![]() |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - მ |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.
ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
1 მადრიგალი |
▲back to top |
მ
მადრიგალი
სახოტბო ლექსი, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ პიროვნებისადმი.
ქართულ ლიტერატურაში მადრიგალის ნიმუშებია: „საყურე” – ნ. ბარათაშვილის, „უცხო ქვეყნელს” – მ. გურიელის, „ყვავილს” – რ. ერისთავის, „ლერწამი ხარ”– ი. გრიშაშვილის
და სხვ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
2 მაღალი შაირი |
▲back to top |
მაღალი შაირი
რიტმულად ჩქარი ტემპის მქონე ტერფებისაგან შედგენილი შაირი.
მაღალი შაირი ოთხი ოთხმარცვლიანი ტერფისაგან შედგება:
„შემოვიდა რუსთაველი ის სულმნათი და მგოსანი.”
|4| |4| |4| |4|
იხ. აგრეთვე: რიტმი, ტერფი, შაირი
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
![]() |
3 მაჯამა |
▲back to top |
მაჯამა
ომონიმური რითმა.
„აღმართ–აღმართ მივდიოდი მე ნელა,
იხ. აგრეთვე: ომონიმები, რითმა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
სერზე შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა,
მზემც სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.” – (აკაკი).
![]() |
4 მდიდარი რითმა |
▲back to top |
მდიდარი რითმა
რითმა, რომელსაც უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერებიც ერთნაირი ან
დამსგავსებული აქვს.
უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერები ერთნაირია:
„გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა წყლისა ჩქერამა,
უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერები დამსგავსებულია:
„ ...და მრცხვენიან, ყმაწვილებო, ეს ამბავი სათხრობელად...
ანტონიმი: ღარიბი რითმა
იხ. აგრეთვე: რითმა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთისა ცქერამა.” – (ხალხური).
ასე გახდა ერთი წიგნი ჩემი ბაღის საფრთხობელად”.– ი. გრიშაშვილი).
სინონიმი: ღრმა რითმა
![]() |
5 მეტაფორა |
▲back to top |
მეტაფორა
ბერძნ. Metaphora
სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს და ემყარება მსგავსებას,
შედარებას, ანალოგიას.
ჩვენ ვამბობთ – „ბუნებამ გაიღვიძა”, რადგან მსგავსებას ვპოულობთ ბუნებასა და
ადამიანს შორის და ცოცხალი ადამიანის თვისებაც – „გაღვიძება” ბუნებაზე გადაგვაქვს.
მეტაფორის ნიმუშებია:
„ცა განრისხდა”, მთაწმინდა „ჩაფიქრებულა”, ვარსკვლავები „ფერხულს
უვლიან, ღამემ „იცის” ჩემი საიდუმლო, გული „გაქვავდა” და ა.შ. როდესაც ვამბობთ „გული გაქვავდა,
ამით გამოვხატავთ იმ აზრს, რომ „გული ქვასავით გახდა”. ეს კი უკვე შედარებაა.
ამრიგად, მეტაფორას საფუძვლად უდევს მხატვრული შედარება. ყოველგვარი მეტაფორა
შეიძლება მხატვრულ შედარებად გადაიქცეს და მხატვრული შედარება მეტაფორად.
მაგალითად, შედარება: „ივანეს რკინასავით ნებისყოფა აქვს, ჩვენ შეგვიძლია მეტაფორად
გადავაკეთოთ – „ივანეს რკინის ნებისყოფა აქვს”.
მეტაფორა, თუმცა შედარებას ეყრდნობა, მაგრამ იგი მაინც არ არის ჩვეულებრივი
შედარება. შედარების დროს ჩვენ ვამბობთ: „აღტაცებამ მდინარესავით ჩაიქროლა”. ეს
შედარებაა, რადგან დასახელებულია ისიც, თუ რას ვადარებთ და ისიც, თუ რასთან
ვადარებთ, ე.ი. შედარების ორივე წევრი გვაქვს. იგივე შედარება ჩვენ შეგვიძლია
გადავაკეთოთ მეტაფორად. ამისათვის საჭიროა მოვსპოთ შედარების ორი წევრის
დამაკავშირებელი სიტყვები ან ნაწილაკები („ვით”, „როგორც”) და ორი ცნება – აღტაცება
და მდინარე ერთ საგანში გავაერთიანოთ. ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ „აღტაცების
მდინარემ ჩაიქროლა”.
შედარების დროს ჩვენ ორი საგანი გვქონდა: აღტაცება და მდინარე. ორივე მათგანი
დამოუკიდებელ მოვლენად გვქონდა გათვალისწინებული, ისინი ორ საგანს შეადგენდნენ.
მეტაფორაში კი ჩვენ ვამბობთ: „აღტაცების მდინარე” და ამ გამოთქმაში ჩვენ
წარმოვიდგენთ არა ორ ცალ–ცალკე არსებულ მოვლენას (აღტაცებასა და მდინარეს), არამედ
– ერთ საგანს, ერთ მოვლენას. აღტაცებაში ერთდება მდინარე და თვით მდინარეში კი
აღტაცება. ე.ი. აღტაცება წარმოგვიდგება მდინარის სახით.
შედარების დროს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და ყურადღებას ორი,
სავსებით გარკვეული ცნების შეფარდება იპყრობს. მეტაფორაში კი სიტყვები არაპირდაპირი
მნიშვნელობით იხმარება და მეორე საგნის თვისება უშუალოდ ერთდება მეტაფორულად
განმარტებულ საგანში.
ა) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ უსულოზე - („ბუნებამ გაიღვიძა, „თავს იწონებს
ნაზი ია”).
ბ) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ სულიერზე - („როსტომი ღელავდა”).
დ) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ უსულო საგანზე( - „სამშობლოვ, ჩემო ლამაზო,
ზურმუხტო, ანუ ალმასო!).
