The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დიდგორი

სანიკიძე ლევან

დოდგორი (უქარქაშო ხმლები : წიგნი I)

ციურ მშვიდობას მოიპოვებს იგი, ვინც მახვილს აღმართავს ასეთ მართალსა და სამადლო ომში.

შექსპირი.

ჰამადანში, ერაყ-ირანის სულტანატის სასახლის კარზე, ერთმანეთს ცვლიდნენ მოაჯე თურქთა ბრბოები. მოდიოდნენ „ყოველი თურქობის“ წარმოგზავნილნი: ამიერკავკასიის, მცირე აზიის, მესოპოტამიის და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებიდან. ტანზე შავი, სამგლოვიარო სამოსი ჩაეცვათ, მოშვლე- პილი თავები, პირი-სახე და ხელები შავადვე შეემურათ, ის- ტერიულად ჰკიოდნენ, სხეულს იკაწრავდნენ და სულტანთან შეხვედრას ითხოვდნენ.

სულტანიც ღებულობდა ალლაჰის მონა-მორწმუნეებს, სულტანი მაჰმუდ, ძე მუჰამედისა.

ძირს ემხობოდნენ მოაჯენი, ბღავილით, ღნავილით, ცრემლთა თხევით და სხეულის ხოკვით. როცა ისტერიით გულს იჯე- რებდნენ, საჩივარს აღავლენდნენ.

ხოლო, საჩივარი — ქართველებზე და ქართველთა მეფეზე.

მზის ქვეშეთში. აღარ დაედგომებოდა ალლაჰის მოდგმას ქართველების გადამკიდე; თვით საქართველოს ვინღა დაეძებს, როცა ვეღარც შირვანში და ვეღარც სომხეთში ფეხი ვეღარ ჩაუდგამთო ქართველებისგან ზარგანხდილ თურქებს; უწყალოდ იჟლიტებაო თურქობა, თვითონ თურქთა მიწა-წყალზე; ტფილის-დმანის-განძის საქარავნო-სავაჭრო გზებიც ქართველთა ხელშიაო; თვითონ ტფილისის მუსულმანური ხელისუფლება დიდ ხარკს უხდისო. დავით მეფეს — ყოველწლიურად 10 000 დინარს; დღეს თუ ხვალ თვითონ ტფილისსაც დაიპყრობსო ქართველი მბრძანებელი, რომელსაც დღემდე, ღმერთის და ქვეყნის გასაოცრად, ამდენი ბრძოლა გადაუხდია და ყველა უკლებლივ მოუგია; მალე თურქთა სახსენებელიც სრულად გაქრებაო, თუ „ყოველი თურქობა“ დიდი სულტანის ნებით არ გაერთიანდება მათი ყველაზე დიდი მტრის, ქართ- ველობის ერთხელ და სამუდამოდ გასანადგურებლად.

მართლაც „უკვე დრო დამდგარიყო“, „ყოველ თურქს“ მახვილი აღმოეხდინა საქართველოს აღსაგველად პირისაგან მიწისა.

ისედაც, აზიაში ჩამომკვიდრებულ ევროპელ ჯვაროსანთა განადგურებაც მხოლოდ დავით აღმაშენებლის მოსპობის შემდეგ შეეძლოთ თურქ ხელმწიფეებს. და სულტანმა მაჰმუდმა სრულიად თურქულ სამყაროს მოუწოდა საქართველოს წინააღმდეგ „საღვთო ომის“ საწარ- მოებლად.

სულტანის მოწოდებაზე და ბრძანებაზე თავიანთი მხედრობით მოვიდნენ:

ნეჯმ ად-დინ ილღაზი ბაღდადის, მარდინის, ალეპოს და მაიფარაკინის მბრძანებელი, ჯვაროსანთა წინააღმდეგ ომებში სახელმოხვეჭილი სარდალი, ზვიადი და ამპარტავანი, „კაცი დაჰმანი (მოხერხებული) და მრავალღონე“;

დურბეიზ სადაყას ძე, ევფრატის ქალაქ ჰილას — მბრძანებელი, ეთიოპიის, ბაღდადის, სპარსეთისა და ინდოეთის ლაშქრობებში სახელგანსმენილი სარდალი, ილღაზის სიძე (ცოლად ჰყავდა ილღაზის ასული გოჰარ-ხათუნი);

თოთრულ მუჰამედის ძე, ყაზვინის, ზენჯანის, გილანისა და განძის ამირა, სულტან მაჰმუდის ძმა (უფრო გვიან თვითონაც შეიქნება სულტანი);

თუღან არსლან კუზიანი, ბითლისისა და არზა- ნის ამირა;

ქენ-თოღდი, განძის ათაბაგი;

სომხეთის ამირები.

