უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - შ
შაბაკა (ზეობის სახელი – ნეფერ-კარა) – ძვ. ეგვიპტის ფარაონი (ძვ. წ. VIII ს.).
შაბან-დელმას-ი (Chaban-Delmas) ჟაკ (ნამდვ. გვარი – დელმასი, Delmas) – საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1915-2000).
შაბი აბუ ლ-კასიმ – არაბი პოეტი (ტუნისი) (1909-1934).
შაბო (Chabod) ფედერიკო – იტალიელი ისტორიკოსი (1901–1960).
შაბროლ-ი (Chabrol) ჟან პიერ – ფრანგი მწერალი (1925-2001).
შაგალ-ი (Chagall) მარკ – ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (1887-1985).
შაგვარი (Ságvári) ენდრე – უნგრეთის ახალგაზრდობის მოძრაობის მოღვაწე (1913-1944).
შად-ი (Schad) იოჰან ბაპტისტ – გერმანელი ფილოსოფოსი (1758-1834).
შადლი ბენჯადიდ-ი – ალჟირის პოლიტ. მოღვაწე (დ. 1929-)
შადოვ-ი (გერმანული გამოთქმით – შადო, Schadow) იოჰან გოტფრიდ – გერმანელი მოქანდაკე (1764-1850).
შადოვ-ი (გერმანული გამოთქმით – შადო, Schadow) ფრიდრიხ ვილჰელმ – გერმანელი ფერმწერი (1788-1862).
შავან-ი (Chavannes) ედუარ – ფრანგი სინოლოგი (1865-1918).
შავან-ი პიუვი დე, იხ. პიუვი დე შავანი პ.
შავკი აჰმად – არაბი მწერალი (ეგვიპტე) (1868-1932).
შავკი ბაღდადი – არაბი მწერალი (სირია) (დ. 1928-)
შავლოვ-ი (Schawlow) ართურ – ამერიკელი ფიზიკოსი (1921-1999).
შაიბანი აბუ ნასრ ფათჰოლახან ქაშანი – ირანელი პოეტი (1830-1891).
შაიდა მუჰამად ქაზიმ – ავღანელი პოეტი (1727–XVIII ს. დასასრ.).
შაიდემან-ი (Sheidemann) ფილიპ – გერმანიის სოციალ-დემოკრატიის მემარჯვენე ფრთის მოღვაწე (1865–1939).
შაინერ-ი (Scheiner) იულიუს – გერმანელი ასტრონომი (1858-1913).
შაინერ-ი (Scheiner) კრისტოფ – გერმანელი ასტრონომი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი (1575-1650).
შაინოხა (Szajnocha) კაროლ – პოლონელი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, მწერალი (1818-1868).
შაიშუნაგა – ძვ. ინდური დინასტია (დაახლ. ძვ. წ. 430–364).
შაკა (Sciacca) მიკელე ფედერიკო – იტალიელი ფილოსოფოსი (1908-1975)
შალ-ი (Chasles) მიშელ – ფრანგი მათემატიკოსი და მათემატიკის ისტორიკოსი (1793-1880).
შალაი (Sallai) იმრე – უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1897-1932).
შალგრენ-ი (Chalgrin) ჟან ფრანსუა – ფრანგი არქიტექტორი (1739-1811).
შალიე (Chalier) მარი ჟოზეფ – საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1747-1793).
შალიუკ-ი (Schallück) პაულ – გერმანელი მწერალი (გფრ) (1922-1976).
შამაშ-შუმუქინ-ი, სამუგენი (ბერძნ. Sammugēn), საოსდუქინოსი, (ბერძნ. Saosduchinos) – ბაბილონის მეფე 667–648 წლებში.
შამბორ-ი (Chambord) ანრი – ბორდოს ჰერცოგი (1820-1883).
შამისო (Chamisso) ადელბერტ ფონ – გერმანელი მწერალი (1781-1838).
შამპენ-ი (Champaigne) ფილიპ დე – ფრანგი ფერმწერი (1602-1674).
შამპლენ-ი (Champlain) სამიუელ – ფრანგი ჰიდროგრაფი, კანადისა და აშშ-ის ჩრდ.-
აღმ-ის მკვლევარი (1567-1635).
შამპოლიონ-ი (Champollion) ჟან ფრანსუა – ფრანგი ისტორიკოსი, ეგვიპტოლოგიის ფუძემდებელი (1790-1832).
შამს ალ-დინ ილთუთმიშ-ი – დელის სასულთნოს მმართველი 1211-1236 წლებში; წარმოშობით თურქი.
შამსონ-ი (Chamson) ანდრე – ფრანგი მწერალი (1900-1983)
შამუნ-ი ქამილ – ლიბანის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1900-1987)
შამფორ-ი (Chamfort) სებასტიან როკ ნიკოლა – ფრანგი მწერალი (1740-1794).
შან-ი (Shahn) ბენ (ბენჯამინ) – ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1898-1969).
შან იან-ი – ჩინეთის სახელმწ. მოღვაწე და რეფორმატორი (ძვ. წ. 390-338).
შანკარა – ინდოელი რელიგიის ფილოსოფოსი და პოეტი (ვარაუდით 788-820).
შანტიჩ-ი (Шантиħ) – სერბი პოეტი (1868-1924).
შანფარა – ისლამამდელი არაბი პოეტი (გ. VI ს. დასაწყ.).
შანფლერი (Champfleury, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – ჟიულ ფრანსუა ფელიქს იუსონი, Husson) – ფრანგი მწერალი (1821-1889).
შაპერ-ი (Shapper) კარლ – გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1812-1870).
შაპლენ-ი (Chapelain) ჟან – ფრანგი მწერალი, ლიტერატურის თეორეტიკოსი (1595- 1674).
შაპურ I – სასანიანთა სახელმწიფოს მეფე (გ. 272).
