The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ი

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ი

იაბეკ- (Jaabaek) სერენ პედერსენ - ნორვეგიის პოლიტ. მოღვაწე (1814-1894).

იაბლონსკი (Jabłoński) ჰენრიკ - პოლონეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1909-2003)

იაგელო (Jagiełło), იოგაილა (Jogaila) - ლიტვის დიდი მთავარი (1377-1392 წლებში, დროდადრო), პოლონეთის მეფე (1385-იდან - ვლადისლავ II იაგელო, Władysław II Jagiełło) (1350-1434).

იაგელონები (Jagiellonowie) - ლიტვის დიდ მთავართა (1377-1572) და პოლონეთის მეფეთა (1386-1572) დინასტია.

იაგიჩ- (Jagić) ვატროსლავ (იგნატი ვიკენტის ძე) - ფილოლოგ-სლავისტი; ეროვნებით ხორვატი (1838-1923).

იადავები - დინასტია; განაგებდა ამავე სახელწოდების ფეოდალურ სახელმწიფოს ინდოეთში (XII-XIV სს.).

იაგოვ- (Jagow, გერმ. გამოთქმით - იაგო) გოტლიბ - გერმანელი დიპლომატი (1863-1935).

იადამსურენ- ურჟინგიინ - მონღოლი ფერმწერი (1905-1987)

იაეგერ- (Jaeger) ჰანს ჰენდრიკ - ნორვეგიელი მწერალი (1854-1910).

იავოროვ- (Яворов) პეიო (ნამდვ. სახელი და გვარი - პეიო კრაჩოლოვი) - ბულგარელი პოეტი (1877-1914).

იაკობი (Jacoby) იოჰან - გერმანელი დემოკრატი (1805-1877).

იაკობი (Jacobi) კარლ გუსტავ იაკობ - გერმანელი მათემატიკოსი (1804-1851).

იაკობი (Jacobi) ფრიდრიხ ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი (1743-1819).

იაკობსენ- (Jacobsen) არნე - დანიელი არქიტექტორი (1902-1971).

იაკობსენ- (Jacobsen) იენს პეტერ - დანიელი მწერალი (1847-1885).

იაკობსონ- (Jakobson) რომან ოსიპის ძე - რუსი და ამერიკელი ენათმეცნიერი (1896-1982).

იაკოპო დელა კვერჩა (Jacopo della Quercia) - იტალიელი მოქანდაკე (დაახლ. 1374-1438).

იაკოპონე და ტოდი (Jacopone da Todi). იაკოპო ბენედეტი (Benedetti) - იტალიელი პოეტი (დაახლ. 1230-1306).

ალ-იაკუბი აბუ ლ-აბას აჰმად იბნ აბუ იაკუბ - არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი (გ. დაახლ. 897).

იაკუბ კადრი (Iakub Kadri) კარაოსმან-ოღლუ - თურქი მწერალი, ჟურნალისტი, საზ. მოღვაწე (1889-1974).

იაკუთ-ი იბნ აბდ ალ-ლაჰ ალ-რუმი ალ-ჰამავი - არაბი მეცნიერი და მწერალი, ისტორიკოსი, გეოგრაფი (1179-1229).

იამაბე აკაჰიტო - იაპონელი პოეტი (დ. დაახლ. 730).

იამაგატა არიტომო - იაპონიის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე, მარშალი (1838-1922).

იამადა ისუძუ - იაპონელი მსახიობი ქალი (დ. 1917-)

იამადა კოსაკუ - იაპონელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1886-1965).

იამადა ბიმიო (ფსევდ.; ნამდვ. სახელი - ტაკეტარო) - იაპონელი მწერალი და ფილოლოგი (1868-1910).

იამამოტო ისოროკუ - იაპონელი ადმირალი (1884-1943).

იამამოტო საცუო - იაპონელი კინორეჟისორი (1910-1983).

იამამოტო სენძი - იაპონელი საზ. მოღვაწე ბიოლოგი (1889-1929).

იამასაკი (Yamasaki) მინორუ - ამერიკელი არქიტექტორი (1912-1986).

იამბლიქე (Iamblichos) - ძვ. ბერძენი მწერალი (დაახლ. 280 - დაახლ. 330).

იამბულე (Iambulos) - ძვ. ბერძენი მწერალი (დაახლ. ძვ. წ. III ს.).

იან-ი (Jahnn) ჰანს ჰენი - გერმანელი მწერალი (1894-1959).

იანაჩეკ-ი (Janáček) ლეოშ - ჩეხი კომპოზიტორი, მუსიკის კრიტიკოსი, დირიჟორი და პედაგოგი (1854-1928).

იანგ-ი (Young) ედუარდ - ინგლისელი პოეტი (1683-1765).

იანგ-ი (Yang), იან ჯენ-ნინი (Yang Chen Ning) - ჩინელი ფიზიკოსი, მოღვაწეობს აშშ-ში (დ. 1922-)

იანგ-ი (Young) ჩარლზ ოგასტეს - ამერიკელი ასტრონომი (1834-1908).

იანგ-ი (Young) ჯონ - ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი (დ. 1930-)

იან იან-ი - ჩინეთის სახელმწ. მოღვაწე (გ. 781)

იანიეს-ი (Yáñez) აგუსტინ - მექსიკელი მწერალი, სახელმწ. მოღვაწე (1904-1980)

იანიეს-ი (Yáñez) ენრიკე - მექსიკელი არქიტექტორი (1908-1990)

იანინგს-ი (Jannings) ემილ - გერმანელი მსახიობი (1884-1950).

იანიშევსკი (Janiszewski) ლეონ - პოლონელი პოეტი (1810-1861).

იანკოვიჩ დე მირიევო [მირიეველი (Jankovič Mirijevski)] თედორე ივანეს ძე (თეოდორ) - რუსი და სერბი პედაგოგი (1741-1814).

იანკუ (Iancu) აბრამ - ტრანსილვანიაში რუმინელთა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1824-1872).

იან (იოჰან) ლეიდენელი (Jan van Leiden, Johann van Leiden) - ნიდერლანდელი ანაბაპტისტების ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი, მიუნსტერის კომუნის მეთაური (1509-1536).

იან ლიბენ-ი - ჩინელი ფერმწერი (დაახლ. 600-673).

იანოვიჩ-ი (Janowicz) ლუდვიკ - პოლონეთისა და რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (1859-1902)

იანოუშეკ-ი (Janoušek) ანტონინ - ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1877-1941).

იანოში (Jánossy) ლაიოშ - უნგრელი ფიზიკოსი (1912-1978)

იანსენ-ი (Janssen) იოჰან - გერმანელი ისტორიკოსი (1829-1891).

