![]() |
ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი |
ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი
ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი
ლექსიკოგრაფიული ცენტრი
ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი.
![]() |
1 ლექსიკოგრაფიული ცენტრის ლექსიკონები |
▲ზევით დაბრუნება |
www.dict.ge didi დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი
http://techdict.ge/ ინგლისურ-ქართული ტექნიკური ონლაინ-ლექსიკონი
http://bio.dict.ge/ ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინ-ლექსიკონი
http://mil.dict.ge/ - ინგლისურ-ქართული სამხედრო ონლაინ-ლექსიკონი
http://margaliti.com/barbarism.pdf - ბარბარიზმების ლექსიკონი
http://barbarizmebi.ge - მოძრაობა #არაბარბარიზმებს
![]() |
2 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინასიტყვაობა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი წარმოგიდგენთ
ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონს. ლექსიკონი შესრულდა მოძრაობის
#არაბარბარიზმებს ფარგლებში, რომელიც 2016 წლის ნოემბერში დაიწყო
ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა. ლექსიკონში შევიდა როგორც ჩვენ მიერ მოძიებული და
შეკრებილი ბარბარიზმები და კალკები, ისე მოძრაობის მხარდამჭერების მიერ
გამოგზავნილი მასალა. ამ სამუშაოს წინ უსწრებდა რუსულენოვანი ტექნიკური დარგების
ბარბარიზმების დამუშავება, რომლებიც ჩართულია ლექსიკოგრაფიული ცენტრის
ინგლისურ-ქართულ ტექნიკურ ონლაინ-ლექსიკონში (http://techdict.ge).). წინამდებარე ლექსიკონში აისახა
მხოლოდ საერთო ლექსიკაში ფეხმოკიდებული ინგლისურენოვანი ბარბარიზმები. ჯერჯერობით
არ შევხებივართ სხვადასხვა დარგში ინგლისური ენიდან უხვად შემოსულ და დამკვიდრებულ
ტერმინოლოგიურ ბარბა რიზმებს, რადგან ტერმინოლოგიურ ბარბარიზმებზე მუშაობა მოითხოვს
დარგების წარმომადგენლების მონაწილეობას. ეს სამუშაო, დარგების სპეციალისტების
თანამონაწილეობით, დაგეგმილია შემდეგი ეტაპისათვის.
ლექსიკოგრაფიული ცენტრი ამზადებს
ბარბარიზმების ონლაინ-ლექსიკონს, რომელიც მალე განთავსდება ინტერნეტში და
გააერთიანებს რუსულენოვან და ინგლისურენოვან ბარბარიზმებს საერთო საძიებო სისტემით.
ინგლისურენოვანი ბარბარიზმების
ლექსიკონი 200-მდე ბარბარიზმს მოიცავს. მისი მიზანი არის არა მოცულობა, არამედ
ქართული ენის ჰიბრიდიზაციის პროცესის შეჩერება. ამ მიზანმა განსაზღვრა
ლექსიკონის შედგენის პრინციპი: ყოველ ბარბარიზმს მითითებული აქვს წყარო - ინგლისური
სიტყვა, ქართული ეკვივალენტი და საილუსტრაციო ფრაზები და წინა დადებები. ლექსიკონის
მიზანია მკითხველს ნათლად დაანახვოს, რომ ყველა ამ ბარბარიზმის წყარო ინგლისური
სიტყვაა და რომ ამ სიტყვას აქვს ბუნებრივი ქართული შესატყვისი, რიგ შემთხვევაში
რამდენიმე შესატყვისიც. ლექსიკონში შესული ბარბარიზმების ქართულ ენაში გამოყენება
იგივეა, რომ მაგიდის ნაცვლად ტეიბლი (table) დავამკვიდროთ, სკამის
ნაცვლად ჩეა(chair) და ა.შ.
ბარბარიზმების ლექსიკონისთვის
დაიწერა სტატია “სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება”, რომელშიც
გაანალიზებულია როგორც თავად პრობლემა, ისე მისი გამომწვევი მიზეზები.
მოძრაობა #არაბარბარიზმებს კვლავ
გააგრძელებს მუშაო ბას და მისი გვერდი სოციალურ ქსელ `ფეისბუქში~ იქნება აღნიშნულ
საკითხებზე ჩვენს ცენტრთან ურთიერთობის საშუალება მომავალშიც. ლექსიკოგრაფიული
ცენტრი
![]() |
3 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ა |
▲ზევით დაბრუნება |
ა მე
ამაყი ვარ ვამაყობ, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ
აპლიკანტი applicant n (ინგლ.) განმცხადებელი; კანდიდატი წელს ბევრი
აპლიკანტი განმცხადებელი /
კანდიდატი გვყავს. აპლიკაცია application
n (ინგლ.) განაცხადი, განცხადება შეავსეთ
აპლიკაცია განაცხადი და გააგზავნეთ მითითებულ
მისამართზე სააპლიკაციო
განცხადების ფორმა. აპროქსიმაცია
approximation n (ინგლ.) დაახლოება ევროკავშირთან
აპროქსიმაცია დაახლოება.
