* * * (მოვაგონებთ ჩვენს მკითხველებს...) მოვაგონებთ ჩვენს მკითხველებს, რომ ხვალ, 26 იანვარს, გელათის მონასტერში გადახდილ
იქმნება პანაშვიდი ნეტარ ხსენებულის გაბრიელ ეპისკოპოსის, სულის მოსახსენებლად. ამ
დღეს სრულდება ერთი წელიწადი, რაც გაბრიელ ეპისკოპოსი გამოეთხოვა თავის სამწყსოს და
საუკარელს სამშობლოს. აქვე ვბეჭდავთ შემდეგ სიას ხატებთა და სახარების, რომელნიც შეწირულ იქმნენ დღეს
დაკრძალვისა, 10 მარტს., 1896 წელსა, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა გელათის
უდაბნოში, სხვა-და-სხვა საზოგადოებათაგან, შესამკობლად განსვენებულის საფლავისა.
1, სახარება ქართული, ხის, ხავერდით გადაკრულ, ყდაში; წინა პირი შემკობილია ოთხივე
კუთხე ოთხთა მახარობელთა სატებით; შუაგული ქრისტეს სახითა, გარშემო ქვებით; ყველა
გერცხლისა მოოქრული; უკანა პირი: ოთხივე კუთხეებში ვარსკვლავები, შუაში კიდევ
ვარსკვლავი, რომლისაც შუაგულ არის გამოსატული იერუსალიმი და ჯვარი. ყველა მოოქრული
ვერცხლია. შუალა გარსკვლაკის ზემოდ და ქვემოდ ვერ ცსლის პაწაწა ფიცრები, ზედ
წარწერით: „ნი შნად საუკუნოდ ხსნებისა ახლად განსულს ამიერ სოფლით დაუვიწყარს
იმერეთის მწყემს-მთავარს გაბრიელს, მასარებელს სიტყვისა ღვთისათა, მოძღვარს
სარწმუნოებისა და ქრისტიანულ კეთილ-მსახურებისას გაკკაკის მადრიელ ქართველთაგან“;
ქვემოდ: „მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი, რომელნი გეტეოდეს თქვან, სიტყვათა
მათ ღმრთისათა, და ხედვიდით გამოსვლასა მას ცხოვრებისა მათისასა და ჰბაძებდით
სარწმუნოებასა 2. ღვთის-მშობლის ხატი, 1860 -1896 „მწყემსთ-მთავარი გაბრიელი ევედრე ღვთის-მშობელს
მისის წილსდომილის მკუნისათვის“. ქუთათურის ქალებისაგან. 3. წმიდა გიორგის ხატი. „აექვი ენა ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ“.
ფსალმუნი 136. ჭეშმარიტს მწყემს მთავარს გაბრიელის ხსოვნას. ტფილისის სემინარიის
მოწაფეთაგან. 10 მარტს, 1896 წ. 4. ღვთის-მშობლის ხატი. „ჰა მე და ჩემი სამწყსო“. სამეგრელოს სასულიერო
სასწავლებლის მასწავლებელთა და მოსწავლეთაგან ეპისკოპოსის გაბაელის საუკუნო
სსოვნას. 5. წმ. ნინოს ხატი. ტფილისის სათავადაზნაურო სკოლისაგან. 6. მაცხოვრის ხატი. „დაუვიწყარს საქართველოს შვილს გაბრიელს“, ოდესაში მცხოვრებ
ქართველებისაგან. 7. მაცხოვრის ხატი. „დაუვიწყარს მწყემსთ-მთავარს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს.