როგორც ვხედავთ, მეტაფორის საზღვრები ბევრად ვრცელია. ამიტომ იგი ტროპის ყველაზე
გავრცელებული სახეობაა. მას უხვად იყენებენ როგორც ფოლკლორში, ისე სიტყვაკაზმულ
მწერლობაში:
„იამა გშობა შობითა,
„გვადი სირცხვილში ჩავარდა”- (ლ. ქიაჩელი)
„მთები თავჩაჩქნიანები,
იხ. აგრეთვე: ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი, მხატვრული შედარება, ტროპი,
პარალელიზმი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ამის გამო ლიტერატურის ზოგიერთი თეორეტიკოსი მეტაფორას განმარტავს როგორც
შემოკლებულ შედარებას. მეტაფორისათვის მთავარი მნიშვნელობა აქვს ერთი საგნის
თვისების მეორეზე გადატანას განურჩევლად იმისა, თუ რა საგნიდან რა საგანზე
გადაგვაქვს აღნიშნული თვისება. ჩვენ შეგვიძლია მეტაფორის მეშვეობით:
გ) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ სულიერზე - („ატირდა ხარი ნიკორა”).
ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,
მას ჰგავხარ სურნელებითა” - (ხალხური)
ფიქრს მისცემიან მწარესა” - (ვაჟა–ფშაველა).
![]() |
6 მეტონიმია |
▲back to top |
მეტონიმია
ტროპი, რომელშიც მოვლენის ან საგნის სახელი სხვა სახელით არის შეცვლილი
ურთიერთკავშირის ნიადაგზე
(„მეტონიმია” ბერძნულად სახელის გამოცვლას, ანუ გადასახელებას ნიშნავს).
მაგ.
„რუსთაველს ვკითხულობ” – მეტონიმიაა, რადგან ვკითხულობ არა თვით რუსთაველს
(წაკითხვა მხოლოდ ნაწერის ან ნაბეჭდის შეიძლება), არამედ ნაწარმოებს. მაგრამ,
ვინაიდან, წიგნსა და რუსთაველს შორის არსებობს კავშირი (რუსთაველი არის ავტორი
„ვეფხისტყაოსნისა”), საკმარისია დავასახელოთ პოეტის გვარი და მაშინვე
„ვეფხისტყაოსანი” წარმოგვიდგება.
მეტონიმიის ნიმუშებია:
„ერთი ჭიქა დავლიე” (დასახელებულია ჭურჭელი სასმელის ნაცვლად). „თოფი გაისროლა”
(დასახელებულია იარაღი ტყვია–წამლის მაგიერ). „ოქროს მოყვარული” – იგულისხმება
ფულის მოყვარული. „კალამი მაცხოვრებს” (იარაღი მოქმედების, ე.ი. წერის მაგიერ).
„მექარხნე იწვის” (პატრონი, მფლობელი–ქონების მაგიერ). „მოგელის სახრჩობელა”,
„მოგელის შავი სამარე”, ე.ი. სიკვდილი (დასახელებულია მოვლენასთან დაკავშირებული
საგნები) და ა.შ.
იხ. აგრეთვე: პერიფრაზი, ტროპი, სინეკდოქე
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
7 მეტრული ლექსთწყობა |
▲back to top |
მეტრული ლექსთწყობა
მოკლე და გრძელ ხმოვნებზე დამყარებულ ლექსთწყობა.
მეტრი ბერძნული სიტყვაა („მეტრონ”) და ზომას ნიშნავს. მეტრული ლექსთწყობაც ძირითადად ძველბერძნულ და რომაულ ლიტერატურაში იყო გავრცელებული. ძველ ბერძნულ ენაში გვხვდება მოკლე და გრძელი ხმოვნები. მაგ: ბერძნულ ენაში ერთი გრძელი ხმოვნის სიგრძე ორი მოკლე ხმოვნის სიგრძეს უდრიდა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ლექსის ტერფებს საფუძვლად უდევს მახვილიანი და უმახვილო ბგერების დაჯგუფება, მეტრული ზომით ტერფებს გრძელი და მოკლე ხმოვნების დაჯგუფება ახასიათებს.
იხ. აგრეთვე: ტერფი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
8 მითი |
▲back to top |
მითი
ფანტასტიკური შინაარსის ზეპირი მოთხრობა, რომელიც მხატვრულ ფორმებში გადმოგვცემს საზოგადოებრივი ცხოვრების, ან ბუნების ამა თუ იმ მოვლენას.
„მითოს” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მოთხრობას. მითში იგულისხმება უძველესი ადამიანის თქმულებები ღმერთების შესახებ, ღმერთების ურთიერთთან და მათი ადამიანებისადმი დამოკიდებულების შესახებ. მითი ეპოსის უძველესი სახე იყო. იგი პირველად ზეპირსიტყვიერების სახით წარმოიშვა.
პირველყოფილი ადამიანისათვის შეუძლებელი იყო ბუნების მოვლენების მეცნიერული ახსნა–განმარტება; იგი ფიქრობდა, რომ რაღაც ძალები არსებობენ, რომლებიც ხელმძღვანელობენ ბუნების მოძრაობას და აღმერთებენ მათ. მითების შინაარსი ცხოვრების სინამდვილესთან იყო დაკავშირებული. ადამიანი ამჩნევდა, რომ გაზაფხულზე ბუნება იღვიძებდა, ყვაოდა, გაზაფხულზე ნაყოფს იძლეოდა, შემოდგომაზე ადამიანს უხვი მოსავლით აჯილდოებდა, ზამთარში კი მცენარეულობა ჭკნებოდა, თოვლის ქვეშ იმარხებოდა. ამ მოვლენის ახსნის მიზნით ძველმა ბერძნებმა შექმნეს მითი ქალ–ღმერთის დემეტრას და მისი ქალიშვილის პერსიფონას შესახებ.