აროგანტული arrogant a (ინგლ.) ქედმაღალი,
მედიდური, ამპარტავანი, დიდგულა, გულზვიადი გთხოვთ,
აროგანტულობაში
ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ.
ასისტანსი assistance n (ინგლ.) დახმარება
24-საათიანი სამედიცინო ასისტანსი
დახმარება.
(ასპირანტი, როგორც უცხო სიტყვა რუსული ენიდან შემოვიდა ქართულში და
აღნიშნავდა ასპირანტურის სტუდენტს)
ასპირანტი პრეტენდენტი /
კანდიდატი ქვეყნები.
ატიტუდი attitude n
(ინგლ.) დამოკიდებულება
დისკრიმინაციული ატიტუდი
დამოკიდებულება / მიდგომა.
აუთლაინი outline n (ინგლ.) მონახაზი
პროექტის აუთლაინი
მონახაზი. აუთქამი
outcome n (ინგლ.) შედეგი განვიხილოთ პროექტის
აუთქამი შედეგი.
აფილაცია affiliation n (ინგლ.) კავშირი,
კუთვნილება თქვენ გაქვთ გამოკვეთილი პოლიტიკური
აფილაცია
კუთვნილება და პოლიტიკური სიმპათია
აფილირებული affiliated a (ინგლ.)
დაკავშირებული
ის ამ პოლიტიკურ პარტიასთანაა
აფილირებული დაკავშირებული.
აფლოუდი, აფლოუდინგი to upload v (ინგლ.)
ატვირთვა ამ ფაილის ინტერნეტ-გვერდზე
აფლოუდინგს ატვირთვას 10 წუთი
დასჭირდება. აქტორი actor
n (ინგლ.) მოქმედი პირი გახდი პოლიტიკური მოვლენების მთავარი
აქტორი მოქმედი პირი.
აჯენდა agenda n (ინგლ.) დღის წესრიგი
ვაქვეყნებთ შეხვედრის აჯენდას
დღის წესრიგს.
ალარმირება, ალარმიზაცია to alarm v (ინგლ.) განგაშის ატეხა;
დაფრთხობა, დაშინება
არ გვინდა სიტუაციის ალარმირება
დაძაბვა /
დაძაბულად წარმოჩენა
არ გვინდა მოსახლეობის ალარმიზაცია
დაფრთხობა / დაშინება
ამაყი ვარ I am proud ვამაყობ
(აპლიკაცია, როგორც უცხო სიტყვა ქართულ ენაში შემოვიდა
რუსულიდან შემდეგი მნიშვნელობით: „ნახატის, ორნამენტის
შექმნა სხვადასხვა ფერის ქაღალდის ან ქსოვილის ნაჭრების
დაწებებით, დაკერებით“ )
ასპირანტი aspirant a (ინგლ.) პრეტენდენტი,
კანდიდატი, მაძი ებელი
![]() |
4 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ბ |
▲ზევით დაბრუნება |
ბ მისი კოლექციით უცხოელი ბაიერები
შემსყიდველები დაინტე რესდნენ.
ბაიოდატა biodata n (ინგლ.) ბიოგრაფია
ჩემი ბაიოდატა ბიოგრაფია
უნდა გავუგზავნო. ბენეფიტი benefit n (ინგლ.)
სარგებელი დამატებითი ბენეფიტი
სარგებელი თანამშრომლებისათვის.
ბექგრაუნდი background n (ინგლ.) ფონი,
კონტექსტი; განათ ლება, ცოდნა; წარმომავლობა, ოჯახი პოლიტიკური
ბექგრაუნდი წარსული /
კონტექსტი ემოციური
ბექგრაუნდი ფონი
ჩემი ბექგრაუნდით ცოდნით
უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარებ პროტესტი საკუთარი
ბექგრაუნდის ოჯახის /
გარემოცვის მიმართ. ბოიფრენდი boyfriend n
(ინგლ.)
1) შეყვარებული (ბიჭი, მამა კაცი);
2) საყვარელი (მამაკაცი) გაიცანით ჩემი
ბოიფრენდი
შეყვარებული. ბორდერიზაცია
borderisation n (ინგლ.) საზღვრის გავლება უკანონო
ბორდერიზაცია საზღვრის
გავლება გრძელდება.
