კარიჭაშვილი
დავით
ვეფხის-ტყაოსნის შედგენლობა
I
ყოველი ძველი ლიტერატურული ნაწარმოები,
მეტადრე იმ დროისა, როდესაც სტამბა არ იყო, დროთა განმავლობაში განიცდიდა სხვა და
სხვა გვარს ცვლილებას. იმის მიხედვით, თუ რა გარემოებებში ინახებოდა და გადადიოდა
ნაწარმოები ერთი საუკუნითგან მეორეში, იგი იცვლებოდა ლექსიკონის, ტექსტის და
შედგენილობის მხრით. მიზეზები და გარემოებანი, რომელნიც იწვევდენ რომელსამე
ნაწარმოებში ცვლილებას, ბევრნაირი იყო.
ცნობილია, რომ საუკუნოების გამავლობაში ზოგიერთი სიტყვები უხმარებელნი ხდებოდენ და
ძველს ნაწერებში ხმარებულნი. გაუგებარნი შეიქნებოდენ ხოლმე მკითხველისათვის.
ამისთანა შემთხვევაში ხშირად მწიგნობრები ასწორებდენ გაუგებარს სიტყვებს და
გასწორების დროს ბევრჯერ სრულებით სხვა მნიშვნელობის სიტყვით სცვლიდენ. ერთის
სიტყვის სხვა სიტყვით შეცვლა გამოიწვევდა ხოლმე — წინადადებაში სხვა სიტყვების
შეცვლასაც აზრის დასაცავად.
ხშირად რომელიმე აზრი ან სურათი, ძველის ავტორისგან გამოხატული, შემდეგის დროის
მწიგნობართ არ ეჩვენებოდათ სრულად და დამთავრებულად და ამიტომ ისინი თითონ
დაამთავრებდენ ხოლმე.
მოხდებოდა ისიც, რომ ამბის მოთხრობარში მწიგნობარნი რომლისამე წვრილმანის
გარემოების დანაკლისს ჰპოვებდენ და ამიტომ ამბის შესავსებად თითონ სთხზავდენ
დაკლებულს გარემოებას და ჩაურთავდენ ძველს თხზულებაში.
ასე იქცევოდენ მწიგნობრები, დარწმუნებულნი, რომ კარგს საქმეს ჩადიოდენ, რადგან
უწინდელს დროში არც ავტორს, არც მკითხველს საზოგადოდ არ ჰქონდა მიჩნეული
ხელშეუხებლად ლიტერატურულის საკუთრების უფლება. ხშირად თვით ავტორი სწერდა ხოლმე
თავის ნაშრომის ბოლოს: ეს დამიწერია და, რაშიც შემცდარი ვიყვე, თქვენ გაასწორეთო.
ხანდახან მოხდებოდა ხოლმე, რომ ხელთნაწერს რომელიმე ალაგი დააკლდებოდა რამე მიზეზით.
ამ ადგილს ფურცლები ან ამოვარდებოდა, ან დაიხევდა და ან დაიწვებოდა და ამნაირად
თხზულება ნაკლიანი შეიქნებოდა. მართალია, ერთს ხელთნაწერს თუ დააკლდებოდა, მეორე
ხელთნაწერითგან გადაწერით შეავსებდენ ხოლმე ნაკლს, მეტადრე მაშინ, როცა თხზულება
ძალიან გავრცელებული იყო, მაგრამ ზოგიერთს შემთხვევაში შესაძლებელი ხდებოდა, რომ
ნაკლი შეუვსებელი დარჩენილიყო და შემდეგს საუკუნეებს სწორედ ეს ნაკლული ხელთნად
წერი გადასცემოდა, უნაკლულონი კი მოსპობილიყვნენ. აი ამ ნაკლის შევსებას - "მემდეგში
რომელიმე მწიგნობარი რკის. რებდი ხოლმე და თავის ფანტაზიით ან
გარდმოცემის მიხედვით თხზავდა ვითომ? - იმას, რაც თხზულებას აკლდა.
ხშირად მწიგნობარი, რომელისამე ძველის ნაწარმოებით მოხიბლული, დაინტერესდებოდა
ხოლმე იმ ამბებითაც, რომელნიც უნდა მომხდარიყვენ ავტორისგან აწერილის ამბების
შემდეგ. ამიტომ იღებდა იგი კალამს და თავის ფანტაზიის დახმარებით თხზავდა ამ ამბებს
და ურთავდა სხვის ნაწარმოებს.
ამას გარდა ხშირად მწიგნობრები ნებას აძლევდენ თავიანთ თავს სხვის თხზულების
ხელთნაწერის არშიებზე ან თავსა და ბოლოში თავიანთ შენიშვნა მიეწერათ, ან პირდაპირ
თავიანთ ნაწარმოები მოეთავსებინათ. შემდეგში ამ ხელთნაწერის გადამწერნი არშიებზე
მიწერილებს შიგ ტექსტში მოაქცევდენ ხოლმე, ხოლო თავსა და ბოლოში დართულს სხვის
ნაწარმოებს იმნაირად მოათავსებდენ, თითქოს იმავე ავტორისანი ყოფილიყვენ, ვისაც
ეკუთნოდა დანარჩენი თხზულება.
ბოლოს იყო ხოლმე იმისთანა შემთხვევაც, როდესაც რომელიმე მწიგნობარი თავის ნათხზავს
ურთავდა სხვის ნაწერს ავტორის სახელით, შეიძლება სრულებით. გულუბრყვილო განძრახვით,
გადაეცა მკითხველებისთვის ის ცნობები, რომელნიც ჭეშმარიტებად მიაჩნდა.
ამნაირად ძველად ლიტერატურული ნაწარმოები იმისთანავე ცვლილებას განიცდიდა, როგორსაც
სახალხო ზეპირი ნაწარმოები, რომელშიაც ყველა შემდეგის დროის მოლექსეს და მოამბეს
შეჰქონდა თავისი წვლილი, რის გამოც იგი ისე იცვლებოდა, რომ ახლა ძალიან ძნელია
აღდგენილ იქნას მისი პირვანდელი სახე.
ასეთი ბედი უნდა სწევოდა ჩვენს „ვეფხის-ტყაოსანსაც“, რომელიც ხელთნაწერი
ვრცელდებოდა მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისამდე. იმის გამოსარკვევად, თუ რა
ჩამატებია ან დართვია მას და აღსად გენად პირვანდელის მის სახისა საჭიროა ამ ნაშთის
ყოველმხრივი შესწავლა და გარჩევა. სამწუხაროდ, დიდი ხანი არ არის, რაც ამ საქმეს
შეუდგნენ მკვლევარნი. კრიტიკული განხილვა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტისა იმ მხრით, თუ
რომელი ადგილები არიან ყალბნი და არ ეკუთვნიან ავტორს, სცადა პირველად ბ-ნმა ალ.
