The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს კალენდარი 1905


საქართველოს კალენდარი 1905



საქართველოს კალენდარი 1905

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა №70
საქართველოს კალენდარი 1905 წლისა


წელიწადი მეთოთხმეტე

 

 

 

 


ტფილისი


სწრ. მბეჭ. ა. ქუთათელაძისა ნიკ. 21.

Скоро печ. А. Кутателадзе. Ник 21

1904

   

1 სარჩევი

▲ზევით დაბრუნება


სარჩევი

I განყოფილება: საეკკლესიო კალენდარი

II განყოფილება: სახელმწიფოთა მიმოხილვა. სხვა და სხვა გვარი სახელმწიფო, რუსეთი, სახელმწიფო წესწყობილება, სტატისტიკური ცნობები; ფინლანდია, — უცხოეთის სახელმწიფოები: აბა შეთი, ავსტრო-უნგრეთი, გლიცია, რუხია, ავღანისტანი, ამერიკის შტატები, ბელგია, ბოლგარია, გერმანიის იმპერია, დანია, ესპანია, იაპონია, ინგლია, იტალია, კორეა, ოსმალეთი, რუმინია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სერბია, შვეიცარია, შვეცია და ნორვეგია, ჩინეთი

III განყოფილება: კავკასია და საქართველო. საქართველოს ისტორია, კავკასია; სტატისტიკური ცნობები; ტფილისი, საკრედიტო დაწესებულებანი ტფილისში. წერა-კითხვისსაზოგადოება 25 წლის განმავლობაში.

IV განყოფილება: ფოსტა, ტელეფონი, ტელეგრაფი, რკინისგზა და გემების მიმოსვლა.

V განყოფილება: სხვა და სხვა გვარი ანგარიში

VI განყოფილება; იურიდიული ნაწილი. სხვა და სხვა გადასახადები. ვექსილი. სესხის ბარათი, პირობა. სისხლის სამართლის საქმის წარმოება. 1904 წ. 7 ივნისის კანონი. სამოქალაქო საქმის წარმოება. ზოგიერთი საჭირო თხოვნები

VII განყოფილება: სამეურნეო, საექიმო და საოჯახო. ვაზის და ობის წამლობა. მეაბრეშუმეობა. ხოლერა, სასარგებლო ცნობები,— სამზარეულო

VIII განყოფილება: სალიტერატურო ნაწილი. სამშობლოსადმი, ლექსი ი. ევდოშვილისა. უცხოეთიდან, მისივე — ყურყუმალაები, აკაკისა. — გოდება უბრაელთა, მისივე სიმღერა, ახობაძისა.— საახალწლო სურათი, ნ. ნაკაშიძისა. — მადნის მთხრელები, კ. ჯაფარიძისა. — პატარა სიმღერები, დ. მეგრელისა.— სდუმს არე-მარე, ახოსპირელისა, — გოდება მაგდალინელისა, განდეგილისა. — ჩემს მეგობრებს, კ. გოგოლაძისა. — მწარე ღიღინი, შიო მღვიმელისა. — ეკალო, მისივე.— შილლერი, გომართელისა, — ბატონყმობა ჩვენში. — კავკასიის ცენტრალური კომიტეტი, — ჰ.სპენსერი.— ნ. მიხაილოვსკი. — შორეულ აღმოსავლეთის საქმეები.— ქალი და მისი განათლება, პ—ისა.— სიoნიზმი

IX. განყოფილება: საადრესო კალენდარი

2 წერა-კითხვისსაზოგადოება 25 წლის განმავლობაში

▲ზევით დაბრუნება


წერა-კითხვისსაზოგადოება 25 წლის განმავლობაში (გვერდები)

დაარსებულია 31 მარტს 1879 წელს

ადრესი: ტფილისი, სასახლის ქუჩა, თავ.-აზნაურობის ქარვასლა.

§1. საზოგადოების საგანია, ხელი შეუწყოს წერა-კითხვისა და დასაწყისის განათლების გავრცელებას კავკასიის მკვიდრ ქართველთა შორის.

§ 2. ამ საგნის მისაღწევად საზოგადოება:

ა) დაეხმარება იმ სკოლებს, რომელიც არსებობს;

ბ) ხელს შეუწყობს ახალი სკოლების გამართვას, ან თვითონვე გამართავს ასეთს სკოლებს თავის ღონისძიებით;

გ) გამართავს საკითხავს ხალხისათვის და სახალხო სამკითხველოებს;

დ) გამოსცემს სასწავლო, სახელმძღვანელო და სხვა წიგნებს საკითხავად ხალხისათვის; აგრეთვე თავის ღონისძიების გაძლიერებისთანავე და საჭიროების დროს გამოსცემს თავის „უწყებას“, ან სხვა რამ დროგამოშვებით ორგანოს ჯეროვანის წესით დამტკიცებულის პროგრამისამებრ;

ე) საზოგადოებასთან დაარსებს ბიბლიოთეკას, როგორც თავის წევრთა, ისე ხალხისთვის საკითხავად, — წიგნების საწყობს უფასოდ დასარიგებლად, ან სავაჭროდ და საზოგადოთ საპედაგოგიო ნივთების საწყობს;

ვ) ხმარობს ყოველგვარ ღონისძიებას, მაზედ დამოკიდებულს, რათა სკოლებს მოუპოვოს გამოცდილი მასწავლებელნი;

ზ) გამართავს საპედაგოგიო კურსებს და კრებას სახალხო მასწავლებელთა ქალთა და ვაჟთა;

ჱ) სახალხო სკოლების უფრო ნიჭიერ მოწაფეებს მოამზადებს სახალხო მასწავლებლებად. ან იმ სასწავლებელში, რაიც არსებობს, ან, თუ საზოგადოებას ღონისძიება ნებას აძლევს, ამავე საგნისათვის გამართავს განსაკუთრებულს სასწავლებელს საკუთარის ღონისძიებით.

