![]() |
გალაკტიონ ტაბიძე სკოლაში |
![]() |
1 ბიოგრაფია |
▲back to top |
დაბადების თარიღი: | 17 ნოემბერი, 1891 |
---|---|
გარდაცვ. თარიღი: | 17 მარტი, 1959 (67 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | მთაწმინდის პანთეონი, თბილისი |
კატეგორია: | პოეტი |
დაბადების ადგილი: სოფელი ჭყვიში, ახლანდელი ვანის რაიონი.
დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.
გ. ტაბიძე არის ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). გ. ტაბიძის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება, "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა. "მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "მერიმ" მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა.
40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: "ლურჯა ცხენები", "მთაწმინდის მთვარე", "პოეზია უპირველეს ყოვლისა", "ნიკორწმინდა" და სხვ., რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9. -თბ., 1986.-გვ.634-635; burusi.wordpress.com
![]() |
2 ლექსები |
▲back to top |
![]() |
2.1 გაგონდება თუ არა |
▲back to top |
გაგონდება თუ არა
გაგონდება თუ არა |
![]() |
2.2 გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! |
▲back to top |
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია, |
სანატორია (სანატორიუმი) - სამკურნალო დაწესებულება, სადაც მკურნალობა შეხამებულია დასვენებასთან (აფხაზეთში მრავლად იყო ასეთი სამკურნალო-დასასვენებელი დაწესებულებები) | |||
მომენატრა მზე სინათლის მფენი, მომენატრა ზღვა, რომელიც შორია. მომაგებე შენ იგივე პალმა, სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი; მომაგებე მშობლიური გემი, მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან. |
![]() |
2.3 გემი „დალანდი“ |
▲back to top |
გამომაღვიძა ღამის ალმა, ნელმა და ქურდმა, |
![]() |
2.4 დაბმული ჭინკა |
▲back to top |
![]() |
2.5 დაფნა |
▲back to top |
კითხულობს: ხელოვნებათმცოდნე ანა გელაშვილი
სურნელება ძველისძველი ექსოვება ნიავებს, პოეზიის ლაჟვარდ ცრემლით სველი დაფნის ფოთოლი. და ოცნება მოგონებას იით მოაიავებს, როს მეომარს შუბლს უმშვენებს ნელი დაფნის ფოთოლი. ნილოსის გველს უარესი, მისი შხამის იავებს, უფრო მძაფრად დაწნული მწველი დაფნის ფოთოლი. და ხანჯალი ხშირად ფარულ მიზანს ულოლიავებს, ოდეს ხედავს პოეზიას ნელი დაფნის ფოთოლი. |
![]() |
2.6 ეს წინათ იყო |
▲back to top |
კითხულობს: ფილოლოგი მარიამ თათხაშვილი
ეს წინათ იყო, მდინარეს თითქო |
|
![]() |
2.7 ვილანელი |
▲back to top |
კითხულობს: ექიმი გიორგი გაგუა
ყოველივე ქარია და ჩვენება! |
|
![]() |
2.8 თოვლი |
▲back to top |
კითხულობს: გოგი ხარაბაძე
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის |
სისოვლე - სისველე. |
|||
და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო, სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ |
მოვვლე - მოვიარე | |||
უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ, ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო, ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ჰქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის |
||||
და
ზამბახების
წყებად დაწვენა. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. |
ზამბახი (ირისი) - ბალახოვანი მცენარე, აქვს ხანჯლის ან ხმლის მსგავსი ფოთლები, მსხვილი, მრავალფერი ყვავილები. დაღალული - დაღლილი | |||
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება. მომწყურდი ეხლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს _ ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მომყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემ წინაშე. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! |
![]() |
2.9 იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს! |
▲back to top |
იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. |
|
![]() |
2.10 ლურჯა ცხენები |
▲back to top |
ლურჯა ცხენები
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში, შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება: ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს? მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა: მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში, 1915 |
|
![]() |
2.11 მამული |
▲back to top |
კითხულობს: პოეტი გიორგი შიშნიაშვილი
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა |
|
![]() |
2.12 მე და ღამე |
▲back to top |
კითხულობს: პოეტი დალი კახიანი
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, |
|
||
ისე არის სავსე
გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ. რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი; ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი, ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. |
გრძნება
–
გრძნეულება, იდუმალება. შესუდრული – გახვეული. |
||
იცის _ როგორ დავრჩი ობლად, როგორ
ვევნე და ვეწამე, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე! |
ვევნე
–
ვეწამე, ვიტანჯე. ვნება – აქ: ტანჯვა, წამება. |
![]() |
2.13 მეგობარს |
▲back to top |
ღრმაა გულის ზიანი; |
|
![]() |
2.14 მზეო თიბათვისა |
▲back to top |
ღრმაა გულის ზიანი; |
|
![]() |
2.15 მთაწმინდის მთვარე |
▲back to top |
ჯერ არასდროს არ შობილა |
|
![]() |
2.16 მოვა.. მაგრამ როდის? |
▲back to top |
კითხულობს პოეტი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი, მხატვარი მარსიანი
შორეული ქალის ეშხი |
|
![]() |
2.17 * * * (მოხევის ქალო თინაო...) |
▲back to top |
კითხულობს ბიბლიოთეკარი ნელი გიორგაძე
შორეული ქალის ეშხი |
|
![]() |
2.18 მშობლიური ეფემერა |
▲back to top |
კითხულობს პბიბლიოთეკარი ნანო ომანაძე
ეფემერა (ბერძნ.) - მსწრაფლწარმავალი, მოჩვენებითი, წამიერი, მირაჟული (ხილვა). გალაკტიონს აქვს მრავალი ლექსი სათაურით „ეფემერა“ („ეფემერა“, ისევ „ეფემერა“, „ზღვის ეფემერა“...). ქართული ენციკლოპედიის განმარტებით, „ეფემერა (ეფემერები) არის ეკოლოგიური ჯგუფი ერთწლოვანი მცენარეებისა, რომლებიც განვითარების მთელი ციკლის გავლას მოკლე პერიოდში ასწრებენ. გავრცელებულნი არიან უმთავრესად უდაბნოებსა და ნახევრადუდაბნოებში. განარჩევენ გაზაფხულის და შემოდგომის ეფემერებს“ (ქსე, IV, თბ., 1979, 245). უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით კი „ეფემერა (ეფემერიდი) ფრთოსანი მწერია, რომელიც ერთ ან რამდენიმე დღეს ცოცხლობს, მედღეურა; გადატანითი მნიშვნელობით კი ესაა ხანმოკლე, ეფემერული რამ“ (უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ., 1989, გვ. 162). გალაკტიონი სწორედ უკანასკნელი, გადატანითი მნიშვნელობით იყენებს ამ სიტყვას. მას მოსწონდა ამ სიტყვის ჟღერადობა, აკუსტიკა და ხანმოკლე ხილვის, წარმავალი ვიზიონის მნიშვნელობას ანიჭებდა. პოეტის ყველა „ეფემერა“ ხილვაა, ალეგორიულად რომ ირეკლავს არსებით, დაქარაგმებულ სათქმელს. | ||||
ვეღარ
ვცნობილობ
მშობლიურ ხეებს - ზამთარს ბილიკი დაუტანია... დიდი ხანია? - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: დიდი ხანია... |
ვცნობილობ (კუთხ.) - ვცნობ. | |||
შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის, დიდი ხანია. „ამირანია?“ - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ამირანია! |