დემეტრა მოსავლის ღვთაება იყო. მას გაუჩნდა ქალიშვილი – პერსეფონა, რომელსაც ყვავილებისა და მარცვლეულის ღვთაებად თვლიდნენ. პერსეფონა, ზევსის დასტურით, ჩუმად გაიტაცა ქვესკნელის ღვთაებამ – აიდმა. თავზარდაცემულმა დემეტრამ მთელი ქვეყანა შესძრა, მაგრამ ქალიშვილი ვერსად იპოვა. პერსეფონას დაკარგვას თან მოჰყვა ქვეყნის გასაჭირი. მისი გატაცების შემდეგ დედამიწაზე გახმა ყვავილები, მარცვლეული, ხალხი შიმშილით იხოცებოდა. საქმეში ზევსი ჩაერია და და მისი თხოვნით აიდი დათანხმდა პერსეფონას დემეტრასთან დაბრუნებაზე შემდეგი პირობით: ყოველი წლის ორი მესამედი პერსეფონას დედამიწაზე უნდა გაეტარებინა თავის მშობლებთან და ერთი მესამედი კი ქვესკნელში, ქმრის – აიდის სამეფოში.
ეს მითი თავისებურად ხსნის ბუნების კანონს. ზოგიერთი მითი ადამიანთა ურთიერთობას გამოხატავს. ასეთი ხასიათისაა, მაგალითად, თქმულება პრომეთეოსის შესახებ, რომელმაც ჩაგრული ხალხის დახმარების მიზნით, ზეციდან მოიტაცა ცეცხლი. ამის გამო ზევსმა იგი სასტიკად დასაჯა.
მითების შინაარსი რელიგიური ხასიათისაა. პირველყოფილ ადამიანს მითი არ ჰქონდა წარმოდგენილი, როგორც ფანტაზია. მას გულწრფელად სწამდა ის, რაც მითში იყო გამოხატული, მისთვის მითი „საღვთო ისტორია” იყო. მითი შემდეგ ხანებში მწერლებმაც გამოიყენეს. მაგ. ანტიკურ ლიტერატურაში – სოფოკლემ, ევრიპიდემ, ევროპის ახალ ლიტერატურაში – ბაირონმა, გოეთემ, შილერმა და სხვებმა,
მაგრამ მათთვის მითმა დაკარგა თავისი რელიგიური შინაარსი და მწერლები იყენებდნენ მხოლოდ მითოლოგიურ სიუჟეტებს, იყენებდნენ მითს ახალი მნიშვნელობით, ახალი შინაარსით. იყენებდნენ მხოლოდ როგორც მასალას, რადგან მათ აღარ სწამდათ მათში მოთხრობილი ამბის ჭეშმარიტება.
იხ. აგრეთვე: ეპოსი, მოთხრობა, სიუჟეტი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
9 მიმიკა |
▲back to top |
მიმიკა აზრის ან შთაბეჭდილების გამოხატვას სხეულის კუნთების მოძრაობის საშუალებით, მიმიკა ეწოდება.
მსახიობის თამაშს, ლაპარაკთან ერთად, მოქმედებაც ახასიათებს. მსახიობის მოქმედება წარმოებს სხეულის სხვადასხვა ნაწილის საშუალებით. მსახიობის მოქმედება და ლაპარაკი კი ერთმანეთთან არის შეხამებული. ამასთან, იმისდა მიხედვით, თუ რა შთაბეჭდილების გამოსახვა სურს მსახიობს, იგი იყენებს სახის კუნთების შესაფერ მოძრაობას. მსახიობი აზრს და შთაბეჭდილებას გამოხატავს თავის, ხელის, ფეხისა და მთელი სხეულის მოძრაობის საშუალებით. აზრის ან შთაბეჭდილების გამოხატვის ასეთ ხერხს
მიმიკური მოძრაობა ეწოდება.
მსახიობის თამაში, სახვითი ხასიათის მოძრაობასთან ერთად, თვალწინ წარმოგვიდგენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. სცენაზე იგი სვამს, ჭამს, ცეკვავს, იბრძვის, ეჭვიანობს და სხვ.
იხ. აგრეთვე: დრამა, რემარკები
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
10 მისასალმებელი მჭერმეტყველება |
▲back to top |
მისასალმებელი მჭერმეტყველება
საორატორო პროზის სახე, რომელიც მიზნად ისახავს საზეიმო მდგომარეობის შესაფერისი განწყობილების შექმნას.
მას იყენებენ რომელიმე ორგანიზაციის წევრთა ყრილობის, რაიმე მნიშვნელოვანი თათბირის, თარიღის, მეცნიერების მიღწევის, სამეურნეო, პოლიტიკური ან რაიმე სახის წარმატების აღსანიშნავად.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
11 მოთხრობა |
▲back to top |
მოთხრობა
ეპოსის ისეთი სახე, რომელშიც ვრცლად არის მოთხრობილი ერთი ამბავი.
