![]() |
შოთა რუსთველი და მისი ვეფხისტყაოსანი |
შოთა რუსთველი და მისი ვეფხისტყაოსანი აკადემიკოს კორნელი სამსონის ძე კეკელიძის დაბადებიდან ასი წლისთავთან დაკავშირებით გამომცემლობა „განათლება“ მკითხველებს სთავაზობს დიდი ქართველი მეცნიერის რუსთველოლოგიური გამოკვლევების კრებულს. წიგნში შეტანილ ნაშრომებში განხილულია „ვეფხისტყაოსნი“ დაწერის დრო, ავტორის
მსოფლმხედველობა, პოემის მხატვრული მხარე და სხვა საკითხები. მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს დიდი მეცნიერის ნააზრევს უკვდავი პოემისა და მისი ავტორის შესახებ. გამოსაცემად მოამზადა
სოლომონ ყუბანეიშვილმა
მეხუთე გამოცემა
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
შოთა რუსთველი და მისი ვეფხისტყაოსანი
შინაარსი
1. წინასიტყვაობა
2 მოთა რუსთველი და მისი ეეფხისტყაოსანი
3. პოემის ავტორი
4. პოემის დაწერის
დრო
5. სიუჟეტის საკითხები6. 6. ავტორის მსოფლმხედველობა 7. პოემის მხატერული მხარე 8.
საძიებლები
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
მოთა რუსთველი და
მისი ეეფხისტკაოსანი
წინასიტყვაობა (სოლ. ყუბანეიშვილისა) აკად, კორნელი კეკელიძე ათეული წლების მანძილზე ინტენსიურ კვლევა-ძიებას ეწეოდა რუსთველოლოგიურ პრობლემებზე. თავს ნაშრომებში მან ბევრი ახალი საყურადღებო საკითხი დასვა, სწორად გადაჭრა ისინი და შუქი მოჰფინა არა ერთსა და ორ ბუნდოვან საკითხს; მაგრამ ამასთან ერთად, ნარკვევებში ზოგი რამ შეიძლება საცილობელი და ჰიპოთეზურიც აღმოჩნდეს. |
||
აკად. კორნ. კეკელიძე ამა თუ «მ საკითხზე ერთხელ გამოთქმულ თავის შეხედულებას კვლავ უბრუნდებო- და, ახალი არგუმენტებით ახალ ასპექტში განიხილავდა მას, რის გამოც ზოგ მოსაზრებას ძალაში ტოვებდა, ზოგს კი ცვლიდა, ამის თაობაზე თვითონ აკაღ. კორნ. კეკელიძე წერდა: „მზად უნდა იყო შეცდომის გამოსწორებისათვის, ის · ადამიანიი რომელსაც ეშინია ან რცხვენია თავისი შეცდომის გამოსწორებისა და ამიტომ „უცილობლობს ვითა ჯორი“, მეცნიერად არ შეიძლება ჩაითვალოს“ * |
*. იხ. კრებული „დიდი ქართეელი მეცნიერი“, თბ., 1965, გვ. 90. | |
წინამდებარე ნაშრომი ავტორს შედგენილი აქვს ძირითაღად თავისი რუსთველოლოგიური ნარკვევების* მონაცემების მიხედვით, მაგრამ ზოგი საკითხი აქ შეესებულ-დაზუსტებულია და ზოგიც ახლებურადაა გაშუქებული. იგი წარმოადგენს ავტორის უკანასკნელ სიტყვას შოთა რუსთველზე და მის ვეფხისტყაოსანხე. მას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსთველოლოგიის პრობლემების შესწავლისა და შემდგომი კვლევა-ძიებისათვის. |
* კორნ კეკელიძის რუსთეელოლოგიური ნარკვევები 1971 წ. გამოსცა „მერანმა“. |
![]() |
3 შოთა რუსთველი და მისი ვეფხისტყაოსანი |
▲ზევით დაბრუნება |
არც ერთ ნაწარმოებს ძველ ქართულ ლიტერატურაში იმდენი
ყურადღება არ დაუმსახურებია, რამდენიც წილად ხვდა ვეფხისტყაოსანს: მისი ავტორი პირდაპირ კანონმდებელი .·ღა მისაბაძი გახდა
მთელ მომდევნო ქართულ პოეზიაში. ის დიღი პოპულარობა, რომელიც მოპოვებული ჰქონდა ამ პოემას, მგონი, სავალალოც შეიქნა მისთვის: ის გახდა მიზეზი იმ დამახინჯებისა, რომელიც ასე აძნელებს
დღეს მის ჯეროვგანსა და ყოველმხრივ გაგებას. საქმე ისაა, რომ თხზულება, ყველასათვის სანუკვარი და საინტერესო, მაგრამ არა ყველასათვის ერთნაირად გასაგები, საუკუნეთა განმავლობაში შეიქნა საგანი სხვადასხვაგვარი, შეგნებული თუ შეუგნებელი ოპერაციებისა
მკითხველთა და „გადამწერთა მხრივ. ამის გამო ტექსტში თავი იჩინა
სხვადასხვა ხასიათის ცვლილებამ. ზოგი ეს ცვლილება, ვამბობთ, შეუგნებელი იყო: გადაწერის პროცესმი არაკომპეტენტური პირები
ცუდად კითხულობდნენ ამა თუ «იმ სიტყვას „და შეცდომით გადმოჰქონდათ ის თავიანთ ნუსხებში. უფრო მეტად ეს ცვლილებანი და
დამახინჯებანი შეგნებულად ხდებოდა: ზოგი იდეოლოგიური,
მსოფლმხედველობითი მოსაზრებით ასწორებდა ტექსტს; ზოგიერთი
გადამწერი, რომელსაც არ ესმოდა ესა თუ ის სიტყვა, გადაწერის
დროს ან სულ ამოაგდებდა მას, ანდა თავისი გემოვნებისა „და გაგების
მიხედვით შეცვლიდა. მეორეს, აზრის მიხედვით, ზედმეტად ეჩვენებოდა ესა თუ ის სტროფი, ამიტომ უყოყმანოდ ამოაგდებდა პოემიდან;
მესამესათვის ნათელი არ იყო აზრობრივი კავშირი ორ სტროფს შუა,
ამიტომ შუაში ჩაურთავდა, ახრის ნათელსაყოფად, ახალს, მის მიერ
შეთხხულ სტროფს; მეოთხეს არ აკმაყოფილებდა არა მარტო ცალკეული ეპიზოდის, არამედ მთელი პოემის განვითარება და დასასრული, ამიტომ საჭიროდ მიაჩნდა დაემატებინა მისთვის ახალი თავები
და ეპიზოდები, როგორც ეს „მოხდა განსაკუთრებით პოემის ბოლოში.