შაპურ II – სასანიანთა სახელმწიფოს მეფე (გ. 379).
შარავ-ი (მეტსახელი – მარზანი) ბალდუუგიინ – მონღოლი ფერმწერი (1869-1939).
შარალიევ-ი (Шаралиев) ბორისლავ – ბულგარელი კინორეჟისორი (1922-2002).
შარდენ-ი (Chardin) ჟან – ფრანგი მოგზაური, იუველირი და ძვირფასი ქვებით მოვაჭრე (1643-1713).
შარდენ-ი (Chardin) ჟან ბატისტ სიმეონ – ფრანგი ფერმწერი (1699-1779).
შარირ-ი (Sjahrir) სუტან – ინდონეზიის პოლიტ. მოღვაწე (1909-1966).
შარიფ-ი აზიზ – ერაყის საზ. და პოლიტ. მოღვაწე (1904-1990).
შარიფუდინ-ი (Sjarifuddin) ამირ – ინდონეზიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1907-1948).
შარკავ-ი აბდ ალ-რაჰმან – არაბი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, საზ. მოღვაწე (ეგვიპტე) (1921-1987).
შარკი (Sharkey) ლორენს ლუის – ავსტრალიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898-1967).
შარკო (Charcot) ჟან ბატისტ – ფრანგი პოლარეთის მკვლევარი (1867-1936).
შარკო (Charcot) ჟან მარტენ – ფრანგი ექიმი (1825-1893).
შარლ III (Charles) მოსულელო – საფრანგეთის მეფე (879-929).
შარლ V (Charles) ბრძენი – საფრანგეთის მეფე (879-929).
შარლ VI (Charles) შლეგი – საფრანგეთის მეფე (1368-1422).
შარლ VII (Charles) – საფრანგეთის მეფე (1403-1461).
შარლ VIII (Charles) – საფრანგეთის მეფე (1470-1498).
შარლ IX (Charles) – საფრანგეთის მეფე (1550-1574).
შარლ X (Charles) – საფრანგეთის მეფე (1757-1836).
შარლ I ანჟუელი (Charles d’Anjou) – სიცილიისა და ნეაპოლის სამეფოების მეფე (1226-1285).
შარლ გულადი (Charles le Téméraire) – ბურგუნდიის (ბურგონის) ჰერცოგი (1433-1477).
შარლიე (Charlier) კარლ ვილჰელმ ლუდვიგ – შვედი ასტრონომი (1862-1934).
შარლ II მელოტი (ლათ. Carolus, ფრანგ. Charles) – დასავლეთის ფრანკთა სახელმწიფოს მეფე (823-877).
შარლ III მსუქანი (ლათ. Carolus, ფრანგ. Charles) – აღმოსავლეთის ფრანკთა (876-887) და დასავლეთის ფრანკთა (884-887) მეფე (839-888).
შარლ ორლეანელი (Charles d΄Orléans) – ფრანგი პოეტი (1394-1465).
შარმა რაკეშ – ინდოეთის რესპუბლიკის კოსმონავტი-მკვლევარი (დ. 1949-)
შარმა რამ შარან – ინდოელი ისტორიკოსი (1920-2011)
შარნჰორსტ-ი (Scharnhorst) გერჰარდ იოჰან დავიდ – პრუსიის სამხ. მოღვაწე (1755-1813).
შარპანტიე (Charpentier) გიუსტავ – ფრანგი კომპოზიტორი (1860-1956).
შარტიე (Chartier) ალენ – ფრანგი პოეტი (დაახლ. 1385 - დაახლ. 1433).
შარუნ-ი (Scharoun) ჰანს ბერნჰარდ – გერმანელი არქიტექტორი (1893-1972).
შარფ-ი (Scharf) ერვინ – ავსტრიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1914-1994)
შასტრი კ. ა. ნილაკანტა – ინდოელი ისტორიკოსი (1892-1975)
შასტრი ლალ ბაჰადურ – ინდოეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1904-1966).
შა ტინ-ი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი – იან ტუნფანი) – ჩინელი მწერალი (დ. 1905-?)
შატობრიან-ი (Chateaubriand) ფრანსუა რენე – ფრანგი მწერალი და პოლიტ. მოღვაწე (1768-1848).
შაუდინ-ი (Schaudinn) ფრიც რიხარდ – გერმანელი პროტისტოლოგი (1871-1906).
შაუი ნიკოლა – ლიბანის მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1912-1983).
შაფარიკ-ი პაველ იოსეფ იხ. შაფარჟიკი პ. ი.
შაფარჟიკ-ი (Šafařik) პაველ იოსეფ – სლოვაკიისა და ჩეხიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, სლავისტი (1795-1861).
შაფერ-ი (Shaffer) გორდონ – დიდი ბრიტანეთის პოლიტ. და საზ. მოღვაწე (დ. 1905-?)
შაფერ-ი (Szafer) ვლადისლავ – პოლონელი ბოტანიკოსი და საზ. მოღვაწე (1886-1970).
შაფია აჰმედ – სუდანისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1924-1971).
ალ-შაფიი მუჰამად იბნ იდრის – მუსლიმური სამართლისმცოდნე (767-820).
შაფტსბერი (Shaftsbury) ანტონი ეშლი კუპერ (Cooper) – ინგლისელი ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი (1671-1731).
შახტ-ი (Schacht) იოზეფ – ისლამცოდნე, მუსლიმური სამართლის მკვლევარი, ეროვნებით გერმანელი (1902-1969).
შაჰბენდერ-ი აბდ ალ-რაჰმან – სირიის პოლიტ. მოღვაწე (1886-1940).
შაჰიდ ბალხი, აბუ ლ-ჰასან შაჰიდ იბნ ჰუსაინ ბალხი – სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (X ს.).
შაჰინ ტანიუს-ი – გლეხთა აჯანყების მეთაური ჩრდ. ლიბანში (1815-1895).