სარაჯიშვილმა, რომელმაც ყალბებად აღიარა კარგა დიდი რიცხვი ტაეპებისა. მისი
ნამუშავარი დღევანდლამდე მთლიანად აღარავის შეუმოწმებია და მისი ნათქვამი თითქმის
უკანასკნელი სიტყვაა კრიტიკისა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმას, რაც
წინასიტყვაობის და ბოლოსიტყვაობის შესახებ სარაჯიშვილის შემდეგ გამოვთქვით ჯერ ჩვენ
და შემდეგ აკადემიკოსმა მარმა. II
ახლა ჩვენი განძრახვა არის, განვიხილოთ „ვეფხის-ტყაოსანი“, როგორც ის წარმოგვიდგება
ხელთნაწერებში, შედგენილობის მხრით და გამოვარკვიოთ, თუ რა არის პირვანდელი მისი
სხეული და რა მიმატებია ან დართვია მას საუკუნეების გამავლობაში.
სულ ძველი რიცხვდასმული ხელთნაწერი, რომელიც დღემდე ცნობილია, არის 1646 წ.
გადაწერილი, ამას გარდა არიან კიდევ ხელთნაწერები მეჩვიდმეტე საუკუნისავე,
გადაწერილნი 1671, 1681 და 1688 წლებში. ამათგან 1 646, 1671 და 1681 წ.
ხელ-ნაწერები ეკუთვნიან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას, 1688 წლისა ქ. შ.
წერა-კითხვის გამავრცელებელს საზოგადოების წიგნთსაცავს. ამ რიცხვდასმულთ ხელთნაწერთ
გარდა მოიპოვება კიდევ რავდენიმე რიცხვდაუსმელი ხელთნაწერი მეჩვიდმეტისავე
საუკუნისა როგორც საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში (№ 461), ისე
წერა-კითხვის გამავრც. საზოგადოების წიგნთსაცავში (№№ 4499 და 5006). ამ
ხელთნაწერებისა და ვახტანგ მეფის გამოცემის შესწავლაზე იქნება დამყარებული ჩვენი
დღევანდელი გამოკვლევა.
რადგანაც ვახტანგის შესახებ ამ უკანასკნელს ხანში გამოითქვა აზრი, ვითომ . იგი
იყვეს დამახინჯებული და შემოკლებული და ამიტომ მას გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა
ჰქონდეს, ვიდრე მეჩვიდმეტე საუკუნის ხელთნაწერებს, საჭიროდ ვთვლით შევჩერდეთ მის
განხილვაზედ ცოტაოდენს ხანს, რომ ცხად ვყოთ მისი ღირსება და მნიშვნელობა.
იბადება ორი კითხვა: 1) როგორი უნდა ყოფილიყო ის დედანი, რომელიც ვახტანგ მეფემ
დააბეჭდინა თავის სტამბაში 1712 წ. და 2) შეიტანა თუ არა მან რამე შესწორება და
ცვლილება დედანთან შედარებით თავის გამოცემაში. პირველს კითხვაზე შეუძლებელია ორის
პასუხის მიცემა. ყოველს ეჭვს გარეშეა, რომ დედანი, რომლის დაბეჭდვაც ვახტანგმა
მოინდომა, იქნებოდა საუკეთესო მის დროში. რა საფიქრებელია, რომ ქვეყნის გამგეს,
ჭკვიანს, განათლებულს და ქართული მწერლობის ღმად მცოდნე მეფეს, რომელიც ამასთან
ყველაფერს საუკეთესო და მცოდნე პირთა დახმარებით აკეთებდა თავის გამოცემის დედნად
მრავალთ ხელთნაწერთაგან აერჩიოს წარყვნილი ან ნაკლიანი ხელთნაწერი. პირიქით,
უეჭველია მხოლოდ ის, რომ მის გამოცემის დედანი იქნებოდა ის ხელთნაწერი, რომელიც
უნდა მიჩნეული ყოფილიყო ვახტანგისა და მის თანამოღვაწე მცოდნე პირთაგან საუკეთესოდ.
მეორე კითხვაზე შეგვიძლია გადაჭრილი უარი ყოფითი პასუხი მივცეთ. არსაიდგანა ჩანს და
არც არის წარმოსადგენი, რომ ვახტანგ მეფეს თავის გამოცემაში რამე შესწორება
შეეტანოს ან რამე შეეცვალოს–გამოეკლოს ან მიემატებინოს. სხვა ხელთნაწერებთან
შედარება ამ გამოცემისა გვარწმუნებს, რომ შესწორებული არაფერია მაში, არ არის არც
რამე დამატებული, ხოლო რაიცა შეეხება დაკლებას, არც ეგ არის ჭკუაზე მოსასვლელი,
თუმცა ცნობილია, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის ხელნაწერებში „ვეფხისტყაოსანი“ შეიცავს
იმისთანა დამატებას. რაიცა ვახტანგის გამოცემაში არ არის. ვახტანგს არამც თუ ნება
არ მიუცია თავისთვის რამე შეესწორებინა ან გამოეკლო, არამედ რაღაც სარწმუნოებრივის
მოწიწებით, მოჰკიდებია დედანს და ისიც კი არ შეუსწორებია და არ გამოუტოვებია, რაც
მას ავტორის აზრად არ მიაჩნდა. ვახტანგს, რომელსაც „ვეფხის-ტყაოსანი“ ორიგინალს
თხზულებად მიაჩნდა, შეეძლო ერთის კალმის ჩამოსმით მოესპო ამ აზრის წინაამდეგი ტაეპი
„ვეფხის-ტყაოსნის“ წინასიტყვაობისა: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები...“,
მაგრამ ეს არ უქნია და ცდილა სხვანაირად გაემარტა იგი. ცნობილია აგრეთვე, რომ
ვახტანგი „ვეფხის-ტყაოსანს“ სთვლიდა ზეციურის გრძნობების და აზრების გამომხატველად
და ამიტომ იძულებული შეიქნა მისტიკურად აეხსნა ის ადგილები, სადაც ამქვეყნიური
კაცური გრძნობებია გამოხატული. განა ვახტანგს არ შეეძლო ეს ადგილები სხვანაირად
გადაეკეთებინა ან სრულებით გამოეტოვა, თუ კი ნებას მისცემდა. თავის თავს შეხებოდა
თავის კალმით ძველს ნაშთს? ცხადია, შეეძლო ეს ექნა, მაგრამ არ უქნია იმიტომ, რომ
იმას წესად არ დაუდვია „ვეფხის-ტყაოსნის“ შეცვლა ან შესწორება. მით უფრო
დაუჯერებელია და უცნაურია ის აზრი, რომ იმას თავის დედნითგან გამოეტოვებინოს
თითქმის ერთი მესამედი მთელის თხზულებისა. შემოკლება კი არ იქნებოდა მისთვის
სასურველი და სასახელო, არამედ გადიდება და გავრცელება იმის თანა თხზულებისა,
რომლითაც ის თავს იდებდა და ამაყობდა როგორც ქართველი. ვერავითარის სტამბის
დაბრკოლება, მას ვერ აიძულებდა თხზულების ერთის მესამედის დაუბეჭდველობას. მით უფრო
რომ არავითარი ასეთი დაბრკოლება არ არის საგულებელი. პირიქით, საფიქრებელი ის არის,
რომ ვახტანგი, თავის დედანში რომ ნაკლი აღმოეჩინა, სხვა დედნითგან შეავსებდა ნაკლს
ისე დაბეჭდავდა სრულს თხზულებას. ამნაირად თუ რამე აკლია ვახტანგის გამოცემას
მეჩვიდმეტე საუკუნის ხელთნაწერებთან შედარებით, ეს იმის ბრალია, რომ ეს მეტი რამ არ
იყო ვახტანგის დედანში და მის აზრით არც შეადგენდა „ვეფხის-ტყაოსნის“ ნაწილს.
