი ჩივილი უფრო ის იყო, რომ შვილობრივის მორჩილობის და მო-ნების მაგიერად, რომელიც იმათთვის განათლების ზომა იყო,- ამის მაგიერად ხედავდნენ, რომ ისინი ვიუტობდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერში. ჩივილს ზედ დაერთო ჭორებიც, საზოგადოობამ, ვინ იცის, რა არ მოუგონა: ურჯულობა, ბორო-ტ-მოქმედება, ნათესავობის უპატივცემლობა ყოველ სისაძაგლესთან ზედ დაართვეს.  

* ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ სამსახურის საჭიროება არ გვესმოღეს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა რიგი მიუცილებელია სახელმწიფოსათვის სამსახური, ჩვენ თუ რასმეზედ გული გვტკივა, იმაზედ გვტკივა, რომ სამსახური ბორო-ტაიპ ანგარობით იყო ხმარებული. აი რა არის ჩვენი ჩივილი.

ჩვენ ჩვენს ხალხს ამაში არ ვამტყუნებთ; იმათ საბუთი ჰქონდათ რომ ასე ეფიქრად, იმიტომ-რომ ზოგიერთი სტუდენტი თურმე ქადულობდა კიდეც ხოლმე, რომ ღმერთი არა ჰსწამს, ნათესავობა არ იცის, მოდი და აქ ქართველი კაცი ნუ მიაწერდა იმას ყოველს სიავესა. «ბატონო! —იტყოდა იგი ღმერთი მაგას არა ჰსწამს და ნათესავობა—რა კაცი უნდა იყოს ამის შემდეგ?» ხალხის ცხოვრებაში ზოგი ერთი იმისთანა საგანი არის, რომ კაცი ჯერ არ უნდა სრულიად შეეხოს და თუ შეეხოს დიდი სიფთხილით და მოფიქრებით უნდა დაიჭიროს საქმე. ჩვენს რუსეთელებს თურმე ეგ სიფთხილე არა ჰქონდათ. ისინი საცა მოხვდებოდათ დასცინოდნენ მას, რისთვისაც ჩვენ ძმა-კაცსა მამა-პაპითვე პატივი უცია. მაგ წინდაუხედაობამ ძალიან შეარცივა მათი სახელის სიკეთე. ამას გარდა დასცინოდნენ შინაურს ცხოვრებას იმის გაუსინჯავად, რომ ეგ ცხოვრება ათასს მიზეზზეა დამოკიდებული იყო და არის. ძუ გული შესტკიოდათ, ის მიზეზები უნდა მოეშალათ, მაშინ შედეგიც მოიშლებოდა: წყალი სათავიდამ მოწყდება. დაიცინებოდნენ, რომ საქართველო ისე არ არის განათლებული, როგორც თითოს არიან (?), რომ შვილებს ისე ვერაზდიან, როგორც თითონ არიან დაზდილები; თუ კი გულშემატკივარი კაცი ჰკითხავდა, როგორ გავზარდო, რა გზაზედ დავაჭენოს, ისინი ზედ მიახლიდნენ: უნივერსიტეტი, უნივერსიტეტია მხოლოდ სულთა-მხსნელი“ იმას კი არა ფიქრობდნენ, რომ მინამ ბავშვი საუნივერსიტეტოდ მოიერება ბევრი მომზადება უნდა, ბევრი ზრუნვა და ფიქრი. ამას გარდა ყოველ ფეხის გადადგმაზედ, ყოველთვის და ყოველგან მათი აზრი, ამათი სჯა, ფიქრი არ მოდიოდა საზოგადო-ობის ფიქრთანა, აზრთანა, სვასთანა; ეველგან საზოგადოობა მათ ეწინაამდეგებოდა, და ესენი საზოგადოობასა, ძნელი იყო. SJთი თანხმობა. ისე დაიბნა გზა გვალირომ საზოგადოობას მმათი არა ესმოდა რა ამათ კიდევ საზოგადოობისs sსე, რომ საზოგადო-ობამ”უტურა, უეურა მთა და ბოლოს აუშტვინა გულნატკენად 4 პირი მოარიდა, როგორც დაუნდობლებს, ურწმუნოებს, გულშეუტკივრებს სს. დარჩნენ ისინი წრეს გარედა რომ არ მოჰსწყენოდათ, განზედ გადგნენ შეადგინეს პატარა გრება თავის ამხანაკებისაგან. ძვირად ადგილი ჰქონდა იმათ შორის სხვას ვისმე, თუ არ სტუდენტსა, იმიტომ-რომ გინც უნივერსიტეტში არ იყო. ის იმათ თვალებში თურმე ღირსი არ იყო დაახლოვებისა, ის სემინარიელიაო, ეს გიმნაზიელიაო, ის აფიცერიაო დ ეგრე დაშორდნენ ხალხს, საზოგადოობას, რომელთ შორისაც იმათ უნდა, ეცხოვრათ, თუ რომ სიკეთეს მოტანა იმათ გულში ჰქონდათ.