§3. საზოგადოება თავის საგანს მიაწევს იმით, რომ სახალხო სკოლებში დასაწყისს სწავლებას შემოიღებს სამშობლო, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე, და ჰზრუნავს რუსული ენის სწავლებისათვის, თანახმად 1878 წ. 22 ნოემბრის უმაღლესად დამტკიცებულის სახელმწ. საბჭოს აზრისა კავკასიაში და ამიერ კავკასიაში სწავლების საქმის მოწყობის შესახებ,
საზოგადოების წევრად შეუძლია ჩაეწეროს ყველას, მხოლოდ წევრმა უნდა იხადოს ყოველ წელიწადს საწევრო ფული 6 მან. ან ერთ დროულად უნდა გადაიხადოს 100 მან.

წერა-კითხვისსაზოგადოება 25 წლის განმავლობაში (გვერდები204-208)

...

I.  „საზოგადოების“ დაარსების აზრი ჯერ კიდევ 1870 წ. დაიაგრამ მისი განხორციელება დაიწყო 1877 წ., როდესაც რუს-ოსმლოს ომის გამოცხადების გამო მთავრობამ ნდობისა და მოწოდების ქაღალდი გამოსცა ქართველ ერის მიმართ. საქმის მეთაურები იყვნენ:

II. ი. გოგებაშვილი, ნ. ცხვედაძე და ვ. თულაშვილი, მათ შეუერთდნენ მერე დ. ყიფიანი, ბეს. ღოღობერიძე და ი. ჭავჭავძე. იშოვნეს ხარკოვის წერა-კითხვის საზოგადოების წესდება და შეუდგნენ მომავალ „ქ. შ. წ.-კ გაშავ. საზ.“ წესდების შედგენას.

III. ამის გამო კრებები იმართებოდა 1877-78 წ. როდესაც წესდება დამზადდა, 30 იანვარს 1878 წ. გრ. ორბელიანის სახლში შეიკრიბა ყველა, ვისაც მონაწილეობა უნდა მიეღო საზოგადეობაში, როგორც წევრს.

IV.წესდება მიღებული იქმნა კრების მიერ, რომელმაც დ. ყიფიანს, ი ჭავჭავაძეს და ბეს. ღოღობერიძეს მიანდო მისი წარდგენა მთავრობასთან დასამტკიცებლად. წესდების დამტკიცება დაგვიანდა. მთავრობამ მოითხოვა მესამე მუხლის შეცვლა, რომელიც ამბობს:

V. საზოგადოება თავის საგანს მიაღწევს იმით, რომ სახალხო სკოლებში დასაწყისს სწავლებას შემოიღებს სამშობლო, ბევშვებისთვის გასაგებ ენაზე“.

VI. 1879 წ. 26 მარტს დ. ყიფიანმა წარუდგინა მთავრობას ვრცელი განმარტება ამის შესახებ და წესდება დამტკიცებულ იქნა რამდენიმე დღის შემდეგ, 31 მარტს და სხ.

VII. საზოგადოებას დაარსწვისას ჰყავდა 126 წევრი. დღეს ჰყავს ათასზე მეტი. დღეს საზოგადოების ხელშია 8 სკოლა და 11 სახალხო ბიბლიოთეკა- სამკითხველო. საზოგადოების სკოლებში სწავლობს 1250 მოსწავლეე. ბიბლიოთეკებში 16 ათასზე მეტი წიგნია, რომლითაც სარგებლობს 2300 კაცი. საზოგადოების სამკითხველოში წელიწადში შედის 62 ათასი მკითხველი.

VIII.8) გარდა ამისა, საზოგადოებას აქვს ბიბილიოთეკა მუზეუმი, რომელშიაც შეკრებილია დღეს 3954 ქართული ხელნაწერი და წიგნი და 1678 წიგნი უცხო ენებზე უმთავრესად შესახებ საქართველოსა და კავკასიისა, და სხვა და სხვა საისტორიო ნივთი.

IX. საზოგადოებას აქვს საკუთარი მაღაზია ქართულის წიგნებისა, რომელის ჰყიდის წელიწადში 20 000 მან წიგნს. საზოგადოებას გამოუცია ოც და ხუთის წლის განმავლობაში 68 სხვა და სხვა ქართული წიგნი. წიგნების გამოცემისთვის დაუხარჯავს სულ 80 000 მან.

3 ქშწკგ საზოგადოების გამოცემები

▲ზევით დაბრუნება