უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ვ
ვააგე
(Waage) პეტერ - ნორვეგიელი ქიმიკოსი (1833-1900).
ვაალს-ი, ვან დერ
ვაალსი (van der Waals), ვალსი იან დიდერიკ, ვან დერ - ჰოლანდიელი
ფიზიკოსი (1837-1923).
ვაგნერ-ი
(Wagner) ადოლფ - გერმანელი ეკონომისტი და პოლიტ. მოღვაწე (1835-1917).
ვაგნერ-ი
(Wagner) ვილჰელმ რიხარდ - გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და თეატრალური
მოღვაწე (1813-1883).
ვაგნერ-ი
(Wagner) ოტო - ავსტრიელი არქიტექტორი (1841-1918).
ვაგნერ-ი
(Wagner) ჰაინრიხ ლეოპოლდ - გერმანელი დრამატურგი, პოეტი (1747-1779).
ვაგნერ-იაურეგ-ი
(Wagner-Jauregg) იულიუს - ავსტრიელი ფსიქიატრი (1857-1940).
ვადია
დარაშავ ნოშერვან
- ინდოელი გეოლოგი (1883-1969).
ვადიანუს-ი
(Vadianus; საკუთრივ - ფონ ვატი, von Watt) იოახიმ - რეფორმაციის მოღვაწე
შვეიცარიაში, ჰუმანისტი, ექიმი (1483 ან 1484-1551).
ვადიე
(Vadier) მარკ გიიომ ალბერ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე
(1736-1828).
ალ-ვავა ალ-დიმაშკი აბუ ლ-ფარაჯ მუჰამად იბნ აჰმად
- არაბი პოეტი (გ. დაახლ. 980).
ვავრა
(Vavra) ოტაკარ - ჩეხოსლოვაკიელი კინორეჟისორი, სცენარისტი (დ. 1911).
ვავრჟინეც ბრჟეზოველი
(Vavřinec z Březové), ლავრენტი ბრჟეზოველი - ჩეხი მემატიანე, პოეტი,
მწერალი (დაახლ. 1370–1437-ის შემდეგ).
ვაზა
(Vasa) - შვეციის სამეფო დინასტია (1523-1654).
ვაზარი
(Vasari) ჯორჯო - იტალიელი არქიტექტორი, ფერმწერი, ხელოვნების ისტორიკოსი
(1511-1574).
ვაზოვ-ი
(Вазов) ივან მინჩოვ - ბულგარელი მწერალი და საზ. მოღვაწე (1850-1921).
ვათვათ-ი
(მეტსახელი; სრული სახელი - რაშიდ ალ-დინ მუჰამად ბინ აბდ ალ-ჯალალ ალ-უმარი) -
სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი (1087–1182 ან 1177).
ვაიან-ი
(Vaillant) ანდრე - ფრანგი ენათმეცნიერი (1890-1977).
ვაიან-ი
(Vaillant) ედუარ მარი - საფრანგეთის სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე
(1840-1915).
ვაიან-ი
(Vailland) როჟე ფრანსუა - ფრანგი მწერალი (1907-1965).
ვაიან-კუტიურიე
(Vaillant-Couturier) მარი კლოდ - საფრანგეთისა და საერთაშორისო ქალთა
დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე (1912-1996).
ვაიან-კუტიურიე
(Vaillant-Couturier) პოლ - ფრანგი მწერალი (1892-1937).
ვაიანსკი
(Vajanský, ფსევდ.; ნამდვ. გვარი - ჰურბანი, Hurban) სვეტოზარ - სლოვაკი
მწერალი (1847-1916).
ვაიგანდ-ი
(Weigand) გუსტავ - გერმანელი ენათმეცნიერი (1860-1930).
ვაიგელ-ი
(Weigel) ჰელენე - გერმანელი მსახიობი ქალი (1900-1971).
ვაიდა
(Wajda) ანჯეი - პოლონელი რეჟისორი, სცენარისტი (დ. 1926-).
ვაიდა
(Vajda) იანოშ - უნგრელი პოეტი (1827-1897).
