The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დიდებული მოძღვარი
ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ

აბაშიძე კიტა

დიდებული მოძღვარი

 
"ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?”...

უკვე ბნელსა და^ეგრეთ წოდებულ გრილ მიწას მივაბარეთ გვამი ჩვენის დიდებულ მოძღვრისა, ჩვენის დიდის კაცისა და მე კი ჯერ კალმისათვის ხელი ვერ მომიკიდნია. იმ ჩვენის ერისათვის შავ დღეს მერე რაღაც უხილავი და უცნაური ძალა ყურში ჩამკივის და დაჟინებით მოძღვრის დიდებულ სიტყვებს იმეორებს:

"ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?”...

და ასეთივე ჯოჯოხეთურის დაჟინებით ეს ლექსი აქა სწყდება. ამ უცნაურ ხმას თან ირონიული კილო აქვს და კბილთა ღრჭენა მესმის, თან საოცარის სევდითა და ნაღვლით არის აღვსებული, და ამ დროს მომელანდება დამშვიდებული სახე მოძღვრისა, საუკუნო საიდუმლოებით მოცული და თვალიდან ჩემდა უნებურად ცრემლი მომდის. ამ დროს ყოველთვის კალამი ხელიდან მივარდება.

მეოთხედ საუკუნეზედ მეტია მას მერე, რაც პირველად გავიგონე ძვირფასი მოძღვარის სახელი. ისე მახსოვს ყოველი წვრილმანი იმ დღისა, თითქოს გუშინ მომხდარიყოს და თითქო იმდენი უბედურების მოწმე არ ვიყო, რომ ფიზიკური არსებობაც უნდა დამვიწყებოდა, არათუ წარსულის ხსოვნა და ისიც - ამ ხნის წარსულისა. მაგრამ, ჰგავს, ღრმა და გარდუვალი იყო ეს პირველი შთაბეჭდილება ექვსისა თუ შვიდის წლის ბავშვისა, რომლის გულშიც პირველად გააღვიძა ღვთის ცეცხლით მოსილმა მგოსანმა დაუვიწყარი გრძნობები.

მახსოვს ოთახი ჩემის სახლისა, მახსოვს ტახტი, რომელზედაც ვიყავი ჩამომჯდარი, მახსოვს დღე, მახსოვს პატარა წიგნაკი, მახსოვს ნასტამბის შრიფტი. პირველი ლექსი, რომელზეც მიმითითა ჩემმა მეზობელმა, სემინარიის მოწაფემ, რომელიც ჩემთან დადიოდა და მასწავლიდა, იყო "ტყეს ესხმება ფოთოლი”, და ამ დღიდან მომხიბლავი მნიშვნელობა იმ სიტყვებისა, რომლითაც თავდება ეს ობოლი მარგალიტიქართულის სალირიკო პოეზიისა - "მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?” - ჩემთვის დაუვიწყარი შეიქმნა: ამის შემდეგ მე ხელთ მეპყრა დაუშრეტელი ლამპარი, რომელიც ჩემს ბედკრულ ცხოვრებაში თან მიძღოდა...

დიდებული მოძღვარი ჩემთვის ღვთაებად გადაიქცა, რომლის ყოველ ნაწერს გულის კანკალით ვკითხულობდი და ვზეპირობდი. სულ 13-14-ის წლისა თუ ვიქნებოდი, როცა "განდეგილი” დაისტამბა და უკვე გაცხარებულს ბაასსა და კამათში ვებმებოდი და ქუთაისის ბულვარსა და სალონებში ამხანაგებთან და ლიტერატურის დილეტანტებთან ბრძოლა და დავა მქონდა ამ დიდებული ქმნილების ღირსებათა შესახებ.

დაუვიწყარი მოძღვარი ჩემი საყვარელი, თაყვანსაცემი მწერალი იყო.

მახსოვს 1888 თუ 87 წელს მოძღვრის ბრძოლა - დაცვა ქართველობისა, მისი "აი, ისტორია”, რომლის ნაწილები მაშინდელის შენიშვნებით დღესაც შენახული მაქვს. მახსოვს მე და ერთი ჩემი მეგობარი იმ დროს რა გაცხარებულნი ვებრძოდით მოწინააღმდეგეებს.

