გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული
რას მიბრძანებთ კიდევ?— მოწიწებით ეუბნებოდა პატარა, მოხდენილი სპარსელი ბაყალი კნეინა თაფლოს, რომელიც ციბრუტივით ტრიალებდა დიდ, გაბრწყინვალებულ ხილის დუქანში ერევნის მოედანზე.
— აი, ხომ ჰხედავ, ვეძებ, ვათვალიერებ, თუ კიდევ არის რამე რიგიანი შენს დუქანაში, რომ ვიყიდო.
— ჩემს დუქანში, ქალბატონო, რა გინდა რომ არ არის! მთელის სპარსეთის საუკეთესო ხილეულობა, სულ ახალ-ახალი, წრევანდელი ნაკრეფი, სუფთათ და ლაზათიანათ მომზადებული! ნახეთ ეს ყუთები, სწორეთ თქვენი საკადრისი და მოსაწონია.
— მართლა, აი, აღჯანაბადი რა სუფთაა. ასწონე ათი გირვანქა; აი, ინდისხურმაც რა მშვენიერია! ესეც ათი! აი, ის დიდრონი ფორთოხლებიც ორმოცი ჩააწყე.
ასე და ამ რიგათ თაფლოს ნავაჭრი პარკები ჯარივით ჩამომწკრივდა დუქნის დასგაზე და ის კიდევ მოუთმენლათ დატრიალებდა დუქანაში, რომ კიდევ ეპოვნა რამე იშვიათი ნუგბარი.<
თუმცა თაფლო უშვილო იყო და ამ ახალწლის წინა დღეს შინ იმის მიმტანს სიხარულით და ყიჟინით არავინ დაუხვდებოდა, მაგრამ იგი მდიდარი ყმაწვილი ქალი იყო და თავის თავს იყოლიებდა; ვაჭართანაც ცოტა არ იყოს თავი მოჰქონდა და მედიდურობდა.
დუქანში აუარებელი მოვაჭრე ხალხი შემოდიოდა; ოცამდე ნოქარი, დუქნის პატრონისავით სპარსულად ჩაცმული, მარდათ და ზრდილობიანათ უწონავდნენ ყველას, საჩქაროთ აძლევდნენ ხურდას, სუფთათ ახვევდნენ ქაღალდებში, აწყობდნენ პარკებში ნავაჭრს და თან არეულ დუქანს ალაგებდნენ: გაყიდულის ალაგას საუკეთესო ხილს აწყობდნენ საჩენად; ცუდს, დამპალს, დაზიანებულს ქვეშ აყოლებდნენ და მყიდველთა შეუნიშნავათ ათასში ერთს წონაში აპირებდნენ. თვით დუქნის პატრონი კი თაფლოს, როგორც საუკეთესო მოვაჭრეს, თავს დასტრიალებდა და ისიც შეუყენებლივ სიცილ ხარხარით ვაჭრობდა და ვაჭრობდა.<
— ამ სამი შაურისა „კალფეტი“ ამიწონე! – ბოხის, რიხიანის ხმით სთქვა დუქანში შემოსულმა შუახნის გლეხკაცმა და საერთო ყურადღება მიიზიდა ჯერ თავის კილოთი და მერე იმ მცირე ფულით, რომელიც იმან ისე თავ-მოწონებით დახლზე გადააგდო; ყველას გაეცინათ, ვაჭრებსაც და მყიდველებსაც; გლეხი ცოტა არ იყოს შეკრთა, მაგრამ უკან კი არ დაიხია და უფრო ახლო მიიწია დაზგასთან. <
— უკან, რეგვენო! აქ სად. მოხვალ? ვერა ხე"დავ, პატიოსანი ხალხნი დგანან. ჰა, შენი სამი შაური, ჩვენ საშენო „კალფეტი“ არა გვაქვს.
— როგორ არა გაქვს, კაცო, აგე ი წითელი ნუღლი ამიწონე! პატარა ბიჭისათვის მინდა, ჩქარა გეთაყვა, მეშურება, სოფელში ვეღარ აუწევ. ხედავ, შუადღე გადასულა!
— ვეუბნები, არ არის მეთქი! — უფრო მედგრად შეუტია მედუქნემ, სხვაგან წადი, იქ იყიდე, რას ჩაგვაცივდი?
— შე დალოცვილო, მამე, რაღას მალაპარაკებ? ახლა სხვაგან სადღა წავიდე, გეუბნები, დამიგვიანდა მეთქი.<
— არ არის! არ არის! არა! ვერ გაიგე? –ახლა უფრო ძალიან შეუტია ერთმა ნოქართაგანმა და სამი ხელოში ხელი წაავლო კარში გასაგდებათ. გლეხი გაუძალიანდა. მოვაჭრეთ ხარხარი დაიწყეს.<
თაფლოს გულში რაღაც სიმწარემ გაურბინა. ამას თითქო პირად შეურაცხებათ ეჩვენა, რომ თათარმა ქართველ გლეხს, საწყალ, ბეჩავ გლეხს იმ– გვარი უსამართლობა მიაყენა, რომ ამ უცხო ტომის. ხალხმა მის საქციელზე ხარხარი იწყო და უნებლიეთ გამოესარჩლა.<
— შენ როგორ შეგიძლიან არ მისცე ის, რასაცა გთხოვს,— სასტიკათ შეუტია ვაჭარს, მაგისი რა ბრალია, რომ მეტი არა აქვს? მერე მიუბრუნდა გლეხს და ტკბილათ უთხრა: აბა რა მიგაქვს სოფელში, ძმობილო, საახალწლოთ?