სხვები კიდევ, რუსთველთან პოეტური მეტოქეობის ჟინით შეპყრობილწი, არ ერიდებოდნენ პოემის გამდიდრებას თავისი პოეტური შემოქმედების ნიმუშებით. ყოველივე ამის წყალობით პოემამ დროთა
მსელელობაში საგრძნობლად დაკარგა ის სახე, რომელიც მას მისცა
მისმა უკვდავმა ავტორმა. ამიტომ რუსთველოლოგიის, როგორც მეცნიერების, მთავარ ამოცანას უნდა შეადგენდეს არა მარტო გარკვევა
პოეტის ვინაობის, მისი მსოფლმხედველობისა და იმ პირობებისა,
რომელთაც ის წარმოშვეს, არამედ, ამასთან ერთად, პოემის ტექსტის
გაცხრილვა და მისი კრიტიკული აღდგენა.
ეს მიზანი ჯერ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მიღწეული არაა, მაგრამ ეს აიხსნება არა იმით, რომ ქართველებს აკლდათ შეგნება იმ
ზნეობრივი ვალდებულებისა, რომელიც მათ დიდებული მგოსნისადმი
აწვა*, არამედ მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის იმ დუხჭირი პირობებით, რომელიც გაბატონებული იყო როგორც ძველ საქართველოში, ისე მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ცარიზმის დამჩაგვრელი
პოლიტიკის წყალობით. ამ საშინელსა და არახელსაყრელ პირობებშე ქართველებმა, აღნიშნული მიმართულებით, გააკეთეს ის, რისი
გაკეთებაც მათ შეეძლოთ. საკმაოა მოვიგონოთ, რომ 1712 წლიდან,
როდესაც პოემა პირველად დაიბეჭდა თბილისის სტამბაში, 1937
წლამდე (ჩათვლით), როდესაც, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში,
უდიდესი ზეიმით გადახდილ იქნა პოემის 750-წლისთავი, ის 31-ჯერ
გამოიცა; საკმაოა მოვიგონოთ ისიც, რომ მუშაობა მისი შესწავლისა
და გაგებისათვის, დაწყებული ე. წ. „აღორძინების ხანაში"** დღემდე არ შენელებულა. ცხოვრების დღევანდელ, ახალ პირობებშიაც ეს
მუშაობა ერთი დაკვრით ვერ დასრულდება, საჭიროა მეცნიერთა
მთელი თაობის ინტენსიური მუშაობა რომ რუსთველოლოგიური
პრობლემები საბოლოოდ გაირკვეს.
* ასეთი ბრალდების შთაბეჭდილებას ახდენს ივ. ჯავახიშვილის წერილი «შოთა რუსთაველის დაბადების 750 წლისთავის ზეიმის გამო (იხ. მისი ქართული ენისა და მწერლობის ისტორიის საკითხები», თბ., 1956 წ., გვ. 5 — 12),
* ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, არჩილ მეფის დროს, საზოგადოებას შეგნებუ- ლი ჰქონია, რომ ყველაფერი ის, რასაც იმდროინდვლი ხელნაწერები შეიცავდნენ, რუსთველს არ ეკუთვნის, თვიმურაზ I რუსთველთან კამათში პირდაპირ ეუბნება მას: ერთი ამბავი აიწყვი ბოლოც სხვათ შეგითავესო, არჩილი, ამ სიტყეების ავტორი, სასტიკად ამათრახებს ყველა ჯურის ინტერპოლატორს ვინმე ნანუჩა ს სახით, რომლის შესახებ ამბობს: «ნანუჩას რუსთვლის ნათქე ამში ბეერი რამ ჩაურევია, საბრალოს ვერ შეუწყვია, წმიდა რამ აუმღვრევიათ. ასეთი შეგნების პირო- ბებში საკვირველი არაა, რომ XVIII საუკუნის დამდეგს ჩვენში უკვე მომწიფებულა პოემის კრიტიკული გამოცემის იდეა, რომელიც 1712 წელს განხორცივლდა. ამ გამოცემის კომენტარებში ვახტანგ VI გვამცნობს, რომ კრიტიკული მიდგომა პოემისადმი დამახასიათებელი არ იყო მარტო მისთვის ისეთ კომენტარებს, რომე ლიც მან დაგვიტოვა, სხვებიც სწერდნენო; „მრავალთა ორთა და სამთა უთარგმნია, ერთი მე ასე მივხვდი და მითქვამსოა.
