ლასხიშვილი გიორგი
ტფილისი, 13 აგვისტო / გიორგი ლასხიშვილი // ივერია. - 1895.-13 აგვისტო. - N173. - გვ.1-2.
თუმცა ჩვენის საზოგადო საქმეების "მეტად მძიმედ და აუჩქარებლად მსვლელობისა ჩვეულნი
ვართ, მაგრამ ამგვარი შეჩერება და მიყუჩება ზოგიერთის საქმისა, როგორიც დღეს
გვარგუნა ბედმა, ჩვეულებრივს აღემატება და ამიტომ ძლიერ გვაკვირვებს. ჩვენი
გაკვირვება კანონიერია, თუ ვიტყვით, რომ იმ საქმეების გა დადება, რომლის შესახებაც
ვლაპარაკობთ, შეუძლებელია და ამიტომ უთუოდ სისწრაფე და დაჩქარება გვმართებს. რამდენი ლაპარაკი და სჯა იყო კერძოდაც, გაზეთებშიაც და საზოგადო დაწესებულებაშიაც
გაბრიელ ეპისკოპოსის 35 წლის იუბილეს დღესასწაულის შესახებ, მაგრამ აი, 1 თვეზედ
ნაკლები დრო დაგვრჩა, საქმისა-კი არა ვიცით-რა! მოვიდა თუ არა ნებართვა იუბილეს
გარდახდისა. შეიძლება უარი მოვიდა — აპირებენ თუ არა ამ შემთხვევაში დღე სასწაულს
კერძო, არა ოფიციალური ხასიათი მისცენ თუ სრულიად აღარ იდღესასწაულებენ? ჩვენის
ფიქრით, საზოგადოებამ უთუოდ უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაშია მის მიერ დაწყებული და
განზრახული საქმე. ეს საქმე მარტო იმ წრეებს-კი არ აინტერესებს, რომელი მინდობილი
აქვს, არამედ მთელს საზოგადოებას. მაშ რატომ მიმდინარეობს საქმე ჩუმად, სიბნელეში?
რატომ დრო-გამოშვებით არ მიაწოდებენ საზოგადოებას მისთვის საჭირო და საინტერესო
ცნობებს?! თითქმის იგივე ითქმის მეორე განზრახულ იუბილეს შესახებ. ბევრი დრო არც რაფაელის
იუბილემდე დაგვრჩა, მაგრამ მიდის წინ ეს საქმე თუ არა, ღმერთმან უწყის! კერძო
კრებამ აირჩია ამას წინად ორი კომიტეტი; შემთხვევით ეს არჩევა ისე მოხდა, რომ
თითქმის არც ერთი ამორჩეული პირი იმ კრებაზედ არ იყო. მიიღეს არჩეულებმა კრების
მინდობილება თუ არა? თუ მიიღეს გაგზავნეს შუამდგომლობა, სადაც ჯერ არს, თუ სრულიად
არ გზავნიან და კერძოდ დღესასწაულობა გარდასწყვიტეს? შეუდგნენ თუ არა საჭირო
მზადებას? სრულიად კანონიერია საზოგადოების სურვილი, რომ ყველა ამ საკითხებზე
პასუხი მიიღოს და ამიტომ ვიმეორებთ, საჭიროა დრო-გამოშვებით აცნობონ მას საქმის
გარემოება. ეს მით უმეტეს არ საჭირო, რომ საყვარელ მგოსნის იუბილეს გარდახდის
განზრახვას ქართველი საზოგადოება დიდი სიხარულით მიეგება...
წარსულს თვეშივე კერძო კრება მოხდა მომავალ ქართულ საქველმოქმედო საზოგადოების
შესახებ. კრებამ სამის წარდგენილ წესდების პროექტებიდგან აირჩია ერთი, დანარჩენ
ორზედ უფრო ვრცელი და სრული. განიხილა და შეიწყნარა ამ პროექტის პირველი მუხლი,
რომლით განმარტებულია „საზოგადოების სა. განი, ხოლო დანარჩენ მუხლების
განსახილველად აირჩია კომისია. კომისიას დაევალა, რაც შეიძლება ჩქარა განეხილა
წესდება და მოეწვია კრება, რომლისთვის უნდა წარედგინა თვისი მოსაზრება. ამის შემდეგ
კრება აირჩევდა კომიტეტს, რომელ |საც დაევალებოდა წესდების, სადიჯერ არს, წარდგენა
და კანონიერ მმართველობის არჩევამდე ,,საზოგადოების“ საქმის დაწყება-წარმოება.
