The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


„ფილოსოფიური» პუბლიცისტიკა

გოგიჩაიშვილი ფილიპე

„ფილოსოფიური» პუბლიცისტიკა

«ცნობის ფურცელს» ერთი საინტეროსო «ფილოსოფოსი ჰყავს. მისი ინიციალები გ. რ. გახლავთ. ეს მწერალი, რა საგანსაც უნდა შეეხოს, ყოველთვის «ფილოსოფიაში» შესტოპავს და თავის-თავად მარტივ და ყველასათვის გასაგებ საკითხს ბურუსითა და ბუნდოვანობით შემოსავს. ჰკითხულობთ მის ნაწერს და უცებ ვერ იგებთ, თუ რად ხდება ასეთი მოვლენა, რად ეხეევა მეტაფიზიკის ღრუბელში ისეთი საგანი, რომელიც არსებითად ამ ქვეყნიურია, რეალურია, და ამიტომ მისი ახსნაც ქვეყანაზე არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობასთან უნდა იყოს შეთანხმე“ ბული. ჩვენის აზრით, ამგვარ „პუბლიცისტიკის“ მიზეზი არის ჟინი თავისებურ „ფილოსოფოსობისა“, რომელიც ბ-ნ გ. რ-ს, ეტყობა, ძალიან გამჯდარი აქვს ძვალსა და რბილში და ამიტომ, ნაცვლად დაკვირვებასა და ცხოვრების სინამდვილეზე დამყარებულ აზრისა, სხვადასხვა განყენებულ „ფილოსოფიურ“ მოსაზრებას აწერინებს...

მაგალითად, ამ რამდენისამე დღის წინად (ცნ. ფ.ა № 2828) ბ-ნმა გ. რ.-მ შემდეგი «მოსაზრება გამოსთქვა ერთ თავის წერილში:

„მშვიდობიანურ ბრძოლის აზრი ამჟამად უმთავრესად საზოგადოების კლასობრივს წყობილებაზეა დამყარებული. კაპიტალისტების და მუშების კლასთა ინტერესი ერთიმეორეს ეწინააღმდეგება, ამის გამო მათ შორის მუდმივი ბრძოდა სწარმოებს. კაპიტალისტი სცდილობს, რაც შეიძლება იაფად დაიქირავოს მუშა და რაც შეიძლება მეტი დრო ამუშავოს, მუშა კი, პირიქით, იმის ცდაშია, რომ რაც შეიძლება მეტი გასამრჯელო გამოართვას და რაც შეიძლება ნაკლები დრო იმუშაოს, ინტერესების წინააღმდეგობა ცხადია, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მაინც ამ სახისა არ არის, რომ მოწინააღმდეგეთა შორის არავითარი საერთო ნიადაგი არა რჩებოდეს; პირიქით, ეს საერთო ნიადაგი ურთიერთობისა აქ ძალიან დიდი და ძლიერი: კაპიტალისტს უმუშოდ ცხოვრება არ შეუძლიან, მუშას უკაპიტალისტოდ, ამიტომ ისინი აუცილებლად სცდილობენ შეთანხმებას და შეკავშირებას. საერთო ნიადაგს აქ ის წარმოადგენს, რომ კაპიტალისტთა კლასს მიზნად მუშათა კლასის მოსპობა არა აქვს და მუშათა კლასს კიდევ — კაპიტალისტთა სამუდამოდ აღგვა დედამიწის პირიდან; ორივენი კერძო საკუთრების ნიადაგზე სდგანან და აი, სწორედ ეს კერძო. საკუთრებაა, რომელსაც ორივენი ურიგდებიან და რომელიც შესაძლოა და თან აუცილებლადაც ხდის მათ შორის ბრძოლასაც და შეთანხმებასაც. სრულიად სხვა ურათი გაჩნდება ჩვენს წინაშე, როდესაც მუშათა კლასი სამუშაო დროსა და ხელფასის რაოდენობაზე კი არ შეეკამათება კაპიტალისტებს, არამედ პირდაპირ კერძო საკუთრების გაუქმებას მოითხოვს. მაშინ მუშებისა და კაპიტალისტების ურთიერთობისათვის უთველივე ნიადაგი მოისპობა, გაუქმდება ის ძაფი, რომლითაც ეხლანდელს ბრძოლაში საკუთრება აკავშირებს მათ, და ამასთანავე მათ შორის მშვიდობიანური, წყნარი ბრძოლაც მოისპობა; მაშინ ან ერთ-ერთმა კლასმა თავისი მიზანი, თავისი კლასობრივი იდეალი უნდა უარქეს, ან და მათ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა ასტყდეს, ბრძოლა მსხვერპლებით, ე. წ. ნამდვილი სამოქალაქო ომი“.