შაჰრასტანი მუჰამად იბნ აბდ ალ-ქარიმ – მუსლიმი თეოლოგი და ფილოსოფოსი; წერდა არაბულად (1086-1153).
შაჰრიარ-ი მუჰამად ჰუსაინ – ირანელი პოეტი (1906-1988)
შაჰ-ჯაჰან-ი – დიდ მოგოლთა იმპერიის გამგებელი (1592-1662).
შებერგ-ი (Sjöberg) სვენ ერიკ ალფ – შვედი თეატრისა და კინოს რეჟისორი (1903-1980)
შედელ-ი (Schädel) გოტფრიდ იოჰან – გერმანელი არქიტექტორი (1680-იანი წლები- 1752).
შეელ-ი (Scheel) ვალტერ – გფრ-ის სახელმწ. მოღვაწე (დ. 1919-)
შეელ-ი (Scheel) ჰაინრიხ – გერმანიის სახელმწ. მოღვაწე, ისტორიკოსი (გდრ) (1915-1996)
შეელე (Scheele) კარლ ვილჰელმ – შვედი ქიმიკოსი (1742-1786).
შეერ-ი (Scheer) რაინჰარდ კარლ ფრიდრიხ ფონ – გერმანელი ადმირალი (1863-1928).
შევალიე (Chevalier) მორის – ფრანგი მომღერალი, კინომსახიობი (1888-1972).
შევალიე (Chevalier) პიერ – ფრანგი ოფიცერი, ისტორიკოსი (XVII ს.).
შევრელ-ი (Chevreul) მიშელ ეჟენ – ფრანგი ქიმიკოსი (1786-1889).
შეიზ-ი (Shays) დანიელ – აშშ-ის ღატაკი ფერმერების აჯანყების (1786-87) ხელმძღვანელი (დაახლ. 1747-1825).
შეიხ გალიბ-ი (Şeyh Galib; ნამდვ. სახელი – მეჰმედ ესად გალიბ დედე) – თურქი პოეტი (1759-1799).
შეიხი (Şeyhi) იუსუფ სინან – თურქი პოეტი (XIV ს. 70-იანი წწ. – 1422 ან 1431).
შეკლტონ-ი (Shackleton) ერნესტ ჰენრი – ინგლისელი ანტარქტიდის მკვლევარი (1874-1922).
შელერ-ი (Scheler) მაქს – გერმანელი ფილოსოფოსი (1874-1928).
შელი (Schally) ენდრიუ ვიქტორ – ამერიკელი მედიკოსი (დ. 1926-)
შელი (Shelley) მერი უოლსტონკრაფტ – ინგლისელი მწერალი ქალი (1797-1851).
შელი (Shelley) პერსი ბიშ – ინგლისელი პოეტი (1792-1822).
შელინგ-ი (Schelling) ფრიდრიხ ვილჰელმ იოზეფ – გერმანელი ფილოსოფოსი (1775-1854).
შელფორდ-ი (Shelford) ვიქტორ ერნესტ – ამერიკელი ზოოლოგი, ეკოლოგისტი (1877-1968).
შემსედინ სამი (Şemsettin Sami) – თურქი მწერალი, ლექსიკოგრაფი (1850–1904).
შენბაინ-ი (Schönbein) კრისტიან ფრიდრიხ – გერმანელი ქიმიკოსი (1799–1868).
შენბერგ-ი (Schönberg) არნოლდ – ავსტრიელი კომპოზიტორი (1874–1951).
შენვალდ-ი (Szenwald) ლუციან – პოლონელი პოეტი (1909–1944).
შენიე (Chénier) ანდრე მარი – ფრანგი პოეტი და პუბლიცისტი (1762 – 1794).
შენიე (Chénier) მარი ჟოზეფ – ფრანგი დრამატურგი, პოეტი და პუბლიცისტი (1764–1811).
შენოა (Šenoa) ავგუსტ – ხორვატი მწერალი (1838–1881).
შენონ-ი (Shannon) კლოდ ელვუდ – ამერიკელი მეცნიერი და ინჟინერი (1916-2001)
შენჰერ-ი (Schönherr) კარლ – ავსტრიელი დრამატურგი და პროზაიკოსი (1867–1943).
შენჰერც-ი (Shönherz) ზოლტან – ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1905–1942).
შეპარდ-ი (Shepard) ალან – აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი (1923-1998)
შეპარდ-ი (Shepard) ფრანსის პარკერ – ამერიკელი გეოლოგი (1897-1985)
შეპლ-ი (Shapley) ჰარლოუ – ამერიკელი ასტრონომი (1885–1972).
შერ ალი – ავღანეთის ამირა (1825–1879).
შერბულიე (Cherbuliez) ანტუან ელიზე – შვეიცარიელი ეკონომისტი და იურისტი (1797–1869).
შერ-გილ-ი ამრიტა – ინდოელი მხატვარი ქალი (1912–1941).
შერერ-ი (Schairer) ჯონ ფრენკ – ამერიკელი გეოლოგი (1904–1970).
შერიდან-ი (Sheridan) რიჩარდ ბრინზლი – ინგლისელი დრამატურგი, თეატრალური და საზ. მოღვაწე (1751–1816).
შერინგტონ-ი (Sherrington) ჩარლზ სკოტ – ინგლისელი ფიზიოლოგი (1857–1952).
შერმან-ი (Sherman) უილიამ ტეკუმსე – ამერიკელი მხედართუფროსი, არმიის გენერალი (1820–1891).
შერმარკ-ი (Shermarke) აბდირაშიდ ალი – სომალის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1919–1969).
შერმენტოვსკი (Szermentowski) იუზუფ – პოლონელი ფერმწერი (1833–1876).
შერნერ-ი (Schörner) ფერდინანდ – ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1892–1973).
