The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


„საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ კრება.

„საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ კრება.

გაზ. „დროება“, 1879, 17 მაისი, № 101, გვ. 1.

გუშინწინ, 15 მაისს, თფ. საადგილმამულო ბანკის ზალაში იყო პირველი 1 სხდომა „საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისა“. კრებაზე დაესწრო სულ 45 კაცი დამაარსებელნი წევრნი საზოგადოებისა და პირნი, რომელთაც წევრად შესვლა ისურვეს.

სხდომის გახსნისთანავე უფ. დ, ი. ყიფიანმა მოახსენა კრებას მოკლე ისტორია საზოგადოების დაარსებისა; სთქვა, რომ საზოგადოებას შეადგენს ამ ჟამად 126 დამაარსებელი და ეს რიცხვი მუდამ შეუცვლელი უნდა იყოსო. დღეს 60კაცმა გამოაცხადეს სურვილიო, რომ წევრებად ჩაეწერონო, — და როგორ ინებებთ: კენჭისყრით მივიღოთ ეს პირები, თუ უკენჭოთაო. დამაარსებლებმა გადაწყვიტეს უკენჭოთ მიღება წევრებისა.

ორი მიცვალებული დამაარსებელი წევრის (თ. ი. კ. ორბელიანისა და ლ. ღოღბერიძის) მაგიერ კრებამ ამოარჩია უფ. ალ. ცაგარელი და დ. ზ. სარაჯიშვილი.

საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეობა კრებამ სთხოვა თ. გრ. დ ორაბელიანს; ამან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას პატივის-ცემისათვის, მაგრამ, სხვა-და-სხვა მიზეზის გამო, უარი გამოაცხადა ამ თანამდებობის მიღებაზედ. ამის გამო გამგეობის თავსმჯდომარედ ერთხმად იქმნა ამორჩეული უფ. დ. ი. ყიფიანი.

შემდეგ თვით გამგეობის წევრების ამორჩევას შეუდგნენ. სულ 6 წევრი უნდა ამორჩეულიყო. გამგეობისა; ამათგან ერთი უნდა ყოფილიყო. თავსმჯდომარის თანაშემწე, ერთი სეკრეტარი და ერთიც ხაზინადარი. კენჭის-ყრის მსურველნი 28 კაცი ამოჩნდა. მომეტებული კენჭი შემდეგ პირებს ხვდა: ილია ჭავჭავაძეს, ნიკო ცხვედაძეს, იაკობ ბოგებაშვილს, ივანე მაჩაბელს, რაფაელ ერისთავს, ალექსანდრე სარაჯიშვილს, ნიკო მანანოვს, დავით ავალიშვილსა და გიორგი უთურგაულს. ამათგან პირველი ექვსი გამგეობის წევრებად დარჩნენ და უკანასკნელი სამი ამათ კანდიდატებად.

ბამგეობამ თავის შორის ამორჩია: თავმჯდომარის თანაშემწედ—ი. ჭავჭავაძე, სეკრეტრად — ა. სარაჯიშვილი და ხაზინადრად რაფ. ერისთავი.

შემდეგი სხდომა საზოგადოებისა, რომელზედაც ბამგეობამ უნდა წარმოადგინოს შემოსავლის ანგარიში და გასავლის პროექტი, დანიშნულია მაისის 21-ისათვის.