ცხადია, ვინც ამას წაიკითხავს, ავტორის განზრახვას იმგვარად გაიგებს, რომ მას საზოგადოებრივ კლასთა ურთიერთობისა და განწყობილების გამორკვევა სწადიან და ამიტომ ლაპარაკობს მუშასა და კაპიტალისტზე. ერთიცა და მეორეც მას ნახსენები ჰყავს ვითარცა წარმომადგენელი განსაზღვრულ სოციალურ კლასისა და მატარებელი ამ კლასის ინტერესების და კლასობრივ მიმართულებისა. პუბლიცისტს მხოლოდ ამ მხრივ შეუძლიან შეხედოს საზოგადოებრივ საკითხს, ვინაიდან მისთვის ამა თუ იმ კერძო მუშის — ვთქვათ, პეტრესი — ან კერძო კაპიტალისტის — ვთქვათ, პავლესი — აზრ-შეხედულებას სრულიად არა აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, ესა თუ ის მუშა დიდი მომხრე დ ქომაგი იყოს კაპიტალისტურ წესწყობილებისი. მაგრამ ეს კიდევ იმის მაჩვენებელი არ იქნება, რომ საერთოდ მთელი შუშა-ხალხი, ვითარცა კლასო, ქომაგობასა და მომხრეობას უწევს იმ წესწყობილებას. შეიძლება აგრეთვე, ესა თუ ის კაპიტალისტი, როგორც კერძო ადამიანი, მომხრე იყოს სოციალიზმისა,- ასეთი მაგალითები არის, – მაგრამ ეს იმას არ დამტკიცებს, რომ საზოგადოდ კაპიტალისტთა კლასობრივი ინტერესი მოითხვდეს სოციალიზმის განხორციელებას. ამგვარად, როცა ბ-ნი გ. რ, ლაპარაკობს მუშასა და კაპიტალისტზე, ამით — გვგონია ჩვენ — მას მხედველობაში განსაზღვრული კლასები ჰყავს დი მათს ურთიერთობას გვირკვევს.

ასეა ეს გასაგები და ჩვენც ასე გავიგეთ და ერთ წინანდელ წერილში („ივ“ № 85) კიდეც აღვნიშნეთ, ბ-ნი გ. რ. არ დაკმაყოფილებულა ჩვენის შენიშვნით და ,,ცნ. ფურცლის“ კვირის ნომერში სამს სეტზე „ორიოდე სიტყვიან“ პასუხს გვაძლევს. რა გაეწყობა, დავუბრუნდებით ბ-ნ გ. რ.-ს ,,ფილოსოფიის“,–იქნება ახლა მაინც დარწმუნდეს ეს გრძლად მეტყვლი მწერალი, რომ მისი ფილოსოფია ცოტათი სუსტია და ყოველ შემთხვევაში სინამდვილეზე ძალიან დაშორებულია.

დღეს ბავშმაც კი იცის, რომ ყოველგან დედა-მიწის ზურგზე მუშა–ხალხი განსაკუთრებულ პარტიებს შეადგენს, რომელთაც პროგრამაში ძირითად საგნოდ სოციალიზმი უწერიათ. სოციალისტური წესწყობილება ნიშნავს კერძო საკუთრების მოსპობას საწარმოვო იარაღებზე, და მუშა-ხალხი, ეითარცა მებრძოლთა კლასი, ამ იდეალს ემსახურება და იბრძვის მის განსახორციელებლად. ვისაც ცოტათი მაინც გაცნობილი აქვს თანამედროვე სოციალური მოძრაობა, ვერ იტყვის, რომ მუშათა კლასი, მსგავსად კაპიტალისტთა კლასისა, საწარმოო იარაღებზე კერძოსაკუთრების სცნობს შეურყევლად და ეს „საერთო ნიადაგია“ ორ მოწინააღმდეგე კლასისთვის. მუშათა კლასის რომელ ფრაქციის პროგრამაც უნდა აიღოთ. ყველგან სწერის საწარმოვო იარაღებზე კერძო საკუთრების უარისყოფა და მათი გა. საზოგადოებრიეობა ეს არის ის დიადი მიზანი, რომელიც დისახული აქვს მთელის ქვეყნიერობის მშრომელ ხალხს.

უნდა გამოვტყდეთ, გერცხეენია, როცა ისეთ საზოგადოდ ცნობილ ამბავს ვიმეორებთ, მაგრამ რას იზამთ, როცა ასეთი ამბავიც ბ-ნ გ. რ.-სთეს ჯერ კიდევ უცნობი ყოფილა, იგი ამბობს: მუშა თხოულობს ქირის მომატებას, ე. ი თხოულობს შეტ ფულს თავის შროშაში, ხოლო ფული კაპიტალისტურ წესწყობილების საგანია, „კერძო საკუთრების ნიადაგზე“ აღმოცენებული საშუალებაა გაცვლა-გამოცვლისა, და ამიტომ, როjა მუშა ამ ბურჟუაზიულ" სიღსარს თხოულობს, თვითონაც „კერძო საკუთრების“ ნიადაგზე დგებიოს იმგვარად ეს ნიადაგი მისთვის და კაპიტალისტისათვის საერთო ნიადაგი ხდებაო.