ბორდი board n (ინგლ.)
მმართველობა; საბჭო; კომისია, კოლე გია; კომიტეტი თითქმის
5-წლიანი დირექტორობის შემდეგ, ბატონი სმითი კომპანია N-ის
ბორდში მმართველ საბჭოში
ინაცვლებს. ბრეიქი
break n (ინგლ.) შესვენება
პროგრამაში ბრეიქი
შესვენება უნდა გამოვაცხადოთ.
ბაიერი buyer n (ინგლ.) შესყიდვების მენეჯერი,
შემსყიდველი
![]() |
5 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - გ |
▲ზევით დაბრუნება |
გ
გაიდლაინი guideline n (ინგლ.) სახელმძღვანელო
პრინციპი / მითითება; რეკომენდაცია; ინსტრუქცია
შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი
სახელმძღვანელო მითითებები / რეკომენდაციები.
გაშეარება to share v (ინგლ.) გაზიარება
ეს ინფორმაცია გააშეარეთ
გააზიარეთ.
გერლფრენდი girlfriend n (ინგლ.)
1) შეყვარებული (გოგონა, ქალი);
2) საყვარელი (ქალი)
გაიცანით ჩემი გერლფრენდი
შეყვარებული
![]() |
6 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - დ |
▲ზევით დაბრუნება |
დ პრეზიდენტმა დააანონსა
განაცხადა ახალი
კამპანიის დაწყების შესახებ.
დააფდეითება to update v (ინგლ.) განახლება ეს
ინფორმაცია მოძველდა, თუ შეიძლება დაააფდეითეთ
განაახლეთ.
დაბუსტვა to boost v (ინგლ.) რეკლამის გაკეთება,
პოპულარობის გაზრდა დაბუსტეთ
თქვენი ფეისბუქის გვერდი, გაზარდეთ თქვენი
ფეისბუქის გვერდის პოპულარობა.
დაედითება, დაედიტება to edit v (ინგლ.) რედაქტირება, რედაქციის
გაკეთება, გასწორება, ჩასწორება (ტექსტისა) ტექსტი
დააედიტეთ ჩაასწორეთ
და დამიფორვარდეთ
გადმომიგზავნეთ.
დაკომენტება to comment v (ინგლ.) კომენტარის გაკეთება, კომენტირება,
ახსნა, განმარტება მან ჩემი მოსაზრება
დააკომენტა ჩემს მოსაზრებაზე კომენტარი გააკეთა.
დაკლიკვა to click v (ინგლ.) დაწკაპუნება
დაკლიკეთ დააწკაპუნეთ
მარჯვენა ღილაკზე.
დაკოპირება to copy v (ინგლ.) ასლის გაკეთება
თუ ძალიან დიდი ცხრილი არ არის, დააკოპირე
ასლი გააკეთე და შემდეგ გვერდზე
დააფეისთე ჩასვი.
დალაიქება to like v (ინგლ.) მოწონება
თუ შეიძლება, ჩემი გვერდი დაალაიქეთ
მოიწონეთ.
ეს სიტყვა დალინკეთ ამ სიტყვას
ბმული გაუკეთეთ.
დათაგვა to tag v (ინგლ.) მონიშვნა
სურათზე დამთაგეთ
მომნიშნეთ, თუ შეიძლება.
დაპეისტება, დაფეისთება to paste v (ინგლ.)
ჩასმა
ეს ტექსტი შემდეგ გვერდზე დააფეისთე
ჩასვი.
დასეივება to save v (ინგლ.) შენახვა
ხშირად დაასეივეთ შეინახეთ
დოკუმენტი მუშაობისას.
დასინვა to see v (ინგლ.) ნახვა
ეს ინფორმაცია დავსინე
ვნახე, მაგრამ პასუხი არ მიმიწერია.
დაუნლოუდი, დაუნლოუდინგი to download v
(ინგლ.) ჩამოტ ირთვა
ამ ფაილის ინტერნეტ-გვერდიდან დაუნლოუდინგს
ჩამოტვირთვას 2 წუთი დასჭირდება.
დაფორვარდება to forward v (ინგლ.) გადაგზავნა
რითრითის გასვლითი
შეხვედრის აჯენდა დღის წესრიგი
დააედიტეთ ჩაასწორეთ
და დამიფორვარდეთ
გადმომიგზავნეთ.
დაქენსელება to cancel v (ინგლ.) გაუქმება
ფრენა დააქენსელეს
გააუქმეს.