ამირანი - ქართული ხალხური ეპოსის გმირი, თქმულების მიხედვით, ხალხისათვის თავდადებულია. იგი მზვაობრობის გამო ღმერთმა კავკასიონს მიაჯაჭვა. მიჯაჭვული ამირანის სახე ეროვნული ჩაგვრისაგან ხსნის იდეას დაუკავშირდა. შუამდინარული ეპოსის პერსონაჟის, გილგამეშისა, და ბერძნული მითოლოგიის გმირის, პრომეთეს, მსგავსად, ამირანი საკაცობრიო მნიშვნელობის მხატვრული სახეა, დაახლოებით 3500 წლის წინ შექმნილი. ქართული ხალხური ეპოსის, „ამირანიანის“, მიხედვით, ხალხის მოსარჩლე გმირი ამარცხებს დევებს, ქაჯებს, გველეშაპებს, ებრძვის ძალმომრეობას. უძველეს თქმულებებში ამირანს ყამარის მამა, ცა-ღრუბლების გამგებელი პირიმზე სჯიდა. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ პირიმზე ქრისტე ღმერთმა ჩაანაცვლა. ვარაუდობენ, რომ ანტიკური ხანის მითი პრომეთეზე „ამირანიანთანაა“ დაკავშირებული (დაწვრილებით იხ. შალვა ნუცუბიძე, ქართული ფილოსოფიის ისტორია, I, თბ., 1956). | |||
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს, ის გული ისევ ჩემი გულია... დაკარგულია? – მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: დაკარგულია... |
||||
გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი, მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი, ფერები ჭევრი ირევა ბევრი, ლალების ტევრი – ლილა და შვინდი... |
ჭევრი, მჭევრი (მოძვ.) - მეტყველი, შთამბეჭდავი. ლილა (სპარს.) - მინერალური ლურჯი საღებავი. |
|||
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით და ცა ალუბლით სავსეა... კმარა. ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ, დარიალიდან ზარავდა ზარა. |
ზარა - ზარი. |
|||
სულ ერთი წამით, განსაცდელ ჟამად, შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო, მოგონებები, რაც ჩემს გულს ანთებს, იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო! შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის, დიდი ხანია. „ამირანია?“ – კვლავ ვკითხავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ამირანია! |
![]() |
2.19 რაც უფრო შორს ხარ |
▲back to top |
კითხულობს პბიბლიოთეკარი ნანო ომანაძე
რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, |
![]() |
2.20 სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში |
▲back to top |
კითხულობს პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი ბადრი თევზაძე
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე. შემოიღამებს მთის ნაპრალები, და თუ როგორმე ისევ გათენდა- ღამენათევი და ნამთვრალევი, დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან! ღამენათევი და ნამთვრალევი მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს, შემოიჭრება სიონში სხივი და თეთრ ოლარებს ააელვარებს. |
ოლარი (ბერძნ.) – მღვდლის სამოსის
ნაწილი, ყელზე ჩამოსაცმელი გრძელი და ვიწრო, ოქრომკედით ნაქარგი ქსოვილი. |
||
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი გედი დაჭრილი ოცნების ბაღით! შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის დაღლილ ხელებით, წამებულ სახით! შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები, წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, - ღამენათევი და ნამთვრალევი სავსეა ცრემლთა შურისძიებით! დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები? შენს მოლოდინში ასეა ყველა? სული, ვედრებით განაოცები, შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა. სად არის ჩემთვის სამაგიერო? საბედნიერო სად არის სული? ვით სამოთხიდან ალიგიერი, მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული! |
ალიგიერი – დანტე (1265-1321 წწ.), იტალიის უდიდესი პოეტი, ავტორი `ღვთაებრივი კომედიისა~. ნაწარმოების მოკლე ქარგა ასეთია: 1300 წელს შუა ასაკს მიღწეულ პოეტს გზა დაეკარგება უსიერ ტევრში (უმეცრებისა და ცხოვრებისეული შეცდომების სიმბოლო), ხედავს მზის სხივებით (მეცნიერება, გზის მაჩვენებელი) განათებულ გორაკს (ნეტარება, სამოთხე), მაგრამ მისკენ მიმავალ გზას გადაუღობავს სამი მხეცი (ადამიანური ბუნების სამი მანკი): ჯიქი (ხორციელი ლტოვა), Lლომი (ქედმაღლობა) და ძუ მგელი (ანგარება, სიხარბე). მხსნელად მოევლინება ვერგილიუსის ლანდი (გონების განასახიერება), რომელიც მეგზურობას უწევს მას საიქიოში (ვერგილიუსი – ძვ. წ-აღის I ს-ის დიდი რომაელი პოეტი). დანტე ვერგილიუსის მეშვეობით შეიცნობს ცოდვასა და შეცდომებს. ჯოჯოხეთში იგი თვალნათლივ ხედავს ბოროტების ყოველგვარ გამოვლინებას და სასჯელს მათ გამო, ხოლო სალხინებელში შეიცნობს აღსარებისა და მონანიების შემდგომ სულის ამაღლებულ მდგომარეობას. მიწიერი ცოდვებისა და შეცდომებისაგან განწმენდილ პოეტს ვერგილიუსი წარუდგენს ახალ მეგზურს, ბეატრიჩეს (რწმენის, სიყვარულისა და სიკეთის განსახიერება), რომლის მეშვეობითაც იხილავს სამოთხეს. | ||
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა სიკვდილის ლანდი მომეჩვენება, განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება! დავიკრებ ხელებს და გრიგალივით გამაქანებენ სწრაფი ცხენები! ღამე ნათევი და ნამთვრალევი ჩემს სამარეში ჩავესვენები. დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე. |
![]() |
2.21 უკანასკნელი მატარებელი |
▲back to top |
უკანასკნელი მატარებელი
ჩემი სიცოცხლის გამმწარებელი
ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება,
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,
სულ მალე გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი,
ბედისას ვარსკვლავს სადარებელი.
რა საჭიროა ეხლა გოდება?
მატარებლის წინ როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?
მატარებელი ხუთ წუთში გავა.
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.
მივდევ ვაგონებს. მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?
![]() |
2.22 ქარი ქრის |
▲back to top |
კითხულობს: მარიტა ჭანიშვილი
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის |
![]() |
2.23 ქებათა ქება ნიკორწმინდას |
▲back to top |
კითხულობს პოეტი და იურისტი ანასტასია ინასარიძე
მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა. |
ნიკორწმინდა – ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, იგი აუგიათ ბაგრატ III-ის დროს (1010-1014 წწ.). შემონახულია XVII ს-ის ფრესკები. უწყვეტი თაღედითაა დამუშავებული თორმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი, უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, სიუჟეტური მრავალფიგურიანი რელიეფებით, რელიგიური შინაარსის სცენებით („ფერისცვალება“, „მეორედ მოსვლა“, „ჯვრის ამაღლება“), წმინდანების ფიგურებით, რეალური და ფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებებით (ქსე, ტ. VII, თბ., 1984, 435). | ||
გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით, ქარგით დამქარგავი ნაზი შუქურთმებით, ნეტა ვინ აზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა მაღლა ნიკორწმინდა! |
შუქურთმები – გალაკტიონისეული ნეოლოგიზმი, ღვთაებრივი შუქი. | ||
რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია – დარობს რამდი დარი. კარგად გამოჰკვეთა, ვინაც გამოჰკვეთა, სიბრძნით გამოჰკვეთა მძლავრი ნიკორწმინდა. აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება. ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო სვეტი – ნიკორწმინდა! |
რამდი-დარი – გალაკტიონისეული ნეოლოგიზმი, მისამღერი. |
||
ვგრძნობ, ვით დიადია თორმეტი სარკმელი, ხაზებში ანთია ცეცხლი მისარქმელი: ნეტა ვინ აანთო, რომ გრძნობით აანთო და წლებს გადაანდო ნათლად ნიკორწმინდა! |
მისარქმელი – გულში ჩასაკრავი (მირქმა – გულში ჩაკვრა). | ||
ხვეულთ დიადება ვხედავ – რა უხვია, დრომ მას დიადემა კრძალვით შეუხვია. ნეტა ვინ მოჰქარგა, და როცა მოჰქარგა, შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა გზნება – ნიკორწმინდა! |
დიადემა – თავსამკაული. გზნება – აღტაცება, აღფრთოვანება, გატაცება.