შერნიელმ-ი (Stiernhielm) გეორგ – შვედი პოეტი, სწავლული და ენციკლოპედისტი (1598–1672).
შერფ-ი (Schärf) ადოლფ – ავსტრიის სახელმწ. მოღვაწე (1890–1965).
შერფიგ-ი (Scherfig) ჰანს – დანიელი მწერალი, მხატვარი (1905–1979).
შერ-შაჰ-ი – ინდოსტანის მმართველი (1472–1545).
შესტრემ-ი (Sjöström) ვიქტორ დავიდ – შვედი კინორეჟისორი, მსახიობი (1879–1960).
შეფლე (Schäffle) ალბერტ ებერჰარდ ფრიდრიხ – გერმანელი და ავსტრიელი ეკონომისტი, სოციოლოგი და სახელმწ. მოღვაწე (1831–1903).
შექსპირ-ი (Shakespeare) უილიამ – ინგლისელი დრამატურგი, პოეტი (1564–1616).
შეჰდი ოსმან-ი (Şehdi Osman) – თურქეთის სახელმწ. მოღვაწე (XVIII ს.).
შეჰუ (Shehu) მეჰმედ – ალბანეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1913-1981)
შვაბინსკი (Švabinský) მაქს – ჩეხი გრაფიკოსი და ფერმწერი (1873–1962).
შვაინფურთ-ი (Schweinfurth) გეორგ ავგუსტ – გერმანელი ბოტანიკოსი, აფრიკის მკვლევარი (1836–1925).
შვაიცერ-ი (Schweitzer) ალბერტ – გერმანელი და ფრანგი მოაზროვნე, მუსიკათმცოდნე და ორგანისტი, მისიონერი (1875–1965).
შვაიცერ-ი (Schweitzer) იოჰან ბაპტისტ – გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1833–1875).
შვალბე (Schwalbe) გუსტავ – გერმანელი ანატომი, ჰისტოლოგი და ანთროპოლოგი (1844–1916).
შვან-ი (Schwann) თეოდორ – გერმანელი ფიზიოლოგი და ჰისტოლოგი (1810–1882).
შვარც-ი (Schwarz) კარლ ჰერმან ამანდუს – გერმანელი მათემატიკოსი (1843–1921).
შვარცე (Szwarce) ბრონისლავ ანტონი – პოლონეთისა და რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, პუბლიცისტი (1834–1904).
შვარცენბერგ-ი (Schwarzenberg) ფელიქს – ავსტრიის სახელმწ. მოღვაწე (1800–1852).
შვარცკოპფ-ი (Schwarzkopf) ელიზაბეთ – გერმანელი მომღერალი ქალი (1915-2006)
შვარცშილდ-ი (Schwarzschild) კარლ – გერმანელი ასტრონომი (1873–1916).
შვეიკარტ-ი (Schweickart) რასელ – აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი (დ. 1935-)
შვერმა (Šverma) იან – ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1901–1944).
შვეჰლა (Švebla) ანტონინ – ჩეხოსლოვაკიის სახელმწ, და პოლიტ. მოღვაწე (1873–1933).
შვინგერ-ი (Schwinger) იულიუს (ჯულიუს) – ამერიკელი ფიზიკოსი (1918-1994)
შვინდ-ი (Schwind) მორიც ფონ – გერმანელი და ავსტრიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1804–1871).
ში დაკაი – ტაიპინელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩინეთში (1830–1863).
შიდიიაკ-ი ფარის იუსუფ აჰმედ – არაბი განმანათლებელი, ლიტერატორი (ლიბანი) (1804–1887).
შივაჯ-ი – მარათების სახელმწიფოს დამაარსებელი ინდოეთში (1627 ან 1630–1680).
შილერ-ი (Schiller) იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ – გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი, ისტორიკოსი (1759–1805).
შილერ-ი (Schiller) ლეონ (ნამდვ. გვარი – დე შილდენფელდი, de Schildenfeld) – პოლონელი თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, პედაგოგი (1787–1954).
შილერ-ი (Schiller) ფერდინანდ კანინგ სკოტ – ინგლისელი ფილოსოფოსი (1864–1937).
შილტბერგერ-ი (Schiltberger) იოჰან (ჰანს) – ბავარიელი ჯარისკაცი, „მოგზაურობათა წიგნის“ ავტორი (1380–1438).
შიმანოვსკა (Szymanowska; ქალიშვილობის გვარი – ვოლოვსკა Wołowska) მარია – პოლონელი პიანისტი და კომპოზიტორი ქალი (1789–1831).
შიმანოვსკი (Szymanowski) კაროლ – პოლონელი კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი, მუსიკის კრიტიკოსი (1882–1937).
შიმონ-ი (Simon) იშტვან – უნგრელი პოეტი (1926–1975).
შიმონოვიჩ-ი (Szymonowicz), შიმონოვიცი (Szymonovic) შიმონ – პოლონელი პოეტი (1558–1629).
შიმპერ-ი (Schimper) ანდრეას ფრანც ვილჰელმ – გერმანელი ბოტანიკოსი (1856–1901).
შიმპერ-ი (Schimper) ვილჰელმ ფილიპ – გერმანელი ბოტანიკოსი (1808–1880).
ში ნაიან-ი, ში ძიანი – ჩინელი მწერალი (1296–1370).
შინკაი (Şincai) გეორგე – რუმინელი ისტორიკოსი და განმანათლებელი (1754–1816).
შინკელ-ი (Schinkel) კარლ ფრიდრიხ – გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი (1781–1841).
შირა (Schirra) უოლტერ – აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი (1923-2007)
შირენდიბ-ი ბაზარინ – მონღოლი ისტორიკოსი, საზ. და სახელმწ. მოღვაწე (დ. 1912-?)
შიროკი (Široký) ვილიამ – ჩეხოსლოვაკიის პარტიული და სახელმწ. მოღვაწე (1902–1971).
