ხუნდაძე ტროფიმე
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ილია ჭავჭავაძე საზოგადოების დაარსების 80 წლისთავის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 1879 წელს დაარსდა.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ეწოდებოდა, რუსეთში არსებულ
„წერა-კითხვის“ კომიტეტების მსგავსად, თორემ ამ საზოგადოებას თავისი მოქმედების არე
მარტო წერა-კითხვის გავრცელებით არ შემოუფარგლავს, თუმცა მის ძირითად ამოცანას ეს
მეტად მნიშვნელოვანი და საპატიო საქმე შეადგენდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების დებულებაში აღნიშნულია, რომ „საზოგადოება“ ხელს გაუმართავს გახსნილ
სკოლებს, დაეხმარება ან თვითონ გახსნის ახალ სკოლებს, გამართავს სახალხო კითხვას,
დააარსებს ხალხისათვის სამკითხველოებს, და. ბეჭდავს სახელმძღვანელოებს და საკითხავ
წიგნებს, გამართავს სამწიგნობროს, წიგნების საწყობს, საიდანაც მუქთად თუ ფასით მია–
წოდებს წიგნებს, გამართავს საპედაგოგო კურსებს და მასწავლებელთა თავის მოყრას,
მოამზადებს სახალხო მასწავლებლებს ან არსებულ სპეციალურ სასწავლებლებში ან თვითონ,
თავის ხარჯით გამართავს ასეთ სასწავლებელს... „საზოგადოება თავის მიზანს ამითი
მიაღწევს, რომ სახალხო სკოლებში დასაწყის სწავლებას დაადგენს სამშობლო ენაზე,
რომელიც ესმით მოსწავლეებს“. მიუხედავად მრავალგვარი დაბრკოლებისა, წერა-კითხვის საზოგადოება თანდათანობით
გადაიქცა ქართველი ხალხის კულტურის ცენტრად, რომელთანაც პირადად ან კოლექტიურად
დაკავშირებული იყო ყველა მოაზროვნე ქართველი, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, ის გახდა
ქართული კულტურის შტაბად, რომლის გარეშე არც ერთი ქართველი ერისათვის მნიშვნელოვანი
კულტურული საქმე არ წყდებოდა. ამ ორგანიზაციის მესვეური და უშუალო ხელმძღვანელი
მთელი 25 წლის მანძილზე ილია ჭავჭავაძე იყო. 1879 წლის 31 მარტს მთავრობამ დაამტკიცა „საზოგადოების“ დებულება: ეს მოხერხდა
უმთავრესად იმიტომ, რომ, როგორც ლენინი აღნიშნავს, 1878-81 წლებში რევოლუციონური
სიტუაციის ხანა იყო რუსეთში. დიდად შეუწყო ხელი წესდების დამტკიცებას მეფის ნაცვლის
მთავარსამმართველოს უფროსმა დიმ. სტაროსელსკიმ, რომელიც ქართული კულტურის
წარმატებას თანაუგრძნობდა. მისი გარდაცვალების გამო გაზ. „დროებამ“ ვრცელი
ნეკროლოგი მოათავსა პირველ გვერდზე (იხ. „დროება“, 1884 წ. №57), ხოლო აკაკი
წერეთელმა ერევნის მოედანზე მისი ცხედრის წინაშე სიტყვა წარმოთქვა (იხ. „დროება“,
1884 წ. №58). ქართველმა საზოგადოებამ ის პატივისცემით მიაცილა სოფ. საგურამოში
დასაკრძალავად. იმავე წლის 15 მაისს შესდგა „საზოგადოების“ წევრთა პირველი სხდომა, რომელმაც
საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ დიმ. ყიფიანი აირჩია, ხოლო გამგეობის
წევრებად — ი. ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი, ივ. მაჩაბელი, რაფ.
ერისთავი, ალ. სარაჯიშვილი. გამგეობამ თავმჯდომარის ამხანაგად ი. ჭავჭავაძე აირჩია. დიმ. ყიფიანმა 1882 წელს მოუცლელობის გამო თავმჯდომარეობას თავი დაანება და საერთო
კრებამ საზოგადოების თავმჯდომარედ ივანე კოსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი
მოიწვია. როგორც დიმიტრი ყიფიანის, ისე მუხრანსკის დროს საზოგადოების ფაქტობრივი
ხელმძღვანელი ილია ჭავჭავაძე იყო, რადგან ერთიცა და მეორეც გამგეობის სხდომებს
იშვიათად ესწრებოდნენ. 1885 წელს ილია საზოგადო კრების მიერ ერთხმად იქნა არჩეული
საზოგადოების და გამგეობის თავმჯდომარედ და ამიერიდან სიკვდილამდე ი. ჭავჭავაძე,
არავის შეუცვლია ამ თანამდებობაზე, თუმცა, 1895 წელს, გამგეობის წევრების
გადარჩევასთან დაკავშირებით გიორგი წერეთელი, წერდა „კვალში“: – „ბევრად სასარგებლო
იქნებოდა საქმისათვის წ. – კითხვის გამგეობის სათავეში ჩამდგარიყო ისეთი ვინმე
წარმომადგენელი ქართველებისა, რომელსაც უმაღლეს მთავრობის სფეროში საპატიო ადგილი
უჭირავსო... და რომ სხვათა შორის გამგეობის წევრად მოგვეპატიჟებინა თბილისის ოლქის
სასამართლოს ერთი საუკეთესო სამოსამართლო წევრთაგანიო“ (იხ. „კვალი“, 1895 წ. №9,
გვ. 1-2). გ. წერეთლის ეს წინადადება ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ არის მიმართული: სწორედ
წინა, 1694 წელს, თბილისის სემინარიის მოწაფეთა გამოსვლასთან დაკავშირებით,
თბილისის ჟანდარმერიის სამმართველო მოახსენებდა პოლიციის დეპარტამენტს:
„..-დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იმ მიმართულების მთავარი ხელმძღვანელი,
რომლის მიზანი ეროვნული მოძრაობის გაღვივება არის, თავ. ილია ჭავჭავაძეა, თბილისის
სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე... თ. ილია ჭავჭავაძე არის თვალსაჩინო
ჭკუის და მდგომარეობის პატრონი, დიდი ავტორიტეტის მქონე ქართველებში საერთოდ, და
თავისუფლად მოაზროვნეთა შორის განსაკუთრებით. დადის ხმები, რომ მასთან დროდადრო
იმართება საიდუმლო კრებები, სადაც არკვევენ სხვადასხვა საზოგადო ხასიათის სოციალურ
საკითხებს...“ („რევოლუციის მატიანე“, 1925 წ., N 1, გვ. 8990). ილია ჭავჭავაძის შეცვლა ისეთი ხელმძღვანელი, რომელსაც „მთავრობის სფეროში საპატიო
ადგილი ეჭირა“, შეიძლება „ავტორიტეტს“ მოუპოვებდა წ.-კ. საზოგადოებას მთავრობის
თვალში, მაგრამ მაშინ თვით საზოგადოების ამოცანებიც ხომ უნდა შეცვლილიყო, ხოლო
ქართველი ხალხის ინტერესების თვალსაზრისით ი. ჭავჭავაძეზე უფრო ავტორიტეტი. ანი
საქართველოში არავინ მოიპოებოდა. ცნობილია, რომ ილია ყოველწლიურად 20 ივლისს, ილიობას აღნიშნავდა სოფ. საგურამოში.
