The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ლუარსაბ ბოცვაძისადმი


ლუარსაბ ბოცვაძისადმი



ლუარსაბ ბოცვაძისადმი

მარტი-აპრილი, [1898 წელი].

ბატონო ლუარსაბ!

დიდი სიამოვნებით ვბეჭდავთ თქვენს წერილს ჟურნალ „ჯეჯილზედა.“ ასეთი მიმოხილვები დიდად და დიდად საჭიროა ჩვენთვის. საბავშვო მწერლობის გაჯანსაღება და მკვიდრ საფუძველზე დამყარება დიდი მნიშვნელობის საქმეა ჩვენი ყმაწვილების გონივრულად აღზრდისათვის. უმორჩილესადა გთხოვთ ნუ მოაკლებთ თქვენს ფხიზელს ყურადღებას ჩვენს საბავშვო მწერლობასა და ხშირად გამოგვიგზავნეთ თქვენი კალმის ნაღვაწი.

დავშთები მუდამ თქვენი პატივისმცემელი

ილია ჭავჭავაძე

წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 184, 460-461.

1 საყმაწვილო ნახატებიანი ჟურნალი „ჯეჯილი“,№ 1, 1898 წლისა

▲ზევით დაბრუნება