ბ-ნ გ. რ.ის რაღაც ახირებულად აქვს „კერძო საკუთრება“ წარმოდგენილი, მუშა-ხალხს მიზნად აქვს დასახული საწარმოო კომუნიზმი და არა კომუნიზმი მოხმარებითი, იგი ემსახურება გასაზოგადოებრივობას საწარმოო იარაღთა და არა ნაწარმოებთა. არც მუშას და არც სხვას ვისმე თავში არ მოსდის ასეთი სულელური აზრი, რომ თავისი ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი თავის საკუთრებად არ ჩათვალოს; როდისმე და ამ სახით ,,უარჰყოს კერძო საკუთრება“. ის პარტიები, რომელთაც მშრომელი ხალხი შეადგენს, ცდილობენ მესაკუთრეები: გახადონ საზოგადოებაში ყველანი და არა მარტო ერთი რომელიმე კლასი. ცხადია, ყოველგვარ საკუთრების არ უარჰყოფს მუშათა კლასი. უარჰყოფს მხოლოდ საწარმოო იარაღთა კერძო საკუთრებას და ეს კი ცოტათი სხვა გახლავთ, თუ ბ-ნი გ. რ.-ც დაგვეთანხმება...

ჩვენს ავტორს წარმოუდგენია, რომ, რახან მუშა–ხალხი წარმოების გასაზოგადოებრივობის მომხრეა, ახლანდელს წესწყობილება ში ქირისთვის არ უნდა იბრძოდეს, ვინაიდან ერთის მხრივ „უარყოფა“ და მეორე მხრივ ამ „უარყოფილის“ ნიადაგზე როსიმე მოთხოვნა ,,ფილოსოფიურ“ ულოღიკობას ნიშნავსო, მას, რასაკვირველია, არ ესმის, რომ თითოეული ნაბიჯი, მუშა–ხალხისგან წინ გადადგმული სოციალ-პოლიტიკურს (ცხოერებაში, აადვილებს საიდეალო მიზნის განხორციელებას.

ერთის სიტყვით, შსჯელობა ბ-ნ გ რ.-ისა ფრიად და ფრიად უცნაურია, ის ლოღიკა, რომელზედაც ეს მსჯელობა აღმოცენებული, გვეუნება, რომ ზემოაღნიშნულ ,,მოძღვრების“ მომხრე შუშამ, მაგალითად, ფული ხელში არ უნდა დაიჭიროს და საჭირო სანოვაგე არ უნდა იყიდოს, ვინაიდან ფული და ყიდვა-გაყიდვა. იმ წეს-წყობილებაში, რომელიც მას სურს და იდეალად მიიჩნია, აღარ იქნება, თუ თქე.ენ, მაგალითად, სადმე წასვლა გინდათ, რკინის გზის ბილეთი არ უნდა აიღოთ და ვაგონში არ უნდა ჩაჯდეთ, რადგან თქვენგან გადახდილი ფული ხაზინაში შედის, რომელსაც ბიუროკრატია განაგებს, და ამგვარად, როცა თქვენ ამგვარ საქმეს სჩადიხართ, ბიუროკრატიას მხარს უჭერთ და ბიუროკრატიულ რეჟიმის საფუძველზე დგებით. ამ შემთხვევაში თქვენსა და ბიუროკრატიას შორის „საერთო ნიადაგი“ ჩნდება, რომელიც თქვენ მასთან გაერთებთ და სოლიდარად გხდით... ამას გვასწავლის ბრძნულად ბ-ნი გ. რ...

ჩვენი მოკამათე ამასაც არა სჯერდება და დაჟინებით იმეორებს, მუშა-ხალხის მოძრაობის მიზანს სამუშაო ქირის მომატება შეადგენსო. თუ ამას მიზანს ვუწოდებთ, ასეთი მიზნები მრავალითა-მრავალი შეგვხვდება ბრძოლის პრაქტიკაში. როცა მუშები გაიფიცებიან და ქირის მომატებას თხოულობენ, რასაკვირველია, გაფიცვის მიზანს ქირა შეადგენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქირაა მიზანი საზოგადოდ მუშათა კლასობრივ ბრძოლა-მოძრაობისა. ამ ბრძოლის მიზანს შეადგენს საზოგადოდ კლასების მოსპობა და ეკონომიურ თანასწორობის დამყარება. ამით განსხვავდება ყველგან მუშათა სოციალ-ეკონომიური პროგრამა წვრილ ბურჟუაზიულ პარტიების პროგრამისაგან, რომელშიაც საწარმოო იარაღთა კერძო საკუთრების უარყოფაზე კრინტი არაა ხოლმე დაძრული, ბურჟუაზიულ-დემოკრატიული პარტიები სცნობენ საჭიროდ და ემხრობიან კიდეც ძალიან ფართო რეფორმებს, მხოლოდ უარყოფენ სოციალიზმს. აი, ისინი სდგანან „კერძო საკუთრების“ ნიადაგზე და არა სოციალიზმის მომხრე ელემენტები.

კიდევ ვიმეორებთ, — ეს ისეთი განმარტებაა, რომელიც, გვგონია, დღეს თავის თავადაც ყველამ იცის. მაგრამ რას იზამთ, როცა ასეთ ყველასაგან ცნობილ ამბებსაც ჯერ კიდევ არ მიუღწევია „ცნობის ფურცლის“ პუბლიცისტამდის...