1886 წლის 21 ივლისს, ე. ი. ლხინის მეორე დღესვე დაწერილ ოქმში ვკითხულობთ: „1886 წელსა, ივლისის 21 დღეს: სოფ. საგურამო. თავმჯდომარე პეტრე იოსების ძე
უმიკაშვილი, დამსწრენი: ილია ჭავჭავაძე, ილია ოქრომჭედლიშვილი, ილია
წინამძღვრიშვილი, ილია ბახტაძე, გრიგოლ ყიფშიძე, ალ. ჭყონია, გიორგი ქართველიშვილი,
სოლიკო მაჩაბელი, მიხეილ მაჩაბელი, დიმიტრი ბაქრაძე. _ საგანი მსჯელობისა იყო ორი:
1. ქართულის წიგნებისათვის საკუთარის სტამბის გამართვა, წ.-კ-ის საზოგადოების
სახელი დაერქვას; სტამბა ისე კარგად მოეწყოს, რომ სტამბამ თავისი თავი შეინახოს და
მოგებაც იძლიოს. თანხაც რაც დაჯდება ამგვარი სტამბა 15,000 მან. და არა უმეტესი. ეს
საქმე ერთის წლით გადაიდოს და ამ ერთი წლის განმავლობაში ყოველივე საჭირო ცნობა ამ
საგანზედ კარგად გაწყობილის სტამბისა ყველა ქვეყნიდან მოიკრიბოს. ამ სტამბის
მოწყობისათვის ფულის შემოტანას გვპირდებიან ილია ოქრომჭედლიშვილი და გიორგი
ქართველიშვილი... წიგნების ბეჭდვას ახლავე შევუდგეთ რომელსამე სტამბაში“ (სცია, ფ.
481, საქ. №7102, ფ. 1). ამგვარივე აურზაური ატენა 1879 წელს ქუთაისის სააზნაურო ბანკის საერთო კრებაზე
თავადაზნაურობის რეაქციონურმა ნაწილმა, როდესაც დაისვა საკითხი წერა-კითხვის
საზოგადოების სასარგებლოდ თანხების გადადების შესახებ, მაგრამ კირილე
ლორთქიფანიძის, ანტონ ლორთქიფანიძის, გ. წერეთლისა და სხვა პროგრესულად მოაზროვნე
წევრების მეოხებით კრების უმრავლესობამ გადასდო წ. კ-ის საზოგადოებისათვის 11.000
მანეთი: აქედან 8.000 მანეთი ქუთაისში ახლად დაარსებულ სააზნაურო სკოლის გახსნას
უნდა მოხმარებოდა, რომლის ხელმძღვანელობა წერაკითხვის საზოგადოებას ჰქონდა
მინდობილი. აღნიშნული ბანკები წ.-კითხვის საზოგადოებას შემდეგშიც უწევდნენ დროგამოშვებით
დახმარებას. მაგრამ ძირითადად ისევ ქართველ საზოგადოებაში უნდა გამოეძებნა
გამგეობას საჭირო სახსრები, რადგან არ მოიძებნა რაიმე მნიშვნელოვანი და მუდმივი
ნივთიერი საზრდო წ.-კ-ის საზოგადოებისათვის. 1907 წლამდე საზოგადოებას არც ჰქონდა
წესდებით უფლება უძრავი ქონების გაჩენისა. ამა თუ იმ ქველმოქმედის შემოწირულება,
საწევროს აკრება, საღამოების გამართვა, ყულაბებით ფულის შეგროვება და სხვა ასეთი
შემთხვევითი ხასიათის შემოსავლით უნდა გაეწია წ.-კ. საზოგადოებას თავისი საქმიანობა
კულტურის ასპარეზზე. ილია ყოველთვის იმ კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელსაც გამგეობა სახსრების
გაძლიერებას ავალებდა. ასე, მაგალითად, 1886 წლის 10 აპრილს გამგეობა ადგენს:
საზოგადო ების სახსრების გასაძლიერებლად გაიმართოს სალიტერატურო და სასიმღერო
საღამო: წამკითხველებად მოწვეულ იქნენ: ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, რაფ. ერისთავი,
დავით ერისთავი, გიორგი თუმანიშვილი, არისტო ქუთათელაძე, ბებურიშვილები, თამარ და
ნოდარ ჯორჯაძეები. კახეთიდან საუკეთესო მომღერალთა მოწვევა მიენდოს ილია
ჭავჭავაძეს. ილია ჭავჭავაძის ავტორიტეტისა და მზრუნველობის შედეგი იყო, რომ მისი მეუღლის ოლღა
ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით გამართულ ლატარია-ალეგრიდან საზოგადოებას ყოველწლიურად
2-2,5 ათასი მანეთი რჩებოდა წმიდა შემოსავალი. ბაქოელი ქართველობაც ყოველწლიურად
ასეთ საღამოებისაგან შემოსულ საგრძნობ თანხას უგზავნიდა საზოგადოებას. საზოგადოებაში შეიქმნა სხვადასხვა ფონდები, მათ შორის მწერალთა ფონდი, საიდანაც
დროგამოშვებით დახმარება ეძლეოდა ხელმოკლე მწერლებს: აკაკის, რ. ერისთავს, ალ.
ყაზბეგს, ეგ. ნინოშვილს, ვაჟას, ევდოშვილსდა სხვებს. შეიქმნა აგრეთვე ხელმოკლე
სტუდენტთათვის სასტიპენდიო ფონდი. ერთდროული დახმარება გაუწია საზოგადოებას ილია
ოქრომჭედლიშვილმა, რომლის საფასურით გამოიცა „ვისრამიანი“ (ილია ჭავჭავაძის, ალ.
სარაჯიშვილისა და პეტრე უმიკაშვილის რედაქციით), გიორგი ქართველიშვილმა, ალ.
როინიშვილმა, რომელმაც საზოგადოებას უანდერძა გაწყობილი ფოტოგრაფია თავისი იშვიათი
მუზეუმით, ძმებმა ზუბალაშვილებმა და სხვებმა. იაკობ გოგებაშვილმა - მეტად.
