რცხილაძე გრიგოლ (გიგო)
სიმონის ძე -
(ფსევდ. ზანგი) - (1876, სოფ. ფანიანი, სიღნაღის მაზრა - 1934, თბილისი)
პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა
პარტიის ერთ-ერთი
ლიდერი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის გიმნაზია,
შემდეგ, 1902 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1901 წელს
მონაწილეობდა მომავალი სოციალისტ-ფედერალისტური
პარტიის დაარსების პროცესში. 1902 წლიდან მუშაობდა ამ პარტიის მომავალი
ცენტრალური ორგანოს, გაზ. „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში, წერდა მოწინავეებს,
შესანიშნავ ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს. 1906-1907 წლებში იყო პარტიის
ცენტრალური ორგანოების, გაზ. „შრომის“,
„მეგობარის“ რედაქტორი, რის გამოც დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იჯდა
(1909). მონაწილეობდა პარტიის II კონფერენციაში, რომელმაც დაავალა პარტიის
პროგრამის შედგენა. სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის III დამფუძნებელმა
კონფერენციამ მიიღო გ. რცხილაძის მიერ შემუშავებული პარტიის პროგრამა. ამავე
კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ). პოლიტიკურ
საქმიანობასთან ერთად აქტიურად მოღვაწეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ
ასპარეზზე. 1908 წელს აირჩიეს „სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების“ საბჭოს
თავმჯდომარედ. მისი რედაქტორობით გამოვიდა ლიტერატურული კრებული „გრდემლი“.
1917 წლის რევოლუციების შემდეგ
აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-პოლიტიკურ პროცესებში. იგი კვლავ რჩებოდა
სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად და ერთ-ერთ ლიდერად.
1917 წელს გამოაქვეყნა წიგნი „ამიერკავკასიის თვითმმართველობა“, რომელშიც
ასაბუთებდა, რომ ავტონომია,
პირველ რიგში, გულისხმობს ეროვნული სახელმწიფოს აღდგენას. 1917 წლის აპრილში
მონაწილეობდა ეროვნული
ინტერპარტიული საბჭოს პირველ სხდომებში. იმავე წლის ნოემბერში მოხსენებით
გამოვიდა საქართველოს
პირველ ეროვნული ყრილობაზე და განაცხადა, რომ მისი პარტიის მთავარი იდეა იყო
ეროვნული ძალების ერთიანობა და „საერთო ნიადაგზე“ დგომა, რაც მაშინ განხორციელდა
კიდეც ეროვნული ყრილობის სახით. ყრილობამ აირჩია ეროვნული
საბჭოს თხუთმეტკაციანი აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში,
სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან.
1918 წლის 4 ივნისს შედიოდა
დელეგაციაში, რომელმაც აწარმოა მოლაპარაკება და გააფორმა საქართველო-ოსმალეთის
ხელშეკრულება ფოთში. ამ ხელშეკრულებით ოსმალეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა,
თუმცა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგების ფასად. 1919 წლის მარტში
აირჩიეს და იყო საქართველოს
დამფუძნებელი კრების წევრი და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს
სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ფრაქციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. შედიოდა 1918
წლის ივნისში ეროვნული საბჭოს მიერ შექმნილი, რესპუბლიკის „საკონსტიტუციო
საფუძვლების შემდგენი კომისიის“ თავდაპირველ შემადგენლობაში, რომელიც მალე დატოვა
საზღვარგარეთ დიპლომატიური მივლინების გამო. იყო პირველი
ქართული უნივერსიტეტის დაარსების აქტიური მონაწილე და შედიოდა უნივერსიტეტის
დამაარსებელი საზოგადოების გამგეობის შემადგენლობაში. დამოუკიდებლობის ბოლო თვეებში
აირჩიეს დამფუძნებელი კრების სოციალისტ-ფედერალისტური ფრაქციის თავმჯდომარედ. საქართველოს ბოლშევიკური
ოკუპაციის
გრიგოლ რცხილაძე, ამიერკავკასიის თვითმმართველობა, თბ., 1917.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
თხზულებები
ლიტერატურა
წყარო