მახსოვს ის აღტაცება, რომელიც გამოიწვია ჩემში მოძღვრის თხზულებების გამოცემამ "ქართულ ამხანაგობისაგან”, რა გულის კანკალით ველოდით პირველ წიგნის მიღებას, რა აღტაცებულის სიხარულით შევიძინეთ თითო ეგზემპლარი, რა გაფაციცებით ვკითხულობდით, რა სიხარულით მოველოდით პირველ წიგნის მიღებას, რა აღტაცებულის სიხარულით შევიძინეთ თითო ეგზემპლარი, რა გაფაციცებით ვკითხულობდით, რა სიხარულით მოველოდით ყოველ ნაწერს იმის შესახებ.

მახსოვს, უნივერსიტეტში მყოფმა პირველად ვნახე დიდებული მოძღვარი, და რომ იცოდეთ, რა მწარე ხსოვნა აღმიძრა ახალგაზრდა მოწაფის ჟორჟოლიანის სიტყვამ იმის შესახებ, თუ რა ნეტარებით ელოდა იგი ილიას ნახვას. გამახსენდა, რა სალტოლველ საგნად იყო ჩვენთვის გადაქცე- ული ჩვენის დიდის მოძღვრის ნახვა, და, აგერ, შარშან ერთ ჩემ მეგობართაგანს, რომელსაც ჯერაც არ ენახა მოძღვარი, ბავშვურის ნატვრის ცეცხლი ჰქონდა აღგზნებულ თვალებში.

მახსოვს მოძღვარი მებრძოლი, ორატორი გასაოცარი, მახსოვს, რამდენჯერ შემბრალებია, რომ იმის დიად ორატორულ ნიჭს ასპარეზად პარალამენტი არა აქვს. მახსოვს რა თაყვანისცემით, რა სიყვარულით აღსავსე კრძალვითა და მორიდებით ვეპყრობოდით ყველანი, როცა მის რედაქციაში ვმუშაობდით. დევნაცა და წყევლაც მიგვიღია მოძღვრისათვის ერთგულ მოწაფეთ, თავისებური "ეკლის გვირგვინიც” ვითომ კი გვიტარებია... მახსოვს შემდეგში ვითომ კიდევაც დავშორდით ერთმანეთს, და დავშორდით, როგორც სჩანს, მექანიკურად და არა სულით და გულით, - ჩვენი ტანჯვა და ვაებაა ამისი საბუთი.

მახსოვს, მისის ნაწერებით გატაცებულმა კალამს ხელი მოვკიდე. რაც კი შესძლებია ჩემს მცირე ძალ-ღონეს, მთელი სიყვარული, მთელი აღტაცება, მთელი სასოება მოძღვრისა, მთელი ჩემი რწმენა და გულის ნადები იმ ნაწერში გამომი-ხატავს, ჩემებურად ჩემი სული და გული გადამიშლია, ჩემი უდიდესი სულიერი მოთხოვნილება ამ ნაწერით დამიკმაყოფი-ლებია, ისე, რამდენადაც გლახაკსა და ღარიბს შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი დიდი ფიზიკური შიმშილი დაობებული ჭადის ნატეხით, - სად დიდებული, შეუდარებელი მგოსანი და ძლევამოსილი მოძღვარი, და სად ჩემი საწყალი, წვერმოტეხილი კალამი.

სულ უკანასკნელად მახსოვს მოძღვარი იმ დროს, როცა ეგრე უარყოფილი და სასაცილოდ აგდებული "პეტიციები” ითხზვებოდა. მახსოვს დიდებული კაცი, რომელმაც ჩვენ, მასზე უფრო აღგზნებულებს, - გარეგნად მაინც, - თავისის დინჯის და წყნარის შენიშვნებით ის ნაბიჯი გადაგვადგმევინა, რომელიც უიმედოდ მიგვაჩნდა იმ წრესა და იმ პირობებში, სადაც ვმოქმედებდით. "პეტიცია” თავად-აზნაურთა კრებისათვის უნდა მიგვეღებინებინა. ამ თავადაზნაურობისაგან, რომელმაც ისე სამარცხვინოდ იდღესასწაულა სამგლოვიარო დღე მონობისა, იმედიანს არას გამოველოდით და ამიტომ ვცდილობდით მეტად დიდი გასაბედავი არ მოგვეთხოვა, რომ მცირეზედაც უარი არ გვეთქმევინებინა, და საქართველოს ერის უფლებები მხოლოღ კილოკავად მოვიხსენიეთ. მახსოვს მოძღვარი, რომელმაც განაცხადა, - მე მაგას ხელს ვერ მოვაწერ, მანდ ქართველის ერისთვის არაფერია, ჩასწერეთშიგ მოთხოვნილება ავტონომიისა და პირველი ვაწერ ხელსა... - კი მაგრამ, რომ არ მიიღოს კრებამ? - ამ ჩემ თავზედ მიდვიაო...
მახსოვს... მაგრამ რა...
"ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?”...