უზარმაზარი არმია შეიყარა — 400 000 თურქი მეომარი. სულტანმა ამ უზარმაზარ სპას უსარდლა ყველაზე მამაცი და გამოცდილი ნეჯმ ად-დინ ილღაზი.

დავით აღმაშენებელიც ელოდა მტერს, ელოდა. დაახლოებით, 55—56 ათასი მეომრით: 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაყი, 500 ალან-ოვსი და 100 ფრანგი ჯვაროსანი.

იდგა 1121 წლის ზაფხული.

ოთხასათასიანი თურქული არმია მოისწრაფოდა საქართვე- ლოს ამოსაგდებად. სწორედ რომ „დიდი პატივი“ იყო ქართ- ველთათვის: მათ წინააღმდეგ მოდიოდა მთელი წინა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ-დელიბაშური მხედრობა; მაჰმადის მიმდევართა ყოველი და ყოველნაირი ძალა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მუსლი- მანურ სამყაროს კარგა ხანია მოძალვით უტევს სხვა დიდი საფრთხე — ევროპული ჯვაროსნობა.

მაშ, ამ ორ „მსოფლიო ქრისტიანულ საფრთხეთაგან“ (ჩრდილოურ-ქართული და დასავლურ-ევროპული) იმ დროის უპირველეს საფრთხედ მაჰმადის მონებს მაინცდამაინც საქართველოს აღზევება და გამძლავრება მიუჩნევიათ.

მაშ, მოდიოდა „ყოველი თურქობა, მხედრობად შემძლე- ბელი, ყოველი ქუეყანისა“. მოვიდნენ „სიმრავლითა, ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქუეყანა... თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“.

სწორედ დიდგორი შეიქნა დიდი საომარი თალპიონი.

ასე ისურვა, გადაწყვიტა და განასრულა დავით აღმაშენებელი = მა. მას სწორედ აქ, ტფილისიდან ნახევარი დღის სავალზე, დიდგორის ვიწრობებსა და მიმრეც-მომრეც სანახებში უნდა ჩაეჭედა რიცხვით ათჯერ უპირატესი მტრის ურდო, ვინძლო ველად გაჭრის, გაშლისა და ფართო მანევრირების საშუალე- ბა არ მიეცა მისთვის.

დავით აღმაშენებელმა გადაწყვიტა ომის ღმერთისთვის ძალისძალად გამოეგლიჯა ხელიდან ბრძოლის სასწორი, როელზეც ოთხასი ათასი თურქმანისა და ორმოცდათხუთმეტი ათასი ქართველის სიკვდილ-სიცოცხლე ქანაობდა.

„მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, წინა განაწყო სპა მისი, ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ჰყო, ყოველი წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო“.

ბრძოლის წინ დავითმა სიტყვით მიმართა ჯარს:

„ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით, ვიდრე გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდევაც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება საიერიშოდ, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ“,

ასეც მოიქცნენ.

ბრძოლა მოხდა 1121 წლის 12 აგვისტოს.

იმ დღეს თურქები ბრძოლის დაწყებას თითქოს არც ელოდ- ნენ. ხოლო, მაინც დაიწყო სავსებით უცნაური პროლოგით: ქართველთა ბანაკს 200 მეომარი გამოეყო და თურქთა ბანა- კისკენ გულდაგულ გაეშურა. რაკი იმათგან უმრავლესობა თურქებმა ყივჩაყებად შეიცვნეს, ქართველთა მოღალატეე- ბად და მათგან გამოქცეულებად ირწმუნეს და თავის შუა განლაგებაში დანდობილად შეუშვეს. აქ მოსულებმა უეცრად იარაღი გამართეს და თურქებს გასაოცარი თავზეხელაღებულობ ბით დაერივნენ (დავით აღმაშენებლის ეს საომარი მანევრი თავისებური „პერიფრაზით“ 530 წლის შემდგომ გაიმეორა ერეკლე მეორემ აზატ-ხანთან შეტაკების დროს). სანამ თურქები გონს მოვიდოდნენ, თვითონ დავითმა ფიცხელ იერიშზე აფრინა ქართველთა ძირითადი ძალები.