იანსზონ-ი (Janszoon), იანცი (Jansz) ვილემ - ჰოლანდიელი ზღვაოსანი (XVII ს. დასაწყ.).

იან სიუცინ-ი - ტაიპინელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩინეთში (გ. 1856).

იანსკი (Janský) იან - ჩეხი ექიმი (1873-1921).

იან III სობიესკი (Jan III Sobieski) - პოლონელი მხედართმთავარი (1629-1696).

იან ფუ - ჩინელი პუბლიცისტი და მთარგმნელი (1853-1921).

იან ჯენ-ნინ-ი, იხ. იანგი

იან ჯუ, იან ძიძიუი, იან შენი - ძვ. ჩინელი მოაზროვნე (დაახლ. ძვ. წ. 440-360 ან 414 -334).

იარაჩ-ი (Jaracz) სტეფან - პოლონელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1883-1945).

იარნეფელტ-ი (Järnefelt) ეერო - ფინელი ფერმწერი (1863-1937).

იარნოვიჩ-ი (Jarnović) ივან მანე - ხორვატი მევიოლინე და კომპოზიტორი (1740 ან 1745 - 1804).

იაროშ-ი (Jaroš) ოტაკარ - ჩეხოსლოვაკიელი ოფიცერი, საბჭოთა კავშირის გმირი (1912-1943).

იაროშევიჩ-ი (Jaroszewicz) პიოტრ - პოლონეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1909-1992)

იასაი (Jászai) მარი - უნგრელი მსახიობი ქალი (1850-1926).

იასენოვ-ი (Ясенов) ხრისტო (ნამდვ. სახელი და გვარი - ხრისტო პავლოვ ტუჯაროვი) - ბულგარელი პოეტი (1889-1925).

იასპერს-ი (Jaspers) კარლ - გერმანელი ფილოსოფოსი (1883-1969).

იასიენსკი (Jasieński) ბრუნო (ვიქტორ იაკობის ძე) - პოლონელი და რუსი საბჭოთა მწერალი (1901-1941).

იასტრუნ-ი (Jastrun) მეჩისლავ - პოლონელი პოეტი (1903-1983)

იასუი კაორუ - იაპონელი საზ. მოღვაწე, იურისტი (1907-1980).

იატა ალი - მაროკოს მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1920-1997)

იაქუნ-ი ვალი ალ-დინ - არაბი პუბლიცისტი და პოეტი (ეგვიპტე) (1873-1921).

იაქშიჩ-ი (Jaкшиħ) ჯურა - სერბი პოეტი, მხატვარი (1832-1878).

იაღმა ჯანდაყი მირზა აბუ ლ-ჰასან - ირანელი პოეტი (1782-1860).

იაყუბ იბნ ლაის-ი - საფარიდების სახელმწიფოს დამაარსებელი ხორასანში (IX ს.).

იაშარ ქემალ-ი (Jaşar Kemal, ფსევდ.; ნამდვ. სახელი - ქემალ სადიქ გოქჩელი) - თურქი მწერალი (დ. 1922-) (90 წ.)

იაშპალ-ი - ინდოელი მწერალი (1903-1976).

იაჰია ანტიოქიელი იბნ საიდ იბნ იაჰია ალ-ანტაქი - ქრისტიანი არაბი ისტორიკოსი და ექიმი (დაახლ. 980-1066).

იაჰია ბენ მუჰამედ ჰამიდ ალ-დინ - იემენის სახელმწ. მოღვაწე (1867 ან 1869 - 1948).

იაჰია ქემალ ბეიათლი, იხ. ბეიათლი ი. ქ.

იაჰმეს I - ეგვიპტის ფარაონი ძვ. წ. 1584/80-1559/57 წლებში.

იაჰმეს II (ბერძ. ტრადიციით - ამასისი) - ეგვიპტის ფარაონი ძვ. წ. 569-526/525 წლებში.

იბანიეს დელ კამპო (Ibáñez del Campo) კარლოს - ჩილეს სამხ. და სახელმწ. მოღვაწე (1877-1960).

იბარბურუ (Ibarbourou) ხუანა დე - ურაგვაელი პოეტი ქალი (1895/1892 - 1979)

იბარური (Ibarruri) დოლორეს - ესპანეთისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1895-1989)

იბლ-ი (Ybl) მიკლოშ - უნგრელი არქიტექტორი (1814-1891).

იბნ აბდ რაბიჰი აბუ უმარ აჰმად იბნ მუჰამად - არაბი პოეტი და პროზაიკოსი (860-940).

იბნ ალ-არაბი აბუ აბდ ალ-ლაჰ - არაბი პოეტი და მოაზროვნე (1165-1240).

იბნ ალ-ასირ-ი იზ ალ-დინ აბუ ლ-ჰასან ალი - არაბი ისტორიკოსი (1160-1234).

იბნ ალ-ბალხი - სპარსელი ისტორიკოსი (XII ს.).

იბნ ალ-კუტია აბუ ბაქრ მუჰამად იბნ უმარ - ესპანელი არაბი ისტორიკოსი (გ. 977).

იბნ ალ-მუთაზ-ი აბდ ალ-ლაჰ აბუ ლ-აბას - არაბი პოეტი და ფილოლოგი (861-908).

იბნ ალ-მუკაფა (ისლამის მიღებამდე - როზბეჰ იბნ დადოე) აბუ მუჰამად აბდ ალ-ლაჰ - არაბი მწერალი და მთარგმნელი (720-756).

იბნ ალ-რუმი აბუ ლ-ჰასან ალი იბნ ალ-აბას იბნ ჯურაიჯ - არაბი პოეტი (835-896).

იბნ ალ-ფარიდ-ი აბუ ჰაფს უმარ იბნ ალი ალ-სადი - არაბი პოეტი (1182-1235).

იბნ ალ-ხატიბ-ი მუჰამად ლისან ალ-დინ - ესპანელი არაბი სწავლული პოეტი, ისტორიკოსი, სახელმწ. მოღვაწე (1313-1374).

იბნ ალ-ჰაისამ-ი - არაბი მეცნიერი (965-1039).

იბნ არაბ-შაჰ-ი - არაბი მწერალი (1389-1450).

იბნ ასაქირ-ი ალი იბნ ალ-ჰასან - არაბი ისტორიკოსი (1105-1176).

იბნ ბადრუნ-ი აბუ მარვან აბდ ალ-მალიქ - არაბი პოეტი და ისტორიკოსი (დ. 1211).

იბნ ბატუტა აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ აბდ ალ-ლაჰ ალ-ლავატი ალ-ტანჯი - არაბი მოგზაური, ვაჭარი (1304-1377).