ვაიდა
(Vajda) იმრე - უნგრელი ეკონომისტი, სახელმწ. და საზ. მოღვაწე (დ. 1900-).
ვაიდემაიერ-ი
(Weydemeyer) იოზეფ - გერმანიისა და ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე
(1818-1866).
ვაიდენრაიხ-ი
(Weidenreich) ფრანც - გერმანელი ანთროპოლოგი (1873-1948).
ვაიდტ-ი კონრად,
/ იხ. ფაიდტი კ.
ვაიერშტრას-ი
(Weierstraß) კარლ თეოდორ ვილჰელმ - გერმანელი მათემატიკოსი (1815-1897).
ვაიზე
(Weise) კრისტიან - გერმანელი მწერალი და პედაგოგი (1642 - 1708).
ვაიზენბორნ-ი
(Weisenborn) გიუნთერ - გერმანელი მწერალი (1902-1969).
ვაილ-ი
(Weill) კურტ - გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი. 1935-დან ემიგრაციაში
იყო აშშ-ში (1900-1950).
ვაილ-ი
(Weyl) ჰერმან - გერმანელი მათემატიკოსი. 1933-დან ემიგრაციაში იყო აშშ-ში
(1885-1955).
ვაინგარტნერ-ი
(Weingartner) ფელიქს - ავსტრიელი დირიჟორი და კომპოზიტორი (1863-1942).
ვაინერტ-ი
(Weinert) ერიხ - გერმანელი მწერალი და საზ. მოღვაწე (1890-1953).
ვაინრაიხ-ი
(Weinreich) ურიელ - ამერიკელი ენათმეცნიერი (1926-1967).
ვაიპრეხტ-ი
(Weyprecht) კარლ - ავსტრიელი პოლარეთის მკვლევარი (1838-1881).
ვაის-ი
(Weiss) პეტერ - გერმანელი მწერალი (1916-1982).
ვაისგერბერ-ი
(Weisgerber) ლეო - გერმანელი ენათმეცნიერი (1899-1985).
ვაისკოპფ-ი
(Weisskopf) ვიქტორ ფრედერიკ - ფიზიკოსი; წარმოშობით ავსტრიელი, 1937-დან
მოღვაწეობს აშშ-ში (1908-2002).
ვაისკოპფ-ი
(Weiskopf) ფრანც კარლ - გერმანელი მწერალი და საზ. მოღვაწე (1900–1955).
ვაისმან-ი
(Weismann) ავგუსტ - გერმანელი ზოოლოგი (1834-1914).
ვაიტლინგ-ი
(Weitling) ვილჰელმ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1808-1871).
ვაიც-ი
(Weitz) გეორგ - გერმანელი ისტორიკოსი (1813-1886).
ვაიხს-ი
(Weichs) მაქსიმილიან ფონ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი
(1881-1954).
ვაკარელსკი
(Вакарелски) - ხრისტო ტომოვ - ბულგარელი ეთნოგრაფი (1896-1979).
ვაკენროდერ-ი
(Wackenroder) ვილჰელმ ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი (1773-1798).
ვაკერნაგელ-ი
(Wackernagel) იაკობ - შვეიცარიელი ენათმეცნიერი (1853-1938).
ალ-ვაკიდი აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ უმარ - არაბი ისტორიკოსი (747-823).
ვალა
(Vala) კატრი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - კარინ ალისე ვადენსტრემი,
Wadenström; სხვა ფსევდ. - პეკა, ვიქტორია, ილმარინენი) - ფინელი პოეტი და
პუბლიცისტი ქალი (1901-1944).
ვალა
(Valla) ლორენცო - იტალიელი ჰუმანისტი, ისტორიკოსი, ფილოლოგი (1405 ან
1407-1457).
ვალახ-ი
(Wallach) ოტო - გერმანელი ქიმიკოსი (1847-1931).
ვალდ-ი
(Wald) ფრანტიშეკ - ჩეხოსლოვაკიელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, მეტალურგი
(1861-1930).
ვალდე
(Walde) ალოის - გერმანელი ენათმეცნიერი (1869-1924).
ვალდეკ-რუსო
(Waldeck-Rousseau) პიერ მარი რენე - საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ.