სხვანაირად რომ ყოფილიყო საქმე, ბოდიშს მაინც მოითხოვდა მკითხველთა წინაშე და
აუწყებდა მათ, თუ რამ აიძულა შეემოკლებინა და დაემახინჯებინა სასიქადულო თხზულება.
რომ ვახტანგის დედნისთანა ხელთნაწერები მეჩვიდმეტე საუკუნეში სხვებიც ყოფილა, ამისი
დამამტკიცებელი საბუთი ჩვენ მოგვეპოვება. ქ.შ. წერა-კითხვის გამავრც. საზოგადოების
წიგნთსაცავის ხელთნაწერი №5006, რომელიც ყოველის ნიშნებით მეჩვიდმეტე საუკუნისაა და
ვახტანგის გამოცემის ტექსტისგან თავითგან ბოლომდე განსხვავებულის ტექსტის
მქონებელია, როგორც ეტყობა, გადაწერილია იმნაირის შედგენილობის დედნითგან,
როგორისაც ყოფილა ვახტანგის დედანი, ისე რომ ბოლოში, რაც ამ დედანს ჰკლებია სხვა
ხელთნაწერებთან შედარებით, სხვა შედგენილობის დედნითგან გადაუწერიათ. იმ ტაეპისთვის,
რომელიც წ-კ. საზოგადოების გამოცემაში 1554-ეა, გადამწერს მიუყოლებია 1555-ე ტაეპი,
ამ ტაეპისა დაუწერია სტრიქონ-ნახევარი და უცებ ნახევარს სიტყვაზე გაჩერებულა.
შეუწყვეტია რა ეს ტაეპი, გადამწერს დაუწყვია და განუგრძვია წერა იმ ტაეპებისა,
რომლებიც ვახტანგის გამოცემაში არ მოიპოვებიან და შეადგენენ მეჩვიდმეტე საუკუნის
ხელთნაწერებში 1554 ტაეპის შემდეგ მოთავსებულს დამატებას. ის გარემოება, რომ
ხელთნაწერი ამ ადგილს შეშლილია, გვეუბნება შემდეგს. ამ ხელთნაწერში „ვეფხისტყაოსნის“
გადაწერა დაუწყვიათ იმნაირის შედგენილობის დედნითგან, როგორისაც ყოფილა ვახტანგის
გამოცემის დედანი, იმ პირობით, რომ როცა გადამწერი ჩავიდოდა იმ ადგილამდე, საცა
სხვა ხელთნაწერებში მეტი სწერია, უნდა მას პირველი დედანი მიეტოვებინა და გადაწერა
განეგრძო სხვა დედნითგან, რომელშიც დამატება ყოფილა. გადამწერს გადავიწყებია ეს
პირობა და პირველის დედნითგან გაუგძვია გადაწერა იმ ადგილის შემდეგაც, საცა უნდა
შეჩერებულიყო. მოჰგონებია მხოლოდ მაშინ, როცა სტრიქონ-ნახევარი დაუწერია კიდეც,
მაშინვე შეჩერებულა და გამოუცვლია დედანი.
რით აიხსნება ის ამბავი რომ ვახტანგ მეფეს აურჩევია ასეთი დედანი და არა სხვანაირი,
საცა უფრო მეტი ამბები ეწერა. ეს იმით აიხსნება, რომ ვახტანგს უნდა ჰქონოდა უტყუარი
ცნობები იმის შესახებ, რომ სხვა ხელთნაწერებში მოთავსებული მეტი ამბები ყალბები
იყვნენ და არ ეკუთნოდენ „ვეფხის-ტყაოსანს“. ამის გამო ჩვენ ვახტანგის გამოცემის
დედანი მიგვაჩნია უძველესად თავის შედგენილობით.
ეს უძველესი ვარიანტი „ვეფხის ტყაოსანისა“ შესდგება სამის
ნაწილისაგან: 1) წინასიტყვაობისაგან, 2) ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის
ამბისაგან და 3) ბოლოსიტყვაობისაგან. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის ამბავი
არის მთლიანი და დასრულებული რომანი, რომელშიაც მოთხრობილია, თუ რანაირად შეიყვარეს
ერთმანეთი ტარიელმა და ნესტან-დარეჯანმა, რა დაბრკოლება ჰპოვეს მათ ერთმანერთთან
შეუღლებაში და რანაირად დასძლიეს მათ ეს დაბრკოლებანი. რომანის დასაწყისითგან
ბოლომდე ინტერესი ტრიალებს ამ ორის პირის გარშემო. სხვა პირნი— როსტევან მეფე,
თინათინი, ავთანდილი, ფრიდონი, ასმათი და სხვანი, | გამოყვანილნი არიან რომანში
მხოლოდ ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის ამბის მოსათხრობად. რომანი იწყება როსტევან
არაბთა მეფის ამბით და თავდება ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის დაბრუნებით ინდოეთში
ერთმანერთის პოვნის შემდეგ. ეს რომანი არის ის, რასაც ჰქვიან „ვეფხის-ტყაოსანი“ და
რაც სავსებით დაცულია ვახტანგის დედანში. მხოლოდ ამ სამძღვრებში მოთავსებული „ვეფხის-ტყაოსანი“
უნდა ჩაითვალოს მის ნამდვილს სხეულად. თქმა არ უნდა, რომ ამ სამძღვრებშიაც
თხზულებას აქვს განცდილი ბევრნაირი ცვლილება: სიტყვების ცვლა, ტექსტის შესწორება,
ახალის ტაეპების ჩამატება, ალაგ-ალაგ ძველების დაკლება და სხვ. მაგრამ მთლიანად კი
წარმოადგენს სრულს სხეულს პირვანდელის „ვეფხის ტყაოსნისას“. ამ პირვანდელს სხეულს
ვახტანგის გამოცემის დედნისას, ისე როგორც სხვა ხელთნაწერებს, დართული აქვს
ხორცმეტად წინასიტყვაობა და ბოლოსიტყვაობა, რომელთა შესახებ ქვევით გვექნება
ლაპარაკი. ახლა კი განვაგრძობთ იმის კვლევას, თუ რა დამატებია „ვეფხისტყაოსნის“
პირვანდელს სხეულს იმ სახით, როგორიც მას აქვს ვახტანგის გამოცემაში.*
III
ვახტანგის გამოცემის უკანასკნელის თავის ბოლოში მოთხრობილია ამბავი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის დაბრუნებისა არაბეთითგან ინდოეთს და მათ გახელმწიფებისა ამ ქვეყანაში. ამბის მოთხრობაში შეიმჩნევა ერთი რომანისთვის უმნიშვნელო, მაგრამ უცნაური ნაკლი. ტარიელი თავის ცოლით, მეგობრებით და დიდის ჯარით არაბეთითგან გაემგზავრება ინდოეთს. მათი მგზავრობა აწერილია ასე (იხ. 1554 ტ. წ. კ. გ. საზოგ. (გამოცემაში):
სამთავე ვლეს, - ღმერთმან მათებრ სხვა ნურა ნუ დაბადოსა!