რა აძნელებს ამ საქმეს? პირველი სიძნელე იმაში მდგომარეობს,
რომ ჩვენ არ მოგვეპოვება ისტორიულ-ლიტერატურული დოკუმენტური ხასიათის საჭირო ცნობები და მასალები, რომლებიც მომდინარეობს არამცთუ უშუალოდ პოეტისაგან, მის ეპოქასთან ოდნავ მაინც
დაახლოებული დროიდან. არსებული ცნობები, რომლებიც ლიტერატურაში აღორძინების ხანიდან იჩენს თავს, როგორც გაღმოცემითი, ტრადიციული ხასიათისა, მეცნიერულ წყაროდ ვერ გამოდგება,
ისინი თვითონ საჭიროებენ მეცნიერულ შემოწმებასა და კონტროლს.
მეორე სიძნელე „მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ მოგვეპოვება უძველესი, თუ პოეტის ხელიდან გამოსული არა, მასთან მაინც ქრონოლოგიურად ახლოს მდგომი პოემის ხელნაწერი, რომ თვით ტექსტი
გაგვეხადა კვლევა-ძიების ბაზად, პლ. იოსელიანის ცნობა ორი
ხელნაწერის არსებობის შესახებს» რომელთაგან ერთი (ქაღალდზე)
თითქოს მე-15 საუკუნეს ეკუთვნოდა, ხოლო მეორე (პერგამენტზე) - უფრო ადრე ხანას (Кавказ, г. №12), არ მართლდება. სამაგიეროდ მოგვეპოვება ორი ციტატა პოემიდან: ერთია ვაჰანის ქვაბთა
ეკლესიის კედელზე მე-15 საუკუნის გასულის წარწერაში დამახინჯებული სახით შემონახული ფრაგზენტი 1300 და 1301 სტროფებისა*/ მეორე – ბერთის სახარების (X ს.) ერთ-ერთ გვერდხე ნუსხურით
მე-15 საუკუნეში მიწერილი ტაეპი: „მართლად იტყვის მოციქული:
შიში შეიქს სიყვარულსა“**. უფრო ადრინდელი ციტატა ჯერჯერობით
ცნობილი არაა. არსებული ხელნაწერები XVII საუკუნეს არ სცილდეზიან, მათში დაცული ტექსტი, როგორც შერყვნილი და დამახინჯებული, მეცნიერული დასკვნებისათვის ბახად ყოველთვის არ გამოდგება. გადამწყვეტ მნიშვნელობას ამ მხრივ ჩვეულებრივ ანიჭებენ
პოემის 1712 წლის გამოცემას, რადგანაც ფიქრობენ, რომ ტექსტი,
რომელიც მოცემულია ამ გამოცემაში, უცვლელად გადმობეჭდილია
ისეთი ხელნაწერიდან, რომელიც შეიცავდა პოემის უძველეს რედაქციას, ყოველ შემთხვეევამი, არაუგვიანეს 1267 –- 1318 წლებისას***. ამიტომ საჭიროა შეჩერება ამ გამოცემაზე, რას წარმოადგენს ის, ან
რამდენად სანდოა, როგორც მეცნიერული კვლევა-ძიების საყრდენი?
მართლა უცვლელად შემოგვინახა მან რაღაც მოკლე, დღეს არარსებული, პოეტის ხელიდან გამოსულ დედანთან ახლოს მდგომი ტექსტი?
* ე. ცისკარიშვილი, წარწერები ასპინძის რაიონიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, 30, 1954, გე. 175. კ. კეკელიძე, ეტიუდები **
ა, შანიძე, ვეფხისტყაოსნის სიმფონია, გე. 016--017,
*** პ. ანგოროყვა, რუსთველიანა, თბ., 1926 წ.,
გე. 12, 13, 94
ამ საკითხს მთელი ისტორია აქვს აღნიშნულ აზრს ჰყავს
როგორც მომხრენი ისე მოწინააღმდეგენი. უკანასკნელი დროის
კვლევა-ძიებამ ნათელყო, რომ 1712 წლის გამოცემა არის არა იველი, 1267-1318 წლებიდან მომდინარე, ხელნაწერის უცვლელი განმეორება, არამედ თავისებური კრიტიკული რედაქცია, ესე იგი შეგნებული შემოკლება XVII საუკუნის ხელნაწერებში დაცული ვრცელი,
დამატებიანი და ჩამატებიანი, ტექსტისა. ამ გამოცემაში მისმა რედაქტორმა ვეფხისტყაოსნის ტექსტი მოგეცა იმ სახით, რა სახეც უნდა
ჰქონოდა მას თავდაპირველად მისი, რედაქტორის, შეგნებითასა და
რწმენით. აი, ამისი საბუთები:
პირველი. გამოცემაში შეტანილი არაა ერთი სტროფი - „პირველ თავი, დასაწყისი, ნათქვამია იგ სპარსულად“, რომლითაც იწყება
პოემის მრავალი ხელნაწერი. არაა შეტანილი იმიტომ, რომ აქ გამო–თქმულია ისეთი აზრი, თითქოს პოემა იყოს მხოლოდ და მხოლოდ
„საერო“, სულისმავნებელი, რედაქტორის შეხედულებით კი, რომელიც მოცემულია გამოცემის სულ ბოლო სტროფში, ის „საღმრთოა
და საეროცა“,.
