The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი (ნეკროლოგი)

ურბნელი ხიზანიშვილი (ხიზანაშვილი), ნიკოლოზ (ნიკო)

გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი

(ნეკროლოგი)

26 სექტემბერს ქ. ტფილისში უეცრივ გარდაიცვალა გ. დ. ქართველიშვილი განსვენებული მოხუცი იყო და ეკუთვნოდა იმ თაობას, რომელსაც საკმაოდ ჰყავს მაღალი ზნეობისა და მტკიცე ხასიათის კაცები. გ. ქართველიშვილს რუსული განათლება არ მიეღო, ბედმა იმას მარტო ჩვენებური შინაური სწავლა და აღზრდა ირგუნა, მაგრამ მაინც (ცხადად ესმოდა კაცური და მამულის შვილური მოვალეობა სამშობლოსა და საზოგადოების წინაშე და, შეძლებისადაგვარად, პირნათლად ასრულებდა ამ მოვალეობას.

პირველი ხანად გიორგი დავითის ძვ. ქართველიშვილი ხელმოკლე კაცი იყო და წვრილმანს იჯარადრობას და ვაჭრობას შეუდგა. თავისის შრომისა და ენერგიის მეოხებით განსვენებულმა მალე შეიძინა საკმაო სიმდიდრე და აი სწორედ იმ დროიდგან მიჰყო ხელი სამშობლოს საშსახურსა და სხვა-და-სხვა ქველობას, მაგრამ ვიდრე იმის საზოგადო მოღვაწეობას ვუჩვენებდეთ, საჭიროა აღენიშნოთ, რომ გ. ქართველიშვილში იჯარადრობითა და ვაჭრობით, მოიპოვა სახელი დიაღ პატიოსანისა და მართალის კაცისა ჩვენის დროის ვაჭრობასა და აღებ-მიცემობაში ერთგვარი მოძღვრება და კატეხიზმო ბრძანებლობს. აქ გაბატონებულია აღვირ-აწყვეტილი პირადი სარგებლობა, რომელიც არაფერს არ ერიდება, — არც სიყალბეს და არც მოტყუებას, არც ორპირობას და არც უნდობლობას. ამისთანა „საკომერციო“ მოძღვრება და კატეხიზმო განსვენებულს სულითა და გულით ეჯავრებოდა ვაჭრობასა და აღებ-მიცვმობაშიაც გ. ქართველიშვილი ხნეობით ხელმძღვანელობდა, ყველგან და ყველაფერში იგი კაცური კა კი იურ, კიდეც ამიტომ ბოლო დროს, ცოტა არ იყვეს, ვაჭრობასა და აღებ-მიცემობაში ბედშა უღალატა, მაგრამ განსვენებული ამას მაგრე რიგად არ ნაღვლობდა და გულს არ იტეხდა, რომ ახალ დროის „საკომერციო“ მოძღვრებამ თითქო ძლევამოსილობის დრო'შა დაიპყრო.

დიაღ, განსვენებული ხასიათიანი და ზნიანი კაცი იყო. როცა ბედმა გაუღიმა და სიმდიდრე შეიძინა, აი სწორედ მაშინ შეუდგა გ. ქართველიშვილი საქვეყნო საქმეს. სამშობლოსათვის სამსახური უფრო ფულით შეეძლო, და მართლაც, არც ერთი საზოგადო საქმე არ დაწყებულა ჩვენში, რომ გიორგი დავითის ძეს დახმარება არ აღმოეჩინოს. იმის ცხონებული და მადლიანი მარჯვენა ყველას შემწეობას და შველას უჩენდა — ღარიბი სტუდენტი და შაგირდი იყო, თუ რაიმე საზოგადო საქმე, სულ ერთია. რამდენია ამის მაგალითი, მაგრამ წყნარს და ამაოების არა მიმდევარს განსვე ნებულს არ უყვარდა თავის გამოჩენა და მარჯვენა მისი ისრე გისცუმდა მოწყალებას, რომ მარცხენა ხელმა იგი არ უწყოდა. ამ ჩვენს სავალალო დროში, როცა ქართველ ვაჭრისა და აღებ-მიცემის ქველობა თითით საჩვენებელი და სანთლით საძებნელია, განსვენებულს გ. დ. ქართველიშვილის საქველო მოქმედება მართლაც და შესანიშნავ ამბავად უნდა ჩაითვალოს.

მაგრამ ყველა ამ წვრილმანობას განსვენებული როდი სჯერდებოდა. დიად ღირს შესანიშნავია, რომ განსვენებული საზოგადო ასპარესზედაც იღვწოდა და მარტო ფულის გაღებით კი არა,არამედ პირადის შრომითა და ჯაფითაც. იგი კარგახანს იყო წერა-კითხვის გამგეობის წევრად და ხაზინადრად დროსა და ძალას არა ჰზოგავდა ეს თავისი მოვალეობა კეთილ-სინდისიერად შეესრულებინა. რასაკვირველია, ფულით დახმარება კიდევ სხვა იყო,