შიუკე (Chuquet) ნიკოლა – ფრანგი მათემატიკოსი (XVს.).
შიუც-ი (Schütz) ჰაინრიხ – გერმანელი კომპოზიტორი, კაპელმაისტერი და პედაგოგი (1585–1672).
შიფ-ი (Schiff) ჰუგო – იტალიელი ქიმიკოსი; ეროვნებით გერმანელი (1834–1915).
შიფმან-ი (Szyfman) არნოლდ სტანისლავ ზიგმუნტ – პოლონელი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1882–1967).
ში შენ-ი – ჩინელი ასტრონომი (ძვ. წ. IV ს.).
შიშექლი ადიბ – სირიის სახელმწ. მოღვაწე (1909–1964).
შიშიჩ-ი (Šišic) ფერდო – ხორვატი ისტორიკოსი (1869–1940).
შიშკა (Šiška) კაროლ – ჩეხოსლოვაკიელი ქირურგი (1906-2000)
შიშკოვსკი (Szyszkowski) ბოგდან – პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1873 – 1931).
შიშმანოვ-ი (Шишманов) ივან დიმიტროვ – ბულგარელი ლიტერატურატმცოდნე, ფოლკლორისტი, კულტურის ისტორიკოსი (1862–1928).
შიჰაბელები – ლიბანის ამირების დინასტია (VII–XVIIIსს.).
შკოდა (Škoda) იოსეფ – ჩეხი თერაპევტი (1805–1881).
შკრეტა შოტნოვსკი ზავორჟიცელი (Škréta Šotnovský ze Závořic) კარელ – ჩეხი ფერმწერი (1610–1674).
შკროუპ-ი (Skroup) ფრანტიშეკ იან – ჩეხი კომპოზიტორი (1801–1862).
შლაგინტვაიტ-ი (Schlagintweit) ადოლფ – გერმანელი გეოგრაფი და ალპინისტი (1829–1857).
შლაგინტვაიტ-ი (Schlagintweit) რობერტ – გერმანელი გეოგრაფი და ალპინისტი (1833–1885).
შლაგინტვაიტ-ი (Schlagintweit) ჰერმან – გერმანელი გეოგრაფი და ალპინისტი (1826–1882).
შლაიდენ-ი (Schleiden) მათიას იაკობ – გერმანელი ბოტანიკოსი და საზ. მოღვაწე (1804–1881).
შლაიერმახერ-ი (Schleiermacher) ფრიდრიხ დანიელ ერნსტ – გერმანელი პროტესტანტი, ფილოსოფოსი და საზ. მოღვაწე (1768–1834).
შლაიხერ-ი (Schleicher) ავგუსტ – გერმანელი ენათმეცნიერი (1821–1868).
შლაიხერ-ი (Schleicher) კურტ ფონ – გერმანიის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1882–1934).
შლაფ-ი (Schlaf) იოჰანეს – გერმანელი მწერალი (1862–1941).
შლეგელ-ი (Schlegel) ავგუსტ ვილჰელმ – გერმანელი კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი, პოეტი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი (1767–1845).
შლეგელ-ი (Schlegel ფრიდრიხ – გერმანელი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, ენათმეცნიერი და პოეტი (1772–1829).
შლეზინგერ-ი (Schlesinger) ართურ მეიერ უმცროსი – ამერიკელი ისტორიკოსი (1917-2007)
შლეზინგერ-ი (Schlesinger) მაქს – უნგრელი ბიოქიმიკოსი (1904–1937).
შლეზინგერ-ი (Schlesinger) ფრანკ – ამერიკელი ასტრონომი (1871–1943).
შლენსკი აბრაამ – ებრაელი პოეტი (1900–1973).
შლეცერ-ი (Schlözer) ავგუსტ ლუდვიგ – გერმანელი ისტორიკოსი, ფილოლოგი, სტატისტიკოსი (1735–1809).
შლიკ-ი (Schlick) მორიც – ავსტრიელი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი (1882–1936).
შლიმან-ი (Schliemann) ჰაინრიხ – გერმანელი არქეოლოგი (1822–1890).
შლიპენბახ-ი (Schlippenbach) ვოლმარ ანტონ ფონ – შვედი გენერალი (1650–1739).
შლიუტერ-ი (Schlüter) ანდრეას – გერმანელი მოქანდაკე და არქიტექტორი (დაახლ. 1660–1714-მდე).
შლიუტერ-ი (Schlüter) ჰერმან – გერმანიისა და აშშ-ის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი (1851–1919).
შლიფენ-ი (Schlieffen) ალფრედ ფონ – გერმანელი სამხ. თეორეტიკოსი, გენერალ-ფელდმარშალი (1833–1913).
შლოისინგ-ი (Schleussing) გეორგ ადამ – გერმანელი მოგზაური (დაახლ. 1660– არა უადრეს 1694-ისა).
შლოსერ-ი (Schlosser) ფრიდრიხ კრისტოფ – გერმანელი ისტორიკოსი (1776–1861).
შმალენბახ-ი (Schmalenbach) ოიგენ – გერმანელი ეკონომისტი (1873–1955).
შმერალ-ი (Šmeral) ბოჰუმირ – ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1880–1941).
შმიდკე (Šmidke) კაროლ – ჩეხოსლოვაკიის პარტიული და სახელმწ. მოღვაწე (1897–1952).
შმიდტ-ი (Schmidt) ადოლფ – გერმანელი გეოფიზიკოსი (1860–1944).
შმიდტ-ი (Schmidt) ვილჰელმ – ავსტრიელი ეთნოგრაფი და ლინგვისტი (1868–1954).
შმიდტ-ი (Schmidt) იოჰანეს – გერმანელი ენათმეცნიერი (1843–1901).