* კ. კეკელიძის გამოც., სტროფ. 159, 212, 213, 259, 752, 854. *ეეფხისტყაოსაი 1712 წლისა, პირველი გამოცემა აღდგენილი ა. შანიძის მიერ, თბ., 1927 წ,, გე. 390 –– 391 ამრიგად, 1712 წლის გამოცემის ობიექტურ შესწავლას მივყავართ
იმ დასკვნამდე, რომ ის არის არა უცვლელი განმეორება რაღაც ძველი, ჩვენამდე არშენახული ხელნაწერისა, არამედ თავისებური კრიტიკული გამოცემა.
ისმის საკითხი, ვის ეკუთვნის ეს პირველი კრიტიკული რედაქცია? 1712 წლის გამოცემას, ჩვეულებრიე, ვახტანგისეულ გამოცემას
უწოდებენ იმ მოსაზრებით, რომ ის ნაყოფია ვახტანგ VI-ის უშუალო
რედაქტორული მუშაობისა ღა დაბეჭდილია მისი უშუალო ხელმძღვგანელობით. მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს, აქ მოცემული ტექსტის
რედაქცია ვახტანგს არ უნდა ეკუთვნოდეს. *
ხელნაწ. S 1512, გვე. 93. ამაზე შეუძლიათ გვითხრან; ის გარემოება, რომ პოემა უვახტანგოდ დაიბეჭდა, კიდევ არ ნიშნავს, რომ პოემის ტექსტი მას არ დაუმუშავებია: მას წინასწარ ექნებოდა ის დამუშავებული და დატოვებდა დასაბეჭდად გამზადებულს, ანდა ბეჭდვა დაიწყებოდა ადრე,
1711 წელს, დამთავრდებოდა ვახტანგის შემდეგო. მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს შემდეგი გარემოება
ა. შანიძემ ამ
გამოცემაზე მუშაობის პროცესმი აღმოაჩინა ერთი მეტად საყურადღებო ფაქტი: ვახტანგის კომენტარები გაკეთებული აქვს არა იმ
ტექსტს, რომელიც 1712 წლის გამოცემაშია, არამედ სხვას; კომენტარებში განმარტებულია მთელი რიგი სტროფები, რომელთაც პოემის
დაბეჭდილ ტექსტში ვერ ვპოულობთ, ანდა კომენტარებში განმარტებულია ერთი სიტყვა, თვით პოემის ტექსტში კი მოყვანილია სხვა.
ერთი სიტყვით, ვახტანგს კომენტარები დაუწერია პოემის ამ ვრცელი რედაქციის ტექსტისათვის, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ ხელნაწერებით. ამრიგად, ირკეევა, რომ დაბეჭდილია პოემის ერთი ტექსტი,
კომენტარები კი გაკეთებული აქვს არა იმ დაბეჭდილ, არამედ სხვა,
ვრცელ რედაქციას*. რას ნიშნავს ეს, ან როგორ გავიგოთ? ვახტანგი იმდენად გონიერი კაცი იყო, იმდენად ჭკუაში მყოფი, რომ ასეთ
შეუსაბამობას და „ახირებულ“ რამეს ვერ ჩაიდენდა. ეს ასე უნდა
წარმოვიდგინოთ: ვეფხისტყაოსნის დაბეჭდვის იდეა დაბადებია
ვახტანგს, თბილისის სტამბის შემქმნელსა და მისი მუშაობის სულისჩამდგმელს; ამის შესახებ მისი „ბრძანებაც“ კი ყოფილა. როგორც
ჩანს, მას განზრახვა ჰქონია დაებეჭდა პოემის ერთ-ერთი ვრცელი
რედაქცია, რომლისთვის მას „თარგმანიც“ კი დაუწერია**. მაგრამ
მას ვერ მოუსწრია თავისი განხრახვისა და სურვილის განხორციელება, რადგანაც 1712 წლის 23 აპრილს, როგორც ვთქვით, იძულებული
შეიქნა სპარსეთს წასულიყო. მის მიერ განზრახული საქმე სისრულეში მოუყვანია სხვას, მაგრამ არა იმ სახით, როგორც ვახტანგი ფიქრობდა: მას დაუბეჭდავს არა ვახტანგის მიერ შერჩეული და კომენტირებული სრული ტექსტი, არამედ სხვა, მის მიერ რედაქტირებული, ზედ მიუბამს ვახტნაგის „თარგმანი,, რომლისთვისაც არშიაზე
მიუწერია პოემის სტროფების სათვალავი**, ხოლო იმისათვის კი არ
მიუქცევია ყურადღება - თარგმანში შესაფერისი სიტყვებით დაწყებულ სტროფში ეს სტროფია მარტო განმარტებული თუ სხვაც, ვახტანგს რომ პოემის ტექსტი არ დაუმუშავებია, ეს, ა. შანიძის მიერ
ნაჩვენები შეუსაბამობის გარდა, შემდეგიდანაც ჩანს: ტექსტის რედაქტორი პოემის ბოლოს დართულ სტროფში ამბობს, რომ პოემა