იბნ ბაჯა აბუ ბაქრ მუჰამად (ლათინიზებული - ავენპაცე, Avempace, Avenpace) - არაბი ფილოსოფოსი (დაახლ. 1070-1139).

იბნ გაბიროლ-ი შელომო ბენ იეჰუდა [არაბ.- აბუ აიუბ სულაიმან იბნ იაჰია იბნ ჯებიროლი; ლათინიზებული - ავიცებრონი (Avicebron, Avencebrol, Avicebrol)] - ებრაელი პოეტი და ფილოსოფოსი (დაახლ. 1021-1055 ან 1070).

იბნ დასთა, იხ. იბნ რუსთა

იბნ დაუდ-ი რაბი აბრაჰამ ჰალევი - ებრაელი ფილოსოფოსი და თეოლოგი (1100-1180).

იბნ ეზრა აბრაჰამ ბენ მეირ - ებრაელი პოეტი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი (1092-1167).

იბნ ეზრა მოშე ბენ იაკოვ - ებრაელი პოეტი, ფილოლოგი (1055-1135/40).

იბნ ზაიდუნ-ი აბუ ლ-ვალიდ აჰმად იბნ აბდ ალ-ლაჰ იბნ აჰმად იბნ ღალიბ ალ-მახზუმი - ესპანელი არაბი პოეტი, სახელმწ. მოღვაწე (1003-1071).

იბნ ზაფარ-ი მუჰამად იბნ აბუ მუჰამად ალ-სიკილი - არაბი მწერალი და ფილოლოგი (გ. 1169 ან1172).

იბნ თაღრიბირდი აბუ ლ-მაჰასინ ჯამალ ალ-დინ იუსუფ - არაბი ისტორიკოსი და ლიტერატორი (1409 ან 1410 - 1470).

იბნ იამინ-ი ამირ ფახრ ალ-დინ მაჰმუდ იბნ ამირ იამინ ალ-დინ თოღრაი მოსთოუფი ფარიუმადი - სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის წარმომადგენელი (1286-1368).

იბნ ისჰაკ-ი აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად - არაბი ისტორიკოსი (704-767 ან 768).

იბნ იუნუს-ი - არაბი ასტრონომი (950-1009).

იბნ კუზმან-ი აბუ ბაქრ - არაბი პოეტი (დაახლ. 1080-1160).

იბნ კუთაიბა აბუ მუჰამად აბდ ალ-ლაჰ იბნ მუსლიმ ალ-დინავარი - არაბი ფილოლოგი და მწერალი (828-889).

იბნ კურა, საბით იბნ კურა - ბაღდადელი მათემატიკოსი (836-901).

იბნ მაჯიდ-ი შიჰაბ ალ-დინ აჰმად - არაბი ლოცმანი და ზღვაოსნობის თეორეტიკოსი (XV ს. II ნახ.).

იბნ მისქავაიჰ-ი აბუ ალი აჰმად იბნ მუჰამად - არაბულენოვანი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (გ. 1030).

იბნ ნუბატა ჯამალ ალ-დინ აბუ ბაქრ ალ-კურაშილ-მისრი - არაბი პოეტი (1287-1366).

იბნ რუსთა აბუ ალი აჰმად იბნ უმარ - არაბულენოვანი სწავლული, ენციკლოპედისტი; წარმოშობით სპარსელი (IX ს. II ნახ. - X ს. I ნახ.).

იბნ რუშდ-ი აბუ ლ-ვალიდ მუჰამად იბნ აჰმად (ლათინიზებული - ავეროესი, Averroes) - არაბი ფილოსოფოსი და ექიმი (1126-1198).

იბნ საუდ-ი აბდ ალ-აზიზ - საუდის არაბეთის მეფე (1880-1953).

იბნ სინა, აბუ ალი იბნ სინა (ლათინიზებული - ავიცენა, Avicenna) - ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი, მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და ირანში (980-1037).

იბნ ტუფაილ-ი აბუ ბაქრ მუჰამად იბნ აბდ ალ-მალიქ იბნ მუჰამად იბნ ტუფაილ ალ-კაისი (ქრისტიანი სქოლასტიკოსები უწოდებენ აბუბაცერს) - არაბი მწერალი, ფილოსოფოსი და სწავლული (1110-1185/86).

იბნ ფადლან-ი აჰმად იბნ აბას - არაბი მოგზაური და მწერალი (X ს. I ნახ.).

იბნ შადად-ი ბაჰა ალ-დინ აბუ ლ-მაჰასინ იუსუფ - არაბი ისტორიკოსი და მწერალი (1144/45 - 1234/35).

იბნ ხალდუნ-ი აბდ ალ-რაჰმან აბუ ზეიდ იბნ მუჰამად - არაბი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (1332-1406).

იბნ ხალიქან-ი აჰმად იბნ მუჰამად - არაბი მწერალი (1211-1282).

იბნ ხორდადბეჰ-ი აბუ ლ-კასიმ უბაიდ ალ-ლაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰ - არაბი გეოგრაფი (დაახლ. 820-912).

იბნ ჯუბაირ-ი მუჰამად იბნ აჰმად იბნ ჯუბაირ ალ-ქინანი - ესპანელი არაბი მოგზაური და მწერალი (1145-1217).

იბნ ჰაზმ-ი აბუ მუჰამად ალი იბნ აჰმად იბნ საიდ - ესპანელი არაბი პოეტი და მეცნიერი (994-1065).

იბნ ჰაიან-ი აბუ მარვან ჰაიან იბნ ხალაფ იბნ ჰასან ალ-კურტუბი - ესპანელი არაბი ისტორიკოსი და პოეტი (987 ან 988-1076).

იბნ ჰანი ალ-ანდალუსი აბუ ლ-კასიმ მუჰამად - ესპანელი არაბი პოეტი (938-973).

იბნ ჰაუკალ-ი აბუ ლ-კასიმ იბნ ალი ალნასიბი - არაბი გეოგრაფი და მოგზაური (დ. 943).

იბრაჰიმ-ბეგ-ი ალ-ქაბირ ალ-მუჰამად - ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოს გამგებელი (1735-1815).

იბრაჰიმ-ფაშა - ეგვიპტელი მხედართმთავარი და სახელმწ. მოღვაწე (1786, სხვა ცნობებით 1789-1848).

იბრაჰიმ შინასი (Ibrahim Şinasi) - თურქი მწერალი, პუბლიცისტი (1826-1871).

იბრეილიანუ (Ibrãileanu) გარაბეტ - რუმინელი კრიტიკოსი (1871-1936).