|
||
მკვეთრი და მოქნილი ხაზთა დასრულება არის ამოდქმნილი ნატვრის ასრულება. ეს ის სიმკვეთრეა, ეს ის სიმდიდრეა, რაითაც მკვიდრია ძეგლი – ნიკორწმინდა! |
ამოდქმნილი – საამოდ ქმნილი, კეთილნაგები. | ||
შენის სულმნათისად ასვლა ეროვანი: ყელი გუმბათისა მაღალღეროვანი, ცამდის აღერილი, ნებით აღერილი, სათნოდ აღერილი, გშვენის, ნიკორწმინდა! |
|||
მზერა ქართულია სივრცის დაუნჯებით, თვალი გართულია ფრთიან ფასკუნჯებით: ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გვინდა, გინდა დაეუფლო სივრცეს ნიკორწმინდა! |
დაუნჯება – განძად დაგროვება. ფასკუნჯი – (ზღაპრ.) დიდი ზომის ფრინველი, რომელიც გასაჭირში ჩავარდნილ გმირს ეხმარება აქ: ტაძრის პერანგზე გამოსახული ფიგურა. |
||
შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი. მძლავრი ხელოვნება, ხალხის ხელოვნება – ბრწყინავს საქართველოს ქებად ნიკორწმინდა! |
|
![]() |
2.24 შერიგება |
▲back to top |
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი, |
მოცარტი - (1756-1791 წწ.) გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი, რომელიც ოთხი წლისა უკრავდა კლავესინზე, ექვსი წლისამ კი შექმნა პირველი ნაწარმოები, თერთმეტისამ - ოპერა. შვიდი წლისა საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა ევროპაში. მან უმაგალითო გავლენა მოახდინა შემდგომი ეპოქის მუსიკალურ სტილსა და კომპოზიტორთა შემოქმედებაზე. მოცარტი რომანტიზმის სკოლის წინამორბედია მუსიკალურ ხელოვნებაში. თანამედროვეებმა მას „მუსიკის შექსპირი“ უწოდეს. | |||
დღეს ყველგან მზეა. ეხლა ამ ბაღებს და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს, მაისი ალით ააზამბახებს, ვით შეყვარებულს და მეოცნებეს. |
||||
ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი, ლამაზი შუქთა მარადი ნთებით, მე – მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე, მყინვარს – უმძიმეს იაგუნდებით. |
|
|||
ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე, მშვენიერების ლექსით მქებელი; დღეს ყველგან მზეა და სილამაზე, სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი! |
![]() |
2.25 შინდისის ტაძრებს |
▲back to top |
ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო, |
![]() |
2.26 წამყე ბეთანიისაკენ! |
▲back to top |
ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო, |
![]() |
2.27 ჭარხალი |
▲back to top |
ეზოში ყეფდა ბამბურა მურა, |
![]() |
3 პროზა |
▲back to top |
![]() |
3.1 მერი |
▲back to top |
![]() |
3.1.1 1 |
▲back to top |
ზაქარია ჭიჭინაძეს, ცნობილ მწიგნობარსა და ისტორიკოსს, ახალგაზრდებმა უქეს ჩემი
ლექსი ”მერი” – ეს ლექსი დიდი პოპულიარობით სარგებლობდა ერთ დროს.
– რა ჰქვია სახელად იმ ლექსს? – კიდევ შეეკითხა ზაქარია.
– ”მერი”.- იყო პასუხი.
– აა, გამიგონია,- სთქვა დინჯმა მწიგნობარმა… – მესხეთ-ჯავახეთშიც კი ძლიერ
გავრცელებულია ეს ლექსი.
– ეს როგორო? – გაოცდნენ ახალგაზრდები.
– იქ ასეთი ლექსია, – სთქვა ზაქარიამ, – ”მე რომ მოვკვდე, მე რისთვისა, გადამთიელ
მერისთვისა”! – ძალიან პოპულარული ლექსია, – დარწმუნებით დაამატა ზაქარიამ.
![]() |
3.1.2 2 |
▲back to top |
![]() |
3.1.3 3 |
▲back to top |
![]() |
3.1.4 4 |
▲back to top |
![]() |
3.1.5 5 |
▲back to top |
![]() |
3.2 6 |
▲back to top |
![]() |
4 გალაქტიონსა და მის შემოქმედებაზე |
▲back to top |
![]() |
4.1 გალაკტიონი და გრანელი |
▲back to top |
გალაკტიონ ტაბიძესა და ტერენტი გრანელს ხშირად ადარებენ ერთმანეთს. შეიძლება
ითქვას, ამ შედარებას თვით ტ. გრანელმაც დაუდო სათავე თავისი ზოგიერთი ლექსით,
განსაკუთრებით კი „მე და გალაკტიონით“. რაკი კრიტიკოსები იმთავითვე
აღნიშნავდნენ გალაკტიონის გავლენას მის შემოქმედებაზე, გრანელმა სცადა
ხაზგასმით აღენიშნა ის თავისებურებანი, რაც მას, როგორც პოეტს, გალაკტიონისგან
განასხვავებდა. ვნახოთ ზემოხსენებულ ლექსში რა თავისებურებებს გამოჰყოფს
ავტორი:
1. „გალაკტიონში არის დემონი
2. „გალაკტიონში მიწა ანათებს
3. „გალაკტიონში ლურჯი ფერია
უდავოდ საინტერესო შედარებებია, თუმცა ვერ ვიტყვი,რომ ამით სრულად და
ამომწურავად იყოს ნაჩვენებიგანსხვავება ორ პოეტს შორის და შეიძლება
ამდახასიათებაში წინააღმდეგობრივი მომენტებიც დავინახოთ:დავუშვათ, გალაკტიონში
არის დემონი და გრანელში უფრო ანგელოზია: ეს „უფრო“ ალბათ იმას მიანიშნებს, რომ
გრანელშიც რამდენადმე შეიძლება იყოს დემონი; ისმის კითხვა; გალაკტიონში კი არ
არის ანგელოზი? დავუშვათ, გალაკტიონში მიწა ანათებს და გრანელში უფრო ზეცის
სხივია: აქაც „უფრო“ იმას გულისხმობს ალბათ, რომ რამდენადმე გრანელშიც ანათებს
მიწა. კვლავ ისმის კითხვა: გალაკტიონში კი არ არის ზეცის სხივი? (ხომ აშკარაა,
რომ ამ მეორე შედარებით გრანელმა უკვე თავის უპირატესობაზე მინიშნება
შემოგვაპარა!) დავუშვათ, რომ გალაკტიონში ლურჯი ფერია და გრანელის ლექსიდან
მოჩანს უფსკრული; ახლა ვიკითხოთ: განა „ლურჯი ფერი“ დემონს უფრო შეეფერება,
„უფსკრული“ კი – ანგელოზს? თუ პირიქით უფროა? და კიდევ: „ზეცის სხივი“ და
„უფსკრული“ როგორ ეთავსება ერთმანეთს გრანელთან, ან „მიწის ნათება“ და „ლურჯი
ფერი“ – გალაკტიონთან?