— მოეგებნიან; მტერობა ვერავინ დაიქადოსა!
მინდორსა შინა სადილად გარდახდეს უდილადოსა,
ვითა მართებდათ, პურობდეს, ღვინოსა სმევდეს, არ დოსა.
ამის შემდეგ ნათქვამია (იხ. იქვე 1555 —1558 ტ.).
ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი,
შვიდი ტახტი სახელმწიფო საშვებული, გაუცდელი.
მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ასე აწინდელი.
ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი, ჭირთა გარდუხდელი.
თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახეთ, მზეცა ვერა სჯობდეს.
ბუკსა ჰკრეს და მეფედ
დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს;
მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს.
„ესუაო მეფე ჩვენი!“ იზახდეს და ამას. ხმობდეს. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადეს,
ზედა დასხდეს ხემწიფურად, დიდებანი უდიადნეს.
— ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რა დაბადნეს! —
ამბობდიან ჭირთა მათთა,
ყველა კასა გაუცხადნეს.
სმა, პურობა, გახარება ქნეს, ჯალაბი გაადიდეს,
ვითარიცა ქორწინობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს.
გლახათათვის საბოძვარსა
საჭურჭლესა ერთგან ჭრიდეს.
როგორც ვხედავთ, აქ ერთის სიტყვითაც არ არის მოხსენებული,
დაბრკოლება რამე ნახეს ტარიელმა და მისმა ამხანაგებმა თუ არავითარი ინდოეთში
შესვლის დროს, რა მდგომარეობაში იყო მაშინ ინდოეთი, ცოცხლები იყვენ თუ მკვდრები
ნესტან-დარეჯანის მამა და დედა, ვინ მეფობდა ინდოეთში, თუ ფარსადან მეფე აღარ იყო
ცოცხალი. უეჭველია, „ვეფხისტყაოსანში“ იქნებოდა პასუხი ყველა ამ კითხვებისა, მაგრამ
დროთა გამავლობაში დაკარგულა სწორედ ის ფურცელი ან ფურცლები, საცა ეს ამბავი
წერებულა, და ასე დანაკლულებული თხზულება გადასცემია შემდეგ საუკუნეებს. ამ ნაკლს
უეჭველია ამჩნევდენ ჩვენი ძველი მწიგნობრები და თქმა არ უნდა სწუხდენ მისთვის.
ბოლოს გაჩენილა ერთი მწიგნობარი, რომელსაც თავის მოვალეობად ჩაუთვლია ნაკლის
შევსება და კიდევაც შეუვსია იგი. ამ მწიგნობარს აუღია კალამი და თავის საკუთარის
ფანტაზიის დახმარებით ან, შეიძლება, ლიტერატურულის გადმოცემის მიხედვით, შეუთხზავს
მთელი ეპიზოდი, მომთხრობელი იმისა, თუ რანაირად დაბრუნდენ ტარიელი და ნესტანდარეჯან
და დაიჭირეს ტახტი. ეს ეპიზოდი, შემდგარი 40-ზე მეტის ტაეპისაგან, მართლაც, ავსებს
ნაკლს. ინდოეთს რომ მიუახლოვდებიან ტარიელ და მის თანამხლებლები, გაიგებენ, რომ
ფარსადან მეფე მომკვდარა და მის სამეფოს, რომ ლის გამგედაც გამხდარა დედა
ნესტანდარეჯანისა, შესევიან ხატაველები. ამის შემტყობი ტარიელი თავის მეგობრებით და
ჯარით გაეშურება და შეებმება ხატაველებს. ხატაველები დამარცხდებიან და
განიდევნებიან. ინდოეთის დედოფალი, ნესტან-დარეჯანის დედა, დიდი სიხარულით
მიეგებება თავის ქალსა და სიძეს და დაულოცავს მათ სამეფო ტახტს, რითაც „ტარიელს და.
ცოლსა მისსა მიხვ ა მაისი საწადელი“. ვახტანგ მეფე, რომელიც, უეჭველია, კარგად ხედავდა თავის დედნის ჩვენგან აღნიშნულს
ნაკლს, იცნობდა სხვა ხელეთნაწერებსაც, საცა ეს ნაკლი იყო შევსებული, მაგრამ მან
დაიცვა თავის გამოცემაში თავისი დედანი, რადგანაც, რომ გორც ზევითაც ვთქვით, იცოდა,
რომ სხვა ხელთნაწერებში ნაკლის შესავსებლად მოთავსებული ეპიზოდი, არ იყო „ვეფხისტყაოსნის“
ავტორის ნაწარმოები, თქმა იმისი, თუ როდის არის შეთხზული ეს ჩართული ეპიზოდი,
გადაჭრით არ შეგვიძლიან ჯერ-ჯერობით. იგი მოიპოვება 1646 წლის ხელთნაწერშიაც.
შესაძლებელია, იგი დაწერილი იყვეს მეთხუთმეტემეთექვსმეტე საუკუნეში.
IV
როგორც ვთქვით, „ვეფხის-ტყაოსანი“, როგორც რომანი, თავდება ნესტან-დარეჯანის და
ტარიელის შეუღლებით და თავიანთ სამშობლოში დაბრუნებით. შემდეგის დროის მწიგნობრები,
გატაცებულნი „ვეფხის-ტყაოსნის“ გმირებით, ძალიან დაინტერესდენ ამ გმირების ამბით
მათ ინდოეთში დაბრუნების შემდეგ. იმათ ებადებოდათ კითხვა, თუ რა პასუხს გასცემდა
ხვარაზმშა ინდოეთში გამეფებულს მის შვილის მკვლელს ტარიელს, რანაირი ურთიერთობა
ექნებოდათ შემდეგში ძმად ფიცს მეგობრებს ტარიელს, ავთანდილს და ფრიდონს, რანაირი
იქნებოდა მათი სიცოცხლე და რანაირად დაიხოცებოდენ. ამ კითხვებზე პასუხი მისცა ერთმა
მწიგნობარმა, რომელმაც დაწერა 150 ტაეპამდე და დაწვრილებით მოგვითხრო, თუ რანაირად
გახდა ავად ტარიელი, რანაირად ისარგებლა ამით ხვარაზმშამ და შეესია ინდოეთს,
რანაირად მოიწვია ტარიელმა თავის ძმად-ფიცები ავთანდილ და ტარიელ საშველად,
რანაირად მივიდენ ისინი ტარიელთან და დაუმარცხეს მტერი, რანაირად ბედნიერად
იცხოვრეს შემდეგში და რანაირად დაიხოცენ ტარიელ და ავთანდილ მეუღლეებითურთ, ამ
ეპიზოდის შემთხვზელი არ მალავს თავის ღვაწლს და მის დაწერის ისტორიასაც გვიამბობს
თავშიც და ბოლოშიც. თავში ამბობს: აწ, გონიერნო, სიტყვანი მისმინეთ, შეიწყნარენით,
ძველი ნარჩომი ამბავი ლექსად ვთქვენ, გაიხარენით,
სარგის დაუნჩა უთქმელად, ჩვენ ესე დავიბრაალენით,
ლუქსი მიქენით ამისთვის, უნანი მომახმარენით.