იბსენ-ი (Ibsen) ჰენრიკ იოჰან - ნორვეგიელი დრამატურგი (1828-1906).

იგლესიას-ი (Iglesias) პაბლო - ესპანეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1850-1925).

იგნიატოვიჩ-ი (Игњатовиħ) იაკობ - სერბი მწერალი (1824-1889).

იდალგო, იდალგო ი კოსტილია (Hidalgo y Costilla) მიგელ - მექსიკის ეროვნული გმირი (1753-1811).

იდენ-ი (Eden) ანტონი, ლორდი ეივონი (Avon) - დიდი ბრიტანეთის სახელმწ. მოღვაწე (1897-1977).

იდიგორას ფუენტეს-ი (Ydigoras Fuentes) მიგელ - გვატემალის სახელმწ. და სამხ. მოღვაწე (1895-1982)

ალ-იდრისი აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ მუჰამად - არაბი გეოგრაფი და მოგზაური (1100-1161 ან 1165).

იდრისიდები - არაბული დინასტია (განაგებდა ახლანდელ მაროკოს ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოს VIII–X სს-ში).

იდრუს-ი (Idrus) - ინდონეზიელი მწერალი (1921-1979).

იეგე (Iégé) ლადისლავ (ნამდვ. გვარი - ნადაში, Nádaši) - სლოვაკი მწერალი (1866-1940).

იეგერ-ი (Jäger) - გერმანელი ნატურალისტი, ენტომოლოგი (XIX ს. I ნახ.).

იედერინ-ი (Jäderin) ედვარდ - შვედი ასტრონომი და გეოდეზისტი (1852-1923).

იედლიკ-ი (Jedlik) ანიოშ იშტვან - უნგრელი მეცნიერი და გამომგონებელი ელექტროტექნიკის დარგში (1800-1895).

იედლიჩკა (Jedlička) იარომირ - ჩეხი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, მთარგმნელი (1901-1965).

იეიტს-ი (Yeats) უილიამ ბატლერ - ირლანდიელი პოეტი და დრამატურგი (1865-1939).

იეიტს-ი (Yeats) ჯეკ ბატლერ - ირლანდიელი მხატვარი (1871-1957).

იელაჩიჩ-ი (Jelačić) იოსიპ - ხორვატიის სახელმწ. მოღვაწე (1801-1859).

იელინეკ-ი (Jellinek) გეორგ - გერმანელი მეცნიერი იურისტი (1851-1911).

იელმსლევ-ი (Hjelmslev) ლუი - დანიელი ენათმეცნიერი (1899-1965).

იენ-ი (Jähn) ზიგმუნდ - გერმანელი კოსმონავტი მფრინავი (გდრ) (დ. 1937-)

იენსენ-ი (Jensen) ვილჰელმ - გერმანელი მწერალი (1837-1911).

იენსენ-ი (Jensen) იორგენ - დანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1920-1987)

იენსენ-ი (Jensen) იოჰანეს ვილჰელმ - დანიელი მწერალი (1873-1950).

იენსენ-ი (Jensen) იოჰანეს ჰანს დანიელ - გერმანელი ფიზიკოსი (1907-1973).

იენსენ-ი (Jensen) ფრიც - ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი (1903-1955).

იეჟ-ი (Jeż) ტეოდორ ტომაშ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - ზიგმუნტ მილკოვსკი, Miłkowski) - პოლონელი მწერალი (1824-1915).

იერგენსენ-ი (Jørgensen) ანკერ - დანიის სახელმწ. და საზ. მოღვაწე (დ. 1922-)

იერემია - იუდეის სამეფოს რელიგიური მოღვაწე, ძველი აღთქმის ერთ-ერთი „დიდი წინასწარმეტყველი“ (ძვ. წ. VII-VI სს.).

იერინგ-ი (Jhering) რუდოლფ ფონ - გერმანელი იურისტი (1818-1892).

იერნე (Hjärne) ჰარალდ გაბრიელ - შვედი ისტორიკოსი და საზ. მოღვაწე (1848-1922).

იერონიმ პრაღელი (Jeronym Pražský) - ჩეხი სწავლული, რეფორმატორი, ორატორი (დაახლ. 1380-1416).

იესენსკი (Jesenský) იანკო - სლოვაკი მწერალი (1874-1945).

იესინგ-ი (Gjessing) როლვ რაგნვალდსენ - ნორვეგიელი ფსიქიატრი (1887-1959).

იესპერსენ-ი (Jespersen) იენს ოტო ჰარი - დანიელი ენათმეცნიერი (1860-1943).

იესპერსენ-ი (Jespersen) კნუდ - დანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1926-1977).

იე ტინ-ი - ჩინეთის სამხ. მოღვაწე (1896-1946).

ივაი აკირა - იაპონიის პროფკავშირული მოღვაწე (დ. 1922-)

ივანე (Иван) ასენ I - ბულგარეთის მეფე (1218-1241)

ივანე (Иван) ალექსანდრე - ბულგარეთის მეფე 1331-1371 წლებში

ივანე (Иван) სლაციმირი - ვიდინის სამეფოს (ბულგარეთი) გამგებელი (გ. 1396-ის შემდეგ).

ივანე (Иван) შიშმანი - ტირნოვოს სამეფოს (ბულგარეთი) გამგებელი (გ. 1395)

ივანოვ-ი (Иванов) ანტონ კოზინაროვ - ბულგარეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1884-1942).

ივანოვ-ი (Иванов) გეორგი ივანოვ - ბულგარელი კოსმონავტი მკვლევარი (დ. 1940-)

ივაშკიევიჩ-ი (Iwaszkiewicz) იაროსლავ - პოლონელი მწერალი (1894-1980)

ივენს-ი (Ivens) იორის - ნიდერლანდელი კინორეჟისორი (1898-1989)

ივენუშ-ი (Ivănuş) კონსტანტინ - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1886-1928)

ივერსენ-ი (Iversen) ფელიქს - ფინელი საზ. მოღვაწე (1887-1973)

ივუ ველოზუ და სილვეირა (Ivo Veloso da Silveira) პედრუ - ბრაზილიის არმიის კაპიტანი, ბრაზილიაში რესპუბლიკურ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1811-1851)

იზაი (Ysaye, Ysaÿe) ეჟენ - ბელგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი (1858-1931)

იზერ-ი (Iser) იოსიფ - რუმინელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1881-1958)

იზმეი (Ismay) ჰეისტინგზ ლაიონელ - ინგლისელი გენერალი (1887-1965)

იი ნაოსკე - იაპონიის სახელმწ. მოღვაწე (1815-1860)

იიეშ-ი (IIIyés) დიულა - უნგრელი პოეტი (1902-1983)

იილემნიცკი (Jilemnický) პეტერ სლოვაკი მწერალი (1901-1949).