თან თითქოს სწორი და მართებულია ეს დაპირისპირება–დახასიათებანი, თან
წინააღმდეგობრიობაც აშკარად ჩანს: ეს იმიტომ, რომ ავტორი მხოლოდ რამდენიმე
გარეგნულ ნიშანს გამოჰყოფს და საკითხს აცალმხრივებს, რათა განსხვავება უფრო
თვალსაჩინოდ დაგვანახოს; მსგავსებაზე კი არაფერს ამბობს, რადგან მსგავსება უკვე
გავლენაზე მიმანიშნებელია.
ჩვენში, საერთოდ, ობიექტურ განსჯასა და ანალიზს სუბიექტურობა და ემოციონალიზმი
ჭარბობს; არიან ე. წ. „გრანელისტები“, რომელნიც მიიჩნევენ, რომ ტერენტი გრანელს
არაფერი სჭირდა საიმისო, გალაკტიონისთვის მიებაძა ან გასჯიბრებოდა. რეალური
სურათი კი სულ სხვაგვარია; ტერენტი გრანელი არა მარტო ზოგადად არის დავალებული
გალაკტიონის პოეტიკით, არამედ ცალკეულ შემთხვევებში სწორადაც რომ ბაძავს და
ეჯიბრება გალაკტიონს: ამას ადასტურებს არა მარტო მისი კონკრეტული ნაწარმოებები,
არამედ ბიოგრაფიული ფაქტებიც. მწერალი გენო ქელბაქიანი იგონებს ასეთ ეპიზოდს:
ტერენტი გრანელის წიგნი გამოსულა, რომელშიც შეტანილი იყო ლექსი „Memento mori“.
ეს ლექსი თოთხმეტმარცვლიანი მაღალი შაირით (4:3: 4: 3) არის დაწერილი, ისევე,
როგორც გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“ და „ეფემერა“, თემატურადაც „Memento mori“.
საკმაოდ ახლოს დგას „ეფემერასთან“ – საკუთარი პიროვნების გამორჩეულობასა და
უნიკალურობაზე ხაზგასმით, თვითაღიარებით; გალაკტიონს, როგორც კი ხელთ ჩავარდნია
ეს კრებული, წაუკითხავს და მეორე დღეს ტერენტის რომ შეხვედრია, „Memento mori“
ზეპირად წარმოუთქვამს ავტორის წინაშე, ოღონდ რაიმე სიტყვიერი კომენტარი (ქება
ან კრიტიკული შენიშვნა) არ დაურთავს; ტერენტი საგონებელში ჩავარდნილა და როცა
გენო ქელბაქიანისთვის უამბნია ეს შემთხვევა, გულდაწყვეტილი კილოთი დაურთავს:
„მე კი მეგონა ეს ლექსი გალაკტიონის ლექსებს არაფრით ჩამოუვარდებოდაო“.
გენო ქელბაქიანი სხვა ეპიზოდსაც იგონებს: რომელიღაც კრიტიკოსს ტ. გრანელი
გალაკტიონის მიმბაძველად გამოუცხადებია პრესაში. ტერენტი გაბრაზებულა, ოღონდ
არა იმდენად იმ კრიტიკოსზე, არამედ თვითონ გალაკტიონზე; გენო ქელბაქიანს და
გალაკტიონს გაუგიათ, რომ ტერენტი შეუძლოდ იყო და სანახავად მისულან. ტერენტის
კი ასეთი რამ უთქვამს გალაკტიონისთვის:
„თუ შენ ჩემთან მოხვედი, როგორც დიდი პოეტი პატარა პოეტთან, იცოდე სასტიკად
ცდები“.
გალაკტიონს, რა თქმა უნდა, გაუპროტესტებია:
„რას ამბობ, ძამიკო, რის დიდი პოეტი, მე მოვედი შენთან,
ტერენტის კი ამგვარად გაუგრძელებია:
„ეგეც იცოდე, მე შენზე დიდი პოეტი ვარ“.
გალაკტიონს უცნაურად გაღიმებია და უპასუხნია:
„კი, ძამიკო, ჩემზე დიდი ხარ“.
სხვათა შორის, ტერენტი გრანელმა თავის ერთ წიგნს რომ „Memento mori“ უწოდა
(მსგავსად ზემოთხსენებული ლექსისა), ამ ფაქტშიც შეიძლება დავინახოთ გალაკტიონის
მიბაძვა: გალაკტიონის ცნობილი „არტისტული ყვავილები“ ხომ ფრანგული სათაურით
დაისტამბა „Le crâne aux fleurs artistiques“(სიტყვასიტყვით: „თავის ქალა
არტისტული ყვა- ვილებით“). თავის ქალა ხომ თავისთავად სიკვდილთან არის
ასოცირებული; და ტერენტი გრანელმაც ცნობილი ლათინური გამოთქმა „Memento mori“
(„გახსოვდეთ სიკვდილი“) აირჩია; ვითომ ყოველივე ეს შემთხვევითია?
ახლა იმ ლექსებს გადავხედოთ, რომლებშიც ტ. გრანელი გალაკტიონს იხსენებს:
„გალაკტიონი ყოველთვის დიდი,
„გალაკტიონი ხომ პოეტია,
„ერთად ვხეტიალობდით თბილისის ბულვარებში,
„ეჭვი არ არის, რომ გალაკტიონს
როგორც ვხედავთ, აქ გალაკტიონის აღიარებაც არის, მისდამი სიყვარულიც,
გაჯიბრებაც და მასზე აღმატებულობის თვითრწმენაც.
ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ლექსი „Memento mori“ გალაკტიონის „ეფემერას“ („ლურჯა
ცხენებსაც“) ჰგავს როგორც გარეგნული ფორმით, ასევე, რამდენადმე,
შინაარსობლივადაც. ტერენტის აქვს სხვა ლექსებიც, სადაც კიდევ უფრო აშკარად
იგრძნობა გალაკტიონის გავლენა: 1921 წელს დაწერილი „მწუხარება ნაკეცი“ და 1922
წელს დაწერილი „მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე“ ფორმით ზუსტად იმეორებს
გალაკტიონის „ლურჯა ცხენებს“ და „voiles“-ს: მეტრი და რიტმი აქაც
თოთხმეტმარცვლიანი მაღალი შაირია (4: 3: 4: 3), სტროფში რითმების განლაგებაც
გალაკტიონის აქ დასახელებულ ლექსთა ანალოგიურია (aaabcccb). გალაკტიონამდე
ამგვარ ვერსიფიკაციულ სქემას ქართული პოეზია არ იცნობდა. და თუმცა ტერენტი
გრანელის ორივე ეს ლექსი შედევრია, მაინც „ლურჯა ცხენებთან“ მიმართებაში
ერთგვარი „მეორადობის“ შთაბეჭდილებას ტოვებენ; ერთი დაზუსტებაც: „ლურჯა
ცხენების“ რამდენიმე სტროფში ის სამმაგი შიგა რითმაც გაორმაგებულია და
aaabcccb-ს ნაცვლად გვაქვს aaabaaab, ანუ თვით ამ ფორმალური მაჩვენებლითაც –
შიგა რითმების რაოდენობითაც – „ლურჯა ცხენები“ მიუწვდომელ ნორმად რჩება, რომ
აღარაფერი ვთქვათ, საერთოდ, შესრულების აბსოლუტურ, სხვათათვის მიუწვდომელ
ხარისხზე, შინაგან მონუმენტურობასა და კოსმიურ მასშტაბზე, ღრმა და ენიგმურ
შინაარსზე (მკვლევარი როლანდ ბურჭულაძე, მაგალითად, თავის მონოგრაფიაში „მხოლოდ
ინტეგრალები“ ამტკიცებს, რომ „ლურჯა ცხენებში“ დაშიფრულად არის გადმოცემული
პლატონის ერთ-ერთი დიალოგის შინაარსი – კამათი სულის უკვდავების შესახებ.