შეღავანელოების ბეჭდვა („დედა-ენა“, თიან პირობებში მიანდო თავისი სამეფო
„ბუნებისკა- რი“, „რუსკოე სლოვო“) წერა-კითხვის საზოგადოებას. შემდეგში ნიკო
ღოღობერიძემ, ალ. ხახანაშვილმა, დავით სარაჯიშვილმა, ილია ჭავ. ჭავაძემ მეტად უხვი
შეწირულება დაუტოვეს წ.-კ. საზოგადოებას. ილია დიდად უფრთხილდებოდა საზოგადოების სახსრებს: დიმიტრი ყიფიანი რომ გარდაიცვალა,
მისი ცხედრის შესამკობად გვირგვინის საფასური 13 მან. საზოგადოების სალაროდან კი არ
გაუღიათ, არამედ გამგეობის წევრებმა შეაგროვეს. 1882 წლიდან დ. ყიფიანს დას დებია
წ.-კ. საზოგადოების ვალი. რომ ვისმეს დ. ყიფიანის სახელი არ შეებღალა და
„საზოგადოებასაც“ ზარალი არ ენახა, ილია ჭავჭავაძემ 1888 წლის 5 აპრილის სხდომაზე
გამგეობას წარუდგინა დ. ყიფიანზე დარჩენილი ვალი 298 მან. 27 კაპ. „დ. ი. ყიფიანზე
დარჩენილი ფული ან შემოტანილით შეივსოს და განსვენებულ ყიფიანზედ ამას იქით აღარ
ირიცხებოდეს რა“ – აღნიშნა ილიამ თავის ხელით სხდომის ოქმში და ხელიც მოაწერა
(სცია, ფ. 481, საქ. №60, ფ. 240). რომ ვისმეს დ. ყიფიანი აუგით არ ეხსენებია, ილიამ სამასი მანეთი გაიღო მისი ვალის
დასაფარავად. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში დ. ყიფიანი მწვავედ ებრძოდა ილიას
ბანკის გარშემო (იხ. ილია ჭავჭავაძე, ტ. მე-6, 1927 წ. გვ. 355). აქვე აღვნიშნავ შემდეგსაც: 1892 წელს გამოქვეყნდა ივანე მაჩაბლის ხელმოუწერელი
წიგნაკი — „თავ. ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“, რომელიც მიმართული იყო ილია
ჭავჭავაძის საბანკო პოლიტიკისა, ცრუმოღვაწეობისა და მისი პიროვნების წინააღმდეგ
საზოგადოდ. ამ წიგნის გამოქვეყნების და, საერთოდ, ჭავჭავაძესა და მაჩაბელს შორის ბრძოლის გამწ-
ვავების შედეგი უნდა ყოფილიყო ივ. მაჩაბლის განცხადება, მოსმენილი 1892 წლის 10
მარტის სხდომაზე წ.-კითხვის საზოგადოების გამგეობის მიერ, რომ მას არ შეუძლია
დარჩეს გამგეობის წევრადაო. გამგეობამ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე დაადგინა
მოწვეული ყოფილიყო კანდიდატი წევრობისა — მიხეილ მაჩაბელი, რომელსაც მომდევნო
სხდომაზე უარი განუცხადებია ეკისრა გამგეობის წევრობა. უარი განაცხადა, აგრეთვე,
შემდეგმა კანდიდატმაც – პავლე რ. ყიფიანმა. მოწვეული იქნა დავით კარიჭაშვილი.
რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად დიდი ამაგი დასდეს წ.-კ. საზოგადოების
მუზეუმისა და წიგნსაცავის გაფართოებასა და შესწავლას. უნდა აღინიშნოს, რომ ივანე მაჩაბელი წ.-კ. საზოგადოების გამგეობის ერთი აქტიური
წევრი თაგანი იყო. 1890-იან წლებში ბანკის გარშემო ილიასა და მაჩაბლის
ხელმძღვანელობით შექმნილმა დაჯგუფებებმა და მათ შორის დაუსრულებელმა ბრძოლამ დიდი
ზიანი მიაყენა ქართულ კულტურულ საქმიანობას, კერძოდ, წ.კ. გამავრცელებელ
საზოგადოებასაც, რასაც გულისტკივილით აღნიშნავენ თანამედროვე საზოგადო მოღვაწენი.
ამ წლებში ილია ჭავჭავაძე იშვიათად ესწრებოდა წ.-კ. საზოგადოების გამგეობის
სხდომებს, თუმცა მასთან მოთათბირების გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ
წყდებოდა. ილიამ წერა-კითხვის საზოგადოებას უანდერძა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება. ოლღა ჭავჭავაძემ წ.-კითხვის საზოგადოებას გადასცა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების
უმალვე არა მარტო ილიას საკუთარი მამული საგურამოში და სახლი თბილისში ანდრეევის
ქუჩაზე, არამედ თავისი პირადი მამული საგურამოში, ღირებული 40.000 მანეთად. ,
წერა-კითხვის საზოგადოება გახდა აგრეთვე მემკვიდრე ილიასეული ყვარელის სახლისა და
მამულის, ილიას ძვირფასი ბიბლიოთეკისა და საოჯახო ნივთებისა (სცია, ფ. 481, საქ
№1087 აქვე აღვნიშნავ, რომ ალ. ყიფშიძემ (ფრონელმა) წლების განმავლობაში წ.-კ.
საზოგადოების დავალებით დიდი და უანგარო ამაგი დასდო საგურამოს ილიასეული მამულის
მოვლა-პატრონობას. როგორც აღვნიშნეთ, წ.-კ-ის საზოგადოების მთავარ ამოცანას დაწყებითი განათლების
გავრცელება შეადგენდა ბავშვთა მშობლიურ ენაზე.ილია ჭავჭავაძემ ახლად შემოერთებულ
აჭარა-ქობულეთის მოსახლეობას რამდენიძე მხურვალე და შინაარსიანი წერილი უძღვნა და
მოუწოდა ქართველობას გაეღო თავისი წვლი13 ლი დამშეულ ქობულეთების დასახმარებლად.
1879 წლის აპრილის მიმოხილვაში ილია აჭარა-ქობულეთში ქართული სკოლების გახსნის
საკითხს აყენებდა: ის წერდა: „თუ ჩვენი სიხარული ქობულეთის შემოერთებაზედ
პირმოთნეობა არ იყო, თუ ჩვენგან წარმოთქმულ მხურვალე სიტყვებს მკვიდრი საფუძველი
ჰქონდა, ეხლა უნდა გავუმართოთ ხელი ახლად ამ დაბადებულს საზოგადოებას და ვალად
დავსდოთ, რომ აჭარაში და ქობულეთში რაც შეიძლება მომეტებული შკოლები გამართოს. ეს
შკოლები სხვა ყოველს საშუალებაზე მეტად სულით და გულით შემოგვიერთებენ აჭარისა და
ქობულეთის ერსა და ისევ ისე ძმურს სიყვარულს ჩამოაგდებენ ჩვენში, როგორც უწინ. იმათ
ოსმალოს ხელში ჩავარდნის დრომდე ყოფილა...“ (ი. ჭავჭავაძე, ტ. მე-6, 1927 წ. გვ.
