The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ზოგიერთ ძველი ხელ-ნაწერების შესახებ // ივერია. - 1891.-28 აპრ.. - N89. - გვ.2-3
ზოგიერთ ძველი ხელ-ნაწერების შესახებ // ივერია. - 1891.-28 აპრ.. - N89. - გვ.2-3

თაყაიშვილი ექვთიმე


ზოგიერთ ძველი ხელ-ნაწერების შესახებ // ივერია. - 1891.-28 აპრ.. - N89. - გვ.2-3 

ზოგიერთ ძველ ხელ-ნაწერების შესახებ

(წერილი რედაქციის მიმართ)

თავ. გრიგოლ დავითის ძის გურიე ლისაგან ჩვენ მივიღეთ ოთხი ძველი ხელნაწერი წიგნი შემდეგის წერილით:

პატივცემულო ევთიმე სვიმონის ძევ!

„ამასთანავე გიგზავნით ამა წერილის მომრთმეველის ხელით ოთხს ძველს ხელთ-ნაწერს საეკლესიო წიგნს, რომელშიაც იპოვნით შესანიშნავს ხელოვნებას ძეგლის დროების ხელითწერისა და მხატვრობისას. გთხოეთ ეს ხელთ-ნაწერი წიგნები, შემდგომ თქვენ მიერ კარგათ განხილვისა, გარდასცეთ „წერა-კითხვის გამავრცელებელს საზოგადოებას“ ჩემ მაგიერად.

„ეს წიგნები დიდის მეცადინეობით შევიძინე სხვა-და-სხვა კერძო კაცთაგან და კიდევ ვცდილობ, რაც შეიძლება, მეტი შევიძინო და გაახლოთ „წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისთვის“, გარდასაცემათ, რათა ჩვენს მომავალს არ დაეკარგოს ესრეთნი ძვირფასნი ძეგლნი ძველის მწერლობისა და მხატვრობის ხელო- - ვნებისა. _ „როგორც ეხლა დავინახე, გურიაში ძლიერ ბევრი ყოფილა სხვა-და-სხვა შესანიშნავი ძველი ხელთ.ნაწერი წიგნები, როგორც საეკლესიო, ისე საეროც, მაგრამ ჩვენში ბეჭდეის შემოღების შემდეგ ხელთ - ნაწერთა წიგნთა პატივი სრულიად დაჰკარგვიათ და მრავალი მათგანი მოსპობილა, რადგან სახევის ქაღალდის ადგილზედ: უხმარიათ.

დავშთები თქვენი მარადის ერდგული გრიგოლ გურიელი“,

ამ წერილში მოხსენებულ ოთხ ხელთ-ნაწერს გარდა კიდეც მივიღეთ შავ. გრიგოლ გურიელისაგან ერთი ეტრატზე დაწერილი წიგნი, ასე რომ სულ ჩვენ მოგვივიდა მისგან „წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გადასაცემად ხუთი ხელთ-ნაწერი:


1) მარხვანი in folio დაწერილია ქაღალდზე მშვენიერის ნუსხა ხუცუარის ხელით და შემკობილია სურათე|ბით და მშვენივრად ნახელავის მეთაურის ასოებით (ინიციალებით). ზოგი(ერთი სურათი პირდაპირ ტექსტის ქაღალდზეა ნახატი, ზოგიერთი შემდეგ არის დაწებებული, როგორც მაგალითად სერობა, ჯვარცმა, ქრისტეს დასა1ფლავება და ამაღლება. ეს მერმე დაწებებული სურათები უფრო მდაბიო ნახელავია ხეებზე და ფერადებიც სხვებისა ჰსჯობია. Განსაკუთრებით ლამაზია ის სურათები, რომელთაც მინიატიურული ხასიათი აქვსთ; ამგვარია მაგალითად მაცხოვრის სურათი, ლაზარეს აღდგენა და სხე. მეთაური ასოები ხელნაწერში ძრიელ ბევრია - და სხვა-და-სხვა გვარისა არის. ზო| გი ერთი წარმოგვიდგენს სხვა და| სხვა ცხოველების თუ ფრინველების სურათს და დახატულია წითელის და შავი მელნით. აქ-იქ თავების ბო„ლოში გამოხატულია „ვაზები“ ყვავილებით. მარხვანი შეიცავს 296 ფურცელსა და გადაწერილია 1791 წ. 3ნოემბერს გიორგი კობახიძის ხელით "და ვახტანგ გურიელის ბრძანებით.