გამოკვლევაში ისიც კი არის მითითებული, „ლურჯა ცხენების“ რომელი სტრიქონი
პლატონისეული დიალოგის რომელი პერსონაჟის სიტყვებს შეესაბამება – სოკრატეს თუ
მისი თანამოსაუბრეებისა; რ. ბურჭულაძე გალაკტიონის არაერთ სხვა ლექსშიც
კითხულობს დაშიფრულ კონკრეტულ შინაარსებს: გავიზიარებთ თუ არა მკვლევარის
დასკვნებს, სხვა საკითხია, მაგრამ გალაკტიონის მრავალი ლექსი რომ ენიგმაა და
გაშიფვრის სურვილს ბადებს, ეს უდავოა; გალაკტიონის თაობის სხვა პოეტთა
შემოქმედებაზე კი მსგავსი რამ ალბათ ნაკლებად ითქმის).
ტერენტი გრანელის „მწუხარება ნაკეცი“ და „მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე“
გალაკტიონის სხვა ლექსებისგანაც არის დავალებული ცალკეული მხატვრული სახეებით.
ვნახოთ კონკრეტულად:
გალაკტიონი:
„დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
გრანელი:
„სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
გალაკტიონი:
„მიჰქონდათ კიდევ კუბო,
გრანელი:
„როგორც ლურჯი პარიკებს,
გალაკტიონის კვალი ტერენტის სხვა ლექსებშიც შეიმჩნევა:
გალაკტიონი:
„ბედი ქროლვის გარეშე ჩემთვის არაფერია,
გრანელი:
„და ვიცი უსათუოდ ვარ მსოფლიო პოეტი
გალაკტიონი:
„ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
გრანელი:
„ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს
გალაკტიონი:
„ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი“
გრანელი:
„მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი“
აქ მოტანილი მაგალითებიდან გალაკტიონის ლექსები უფრო ადრეა დაწერილი, ვიდრე
გრანელისა და ამდენად, უდავოა, რომ გავლენა გალაკტიონიდან მოდის. მაგრამ არის
ისეთი შემთხვევებიც, როცა ამ ორი პოეტის ერთსა და იმავე წელს დაწერილ
ლექსებშიცაა გარკვეული სახის მსგავსება და გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ აქაც
უთუოდ გალაკტიონის გავლენას განიცდის გრანელი. შეიძლება პირიქითაც იყოს, ზოგ
შემთხვევაში მაინც.
როგორც უკვე ვთქვით, „მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე“, რომელშიც „ლურჯა ცხენების“
ვერსიფიკაციული სქემაა იმიტირებული, ტ. გრანელმა 1922 წელს დაწერა. იმავე 1922
წელს შეიქმნა გალაკტიონის „ეფემერა“, რომელშიც მთავარი თემა კვლავ ლურჯა
ცხენების მხატვრული სახეა, მეტრი და რიტმიც იგივეა, რაც „ლურჯა ცხენებში“ (ანუ
თოთხმეტმარცვლიანი მაღალი შაირი), მაგრამ შიგა რითმები აღარ არის, მხოლოდ
ჩვეულებრივი ჯვარედინი გარითმვაა (abab); 1922 წლითვე თარიღდება გრანელის
„ცისფერი სიშორეც“; მეტრი, რიტმი და გარითმვა ამ ლექსში „ეფემერას“
ანალოგიურია; მე ავტოგრაფებზე ხელი არ მიმიწვდება და ვერ ვიტყვი, გალაკტიონისა
და გრანელის ამ 1922 წლით დათარიღებული ლექსებიდან რომელი რომელზე ადრე
დაიწერა; ასევე არ ვიცი ტიციან ტაბიძის ლექსის „ცხენი ანგელოსით“ შექმნის
თარიღი (ავტორის აღიარებით ეს ნაწარმოები იყო თავისებური დისერტაცია პოეზიის
მეფის ტიტულის მოსაპოვებლად); არც პაოლო იაშვილის „წითელი ხარის“ და ალიო
მირცხულავას „ელვის რაშების“ დაწერის თარიღებია ჩემთვის ცნობილი; მაგრამ ერთ
რამეში დარწმუნებული ვარ – აქ ჩამოთვლილი ლექსების შექმნის იმპულსი უთუოდ
„ლურჯა ცხენებიდან“ მოდის: საკმარისია გადაიკითხოთ ეს ნაწარმოებები და,
ვფიქრობ, ნათქვამის სიმართლეში დარწმუნდებით; პოეტებმა დაინახეს, რომ „ლურჯა
ცხენების“ სახით გალაკტიონმა თავისი „მერანი“ შექმნა, ქართული (და მსოფლიო!)
ლირიკის ევერესტი დაიპყრო და ბარათაშვილს გაუტოლდა; ბუნებრივია, რომ ამ დიდად
ამბიციურ და ნიჭიერ პოეტებსაც მოესურვათ იგივე გაემეორებინათ. დააკვირდით: ა.
მირცხულავას ლექსის სათაური „ელვის რაშები“ თითქოს ერთგვარად „გაუმჯობესებული“
მოდიფიკაციაა „მერანისა“ და „ლურჯა ცხენებისა“. ამ ლექსში ა. მირცხულავა
ახალგაზრდული კადნიერებით აცხადებს:
„ისმის მთების გუგუნი და კლდეების ღრეობა,
მირცხულავას ეს ლექსიც, მსგავსად გრანელის „ცისფერი სიშორისა“, ფორმით უფრო
„ეფემერას“ ჰგავს, ვიდრე „ლურჯა ცხენებს“: ის ჯვარედინრითმიანი,
თოთხმეტმარცვლიანი მაღალი შაირია. შინაარსობლივადაც „ეფემერას“ უფრო უახლოვდება
ეს ლექსი (რასაკვირველია, ზედაპირულ, გარეგნულ ასპექტში): მართალია, „ეფემერა“
„ლურჯა ცხენების“ ერთგვარი „დუბლია“, თან თავისი გლობალური მასშტაბით ლამის
მასზე აღმატებულიც კი, მაგრამ მასში არის უფრო ლოკალურ-პირადული ხაზიც –
საკუთარი პოეტური რენომეს დადგენისა და აგრეთვე მეტოქე-კოლეგებთან თავისებური
ანგარიშწორების მომენტიც (სწორედ ამ მხრივ ენათესავება „ეფემერას“ მირცხულავას
„ელვის რაშებიცა“ და გრანელის „ცისფერი სიშორეც“): აქ გალაკტიონი თავის
„ერთადერთობაზე პირდაპირ განაცხადს აკეთებს („ვწუხვარ, ერთადერთი ვარ...“) და
სხვა პოეტებზე თავის აღმატებულებას უსვამს ხაზს:
„ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
ტერენტი გრანელის „ცისფერი სიშორეც“ ასევე
„ალბათ გენიოსი ვარ და ცისფერი სიშორე“.