„საღმრთოცაა და საეროცო“. ვახტანგი კი თავის „თარგმანში“ კატეგორიულად და გადაჭრით აცხადებს, რომ ის მხოლოდ საღმრთოა,
საღმრთო მიჯნურობას გულისხმობს, რომ პოეტს ის „საეროდ არ
უთქვამს“. **«თარგმანი» დაწერილია 1712 წლამდე, როდესაც ვახტანგი «მპყრობელი» კი
არაა, არამედ «გამგებელი» –– «მე ვსწერ წიგნსა ამას გამგებელი ქართლისა ვახტანგ». *** სტროფების აღმნიშვნელი ის ნუმერაცია, რომელსაც „თარგმანში“ ვპოულობთ,
ეკუთვნის რედაქტორს და არა ვახტანგს. ვახტანგის ორიგინალში იმის მაგივრობას სწევდა სტროფის დასაწყისის აღნიშვნა წითელი მელნით,
-393 ვინ უნდა ყოფილიყო ეს რედაქტორი? ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხი ამაზე გაცემულია თვით გამოცემაში. აქ თავფურცელზე ეკი–-
თხულობთ: პოემა „გაიმართა ჴელითა ჴველმწიფის კარის დეკანოზის
შვილის მიქელისათა“. რას ნიშნავს სიტყვა »გახმართა"? „გამართვა“
აღნიშნავს იმასაც, რასაც ჩვენ ახლა რედაქტირებას ვეძახით, აქედან –– გამმართველი, მმართველი, ნიშნავს არა მარტო იმას, ვინც
ბეჭდეითს შეცდომებს ასწორებს, კორექტორს, იმისათვის XVIII საუკუნეში სხვა სახელწოდებაც იხმარება –– „პრობი მმართველი“,
არამედ, უფრო ნიშანდობლივად, რედაქტორსაც. ამის საბუთს გვაძლევს XVIII საუკუნეში, კერძოდ, ვახტანგის დროს, დაბეჭდილი
წიგნების „ანდერძები“. 1709 წლის სახარების მეოთხე გვერდზე ვკითხულობთ: „ეს წმიდა სახარება დიდის ჭირითა ბერძენთა დაბეჭდილ
სახარებათა შემოწმებითა სიტყვა ღა ასო მეტ-ნაკლები გავმართე“.
იმავე 1709 წლის „სამოციქულოს“ უკანასკნელ ფურცელზე ნათქვამია: »ესე წმიდა სამოციქულო.. დიდის ჭირითა ბერძნულთა დაბეჭდილ
[სამოციქულოთა] შემოწმებითა სიტყვ. და ასო მეტ-ნაკლები
გავმართე“. 1764 წლის „კურთხევანის“ ანდერძში ეკითხულობთ:
„ოდეს მეფობდა საქართველოსა შინა.. მეფე ვახტანგ, დროსა მას გამართულ იყო წიგნი ესე.. ბერძნულსა კურთხევანსა ზეღა და
დაბეჭდილ იყოცა“; ახლა, ირაკლის დროს, შევუდექით რა ამავე წიგნის ბეჭდვას, აღმოჩნდა, რომ „გარეგან ღრამატიკისა კანონთა და წესთა იყო ნაბეჭდი ჩუენი და დედანიცა", ამისთვის... იგი „გაიმართა კანონსა ზედა ღრამატიკისასა და დაბეჭდილ იქმნა“. 1783 წლის „საღმრთო მსახურებაში“ სწერია, რომ ის „შემოწმებულ იქმნა რუსულსა
საღმრთოსა მსახურებასა ზედა ღრამატიკის კანონთა ზედა გამართვითა“. „გამართვა“ ბერძნულსა და რუსულსა „წიგნსა ზედა“, აგრეთვე „გამართვა კანონსა ზედა ღრამატიკისასა#“ ნიშნავს რედაქციულ მუშაობას, რედაქტირებას. პავლე დეკანოზი, რომელსაც პეტრე იბერიელის „ცხოვრება“ „გაუვრცელებია შესავლითა და სასწაულთა მიწყობითა და
ბოლოჲსა კეთილად დასრულებითა“, თავის თავს „მმართველს“ უწოდებს*.
ამრიგად, სიტყვები –– „გაიმართა ჴელითა ჴელმწიფის კარის დეკანოზის შვილის მიქელისათა“ ნიშნავს: ვეფხისტყაოსნის ტექსტი
გასწორდა, რედაქტირებულ იქნა მიქელის ხელით. ეს რომ ასეა, მიქელი რომ პოემის რედაქტორია, ეს დამოწმებულია პოემის ლექსად
გამოთქმულ „ანდერძში“: "აწ დაიბეჭდა სტამბაში პირველ ნაწერი ხელისა... ეს ნიშნავს: დაიბეჭდა სტამბურად “მიქაელის ნაღვაწი სიტყვა
„ნაღვაწი“ ამ შემთხვევაში აღნიშნავს ნამრომს არა შეთხზვის (მიქელი ვერ იტყოდა, რა თქმა უნდა, რომ ვეფხისტყაოსანი მისი შეთხზულია), არამედ შესწორების, რედაქტირების აზრით.