იირასეკ-ი (Jirásek) ალოის - ჩეხი მწერალი (1851-1930).

იირეჩეკ-ი (Jireček) კონსტანტინ იოსეფ - ჩეხი ისტორიკოსი (1854-1918).

იკასა (Icaza) ხორხე - ეკვადორელი მწერალი (1906-1978).

იკედა ჰაიატო - იაპონიის სახელმწ. მოღვაწე (1899-1965).

იკინზ-ი (Eakins) ტომას - ამერიკელი ფერმწერი (1844-1916).

იკონომოვ-ი (Икономов) მატეი სპასოვ - ბულგარელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1871-1960).

ილდეგიზიდები - ფეოდალური დინასტია აზერბაიჯანსა და ჩრდ. ირანში (1136-1225).

ილემნიცკი პეტერ, იხ. იილემნიცკიპ

ილეშ-ი (Illés) ბელა - უნგრელი მწერალი (1895-1974)

ილეშიჩ-ი (Ilešič) სვეტოზარ - იუგოსლავიელი გეოგრაფი (1907-1985)

ილიევ-ი (Илиев) ლიუბომირ გეორგიევ - ბულგარელი მათემატიკოსი (1913-2000)

ილიჩ-ი (Илиħ) ვოისლავ - სერბი პოეტი (1862-1894).

ილიჩ-ი (Илиħ) იოვან - სერბი პოეტი (1824-1901).

ილჰან თარუს-ი (Ilhan Tarus) - თურქი მწერალი (1907-1967).

იმაი ტადასი - იაპონელი კინორეჟისორი (1912-1991)

იმამყული-ხან-ი - ირანის სარდალი; წარმოშობით ქართველი (XVI ს. უკანასკნელი მეოთხედი - 1633).

იმანუელ რომაელი, იმანუელ ბენ შელომო - ებრაელი პოეტი (დაახლ. 1270 - დაახლ. 1330).

იმერმან-ი (Immermann) კარლ ლებრეხტ - გერმანელი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე (1796-1840).

იმრუ ლ-კაის-ი ჰუნდუჯ იბნ ჰუჯრი - არაბი პოეტი (დაახლ. 500-540/50).

იმჰოტეპ-ი - ძვ. ეგვიპტელი არქიტექტორი (დაახლ. ძვ. წ. XXVIII ს.).

ინამა-შტერნეგ-ი (Inama-Sternegg) კარლ თეოდორ ფონ - გერმანელ-ავსტრიელი ისტორიკოს-ეკონომისტი და სტატისტიკოსი (1843-1908).

ინარ-ი (Isnard) გიუსტავ - პარიზის კომუნის (1871) მოღვაწე (1847-1935).

ინგარდენ-ი (Ingarden) რომან - პოლონელი ფილოსოფოსი (1893-1970).

ინგემან-ი (Ingemann) ბერნჰარდ სევერინ - დანიელი მწერალი (1789-1862).

ინგენოლ-ი (Ingenohl) ფრიდრიხ ფონ - გერმანელი ადმირალი (1857-1930).

ინგლინ-ი (Inglin) მაინრად - შვეიცარიელი მწერალი (1893-1971)

ინგოლდ-ი (Ingold) კრისტოფერ - ინგლისელი ქიმიკოსი (1893-1970)

ინგოლიჩ-ი (Ingolič) ანტონ - სლოვენი მწერალი (1907-1992)

ინგრაო (Ingrao) პიეტრო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დ. 1915-)

ინენიუ (Inönü) ისმეთ - თურქეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1884-1973).

ინის-ი (Innis) ჰაროლდ ადამს - კანადელი ეკონომისტ-ისტორიკოსი (1894-1952).

ინკპინ-ი (Inkpin) ალბერტ - ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1884-1944).

ინოკენტი III (Innocentius; ერისკაცობაში - ჯოვანი ლ ო ტ ა რ ი ო დ ი ს ე ნ ი, Lotario di Segni) - რომის პაპი (1160/61-1216).

ინოკენტი IV (Innocentus; ერისკაცობაში - სინიბალდო ფიესკი, Sinibaldo Fieschi) - რომის პაპი (დაახლ. 1195-1254).

ინოკენტი VI (Innocentus; ერისკაცობაში - ეტიენ ობერი, Etienne Aubert) - ავინიონის პაპი (გ. 1362).

ინოკენტი XI (Innocentius; ერისკაცობაში - ბენედეტო ოდესკალკი, Benedetto Odescalchi) - რომის პაპი (1611-1689).

ინოუე კიიოსი - იაპონელი ისტორიკოსი (დ. 1913-)

ინოხოსა, ინოხოსა ინავეროსი (Hinojosa y Naveros) ედუარდო დე - ესპანელი ისტორიკოსი (1852-1919).

ინჟინაშ-ი (ჩინური სახელი - ბუხენ შანი) - მონღოლი მწერალი (1837-1892).

ინუკაი ცუიოსი - იაპონიის პოლიტ. მოღვაწე (1855-1932).

ინფელდ-ი (Infeld) ლეოპოლდ - პოლონელი ფიზიკოსი (1898-1968).

ინ ფუ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი - სიუი ბაიმანი) - ჩინელი პოეტი (1909-1931).

ინხენიეროს-ი (Ingenieros) ხოსე - არგენტინელი მეცნიერი, ფილოსოფოსი და საზ. მოღვაწე (1877-1925).

იოანე I (Iōannēs) ციმისკე (Tsimiskēs) - ბიზანტიის იმპერატორი (დაახლ. 925-976).

იოანე II (Iōannēs) კომნენოსი (Komnēnos) - ბიზანტიის იმპერატორი (1087-1143).

იოანე VI (Iōannēs) კანტაკუზენე (Kantakuzenos) - ბიზანტიის იმპერატორი (დაახლ. 1293-1387).

იოანე VIII (Iōannēs) პალეოლოგოსი (Paleologos) - ბიზანტიის იმპერატორი (1391-1448).

იოანე XXII (Joannes; ერისკაცობაში - ჟაკ დუეზი, Jacques Duéze) - ავინიონის პაპი (დაახლ. 1245-1334).

იოანე XXIII (Joannes; ერისკაცობაში - ანჯელო ჯუზეპე რონკალი, Angelo Giuseppe Roncali) - რომის პაპი (1881-1963).

იოანე დამასკელი (Iōannēs Damaskēnos) - ბიზანტიელი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მწერალი (დაახლ. 675-დაახლ. 753).

იოანე დუნს სკოტუს-ი (Joannes Duns Scotus) - შოტლანდიელი ფილოსოფოსი, სქოლასტიკოსი და თეოლოგი (1265-1308).