მე გალაკტიონზე წლების წინათ დაწერილ სტატიაშიც ვამბობდი, რომ „ეფემერა“ პოეტთა
მეფის პასუხია მეტოქეებისადმი, რომლებიც მასთან გაჯიბრებას ბედავენ; მაგრამ
თარიღების დაუზუსტებლობის გამო არ ვიცი, „ეფემერას“ შემდეგ დაიწერა გრანელის
„ცისფერი სიშორე“ და მირცხულავას „ელვის რაშები“ თუ უფრო ადრე, და ამ ლექსთა
მსგავსება გალაკტიონის ამ კონკრეტულ ლექსთან კვლავ გალაკტიონის გავლენითაა
გამოწვეული თუ პირიქით, გალაკტიონი განიცდის ამჯერადგრანელისა და მირცხულავას
გავლენას და „ეფემერა“-თი ამტკიცებს თავის აღმატებულობას სწორედ იმავე
ვერსიფიკაციული მოდელის გამოყენებით, რომელიც ამ პოეტებმა მისგან ისესხეს...
ბარემ აქვე დავძენთ: უფრო მოგვიანებით, ალიო მირცხულავას რომელიღაც ლექსში
ასეთი სტრიქონი გაკრთა: „მე მაპატიებს გალაკტიონი“. დაბეჯითებით მტკიცებას არ
ვაპირებ, მაგრამ შეიძლება სწორედ იმ კადნიერი გაჯიბრებისათვის ებოდიშება ავტორი
პოეტთა მეფეს... ახლა კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი ვნახოთ მსგავსებისა
გალაკტიონისა და გრანელის ლექსებს შორის: ეს ნაწარმოებებიც 1922 წლით არის
დათარიღებული – გალაკტიონის „ალაზანთან“ და გრანელის „მოგონება ქარში“: აქ
ვხედავთ ერთმანეთის მსგავს პოეტურ სახეებს, თანაც რამდენჯერმე, მოდიფიცირებულად
განმეორებულს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ პოეტური სახეების
წარმომავლობა არც საკუთრივ გალაკტიონისეულია და არც გრანელისეული, არამედ იეთიმ
გურჯის ერთი ლექსიდან იღებს სათავეს; ვნახოთ შესაბამისი სტრიქონები სამივე
პოეტთან:
იეთიმ გურჯი:
„სიზმრად ვნახე საიათნოვა,
გალაკტიონი:
„დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.
გრანელი:
„იმას არ ველი, ის აღარ მოვა,
„ის არ მოსულა, ის აღარ მოვა,
„ის დაიკარგა ქარში ოდესღაც,
ისმის კითხვა: გალაკტიონმა და ტერენტიმ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ისარგებლეს
იეთიმ გურჯის სტრიქონებით, თუ ჯერ ერთმა მათგანმა მოიმოქმედა ეს, მეორემ კი
მისი წაბაძვით იგივე გაიმეორა? და თუ ეს უკანასკნელი ვარაუდია სწორი, ამ
შემთხვევაში პრიორიტეტი ვის ეკუთვნის – გალაკტიონს თუ გრანელს? ალბათ უფრო
გალაკტიონს და აი რატომ: ტერენტი გრანელს ნაკლებად ახასიათებს ტრადიციისადმი
ინტერესი, ტრადიციასთან შემოქმედებითი დამოკიდებულება – მეორადი
გადამუშავებანი, ციტირებანი. ალუზიები, პერიფრაზები ქართული თუ უცხოური
ლიტერატურიდან: გალაკტიონის პოეზია კი სწორედ ამ ნიშნით არის აღბეჭდილი.
პაუნდისა და ელიოტის მსგავსად გალაკტიონიც წარსულის კულტურული მემკვიდრეობის
ინტენსიურ შემოქმედებით გადამუშავებას ახდენს: მისთვის არა მხოლოდ კლასიკის
მწვერვალებია ყურადღების საგანი, არამედ შედარებით მოკრძალებული მასშტაბის
ლიტერატურული ნიმუშებიც: მაგალითად მის ლექსებში არაერთგან გვხვდება ივანე
კერესელიძის სტრიქონი „დაჰკარ გრძნობით დაირასა“, გვხვდება აგრეთვე ალექსანდრე
ჭავჭავაძის „ვაჰ, დრონი, დრონი“, გრიგოლ ორბელიანის „ჩემო იარალი“ და ა. შ.
ტერენტი გრანელს რაც შეეხება, არა მგონია, ის თავისთავად დაინტერესებულიყო
იეთიმ გურჯის ლექსით, მაგრამ გალაკტიონის მიერ უმაღლეს ესთეტიკურ რეალობად
გარდაქმნილმა იეთიმ გურჯისეულმა მოტივმა, ჩანს, ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა
მასზე და დააწერინა გალაკტიონის ლექსზე არანაკლებ შთამბეჭდავი ნაწარმოები: მისი
„მოგონება ქარში“ ისევეა შედევრი, როგორც გალაკტიონის „ალაზანთან“.
ახლა ისევ ჩვენი სახელოვანი მგოსნების პოეტურ ამბიციებს მივუბრუნდეთ.
ხელოვნებაში ინდივიდის, „მე“-ს კულტი მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის
ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამ დროს დიდი თუ პატარა საკუთარ გამორჩეულობასა და
უნიკალურობაზე ცდილობდა სხვათა ყურადღების მიპყრობას. გამონაკლისები ამ მხრივ,
რა თქმა უნდა, არც გალაკტიონი და ტერენტი იყვნენ, ოღონდ ერთი კი უნდა შევნიშნოთ
– გალაკტიონი უფრო არტისტულად „შეფუთული“ სახით წარმოგვიდგენს თავის ამბიციებს,
მხატვრული აუცილებლობის დაღით აღბეჭდავს შესაბამის კონტექსტში, ტერენტი კი
უმეტეს შემთხვევაში ზედმეტად პუბლიცისტური პირდაპირობით აკეთებს ამას, თითქოს
„კლასი არ ჰყოფნის“ საიმისოდ, რომ ლექსებში გამჟღავნებული ეს თვითშეფასებანი
მკაცრი გემოვნების მქონე მკითხველისათვის უშენიშვნოდ მისაღები გახადოს.
შევადაროთ ერთმანეთს სათანადო მაგალითები ორივე პოეტის შემოქმედებიდან:
გალაკტიონი:
„რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით
„როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
„ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები
„ვწუხვარ, ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
„მე უშიშარი ლომი,
ტერენტი:
„მე, ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება“
„ უკვე იწამეს ჩემი გენია
„ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა“
„ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა
„და, ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს
„მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ, ვიცი. “
ტალანტი, ნიჭი, გენიოსობა – ამ ტერმინებით კრიტიკოსი თუ აფასებს პოეტს (და,
საერთოდ, შეფასება პროზაულ ტექსტში თუ ხდება), ეს სხვა საკითხია, მაგრამ ლექსში
ასე პირდაპირი ლაპარაკი საკუთარ შემოქმედებით უნარებზე თუ მონაცემებზე
პროზაიზმად აღიქმება და, ცოტა არ იყოს, „ყურს ჭრის“; იქნებ ვინმე შეგვედავოს,
გალაკტიონი რომ „მეფედ“ და „ლომად“მოიხსენიებს თავს, ეს საკუთარ გენიოსობაზე
მინიშნება არ არისო? საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ეს მინიშნებაა და არა
შიშვლად თქმა: „მეფე“, „ლომი“, „ერთადერთობა“ და ა. შ. მხატვრული ფიგურებია,
მხატვრული პირობითობანი და თუმცა აშკარად ამხელენ პოეტის ამბიციას, ნაწარმოების
კონტექსტში მოხდენილად ჟღერენ და რაიმე უხერხულობას არ ქმნიან. როცა გალაკტიონი
ერთ ლექსში ამბობს – „წყნარად, მსოფლიო! წინ, მსოფლიო! მსოფლიო, ჩუმად!“ –
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მართლა მსოფლიოს მბრძანებელი მეტყვე- ლებდეს,
ან სულაც გაცხადებული უფალი მრისხანებდეს განკითხვის დღეს: და ეს იმიტომ, რომ
აქ მხატვრულ მეტყველებასთან გვაქვს საქმე, პოეტურ ტექსტში დაცულია მხატვრულობის
კანონი და ემპირიული რეალობა არ არღვევს მას, როგორც ეს გრანელთან ხდება.