რუსთველოლოგიის პირითადი პრობლემებია: 1) ტექსტის დადგენა, 2) „გარკვევა იმ პირობებისა და სოციალური არისა, რომელთაც
წარმოშვეს პოემა, 3) პოემის ავტორი, 4) მისი დაწერის დრო, 5) პოემის სიუჟეტი, 6) პოეტის მსოფლმხედველობა, 7) პოემის პოეტური,
მხატვრული მხარე. ამათგან პოემის წარმომშობ პირობებზე აქ აღარ
ვილაპარაკებთ, რადგანაც ჩვენ უკვე ვაჩვენეთ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიური და კულტურული ვითარება ქართული მწერლობის ე. წ. კლასიკური პერიოდისა, რომელსაც ეკუთვნის პოემა*. რაც
შეეხება ტექსტის დადგენის პრობლემას, აქ შეიძლება მხოლოდ აღი–
ნიშნოს ზოგად ხაზებში ის პრინციპები, რომლითაც უნდა ვგხელმძღვანელობდეთ ასეთი მუშაობისას, ეს პრინციპები ჩვენ ასე გვეხატება:
1) კონტექსტი, მოთხრობის სიუჟეტურ განვითარებასთან · ერთად. 2) სტილი კლასიკური პერიოდისა, რომელსაც პოემა ეკუთვნის: ამ სტილის ზოგადი ხასიათი ღა მოხახულობა დღეს იმდენადაა
ცნობილი და გათვალისწინებული, რომ მისი გამოყენება, როგორც
ტექსტის დადგენის აუცილებელი პრინციპისა “შესაძლებელია
3) ენობრივი მოვლენები; კლასიკური პერიოდის ლიტერატურული ენა საკმაოდ "შესწავლილია, ასე რომ მას შეუძლია
მკვლევარს ეჭვმიუტანელი ფაქტები მისცეს პოემის ტექსტზე მუშაობისას, 4) პოეტიკა; მართალია, ვეფხისტყაოსნის პოეტიკა ჯერ
სათანადოდ შესწავლილი არაა და ამ მხრივ ეს თვითონ პრობლემად
გვევლინება, მაგრამ ძირითადი ტონი მისი იმდენადაა დაჭერილი,
რომ ტექსტზე მუშაობისას ამ პრინციპითაც შესაძლებელია ხელმძღვანელობა. 5) ხელნაწერთა ტრადიცია; ვისაც მეცნიერუ6ლი კვლევა-ძიებისას საქმე ხელნაწერებთან ჰქონია იმან კარგად
იცის, რომ დაუშვებელია ხელნაწერის ფეტიშად და ტექსტის დადგე– ნისას, საექვო ადგილის გარკვევისას, მთლიანად იმაზე დაყრდნობა;
მაგრამ? მანუსკრიპტული ტრადიციის ხელაღებით უარყოფა შეუძლებელია: ტექსტუალური მუშაობისათვის მით უფრო ხელსაყრელია,
რაც მეტია ხელნაწერები, მით უმეტეს ძველი ან მათგან უშუალოდ
მიმდინარე ნუსხები. 6) იდეოლოგიური ხასიათის მოსაზრებანი;
უნდა გვახსოვდეს, რომ პოემის ტექსტი ხშირად იდეოლოგიური მოსაზრებით ირყვნებოდა, ამიტომ ავტორისა და მისი ეპოქის მსოფლ–
მხედველობის გათვალისწინება უცილობელ დახმარებას გაგვიწევს
ტექსტუალური მუშაობის დროს. დაწვრილებით შევჩერდებით სხვა
პრობლემებზე. * მხედველობაშია კ. კეკელიძის ქართული ლიტ. ისტორია, II, 1958 წ., გე.
27-41, რედ.
ძეელი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, III, 2მ.
მეორე. გამოცემაში არ არის ვრცელი რედაქციების ის გაგრძელებანი, რომლებშიც მოთხრობილია ამბავი ხატაელთა და ხვარაზმელთა მიერ ინდოთა შევიწროებისა და მათი განთავისუფლებისა ტარიელის მიერ მეგობრების დახმარებით, აგრეთვე პოემის მთავარ
გმირთა გარდაცვალებისა, ამავე დროს ჩვენ აქ ვხედავთ 22 სტროფს
(1568 –– 1589), რომელთა გაგება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიგულისხმებთ, რომ ისინი ამოღებულია ამ დანართი ეპიზოდებიდან, ასე, მაგალითად, გამოცემის სიტყვები„ რომ ინდონი
„ამბობდიან ჭირთა მათთა" (1570) და „ავთანდილს და ფრიდონს
მწედ ხადოდიან“ (1571), გასაგები ხდება მხოლოდ მაშინ, თუ მოვიგონებთ იმ გაჭირვებას, რაც ხატაელ-ხვარაზმელებმა მიაყენეს ინდოელებს, რომელნიც ტარიელმა ავთანდილისა და ფრიდონის დახმარებით დაიხსნა ამ გაჭირვებისაგან. ასევე უნდა ითქვას გამოცემის იმ
ადგილის შესახებ, სადაც ლაპარაკია, რომ ფრიდონი ეთხოვება ტარიელს (1577) ღა ეს უკანასკნელი მას როსტევანთან საჩუქრებს
ატანს (1578), თუმცა ფრიდონი როსტევანთან კი არ მიდიოდა, არამედ თავის სამფლობელოში. ამ გაუგებრობას ფანტავს ვრცელი რედაქცია, სადაც აღნიშნულ სტროფთა შუა მოთავსებულია მესამე,
რომელშიაც ლაპარაკია ავთანდილის გამოთხოვებაზე; ავთანდილის
მიერ კი როსტევანისათვის საჩუქრების წაღება სრულიად ბუნებრივია. ანდა სიტყვები: „გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა,
გარდახდეს, განვლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა“, რომლებსაც 1712 წლის გამოცემაში (1585) აზრი არა აქვს, ვინაიდან იქ მოთხრობა ტარიელ-ნესტანისა დღა ავთანდილ-თინათინის დაქორწინების
ამბით თავდება, გასაგებია ვრცელ რედაქციაში, რომელშიც მათ წინ ლაპარაკია მთავარ გმირთა გარდაცვალების შესახებ**, ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ რედაქტორს, ვრცელი რედაქციის შემოკლებისას,
ზოგიერთი სტროფი უხერხულად ამოუგლეჯია იქიდან და უადგილოდ
შეუტანია თავის გამოცემაში.