ბოლოში ამბობს:
ეს ამბავი დარჩომოდა სარგის ლექსთა შეუწყობლად,
აგრევ თმოგვი თმოგველთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად.
ესე სიტყვა მოახსენეს, ვინ ჩანს გმირთა რაზმთა მწეობლად,
მიბრძანა თუ ლექსად თქვიო,
მჭევრ-ქართულად, დაუშრობლად.
ამ სიტყვებითგან ცხადია, რომ ვიღაც სარგისს*„
დარჩენია გაულექსავი ტარიელისა და
ნესტან-დარეჯანის ამბავი ინ დოეთში დაბრუნების შემდეგ. ეს უცნო- - ბებიათ ერთის
პირისთვის, რომელიც გმირების რაზმთა მწყობელი ყოფილა, და მას უბრძანებია
მწიგნობრისთვის, ეს ამბავი კარგს ლექსად თქვიო. მასაც აუღია და გაულექსია. ამნაირად
ეპიზოდის შემთხზველი საკმაოდ გადაჭრით გვატყობინებს, რომ ეს ეპიზოდი გალექსულია |
|
* ვინ უნდა იყვეს ეს სარგის, რომელსაც დარჩენია
გაულექსავი ტარიელის და ნესტან-დარეჯანის ინდოეთს დაბრუნების შემდეგ
მომხდარი ამბები? ის უნდა იყვეს ან თვით „ვეფხის-ტყაოსნის“ ავტორი, ან ის,
ვინც „ვეფხის-ტყაოსანს“ ჩაუმატ{ 40-მდე ტაეპი ტარიელისა და ნესტან
დარეჯანის ინდოეთში დაბრუნების და სახელმწიფოების აღწერილობით. ამაზედ
დაწვრილებით კვლავ გვექნება მსჯელობა. |
სხვა პირისაგან და არა „ვეფხის-ტყაოსნის“ ავტორისაგან. უკანასკნელის თქმული რომ ყოფილიყო, გაუგებარი იქნებოდა, თუ რაღა ამ ეპიზოდის თავსა და ბოლოში მოიხსენია თავისი ღვაწლი. პირიქით, სწორედ ის გარემოება, რომ ამ ეპიზოდის თავსა და ბოლოში იხსენიებს მოლექსე თავის ღვაწლს, ამტკიცებს, რომ ეს ეპიზოდი არ მოსდევდა თავდაპირველს . „ვეფხის-ტყაოსანს“ და რომ ამ ეპიზოდის ავტორი სხვაა და პირვანდელის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი სხვა. ეს დამატებითი ამბავი სრულად და შეურეველად მოთავსებულია 1646 წლის ხელთნაწერში.
ამ ამბის მოთხრობით მწიგნობარმა
დააკმაყოფილა მკითხველის სურვილი, გაეგო თუ რანაირად დასრულდა სიცოცხლე
ტარიელ-ნესტან-დარეჯანისა და ავთანდილ-თინათინისა. მაგრამ მას დაავიწყდა, რომ
ტარიელს და ავთანდილს ჰყავდათ ერთი მეგობარი, სახელად ფრიდონი, რომლის შესახებ
ცნობა ისეთივე საინტერესო უნდა ყოფილიყო, როგორც ტარიელის და ავთანდილის შესახებ.
აი ამ ცნობის მიწვდენა განიძრახა და კიდეც შეასრულა ეს განძრახვა ერთმა მწიგნობარმა,
რომელმაც 10-ს ტაეპში მოგვითხრო, თუ როგორ წამოვიდა ფრიდონი თავის მეგობრების
სატირლად, როგორ მოიტირა ისინი და რანაირად შინ დაბრუნებული დარდით გადაიცვალა. ეს
დამატებაც მოთავსებულია 1646 წ. ხელთნაწერში. ამნაირად ეს ხელნაწერი წარმოგვიდგენს
„ვეფხის-ტყაოსნის“ რომანს იმ სახით, როგორისაც ვახტანგის გამოცემის დედანი ყოფილა,
მხოლოდ ერთის ჩამატებულის ეპიზოდის და ორის ერთიერთმანერთზე მიმყოლის დამატების
დართვით. ამის გამო ეს ხელთნაწერი შედგენილობით არის ვახტანგის გამოცემის
დედნის მიმდევნო.
V
„ვეფხის-ტყაოსნის“ სამის გმირის ტარიელის, ავთანდილის და ფრიდონის სიკვდილის
მოთხრობით მაინც უნდა დაკმაყოფილებულიყო მკითხველთა ინტერესი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ
წინანდელს მწიგნობრებს დარჩენოდათ ერთი ფრიად საინტერესო რამ. ეს იყო დიდებულის
გმირების ანდერძი. დიდებულები სიცოცხლეში, უეჭველია, დიდებულს რასმე უანდერძებდენ
ჩამომავლობას და აი გაჩნდენ მწიგნობრები, რომელთაც დაიწყეს ან. დერძების თხზვა.
ანდერძის დაწერის პირველი ცდა ყოფილა გაუბედავი, რადგან თავდაპირველად როგორც
ტარიელისა, ისე ავთანდილის ანდერძი სულ რავდენისამე ტაიპისაგან ყოფილან შემდგარნი,
რაიცა ჩანს 1688 წლის ხელთნაწერითგან, რომელშიც ტარიელის ანდერძი ათ-ტაეპიანია,
ხოლო ავთანდილისა ხუთ-ტაეპიანია. ამ ორის ანდერძის დამწერს თვითეუღლის გმირის
ანდერძი ჩაურთავს პირველის დამატების იმ ტაეპების წინ, რომლებშიაც აწერილი იყო მათი
სიკვდილი, რისთვისაც ცალ ცალკე მოუყრია თავი თვითეულის გმირის სიკვდილის მოთხრობის
ტაეპებისთვის.
გმირების ანდერძები ეტყობა ძალიან მოსწონებიათ როგორც მკითხველებს, ისე -
მწიგნობრებს, რაიცა ჩანს იქითგან, რომ, ჯერ ერთი, პირველად დაწერილი ორი მოკლე
ანდერძი მალე გაუვრცელებიათ ტაეპების ჩამატებით, როგორც ეს ჩანს 1681 წ.