დაშეარება იხილეთ
გაშეარება დაჩექინება
to check in v (ინგლ.) დარეგისტრირება
დაჩექინდით დარეგისტრირდით
საქართველოში დისემინაცია
dissemination n (ინგლ.) გავრცელება
მიუთითეთ URL მისამართი, რომლის მეშვეობითაც ხდება კვლევის
შედეგების დისემინაცია
გავრცელება. როდის არის საბუთების ჩაბარების
დედლაინი ბოლო ვადა?
დედლაინის შეხვედრა to meet the deadline v
(ინგლ.) ვადაში ჩატევა, მოსწრება მიხარია, რომ
დედლაინს შევხვდი ვადაში
ჩავეტიე, მოვასწარი.
დეიოფი day off n (ინგლ.) ერთდღიანი შვებულება ხვალ
სამსახურიდან დეიოფი ერთი
დღე / ერთდღიანი შვებულება უნდა ავიღო.
დესტინაცია destination n (ინგლ.)
დანიშნულების ადგილი საქართველო - ტურიზმის მთავარი
დესტინაცია დანიშნულების
ადგილია.
დრაივი drive n (ინგლ.) მუხტი
დიდი კრეატიული დრაივი
შემოქმედებითი მუხტი შემოიტანე. დუთიფრი duty
free a (ინგლ.) უბაჟო დუთიფრი
უბაჟო ვაჭრობის ზონა
დაანონსება to announce v (ინგლ.) წინასწარ
გამოცხადება, განცხადება
დალინკვა link v (ინგლ.) ბმულის გაკეთება
დედლაინი deadline n (ინგლ.) უკანასკნელი /
ბოლო ვადა
![]() |
7 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ე |
▲ზევით დაბრუნება |
ე
უფროსი
ედიტორი რედაქტორი.
ედიტორიალი
editorial
n (ინგლ.) გაზეთის მოწინავე / სარედაქციო სტატია
„ვაშინგტონ პოსტის“
ედიტორიალი
სარედაქციო სტატია გვაუწყებს.
ევალუაცია
evaluation
n (ინგლ.) შეფასება
სასწავლო პროცესის
დაგეგმვა, მართვა და ევალუაცია
შეფასება.
ევიდენსი
evidence
n (ინგლ.) მონაცემები, ფაქტები
არსებობს
ევიდენსი ფაქტები,
რომ ვაშლი ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობას.
ელიმინაცია
elimination
n (ინგლ.) აღმოფხვრა
C ჰეპატიტის
ელიმინაციის
აღმოფხვრის სახელმწიფო პროგრამა.
ემერჯენსი
emergency
n (ინგლ.) სასწრაფო დახმარება, სასწრაფო დახმარების მანქანა
ავადმყოფი
ემერჯენსით
სასწრაფო დახმარებით მიიყვანეს საავადმყოფოში.
ენდიუზერი
end-user
n (ინგლ.) (საბოლოო) მომხმარებელი
ვინ არის ამ
პროდუქციის ენდიუზერი
საბოლოო მომხმარებელი?
ექაუნთი
account n
(ინგლ.) მომხმარებლის ანგარიში
პროგრამაში
შესასვლელად ჯერ ექაუნთი
ანგარიში უნდა გახსნათ.
ექშენ
ფლენი action
plan n
(ინგლ.) სამოქმედო გეგმა
ექშენ
ფლენის
სამოქმედო გეგმის განხილვა
რითრითის აჯენდაში
გასვლითი შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანეთ.
ედიტორი
editor n
(ინგლ.) რედაქტორი
![]() |
8 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ვ |
▲ზევით დაბრუნება |
ვ
ლატარიაში
მოგებული თანხის ვალიდაცია
დადასტურება.
ვალიდური
valid a (ინგლ.) დასაბუთებული,
სარწმუნო; (იურიდიული მნიშვნელობით) მოქმედი, კანონიერი ძალის მქონე, ძალამოსილი
დოკუმენტი
ვალიდურია ძალაშია
10 დღის განმავლობაში
ვალიდური
სარწმუნო ინფორმაცია.
ვალიდურობა
validity
n (ინგლ.) კანონიერი ძალა,
ძალამოსილობა
/ ძალამოსილება
დოკუმენტის
ვალიდურობის
ძალამოსილების დადგენა.
ვიზაფრი
visa free
a (ინგლ.) უვიზო
ევროპასთან
ვიზაფრი უვიზო
მიმოსვლა.
ვიზიტორი
visitor
n (ინგლ.) სტუმარი, მნახველი; ტურისტი
ათი ქვეყანა,
რომლიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი
ტურისტი შემოდის.
ვოლი
wall
n (ინგლ.) კედელი
ფეისბუკის
ვოლზე კედელზე
გაკეთებული განცხადებები.