მართალია არც იმის თქმა შეიძლება, რომ გრანელის ლექსებს დიდად ვნებდეს ეს
გადაჭარბებული პირდაპირობა, მაგრამ ეს მაინც ხარვეზია; არადა, როცა
მოინდომებდა, გრანელს გალაკტიონზე არანაკლებ ლამაზად და მაღალმხატვრულად შეეძლო
ლექსში თავისი შემოქმედებითი ამბიციის გამოხატვა:
„ჩემი სუსტი სხეული გაწყვეტილი ძაფია,
ჩემი შემოქმედება დედამიწის სიზმარი. “
მაგრამ ცოტა უფრო ზემოთ მოყვანილ მაგალითებში რომ ტერენტი თავის მომავალ
„მსოფლიო აღიარებაზე“და თავის მიერ „მსოფლიოს დაპყრობაზე“ ქადილით ლაპარაკობს,
ეს, ცოტა არ იყოს ინფანტილურობისა და არაადეკვატურობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ან კიდევ, როცა ტერენტი ერთ ლექსს ასე იწყებს :
„ეს არის ბაღში ახლა მოვედი,
ეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, კომიკურად ჟღერს : გეგონება, „ტალანტი“ რაღაც მძიმე
ნივთი, ტვირთი იყოს და ხელში დაჭერილი ან ზურგზე მოკიდებული მოჰქონდეს!
რაც შეეხება ტერენტის განაცხადს:
„ეჭვი არ არის, რომ გალაკტიონს
განა ესეც რეალობის გრძნობის არქონაზე არ მეტყველებს? „ეჭვი არ არისო“, ისე
ამბობს, თითქოს უკვე მთელი ქართული ლიტერატურული სამყარო (მწერლები,
კრიტიკოსები, მკითხველები) ღაღადებდეს – ტერენტი გრანელმა გალაკტიონს აჯობა
თავისი შემოქმედებით და „პოეტთა მეფის“ სახელი გალაკტიონს უნდა ჩამოერთვას და
ტერენტის მიენიჭოს! კი მაგრამ, სად და როდის მოხდა ამგვარი რამ? ასე ხომ მხოლოდ
თვითონ ტერენტი გრანელი ფიქრობს (და, შესაძლოა, ერთი-ორი „გრანელისტიც“),
დანარჩენ საზოგადოებას კი სწორედ იმაში არ ეპარება ეჭვი, რომ გალაკტიონისთვის
„პოეტთა მეფის“ სახელი არავის ჩამოურთმევია...
ასევე რეალობის გრძნობას მოკლებულია ტერენტის სხვა განაცხადიც:
„და პოეზია ტრიალებს ახლა
სხვათა შორის, მე ნებისმიერ „გრანელისტზე“ არანაკლებ ღრმად მაქვს
შესწავლილ-შეთვისებული ტერენტი გრანელის შემოქმედება, არც მათზე ნაკლებად
მიყვარს იგი და სულაც არ ვაყენებ ეჭვქვეშ მის დიდ პოეტობას (გნებავთ,
გენიალობას), როგორც შეიძლება მოეჩვენოთ ამ წერილის წამკითხველებს. ოღონდ,
არისტოტელეს თქმის არ იყოს, „პლატონი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი
მეგობარია“; მე რეალურად არსებულ ვითარებაზე ვლაპარაკობ და არა ჩემს სუბიექტურ
წარმოსახვებზე, არგუმენტების მოშველიებით ვცდილობ ცხადვყო, რომ ტერენტი
გრანელის შემოქმედება შესამჩნევად არის დავალებული გალაკტიონისაგან; თუ ვინმე
უფრო ძლიერი არგუმენტებით გააბათილებს ჩემს დასკვნებს, დაე სცადოს, ჰა ბურთი,
ჰა მოედანი!
სხვათა შორის, ტერენტი გრანელს მაინცდამაინც გალაკტიონთან რომ აჯიბრებენ და
ზოგჯერ უპირატესობასაც კი ანიჭებენ, ეს შემთხვევითი როდია: როგორც წერილის
დასაწყისში ვთქვი, ამ შედარებას გარკვეულწილად თვით ტერენტი გრანელმა დაუდო
სათავე გალაკტიონთან თავისი დაუფარავი მეტოქეობით და, როგორც ჩანს,
„გრანელისტები“ თავიანთ კერპს უფრო უჯერებენ, ვიდრე ობიექტურ სინამდვილეს; მე
იმასაც კი ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ალბათ არც თუ ისე საფუძვლიანად იცნობს
გალაკტიონის მეტად ვრცელ შემოქმედებას, სათანადოდ არა აქვთ გაცნობიერებული მისი
პოეზიის უჩვეულო მრავალწახნაგოვნება და უნივერსალიზმი, ძნელად შესაცნობი სიღრმე
და ზეადამიანური მასშტაბები, ოსტატობის სრულიად განსაკუთრებული, აბსოლუტური
ხარისხი: „გალაკტიონისთანა დიდი ვირტუოზი ლექსისა არც საქართველოს და არც
საერთოდ ჩვენს პლანეტას არ მოეპოვებაო“, განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ,
რომელიც ორიგინალში კითხულობდა რუსულ, გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ და ინგლისურ
ენებზე შექმნილ პოეზიას, საერთოდაც ხელი მიუწვდებოდა მსოფლიო ლიტერატურაზე და
მგონი მის გემოვნებას დაეჯერება, თუნდაც რამდენადმე ჰიპერბოლიზებულად გვეჩვენოს
მისი ეს განაცხადი. რაგინდ არ უნდა გვიყვარდეს ტერენტი გრანელის შემოქმედება,
იგი გალაკტიონის მასშტაბებთან შედარებით მაინც რამდენადმე კამერულად უნდა
მივიჩნიოთ; ქართული ანდაზა ამბობს – „კამეჩთან მოჭიდავე ხარს რქა არ შერჩებაო“:
იქნებ ამ უფაქიზეს ლირიკოსებზე საუბრისას ცოტა ტლანქად ჟღერდეს ეს ხალხური
გამონათქვამი, მაგრამ საქმის ვითარებას ზუსტად კი შეესაბამება...