როგორც გავიგეთ, კომისიას კიდევაც ჰქონია კრება და პროექტი განუხილავს, მაგრამ
კრების მოწვევას აპი[რებს თუ არა, ან რისთვის აგვიანებს - არ გვესმის.
საქველმოქმედო საზო |გადოების დაარსება მეტის-მეტად დაგვიგვიანდა. ეს რამდენიმე
წელიწა|დია ვემზადებით, ვლაპარაკობთ, ვიკრიბებით, მაგრამ საქმე თითქმის
დასაწყისშივეა. დიდად სანატრელია, რომ ,,საზოგადოება“ ამ წელსვე გაგვიჩნდეს,იქნება
მომავალ სამოსწავლო, წელს უკვე შევიძლოთ რამდენიმე მოსწავლეთ გავუწიოთ დახმარება,
რომელიც მათ ასე ძლიერ ესაჭიროებათ. — მაშ ნუღარ ვაგვიანებთ და ჩვეულებრივად ნუ
გავაჭიანურებთ დაწყებულ საქმეს! უადგილო არ იქნება აქვე ვთქვათ რამდენიმე სიტყვა ჩვენს საზოგადოე|ბაში ახლად
დაბადებულ განზრახვის შესახებაც.
სწორედ ერთი თვის შემდეგ შეს - |რულდება ასი წელიწადი მას მერმედ, რაც საქართველოს
მუდმივი მტერი აუარებელის ძალით შემოესია დაუძლურებულს ქვეყანას, ააოხრა იგი და
მიწასთან გაასწორა ჩვენი დედაქალაქი. ამ ურიცხვს და გაშმაგე|ბულს მტერს მედგრად
შეეგება წინ და შეებრძოლა შედარებით ერთი მუჭა ქართველობა თვისის საყვარელის და
საკვირველის „გმირთა გმირის“ წინამძღოლობით. ლომებრ შე|ეტაკნენ გმირი მეფეს სარდალი
და |გმირი ჯარი სამშობლოს გამანადგურებელს, მაგრამ ურიცხვმა მტერმა სძლია!
საშინელმა და მასთან საკვირ. ველმა ბრძოლამ იმსხვერპლა მაშინ მრავალი ქართველი
გმირი; თვით დიდებულს გვირგვინოსანს ძალით დაატოვებინეს ბრძოლის ველი!.. დიდებული
და მასთან საშინელი დროა ის დრო ჩვენს ისტორიაში! შთამომავლობამ არ უნდა დაივიწყოს
ის დრო და იმ ქართველ გმირების სახელი საუკუნოდ უნდა დარჩეს ქართველთა
ხსოვნაში!., გამო „ივერიის“ მკითხველებმა იციან უკვე, რომ საზოგადოებაში აღიძრა ბაასი იმის შესახებ,
თუ როგორ უნდა მოიხსენიოს და როგორ იმგლოვიაროს ქართველმა ერმა ამ აოხრების ასი
წლის შესრულების დღე... გაზეთებში გამოითქვა აზრი კერძო კრების მოწვევისა,
კომიტეტის არჩევისა და სხვა ამგვარ საშუალებათა საჭიროების გამო. მაგრამ ყოველივე
ეს მხოლოდ საქმის გაჭიანურება იქნება. რადგანაც დრო ცოტა დაგვრჩა და დაგვიანება არ
შეიძლება, უნდა სხვა გზა ავირჩიოთ. ჩვენის ფიქრით, უმჯობესი იქნება ქართლ-კახეთის
თავად-აზნაურობის წინამძღოლმა, რომელსაც შეჰშვენის და კიდევაც მოეხერხება ამ საქმის
გაძღოლა, თავს იღოს ეს წმიდა მოვალეობა. მოიწვიოს რამდენიმე კაცი და მათთან ერთად
გარდასწყვიტოს მგლოვიარობის წეს-რიგი თუ საჭიროა ნება-რთვაც აიღოს და დროზედ
საჯაროდ გამოაქვეყნოს თვისი გადაწყვეტილება. აი ამ საქმეთა გამო იყო ტფილისში წარსულ თვეს სჯა-ბაასი. როგორც ვხედავთ, არც ერთის
დაგვიანება არ შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ ყველა მეტად მძიმედ და აუჩქარებლად
მიმდინარეობს. ლალი.