ვორდინგი
wording
n (ინგლ.) სიტყვიერი ფორმულირება
მასკულინური ვორდინგი
მამაკაცური მეტყველება
მეათე წელია
ეს ვორდინგი სიტყვები გვესმის.
ვორქშოპი
workshop n (ინგლ.) სამუშაო შეხვედრა, სემინარი
ვორკშოპი
სამუშაო შეხვედრა / სემინარი
ორშაბათისთვის გადაიტანეს.
ვრაპი
wrap
n (ინგლ.) ხვეულა
ბოსტნეულის
ვრაპი ხვეულა.
ვალიდაცია
to validate v (ინგლ.) დამტკიცება, დადასტურება
![]() |
9 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - თ |
▲ზევით დაბრუნება |
თ
თიმი
team
n (ინგლ.) გუნდი, ჯგუფი
ძალიან კარგი
თიმი გუნდი
გვყავს.
თიმ ბილდინგი
team building n (ინგლ.)
ერთ გუნდად შეკვრა
ტრენინგი
მიზნად ისახავს თანამშრომლების თიმ ბილდინგს
ერთ გუნდად შეკვრას.
თიმ ლიდერი
team
leader n (ინგლ.) გუნდის / ჯგუფის მეთაური / ხელმძღვანელი / ლიდერი
თიმ ლიდერს
ჯგუფის მეთაურს განსაკუთრებული
თვისებები უნდა ჰქონდეს.
![]() |
10 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ი |
▲ზევით დაბრუნება |
ი
ივენთ-მენეჯერი
ღონისძიებათა მენეჯერი
მუსიკალური
ივენთი კონცერტი
ივენთის
ღონისძიების დაგეგმვა.
იმპლემენტაცია
implementation n (ინგლ.) განხორციელება,
შესრულება, რეალიზაცია
პროექტის
იმპლემენტაცია
განხორციელება.
ინვენტორი
inventor
n (ინგლ.) გამომგონებელი
ყოველწლიურად
პროექტის ფინალში რამდენიმე ათასი ნორჩი ინვენტორი
გამომგონებელი იღებს მონაწილეობას.
ინსპირაცია inspiration n (ინგლ.)
შთაგონება
რა შეიძლება
გახდეს დიზაინერების ინსპირაციის
შთაგონების წყარო?
რამ მოგცათ
ინსპირაცია რამ შთაგაგონათ / რა გახდა შთაგონების
წყარო ამ ფილმის გადასაღებად?
ინსპირირებული inspired a (ინგლ.)
შთაგონებული
ამ მუსიკით
ვარ ინსპირირებული
შთაგონებული
(ინსპირირებული,
როგორც უცხო სიტყვა, ქართულ ენაში რუსულიდან შემოვიდა და დამკვიდრდა შემდეგი
უარყოფითი მნიშვნელობით: „ინსპირაციით, ვისიმე წაქეზებით მოწყო[1]ბილი“).
ინტერვენცია
intervention n (ინგლ.) ჩარევა
ეროვნული
ბანკი მოახდენს ინტერვენციას
ჩაერევა ლარის კურსის გასამყარებლად
(ინტერვენცია,
როგორც უცხო სიტყვა, ქართულში რუსული ენიდან შემოვიდა და ნიშნავს შემდეგს: „ერთი ან
რამდენიმე სახელმწიფოს ძალადობრივი ჩარევა რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში
ტერიტორიის დასაპყრობად და მისთ.“).
ისტებლიშმენტი
establishment
n (ინგლ.) მმართველი წრეები
პოლიტიკური ისტებლიშმენტი
მმართველი პოლიტიკური წრეები
(ისტებლიშმენტი,
როგორც უცხო სიტყვა, გასული საუკუნის 80-იან წლებში შემოვიდა ქართულ ენაში
რუსულიდან და გა[1]მოიყენებოდა
კიცხვითი მნიშვნელობით: „მმართველი პრივილეგიური ფენები, რომლებიც პროგრესს
აფერხებენ“).
იუზერი
user
n (ინგლ.) მომხმარებელი
ამ პროგრამას
ბევრი იუზერი
მომხმარებელი ჰყავს.
იუზერნეიმი
username
n (ინგლ.) მომხმარებლის სახელი
შეიყვანეთ
თქვენი იუზერნეიმი
მომხმარებლის სახელი.
ივენთი event n (ინგლ.) ღონისძიება;
შეკრება, თავყრილობა; კონცერტი
![]() |
11 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - კ |
▲ზევით დაბრუნება |
კ
სხვადასხვა
პოლიტიკური ძალების კოაბიტაცია
თანაარსებობა.
კოავტორი co-author n (ინგლ.)
