საერთო პოლიტიკური მოძრაობა და კლასობრივი ინტერესები
ის დიადი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც დღეს მთელს რუსეთის იმპერიაშია მოდებული,
თანდათან ძლიერდება, თანდათან მეტ მებრძოლი ელემენტებს იზიდავს, ფართო კალაპოტს
იკეთებს და აზვირთებული მიექანები ძველ ბიუროკრატიულ წესწყობილების წასალეკად. აღარ
დარჩა რუსეთში, გარდა ერთ მუჭა გრინგმუტმერშჩერსკებისა, არც ერთი ისეთი
საზოგადოებრივი ჯგუფი, არც ერთი წოდება ან კლასი, რომელიც კმაყოფილი იყოს არსებულ
წყობილებით და არ სურდეს სოციალ-პოლიტიკურ ცხოვრების პირობების შეცვლა და
საზოგადოებრივ ურთიერთობის ახალ კალაპოტში ჩაყენება. ყველა ეტრფის ცვლილებას, ყველა
ელის „ცხოვრების განახლებას“, და ამ მხრით, შეიძლება ვთქვათ, ყველა კლასთა ცოტად თუ
ბევრად შეგნებული ნაწილები გაერთიანებულნი და შეთანხმებულნი არიან, აწინდელი
ბიუროკრატიული რეჟიში ვერც ერთ კლასის ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს ხეირიანად და
ამიტომ მას ყველა განუდგა და ფარულ თუ ცხად მტრად გადაექცა.
ერთის სიტყვით, ამ განმათავისუფლებელ მოძრაობა ში, რამდენადაც ეს ძველ
წესწყობილების წინააღმდეგაა მიმართული, შეგნებული ნაწილი ხალხისა და
,,საზოგადოებისა“ გაერთიანებულია, ვინაიდან ყველას ინტერესი მოითხოვს ბიუროკრატიული
აპეკუნობის თავიდან მოშორების და მის ჩაყელი საზოგადოებისთვის თავისუფალ
განვითარების პირობათა შექმნას.
მაგრამ შეუდომა იქნება ვიფიქროთ, ვითომ პოლიტიკური ცვლილება თავისთავად მიზანი იყოს
რომელისამე კლასისათვის, თავისუფალი პოლიტიკური წესწყობილება მიზანი კი არა,
საშუალებით, ერთის მხრით, თითოეულ კლასის ინტერესების დასაცველად და ცხოვრებაში
გასატარებლად და, მეორე მხრით, – საერთო საზოგადოებრი, კულტურის გასაძლიერებლად. ის
მრავალგვარი თავისუფლება, რომელიც საფუძვლად უდევს ყოველ დემოკრატიულ კონსტიტუციას,
დაუბრკოლებელ ნიადაგს აძლევს საზოგადოების მებრძოლ ჯგუფებს თავიანთ მისწრაფებისა და
დეთლის თანახმად სამოქმედოდ. და როცა ესი თუ ის კლასი მომხრეობს დი თხოულობს,
მაგალითად, კრებისა ან შეკავშირების თავისუფლებას,— აშას სწადის იგი არა მარტო ამ
,,თავისუფლებისადში“ განყენებულ სიყვარულის გამო, არამედ იმიტომ, რომ იგი
თავისუფლება აუცილებელი პირობაა რეალურ ინტერესების დასა ცველად და ცხოვრებაში
კონკრეტულ სარგებლობის მოსაპოებლად, რომელიც სხვადასხვა კლასებს სხვადასხვა გვარი
და ერთმანეთის წინააღშდეგი აქვთ, აქ არის „ერთობა" საშუალების მოპოვება ში და არა
მინისა და საბოლოო იდეალის განხორციელების საქმეში.