იოანე ზონარა (Iōannēs Zōnaras) - ბიზანტიის პოლიტ. მოღვაწე, მწერალი და ისტორიკოსი (გ. 1159-ის შემდეგ).

იოანე იტალოს-ი (Iōannēs Italos) - ბიზანტიელი ფილოსოფოსი (XI ს. II ნახ.).

იოანე კინამოს-ი (Iōannēs Kinnamos) - ბიზანტიელი მემატიანე (XII ს.).

იოანე მალალა (Iōannēs Malālas) - ბიზანტიელი მემატიანე (დაახლ. 491-578).

იოანე მოსხ-ი, იოანე მოსქოსი (Iōannēs Moschos) - ბიზანტიელი მწერალი და საეკლ. მოღვაწე (დაახლ. 550 - დაახლ. 634).

იოანე ორფანოტროფოს-ი (Iōannēs Orphanotrophos) - ბიზანტიის პოლიტ. მოღვაწე (გ. 1043).

იოანე ოქროპირი (Iōannēs Chrysostomos) - ქრისტიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე. მწერალი, ორატორი (344-სა და 354-ს შორის - 407).

იოანე პავლე I (Joannes Paulus; ერისკაცობაში - ალბინო ლუჩანი. Luciani) - რომის პაპი (1912-1978).

იოანე პავლე II (Joannes Paulus; ერისკაცობაში - კაროლ ვოიტილა. Woityla) - რომის პაპი: ეროვნებით პოლონელი (1920-2005)

იოანე სკილიცე (Iōannēs Skylitsēs) - ბიზანტიელი მემატიანე (XI-XII ს. დასაწყ.).

იოანე სკოტუს ერიუგენა (Johannes Scotus Eriugena). ერიგენა (Erigena) - შუა საუკუნეების ფილოსოფოსი: წარმოშობით ირლანდიელი (დაახლ. 810-დაახლ. 877).

იოანე სოლზბერიელი (John of Salisbury) - ინგლისელი ღვთისმეტყველი (1115 ან 1120-1180).

იოანე უმიწაწყლო, იხ. ჯონ უმიწაწყლო

იოანე ღაზელი - ბიზანტიელი მწერალი (VI ს. I ნახ.).

იოანე ცეცე (Iōannēs Tzetzēs) - ბიზანტიელი პოეტი და ფილოსოფოსი (დაახლ. 1110- დაახლ. 1180).

იოახიმ-ი (Joachim) იოჟეფ (იოზეფ) - უნგრელი მევიოლინე. კომპოზიტორი და პედაგოგი (1831-1907).

იოახიმ ფლორელი (Joachimus Florensis). (კალაბრიელი). ჯოაკინო და ფიორე (Gioacchino da Fiore) - იტალიელი მოაზროვნე. განდეგილი (დაახლ. 1132-1202).

იოგიხეს-ი ლეო, იხ. ტიშკა ი.

იოდლ-ი (Jodl) ალფრედ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-პოლკოვნიკი (1890-1946).

იოენპელტო (Joenpelto) ევა - ფინელი მწერალი ქალი (1921-2004)

იოვანოვიჩ-ი იოვან. იხ. ზმაი ი.

იოვანოვიჩ-ი (Joвaнoвиħ) სლობოდან - იუგოსლავიელი ისტორიკოსი, სახელმწ. მოღვაწე (1869-1958).

იოვანე (Jovine) ფრანჩესკო - იტალიელი მწერალი (1902-1950).

იოვკოვ-ი (Иовков) იორდან (ნამდვ. სახელი - სტეფანოვ იორდან) - ბულგარელი მწერალი (1880-1937).

იოზეფ I (Joseph) – „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (1678-1711).

იოზეფ II (Joseph) – „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი (1741-1790).

იოკაი (Jōkai) მორ - უნგრელი მწერალი (1835-1904).

იომელი (Jommelli) ნიკოლო - იტალიელი კომპოზიტორი (1714-1774).

იომ სან სოპ-ი (ნამდვ. სახელი: ფსევდ. - ჰვანბო) - სამხრეთკორეელი მწერალი (1897-1963).

იონაი მიცუმასა - იაპონიის სამხ.-საზღვაო და სახელმწ. მოღვაწე. ადმირალი (1880-1948).

იონას-ი (Jonas) ფრანც - ავსტრიის სახელმწ. მოღვაწე (1899-1974)

იონგ-ი (Jong) ადრიან მიხაელ დე - ნიდერლანდელი მწერალი (1888-1943).

იონგკინდ-ი (Jongkind) იოჰან ბართოლდ - ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1819-1891).

იონესკო (Ionesco) ეჟენ - ფრანგი დრამატურგი (1912-1994)

იონესკუ-შიშეშტი (Ionescu-Şişeşti) გეორგე - რუმინელი მეცნიერი. ასტრონომი (1885-1967).

იონსონ-ი (Johnson) ეივინდ - შვედი მწერალი (1900-1976)

იოჟა (Jōzsa) ბელა - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898-1943).

იოჟეფ-ი (József) ატილა - უნგრელი პოეტი (1905-1937).

იორგა (Iorga) ნიკოლაე - რუმინეთის პოლიტ. მოღვაწე. ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე (1871-1940).

იორდან-ი (Jordan) ჰერმან ჟაკ - ჰოლანდიელი ფიზიოლოგი (1877-1943).

იორდან-ი (Iordan) იორგუ - რუმინელი ენათმეცნიერი (1888-1986)

იორდანის-ი (Jordanis, Jordanes) - გუთების ისტორიკოსი. წარმოშობით ოსტგუთი (VI ს.).

იორდანს-ი (Jordaens) იაკობ - ფლამანდელი ფერმწერი (1593-1678).

იორის-ი (Jorisz) დავიდ - ნიდერლანდელი ანაბაპტისტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1501-1556).

იორკები (Yorks) - ინგლისის მეფეთა დინასტია (1461-1485).

იორკ ფონ ვარტენბურგ-ი (Jorck von Wartenburg) ლუდვიგ - პრუსიის ფელდმარშალი (1759-1830).

იოსანო აკიკო - იაპონელი პოეტი ქალი (1878-1942).

იოსანო ჰიროსი (ლიტ. ფსევდ.- ტეკანი) - იაპონელი პოეტი და კრიტიკოსი (1873-1935).

იოსებ ფლავიუს-ი (ლათ. Josephus Flavius) - ებრაელი ისტორიკოსი (37–100-ის შემდეგ).

