უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ძ
ძავატინი (Zavattini) ჩეზარე – იტალიელი მწერალი, სცენარისტი (1902-1989).
ძამპი (Zampy) ჯუზეპე მარია – იტალიელი მისიონერი, თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში (XVII ს.).
ძან კეძია – ჩინელი მწერალი (დ. 1905-?)
ძენ გოფან-ი – ჩინეთის პოლიტ. და სამხ. მოღვაწე (1811–1872).
ძენო (Zeno) აპოსტოლო – იტალიელი ლიბრეტისტი, დრამატურგი (1668–1750).
ძენო (Zeno) კატერინო – ვენეციელი მოგზაური და დიპლომატი (1450 – XV ს. დასასრ.).
ძენ პუ (მეორე სახელი – მენ პუ) – ჩინელი მწერალი (1871–1934).
ძიან ბოძან-ი – ჩინელი ისტორიკოსი (1898–1968).
ძიან გუანცი (ნანდვ. სახელი – ძიან გუანჩი) – ჩინელი პოეტი, ჟურნალისტი და ლიტერატურათმცოდნე (1901–1931).
ძიან ჯაოხე – ჩინელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1901/1904-1986)
ძი კან-ი (მეორე სახელი – შუე) – ჩინელი პოეტი, ფილოსოფოსი, მუსიკოსი (223–262).
ძინ-ი – დინასტია ჯურჯენთა სახელმწიფოში (თანამედროვე ჩინეთის ჩრდ.- აღმ. ნაწილში) (1115–1234).
ძიპენსია იკუ – იაპონელი მწერალი (1765–1831).
ძონკაბა – ბუდისტური სექტის ფუძემდებელი ტიბეტში (1357–1419).
ძოუ ჟუნ-ი – ჩინელი ბურჟუაზიული რევოლუციონერი (1885–1905).
ძო ძუნტან-ი – ჩინელი მხედართმთავარი (1812–1885).