მაგ. „სამანიშვილის დედინაცვალში”. ვრცლად არის ასახული ბეკინა სამანიშვილის მეორედ დაქორწინების ამბავი და მისი შვილის პლატონის უნაყოფო ცდა ოჯახის გამყოფი ძმის დაბადებისაგან გადარჩენისა. მოთხრობაში მოქმედება დინჯად ვითარდება. ავტორი მოკლედ გვაცნობს ბეკინას ცხოვრებას, მის მიერ მეორე ცოლის შერთვის გადაწყვეტამდე, ე.ი. ნოველისაგან განსხვავებით, მას აქვს წინაამბავი. აქვს აგრეთვე ბოლოამბავი, რომელშიც ჩვენ ვეცნობით მოთხრობის მთავარი მოქმედი პირების ურთიერთობას მოთხრობის ძირითადი ამბის დამთავრების, ე.ი. ბეკინას მეორე ვაჟის დაბადების შემდეგ. „სამანიშვილის დედინაცვალში” მოქმედ პირთა რიცხვიც, ნოველასთან შედარებით, მეტია: გარდა მთავარი მოქმედი პირის – პლატონ სამანიშვილისა, მასში გამოყვანილია აგრეთვე პლატონთან, როგორც მთავარ მოქმედ პერსონაჟთან და ამბის განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედი პირები: ბეკინა სამანიშვილი, ბრეგვაძის ქვრივი, კირილე – პლატონის სიძე, არისტო, სოფლის „ადვოკატი” გედევანიძე და სხვანი. მოქმედი პირების ხასიათი და მათი სამოქმედო გარემო საკმაოდ ვრცლად არის მოცემული. „სამანიშვილის დედინაცვალი” გვიხატავს მისი მთავარი პერსონაჟების ცხოვრების არა ერთ მომენტს, არამედ მათ ცხოვრებას საკმაოდ დიდ მანძილზე.
უფრო ხშირად მოთხრობაში ავტორი გვაცნობს მთავარი მოქმედი პირის ცხოვრებას ძირითადი ამბის დაწყებიდან (კვანძის გასკვნიდან) მისი სიცოცხლის დამთავრებამდე. მწერალს შეუძლია ბოლო ამბის სახით გაგვაცნოს, აგრეთვე, მთავარი მოქმედი პირის ოჯახის ბედი კვანძის გახსნის შემდეგ.
მოთხრობას, გარდა წინა ამბისა, შეიძლება ჰქონდეს აგრეთვე პროლოგი და ეპილოგი. მასში ხშირად გვხვდება პეიზაჟები და ჩართული ეპიზოდები.
„სამანიშვილის დედინაცვალში” დეტალურად არის მოცემული მოქმედების განვითარების ყველა მნიშვნელოვანი საფეხური (ექსპოზიცია, წინა ამბავი, კვანძი, კულმინაცია, კვანძის გახსნა, ჩართული ეპიზოდები, ბოლოამბავი და სხვ.). ამ თვისებით მოთხრობა რომანს უახლოვდება.
ქართულ ლიტერატურაში მოთხრობის ნიმუშებია: „გლახის ნაამბობი”, „ჩვენი ქვეყნის რაინდი”, „მოსე მწერალი”, „გოგია უიშვილი”, „ხევისბერი გოჩა”, „მოძღვარი”, „ტარიელ გოლუა” და სხვ.
იხ. აგრეთვე: ეპოსი, ეპილოგი, ექსპოზიცია, კვანძი, კვანძის გახსნა, კულმინაცია, მითი, მოთხრობითი თხზულება, მხატვრული ნარკვევი, ნოველა, პეიზაჟი, პროლოგი, რომანი, ჩართული ეპიზოდი, წინაამბავი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
12 მოთხრობითი თხზულება |
▲back to top |
მოთხრობითი თხზულება
ისეთი პროზა, რომელშიც სინამდვილეში მომხდარი რაიმე ამბავი არის გადმოცემული.
იგი ახლოს არის აღწერასთან და უკანასკნელისაგან განსხვავდება იმით, რომ აღწერაში ჩვენ გვექმნება წარმოდგენა საგნის ან მოვლენის მდგომარეობის შესახებ ერთ გარკვეულ დროს, გარკვეულ პირობებში და უფრო იშვიათად ვხვდებით თვით რაიმე მოვლენის მიმდინარეობის, განვითარების აღწერას; თუმცა, ზოგჯერ, აღწერაში ეს უკანასკნელიც გვხვდება (მაგ.შეგვიძლია აღვწეროთ მანქანის ამუშავების პროცესი).
მოთხრობაში ყურადღება გადატანილია ამა თუ იმ მოვლენის მსვლელობაზე. დასახელებულია მოვლენის მიზეზი, ზემოაღნიშნულის განვითარება და შედეგი. რაიმე ამბავი მოთხრობილია იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს ცხოვრებაში ხდება.
მთავარი განსხვავება პროზაულსა და მხატვრულ მოთხრობას შორის შემდეგში მდგომარეობს: პროზაულ მოთხრობაში სავალდებულოა ფაქტების მეცნიერული სიზუსტით გადმოცემა, მხატვრულში კი ავტორს შეუძლია გამოხატოს არა მარტო ის, რაც მოხდა, არამედ ისიც, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ე.ი. მხატვრული მოთხრობა, როგორც პოეტური ნაწარმოები, მხატვრულ გამონაგონს იყენებს.
პროზაულში მოვლენა იხატება ზოგადი მსჯელობის სახით, მოთხრობაში კი თვით მოვლენის თვალსაჩინო, ცოცხალი სურათის შექმნის საშუალებით.
მოთხრობითი პროზის სახეებია: ბიოგრაფია, ავტოგრაფია, დღიური, დახასიათება და სხვ.
იხ. აგრეთვე: ბიოგრაფია, დღიური, დახასიათება, მოთხრობა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
13 მონოლოგი |
▲back to top |
მონოლოგი
სცენიურ პრაქტიკაში მონოლოგს უწოდებენ იმ სიტყვას, რომელიც საკმაოდ ვრცლად წარმოითქმება აზრის განვითარების მიზნით ერთი პიროვნების მიერ, მიუხედავად იმისა, ესწრებიან თუ არა სხვა პერსონაჟები მონოლოგის მთქმელს, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, თუ ვისკენ არის მონოლოგური სიტყვა მიმართული; სცენაზე მოქმედ პირთა ლაპარაკი უმთავრესად დიალოგური ფორმით მიმდინარეობს.
იხ. აგრეთვე: დიალოგი, დრამა, კომედია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
14 მოტივი |
▲back to top |
მოტივი
ლათ. movere
მოვლენის, მოქმედების, საქციელის გამომწვევ მიზეზი („მოტივი” ლათინურად ნიშნავს
მოძრაობას).