ვახტანგ გურიელი, ძე გურიელის გიორგი მე-V, თავის მეუღლე ორბელიანის ასულ მარიამითურთ დასაფლავებუmია ჯუმათის ეკკლესიაში. გუჯრებში, რომელნიც დ. ბაქრაძეს მოჰყავს თავის არხეოლოგიურ მოგზაურობაში, ვახტანგი იხსენიება 1788 – 1812 წლებში.

აქეე მოგვყავს ერთი ლექსი, რომელიც ვახტანგს უთქვამს 1795 წ. დიდმარხვაში, და რომლიც ჩვენ გამოგვიგზავნა თავ. გრიგოლ გურიელმა, „მოძღვარსა მაწრაფ აღუარე, ცოდვასა ნუ დაფარაო, აღსარებითა ცოდვანი და ითქმის, ვითა ფარაო, ვინ ყური შექმნა, მან ქმნილი სად არ ისმინოს, არაო, და თვალთა შემქნელთა თვალთაგან ქმნილი ვით დაეფარაო“.

2) სახარება პატარა ტანისა, დაწე. რილი რბილ ეტრატზე წერილის და ლამაზის ნუსხა მხედრული ხელით.|ამგვარი თავისებური ნუსხა მხედრული ხელი ჩვენ სხვა ხელ-ნაწერებში არ შეგვხვედრია. ზოგიერთი ასოები ჰგავს ხუცურ ასოებს და საზოგადოდ წერას ძველის მხედრულის ხელის ხასიათი აქვს. ხელნაწერი შეიცავს 292 ფურცელს და უნდა ეკუთვნოდეს მე-XIV—XV საუკუნეს. გასაკვირველია, რომ ეს სახარება სრულებით, არ არის დაყოფილი თავებათ და მუხლებათ. ხოლო სათაური თითოეულის სახარებისა დაწერილია აშიაზე ხუცურის ასო-მთავრულიო. ხელნაწერს თავი და ბოლო აკლია. იოანეს სახარებისა მხოლოდ ერთი ფურცელია დაცული. ხელნაწერში ოთხთავე მახარობელის სურათი ყოფილა, მაგრამ ჩვენამდის მოუღწევია მხოლოდ მარკოზის და იოანე მახარებელია სურათს, მარკოზის სურათი უკეთ არის შენახული და საკმაოდ ლამაზი ნახელავია,

3) ითიკა-თეოლოღია და სწავლაTნი მაქსიმე აღმსარებელისანი სულიერი {ნი საღმრთო მეცნიერებითნი. დაწერილია ქაღალდზე ლამაზის ნუსხა | მხედრულის ხელით. გადაწერილია 1794 წ. 25 მარტს, იეროდიაკონის პორფირის მიერ დხ გაბრიელის თაოსნობით, შეიცავს 148 ფურცელს.

4) წიგნი სიბრძნისა ძისა ზირაქისა და წიგნი ეკკლესიასტე. დაწერილია ქაღალდზე ლამაზის ნუსხა ხუცურის ხელით, ხელ-ნაწერი უნდა ეკუთვნოქდეს მე-XVII-XVIII საუკ. შეიცავს (176 ფურცელს.

5) ჟამნ-გულანი in folio, დაწერილია ქაღადზე ლამაზის ნუსხა ხუცურის ხელით, შეიცავს 295 ფურცელს და უნდა ეკუთვნოდეს მე-XVIII საუკ.

ყველა ეს ზემოხსენებული ხელთნაწერი წიგნები გადაეცა „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ და მათი ვრცელი აღწერილობა თავის დროზე იქმნება შეტანილი კატა|ლოგში.