ხელთნაწერითგან, მერე შეუთხზავთ კიდევ ერთი ახალი ანდერძი ავთანდილისა, როგორც ეს
ჩანს 1671 წ. ხელთნაწერითგან, ამის უკან შეუთხზავთ კიდევ ერთი ახალი ანდერძი
ტარიელისა, რომელიც ჩანს ხელთნაწერში № 5006 და ბოლოს კიდევ ერთი ახალი ტარიელისავე,
რომელიც ჩანს ხელთნაწერში № 4499. ამნაირად შედგენილობის მიხედვით 1646 წ.
ხელთნაწერის მიმდევნოდ უნდა მიღებულ იქნას 1688 წლის ხელთნაწერი, ამის მიმდევნოდ
1681 წლის ხელთნაწერი, ამის მიმდევნოდ 1671 წლის ხელთნაწერი*, ამის მიმდევნოდ
ხელთნაწერი № 5006 და ამის მიმდევნოდ ხელთნაწერი, № 4499. |
|
* გასაკვირველი არ არის, რომ გვიან გადაწერილი (მაგ. 1688 წ.) ხელთნაწერი შედგენილობით უფრო ადრინდელი იყვეს, ვიდრე ადრე გადაწერილი (მაგ. 1671 წ.). ამისი მიზეზი ის არის, რომ დედანი პირველისა უფრო ძველი ყოფილა, ვიდრე მეორისა.
|
VI
წინასიტყვაობა და ბოლოსიტყვაობა „ვეფხის-ტყაოსნისა“ არაფერს საერთოს არ წარმოადგენს
თვით თხზულებასთან. ამას გარდა ცალ-ცალკეც არც წინასიტყვაობა არც ბოლოსიტყვაობა
არაფერს მთლიანს და ერთის აზრის შემცველს არ წარმოადგენენ. ესენი წარმოადგენენ
კრებულს სხვა და სხვა შინაარსის ტაეპებისა, რომელნიც ერთმანერთთანაც ისევე
დაუკავშირებელნი არიან, როგორც ყველა ისინი ერთად თვით რომანთან. ეს ტაეპები რომ
განვიხილოთ, ჩვენ წარმოგვიდგება შემდეგი. წინასიტყვაობაში ტაეპების უმეტესობა ორ
ჯგუფად შეიძლება დავყოთ: 1) ტაეპები, რომლებიც შეიცავენ მიჯნურობის გამარტებას, და
2) ტაეპები, რომელნიც შეიცავენ მელექსეობის ღირსების და მნიშვნელობის ახსნას. ეჭვი
არ არის, რომ ეს ორი ჯგუფი ტაეპებისა დაწერილია თვით „ვეფხისტყაოსნის“ გამო ან მის გავლენით. ამ რომანის მკითხველი იხიბლებოდა ერთის მხრით მაში გამოყვანილის მიჯნურების თვისების და საქციელის აწერილობით, მეორე მხრით ლექსის სილამაზით და სიძლიერით. ამიტომ „ვეფხის-ტყაოსნის“ გმირების მიჯნურობა საიდეალოდ შეიქნა, ხოლო მის. ლექსები სამაგალითოდ მელექსეთათვის. ერთმა მწიგნობარმა ყველა თავისი აზრები მიჯნურობის შესახებ, შეთვისებულნი, ან უკეთ ვთქვათ, გამოკრებილნი „ვეფხის-ტყაოსნითგან“, გამოთქვა, ლექსად და თავის ნათქვამი დაურთო თავში თვით „ვეფხის-ტყაოსანს“. მეორე მწიგნობარმა, პირველის მიბაძვით, გამოთქვა ლექსად თავისი აზრები მელექსეობის შესახებ, აგა რეთვე „ვეფხის-ტყაოსნის“ მიხედვით შემუშავებულნი, და დაურთო თავში ამავე თხზულებას, მიჯნურობის შესახებ დაწე| რილის ტაეპების შემდეგ. ამნაირად გაჩენილან წინასიტყვაობის ის ტაეპები, რომელნიც წერა-კითხვის საზოგადოების გამოცემაში აღნიშნულნი არიან მათ რიგის მიხედვით ციფრებით: 8—14 და 19—25. პირველი ჯგუფი შეეხება მიჯნურობას, მეორე ჯგუფი მელექსეობას. შემდეგში მესამე მწიგნობარს ბოლოში მიუმატებია კიდევ ხუთი ტაეპი მიჯნურობის შესახებ (27—31). რასაკვირველია, ძნელია იმის თქმა, რომ თვითეული ამ სამთ ჯგუფთაგანი ტაეპებისა თითო მწიგნობრის დაწერილნი იყვნენ. ჩვენ უფრო გვგონია, რომ ამ ჯგუფებში შემდეგის დროის მწიგნობრებსაც უნდა ჰქონდეთ ჩართული თითო-ოროლა ტაეპი. ყოველს შემთხვევაში ცხადია, რომ წინასიტყვაობა თავდაპირველად ტაეპების ორის ჯგუფისგან შესდგებოდა და შემდეგ მიმატებია მესამეც. მას უკან ამ სამის ჯგუფის ტაეპებისთვის სხვა და სხვა დროს დაუმატებიათ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 15, 16, 17, 18 და 26 ტაეპი. ეს ტაეპებიც რავდენსამე ჯგუფად იყოფება. 3, 4, 5, 15, 16, 17 და 26 ტაეპი შეიცავენ იმ აზრს ვითომ „ვეფხის-ტყაოსანი“ იყვეს ქართულ ლად ნათარგმანები სპარსული ამბავი, და- წერილი ლექსად თამარ მეფისა და მის მეუღლის დავითის საქებრად რუსთაველის მიერ, რომელსაც უბრძანეს ასეთი შექება და რომელსაც თითონაც ჰყვარებია თამარი. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, მწიგნობრის მოგონილი არ არის. იგი წარმოადგენდა ლიტერატურულს გარდმოცემას და მწიგნობარმაც მის დასაცავად აღწერა იგი ისე, თითქო „ვეფხის-ტყაოსნის“ დამწერი მოუთხრობდეს იმას თავის პირით. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ტაეპები არ უნდა ეკუთნოდენ ერთის მწიგნობრის კალამს და არც ერთს დროს უნდა იყვნენ დაწერილნი. ჩვენის აზრით ჯერ უნდა დაწერილიყვენ 3, 4, და 5 ტაეპი, ხოლო მათ შემდეგ 15, 16, 17 და 26 ტაეპი. 