საშინელი ხოცვა-ჟლეტა თავიდანვე ქართველთა ძლევამაუწყებლობით წარიმართა. გადამწყვეტ ჟამს ბრძოლას ჩაეჭრა ქართული მხედრობის საგანგებო ნაწილი, რომელსაც დავითის მამაცი ვაჟი, უფლისწული დემეტრე მოუძღოდა..

დიდგორის მძიმე ბატალია ქართველთა ძლევამოსილებით დამთავრდა. დავით მეფეს ხელთ ეპყრა მრავალ გამარჯვებათა ინსიგნიებს შორის უბრწყინვალესი საომარი კვერთხი. თურქთა უზარმაზარი არმია თითქმის სრულიად გაწყდა. „აღივსნენ ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა“. ხოლო, ვინც გაქცევა მოასწრო, იმათ რვა დღეს სდიეს ცხენოსანმა ქართველებმა. მანამ სდიეს, სანამ საქართველოსა და სომხეთის საზღვრებიდან არ გადარეკეს.

სიკვდილს ძლივს გადაურჩა თვითონ თურქთა მთავარსარდალი ნეჯმ ად-დინ ილღაზი იგი თავში მძიმედ დაჭრილი, თვითონ გაქცეული და თავლაფდასხმული სიძის, დურბეიზის დახმარებით, დიდის ვაივაგლახით გაიყვანეს სამშვიდობოს. იმ ჭრილობამ იგი ერთ წელიწადში კიდევაც მოინელა (ეს უფრო მართალი უნდა იყოს, ვიდრე ის, რომ ილღაზი ფლავისა და ნესვის უზომო ჭამისას მუცელს გადაჰყვაო).

ქართველებს, დიდი გამარჯვების გარდა, ხელთ დარჩათ აურაცხელი ნადავლ-ნაალაფარი: „სპანნი ჩუენნი და უფროსად ყოველი სამეფო აღივსო ოქროთა და ვერცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა, სრა- ფარდაგებითა, სხვითა უცხოთა ჭურჭლებითა საბრძოლელთა თვითო-სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთათა, სასმურთა ტურ- ფათა და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა, — რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად“.

ნადავლის საუკეთესო ნაწილი, „ყოვლად დიდებული“ და „ძნელად საპოვნელი ნივთები“, „დიდთა და ხორასანთა მეფეთა ტახტნი, საყდარნი (სავარძელნი), კედელნი ფერად-ფერადნი და კვალად გვირგვინნი“ და ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს მანიაკი, რომელიც თურქთა სარდალ დურბეიზ სადაყას ძეს ქართველმა მეომრებმა მკერდიდან ჩამოგლიჯეს — დავით აღმაშენებელმა შესწირა გელათის მონასტერს.

შეიქნა პროლოგი მომდევნო ფეხბედნიერი მოვ- ლენისა „გეორგიადაში“ — ტფილისის დახსნისა და საქართვე- ლოს სრული გათავისუფლება-გაერთიანებისა.

დიდგორი ისტორიაში დარჩა, ვითარცა უზენაესი აზმაიფარი ქართველთა უებრო გმირობისა და მარადიული უკვდავებისა.

დიდგორიდან შორს გაიწიეს ქართულმა სამანებმა, დიდგორიდან შორს გაიშალა თვალსამზირი საქართველოსი.

850 წელიწადია გასცქერის სამყაროს დიდგორი, ვითარცა დიდებული თანამონაწილე და თანადამსწრე ქართული ილიადის უმშვენიერესი საომარი სიმფონიისა.

დიდგორი ქართველი ხალხის სალოცავ მოვლენად იქცა.

დიდგორის უმაღლეს მთას ხალხმა „დავითის მთა“ დაარქვა, ხოლო დიდგორის ველის ხელოვნური ტაგრუცის მსგავს ერთ ბორცვს — „დიდგორის ბრძოლაში დაღუპულ ძმათა საერთო სამარე“. ხალხი დღემდე დაბეჯითებით ამბობს: როცა დიდგორის ომში დაღუპული ქართველი გმირები საერთო სამარეში ჩააწვინეს, რიგად ჩამდგარმა ლაშქარმა აუარ-ჩაუარა და ზოგმა მუჭა-მუჭა, ზოგმა კალთა-კალთა მიაყარა დიდგორის მიწა — და ასე აღიმართაო. ეს ბორცვი ძმათა საფლავზე...

ყოველწლიურად ზეიმობდა ქართველი ხალხი „დიდგორობას“...