თანაავტორი
ის არის
საგანმანათლებლო პროგრამის კოავტორი
თანაავტორი.
კოლაბორაცია collaboration n (ინგლ.)
თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა
დიზაინერთან
კოლაბორაციამ
თანამშრომლობამ საოცარი შედეგი გამოიღო.
კომუნიკაციაში ყოფნა
to be in communication v (ინგლ.) კავშირის ქონა
ბორდის
წევრები ერთმანეთთან კომუნიკაციაში იყვნენ
სამეურვეო საბჭოს წევრებს
ერთმანეთთან კავშირი ჰქონდათ.
კომუნიკაციის ქონა to have communication
v (ინგლ.) დაკავში[1]რება
ამ
საკითხებზე კომუნიკაცია გვქონდა
დავუკავშირდით ეროვნულ ბანკს.
კონტრიბუცია contribution
n (ინგლ.)
წვლილი
საქართველოს
კონტრიბუცია წვლილი საერთაშორისო მისიებში ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდი
კონტრიბუცია წვლილი
ვიზიტორების
ტურისტების რაოდენობის ზრდამ შეიტანა
(უცხო სიტყვა
- კონტრიბუცია ქართულ ენაში რუსულიდან შემოვიდა და
ნიშნავს შემდეგს: „ფულადი გადასახადი, რომელსაც ომში გამარჯვებული მხარე
დამარცხებულს აკისრებს საზავო ხელშეკრულების ძალით“).
კონფიდენტი
confident
a (ინგლ.) მცოდნე, გათვითცნობიერე[1]ბული;
დარწმუნებული
მე არა ვარ
კონფიდენტი ამ საკითხში მე
არ მესმის ეს საკითხი, მე
ეს საკითხი არ ვიცი.
კოოპერაცია
cooperation n (ინგლ.) თანამშრომლობა
ამ
კომპანიასთან კოოპერაცია
თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია.
კოპროდუქტი, კოპროდუქცია
co-production n (ინგლ.) ერთობ[1]ლივი
ნამუშევარი (ფილმი, სპექტაკლი და მისთ.)
ფილმი
ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა
ერთობლივი ნამუშევარია.
ბათუმის
დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი ბრიტანულ-ქართული
კოპროდუქცია
ერთობლივი სპექტაკლი განხორციელდება.
კოფიბრეიკი
coffee break
n (ინგლ.) შესვენება ყავის დასალევად
პროგრამით
ორი კოფიბრეიკია
შესვენებაა გათვალისწინებული ყავის დასალევად.
კრეატიული
creative
a (ინგლ.) შემოქმედებითი, მხატვრული
კრეატიული
შემოქმედებითი
ახალგაზრდა.
კრეატიული
მახვილგონივრული
გამოგონება.
კრეატიული
მხატვრულად
გაფორმებული
ტორტი.
კოაბიტაცია, კოჰაბიტაცია cohabitation
n (ინგლ.) თანაცხოვრება, თანაარსებობა
![]() |
12 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ლ |
▲ზევით დაბრუნება |
ლ
ამ კონცერტს
თქვენ ლაივში
პირდაპირ ეთერში ნახავთ.
ლაითი light
a (ინგლ.) მსუბუქი, იოლი
ეს ჩემთვის
ლაითი მსუბუქი /
იოლი კითხვები არ იყო.
ლიდერშიპი
leadership
n (ინგლ.)
1)
ხელმძღვანელობა; ხელმძღვანელები;
პარტიის
ლიდერშიპი ხელმძღვანელობა;
2) ლიდერობა;
ლიდერშიპის
ლიდერობის პროგრამა.
ლინკი
link
n (ინგლ.) ბმული
ამ
ვებგვერდის ლინკი
ბმული გამომიგზავნე.
ლოგაუთი
to log out
v (ინგლ.) გამოსვლა (სისტემიდან, პროგრამიდან და ა.შ.)
სისტემიდან
ლოგაუთი გამოსვლა.
ლოგინი
to log in
v (ინგლ.) შესვლა (სისტემაში, პროგრამაში და ა.შ.)
სისტემაში
ლოგინი შესვლა.
ლოკაცია
location n (ინგლ.) ადგილი, ადგილმდებარეობა
ფესტივალის
ჩატარების დრო და ლოკაცია
ადგილი
ეს სასტუმრო
შესაძლოა კინოგადაღებების ლოკაცია
ადგილი გახდეს.
ლუზერი
looser
n (ინგლ.) უვარგისი / უხეირო ადამიანი, ხელმოცარული ადამიანი
მთელი
ცხოვრება ლუზერი
უხეირო და უვარგისი იყავი.