6, 7 ტაეპში მოხსენებულია „ვეფხის-ტყაოსნის“ გმირი ტარიელ, ცხადია იმ აზრით, რომ მის დამწერს და ჩამრთველს მწიგნობარს, გაკვირვებულს სრულის უკავშირობით წინასიტყვაობისა რომანთან, ასეთი კავშირი დაემყარებინა. ეს ორი ტაეპი შეთხზულია განძრახ ავტორის სახელით მოსასპობად იმ უცნაურობისა, რომ წინასიტყვაობაში ერთი სიტყვაც არ შეეხებოდა თვით თხზულებას. 18-ე ტაეპი ჩართულია წინასიტყვაობაში ვიღაც მოცლილის მწიგნობრის მიერ ყოვლად უაზროდ, შეიძლება, პავლე მოციქულის გავლენითაც*, ხოლო 1 და 2 ტაეპი დაწერილია იმისთანა მწიგნობარითაგან, რომელნიც გაიმსჭვალებიან ხოლმე რელიგიური გრძნობით, როდესაც დაინახავენ რასმე დიდებულს და საოცარს, ან შეუდგებიან რამე სამძიმო საქმეს. პირველი ტაეპი მწიგნობარმა შეთხზა და დაურთო „ვეფხის-ტყაოსანს“, როგორც დიდებულს და საოცარს თხზულებას. მეორე ტაეპი ჩაურთვია შემდეგში სხვა მწიგნობარს „ვეფხის-ტყაოსნის“ ავტორის მაგიერ, რომელიც, მის აზრით, საჭიროებდა ღვთის შემწეობას ამისთანა დიდებულის და ძნელის თხზულების შესაქმნელად. |
|
*) შეადარე ამ ტაეპის მესამე სტრიქონი პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველის ეპისტოლის ოცდამეშვიდე მუხლს. |
ბოლოსიტყვაობის ხუთის ტაეპითგან სამი ტაეპი წარმოადგენს მწიგნობრების მინაწერებს და შეიცავენ მათ პირადს აზრს, გრძნობას ან ცნობას. მაგ. 1572 ტაეპი არის მწიგნობარ-გადამწერის შენიშვნა, ლექსად გამოთქმული მთელის თხზულების გადაწერის შემდეგ. 1575 ტ. გამოსთქვამს მწიგნობრის აზრს, გამოტანილს „ვეფხის-ტყაოსნის“ კითხვითგან, სოფლის მიუნდობლობაზე. 1576 ტ. ბიბლიოგრაფიული შენიშვნაა იმისთანა მწიგნობრისა, რომელსაც ნდომებია თავის ცნობის გადაცემა სხვებისთვის. 1578 და 1574 ტაეპი შეიცავენ იმნაირსავე ლიტერატურულს გადმოცემას, როგორიც გამოხატულია წინასიტყვაობის 3, 4, 5 და 16 ტაეპებში, მწიგნობრისგან დართულს ბოლოში ავტორის სახელით.
VII
„ვეფხის-ტყაოსნის“ წინასიტყვაობა და ბოლოსიტყვაობა იმ სახით, როგორიც მათ
, აქვთ ვახტანგის გამოცემის დედანში, შედგენილობით არიან უძველესნი და
აღბეჭდილნი არიან იმ თვისებით, რომელნიც მათ შეეფერებათ წარმომდინარეობის
მიხედვით. მათი თვისება არის უსისტემობა და ერთიანის აზრის უქონლობა.
შემდეგში მწიგნობრებმა მოინდომეს სისტემის შეტანა და აზრიანობის მიცემა.
ამიტომ, | ჯერ ერთი, იხმარეს ის საშუალება, რომელიც წინადაც იყო ნახმარი,
ე. ი. შესწორებათ დამატება ახალის ტაეპებისა, მეორედ, დაიწყეს დალაგება
ტაეპისა სხვანაირად ს გამოტოვება ზოგიერთებისა, რომელნიც არ შეეფერებოდენ,
მათ აზრით, სინამდვილეს. 1646 წ. ხელთნაწერში, რომელშიც - გამოტოვებულია 8
ტაეპი და ერთი ჩამატებულია, ტაეპები ასე არიან დალაგებულნი: 16. 17. 18.
19. 20. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. 28. 29. 8. 9. 10. მეტი
. 11. 12. 13.
14. 30. 31. 1688 წ. ხელთნაწერში, რომელშიც გამოტოვებულია 6 ტაეპი და 3
ჩამატებულია, ტაეპები დალაგებულნი არიან ასე: მეტი
. 1. 15. 16. 17. 18?)
მეტი
. 19. 2 (0. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. 28. 29. 8. 9. 10. მეტი
. 11.
12. 13. 14. 30. 31.1) 1681 წლის ხელთნაწერში, რომელშიც გამოტოვებულია 7
ტაეპი და 8 ჩამატებულია, ტაეპები დალაგებულნი არიან ასე: მეტი
. 1. 2. 3. 4.
მეტი
. 19. 20. 21. მეტი
. 22. 23. მეტი
. 24. მეტი
25. 26. 27. 28. 29. 8.
მეტი
. 9. 10. მეტი
. 11. 12. 13. მეტი
. 14. 3 (). 31, 16 71 წლის
ხელთნაწერში, რომელშიც მოთავსებულია ყველა ტაეპი ვახტანგის გამოცემისა და
ჩამატებულია 9, ტაეპები ამ რიგზე მისდევენ: მეტი
, 1. 2. 3. 4. 5. 6. 7.
მეტი
. 15. 16. 17. 18. მეტი
. 19. 20. 21. მეტი
. 22. 23. მეტი
. 24. მეტი
.
25. 26. 27. 28. 29. 8. მეტი
. 9. 10. მეტი
. 11. 12. 13. მეტი
. 14. 30. 31.
ხელთნაწერში № 5006 ტაეპები დალაგებულია ისევე, როგორც ვახტანგის
გამოცემაში, მხოლოდ ჩამატებულია ორი ახალი. ხელნაწერში № 449 9, რომელშიც
წინასიტყვაობისა გადარჩენილია მხოლოდ ერთი ფურცელი, გადარჩენილი ტაეპები
დალაგებულია ამ რიგზე: 28. 29. 8. 9. 10. მეტი
. 23. 20. საისტორიო და
საეთნოგრაფიო საზოგადოების ხელთნაწერში N6 461, რომელშიც წინასიტყვაობის
ფურცლები დახეულია, გადარჩენილი ტაეპები ამ რიგზე მისდევენ ერთმანერთს: 1.
5. მეტი
. X. 2.* - 11. 28. 9. მეტი
. 10. 12. 13. მეტი
. 30. 17. 18. მეტი
.
19. 20. 21. 22. 23. მეტი. 24. 25. 1576. როგორც ვხედავთ ამ ხელთნაწერში
წინასიტყვაობის ბოლო ტაეპად მოქცეულია ვახტანგის გამოცემის ბოლოსიტყვაობის
უკანასკნელი ტაეპი. |
|
* მე-18 ტაეპს კითხვის ნიშანს ვუსვამთ, რადგან მისი ადგილი მოხეულია.