56, 57), ამრიგად ილია ჭავჭავაძე იყო პირველი, რომელმაც დაინახა და დააყენა საკითხი
აჭარა-ქობულეთში ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობის შესახებ. წ.-კ.
გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძეს მიანდო სკოლის გახსნის ნებართვის
მოპოება, რაც ასე ადვილი არ იყო და სათანადო სამზადისის შემდეგ, - 1881 წ. მარტში,
ბათუმში გაიხსნა ქართული სკოლა, რომელსაც ილიაც დაესწრო. ბათუმის სკოლა, რომელიც ქართველ მაჰმადიან ბავშვთათვის იყო დაარსებული, დასაწყისში
თავის დანიშნულებას ვერ ამართლებდა თურქეთის აგენტების პროპაგანდის შედეგად, და
ხშირად ისმებოდა საკითხი ამ სკოლის დახურვის შესახებ, მაგრამ ილია ჭავჭავაძე
მედგრად იცავდა მის საჭიროებას: სკოლამ მომდევნო წელში მართლაც შემოიკრიბა თავის
გარშემო მაჰმადიანი ქართველობა და ის ქართული კულტურის გავრცელების კერად იქცა
აჭარა-ქობულეთში. — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების
ძირითად ამოცანას– ქართული დაწყებითი სკოლების საშუალებით განათლება შეეტანათ
ხალხში – მალე გადაეღობა წინ დაბრკოლება, გამომდინარე ხელისუფლებისაგან. ქართველი
სახალხო მასწავლებლობა და მოწინავე ინტელიგენცია, შეიარაღებული საღ პედაგოგიურ
მოსაზრებებით და რუს მოწინავე ადამიანების დებულებებით (ჩერნიშევსკი, დობროლუბოვი,
უშინსკი) იმ აზრისა იყვნენ, რომ დაწყებით სკოლაში სწავლა ბავშვთა დედაენაზე უნდა
წარმართულიყო და რუსული ენა უნდა ესწავლათ როგორც საგანი მესამე წლიდან. ამ გეგმაზე
ეწყობოდა სახალხო სკოლები, სასწავლო ოლქის უფროსმა იანოვსკიმ მეფის მოადგილეს
კავკასიაში 1881 წლის იანვარში დაამტკიცებინა გეგმა, რომლითაც დაწყებით სკოლაში
სწავლა უნდა წარმართულიყო რუსულ ენაზე, რომლის შესწავლა ბავშვებს პირველი წლის
მეორე ნახევრიდან უნდა დაეწყოთ. ცნობილია, თუ როგორი თავდადებითა და სისასტიკით
შეებრძოლნენ ქართველი ხალხის მოწინავე წარმომადგენელნი – ილია ჭავჭავაძე, დიმ.
ყიფიანი, ს. მესხი. ი. გოგებაშვილი, რ. ერისთავი და სხვანი „დროების“ საშუალებით —
იანოვსკის, რომელმაც ამ გეგმის განხორციელება დაიწყო სამინისტროს დაწყებით
სკოლებში. მაგრამ ამ ბრძოლაში გამარჯვებული დარჩა არა ის, ვის მხარეზე იყო სიმართლე
და საღი მოსაზრება, არამედ ის, ვისაც ძალა-უფლება ეჭირა: სწავლება სამინისტროს
სახალხო სკოლებში რუსულ ენაზე იქნა შემოღებული. მაგრამ იანოვსკი ამით არ
დაკმაყოფილდა: მან კერძო სკოლების შესახებ (წ.კ. სკოლები კერძო სკოლებად ითვლებოდა,
რომელშიც საგნების განლაგება და სწავლების ენა დამაარსებლისაგან იყო დამოკიდებული)
არსებული კანონის დარღვევითა და გვერდის ავლით, მოსთხოვა წ.-კ. საზოგადოებას
შემოეღო მის მიერ დაარსებულ სკოლებში 1881 წლის გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის
დახურავდა საზოგადოების სკოლებს. და როდესაც წ.-კ. საზოგადოების გამგეობამ სასწავლო
უწყებას ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი დასაბუთებული მოხსენება წარუდგინა იმის
შესახებ, რომ წ.– კ საზოგადოების სკოლები მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულების
საფუძველზეა განსნილი და სასწავლო უწყებას მათი დახურვის უფლება არა აქვსო,
სასწავლო უწყებამ გააუქმა წინარეხის სკოლა, იმუქრებოდა სხვა სკოლების დახურვით და
უარს ამბობდა ახალი სკოლების გახსნის ნებართვაზე (თონეთში, ხელთუბანში). საქმე ის არი, რომ წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის წევრთა შორის შეიქმნა რყევა
მთავრობის მოთხოვნის მიმართ. იაკობ გოგებაშვილი დათმ-ების გზას ადგა. გამგეობამ კი
ილია ჭავჭავაძის მოსაზრება გაიზიარა და დაადგინა: „სამოსწავლო პლანისა და სწავლების
ორგანიზაციის შესახებ არას გზით არ დაეთმოს რა დირექციას იმ უფლებიდამ, რაც მე-3
მუხლით ჩვენის წესდების მინიჭებული აქვს ჩვენს გამგეობას“. მე-3 მუხლში კი
ნათქვამია, რომ წ.-კ. საზოგადოება „სახალხო სკოლებში დასაწყისს სწავლებას დაადგენს
სამშობლო ენა. ზედ...“ ბრძოლა გამგეობასა და სასწავლო უწყებას შორის ერთის მხრით და
თვით გამგეობაში მეორე მხრით დიდხანს გაგრძელდა, სადაც ილია თანმიმდევრულად იცავდა
თავის პოზიციას; მოვიყვანთ ამის რამდენიმე მაგალითს: სასწავლო უწყებისათვის ილიას
მიერ შედგენილ პასუხში, რომელიც გამგეობამ მოიწონა 1882 წლის 15 აპრილის სხდომაზე,
ვკითხულობთ: „საზოგადოება ვერ მიიღებს თვისგან გახსნილ სკოლაში მაზრის (ოლქის)
მზრუნველისაგან შედგენილ პლანს, რადგან იგი ეწინააღმდეგება საზოგადოების წესდების
მე-3 მუხლს“ (სცია, ფ. 481, საქ. №42, ფ. 18). მეორე სხდომაზე გამგეობა ადგენს ილია
ჭავჭავაძის წინადადებით: „მიეწეროს (სახალხო სკოლათა დირექტორს ტ. 6), რომ ჩვენ
ჩვენს საკუთარ წესდებასაც ვასრულებთ და საზოგადო კანონსაც. და ამის გამო ჩვენ ვერ
გავაუქმებთ წინარეხის სკოლასაო“ (იქვე, საქ. №42, ფ. 101). აღნიშნული საკითხის შესახებ 1883 წლის 3 ივნისს გამართული წ.-კ. საზოგადოების
წევრთა საერთო კრებაზე, ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა მეტად მნიშვნელოვანი სიტყვა,
რომელშიც, სხვათა შორის აღნიშნა: „...თუ უკანონოდ გვექცევიან (მთავრობის
წარმომადგენელნი გ. 6), როგორც დავუთმოთ, თუ კანონით მოჭმედობს, რას დაგვითმობს?