— ბევრი არაფერი, შენი ჭირიმე! აი პატარას ფურნის პური ვიყიდე, დედაკაცისთვის —თავშალი გოგოსთვის — ფლორტები, პატარა ბიჭისთვის — ჩუჰტები; ეს სამი შაური-ღა გადამრჩა და მინდოდა ბალღებისთვის „კალფეტები“ მეყიდა, ახალი წელიწადია ხვალ, შენი ჭირიმე, მიუკვლევდი, გავახარებდი და ეს ოჯახ-ქორი მასხარათ მიგდებს, ტყუილათ მაგვიანებს!–მწუხარებით დაუმატა გლეხმა.
თაფლო ბუნებით კეთილი ქალი იყო, მისი გული ადვილათ შეინძრეოდა ხოლმე კეთილისათვის, მაგრამ, როგორც ცხოვრებისაგან გალაღებულს და ბედნიერ დედაკაცს, ყოველთვის კმაყოფილებით და ფუფუნებით გათამამებულს, იშვიათად შეჰხვედრია ფიქრი გაჭირვებულზე; ჩაგონებითაც არავის ჩაუგონებია იმისთვის, რომ კეთილი საქმე ერთი უპირველესი მოვალეობათაგანია ადამიანისათვის და ამიტომ იშვიათად ამოქმედებდა თავის გულის კეთილმიდრეკილებას. ამ ბედნიერ დღეს, ამ კმაყოფილების და მხიარულების დღეს, თაფლოს თვით დედაკაცურმა ინსტიქტმა აგრძნობინა, რომ ძველ მაზარაში გახვეული გლეხი თავის მხარზე გადაგდებულის, დაგლეჯილის და ცარიელის ხურჯინით და სამი შაურის სანუკველით, შესაბრალია და ამ გარემოებამ ქალის ბუნებით კეთილშობილურს გულში დახმარებისა და ხელის გამართვის სურვილი გამოიწვია.
— აბა, აბდულ, გადმოიღე ეგ ლამაზი, სურათებიანი კამფეტის ყუთები; მერე მოუბრუნდა გლეხს და ჰკითხა: – რამდენი შვილი გყავს, ნათლიმამ?
— ოთხი, შენი ჭირიმე, ოთხი.
— აი ეს ოთხი ყუთი კანფეტები ჩემ მაგიერათ შენს შვილებს წაუღე, აი ეს ათი გირვანქა ხმელი ხილიც, აი, ეს ფორთოხლებიც; თაფლი, საგოზინაყე ნიგოზი აქვს შენს დედაკაცს?
— არა, შენი ჭირიმე. გოზინაყი რა ჩვენი საქმეა! მაგრამ რას ბრძანებთ, რასა სწუხდებით? თქვენი რა ბრალია, რომ ჩვენ ღარიბები ვართ? გლეხკაცის საქმე სულ აგრეა, შენი ჭირიმე, გლეხკაცმა ყველა უნდა მოითმინოს,— დარცხვენით ამბობდა გლეხი და სულ უკან-უკან იწევდა გასაქცევათ.
— მაშ, თაფლიც xუთი გირვანქა, ხუთიც–ნიგოზი უბრძანა თაფლომ გაოცებულ აბდულა თათარსა და ყოველივე ესე გლეხს ძალათი ჩააწყობინა ცარიელ ხურჯინში, ხელშიაც ხუთ მანათიანი ჩაუდვა და გახარებული და აღტაცებული გლეხი შინისაკენ გაისტუმრა.
II
ხშირ ბინდია. დიღმის მინდორზე საშინელი ქარი ჰქრის და ყინვა ისე უჭერს, რომ თვალებიდან ცრემლები სცვივა გრიგოლა ბოტორაშვილს, ცხვირის წვერი მთლათ მოაძრა, ცალი ხელი, რომლითაც ძვირფასი ხურჯინი ეჭირა, სულ გაეყინა, მაგრამ ის მხიარულად მიაბიჯებს, მირბის და ქარს შეუპოვრად უშვერს თავის მძლავრ, განიერ გულს, თავის გახეხილ მაზარის ქვეშ სიცივეს არა ჰგრძნობს, პირიქით, პირზე ღიმილი არა შორდება. „პა, პა, პა! ი რა ადამიანს შევხვდი! ნეტა ღვთის შვილი იყო, თუ ანგელოზისა? ამდენი ხანია ქალაქში დავიარები, კაცს ლამის ჭაღარა გამომერიოს და ამისთანა, არამც თუ არა შემმთხვევია-რა, გაგონებითაც არა გამიგონია-რა! რა ყოფაში ჩავარდება ჩემი სახლობა, ამ მონატანს რომ დაინახავს! აი დაილოცა, ღმერთო, შენი სამართა ლი! შენ გაჩენილ კაცს რომ უნუგეშოდ არ დააგდებ! მე ამ ხუთმა მანათმა უფრო გამახარა! ერთი მუჭა ფქვილი არსად გვქონდა, ამითი ერთი ფოხალი მოგვივა და კარგი ნუგეშია ჩემი ცოლ-შვილისათვის. ჩემ პატარა სოლუას როგორ გაეხარდება ყუთზედ გამოხატულ ლამაზ, თავისავით ცუგრუმელა, ბიჭს რომ დაინახავს! აი დაილოცა, ქალბატონო, შენი გამჩენი, ვიღაცა იყავი, ჰო და აი!“
ამ ფიქრებში გართული გრიგოლა შეუნიშნავათ მიუახლოვდა თავის პატარა ქოხს დიღმის ბოლოში და ამაყათ მიაბრახუნა კარები.