* იხ, ჟურნ. «მნათობი», 1927 წ, №
2, გვ. 185186; ს. კაკაბაძის მიერ «ეეფხისტყაოსნის» პირეელი გამოცემა, გვ.
21-22,
მესამე. ამ გამოცემაში არის ისეთი ლექსიკური ფაქტები,
რომელთა მიხედვით დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აქ გამოყენებული ხელნაწერის რედაქცია ე. წ. აღორძინების ხანახე უადრესი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა. ამ მხრივ საყურადღებოა, პირველ ყოვლისა, პროლოგის შემდეგი ადგილი „რა ვეღარ
მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყეა-მცირობა“. აქ „ქართული“ ნახმარია „სიტყვის“ ზოგადი მნიშვნელობით. ეს სიტყვა ამგვარი მნიშვნელობით
მწერლობაზი შემოდის აღორძინების პერიოდიდან, უფრო ადრე ამის
კვალს ვერსად ვპოულობთ. მაშასადამე, ამ სიტუყვის შემცველი რედაქცია თუ ხელნაწერი მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებს ვერ მიეკუთვნება. შემდეგ: ·„გამოცემაში ვკითხულობთ: „ფრიდონ საჯდომნი
დამიდგნა ადგილსა საბატონოსა“ (631). რედაქტორს ხელში ჰქონია
ისეთი ხელნაწერი, რომელშიც ყოფილა ტერმინი „საბატონო“, რაც
კლასიკურ და მის მომდევნო ხანაში მოულოდნელია. იმ ეპოქაში მოსალოდნელია არა „საბატონო“, არამედ ,,საპატრონო“, რომელიც, მართლაც, შემოუნახავს აღნიშნულ სტროფში ზოგიერთ ხელნაწერს, მაგალითად, § 2829, 5 4499. დასასრულ, ერთ სტროფში ნათქვამია: „ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია“ (191), აქ მეტაფორულად აღინიშნება წამწამები თუ ულვაშები. „საყე“ resp. „საყი“ ნინავს საზეიმო მაგიდასთან მდგომს, საროს მსგავსს, პირ-მზე, პირმხიარულს, ლამახსა .ღა მოხდენილ ღვინის მწდეს ან მიმრთმევს, რომელიც სახეიმო სუფრისა ღა გარემოს დამამშვენებელი იყო.
მეტაფორული თქმის აზრი ასეთია: როგორც „საყენი” ან ღვინის
მწდენი ამშვენებდნენ ხოლმე საზეიმო სუფრას, რომლის გარშემო ისინი იდგნენ, ისე ამართული შავი (გიშრის) წამწამი დღა ულვაშები ამკობდა, ამშვენებდა ავთანდილის „ბროლის ყელს“ ან ლოყას. სიტყვა
„საყე“ ჩვენს მწერლობაში ხმარებაში შემოდის აღორძინების ხანაში, ის გვხვდება „ბარამგურიანსა** და „შმაჰნავაზიანში“*. მაშასადამე, აღორძინების ხანაზხე ადრინდელი ვერ იქნებოდა ის ხელნაწერი,
რომელიც რედაქტორს გამოუყენებია***.
** გ, ლეონიძისა და ს. იორდანწიშ ვილის გამოც, სტროფ, 333,
668. აქ ეს ხიტყეა მოცემულია როგორც «საღი».