პაჭიჭს რომ თავი მოარღვიო, ბოლომდის რღვევით წავა: თუ ერთხელ დაუთმეთ, მეორედაც
მოგიხდებათ დათმობა... თუ კანონიერად ითხოვს, რასაც ითხოვს, მაგას ვერავინ
დაათმობინებს...“ ილია ჭავჭავაძე შერჩა თავის პოზიციას ბოლომდე. მაშინაც, როდესაც
გამგეობამ გადაწყვიტა — გაიხსნას სკოლა თონეთში იმ პროგრამით, რო|გორც ი.
გოგებაშვილის წერილშია მოხსენებული“. ილია ჭავჭავაძემ ამ დადგენილებას ოქმში
მიაწერა: „გადაწყდა ასე მმართველობისაგან (ე. ი. წ.-კ. საზოგადოების გამგეობისა.
განტ. ხ.), მხოლოდ თავმჯდომარის ამხანაგი არ დასთანხმდა. ილია ჭავჭავაძე“ (სცია, ფ.
|481, საქ. №42, ფ. 161—163). ხოლო როდესაც გამგეობამ ითხოვა ხელთუბანში სკოლის
გახსნა, ილია ჭავჭავაძემ მოითხოვა ამოღებული ყოფილიყო მიწერილობიდან „согласно
официальному учебномк плану“. როდესაც იმავე სკოლის მასწავლებელმა აცნობა
გამგეობას დირექტორის მოთხოვნა იანვრიდან უსათუოდ რუსული დააწყებინეთ ბავშვებსაო. —
ილიამ მასწავლებელს მისწერა: „სწავლა რუსულისა დააწყებინეთ მაშინ, როცა ყმაწვილებს
შეეძლებათ რიგიანად შესწავლა და არა მარტო გაზეპირება ორიოდე სიტყვისაო“ (სცია, ფ.
481, საქ. N 60, ფ. 31). ნათქვამიდან ნათელი ხდება არა მარტო ის, რომ სახალხო განათლების საკითხებში, ისე -
როგორც სხვა დარგში, ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა ქართველი ხალხის ბრძოლას ცარიზმის გამარუსებელი პოლიტიკის წინააღმდეგ, არამედ ისიც, რომ ამ ბრძოლას ის
ეწეოდა თანმიმდევრულად, უკომპრომისოდ. მიზნის მისაღწევად მას ერთი პრაქტიკული
ნაბიჯიც გადაუდგამს: არქივში შემონახულ (ოფ. ვეჯინის სკოლის მასწავლებლის ნიკ.
ნათიძის (ნ. მელანია) წერილი ილია ჭავჭავაძისადმი, 1883 წლით დათარიღებული,
რომლიდანაც ირკვევა, რომ ილიას წინადადება მიუცია ნათიძისთვის შეკრებილიყვნენ
კახეთის ჰასწავლებლები და გამოეთქვათ თავიანთი უარყოფითი შეხედულება 1881 წლის
გეგმის შესახებ, თუ რა ზიანი მოაქვს მას ბავშვებისა და რუსული ენის წარმატების
საქმისათვის და მოხსენების სახით წარმოედგინათ წ.-კ. საზოგადოებაში, როდესაც ასეთი
აზრი წ.-კ. საზოგადოების გამგეობას სხვა რაიონებიდანაც მოუვიდოდა, მათზე დამყარებულ
მოხსენებას წარუდგენდა ის მთავრობას. ნ. ნათიძეს მხოლოდ სიღნაღის მაზრის სახალხო
მასწავლებლების შეკრება მოუხერხებია, და ოქმიც წარმოუდგენიათ იმის შესახებ, რომ
მთავრობის მიერ დაწყებით სკოლაში შემოღებულმა 1881 წლის გეგმამ ამ სკოლებში სწავლის
საქმე საზოგადოდ და რუსულისა კერძოდ დააქვეითაო (სცია, ფ. 431, საქმე №11. ფ.
51-54). ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცარიზმის პოლიტიკის შედეგების
შესანელებლად სამეგრელოში, ქუთაისის სააზნაურო სკოლის პარალელური განყოფილებები
გადაი. ტანა ძველ სენაკში, სადაც სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა ოთხივე
განყოფილება. "ში. ამ სკოლის ინსპექტორად ილია ჭავჭავაძემ სამსონ ყიფიანი შეარჩია.
ს. ყიფიანი მხნე და განათლებული პედაგოგი იყო, პატრიოტი, რომელმაც ახალსენაკის
სკოლა აკაკისა და ილიას დახმარებით ქართული კულტურის კერად გადააქცია. სასწავლო
უწყების მოთხოვნა – ამ სკოლაშიც მეგრული ენა ყოფილიყო , შემოღებული ქართულის
ნაცვლად — მარცხით დასრულდა. გამგეობას კომისიისათვის ასი მანეთი მიუცია ავანსად, რომლის ანგარიშიდან ჩანს
მგზავრობის მარშრუტი. სოფ. გორდიდან წიგნები ჯორებზე აკიდებული ჩამოუტანიათ ბომბუას
ხიდამდე, იქიდან ხონამდე ეტლით, ხონიდან სამტრედიამდე. აგრეთვე ეტლით, შემდეგ
თბილისამდე მატარებლით, წიგნების ჩამოტანაზე დახარჯულა სულ 66 მან. და 67 კაპ.
დარჩენილი 33 მან. და 33 კაპ. მოლარეს უნდა დაბრუნებოდა: ილია ჭავჭავაძისაგან 21
მან. და 72 კაპ. გრ. ყიფშიძისაგან – 11 მან. და 61 კაპ (სცია, ფ, 481, საქ. №60, ფ.