მოღვაწე (1846-1904).
ვალდემარ I
(Waldemar) დიდი - დანიის მეფე (1131-1182).
ვალდემარ II
(Waldemar) მძლეველი - დანიის მეფე (1170-1241).
ვალდემარ IV
(Waldemar) ატერდაგი - დანიის მეფე (დაახლ. 1320-1375).
ვალდენ-ი
(Walden) პაულ - გერმანელი ქიმიკოსი; წარმოშობით ლატვიელი (1863-1957).
ვალდერზეე
(Waldersee) ალფრედ ფონ - გერმანელი გენერალ-ფელდმარშალი (1832-1904).
ვალდეს-ი
(Valdez) ფრედი - კომუნისტური მოძრაობის ფუძემდებელი დომინიკელთა
რესპუბლიკაში (?-გ. 1950).
ვალდეს
ლეალ-ი
(de Valdés Leal) ხუან დე - ესპანელი ფერმწერი (1622-1690).
ვალდივია
(Valdivia) პედრო დე - ესპანელი კონკისტადორი, ჩილეს დამპყრობი (1500–1553
ან 1554).
ვალდმიულერ-ი
(Waldmüller) ფერდინანად გეორგ - ავსტრიელი ფერმწერი (1793-1865).
ვალდონი
(Valdoni) პიეტრო - იტალიელი ქირურგი (1900-1976).
ვალდჰაიმ-ი
(Waldheim) კურტ - ავსტრიის სახელმწ. მოღვაწე (1918-2007).
ვალე
(Valle) პიეტრო დელა - იტალიელი მოგზაური, პოეტი, ისტორიკოსი; აქვს ცნობები
საქართველოზე (1586-1652).
ვალევსკი
(Walewski) ალექსანდრ ფლორიან კოლონა - საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე
(1810–1868).
ვალენ
დელამოტ-ი
(Vallin de la Mothe) ჟან ბატისტ მიშელ - არქიტექტორი; წარმოშობით ფრანგი
(1729-1800).
ვალენტ-ი ფლავიუს
(Flavius Valens, entis) - აღმოსავლეთ რომის იმპერატორი (დაახლ. 328-378).
ვალენტინ-ი
(Vallentin) მაქსიმ - გერმანელი რეჟისორი და თეატრალური მოღვაწე
(1904-1987).
ვალენტინიანე I ფლავიუს
(Valentinianus Flavius) - რომის იმპერატორი (321-375).
ვალენშტაინ-ი
(Wallenstein), ვალდშტაინი (Valdštejn) ალბრეხტ ვენცელ ეუსებიუს -
გერმანელი მხედართმთავარი; წარმოშობით ჩეხი (1583-1634).
ვალე
პუსენ-ი შარლ ჟან
- /იხ. ლა ვალე პუსენი შ. ჟ.
ვალერ-ი
(Waller) მაქს [აგრეთვე ზიბელი (Siebel) - ფსევდონიმები; ნამდვ. სახელი და
გვარი - მორის ვარლომონი (Warlomont)] - ბელგიელი მწერალი (1860-1889).
ვალერა
(Valera y Arcalá Galiano) ხუან - ესპანელი მწერალი და სახელმწ. მოღვაწე
(1824-1905).
ვალერი
(Valéry) პოლ - ფრანგი პოეტი (1871-1945).
ვალერიანე
პუბლიუს ლიცინიუს (Publius Licinius Valerianus) - რომის იმპერატორი
(193-260).
ვალერიანი
(Valeriani) ჯუზეპე - იტალიელი მხატვარ-დეკორატორი, არქიტექტორი (1708 -
1762).
ვალერიუს-ი კვინტუს ანცია
(Valerius Quintus Antia) - რომაელი ისტორიკოსი (ძვ. წ. I ს.).
ვალერიუს-ი მაქსიმუს
(Valerius) - რომაელი მწერალი (I ს.).
ვალერიუს-ი ფლაკუს სეტინუს ბალბუს
(Valerius Flaccus Setinus Balbus) - რომაელი პოეტი (გ. დაახლ. 90).