მერე, მერე, ოჰ, უნაურო ხმავ! ოჰ, უსაშინელესო ტანჯვავ! რა არის ეს დაჟინება, - მაყვედრი რასმე, დამცინი რასმე?..

მახსოვს ჩრდილოეთი სატახტო ქალაქი. მახსოვს გაზეთი... მახსოვს ორი სტრიქონი: "ტფილისის მახლობლად სასიკვდილოდ დასჭრეს სახელმწიფო საბჭოს წევრი თ. ი. ჭავჭავაძე და მოუკლეს

მსახური”. მახსოვს, სახტად დავრჩი... მთელი საშინელი სურათი თვალწინ გადამეშალა. ვიცოდი ვინ მოჰკლა, როგორ მოჰკლეს, რად მოჰკლეს... მაგრამ ამ ფაქტის შერიგება შეუძლებელი იყო... გრიგოლ ვოლსკის ამბავი გამახსენდა, გულის ფანცქალით ველოდი ორ დღეს და თუმცა ჩემს გულში რაღაც ძარღვი გასწყდა, ლაჩარი გრძნობა მაინც მანუგეშებდა, - არა, არაფერია, მორჩება, თუმც დაჭრილიაო... თითქო აქ მარტო ფაქტს არა ჰქონდეს მნიშვნელობა. მეორე დღეს საშინელება დამტკიცდა... ვინ?.. ჩემთვის ცხადზე უცხადესი იყო! რად? ჩემთვის ცხადი იყო... მე პირდაპირ როგორღაც წინასწარმეტყველური შეგნება მომეცა მოვლენისა... ჩემი მდგომარეობა მაინც გამორკვეული არ იყო, უეცრად ყოველივე, რაც კი ჩემის ცხოვრების იდეალს შეადგენს, დამსხვრეულად მომეჩვენა... ჩემს ნერვებს ვაბრალებდი. ქართულ გაზეთს ("ისარს”) არც კი ვეძებდი, მეშინოდა, ვფიქრობდი - ვაი, თუ ამ ფაქტს სხვაგვარად უცქერიან და არა ისე, როგორც მე... მაშინ ხომ ჩემი სიგიჟე ცხადია-მეთქი.

მხოლოდ როცა წავიკითხე პირველი ნომერი "ისრისა”, ჩემი მდგომარეობა გამოირკვა. მაშინ ვიგრძენი მთელი ფიზიკური ტკივილი ამ მოვლენისა. მაშინ ვიგრძენი, რომ მე არა ვყოფილვარ გიჟი, და თუ ვყოფილვარ, კიდევ ყოფილა ორი-სამი კაცი ჩემი სიგიჟის ამხანაგი... უდიდესი ტანჯვა და სევდა, რომლითაც გაჟღენთილი იყო ყოველი სტრიქონი ამ გაზეთისა, ერთადერთი ნუგეში გახდა ჩემი; გულზედ მალამო მომეცხო და თვალთაგან ცრემლი წამსკდა: ჩემთვისცხადზედ უცხადესი შეიქმნა: თავისი დიდებული მოძღვარი მოჰკლა ქართველმა ერმა; იმ ერმა, რომელიც დიდებულ მოძრაობაში მარტო ერთი გრძნობითა და აზრით იკვებებოდა - საქართველოს, ქართველი ერის, ე. ი. თავის თავის უარყოფითა და ზიზღით, ეს გრძნობა გამოხატა საშინლად, მხეცურად და საეროვნო გრძნობის დიდებული დარაჯი ვერაგულად, საზიზღრად მოჰკლა.

ქართველი ერი ამ მოქმედებით წყეულ ერთა რიცხვში ჩაეწერა, ქვეყანაზე სამაგალითოდ შეიქმნა: ქრისტე თუ ჯვარს აცვეს, - დღევანდელი ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ - "ბურ-ჟუებს” შეგვიძლია გადავაბრალოთ. სოკრატე თუ მოსწამლეს, ისიც "ბურჟუებს” შეგვიძლია გადავაბრალოთ გულის მოსაფხანად... მაგრამ ისტორიის განგებამ იცის ხალხი, ერი და არა ბურჟუა და ფეოდალი, და ის ერი, რომელიც თავის დიდებულ კაცსა ჰკლავს, მორიელია, რომელიც თავისის შხამით თავის თავსვე იწამლავს.