ოღონდ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგ-ზოგები, საპირისპიროდ „გრანელისტებისა“,
მეორე უკიდურებასობაში ვარდებიან – ტერენტი გრანელი არასაკმარისად თვითმყობად
შემოქმედად ეჩვენებათ, რაკი მის პოეზიაში გალაკტიონის გავლენას ხედავენ;
სხვაგვარად რით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ წლების წინათ რაღაც კონკურსის
მსგავსი ჩატარებულა, მეოცე საუკუნის ხუთი საუკეთესო ქართველი პოეტი უნდა
დასახელებულიყო თურმე და ამ ხუთეულში ტერენტი გრანელი ვერ მოხვედრილა! ზუსტად
არ ვიცი, გალაკტიონის გარდა ვინ და ვინ გააერთიანეს იმ ხუთეულში, მაგრამ, თუ არ
ვცდები, ერთი ცოცხალი პოეტიც შეუყვანიათ „ორიგინალური ხელწერით“ გამორჩეულობის
გამო; ორიგინალობა, რა თქმა უნდა, კარგი და სასურველია, მაგრამ, პოეზიის
შეფასების მთავარი კრიტერიუმი მაინც მხატვრული ხარისხი და თემატიკის
მასშტაბურობაა ერთდროულად მოცემული, და ამ მხრივ, არა მგონია, ტერენტი გრანელმა
ვინმეს ეგრე ადვილად დაუთმოს გალაკტიონის გვერდით დგომის პატივი... რაკი ის
ტლანქი ანდაზა მაინც დავისაჭიროვეთ ზემოთ, ბარემ ესეც ითქვას: ხარი იქნებ
კამეჩს ვერ უსწორდებოდეს, მაგრამ ვერძებთან თუ ვაცებთან შედარებით დიდი
უპირატესობა აქვს...
ან განა ორიგინალობისა და თვითმყოფადობის მხრივ მართლა რაიმე აკლია ტერენტი
გრანელს? უდიდესი ფრანგი პოეტი პოლ ვალერი თავისთავს სტეფან მალარმეს
მიმდევრად, მალარმეს სკოლის პოეტად აცხადებდა. არც ტერენტი გრანელს აყენებს
ჩრდილს გალაკტიონის პოეტიკით დავალებულობა, გნებავთ, გალაკტიონის სკოლის პოეტად
შერაცხვა. მისი ხელწერა გალაკტიონის ხელწერისაგან მკვეთრად განსხვავებულია
მაშინაც კი, როცა საგანგებოდ ახდენს გალაკტიონის ლექსის ვერსიფიკაციული სქემის
იმიტირებას და ამით, როგორც უკვე ვთქვით, ერთგვარი „მეორადობის“ დაღს ასვამს
თავის ლექსს: შევადაროთ ერთმანეთს ზემოთ უკვე არაერთგზის ნახსენები „მონოლოგი
უდაბნოს ყვავილებზე“ და „ლურჯა ცხენები“ და აშკარად დავინახავთ, რომ ვერც
ვერსიფიკაციული იდენტურობა და ვერც ზოგადად მსგავსი პოეტიკა ვერ ფარავს იმ
შინაგან, არსობრივ განსხვავებულობას, რაც ამ ორ დიდ პოეტურ ინდივიდუალობას
შორის არსებობს: სხვადასხვაგვარია მათი ბიორიტმები თუ ენერგეტიკა, შინაგანი
ჰაბიტუსი თუ აურა, და, რა თქმა უნდა, მსოფლაღქმა, სამყაროსთან მიმართების
მოდუსი...
ვფიქრობ, „გრანელისტებისა“ და „ანტიგრანელისტების“ ზემოთ მითითებული
უკიდურესობანი ერთი მედლის ორი მხარეა: რატომღაც არცერთ მხარეს ხელს არ აძლევს
ობიექტური რეალობა, ანუ ის, რომ ტერენტი გრანელი გალაკტიონის გავლენის
მიუხედავად არის დიდი პოეტი: პირველთ ამ გავლენაზე სიტყვის გაგონება არ სურთ,
მეორენი კი პირიქით – მეტისმეტად აზვიადებენ ამ გავლენის როლს: ჩანს, ორივე
მხარეს „გავლენა“ რაღაც მომაკვდინებელი ცოდვა ჰგონია; არადა, გავლენებისაგან
თავისუფალი მწერალი, ხელოვანი ალბათ საერთოდ არ არსებობს ბუნებაში: ეს თითქოს
ყველამ იცის ზოგადად, თეორიულად, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ
ხელოვანთა შემოქმედებაზე საუბრისას ეს ცოდნა რატომღაც დავიწყებული გახლავთ.
14. 03. 2010.
და ჩემში უფრო ანგელოზია“.
და ჩემში უფრო ზეცის სხივია“.
და ჩემ ლექსიდან მოჩანს უფსკრული“.
როგორც მეგობარ პოეტთან“.
გალაკტიონი ზეცისკენ მიდის“.
ზარი სიონის გულზე მეტია.
გალაკტიონი რომ მდიდარია,
ზარი სიონის კივის, დარია.
გალაკტიონი ხომ ძვირფასია.
გალაკტიონი მუდამ ასეა“.
რესტორნებში, ბაღებში, მე არსად არ ვტოვებდი,
შენ პოეტად შეგიცნეს, როს ჩაგხედეს თვალებში,
მე კი დავრჩი მტკვრის პირას, უსახელო პოეტი“.
მე ჩამოვართვი მეფის სახელი“.
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი“.
(„სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“)
როგორც ლურჯი სინაზე, დაიკივლებს ვარდებში“
(„მწუხარება ნაკეცი“...)
ყორნების საუბარი:
დარეკე! დაუბარე!
ათოვდა ზამთრის ბაღებს.“
(„ათოვდა ზამთრის ბაღებს“)
ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან“.
(„მონოლოგი უდაბნოს ყვავილებში“).
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები“.
(„ეფემერა“)
და პოეტის სახელი ჩემთვის ყველაფერია“.
(„ალბათ იქ სიცილია...“)
ვიღაც ფრთებს მიკეცავს,.. ეჰა, ვიტანჯები!“
(„ძვირფასო, ძვირფასო...“)
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ...“
„პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდას,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს“
(„ფარული ვედრება“)
(„საუბარი ედგარზე“)
(„ფარული ვედრება“)
ცაზე ელვის რაშები ცეცხლს აჩენენ ჭენებით,
ამ უდაბურ მიდამოს, ამ უკუნეთ ხეობას
ვერ გაივლის მერანი და ვერც ლურჯა ცხენები!“
„რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე ისევ ლურჯა ცხენები“.
კადნიერად ამხელს ავტორის ამბიციას:
„მხოლოდ მე ვარ დამწვარი, მხოლოდ მე ვიფერფლები
და დროა, საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია“.
„მითხრა: გეყო ტანჯვა, გლოვა,
„რაც დაკარგე, მას ნუ ეძებ,
„ის არ მოვა, აღარ მოვა“.
„რაც დაიკარგა, ის აღარ მოვა.
აქვითინების დრო მერე მოვა,
„დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.
„განწირულებას არ მისცე თავი.
„არ მოიზიდო ცრემლების თოვა.
„დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.
„ის – დაიღუპა. ის – აღარ მოვა“.
იმაზე წუხელ არ მიფიქრია“.
ის დადიოდა ბაღში ოდესღაც“.
იმას არ ველი, ის აღარ მოვა“.
ვკვდები“
ისე ერთია გალაკტიონი“
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი
არსაიდან“
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები“
მოპოვებული მსხვერპლით.“
და ჩემი ცეცხლი დაუშრეტელი.“
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.“
ვგრძნობ, მსოფლიო აღიარებს მალე.“
მომაქვს ტალანტი დიდი პოეტის“ –
მე ჩამოვართვი მეფის სახელი“ –
„მხოლოდ ტერენტი გრანელის ირგვლივ.“
![]() |
4.1.1 მარსიანი |
▲back to top |