იოს ვან გენტ-ი [Joos van Ghent, ცნობილია აგრეთვე იოსე ვან ვასენჰოვეს (Josse van Wassenhove) სახელით] - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლ. 1435-1475-ის შემდეგ).

იოსია - იუდეის მეფე (დაახლ. ძვ. წ. 647/640-609).

იოსიდა სიგერუ - იაპონიის პოლიტ. მოღვაწე (1878-1967).

იოსიპიტო - იაპონიის იმპერატორი (1879-1926).

იოტუნი (Jotuni) მარია - ფინელი მწერალი ქალი (1880-1943).

იო ფეი, იხ. იუე ფეი

იოციჩ-ი ჟივოინ ილიას ძე - სერბი ქიმიკოსი: მოღვაწეობდა რუსეთში (1870-1914).

იოჰანეს სეკუნდუს-ი (Johannes Secundus; ნამდვ. სახელი - იან ნიკოლაი ევერარტსი. Everarts) - ნიდერლანდელი პოეტი. წერდა ლათინურად (1511-1536).

იოჰან მათის-ი (Johan Mathis) - ნიდერლანდელ ანაბაპტისტთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი (დაახლ. 1500-1534).

იოჰანსენ-ი (Johannsen) ვილჰელმ ლუდვიგ - დანიელი ბიოლოგი (1857-1927).

იოჰანსენ-ი (Johansen) ფრედერიკ იალმარ - ნორვეგიელი მოგზაური (1867-1913).

იოჰო (Joho) ვოლფგანგ - გერმანელი მწერალი (გდრ) (1908-1991)

იპოლიტ-ი (Hyppolite) ჟან - ფრანგი ფილოსოფოსი (1907-1968).

ირასეკ-ი ალოის. იხ. იირასეკი ა.

ირაჯ მირზა ჯალალ ალ-მამალექ - ირანელი პოეტი (1874-1926).

ირეჩეკ-ი კონსტანტინ. იხ. იირეჩეკი კ.

ირვინ-ი (Irwin) ჯეიმზ - აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი (1930-1991)

ირვინ-ი. იხ. ჰალიფაქსი ე. ფ. ლ. ვ.

ირვინგ-ი (Irving) უოშინგტონ - ამერიკელი მწერალი (1783-1859).

ირვინგ-ი (Irving) ჰენრი (ნამდვ. სახელი და გვარი - ჯონ ჰენრი ბროდრიბი, Brodribb) - ინგლისელი მსახიობი. რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1838-1905).

ირიგოიენ-ი (Irigoyen) იპოლიტო - არგენტინის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1852-1933).

ირიე-კოსკინენ-ი (Yrјö-Koskinen). ირიე საკარი - ფინელი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1830-1903).

ირიმესკუ (Irimescu) იონ - რუმინელი მოქანდაკე (1903-2005)

ირინე (Eirēnē) - ბიზანტიის დედოფალი (დაახლ. 752-803).

ირნერიუს-ი (Irnerius) - იტალიელი იურისტი, გლოსატორების ბოლონიური სკოლის ფუძემდებელი (დაახლ. 1055/60-1130-მდე).

ისააკ სირიელი, ისააკ ნინევიელი - სირიელი თეოლოგი (გ. VII ს.-ის ბოლოს).

ისაბელ II (Isabel) - ესპანეთის დედოფალი (1830-1904).

ისაბელ კასტილიელი (Isabel) - კასტილიის დედოფალი (1451-1504).

ისაგორა - ათენში ერთ-ერთი არისტოკრატიული დაჯგუფების ბელადი (ძვ. წ. VI დასასრ.).

ისაევ-ი (Исаев) მლადენ - ბულგარელი პოეტი, რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (1907-1990)

ისავრიელთა დინასტია, სირიელთა დინასტია - ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია (717-802)

ისიბასი მასასი - იაპონიის სოციალისტური პარტიის მოღვაწე (დ. 1924-)

ისიბასი ტანძან - იაპონიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე, ეკონომისტი (1884-1973)

ისიდორ სევილიელი (Isidorus Hispalensis) - ესპანელი საეკლ. მოღვაწე და მწერალი (დაახლ. 560-636).

ისიკაკა ტაკობოკუ (ლიტ. ფსევდ. - ტაკუბოკუ) - იაპონელი მწერალი და კრიტიკოსი (1885-1912).

ისიკავა ტაცუძო - იაპონელი მწერალი (1905-1985)

ისიკავა ძიუნ - იაპონელი მწერალი და კრიტიკოსი (1899-1987)

ისკანდარ-ი (Iskandar) ნურ სუტან [წერდა ნურსინაჰ ისკანდარის ფსევდონიმითაც (ქალის სახელია)] - ინდონეზიელი მწერალი (1893-1975)

ისკრა ბრანდისელი (Jiskra z Brandýsa) იან - სლოვაკიის სახელმწ. მოღვაწე (გ. 1468)

ისმაილ-ი აბდ ალ-ფათაჰ - იემენის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1939-1986)

ისმაილ-ი, მაულია ისმაილ - მაროკოს სულთანი (დაახლ. 1646-1727)

ისმაილ I - ირანის სეფიანთა სახელმწიფოს დამაარსებელი (1485-1524).

ისმაილ-ფაშა - ეგვიპტის გამგებელი (1830-1895).

ისოკრატე (Isokratēs) - ძვ. ბერძენი ორატორი (ძვ. წ. 436-338).

ისრაელს-ი (Israēls) იოზეფ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1824-1911).

ისრაელს-ი (Israēls) ისააკ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1865-1934).

ალ-ისტახრი აბუ ისჰაკ ალ-ფარისი - არაბი გეოგრაფი, მოგზაური (850-934).

ისტრატი (Istrati) პანაიტ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი - გერასიმ ისტრატი) - რუმინელი მწერალი (1884-1935).

ისტურის-ი (Istúriz) ფრანსისკო ხავიერ დე - ესპანეთის პოლიტ. მოღვაწე (1790-1871).

ისქანდერი ირაჯ - ირანის მუშათა და დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე (1907-1984)

ისქანდერ მუნში, ისქენდერ-ბეგ თორქმანი - ირანელი ისტორიკოსი (1560/61-1634).

იტაგაკი ტაისუკე - იაპონიის პოლიტ. მოღვაწე (1837-1919).

იტიკავა სიოიტი - იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1892-1945).

იტო ჰირობუმი - იაპონიის სახელმწ. მოღვაწე და დიპლომატი (1841-1909).

იტონ-ი (Eaton) საირუს - აშშ-ის საზ. მოღვაწე, მრეწველი (1883-1979).

იტურბიდე (Iturbide) აგუსტინ - მექსიკის სახელმწ. და სამხ. მოღვაწე (1783-1824).