ლიტერატურულ ნაწარმოებში მოტივი, ჩვეულებრივ, ერთი ან რამდენიმე წინადადებისგან
შედგება. მასში გამოხატულია ისეთი ხასიათის მოვლენები ან პირობები, რომლებიც
გავლენას ახდენს მხატვრული ნაწარმოების შინაარსის განვითარებაზე, მოქმედ პირთა
ურთიერთობაზე და, საერთოდ, მათ განწყობილებაზე, მოქმედების გეგმაზე და სხვ.
მოტივები ნაწარმოებში გამოხატულ მოვლენებს ერთიმეორესთან მიზეზობრივად აკავშირებენ.
„კაკო ყაჩაღში” ზაქროს მამის ციებით დაავადება იწვევს მამის წასვლას ბატონთან,
ბატონის უსამართლო და უხეში უარი იწვევს ყმის მიერ ბატონის უსამართლობის მხილებას,
მხილება– ბატონისაგან ჩიბუხის ტარით ცემას, ეს უკანასკნელი – გლეხისაგან ხელის
შებრუნებას, ხელის შებრუნება – ყმის გაროზგვას და მოკვლას, ყმის მოკვლა კი შვილის
მიერ შურისძიებას, ბატონის მოკვლას და ყაჩაღად გავარდნას. აქ ჩამოთვლილი ადგილები
„კაკო ყაჩაღის” მოტივებია.
„გოგია უიშვილში” სოფლად ფირალების გამოჩენა მოტივი აღმოჩნდება იმისათვის, რომ
სოფლებში ეგზეკუცია ჩააყენონ. ეგზეკუციის ჩაყენება იწვევს ზედმეტი გადასახადის
გაწერას, რომელიც ახალ წლამდე უნდა გადაიხადონ. გოგიას სიღარიბე მოტივია იმისა, რომ
ის დანიშნულ ვადამდე გადასახადს ვერ იხდის. გადაუხდელობა იწვევს გოგიას დარბევას,
დარბევა – გოგიას ფიზიკურ წინააღმდეგობას, წინააღმდეგობა მისი დაპატიმრების გამო –
დატუქსვას, უსამართლოდ დატუქსვა – გოგიას საჯარო პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ,
ეს პროტესტი – გოგიას საჯაროდ გაწკეპვლას, გაწკეპვლა – შეურაცხყოფას, შეურაცხყოფის
გრძნობა – გოგიას თვითმკვლელობას.
„ვეფხისტყაოსანში” როსტევანის სიბერე და მემკვიდრე ვაჟის უყოლობა იწვევს თინათინის
გამეფებას, გამეფება – ნადიმობას, ნადიმობის დროს მეფის მოწყენა – სანაძლეოს
დადებას როსტევანსა და ავთანდილს შორის. ეს უკანასკნელი იწვევს ნადირობას, ნადირობა
უცხო მოყმის ნახვას და მისი ახლოს გაცნობით დაინტერესებას, უკანასკნელი –
ავთანდილისაგან ტარიელის ძებნას და მასთან შეხვედრას. შეხვედრა და ტარიელის ამბის
მოსმენა – ტარიელისადმი ავთანდილის ღრმა თანაგრძნობას და ნესტანის მონახვის
გადაწყვეტილებას, უკანასკნელი მიზანდასახულობა კი – ავთანდილის, ფრიდონის და სხვა
გმირების მიერ ზემოაღნიშნული მიზნის განხორციელებას.
იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, მხატვრული სტილი, ცენტრალური მოტივი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
მხატვრული ნაწარმოების ცალკეული ეპიზოდი გვეხმარება სხვა ეპიზოდებში ასახული
მოვლენების ახსნასა და მთავარი იდეის გამოვლენაში. მათი საშუალებით მხატვრულ
ნაწარმოებში ასახული მოვლენები გვეხატება ერთმანეთთან კავშირ–ურთიერთობაში. ამ
ჯაჭვში ერთი მოვლენა წარმოიშობა როგორც შედეგი სხვა მოვლენისა და ეს შედეგი თვითონ
იქცევა სხვა, მისი მომდევნო მოვლენის მიზეზად.
![]() |
15 მრჩობლედი |
▲back to top |
მრჩობლედი
მოსაზღვრე რითმით შეწყობილი წყვილი ტაეპისაგან შედგენილი ლექსი.
მაგ:
„კვლავ მოშუშდა იარა, კვლავ სოფელი აქ არი.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
ქარმა გადაიარა, აღსდგა ნაქალაქარი.
მოდიან და მოდიან ურმით დაბარგულები,
სიმღერებად აზვავდა დარბეული გულები.
ბეღურებმა მონახეს ბუდე აივნიანი,
ხეხილებმა აუშვეს გამარჯვების ნიავი,
გლეხი მშვიდად ჩამოჯდა თავის ახალ კარავთან,–
სიხარული გადიდდა, ცრემლი დაპატარავდა.” - (ი. გრიშაშვილი).
![]() |
16 მუხამბაზი |
▲back to top |
მუხამბაზი
ხუთტაეპიანი სტროფი (ხანა).
პირველი სტროფის ხუთივე ტაეპი ატარებს ერთ რითმას და იგივე რითმა შემდეგ დანარჩენი
სტროფების ბოლო ტაეპებში მეორდება. პირველი სტროფის მომდევნო სტროფების ყოველ
პირველ ოთხ ტაეპს საკუთარი საერთო მომდევნო რითმები აქვთ.