განსვენებული გიორგი დავითის ძე დიდის სიყვარულით და იმედით შეჰხაროდა ჩვენის ლიტერატურის აღორძინებას და წარმატებას. საყურადღებოა, რომ განსვენებული განსაკუთრებულ ყურადღებით ითვალისწინებდა ჩვენის ლიტერატურის ბედსა და იმის მომავალს და ფულს უხვად გასცემდა, ოღონდ კი მშობლიური მწიგნობრობა აყვავებულიყო. სწორედ ამ მაღალ წადილის მისაღწევად გიორგი დავითის ძემ ათას ორასი თუმანი გადასდო „ვეფხვის-ტყაოსნის“ აღსაბეჭდად. გენიოსის რუსთველის უკვდავი ქმნილება ისრე მდიდრულად და ხელოვნურად გამოსცა, ისეთის მშვენიერის და თვალწარმიტაცის სურათებით შეამკობინა, რომ „ძვირფასიანი“ „ვეფხვის ტყაოსანი“ მართლაცა და ყველა ქართველ ოჯახის. თვის სასიამოვნო და საუცხოვო სამკაულად შეიქმნა. ასე გასინჯეთ, სამზღვარ გარეთაც-კი დაიბარეს ეს ხელით საგოგმანებელი მარგალიტი ჩვენის პოეზიისა და როცა პროფესორმა ცაგარელმა იგი ძღვნად მიართვა შვეციის კოროლს, გულითადი მადლობა მიიღო ამ ფეშქაშისთვის... აღსანიშნავი კიდევ ის არის, რომ განსვენებულმა ეს ძვირფასი გამოცემა საკუთრებად გარდასცა წერაკითხვის საზოგადოებას.

ეს კიდევ არაფერი. როცა ჩვენი დაუღალავი სერგეი მესხი ავადმყოფობამ აიძულა ხელი აეღო თავისს დიაღ ნაყოფიერს სალიტერატურო მოღვაწეობაზედ და გაზეთი „დროება“ სხვისთვის გარდაეცა, მაშინ ი. მაჩაბელმა მოიწადინა „დროების“ მოპოება და მისი რედაქტორობა. მაგრამ, ხელ-მოკლეობის გამო, ი. მაჩაბელი – ვერ ახერხებდა გაზეთის შეძენას. საქმე ისე იყო დაყენებული, რომ „დროება“ უნდა დახურულიყო, თუ არავინ უშველიდა, აი სწორედ მაშინ გაუჩნდა განსვენებული გ. ქართველიშვილი ქართულ გაზეთის მწედ და მფარველად, განსვენებულმა ხუთას-ექვსას თუმნამდე გადასცა ი. მაჩაბელს და ამან ის "შეიძინა „დრობა", რომელმაც, ახალი რედაქტორის ხელშიც, საკმაო სარგებლობა მოუტანა ჩვენს ეროვნულს წარმატებას. თითონ განსვენებული გ. ქართველშვილი „დროების“ გამომცებლად შეიქმნა.

ამ ბოლო დროს ერთი ახალი საქვეყნო საქმე კიდევ შეასრულა განსვენებულმა. გიორგი დავითის ძე დიდი მოყვარული და მოტრფიალე იყო ჩვენის წარსულ ისტორიისა და კერძო საუბრის დროს გულის ძგერით და აღტაცებით იგონებდა დი დებულ მეფეებს. ვის გულს არ აატოოკებს და ვის გონებას ცაში არ აღაფრენს თამარ მეფის სახელი?—მაგრამ ამ დიადის სახელის ხსენება თითქო მარტო პირზედ გვაკერია და სხვა არაფერი. გიორგი დავითის ძე სხვა თვისების კაცი იყო, რაც გულით უყვარდა, იმის საქმითაც აკეთებდა. განსვენებულმა ასს თუმანზედ მეტი დახარჯა თამარ მეფის ხატზედ. ამას გარდა, ყოველივე ღონე იძია და შეცადინეობა იხმარა, რომ თამარ მეფის სახელი სადღესასწაულოდ დაეწესათ. იმის საქმე და ღვაწლია, რომ ამ ბოლო დროს საქართველოს ექსარხოსმა განკარგულება მოახდინა, რომ ყოველ პირველ მაისს დიდუბის ეკკლესიაში იდღესასწაულონ სახელი და ხსენება თამარ მეფისა, როშლის ხატი იმყოფება ამ ეკკლესიაში. არ უნდა დავივიწყოთ ეგრეთვე, რომ განსვენებული შესაწევარს არ იშურებდა ძველ ტაძართა აღსადგენად და გასამშვენიერებლად და ისეთს ღვთისა და სამშობლოს სასიამოვნო საქმეში საპატიო ადგილი ეჭირა.

ასეთი იყო განსვენებული გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი. ჩვენ გვეხათრება და გვერიდება, ქართველ საზოგადოებას ვუჩვენოთ, თუ რა პატივისცემის ღირსია ის გვამი, რომელმაც კაცურ კაცად დაჰლია დღენი და სიცოცხლე თვისი აღბეჭდა სამშობლოს სასარგებლოდ. საზოგადოებამ თითონ ყოველივე ეს იცის და თითონ გადაუხდის ჯეროვან პატივისცემას თავისს ღირსეულს შვილს.