თავ, გრიგოლ გურიელის უხვი შემოწირულობა ჩვენი საზოგადოებისათვის პირველი მაგალითი არ არის. გარდა იმისა, რომ მან მთლად გად(მოსცა „წერა-კითხვის საზოგადოე|ბას “ მთელი გამოცემა „ქილილა და დამანასი“ , არ გაივლის ისე 1 წელიწადი, რომ თავ. გრიგოლ დავითის ძემ არ შემოსწიროს ჩვენს საზოგადოების წიგნთ-საცავს რამდენი"მე ძველი წიგნი ფული თუ ნივთი მისი სხვა და-სხვა დროს შემოწირული წიგნები თითქმის ერთ პატაჰა ბიბლიოტეკას შეადგენს და (გარდა სამეგრელოს თავადის და ალ. მესხიშვილის შემოწირულობი|სა, სხვა შემოწირულობა მის შემოწირულებას ვერ შეედრება. თავ. გრიგოლის შემოწირული ოქროს ვარაყით ნაწერი სახარება ბაგრატ მე-IV დროისა, ეფრემ მცირის ავტოგრაფი და უძეელესი სამკურნალო წიგნი სამუდამოდ დამამშვენებელი იქნება, ჩვენის ბიბლიოთეკისა. გრიგოლ გურიელი არ ჰზოგავს არც ხარჯს და არც შრომას, რომ მოიპოვოს ხელთნაწერები და შემოსწიროს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ ვიცით, რომ ერთ ფრიად საყურადღებო და მდიდრულათ შემკობილ ხელთ-ნაწერში, რომელიც უცხო ტომთ ხელში ჩავარდნილა, გრიგოლმა 50 თუმანი აძლია, და ჩვენთვის ჰსურდა შემოეწირა, მაგრამ ვერ მოურიგდა. ვისურვებთ, რომ ასეთი გულ-შემატკივარი ჩვენს საზოგადოებას სხვაც აღ. მოსჩენოდეს.

ამას გარდა თავ. ილია პეტრეს ძის ნაკაშიძისაგან ჩვენ მივიღეთ „წერა -კითხის საზოგადოების“ გადასაცემათ შემდეგი მის მიერ შეკრებილი ხელთ-ნაწერები:

1) კრებული სხვა-და-სხვა დროს და სხვა-და-სხვა შინაარსის ნაწერებისა , რომელშიაც მოქცეულია:

ა. წამება წმიდისა დიმიტრისა.
ბ. წამება წმიდისა რაჟდენისა.
გ. გარდამოცემაჲ, თქმული იოანე დამასკელისა.
დ. ექვსთა დღე დიდისა ბასილისა.
ე. კაცისა შესაქმესთვის გრიგოლი ნოსელ ეპისკოპოსისა.
ვ. ცხოვრება ნიკოლოზ მთავარი ეპისკოპოსისა, მირონ ქალაქისა.
ზ. ანდრია მთავარ-ეპისკოპოსის თარგმანებაჲ გამოცხადებისა წმიდისა იოანე მახარობელისა.
ჱ. ბუნებისათვს კაცისა თქმული ნემესიოს მიერ.
თ. მოთხრობა უღმრთოისა მახმედისათვს ბაგრატისა.
ი. მოკლე ისტორია მახმედისათჳს და უწყება კურთხევისათჳს. ხელ-ნაწერი შეიცავს სულ 290 ფურცელს, in folio.

2) ამირან დარეჯანიანი გადაწერილი ასტრახანს მხედრულის ხელით. თავი და ბოლო აკლია,

ეს წიგნი შეუწირავს ჩვენი საზო გადოებისათვის გორის მაზრის სოფელ ფლავის უბანში მცხოვრებ აზნაურ მიხეილ მაჭავარიანს.

3) მიმოსვლა ტელემაკისა და თინა. იდა, შეიცავს 292 პურცელს. წი გნში ჩართულია 24 სურათი. გადა. წერილია 1828 წ.
4) სამხედრო ტიბიკონი, in folio, შეიცავს 242 გვერდს, გადაწერილია 1824 წ.
5) ფსალმუნი დავითისი, ხუცური ხელთ.ნაწერი ქაღალდზე.
6) ჟამნი, დაწერილი ქაღალდზე ნუსხა ხუცურის ხელით, თავი და ბოლო აკლია.

ყველა ზემოხსენებული ხელ-ნაწერი გადაეცა „წერა-კითხვის საზოგადოებას“.