* X-ით და 2-ით არიან აღნიშნულნი ის ტაეპები, რომელნიც მოხეულნი არიან მთლად. |
აგრეთვე მეტნაკლებია და არეულად დალაგებული ბოლოსიტყვაობა სხვა და სხვა ხელთნაწერში. 1646 წ. ხელთნაწერში ბოლოსიტყვაობა შესდგება 6 ტაეპისაგან, რომელნიც დალაგებულნი არიან ასე: 1572. 15 73. მეტი. 1574. 1575. 1576. 1688 წლის ხელთნაწერში სულ არ არის 1572-ე ტაეპი, ხოლო 1573-ე და მეტი ტაეპი მოთავსებულნი არიან იქ, სადაც თავდებოდა პირველი დამატება, ვიდრე მას მოაშორებდენ ბოლო ნაწილს. ამ ხელთნაწერში ბოლოსიტყვაობის ადგილს არიან შემდეგი ტაეპები: 1575. 1574. მეტი. მეტი. 1681 წლის ხელთნაწერში, ისე როგორც ხელთნაწერში * 500 6, ტაეპები ასეა დალაგებული: 1572, 15 73. მეტი: 1574. 1575. 157 6. 1671 წლის ხელთნაწერში ამ ტაეპებს ბოლოში მოსდევს კიდევ სხვა ახალი ტაეპები.
მწიგნობრების ცდა, რომ წინასიტყვაობის და ბოლოსიტყვაობის ტაეპები ისე დაელაგებინათ და გაეცხრილათ, რომ აზრიანი კავშირი დამყარებულიყო მათ შორის, ვერ გამოდგა ნაყოფიერი. რადგანაც ტაეპები სხვა და სხვა დროსა და მწიგნობრების შეთხზულნი იყვნენ, მათი დალაგება ან გაწმენდა იმნაირად, რომ ყველანი კმაყოფილნი ყოფილიყვნენ, შეუძლებელი შეიქნა. ყოველი მწიგნობარი თავის გემოსა და აზრის მიხედვით ალაგებდა, აკლებდა და უმატებდა ტაეპებს.
ასევე უნაყოფოდ უნდა ჩაითვალოს ცდა აკადემიკოსის მარისა, რომელმაც უკანასკნელად სცადა ტაეპების გამოკლებით, ტექსტის შესწორებით და სხვანაირად დალაგებით მეტი სისტემა და აზრიანობა მიეცა „ვეფხის-ტყაოსნის“ წინასიტყვაობისა და ბოლოსიტყვაობის ტაეპებისთვის. წინასიტყვაობის 31 ტაეპითგან ბ-ნმა მარმა ყალბად სცნო 9 ტაეპი, ერთი ჩაუმატა ახალი და ამ რიგზე დაალაგა: 1. 3. 25. 26. 4. 5. 17.
მეტი
*. 16. 6. 7. 18. 9. 12. 8. 10. 11. 19. 20. 21, 22. 23. 24. აგრედვე მოეპყრო ბ-ნი მარი ბოლოსიტყვაობასაც. ხუთის ტაეპითგან ყალბად აღიარა და გამოტოვა სამი, სახელდობრ: 1574. 1575. 1576, ხოლო ნამდვილად სცნო და დატოვა ორი —1572. 1573. ვერავითარი გადალაგგადმოლაგება ტაეპებისა, ვერავითარი გამოტოვება ძველებისა და ჩამატება ახლებისა, ვერავითარი ტექსტის შესწორება ვერ გახდის „ვეფხის-ტყაოსნის“ ხორცმეტად დართულს წინასიტყვაობას და ბოლოსიტყვაობას ვერც მის ორგანიულს ნაწილად და ვერც რამე საერთო აზრის შემცველად. |
|
* ბ-ნმა მარმა მხოლოდ წერტილებით აღნიშნა ადგილი იმ ტაეპისა, რომელიც მის აზრით ჰკლებია, შეთხზვით კი არ შეუთხზავს თვით ტაეპი.
|
ჩემი დასკვნაა:
1) „ვეფხის-ტყაოსნის“ პირვანდელი სხეული შენახულია ვახტანგის გამოცემაში ანუ, უკეთ
ვთქვათ, მის დედანში. ეს პირვანდელი სხეული იწყება როსტევან
მეფის ამბით და თავდება ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის გახელმწიფებით ინდოეთში.
2) ამ პირვანდელს სხეულს დართვია თავში წინასიტყვაობა და ბოლოში ბოლოსიტყვაობა,
შედგენილნი ნაწილ-ნაწილად სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა პირთაგან.
3) „ვეფხის-ტყაოსნის“ პირვანდელს სხეულს იმ სახით, როგორიც მას აქვს ვახტანგის
გამოცემაში (ანუ დედანში) განცდილი აქვს ბევრნაირი ცვლილება, მაგალითად: სიტყვების
შეცვლა, ტექსტის შესწორება და შერყვნა, ტაეპების ჩამატება და გამოკლება.
4) ტაეპების გამოკლებას ერთს ადგილს, სახელდობრ იქ, სადაც მოთხრობილია ტარიელის და
ნესტან-დარეჯანის გამგზავ: რება ინდოეთს, მიუცია ერთის მწიგნობრისთვის საბაბი
ჩაემატებინა პირვანდელს სხეულში 40-ამდე ტაეპი იმ გარემოებათა აღწერილობით,
რომელნიც, მის აზრით, უნდა ყოფილიყვნენ მოთხრობილნი დაკლებულს ტაეპებში, სახელდობრ
ამბავი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის დაბრუნებისა ინდოეთს, ხატაველების განდევნისა
იქიდგან და ტარიელის ქვეყანას ში გამეფებისა.
5) ამ ჩამატების შემდეგ მეორე მწიგნობარს დაურთავს „ვეფხის-ტყაოსნის“ პირვანდელის
სხეულისათვის აღწერილობა იმ ამბებისა, რომელნიც ვითომ უნდა მომხდარიყვნენ ტარიელისა
და ნესტან-დარეჯანის ინდოეთში გახელმწიფების შემდეგ მათ სიკვდილამდე. აქვეა
მოთხრობილი თინათინის და ავთანდილის სიკვდილი.
6) ამ დამატების შემდეგ მესამე მწიგნობარს შეუთხზავს და დაუმატებია ამბავი
ფრიდონისგან ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის (აგრეთვე თინათინის და ავთანდილის)
დატირებისა და მის სიკვდილისა.
7) მეოთხე მწიგნობარს შეუთხზავს და ჩაუმატებია ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის
სიკვდილის მოთხრობის წინ ანდერძი ტარიელისა და აგრეთვე ავთანდილის
და თინათინის სიკვდილის მოთხრობის თვე წინ ანდერძი ავთანდილისა.
8) მეხუთე მწიგნობარს შეუთხზავს და ჩაუმატებია კიდევ ერთი ანდერძი ავთანდილისა (მეორე).
9) მეექვსე მწიგნობარს შეუთხზავს და ჩაუმატებია კიდევ ერთი ანდერძი ტარიელისა (მეორე).
10) მეშვიდე მწიგნობარს შეუთხზავს და ჩაუმატებია კიდევ ერთი ანდერძი ტარიელისა (მესამე).
11) თვითეული ამ დამატებათაგანი ისევე როგორც პირვანდელი სხეული „ვეფხის-ტყაოსნისა“
მუდამ გინიცდიდენ შესწორებას, ჩამატებას და გამოკლებას დროთა განმავლობაში.
21/IV 1913.