39). ამ ცნობით დასტურდება. თუ რა უშუალო მონაწილეობას იღებდა ილია ჭავჭავაძე,
აღნიშნული წიგნების ჩამოტანაში. გრ. ყიფშიძეს, რომელიც უშუალო მონაწილე იყო ნ. დადიანის ბიბლიოთეკის ჩამოტანისა
გორდიდან, დავიწყებია მგზავრობის მარშრუტიც და მონაწილენიც. ის წერს: „...ილია
მეტად გახარებული იყო და თვითონ იკისრა წასვლა სამეგრელოში, სოფ. გორდს, საცა
სამეგრელოს მთავართა საზაფხულო სასახლეა და საცა იყო დაცული ის ბიბლიოთეკა. მასთან
ერთად წავიდნენ: ვასილ მაჩაბელი, ამ საქმის მოთავე და მომხერხებელი, ი. მეუნარგია,
იქაური მკვიდრი, დავით ერისთავი და სხვ. წიგნი და ხელნაწერები აღნუსხეს, ჩაალაგეს
ყუთებში, აჰკიდეს ჯორებსა და ქუთაისამდე ისე ჩამოიტანეს რკინის გზით თბილისში
გასაგზავნად“ (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. I, 1914 წ., გვ. LXIII). როგორც არქივში შემონახული მასალიდან ჩანს, დავით ერისთავი სრულიად არ იხსენიება იმ
პირთა შორის, რომლებმაც ს. გორდიდან ბიბლიოთეკა ჩამოიტანეს. გაწეული ხარჯის
ანგარიშში მოხსენებულია ს. გორდი, ნაქალაქევი, ხონი, სამტრედია; ქუთაისი კი სრულიად
არ იხსენება. _ ამ ანგარიშიდან ილიას მარშრუტი ასე წარმოგვიდგება: თბილისი –
ახალსენაკი — ძველი სენაკი, — ნაქალაქევი — ბანძა — ბომბუას (პომპეუსის ხიდი),
გორდი — ხონი — სამტრედია — თბილისი (სცია, ფ. 481, საქ. №60, ფ. 39). გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, ილია ჭავჭავაძე სოფ. ბანძაში თავის მეგობარ მექი
ფაღავას ოჯახში შეჩერებულა დასასვენებლად და სწორედ აქ სადილზე უთქვამს მას,
„სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო“. მექი ფაღავას შვილის გადმოცემით ილია
ახლო მეგობარი ყოფილა მექი ფაღავას, მათ ალბათ თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო
ბანკებში მუშაობაც აახლოებდა. საქმე ის არის, რომ გრ. ყიფშიძის მიერ აღნიშნულსა და სხვა შეცდომებს იმეორებენ
სხვებიც (იხ. პ. ინგოროყვა – ილია ჭავჭავაძე — ნარკვევები, 1957 წ. გვ. 145), და
დავით ერისთავის („სამშობლოს“ ავტორი) მომავალი ბიოგრაფოსი ამ ათ მცდარ ცნობებზე
დაყრდნობით ალბათ მოატარებინებს მას ილიასთან ერთად ქუთაისსა და იმერეთ-სამეგრელოს. მცდარია, აგრეთვე, გრ. ყიფშიძის ცნობა იმის შესახებ, თითქოს ილია წ.-3.
საზოგადოებოს თავმჯდომარედ არჩეული ყოფილიყოს - 1882 წლიდან, „როცა დ. ყიფიანი,
პირველი თავმჯდომარე საზოგადოებისა, გუბერნიის მარშლობასა სწევდა ქუთაისში“.
ნამდვილად კი ამ წლიდან წ.-კ. საზოგადოების თავმჯდომარედ ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი
იქნა არჩეული. ილია კი თავმჯდომარედ 1885 წლიდან აირჩიეს ერთხმად. დიმ. ყიფიანი
ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშლად აირჩიეს არა 1882 წელს, არამედ 1885
წელს. “ - ს. გორდიდან ჩამოტანილი წიგნები 1885 წ. 16 აპრილს საზოგადოების მმართველობამ ჩაიბარა აქტით, რომელსაც ხელს აწერენ ი.
ჭავჭავაძე, ნ. ცხვედაძე, დიმ. ჯანაშვილი, ივანე მაჩაბელი. შემონახულია სია
ჩამოტანილი წიგნებისა. ეს სია ილია ჭავჭავაძემ თავის ჟურნალ „ივერიაში“ გამოაქვეყნა
(იხ. „ივერია“, 1885 წ. №12). წერა-კითხვის საზოგადოებამ ამიერიდან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ძველი
ხელნაწერების, სიგელ-გუჯრებისა და საარქეოლოგიო განძის შეძენაზე და ამით ამ
საზოგადოებამ დიდი ამაგი დადო ქართულ კულტურას. წ.-კ. საზოგადოების საქმიანობის ეს
მხარე თავის დროზე სათანადოდ დააფასა პროფ. ნიკო მარმა, რომელიც 1989 წლის, 19
ოქტომბრის თარიღით. სწერდა. საზოგადოებას: „არა მნიშვნელობისათვის, Gjpრამედ
მადლობის ნიშნათ და აგრეთვე საუწყებლად მცირედრე მაინც, თუ რა ძვირფასი განძი
იპოება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში, ავტორი ხსენებულ
წიგნსაცავს უგზავნის ხუთ ცალს სპარსული სახარების აღწერილობისას, რომელი სახარება
იპოვება მუნვე“ (სცია, ფ. 481, საქ. №6929, გვ. 6. სამწუხაროდ, წ. კ. საზოგადოების წევრთა შორის მოიპოვებოდნენ ისეთი პირებიც,
რომელნიც ითვისებდნენ გამგეობის სახელზე გამოგზავნილ ძვირფას ხელნაწერებს და თავის
საცავიდანაც გაჰქონდათ ასეთები. ამის შესახებ რამდენიმე მამხილებელი წერილი
დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში (იხ. „კვალი“, 1893 წ., №13, გვ. 10; 16, გვ. 7, № 17).
1894 წლის „ივერია“-ში №66 აკაკი წერეთელმა კვლავ აღძრა ეს საკითხი. წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობა 1894 წლის 23 მარტის სხდომაზე ადგენს:
„ნოტარიუსის საშუალებით მიემართოს თედო ჟორდანიას წარმოადგინოს საცავიდან წაღებული
ხელნაწერი წიგნები შუა აპრილამდე და თუ არ წარმოადგინა, მივმართოთ სასამართლოს“
(სცია, ფ. 481, საქ. №420, ფ. 57). ეს 1893 წლის 25 აპრილს, წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით, განჯიდან
თბილისს ჩამოასვენეს და დიდუბეში დაკრძალეს პოეტის ნიკ. ბარათაშვილის ნეშთი. წ.-კ.
საზოგადოების გამგეობამ ამ საქმის ხელმძღვანელად ალ. ჭყონია და გიორგი იოსელიანი
მიავლინა. ეს დღე მთელ საქართველოში უდიდესი გლოვისა და ზეიმის დღედ გადაიქცა.
წ.-კ. საზოგადოებასთან დაარსდა ნ. ბარათაშვილის სახელობის ფონდი. წ.-კ. საზოგადოების ინიციატივით და ილია ჭავჭავაძის უშუალო მონაწილეობით, დიდი
ზეიმით აღნიშნა ქართველმა ხალხმა რაფ. ერისთავის 50 წლის მოღვაწეობის იუბილე. მთელი
საქართველო გამოეხმაურა ამ იუბილეს. წ.-კ. საზოგადოებასთან დაწესდა რაფ. ერისთავის
სახელობის ორი ფონდი: საერთო და ქალთა. 1895 წლის 11 სექტემბერს ქართველმა საზოგადოებამ დიდის ზეიმით აღნიშნა კრწანისის
ბრძოლის 100 წლისთავი. წერაკითხვის საზოგადოებასთან ერეკლე მეორის ფონდი დაარსდა.