დაობლებულთა მისთა სამშობლის შვილებთა“. გურიის თავადაზნაურთაგან. 8. ღვთის-მშობლის ხატი. „დაუვიწყარს გაბრიელ ეპისკოპოსს“. ტფილისის
ფოსტა-ტელეგრაფის ქართველთ მოხელეთაგან, , 9. მაცხოვრის ხატი. „მის საპატიო წევრს გაბრიელ ეპისკოპოსს“. წერა-კითხვის
გამავრცელებელ საზოგადოებისაგან. 10. მაცხოვრის ხატი. „დაუვიწყარს. |მწყემსთ მთავარს ყოვლად სამღვდელო გაბრიელს
იმერეთის ეპისკოპოსს“. დაბა ხონის მცხოვრებთაგან. 11. ღვთის-მშობლის ხატი. „სისიქადულო მადლით შემოსილს მღვდელმთავარს მამა
გაბრიელს“, ბათუმელ ქართველ ნოქრებისაგან, 12. ღვთის-მშობლის ხატი. „გან. |სვანებულს დაუვიწყარს მწყემსთ-მთავარს გაბრიელს“.
ქუთაისის ხელოსანთა საზოგადოებისაგან. 13. მაცხოვრის ხატი. „ღვაწლით შემოსილს ეპისკოპოსს გაბრიელს“. ექვთიმე ხელაძის
სტამბიდან. 14. წმიდა ნინოს ხატი. „დაუვიწყარ ზნეობრივ მოძღვარს ყოვლად სამდღვდელოდ-სამღვდელოს
გაბრიელს“. ყვირილას ვაჭრებისაგან. 15. მაცხოვრის ხატი. მისს ყოვლად უსამღვდელოესობას გაბრიელს“, ქუთაისის სამეურნეო
სასწავლებლის მოწაფეთაგან. 16. მაცხოვრის ხატი. „იმ. ეპის. გაბრიელს სახსოვრად“, გამოგზავნა დეპუტაციამ ბაგრატ
კაჭარავა. " 17. მაცხოვრის ხატი. „დიდებულს მოძღვართ-მოძღვარს -იმერეთის ბრწყინვალე ეპისკოპოსს
განსვენებულს გაბრიელს“. გორის ქართველთა საზოგადოებისგან. 18. ღვთის-მშობლის ხატი. უძვირფასეს მწყემსთმთავარს გაბრიელს». სოხუმელთაგან. 19. ღვთის მშობლის ხატი. ქალაქ ფოთის მცხოვრებთაგან. 20. მაცხოვრის ხატი. „დაუვიწყარ მღვდელ-მთავარს გაბრიელს“, განჯის ქართველობისაგან.
21. ღვთის-მშობლის ხატი. მარად სასხოვარს გაბრიელ ეპისკოპოსს“. ბ.თოშელ
ქართველთაგან. 22. მაცხოვრის ხატი. „დაუვიწყარს მწყემსთ-მთავარს ყოვლად სამღვდელო გაბრიელს
იმერეთის ეპისკოპოსს“. ქუთაისის ქალაქის მცხოვრებთაგან. 23. ღვთის-მშობლის ხატი. „ჩვენს დიდებულს სოფლის შვილს ყოვლად-სამღვდელო იმერეთის
ეპისკოპოსს გაბრიელს“. ბახველები(აგან. 24, „მარად სახსოვარს მზრუნველს მამას იმერეთის ეპისკოპოსს გაბრიელს“. მისს მიერ
დაარსებულს გაბრიელის ეპარქიალურის საქალებო სასწავლებლისაგან. 25. წმიდა გიორგის ხატი. „ჭეშმარიტების მქადაგებელს გაბრიელ ეპისკოპოსს“. ტფილისის
ქართველთ მოკაჭრეთაგან, 26. წმ. დავით და კონსტანტინეს ხატი. „და უვიწყარ ზნეობრივ მოძღვარს ყოვლად
სამღვდელოდ-სამღვდელოს გაბრიელს“. შორაპნის მაზრის კლდეეთის საზოგადოებისაგან. 27. მაცხოვრის ხატი. ,დაუვიწყარს ზნეობრივ მოძღვარს ყოვლად სამღვდელოდ-სამღვდელოს
გაბრიელს“. სიმტრედიის მაზრის კლდეთის საზოგადოებისაგან. 28. ლამპარი. უგანათლებულეს კნეინა ბაგრატიონისაგან. 29. ლამპარი. ბოკერიასაგან და სხ.
მათსა“. ებრ, 13, 7. 10 მარტს 1896 წელს.