მაგ:
1. „ბულბულის შურსა შევდგომილვარ მუდამ მძახველი,
2. ვარდი ხარ ჯერეთ არაშლილი, ედემს ნარგები,
3.მე გული სრულად შემოგწირე – შენ ხმა არ გამეც,
4. თუ სამართალი არი სადმე – გეზიანების,
5. მღიმარის პირით წამეპარე, დამიდგი მახე,
მუხამბაზის ფორმით არის აგრეთვე დაწერილი ბესიკის ლექსები: „ტანო, ტატანო”, „მე
შენი მგონე”, „ცრემლთა ისარნი” და სხვ. იმ თავისებურებით, რომ გარდა
მუხამბაზისათვის დამახასიათებელი სავალდებულო ბოლო რითმებისა, ბესიკის დასახელებული
ლექსების ბგერითი მხარე გამდიდრებულია შიგა რითმებით.
იხ. აგრეთვე: ბესიკური, რითმა, სტროფი, ტაეპი, შინაგანი რითმები
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი,
ვარდის ეკალი გულს დამესვა პირგამმახველი,
შენგან დაკოდილს შემიბრალებს ჩემი მნახველი,
დამაშვრალმან სულ მოვირბინე შენგნით, ახ ველი.
შენის ბულბულის შემაშალი, შემაშმაგები,
შენგან ითხოვენ შვენებასა სხვანი კარგები,
ჩემგან რად უნდა გაგიკვირდეს – დავიდაგები.
ყოვლი მიჯნური შენ დაგიწვავს, მიწის მლახველი.
შენ ჩემი ჭირი გიხარიან – მე ვტირი დღე, ღამეც,
მითხარ, სიცოცხლის სანაცვლო რა მამეც,
უბრალო სული მომაკვდინე, ლახვარი დამეც.
ლამის, რომ მოვკვდე, ვერ შევიქმნა შენი მზრახველი.
ყელი გამომჭერ, პირი დამრჩა შენის დანების,
შენგან მოკლული ბევრი ვინმე გაიმჟღავნების,
შენი ბრალები ჩინუმაჩინს გაიგზავნების,
კაი და მორჩი, ჩემზედ ნუ ხარ თვალის მფახველი.
ასე მეგონა შეგრჩებოდა ეგ შენი სახე,
ანებულს ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე,
დამწვარ მაინც შემიბრალე, ბესიკი ნახე.
ვა, შენი ბრალი, ჩემო თავო, ღრუბელს შახველი.” - (ბესიკი).
![]() |
17 მუხლი |
▲back to top |
მუხლი
სალექსო სტრიქონის ნაწილად გაერთიანებული ტერფთა ჯგუფი.
როდესაც ტაეპი საკმაოდ გრძელია, მის ბოლომდე წარმოსათქმელად საჭიროა მცირე
შესვენება. ამ მიზნით, რამდენიმე ტერფის წაკითხვის შემდეგ ხმას ოდნავ
უდაბლებენ, ისვენებენ და შემდეგ გრძელდება სალექსო სტრიქონების კითხვა.
სალექსო სტრიქონის შუა პაუზის დროს შესვენებით ჩვენ თითქოს ვაერთებთ
ტერფების ჯგუფს (თან ამ ადგილზე შესვენება უფრო საგრძნობია ტერფის
წაკითხვის დროს შესვენებასთან შედარებით).
იხილეთ სალექსო სტრიქონის ტერფებად და მუხლებად დაყოფის მაგალითები:
„დაჰკრეს ნაღარა || გული შეჰზარა
და მტერთ საომრად || ჯარი შეჰყარა” (ნ. ბარათაშვილი).
იხ. აგრეთვე: სტროფი, ტაეპი, ტერფი, შინაგან–გარეგანი რითმა, ჩახრუხაული
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ. მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
18 მხატვრული ნარკვევი |
▲back to top |
განმარტება
მხატვრული ნარკვევი
საზოგადოებრივი მნიშვნელობის ცალკეულ მოვლენათა მხატვრული აღწერა.
მასში გამოგონილის ნაცვლად გარკვეული ფაქტი არის აღწერილი. ეს იმას ნიშნავს, რომ
ნარკვევის ავტორი გვაძლევს არა ფაქტების განზოგადების გზით შექმნილ სურათს, არამედ
გვიხატავს რომელიმე ცალკეულ ფაქტს. ნარკვევის სახით მწერალს შეუძლია აგვიწეროს
პირველი მატარებლის შესვლა სოხუმში, ცხინვალში, შეუძლია დაგვიხატოს რომელიმე
ქარხანა – გიგანტის გახსნა, სარწყავ არხზე მუშაობის მომენტი, ესა თუ ის საინტერესო
ეპიზოდი სამამულო ომიდან, დაგვიხატოს რომელიმე საინტერესო პიროვნების ცხოვრების ან
მუშაობის რაიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი და სხვ.
განსხვავება ნარკვევსა და მოთხრობას შორის იმაში მდგომარეობს, რომ მოთხრობაში
ავტორი ცალკეულ მოვლენათა დამახასიათებელ თვისებებს კრებს ერთს, მის მიერ გამოგონილ
ტიპურ სახეში.
ნარკვევის ავტორი კი პირადად არ იგონებს, არამედ თვით ცხოვრებიდან იღებს უშუალოდ
ერთ რომელიმე კონკრეტულ მოვლენას. ნარკვევში ავტორის ფანტაზია შეზღუდულია.
ცხოვრებიდან აღებული ფაქტი მთავარია ნარკვევის ავტორისათვის. ამით არ იდევნება
მხატვრული გამონაგონის ელემენტი. ავტორს შეუძლია დაუმატოს მოცემულ ფაქტს ისეთი
მოვლენები, რაც არ ეწინააღმდეგება სინამდვილეს, რაც შესაძლებელია ნარკვევში ასახული
ძირითადი მოვლენის არსებობის პირობებში. ნარკვევში მოვლენები და ხასიათები თითქმის
უცვლელად არის აღებული ცხოვრების სინამდვილიდან. მიუხედავად ამისა, იგი აძლევს
მკითხველს მდიდარ მასალას კონკრეტულ მოვლენათა განზოგადოებისათვის.
XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ნარკვევის საუკეთესო ნიმუშია ი. ჭავჭავაძის
„მგზავრის წერილები” და გ. წერეთლის „კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა”.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, მოთხრობა
![]() |
19 მხატვრული სტილი |
▲back to top |
მხატვრული სტილი
ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსისა და მის გამომხატველ მრავალსახოვან ფორმათა
მთლიანობა.
„სტილოს” ბერძნულად ეწოდება ჯოხს, რომლითაც წერდნენ გასანთლულ ფიცარზე. ჯოხს ერთი
ბოლო წვეტიანი ჰქონდა და იგი ფანქრის მაგივრობას ასრულებდა. მეორე ბოლო კი –
ბლაგვი. როდესაც დაწერილის შესწორება უნდოდათ, ბლაგვი ბოლოთი შლიდნენ ფიცარზე
დაწერილს და შემდეგ ხელახლა წერდნენ. რომაელები ხშირად ამბობდნენ „ჯოხი (სტილი)
ხშირ–ხშირად შეატრიალეო”, – და ეს ნიშნავდა მოწოდებას, რომ ნაწერი დროზე
შეესწორებინათ.
სიტყვა „სტილი” იხმარებოდა გადატანითი მნიშვნელობით. ვიწრო გაგებით სტილში
გულისხმობდნენ მწერლის ენას, სიტყვების შერჩევა–დალაგებას და სხვ.
მხატვრულ ნაწარმოებში არ არის საკმარისი მხოლოდ სიტყვების ან წინადადებათა შერჩევა
– დალაგება. ლიტერატურულ ნაწარმოებს ახასიათებს თემა, სიუჟეტი, ადამიანთა ხასიათი,
ბუნების აღწერა და სხვ. მათი შერჩევა–შეერთება, დაკავშირება აუცილებლად საჭიროა
მთლიანი მხატვრული ნაწარმოების მისაღებად. ლიტერატურა ნაწარმოების შინაარსს
მრავალსახოვანი ფორმებით გამოხატავს. ამის გამო მხატვრული ლიტერატურის შესწავლა
მარტო ენის თავისებურების გამოკვლევის საშუალებით შეუძლებელია. ზემოაღნიშნულის გამო
ხელოვნებისა და ლიტერატურისმცოდნეობაში სიტყვა „სტილი” ფართო მნიშვნელობით
იხმარება.
ლიტერატურულ სტილში ჩვენ ვგულისხმობთ ამა თუ იმ აზრის, ანუ იდეის შესაფერი ფორმით
გამოხატვის არა მხოლოდ რომელიმე მხარეს, როგორიცაა, მაგალითად, ენა, თემა, ტიპები
და სხვა, არამედ სტილი ეწოდება გაფორმების ყველა საშუალებას. ლიტერატურული სტილი
წარმოადგენს შინაგან მთლიანობას. სტილურ ელემენტებს აერთიანებს მხატვრული
ნაწარმოების იდეა. თითოეული მოტივი, ეპიზოდი, მოქმედების განვითარება, ბუნების
სურათი, მოქმედ პირთა ხასიათები, ლიტერატურული ნაწარმოების ენა, – მწერლის
მიზანდასახულობისაგან გამომდინარეობს, და ყოველი სიტყვა, უმნიშვნელო ეპითეტიც კი,
მხატვრულ ნაწარმოებში მოცემულია გარკვეული მიზნით.
სტილი შინაარსის ფორმაა. ამავე დროს მწერლის სტილი მისი შემოქმედების მხატვრულ
თავისებურებას გამოხატავს. ეს თავისებურება თითქმის მის ნაწარმოებში მჟღავნდება.
სტილი არ არის ერთ წერტილზე გაყინული. იგი იბადება იდეასთან ერთად, ვითარდება,
ძველდება. მას ახასიათებს წინააღმდეგობანი; ლიტერატურული სტილის თავისებურებას
განსაზღვრავს ეპოქა, ლიტერატურული გავლენა, მწერლის პიროვნება და სხვ.
იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, ეპითეტი, თემა, იდეა, სიუჟეტი, მოტივი, ტიპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ლიტერატურული სტილი თხზულების იდეურ–მხატვრული თავისებურებაა.
![]() |
20 მხატვრული შედარება |
▲back to top |
მხატვრული შედარება
ტროპის ისეთი სახეობა, რომელშიც უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით ერთი საგანი ან
მოვლენა შეფარდებულია სხვა, უფრო ნაცნობ მოვლენასთან.
„მალია, როგორც ხირიმის ტყვია
ამ შედარებაში ორი წევრია (დასაშვებია მეტი), ერთი მთავარია, მეორეს კი დამხმარე
მნიშვნელობა აქვს. დამხმარე მნიშვნელობა აქვს შედარების მეორე წევრს – „ხირიმის
ტყვიას” და პერსონაჟის ბუნების შედარებით ხირიმის ტყვიასთან ხორციელდება ტყვიის
თვისებების გადატანა კაკოს ბუნებაზე.
შედარება ორგვარი ხასიათისაა: ზოგჯერ შედარების გამომხატველი ფრაზის შინაარსი ჩვენ
გვესმის პირდაპირი მნიშვნელობით – შავი ზღვის საშუალო ტემპერატურა ბათუმში
ისეთივეა, როგორიც ხმელთაშუა ზღვისა სიცილიის ნაპირებთან; ჭოროხის ხეობა დარიალივით
ვიწროა; „ელმავლის სიჩქარე აღმართში ისეთივეა, როგორც დაღმართში” და სხვ.
