წერილი ლუარსაბ ბოცვაძისადმი ენისთვეს, 1897 წ. ქ. თბილისი. მოწყალეო ხელმწიფევ, ლუარსაბ გერასიმეს ძევ!
წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების გამგეობამ, მოისმინა რა თავის სხდომაზე 9 ამ თვისას მოხსენება მდივნისა იმის შესახებ, რომ თქვენ გამგეობის მინდობილობისამებრ დაესწარით ამ ზაფხულს ტფილისში სამრევლო სკოლათა მასწავლებელთათვის გამართულს პედაგოგიურს კურსებზე და აძლევდით სამაგალითო გაკვეთილებს, დაადგინა, გამოგეცხადოსთ მადლობა შრომისათვის. საზოგადოების თავმჯდომარე: ილია ჭავჭავაძე მდივანი: დავით კარიჭაშვილი |
|
ლუარსაბ ბოცვაძისადმი ხელნაწერი: ასლი D ლუარსაბ ბოცვაძის საოჯახო არქივი. ნაბეჭდი: ი. ჭავჭავაძე, წერილები, ი. ბოცვაძის რედ., 1949, გვ. 88-90. თარიღი: 13 ენკენისთვეს, 1897 წ., ქ. თბილისი. ხელმოწერა: საზოგადოების თავმჯდომარე: ილია ჭავჭავაძე. მდივანი დავით კარიჭაშვილი. წერილის ადრესატია ლუარსაბ ბოცვაძე (1866-1919) – პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, რედაქტორი სამეცნიეროპედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალისა „განათლება“. წერილი გაგზავნილია „ქშწ-კგ საზოგადოების“ სახელით, დაწერილია შტამპიან ქაღალდზე. ასეთივე სამადლობელი ტექსტი დაეგზავნა „საზოგადოების“ ყველა წევრს. |