ანასტასია
თუმანიშვილი-წერეთლისა
თბილისი, 8 ნოემბერი ეხლა არავისთვის არც გასაკვირველია და არც იშვიათად სანახავია, რომ ქალი არათუ თავს
ირჩენდეს, თითქმის მთელი ოჯახი იმის ნამუშავარს შესცქეროდეს. მშრომელნი ქალნი
უმთავრესად მასწავლებლობას და აღზრდას ჰკიდებენ ხელს; გაჭირება ნებას არ აძლევს
სხვა გზის გა კვლევისას და ამას გარდა ქალები ბუნებითვე მიილტვიან ამ ხელობისადმი.
ამის მაგალითად შეგვიძლიან დავასახელოთ ამერიკა და უმეტესი ნაწილი ევროპისა.
გადაჭარბებული არ იქნება ვსთქვათ, რომ თბილისში ყოველ-წლივ ოც-და-ათამდის
მასწავლებელი ქალი ემატება. დღითი-დღე მათ შრომას ფასი აკლდება, რადგანაც ისე
გაჭირებულნი და ხელ-მოკლედ არიან, რომ ყველა პირობებს უნდა დათანხმდენ და უმადურს
ბედს დაემორჩილონ. ბევრნი მათგანნი ქალაქის ერთი ბოლოდამ მეორე ბოლომდე უნდა
გავიდენ ყოველ ცისმარე დღეს და დილის რვა საათიდამ ორ საათამდის თავი შეაკლან თვეში
15 მანეთს. ზაფხულობით ხომ სრულებით უნუგეშოდ რჩებიან, რადგან. სასწავლებლების
უმეტეს ნაწილში ზაფხულობით ჯამაგირს არ აძლევენ. რა საშუალებით შეიძლება მშრომელს ქალს ხელი ისე გავუმართოთ, რომ ერთი ორი თვე
შეეძლოს თავის დარჩენა, ვიდრე შრომის ნახევარ ფასს მაინც შეაძლევენ? ავადმყოფობის
დროს და გაჭირებაში როგორ იშოვოს, იმან სესხით ფული ცოტა ხნობით მაინც, როგორც
გაუადვილონ საზოგადოებას მასწალებლის შოვნა და მასწავლებლებს გაკვეთილებისა, რომ
ორივე მხარე კმაყოფილი დარჩენ და არ მოუნდეთ კარ-და-კარ სიარული? ჩვენ როგორც ვიცით, ამ კითხვების გამოკვლევაში არიან ის პირნი, რომელთაც სურთ
შეადგინონ საზოგადოება აღმზდელთა და მასწავლებელთა ქალთა შორის. იმედია, ყველა
განათლებული და კაცთ-მოყვარე თანაგრძნობით მიეგებება და შემწეობას გაუწევს ამ
მომავალ ნორჩ საზოგადოებას და დასაწყისშივე ყურადღებას არ მოაკლებს. ა. თ