ამ აზრის განმეორება ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია რადგან ხშირად იმის შესახებ პრესა მოყ
ბუნდოვანი მოსახლება გამოითქმება ხოლმე, მაგალითად, „ცნობის ფურცლის“ გუშინდელ
ნომერში მოთავსებულია წერილი ბ-ნ გ. რ— ისა, რომელ მიაკ ავტორი, სხვათა შორის, ისეთ
უცწაურ აზრს აცხადებს:
„კაპიტალისტებისა და მუშების კლასთა ინტერესი ერთი მეორეს ეწინააღმდეგება, ამის
გამო მათ შორის მუდმივი ბრძოლა სწარმოებს. კაპიტალისტი ცდილობს რაც შეიძლება იაფად
დაიქირავოს მუშა და რაც შეიძლება მეტი დრო ამუშავოს, მუშა კი, პირიქით, - იმის
ცდაშაა, რომ რაც შეიძლება მეტი გასამრჯელო გამოართვას და რაც შეიძლება ნაკლები დრო
ამუშაოს. ინტერესების წინააღმდეგობა ცხადია, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მაინც იმ
სახისა არ არის, რომ მოწინააღმდეგეთა შორის არავითარი საერთო ნიადაგი არა რჩებოდეს;
პირიქით, ეს საერთო ნიადაგი ურთიერთობისა აქ ძალიან დიდია და ძლიერი: კაპიტალისტს
უმუშოდ ცხოვრება არ შეუძლიან, მუშას უკაპიტალისტოდ, ამიტომ ისინი აუცილებლად
ცდილობენ შეთანხმებას და შეკავშირებას. საერთო ნიადაგს აქ ის წარმოადგენს, რომ
კაპიტალისტთა კლასს მი. ნად მუშათა კლასის მოსპობა არა აქვს და მუშათა კლასს კიდევ
— კაპიტალისტთა სამუდამოდ აღგვა დედამიწის პირიდან; ორივენი კერძო საკუთრების
ნიადაგზე სდგანან და, აი, სწორედ ეს კერძო საკუთრებაა, რომელსაც ორივენი ურიგდებიან
და რომელიც შესაძლოდ და თან აუცილებლადაც ჰხდის მათ შორის ბრძოლასაც და
შეთანხმებასაც“. ცხადია, ავტორს აქ ერთმანეთში აურევია საშუალება და მიზანი. ეს ფაქტი, რომ მუშა
ქირის მომატებისთვისაც იბრძვის, არ ამტკიცებს, ვითომ იგი კერძო საკუთრების ნიადაგზე
იდგეს და მისი იდეალი ბურჟუაზიის იდეალისაგან არ განსხვავდებოდეს. მეტი ქირა
საშუალებას აძლევს მუშას თავისი მოთხოვნილებანი უკეთესად დაიკმაყოფილოს, ნაკლები
სამუშაო დღე და მეტი თავისუფალი დრო შეძლებას აძლევს, გონების განვითარებისთვის
იზრუნოს და საზოგადოებრივ მოძრაობასა და კლასობრივ იდეაღის განხორციელებისათვის
საჭირო ბრძოლაში შეგნებული მონაწილეობა მიიღოს. და როგორადაც ამ შემთხვევაში ისეთ
„ბურჟუაზიულ“ საგნისათვის ბრძოლა, როგორიცაა კერძო საკუთრების ნიადაგით შექმნილი
„სამუშაო ქირა“, ბურჟუად არა ჰხდის და კლასობრივ ნიადაგს არ აშორებს მუშას, ისევე
პოლიტიკურ სფერაში სხვა კლასებთან შეერთება უკეთეს პოლიტიკურ წყობილების
მოსაპოვებლად არ უძნელებს მშრომელ ხალხს კლასობრივ შემეცნებასა და თავის
ინტერესების შეგნებას. ამითერთიცა და მორეც იძენს მხოლოდ საშუალებას,რომელსაც
ხმარობს თავის ინტერესებსა და იდეალთან შეთანხმებულად.
ეს არ არის სრულიად განყენებული მსჯელობა, რომელსაც ვითომ არავითარი კავშირი არ
ჰქონდეს ჩვენს აწინდელ პოლიტიკურ საჭიროებასთან. თუ საზოგადოდ რუსეთის შესახებ
შეიძლება ვთქვათ, რომ ყველასათვის თანასწორადთავისუფალ წეს-წყობილების მოთხოვნა
სხვადასხვა კლასთაგან მუშა ხალხს არ ართმევს კლასობრივ ნიადაგსო, – ცხადია, იგივე
შეიძლება ვთქვათ კერძოდ საქართველოს შესახებაც. საქართველოშიაც შესაძლებელია
წამოყენებული იყოს ისეთი საერთო პოლიტიკური მოთხოვნა, რომლის განხორციელებაც
თავისუფალ და დაუბრკოლებლივ განვითარების საშუალებას, შეუქმნის როგორც თითოეულ
საზოგადოებრივ კლასს,ისე მთელს ერს, მთელს საზოგადოებას.
ყოველმხრივი დაკვირვება გვარწმუნებს, რომ ის განახლებული ცენტრალისტური რეჟიმი,
რომელიც უნდა შემოღებულ იქმნას რუსეთში, ვერ დააკმაყოფილებს არა-რუს ეროვნებათა
მოთხოვნილებას. ის სხვადასხვა გვარი თავისუფლება, რომლისთვისაც იბრძვიან დღეს
რუსეთში მოწინავე ელემენტები, რომ მართლა ნამდვილ თავისუფლებად შეიქმნეს არა-რუს
ეროვნებათათვის, ამისათვის საჭიროა ამ ეროვნებათ მიეცეთ უფლება თავის შინაურ
ცხოვრების თავის ნებაზე მოწყობამოგვარებისა. საფუძველი ამ საქმეში მონაწილეობის
მიღებისა უნდა იყოს ყველასათვის თანასწორი, განურჩევლად წოდებისა, კლასისა,
სქესისა, სარწმუნოებისა და სხვ., ე.ი. უნდა იყოს დემოკრატიული. ეს არის ის
ავტონომიური თვითმართველობა, რომელმაც ასე გაახელა ჩვენი მოკლედ მხედველი
,,დასელები“. ისინი გაიძახოდნენ და ეხლაც გაიძახიან: მუშა ხალხი როგორ დაუჭერს
მხარს ისეთ თვითმართველობას, რომელსაც ბურჟუაც თხოულობს და აზნაურიცო.
ზემოდ ნათქვამით მკითხველი, იმედია, დარწმუნდებოდა, თუ რამდენად საბუთიანია ასეთი მოსაზრება...