შმიდტ-ი (Schmidt) კარლ ჰორსტ – გერმანელი ენათმეცნიერი (დ. 1929-)
შმიდტ-ი (Schmidt) ჰელმუტ – გფრ-ის სახელმწ. მოღვაწე (დ. 1918-)
შმიტ-ი (Schmitt) ჰარისონ – აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი (დ. 1935-)
შმოლერ-ი (Schmoller) გუსტავ ფონ – გერმანელი ეკონომისტი, ისტორიკოსი, სახელმწ. და საზ. მოღვაწე (1838–1917).
შნაიდერჰენ-ი (Schneiderhöhn) ჰანს – გერმანელი გეოლოგი (1887–1962).
შნიცლერ-ი (Schnitzler) არტურ – ავსტრიელი მწერალი (1862–1931).
შო (Shaw) ირვინგ – ამერიკელი მწერალი (1913–1984).
შო (Shaw) უილიამ ნეიპირ – ინგლისელი მეტეოროლოგი (1854–1945).
შო (Shaw) ჯორჯ ბერნარდ – ინგლისელი დრამატურგი (1856–1950).
შოვირე (Chauviré) ივეტ – ფრანგი ბალერინა (დ. 1917-)
შოიხცერ-ი (Scheuchzer) იოჰან იაკობ – შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი (1672–1733).
შოკლი (Shockley) უილიამ ბრადფორდ – ამერიკელი ფიზიკოსი (1910-1989)
შომბურგკ-ი (Schomburgk) რობერტ ჰერმან – ინგლისის სამსახურში მყოფი გერმანელი მოგზაური (1804–1865).
შომეტ-ი (Chaumette) პიერ გასპარ (რევოლუციის დროს ანაქსაგორა დაირქვა) – საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1763–1794).
შომლაი (Somlay) არტურ – უნგრელი მსახიობი (1883–1951).
შომოდი (Somogyi) იოჟეფ – უნგრელი მოქანდაკე (1916-1993)
შონგაუერ-ი (Schongauer), შენი (Schön) მარტინ – გერმანელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1435-სა და 1440-ს შორის –1491).
შოპენ-ი (Chopin) ფრიდერიკ ფრანციშეკ – პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი (1810–1849).
შოპენჰაუერ-ი (Schopenhauer) არტურ – გერმანელი ფილოსოფოსი (1788–1860).
შოპოვ-ი აცო – მაკედონელი პოეტი, მთარგმნელი, საზ. და სახელმწ. მოღვაწე (1923–1982).
შორლემერ-ი (Schorlemmer) კარლ – გერმანელი ქიმიკოსი (1834–1892).
შოსონ-ი (Chausson) ერნესტ – ფრანგი კომპოზიტორი (1855–1899).
შოტ-ი (Schott) პაულ გერჰარდ – გერმანელი ოკეანოგრაფი (გფრ) (1866–1961).
შოტ-ი (Schott) ფრიდრიხ ოტო – გერმანელი ქიმიკოსი (1851–1935).
შოტან-ი (Chautemps) კამილ – საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1885–1963).
შოუ ირვინგ, იხ. შოი.
შოუ უილიამ ნეიპირ, იხ. შოუ. ნ.
შოუ ჯორჯ ბერნარდ, იხ. შოჯ. ბ.
შპალა (Špála) ვაცლავ – ჩეხი ფერმწერი (1885–1946).
შპან-ი (Spann) ოთმარ – ავსტრიელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი და ეკონომისტი (1878–1950).
შპეე (Spee) მაქსიმილიან ფონ – გერმანელი ვიცე-ადმირალი (1861–1914).
შპემან-ი (Spemann) ჰანს – გერმანელი ემბრიოლოგი (1869–1941).
შპენგლერ-ი (Spengler) ოსვალდ – გერმანელი ფილოსოფოსი (1880–1936).
შპილჰაგენ-ი (Spielhagen) ფრიდრიხ – გერმანელი მწერალი (1829–1911).
შპიტელერ-ი (Spitteler) კარლ (ნამდვ. სახელი; ფსევდ. – ფელიქს ტანდემი, Tandem) – შვეიცარიელი მწერალი (1845–1924).
შპიცერ-ი (Spitzer) ლეო – ავსტრიელი ფილოლოგი (1887–1960).
შპიცვეგ-ი (Spitzweg) კარლ – გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1808–1885).
შპორ-ი (Spohr) ლუდვიგ (ლუი) – გერმანელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი, პედაგოგი (1784–1859).
შპრანგერ-ი (Spranger) ედუარდ – გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, პედაგოგი (1882–1963).
შპრენგერ-ი (Sprenger) ალოის – ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე და ექიმი (1813–1893).
შრადერ-ი (Schrader) ოტო – გერმანელი ენათმეცნიერი და ისტორიკოსი (1855–1919).
შრაინერ-ი (Schreiner) ალბერტ – გერმანელი ისტორიკოსი (გდრ) (1892-1979)
შრაინერ-ი (Schreiner) ოლივ (ფსევდ. რალფ აირონი) – მწერალი ქალი (სამხრეთ აფრიკის კავშირი) (1855–1920).
შრამ-ი (Schramm) კონრად – გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1822–1858).
შრედერ-ი (Schröder) ერნსტ – გერმანელი მათემატიკოსი და ლოგიკოსი (1841–1902).
შრედერ-ი (Schröder) ფრიდრიხ ლუდვიგ – გერმანელი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე (1744–1816).
შრედერ-დევრინტ-ი (Schröder-Dewrient) ვილჰელმინე – გერმანელი მომღერალი ქალი (1804–1860).
შრედინგერ-ი (Schrödinger) ერვინ – ავსტრიელი ფიზიკოსი (1887–1961).
შრეინერ-ი ოლივ, იხ. შრაინერი ო.
შრეკერ-ი (Schreker) ფრანც – ავსტრიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი (1878–1934).