ლუქი
look
n (ინგლ.) შესახედაობა, გარეგნობა
ლუქებით
გარეგნობით
ყველა დაჩრდილა.
ლაივი
live
n (ინგლ.) პირდაპირი ეთერი
![]() |
13 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - მ |
▲ზევით დაბრუნება |
მ
მანუალი
სახელმძღვანელო
დამწყები ბიზნესმენებისათვის.
მასკულინური
masculine
a (ინგლ.) მამაკაცისა;
მამაკაცური
მასკულინური
მამაკაცის
ხაზი (ტანსაცმლისა)
მასკულინური
მამაკაცური
სახის ნაკვთები.
მეინსტრიმული
mainstream
a (ინგლ.) ყველაზე გავრცელებული, წამყვანი
მეინსტრიმული ტრენდი
წამყვანი მიმდინარეობა / ტენდენცია.
მერჯინგი
merging
n (ინგლ.) შერწყმა
თიბისი
ბანკისა და რესპუბლიკა ბანკის მერჯინგი
შერწყმა.
მითინგი meeting n (ინგლ.) შეხვედრა
ეს საკითხი
მითინგზე
შეხვედრაზე განვიხილოთ.
მითინგ-რუმი
meeting room
n (ინგლ.) შეხვედრების ოთახი
თათბირი
მესამე მითინგ-რუმში
შეხვედრების ოთახში ჩატარდება.
მისინტერპრეტაცია
misinterpretation
n (ინგლ.) არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორი ახსნა-განმარტება
ეს ჩემი
ნათქვამის მისინტერპრეტაციაა
არასწორი ინტერპრეტაციაა.
მისკომუნიკაცია
miscommunication n (ინგლ.) ინფორმაციის
არასწორი გავრცელება
მისკომუნიკაცია მოხდა
ინფორმაცია არასწორად გავრცელდა.
მანუალი
manual n
(ინგლ.) სახელმძღვანელო
![]() |
14 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნ
წარმატების მიღწევისათვის ცოდნასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს
ნეთვორქინგს
კავშირებს, კონტაქტებს.
ნეთვორქინგი networking n (ინგლ.) კონტაქტები, კავშირები; ურთიერთობები;
კავშირების / კონტაქტების დამყარება
![]() |
15 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ო |
▲ზევით დაბრუნება |
ო ემპირიული ობზერვაცია
დაკვირვება. ოვერლაპი to overlap v (ინგლ.) გადაფარვა ფილიალების მიერ ფუნქციების
ოვერლაპი გადაფარვა სერიოზული პრობლემაა.
ობზერვაცია observation n (ინგლ.) დაკვირვება
![]() |
16 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - პ |
▲ზევით დაბრუნება |
პ
ამ საკითხების განსახილველად პანელი
სპეციალისტების ჯგუფი შეიკრიბა.
პანელური დისკუსია panel discussion n
(ინგლ.) დისკუსია მრგვალ მაგიდასთან.
პატერნი pattern n (ინგლ.)
1) ნიმუში, მოდელი; მსგავსება, კანონზომიერება
ქცევის პატერნი თავისებურება / კანონზომიერება;
ქეისების ცალკეული
შემთხვევების პატერნი
მსგავსება / საერთო ნიშანი / კანონზომიერება;
2) სახე, მოხატულობა, ორნამენტი;
გეომეტრიული პატერნი
ორნამენტი.
პეიჯი იხილეთ
ფეიჯი
პერფორმანსი performance n (ინგლ.)
სპექტაკლი, წარმოდგენა, სანახაობა
ქუჩის პერფორმანსი
სანახაობა
ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი
წარმოდგენა / სპექტაკლი / სანახაობა.
პოზიცია position n (ინგლ.) თანამდებობა,
ადგილი
თითქმის 5-წლიანი დირექტორობის შემდეგ, ერიკ სმითი
პოზიციას თანამდებობას ტოვებს
(პოზიცია, როგორც უცხო სიტყვა, რუსული ენიდან შემოვიდა ქართულში და უპირატესად
თვალსაზრისს, დამოკიდებულებას აღნიშნავს).
პოინთი იხილეთ ფოინთი.
პრეფერენცია preference n (ინგლ.)
უპირატესობა
ამ საკითხებს ანიჭებენ პრეფერენციას
უპირატესობას.
პრიმარული primary a (ინგლ.) მთავარი,
ძირითადი
პრიმარული ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა.
პრიმარული ძირითადი და
სეკუნდარული დამხმარე ლიტერატურა.
პრირეკვიზიტი prerequisite n (ინგლ.)
წინაპირობა
განვითარებული მოვლენების პრირეკვიზიტი
წინაპირობა.