აღნიშნულით იმის თქმა გვინდა, რომ წ.-კ. საზოგადოება ხელმძღვანელობდა ყველა
ეროვნული მნიშვნელობის საქმეს. აღნიშნული იუბილეები და მსგავსი მოვლენები
ემსახურებოდა ქართველი ხალხის ეროვნულად გათვითცნობიერების საქმეს. ილია ჭავჭავაძის
სახელი და დიდი ავტორიტეტი ხელს უწყობდა ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების პოპულარიზაციას. 1896 წელს წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრებამ, ი. გოგებაშვილის
წინადადებით, ილია და აკაკი ამავე საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს. 1898 წლისათვის განზრახული ილია ჭავჭავაძისათვის იუბილეს გამართვა არ განხორციელდა
ცარიზმის მიერ მისი აკრძალვის გამო. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გახდა ჭირისუფალი გარდაცვლილი ილია
ჭავჭავაძისა. მის უკვდავსაყოფად, წ.-კითხვის საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, 1907—1909
წლებში გამოცემული იქნა ილიას მხატვრული და პუბლიცისტური ნაწერები ოც წიგნად ილია
ჭავჭავაძის სახალხო ბიბლიოთეკის სერიებით. თითოეულ მათგანს თან ერთოდა ავტორის
ბიოგრაფია. წ.-კითხვის საზოგადოებამ მიიღო და შეინარჩუნა ილიასეული მამული საგურამოში, სადაც
ილიას სახელობის სკოლა დააარსა, და ილიას სახლი თბილისში, ანდრეევის ქუჩაზე, სადაც
ამჟამად ილიას სახელობის მუზეუმი დაარსდა. ძნელი გახდა საგურამოსა და თბილისის ილიასეული მამულის შენარჩუნება, რადგან ამ
მამულებისა და ილიას პირადი ვალი დაახლოებით 30.000 მანეთს უდრიდა, და მხოლოდ მას
შემდეგ, რა-რომ ოლღა ჭავჭავაძემ თავისი პირადი მამული საგურამოში, ღირებული 40.000
მანეთად გადასცა საზოგადოებას, შესაძლებელი გახდა საგურამოს მამულისა და ილიას
სახლის შენარჩუნება თბილისში და მათი მოვლა-პატრონობა. 1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს, ილიას დაკრძალვის დღეს, ჩამოსულ დელეგატების
კრებაზე გამოთქმული აზრი ილია ჭავჭავაძეს ძეგლი ერევნის მოედანზე დადგმოდა,
ნაადრევად იქნა აღიარებული სათანადო თანხების უქონლობისა და სხვა მიზეზების გამო,
წ.-კითხვის საზოგადოებამ მიიღო იაკობ ნიკოლაძის წინადადება, რომ ის დაამზადებდა
ილიას ძეგლს: „მწუხარე დედა ილიას ბიუსტის წინ“. კომისიამ, რომელშიც სპეციალისტებიც
შედიოდნენ, ძეგლის მოდელი მოიწონა, მაგრამ შემდეგ ილიას ბიუსტი ზედმეტად იქნა
ცნობილი და ის მოიხსნა. ძეგლის გამზადება და დადგმა გაჭიანურდა. 1910 წლის 9
სექტემბერს ძეგლი პარიზიდან ბათომში იყო მოტანილი, ამავე დროს, მზადდებოდა ინჟ.
მამრაძის ხელმძღვანელობით ძეგლის არქიტექტურული ნაწილი პოეტის საფლავზე. ძეგლი
თავისი არქიტექტურული ნაწილით დაჯდა სულ 12.482 მან. და 84 კაპ., რაც შეგროვებული
იქნა დაწესებულებებისა და კერძო პირების შემოწირულებით. 1912 წლის 14 ივნისის სხდომაზე, ძეგლისა და არქიტექტურული ნაწილის დათვალიერების
შემდეგ, კომისიამ არ მოიწონა არც ერთი და არც მეორე. ოსკარ შმერლინგმა განაცხადა:
«Все нужно уничтожить и дело начать Сначала». კალგინმა თქვა: «Статуя производит
впечатление чугуноватости...». ივ. ჯავახიშვილმა დაიწუნა ძეგლის არქიტექტურული ნაწილი, ხოლო ქანდაკის შესახებ
თქვა: „Памятник не так уж безграмотен, чтобы нельзя было ставить...» ქანდაკი დაიწუნეს აგრეთვე კომისიის წევრებმა — გაბაშვილმა, დედაბრიშვილმა,
ქურდიანმა, გელეიშვილმა. კომისიამ დაადგინა: „აღიარებულ იქნას პროექტის შესრულება
მხოლოდ დამაკმაყოფილებლად და მისი დადგმა შესაძლებლად. მაგრამ კომისია იმედოვნებს,
რომ შემდეგში ქართველი საზოგადოება თვით ქალაქ თბილისში, შესაფერ ადგილზე დაუდგამს
ძეგლს უფრო შესაფერს ილია ჭავჭავაძის სახელისათვის“ (სცია, ფ. 481, საქ. №1077, ფ.
81-82). ილიას ძეგლის გახსნა დანიშნულ იქნა 1913 წლის 5 მაისს. ის შესაფერი სიტყვით გახსნა
აკაკიმ. შემდეგ მგრძნობიარე სიტყვა წარმოთქვა ბელეტრისტმა დავით კლდიაშვილმა,
რომელმაც, სხვათა შორის, ასე მიმართა პოეტს: „...როცა შენი ძვირფასი სამშობლოს
ბეჩავი მდგომარეობით დამწუხრებული ეკითხებოდი მას: „მამულო საყვარელო, შენ როსღა
აყვავდებიო?“ რას წარმოიდგენდი, რომ შენი მამულის ასაყვავებლად, თურმე, შენ უნდა
შეწირულიყავი მსხვერპლად, და კიდეც შეგიწირა მამულმა... შენი უცნაური სიკვდილით
შეძრწუნებული ქართველი, გონს მოსული, გამოფხიზლებული, ასაყვავებლადაა გამზადებული
და იგი კიდეც აყვავდება და იმ ბედნიერს დღეს ქართველობა მოვა შენთან, მოგახარებს
შენი საყვარელი მამულის აყვავებას“. („სახალხო გაზეთი“, 1913 წ. №888).
ილიას სხვებზე უკეთესად ესმოდა, რომ წ.-კ. საზოგადოება უმოქმედო ორგანიზაციად
დარჩებოდა, თუ მას სათანადო ნივთიერი სახსრები არ გაუჩნდებოდა. ამიტომ ილიამ და
გამგეობის წევრებმა აქეთკენ გაამახვილეს ყურადღება. თბილისის სათავადაზნაურო
ბანკმა, რომლის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე იყო, დასაწყისში 11 ათასი მანეთი გადადო
ბანკის მოგებიდან წ.-კ-ის საზოგადოებისათვის. ეს - ადვილი საქმე არ იყო, რადგან
ბანკის დამაარსებელთა შორის ბევრი თავადაზნაური იყო ისეთი, რომელიც ვიწრო წოდებრივი
თვალსაზ. რისით ხელმძღვანელობდა. ილია სწერდა ამ შემთხვევის გამო:
„...თვალწინ გვიდგას ის აყალმაყალი, რაც წელს თავადაზნაურობას შეუდგა მის გამო, რომ
ბანკმა ათას ასი თუმანი შესწირა ამ საზოგადოებას. „რათაო და რისთვისაო“, — ყვი.