— ოჰ, კაცო, მოხველი? მადლობა ღმერთსა,სიხარულით 'მესძახა გრიგოლას ცოლმა ნინომ. — ე, ოხერი ქარი ისე ქრის, ისე საუბედუროთ გაუდის ბზუილი, რომ შიშით გული მისკდებოდა, ი კაცი გზაში კი არსად გაიფიჩხოს სადმე მეთქი!
— გავიყინო რა, ხამი ვარ, მე შენ გითხრა, ქალაქში სიარულს! კვირაში სამჯერ აღარ უნდა ავ: ქსელ-ჩავქსელო, დალოცვილო, ფოტის შოშე! – მხიარულად სთქვა ბრიგოლამ და გახურებულ რკინის ფეჩის წინ სიფრთხილით მოიხსნა ხურჯინი.
იმის შვილებს —ორს პატარას ეძინა და ორი უფროსი ფეჩის თავზედ სიმინდის ხალვაში იყვნენ გართული.
— აბა, დედაკაცო, მოიტა ხონჩა და ლანგარი, ღვთის მოწყალება დავაწყოთ, ხომ ხედავ, როგორ არის გაჭიჭკნილი ე ჩვენი დაძველებული ხურჯინი?
— ქა, მართლა, რა ამბავია? რითი გაგიმსია, ადამიანო, — სიხარულით წამოიძახა ნინუამ და თან ხელი შემოუსვა მართლა და ძალზე გაჭიჭკნილ ხურჯინს.
– ნელა, ნელა, დედაკაცო, თაფლი არ და ღვარო.
— მამა ჯან, რა მოგვიტანე, რა? თაფლი? კალფეტები, ფლოსტები?..— საჩქაროდ მივარდნენ მარო და სანდრო.
— პალფეტები და მერე რა კალფეტები? სიზმარშიაც არ მოგჩვენებიათ, თქვე საცოდავებო! და განა მარტო კალფეტები? და ბრიგოლამ ნელ-ნელა. დარბაისლათ, აუჩქარებლივ დაუწყო ხურჯინს ამოლაგება.
- ღმერთო ჩემო, ღმერთო! ვინ მოგცა, კაცო, ყველა ეს? ვინ?–თან სიხარულით ეკითხებოდა ნინო ქმარს და თან შიშის ზარი უვლიდა გულში.
— ვინ მომცა და მოვიპარე! — ოხუნჯობდა ბრიგოლა, –განა ჩვენ შვილებს კი აწყენთ ყოველი ბედნიერება?
— კარგი! ღმერთს ნუ აწყენინებ, მითხარი, ვინ მოგცა, თორემ აგერ გული გამისკდება.
— გზაზე ვიპოვნე, დედაკაცო! უთუოთ ღმერთმა გამოუგზავნა ჩვენ შვილებს, და თან ეშმაკურათ გაიღიმა.<
— ბეჩა, რას ხუმრობ, ადამიანო, მითხარ, თორემ სულ კარში გადავყრი...<
— აი, შე ლაჩარო, შენა! განა ავკაცობაც შენ მამწამე? — და მოუყვა თაფლოს წყალობის ბოძების ამბავს, მის მშვენიერ მოღიმარ პირისახის აწერას. მის გასაოცარ მორთულობას, მის გულის ლმობიერებას და სიუხვეს. „აი დედი ჩემის ღმერთსა, – დაუმატა თავის გაქნევით გრიგოლამ, — ერთი ასიოდე რომ ყოფილიყო იმისთანა ქალბატონი, რამდენი მხიარული ოჯახი იქნებოდა ეხლა ჩვენ სოფელში!
ნინომ სიხარულით პატარებიც დააღვიძა და იმისთანა ზრიამული და ყიჟინი შეიქნა ამ პატარა ოჯახში, ისეთმა კმაყოფილებამ და ბედნიერებამ მოიცვა ბოტორიშვილის ოჯახის ყოველი წევრი, რომ კნეინა თაფლოს რომ დაენახა, ან წარმოედგინა, თავის სიუხვეს გაათიათასებდა და თავის კეთილს გულს უფრო ფართო გზას და უფრო დიდ სარბიელს გაუჩენდა.