ამიტომაც ურიასტანი მოისპო, საბერძნეთი დაემხო და ქართველმა ერმა არ იკმარა, რომ თავის შესარცხვენად საქვეყნოდ განაცხადა - ქართველობის წოდება სათაკილოდ მიმაჩნიაო, მოჰკლა ქართველის ერის სული, - დიდებული კაცი ერისა არის მისი სული.

ქართველმა ერმა დიდებულის მოძღვრიხ სულიხ მოკვლაც მოიწადინა და ვითა საშუალო საუკუნეებში, ამ რამდენსამე წლის წინათ დიდუბის მოედანზე დიდებულის მოძღვრის ნაწარმოები ცეცხლს მისცა. ქართველმა ერმა თავისი მადლობა დიდებულ მოძღვარს იმითი გადაუხადა, რომ როცა ტფილისში, "სახალხო” თეატრიხ დარბაზში მოძღვრის სახელიხ ხხენება უნდოდათ, ამის მსურველს კინაღამ სცემეხ, ხოლო დიდებულის კაცის სურათი ფეხქვეშ განართხეს. დღეს კი სამარეში ცალის ფეხის მექონე მოძღვარს სიცოცხლე დაუმოკლეს...

ეს ფაქტი მაჩვენებელია იმისი, რომ ქართველი ერი უკურნებელის სენით არის ავად და მისი დღეები დათვლილია, ესცხადზედ უცხადესია. ესსიმპტომი ისეთია, როგორცსულთმობრძავისხრიალი.
მოჰკლა და მერე პარადი გააკეთა... მოძღვრის დასაფლავე- ბაზე, ქართველს რომ ნამუსი ჰქონოდა, არც კი უნდა გამოჩენი-ლიყო, თავზედ ნაცარი უნდა დაეყარა და სახლში ჩაკეტილიყო, თავის თავისაც უნდა შინებოდა...

იტირა - ვინ?^ სამძიმარი გამოუცხადა - ვის?^ ნუგეში სცა - ვისა.? განა არ იცოდა, რა ხდებოდა ამ დღეს?^ამ დღეს ქართველმა ერმა თავის თავისთვის საფლაეი გაითხარა...

ამ ფაქტმა... მე და ორიოდე ჩემსავით გიჟს საშინელება ქართველის ერის დაღუპვისა თვალწინ ნათლად დაგვიხატა... მოგვისპო ყოველივე სასოება ერისა, გაგვიქარწყლა იმედი, და დღეს, მოხუცებულობას მიღწეულთ (ქართველი კაცი ოცდაათ წელიწადს შემდეგ მოხუცებულია) წაგვართვა ის, რითაც ვსაზრ-დოობდით ოცდაათის წლის განმავლობაში. მოგვგლიჯა გულიდან, წალეკა მეხსიერებიდან და მიწაზე დაანარცხა ჩვენი იდეალი, ჩვენი რწმენა, ჩვენი დარდი და მუდმივი ფიქრი და ოცნება - "მამულო, საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?”...

პასუხი მოგვესპო. ნაცვლად მესმის ჯოჯოხეთური სიცილი ბოროტის ძალისა - "ჩემო კარგო ქვეყანავ, რატომ მოგიწყენია”? - თითქოს დასცინოდეს დიდებულ მოძღვარს: ეგეც შენი უკურნებელი ოპტიმიზმი, ეგეც შენი შეურყეველი რწმენა, აი, შენი "კარგი ქვეყანაო”. მესმის ეს სიტყვები, და თანაც მელანდება დიდებულის მოძღვრის დასისხლიანებული, დამშვიდებული სახე, საუკუნო საიდუმლოებით მოცული...

აი, ეს არის ეხლა ჩემი (და ჩემიანების) დაუსრულებელი ტანჯვა; ეს არის ჩემი (და ჩემიანების) უსაზღვრო კაეშანი და ვარამი... რა საუკუნო გრძნობით შეუერთდი გამოუცნობელს, დიდებულო მოძღვარო? გაგახსენდა ეს სიტყვები? დარწმუნდი, რომ "შენი კარგი ქვეყანა” გკლავს და საუკუნო გულისტკივილით განუტევე სული, რაიცა უფრო მწარეა ყოველ სიკვდილზე?...

უეჭველია, უეჭველი, თორემ რად დამხარხარებს ეს წყეული ხმა, რად ურევს მწარე ირონიასა და გესლს, რადა სწყვეტს შუაზედ დიდებულს გრძნობას დიდებულის სულით შექმნილსა: "ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?”...