როდნენ წინდაუხედავად ზოგი სხვის წაქეზებით, ზოგი საკუთარის თაოსნობით. „განა ჩვენ
კი შვილები არა გვყავსო, თუ გაზრდა საჭიროა, ჯერ ისინი გავზარდოთო. შინ რომ შვილი
გიტიროდესო, გარეთ ტაბლას რა უნდაო“ და სხვანი და სხვანი. ჩვენი უბედურე- ბა ის
ყოფილა — განაგრძობს ილია, — არის და ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ იყოს, რომ ყველა
ქართველი, გლეხია თუ თავადი, ძმად და შვილად არ მიგვაჩნია. ზემოხსენებულ
საზოგადოებას (წერა-კითხვისას ტ. E.) სახეში აქვს მთელი ქართველობა, თავადაზნაურობა
კი გამოსულა და იძახის, მეო და არა სხვაო. ბატონებო, თუ ყველანი ერთად არ ვიქნებით,
თქვენი „მე“ თუნდ იყოს და თუნდა არა. თავს მაგისათვის ძალიან არავინ შეიტკივებს...“
(ილია ჭავჭავაძე, ტ. 7. 1928 წ. გვ. 293—294).
საზოგადოების სახსრების გასაძლიერებლად იმავე გამგეობამ დაადგინა ცირკში
წარმოდგენისა და ჭიდაობის გამართვა და ილია ჭავჭავაძეს დაევალა, მოეწვია გამოჩენილი
მოჭიდავე ესებუა, რომელსაც ათი თუმანი უნდა მისცემოდა ხარჯად გლდანელთან
დაჭიდავებისათვის. ი. ჭავჭავაძე არ უკადრისობდა ასეთ დავალებათა შესრულებას, თუ ის
საზოგადოებისათვის სასარგებლო იქნებოდა,
ასეთი საშუალებით — წარმოდგენებისა და საღამოების გამართვიდან — შემოსული ფული
საქართველოს დაბა-ქალაქებიდანაც მოდიოდა. გამართულ საღამო-წარმოდგენებს ის
მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საზოგადოებას კულტურულ გართობას აჩვევდა და საზოგადო
საქმისადმი ინტერესს უნერგავდა.
აი ილიას ანდერძიც: „მე, თავ. ილია გრიგოლის-ძე ჭავჭავაძე, საღის გონებისა და
მტკიცე მეხსიერებისა, ვინიცობაა მოვკვდე, ვაცხადებ, შემდეგ ჩემს სურვილსა და ნებას:
რაც კი მეკუთვნის, მოძრავი და უძრავი ქონება, რანაირიც უნდა იყოს იგი და სადაც უნდა
აღმოჩნდეს, სულ, ერთის სიტყვით, ყველაფერი სავსებით, რაც ჩემად იქნება მიჩნეული,
ჩემის სიკვდილის შემდეგ, მიანდერძებია სასარგებლოდ ჩემის მეუღლე კნეინა ოლღა
თადეოზის ასულის ჭავჭავაძისათვის, ვიდრე იგი ცოცხალია, იმ პირობით, რომ კნეინას
სიკვდილის შემდეგ მამაპაპეული ქონება გადავიდეს კანონიერ მემკვიდრეების ხელში, ხოლო
კეთილშეძენილი ქონება, უძრავი და მოძრავი გახდეს კავკასიის სანამესტნიკოს ქართველთა
შორის წერა-კითხვის საზოგადოების საკუთრებად“ (სცია, ფ. 481, საქ. №1087, ფ. ფ. 16,
31). ეს ანდერძი შემოწმებულია ილია წინამძღვრიშვილის სანოტარო კანტორაში 1905 წლის
5 ივლისს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის მხურვალე მონაწილეობა ნიკო დადიაის
(მინგრელსკის) ძვირფაыი წიგნსაცავის წ.-კ. საზოგადოების მიერ შეძენისა და
დაბინავების საქმეში. ნიკო მინგრელსკის თავისი სურვილი ეანდერძებია ეს განძი წ.-კ.
საზოგადოებისათვის ილიას მეგობრის ვასილ მაჩაბ. ლისათვის გაუზიარებია. დადიანი
იწერებოდა 1885 წლის 28 თებერვლის თარიღით: „...თუ ამ ჩემის ბიბლიოთეკის შეწირვით
„საზოგადოება“ მოუტანს რასმე სარგებლობას ჩვენს სამშობლო ქვეყანას, მით შევრაცხ
ჩემს თავს ბედნიერად“. „დროებამ“ მოწინავე უძღვნა ამ აქტს და აღნიშნა, თუ რა
მნიშვნელობა ექნებოდა დადიანის ამ საჩუქარს („დროება“, 1885 №60). როგორც „დროება“
აღნიშნავდა, დადიანის დავალებით ამ ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფია აკ. წერეთელს
შეუდგენია რამდენიმე წლით ადრე. ბიბლიოთეკის ს. გორდიდან თბილისში გადმოტანა
იმდენად მნიშვნელოვნად ჩაუთვლია ილია ჭავჭავაძეს, რომ ამ საქმისათვის გორდში თვით
ილია ჭავჭავაძე გამგზავრებულა ვას. მაჩაბლის, იონა მეუნარგიას და გრ. ყიფშიძის
თანხლებით. სათანადო აქტში ვკითხულობთ: სულ ას სამოცდა ცხრა (169) წიგნი ხელნაწერი
და ათი (10) დაბეჭდილი წიგნი ჩავიბარეთ ბ. თ. კოსტანტინე ნიჟარაძისაგან (ის იყო
რწმუნებული ნ. დადიანისა) 3-სა აპრილს 1885 წელსა სოფ. გორდში. თავმჯდომარის
ამხანაგი წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოებისა ი. ჭავჭავაძე და მოწმენი წევრნი
საზოგადოებისა ვასილ მაჩაბელი და იონა მეუნარგია, საზოგადოების საქმის მწარმოებელი
გრიგოლ ყიფშიძე. აქტს ხელს აწერს აგრეთვე კოსტ. ნიჟარაძე (სცია, ფ. 481, საქ. №86,
ფ. 1-4).
დიმ. ბაქრაძემ სახელდახელოდ გასინჯვის შედეგად წერილი მოათავსა „დროებაში“
აღნიშნული წიგნების მნიშვნელობის შესახებ („დროება“, 1885 წ. N 85).