შრიფერ-ი (Schrieffer) ჯონ რობერტ – ამერიკელი ფიზიკოსი (დ. 1931-)
შტადიონ-ი, შტადიონ-ვარტჰაუზენი (Stadion-Warthausen) იოჰან ფილიპ – ავსტრიის სახელმწ. მოღვაწე (1763–1824).
შტაიგერ-ი (Staiger) ემილ – შვეიცარიელი ლიტერატურათმცოდნე (1908-1987)
შტაიგერ-ი (Steiger) ოტო – შვეიცარიელი მწერალი (1909-2005)
შტაინ-ი (Stein) გიუნთერ – გერმანელი მწერალი და მთარგმნელი (გდრ) (1922-1982)
შტაინ-ი (Stein) ჰაინრიხ ფრიდრიხ კარლ – გერმანიის სახელმწ. მოღვაწე (1757–1831).
შტაინახ-ი (Steinach) ოიგენ – ავსტრიელი ფიზიოლოგი და ბიოლოგი (1861–1944).
შტაინდლ-ი (Steindl) იმრე – უნგრელი არქიტექტორი (1839–1902).
შტაინერ-ი (Steiner) იაკობ – შვეიცარიელი გეომეტრი (1796–1863).
შტაინერ-ი (Steiner) რუდოლფ – გერმანელი ფილოსოფოსი (1861–1925).
შტაინთალ-ი (Steinthal) ჰაიმან – გერმანელი ენათმეცნიერი (1823–1899).
შტაინიც-ი (Steinitz) ვოლფგანგ – გერმანელი ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი (გდრ) (1905–1967).
შტაინმეც-ი ჩარლზ პროტეუს, იხ. სტეინმეცი ჩ. პ.
შტალ-ი (Stahl) გეორგ ერნსტ – გერმანელი ექიმი და ქიმიკოსი (1659–1734).
შტამლერ-ი (Stammler) რუდოლფ – გერმანელი სამართლის თეორეტიკოსი (1856–1938).
შტარემბერგ-ი (Starhemberg) ერნსტ რიუდიგერ – ავსტრიის სახელმწ. და პოლოტ. მოღვაწე (1899–1956).
შტარკ-ი (Stark) იოჰანეს –გერმანელი ფიზიკოსი (1874–1957).
შტაუბ-ი (Staub) რუდოლფ – შვეიცარიელი გეოლოგი (1890–1961).
შტაუდინგერ-ი (Staudinger) ჰერმან – გერმანელი ქიმიკოსი (გფრ) (1881–1965).
შტაუდტ-ი (Staudt) კრისტიან – გერმანელი მათემატიკოსი (1798–1867).
შტაუდტე (Staudte) ვოლფგანგ გეორგ – გერმანელი რეჟისორი (გფრ) (1906–1984).
შტაუფენები (Staufen), ჰოენშტაუფენები (Hohenstaufen) – „საღვთო რომის იმპერიის“, გერმანელი მეფეებისა და იმპერატორების დინასტია (1138–1254).
შტეენბეკ-ი (Steenbeck) მაქს – გერმანელი ფიზიკოსი (გდრ) (1904–1981).
შტერნ-ი (Stern) ვილიამ – გერმანელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1871–1938).
შტერნ-ი (Stern) ლეო – გერმანელი ისტორიკოსი და საზ. მოღვაწე (გდრ) (1901–1982).
შტერნ-ი (Stern) ოტო – გერმანელი ფიზიკოსი; 1933-დან მოღვაწეობდა აშშ-ში (1888–1969).
შტერნჰაიმ-ი (Sternheim) კარლ – გერმანელი მწერალი, დრამატურგი (1878–1942).
შტეფან-ი (Stefan) იოზეფ – ავსტრიელი ფიზიკოსი; 1933-იდან მოღვაწეობდა აშშ-ში (1835–1893).
შტეფანიკ-ი (Stefánik) მილან როსტისლავ – ჩეხოსლოვაკიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1880–1919).
შტეფენესკუ (Stephănescu) ჯორჯე – რუმინელი კომპოზიტორი, პედაგოგი და დირიჟორი (1843–1925).
შტიბერ-ი (Stieber) ვილჰელმ – პრუსიის პოლიტიკური პოლიციის მოხელე (1818–1882).
შტიგლიც-ი (Stiglic) ფრანც – იუგოსლავიელი კინორეჟისორი (1919-1993)
შტიდრი (Stiedry) ფრიც – ავსტრიელი დირიჟორი (1883–1968).
შტილე (Stille) ჰანს – გერმანელი გეოლოგი (გფრ) (1876–1966).
შტირნერ-ი (Stirner) მაქს (ნამდვ. სახელი და გვარი – კასპარ შმიდტი, Schmidt) – გერმანელი ფილოსოფოსი (1806–1856).
შტიტნი (Stitný) ტომაშ – ჩეხი მწერალი (დაახლ. 1333 – დაახლ. 1405).
შტიფტერ-ი (Stifter) ადალბერტ – ავსტრიელი მწერალი და მხატვარი (1805–1868).
შტოკჰაუზენ-ი (Stockhausen) კარლ-ჰაინც – გერმანელი კომპოზიტორი (გფრ) (1928-2007)
შტოლ-ი (Stoll) ლადისლავ – ჩეხი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი (1902–1981).
შტორმ-ი (Storm) თეოდორ – გერმანელი მწერალი (1817–1888).
შტოს-ი (Stoβ) ფეიტ [ჰოლ. სტოში ან სტვოში (Stosz, Stwosz) ვიტ] – გერმანელი მოქანდაკე, ფერმწერი და გრავიორი; მოღვაწეობდა პოლონეთშიც (1455–1533).
შტოფ-ი (Stoph) ვილი – გდრ-ის პარტიული და სახელმწ. მოღვაწე (1914-1999)
შტრაიტბერგ-ი (Streitberg) ვილჰელმ – გერმანელი ენათმეცნიერი (1864–1925).