ასეთი შედარება არ ახასიათებს მხატვრულ ენას. მხატვრული შედარების დროს ორი
სხვადასხვა მოვლენა შეფარდებულია ერთიმეორესთან არა სრული მსგავსების, არამედ
ერთ–ერთი რომელიმე ნიშნის მსგავსების ნიდაგზე მოვლენის მხატვრულად გამოსახვის
მიზნით. მაგ:
„პავლია მამასახლისი
პავლია მამასახლისის სიმაღლის ზუსტად გათვალისწინება ხის სიმაღლესთან შედარების
საშუალებით შეუძლებელია, რადგან თვით ხეები სხვადასხვა სიმაღლისა არიან და არ ვიცით
ზუსტად – როგორი სიმაღლის ხეზეა ლაპარაკი. სამაგიეროდ, ხის საერთო წარმოდგენა
ჩვენში ზემოაღნიშნული სიტყვის წაკითხვისთანავე აღძრავს სიმაღლის შთაბეჭდილებას.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: პავლია მაღალია. შეგვიძლია ასეც გამოვთქვათ: პავლია ხესავით
მაღალია.
ცხადია, უკანასკნელი ფრაზა, რომელშიც პავლიას სიმაღლე ხის სიმაღლესთან არის
შედარებული, თუმცა არა სიზუსტით, არა პირდაპირი გაგებით, გამოხატავს პავლიას
თვისებას, მაგრამ იგი უფრო ნათლად, უფრო თვალსაჩინოდ ახასიათებს მოვლენას და იწვევს
გაცილებით მდიდარ შთაბეჭდილებას, ვიდრე შედარების გამოუყენებლობის დროს.
აი, რა ძლიერ შთაბეჭდილებას იწვევს, რა თანაგრძნობისა და პატივისცემის გრძნობას
აღძრავს მკითხველში ტარიელ გოლუას მიმართ ავტორი მხატვრული შედარების გამოყენების
გზით:
„ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის, როგორც დროის ქარიშხლით ტოტებ–შემომსხვრეული,
აქა–იქ კანდაკორძებული, მაგრამ ფესვებმაგარი და ტანძლიერი ძველი მუხა დგას ხოლმე
ახალ ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში”
შედარებისათვის აუცილებელია ორი მოვლენა: რა უნდა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ.
უმეტეს შემთხვევაში, წინადადებაში, ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდებიან
გრამატიკული კავშირებით: „როგორც”, „ვითარცა”, „ თითქოს”, „მსგავსად”, ან
ნაწილაკებით: „ვით”, „ებრ” და სხვ. ზემოაღნიშნული სიტყვები და ნაწილაკები, ცნებათა
დაკავშირებასთან ერთად ხაზს უსვამენ შესადარებელ საგნებს შორის საზღვრის არსებობას,
ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვით წარმოადგენენ ასეთ საზღვარს.
აი, მხატვრული შედარების ნიმუშები:
1.„მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს, ისე დაჰყურებს მთავარსარდალი” (აკაკი).
2. „ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,
3. „დგას საქართველო ოქროს თასივით,
4. „ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: დაუკარით, დაუკარითო! უცბად
შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ–იქით დაიწყო ყურება. წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი
ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა. შეხედა
მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების შლა. უცებ გაექანა
შურდულივით ახალგაზრდა, შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი, ჯირკვივით
გადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან”(აკაკი)
ზოგჯერ შედარებაში გამოყენებული არ არის კავშირი და ნაწილაკი. ასეთ შედარებას
უკავშირო შედარებას უწოდებენ
. „ჩემი სამშობლო ჩემი გულია” (აქ კავშირი არ არის, მაგრამ იგულისხმება – სამშობლო
ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემი გული).
„სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ” (საიათნოვა. სანთური და ქამანჩა სამუსიკო
იარაღებია).
ოთარაანთ ქვრივი მსჯელობს კესოსთან სამოჯამაგიროდ მიმავალი გიორგის შესახებ:
„სურვილია, იღბალია ... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს”(ილია).
უკავშირო შედარების ნიმუშებია აგრეთვე ქვემოთ მოტანილი მაგალითები, რომლებიც
შედგენილია სახელის ვითარებით ბრუნვაში დასმით და ხარისხების გამოყენების
საშუალებით:
„ცოლი სტიროდა ჯოყოლას,
„მგზავრის წერილებში” ილია ჭავჭავაძე ერთმანეთს ადარებს თერგსა და მყინვარს, დღესა
და ღამეს. იგი ამ შედარების დროს შესადარებელი საგნების, ე.ი. დღისა და ღამის,
თერგისა და მყინვარის ვრცელ სურათს გვიხატავს. ასეთ შედარებას გავრცობილი შედარება
ეწოდება.
შედარების ერთ–ერთი სახეობააა აგრეთვე უარყოფითი შედარება.
„იმას (ბატონს) კაცებრი გული არ ჰქონდა,
უარყოფითი შედარება ლიტერატურაში იშვიათად გვხვდება.
იხ. აგრეთვე: მეტაფორა, ტროპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
იგი ტროპის უძველესი სახეობაა, რადგან ერთი საგნის თვისების მეორე საგანზე გადატანა
მეტაფორის შემდეგ ყველაზე უფრო მკვეთრად შედარებაში ხორციელდება.
და ტყვიასავით დაუნდობელი”(ი. ჭავჭავაძე).
მაღალია ხესავითა,
ბოქაულს რომ დაინახავს
მაშინ წავა თხლესავითა”
მწუხარე არის ვით გლოვის ზარი,
მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,
უკუ–ჰყრის კიდეც, ვით ღრუბელს ქარი” (ი. ჭავჭავაძე).
შენი ლექსების ნექტარით სავსე” (ალ. აბაშელი).
ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელგადაგდებული,
თმახშირი, მთვარე პირადა
ეკვრებოდა გულმკერდზე
ქმარს მარგალიტის ღილადა” (ვაჟა–ფშაველა).
რომ მამაჩემი შებრალებოდა” (ილია ჭავჭავაძე)