იუან-ი დაი იუანი (დიდი იუანი) - მონღოლური დინასტია, ბატონობდა მონღოლეთსა და ჩინეთში (XIII-XIV სს.).

იუან მეი (მეორე სახელი - ძი-ცაი; მეტსახელები - ძიან ჯაი, სუი იუანი) - ჩინელი მწერალი, ლიტერატურის თეორეტიკოსი (1716-1797).

იუან შიკაი - ჩინეთის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1859-1916).

იუან ჯენ-ი (მეორე სახელი - ვეიჯი) - ჩინელი პოეტი და ნოველისტი (779-831).

იუგურთა (Jugurtha) - ნუმიდიის (ახლანდ. ალჟირის ტერიტორია) მეფე (ძვ. წ. 160-104).

იუე ფეი - ჩინელი მხედართმთავარი (1103-1142).

იუვარა (Juvara, Juvarra) ფილიპო - იტალიელი არქიტექტორი (1678-1736).

იუვენალის-ი დეციმუს იუნიუს (Decimus Junius Juvenalis) - რომაელი პოეტი (დაახლ. 60-დაახლ. 127).

იუი დაფუ - ჩინელი მწერალი (1896-1945).

იუისმანს-ი (Huysmans) კამილ - ბელგიის პოლიტ. მოღვაწე (1871-1968).

იუისმანს-ი (Huysmans) შარლ მარი ჟორჟ (ლიტერატურული სახელი - ჟორის შარლი) - ფრანგი მწერალი (1848-1907).

იუკავა ჰიდეკი - იაპონელი ფიზიკოსი (1907-1981)

იულდენ-ი (Gylden) იოჰან აუგუსტ ჰუგო - შვედი ასტრონომი (1841-1896).

იულიანა (Juliana) ლუიზა ემა მარია ვილჰელმინა - ნიდერლანდის დედოფალი (1909-2004)

იულიანე განდგომილი ფლავიუს კლავდიუს (Flavius Claudius Julianus Apostata) - რომის იმპერატორი (332-363).

იულიუს II (Julius, ერისკაცობაში - ჯულიანო დელა როვერე, Giuliano della Rovere) - რომის პაპი (1443-1513).

იულიუს კეისარ-ი (Julius Caesar) გაიუს - რომის პოლიტ. მოღვაწე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი (ძვ. წ. 100-44).

იულიუს-კლავდიუსები (Julii-Claudii) - რომის იმპერატორთა დინასტია (14-68).

იუმ-ი დეივიდ, იხ. ჰიუმი დ.

იუნგ-ი ედუარდ, იხ. იანგი ე.

იუნგ-ი (Jung) კარლ გუსტავ - შვეიცარიელი ფსიქოლოგი (1875-1961).

იუნგ-ი (Young) ტომას - ინგლისელი ფიზიკოსი, ექიმი და ასტრონომი (1773-1829).

იუნგ-ი ჩარლზ ოგასტეს, იხ. იანგი ჩ. ო.

იუნგ-ი (Jung) ჰერმან - შვეიცარიელი მესაათე (1830-1901).

იუნგერ-ი (Jünger) ერნსტ - გერმანელი მწერალი და მოაზროვნე (გფრ) (1895-1998)

იუნგ-შტილინგ-ი (Jung-Stilling) იოჰან ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი (1740-1817).

იუნ დაიინ-ი - ჩინეთის კომპარტიის მოღვაწე (1895-1931).

იუნკერ-ი (Junker) ჰერმან - ავსტრიელი ეგვიპტოლოგი (1877-1962).

იუნკერს-ი (Junkers) ჰუგო - გერმანელი ავიაკონსტრუქტორი და მეწარმე (1859-1935).

იუნ სონ დო (ლიტერატურული სახელი - კოსანი) - კორეელი პოეტი და სახელმწ. მოღვაწე (1587-1671).

იუნუს ემრე (Yunus Emre) - თურქი პოეტი (1240-1320).

იურ-ი (Ure) ენდრუ - ინგლისელი ქიმიკოსი და ეკონომისტი (1778-1857).

იურაი დალმაციელი (Juraј Dalmatinac), ჯორჯო და სებენიკო (Giorgio da Sebenico) - დალმაციელი მოქანდაკე და არქიტექტორი (1410-1473).

იური (Urey) ჰაროლდ კლეიტონ - ამერიკელი ქიმიკოსი (1893-1981).

იურფე (d'Urfé) ონორე დ'- ფრანგი მწერალი (1568-1625).

იუსეფ გურჯი - ირანელი პოეტი; წარმოშობით ქართველი (გ. დაახლ. 1871).

იუსეფსონ-ი (Josephson) ერნსტ - შვედი ფერმწერი და გრაფიკოსი (1851-1906).

იუსტინიანე I ფლავიუს პეტრუს საბატინუს (Flavius Petrus Sabbatinus Justinianus) - დიდი - ბიზანტიის იმპერატორი (დაახლ. 482-565).

იუსტინუს-ი (Justinus) - რომაელი ისტორიკოსი (II-III სს.).

იუსუფ ალ-სიბაი - არაბი მწერალი და საზ. მოღვაწე (ეგვიპტე) (1917-1978).

იუსუფ იდრის-ი - არაბი მწერალი (ეგვიპტე) (1927-1991)

იუტეინი (Juteini) იაკო - ფინელი პოეტი და განმანათლებელი (1781-1855).

იუქსკიულ-ი იაკობ, იხ. იქსკიული ი.

იუჰას-ი (Juhász) ფერენც - უნგრელი პოეტი (დ. 1928-)

იფიკრატე (Iphikratēs) - ძვ. ბერძენი მხედართმთავარი (ძვ. წ. V ს. დასასრ. – IV ს. I ნახ.).

იფლანდ-ი (Ifland) ავგუსტ ვილჰელმ - გერმანელი მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი (1759-1814).

იფსილანტი (Ypsēlantēs) ალექსანდრე - ბერძენი არისტოკრატი; რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1792-1828).

იქსკიულ-ი (Uexküll) იაკობ ფონ - გერმანელი ბიოლოგი, ზოოფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1864-1944).

იშტვან I წმინდა (István I Szent) - უნგრეთის მეფე (დაახლ. 970/975-1038).

იშტვანოვიჩ-ი (Istvánovits) მარტონ - უნგრელი ფოლკლორისტი, ქართველოლოგი, მთარგმნელი (1929/30-1991)

იშტვანოვიჩ-ი მიხაი, იხ. უნგროვლახელი მ.

იჰარა, იბარა საიკაკუ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი - ჰირაიამა ტოგო) - იაპონელი მწერალი