იმათ ცხოვრებაში, როგორც ვნახეთ, გამოსცადეს თავიანთი ღონე და გონების გამჭრიახობა, მაგრამ ამ გამოცდამ ის მოულოდნელი სიკეთე მოიტანა, რომ გვაჩვენა ჩვენ, რომ ისინი მარტო სამსხურისათვის თუ გარგანან, თორემ სხვა არაფრისთვის. ისინი, მგონია, თითონვე მიხვდნენ ამასა, რომ მართლა ცხოვრებისათვის მომზადებულები არ არიან. იმიტომაც საზოგადოობისგან პირ-მორიდებულთა მიმართეს იმ გზას, რომელზედაც ეგრე გულმოდგინედ დადიოდა ჩვენი საზოგადოობა, ე. ი. სამსახურსა. აქ მართალია ზოგიერთმა გამოიჩინა თავი თავის სიკეთითა, პატიოსნებითა, მაგრამ უფრო ბევრმა გერ გაუძლო. სამსახურის ოშხივარსა ქ ასე დაობდა, რომ ნამცეციც აღარ დარჩა უმაგისოდ. ესეც უნდა გჰსთქვათ, რომ იქნება პირველში ებრძოდნენ ავ-კაცობასა, უსვინიდისობასა კანონის გასაიდვასა, მაგრამ რაკი ნახეს რომ მაგითი არა გახდებარა. ფრთები დაუშვეს; უფრო ბევრმა დაიჯერა გული, რომ საკუთარ ფრთის გაშლას ისა სჯობია, რომ ნაჩალნიკის, ან დიდ-კაცის ფრთის ქვეშ ამოვჯდეს იქიდან გამოიხეიტოს ხოლმე. ამ გვარად, თუ სხვა რიგად ეს უკანასკნელი იმედიც დაეკარგა საზოგადოობას: ამ სახით, თუ არა, ისინი, რომელზედაც უფრო დიდი იმედი უნდა გვქონოდა, და რომელთაც, რაც უნდა იყოს, მაინც შეეძლოთ ცოტა საზოგადოობის სიკეთე, ისინიც მოედვნენ საზოგადოობისაგან მოგონილს ჩანგალსა პირი მოგვარდეს ჩვენა. თუ ზოგი ერთი კიდევ მოიხედავდა საზოგადოობისაკენ ისიც იმისათვის, რომ მარტო თქვან რამე, სიტემით იწუხონ და საქმით კი-გულხელდაკრეფილნი იყვნენ.

კაცმა სწორეთ უნდა თქვას, მაშინდელი უნივერსიტეტები ძალიან შორს იჭვნენ თავის დანიშნულებაზედ, ისინი ემაწვილ-კაცობას ისე, ცხოვრებისათვის არ ამზადებდნენ, როგორც სამსახურისათვის. ჩვენ ვამბობთ «მაშინდელი» იმიტომ-რომ ვლაპარაკობთ იმ წლების უნივერსიტეტებზედ, როდესაც ქართველებმა დაიწყეს იქ შვილების გაგზავნა. იყო ძლიერი მიზეზი, რომ რუსეთის სასწავლებლები იმისი წევრნი დაშორებულნი იყვნენ თავის დანიშნულებაზედ, არც ალაგი ბ არც დრო არ მოგვცემს ნებასა, რომ ის მიზეზი გამოვაკვლიოთ. მხოლოდ ამასკი ვიტყვით, რომ მისგამო. უნივერსიტეტი არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.; ამასაც ზედ დავართამთ, რომ იმ მიზეზისაგამო. დიპლომის მიღება იყო. პირველი კ უკანასკნელი სურვილი ყოველ სტუდენტისა. უნივერსიტეტი ძნელად თუ მისცემდა ნამდვილს მიმართულებას; ის აძლევდა მხოლოდ ქაღალდს, რომელშიაც პროფესორები ეფიცებოდნენ საზოგადოობას, რომ ამ ქაღალდის პატრონი განათლებულია. საზოგადოობაც კი დავწერებული იყო. პროფესორების მოწმობაზედ: რაც უნდა სულელი უმეცარი ეოფილიყავ, თუ კი დიპლომი გქონდა განათლებული იყავ, იმის თვალში, რაც უნდა ჭკვიანი და ნათელ გონებისა, თუ დიპლომი არა გქონდა გროშად არ ღირდა არც შენი ჭკვა, არც შენი ნათელი გონება, არც თითონ შენ. მთავრობაც, ისე არ ახალისებდა, როგორც დიპლომიანს. ეს რუსეთის საზოგადოების ზედ-მოქმედება ჩვენ ემაწვილებსაც ზედ დააჩნდათ. მაშინ მთელი საზოგადოობა რუსეთისა მარტო სიტყვით იყო, ეხლა კი, რასაკვირველია, საქმე საქმეზედ მიდგა. ჩვენმა ემაწვილებმა იქაური ქუდი დაიხურეს. უკეთესნი უწინდელ სტუდენტებთაგანი მარტო ცარიელი სიტყვებსა ჰჯერდებოდნენ; ლაპარაკი ბევრი იყო, მაგრამ საქმეკი ღმერთმა შეინახოს.... იმათ ხელიდგან არა გამოვიდა რა. ' თუმცა ეს ჩვენგან გაკვრით მოევანილი მიზეზი იმ ყმაწვილ-კაცებს ამართლებს, მაგრამ ისე კი - რა, რომ ჩვენ არ შეგვეძლოს მისი თქმა: იმათ ტოტა რამ მაინც შეეძლოთ, და ის ცოტა რამეც ჩვენთვის დაიშურეს. | რამოდენითაც შევიძელით ჩვენი აწინდელი მდგომარეობის მიზეზები, თვალი გადავავლე, ჩვენ მოღვაწეებსა, დაგვრჩნენ მხოლოდ ეხლანდელი ყმაწვილ-კაცობა, რომელზედაც ჯერ არაფერი გვეთქმის, რადგანაც მოღვაწეობის ასპარეზზედ ჯერ მათი კვალიც არა ჩანს. ვნახოთ, რა შემწეობას მოგვცემენ? ამათ გარდა დაგვრჩნენ განუსინჯავად ქალები, რომელნიც ყველგან დიდ როლს თამაშობენ ხალხის და საზოგადოებისა ცხორებაში. მაგათზედ ჩვენს მკითხველებს თავის დროზედ მივჰსცემთ, შეძლებისამებრ, შესაფერის ანგარიშსა.

ვ. თ.