ეს გამოცემა შედგება ორი ნაწილისაგან: ერთია პოემის ტექსტი,
მეორე –– ტექსტის თარგმანი ან კომენტარები. მეორე ნაწილი, თარგმანი, უეჭველად ვახტანგისაა. ეს დამოწმებულია როგორც თარგმანში, რომელიც იწყება ასე: „მე ვსწერ, ძმისწული მეფის გიორგისა და
ძე ლევანისა, გამგებელი ქართლისა ვახტანგ წიგნსა ამას“, ისე ცნობილ ეპიტაფიაში: „დავსწერე ვეფხისტყაოსნის თარგმნობა*. გამოცემის პირველი ნაწილი, პოემის ტექსტი, დამუშავებული და რედაქტირებული უნდა “იყოს არა ვახტანგის მიერ, არამედ მისგან დამოუკიდებლიე. ეს რომ ასეა, ჩანს იქიდან, რომ, მოლოდინის წინააღმ–
დეგ, თარგმანში ან გამოცემის სხვა ადგილას არც ერთხელ, გაკვრითაც კი, არ არის აღნიშნული, რომ ვეხტანგმა პოემის ტექსტი დაამუშავა, ანდა დაამზადა გამოსაცემად; არ არის აღნიშნული ეს არც ეპიტაფიაში, რომელშიაც ნაჩვენებია ვახტანგის არა მარტო საავტორო,
არამედ სარედაქტორო მუშაობაც სხვადასხვა ძეგლხე. ჩვენ საფუძველი „გვაქვს ვიფიქროთ, რომ 1712 წლის პოემის დაბეჭდვაში ვახტანგი
არც ღებულობდა მონაწილეობას. ამ შემთხვევაში გამეორდა ის, რასაც ადღგილი ჰქონდა „ქართლის ცხოვრებაზე“ მუშაობის დროს. ვახუშტი ამის შესახებ ამბობს: „აღუწერიათ სახელითა ვახტანგისითა,
რომელი არა საგონებელ არს მის მიერ, განა თუმცა ბრძანებითა მისითა არს, არამედ მას თვით არღარა განუხილავს ვითარება მისი“. ამ
დებულებას გვიდასტურებს გამოცემის თარიღი: პოემა დაბეჭდილია
„ დასაბამითგან ვიდრე აქამომდე შვიდი ათას ორას ოცსა“, ანუ „ათას
შვიდას და თორმეტსა, წელსა ქრისტესით“. 1712 წლის 23 აპრილიდან ვახტანგი უკვე ქართლში აღარაა, ის წაიყვანეს სპარსეთს, საიდანაც მხოლოდ 1719 წლის 7 აგვისტოს მობრუნდა. იქნება ვინმემ
იფიქროს, რომ წიგნი დაიბეჭქდებოდა 1712 წლის იანვრიდან 23 აპრილამდე, მაგრამ ასეთი დიდი წიგნის ღაბეჭდვა ოთხ თვეში არამცთუ
მაშინ, ბექდვეითი ტექნიკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის ეპოქაშიაც
კი, საეჭვოა. ეს კიდევ არაფერი, როგორც გამოცემის ბოლოს აღუნიშნავთ, „დაესრულა წიგნი ესე ქორანიკანს შუნსასმულსა“, ესე იგი
წიგნი დაბეჭდილია უე ქორონიკონს, რაც იმავე 1712 წელს უდრის,
მხოლოდ არა იანვრის წლით, არამედ ქორონიკონულით - მარტის.
ქორონიკონი უ (400) შეიცავდა დროს 1712 წლის 1 მარტიდან 1713
წლის 1 მარტამდე, ასე რომ, ამის მიხედვით პოემის დასაბეჭდად
რჩება არა ოთხი თვე, არამედ ორი, მარტი - აპრილი, ეს ხომ სულ
შეუძლებელი იქნებოდა. ამას არ ეწინააღმდეგება გამოცემის თავფურცლის ცნობა, რომ პოემა დაიბეჭდა „ჟამსა ამაღლებულისა საქართველოს მპყრობელისა... ვახტანგისსა", საქმე ისაა, რომ 1713 წლის
„კურთხევანშიაც“ კია ნათქვამი, რომ ის დაიბეჭდა „ჟამსა ამაღლებულისა საქართველოს მპყრობელისა ვახტანჯისსა“, თუმცა 1713 წელს
ის სპარსეთშია, არ ყოფილა ის ქართლში არც 1717 წელს, მიუხედავად ამისა, ამ წელს დაბეჭდილ „ჟამნში“ „ნათქვამია, რომ ის დაიბეჭდა „ჟამსა მეფისა ვახტანგისსა.. ვახტანგი ქართლის მეფედ და
მპყრობელად ნაგულისხმევია მაშინაც კი, როდესაც ის აქ არ იყო და სპარსეთში ცხოვრობდა.
*ვეფხისტყაოსაი 1712 წლისა, პირველი გამოცემა აღდგენილი ა. შანიძის მიერ, თბ., 1927 წ,, გე. 390
** Житье Петра Ивера, Православ. Палест. Сборник,
XVI, вып. II, 1896 г., 33. 53.
ნაღვაწი მისის (ვახტანგის) მლოცვლისა, მესტამბე მიქაელისა,
ამრიგად, ირკვევა, რომ 1712 წელს დაბეჭდილი ტექსტის რედაქცია ეკუთვნის არა განსწავლულსა და ავტორიტეტით მოსილ კულტურტრეგერს თავის დროისას ვახტანგს, არამედ მიბის მმართველს, ჯერხნობით უცნობს ვიღაც მიხეილს*. ჩვენ არ
გვაქვს არავითარი გარანტია იმისა, რომ მის მიერ რედაქტირებულ
ტექსტში ორიგინალის აღდგენის მხრივ ყველაფერი რიგზეა. პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის რიგზე, ეს გამომჟღავნდა შემდეგი თაობის მეცნიერთა კვლევა-ძიებით, განსაკუთრებით კი საიუბილეო. (1937, 1951, 1957 წწ.) გამოცემის ტექსტის დადგენისას.
*
ამის შესახებ დაწვრილებით ის, კ. კეკელიძე, რუსთველოლოგიის საკითხები თსუ შრომები, X, 1919 წ. გვ. 95-– 100;
მისივე, ეტიუდები, IV, გვ. 16