შტრაუს-ი (Strauss) დავიდ ფრიდრიხ – გერმანელი ფილოსოფოსი (1808–1874).
შტრაუს-ი (Strauβ) იოჰან – ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი (1804–1849).
შტრაუს-ი (Strauβ) იოჰან – ავსტრიელი კომპოზიტორი, (1825–1899).
შტრაუს-ი (Strauβ) რიხარდ – გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1864–1949).
შტრეზემან-ი (Stresemann) გუსტავ – გერმანიის პოლიტ. მოღვაწე (1878–1929).
შტრეკერ-ი (Strecker) ადოლფ ფრიდრიხ ლუდვიგ – გერმანელი ქიმიკოსი (1822–1871).
შტრიტმატერ-ი (Strittmatter) ერვინ – გერმანელი მწერალი (1912-1994)
შტრობლ-ი (Strobl) ალაიოშ – უნგრელი მოქანდაკე (1856–1926).
შტროსმაიერ-ი (Strossmayer) იოსიპ იურაი – ხორვატიის პოლიტ. მოღვაწე (1815–1905).
შტროუგალ-ი (Strougal) ლუბომირ – ჩეხოსლოვაკიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (დ. 1924-?)
შტროჰაიმ-ი (Stroheim) ერიხ ფონ – ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი (1885–1957).
შტრუვე (Struve) გუსტავ ფონ – გერმანელი დემოკრატი, რესპუბლიკელი (1805–1870)
შტუკ-ი (Stuck) ფრანც ფონ – გერმანელი ფერმწერი (1863–1928).
შტუმპფ-ი (Stumpf) კარლ – გერმანელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, მუსიკათმცოდნე (1848–1936).
შტურ-ი (Štúr) ლუდოვიტ – სლოვაკი პოეტი, ფილოლოგი, სახელმწ. მოღვაწე (1815–1856).
შტურმ-ი (Sturm) იოჰან კრისტოფერ – გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი და ფიზიკოსი (1635–1703).
შტურმ-ი (Sturm) ჟაკ შარლ ფრანსუა – ფრანგი მათემატიკოსი (1803–1855).
შტურსა (Štursa) იან – ჩეხი მოქანდაკე (1880–1925).
შუაზელ-ი (Choiseul) ეტიენ ფრანსუა გრაფი დე სტენვილი (Stainville) ჰერცოგი დე – საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე (1719–1785).
შუბარტ-ი (Schubart) კრისტიან ფრიდრიხ დანიელ – გერმანელი მწერალი (1739–1791).
შუბაშიც-ი (Šubašić) ივან – იუგოსლავიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1892–1955).
შუბერტ-ი (Schubert) ფრანც პეტერ – ავსტრიელი კომპოზიტორი (1797–1828).
შუბიც-ი (Šubic) იანეზ – სლოვაკი ფერმწერი (1850–1889).
შუბიც-ი (Šubic) იური – სლოვაკი ფერმწერი (1855–1890).
შუდრაკა – ძვ. ინდოელი დრამატურგი (ცხოვრობდა არა უადრეს IV ს-ის და არა უგვიანეს VIII ს-ისა).
შუისკი (Szujski) იუზეფ – პოლონეთის პოლიტ. მოღვაწე, ისტორიკოსი (1835–1883).
შულცი (Schulz) მაქს ვალტერ – გერმანელი მწერალი (გდრ) (1921-1991)
შულცე (Schulze) აქსელ – გერმანელი მწერალი და მთარგმნელი (1943-1994)
შულცე (Schultze) მაქს იოჰან სიგიზმუნდ – გერმანელი ზოოლოგი და ჰისტოლოგი (1825–1874).
შულცე (Schulze) ფრანც აილჰარდ – გერმანელი ზოოლოგი (1840–1921).
შულცე-გევერნიც-ი (Schulze-Gaevernitz) გერჰარტ – გერმანელი ეკონომისტი (1864–1943).
შულცე-დელიჩ-ი (Schulze-Delitzsch) ფრანც ჰერმან – გერმანელი ეკონომისტი და პოლიტ. მოღვაწე (1808–1883).
შულჰოფ-ი (Schulhoff) იულიუს – ჩეხი პიანისტი და კომპოზიტორი (1825–1898).
შუმან-ი (Schumann) გეორგ – გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1886–1945).
შუმან-ი (Schuman) რობერ – საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე (1886–1963).
შუმან-ი (Schumann) რობერტ ალექსანდერ – გერმანელი კომპოზიტორი (1810–1856).
შუმახერ-ი (Schumacher) კურტ – გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოღვაწე (1895–1952).
შუმპეტერ-ი (Schumpeter) იოზეფ – ეკონომისტი და სოციოლოგი; მოღვაწეობდა ავსტრიაში, გერმანიასა და აშშ-ში (1883–1950).
შუპე (Schuppe) ვილჰელმ – გერმანელი ფილოსოფოსი (1836–1913).
შურც-ი (Schurtz) ჰაინრიხ – გერმანელი ეთნოგრაფი (1863–1903).
შუფლაი (Sufflay) მილან – ხორვატი ისტორიკოსი, პოლიტ. მოღვაწე (1879–1931).
შუშნიგ-ი (Schuschnigg) კურტ – ავსტრიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1897–1977).
შუხარდტ-ი (Schuchardt) ჰუგო – გერმანელი და ავსტრიელი ენათმეცნიერი (1842–1927).
შუხერტ-ი (Schuchert) ჩარლზ – ამერიკელი პალეონტოლოგი და გეოლოგი (1858–1942).
შუხჰარდტ-ი (Schuchhardt) კარლ – გერმანელი არქეოლოგი (1859–1943).
შჩეპანსკი (Szczepański) იან – პოლონელი სოციოლოგი (1913-2004)