ფროფოუზალი proposal n (ინგლ.) წინადადება,
შეთავაზება
საინტერესო ფროფოუზალი
შეთავაზება მივიღე.
პროცესინგი processing n (ინგლ.) დამუშავება
მიმდინარეობს ბარათის პროცესინგი
დამუშავება.
პანელი panel n (ინგლ.) სპეციალისტების
ჯგუფი
![]() |
17 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - რ |
▲ზევით დაბრუნება |
რ
ფოლოუერთა მიმდევართა
რაციოს რაოდენობის გაზრდა.
რეზერვაცია reservation n (ინგლ.) დაჯავშნა
გააკეთეთ სასტუმროს რეზერვაცია?
დაჯავშნეთ სასტუმრო?
(რეზერვაცია, როგორც უცხო სიტყვა, ქართულში
შემოვიდა რუსული ენიდან და დამკვიდრდა შემდეგი მნიშვნელობით: „ჩრდილოეთ ამერიკაში,
ავსტრალიაში ტერიტორია, რომელიც გამოყოფილია მკვიდრი მოსახლეობისათვის“).
რეკრუტირება to recruit v (ინგლ.) აყვანა
(ახალი თანამშრომლებისა), გადაბირება; მოზიდვა (ამა თუ იმ საქმის მოხალისეებისა)
საჯარო სექტორში თანამშრომლების რეკრუტირება
აყვანა / გადაბირება
საქველმოქმედო აქციაში მოხალისეთა რეკრუტირება
მოზიდვა.
(რეკრუტი, რეკრუტირება სამხედრო ტერმინებია)
რეპორტი report n (ინგლ.) ანგარიში
წლიური რეპორტი
ანგარიში.
რერეგისტრაცია reregistration n (ინგლ.)
ხელახალი რეგისტრაცია
სკოლის რერეგისტრაციის
ხელახალი რეგისტრაციის ფორმა.
რესეფშენი reception n (ინგლ.) მიმღები
(განყოფილება)
სასტუმროს რესეფშენი
მიმღები
საავადმყოფოს რესეფშენი მიმღები განყოფილება.
რესეფშენისტი, რესეფციონისტი, რეცეფციონისტი,
receptionist n (ინგლ.) მიმღები განყოფილების თანამშრომელი
სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას რესეფშენისტის
მიმღები განყო[1]ფილების
თანამშრომლის თანამდებობაზე.
რითრითი retreat n (ინგლ.) გასვლითი
(სამუშაო) შეხვედრა
ყოველწლიური რითრითი
გასვლითი სამუშაო შეხვედრა.
რისერჩი research n (ინგლ.) კვლევა
რისერჩი კვლევა
ჩავატარეთ.
რიქვესთი request n (ინგლ.) მოთხოვნა
ფეისბუქში დამეგობრების რიქვესთი
მოთხოვნა გამომიგზავნე.
რაციო ratio n (ინგლ.) რაოდენობა;
პროპორცია, თანაფარდობა
![]() |
18 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ს |
▲ზევით დაბრუნება |
ს
სეკუნდარული
ლიტერატურა
დამხმარე ლიტერატურა
პრიმარული
ძირითადი და
სეკუნდარული
დამხმარე ლიტერატურა.
სელებრითი
celebrity n
(ინგლ.) ცნობილი / პოპულარული ადამიანი
ფართიზე
წვეულებაზე ბევრი სელებრითი
ცნობილი ადამიანი იყო მოწვეული.
სენსიტიური
sensitive a
(ინგლ.) ფაქიზი, საფრთხილო, სათუთი
სენსიტიური
ფაქიზი / საფრთხილო
/ სათუთი თემა.
სთოქი
stock n (ინგლ.)
მარაგი
საქონელი სთოქში
მარაგში არ არის.
სიქლივი
sick leave n
(ინგლ.) ბიულეტენი (ავადმყოფობისა)
სამდღიანი სიქლივი
ბიულეტენი ავიღე ავადმყოფობის გამო.
სტაფი
staff n (ინგლ.)
თანამშრომლები; პერსონალი
გაიცანით ჩემი
სტაფ-მემბერი თანამშრომელი.
სტაფ მითინგი staff meeting
n (ინგლ.) თანამშრომლების შეკრება, სხდომა, თათბირი
სტაფ-მითინგზე თათბირზე განვიხილოთ
ეს საკითხები.
სუპერვაიზერი
supervisor n (ინგლ.)
ზედამხედველი, ხელმძღვანელი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას
სუპერვაიზერის
ზედამხედველის
პოზიციაზე თანამდებობაზე.
სფიჩი speech
n (ინგლ.) სიტყვა, გამოსვლა
ყველა სფიჩი
გამოსვლა 30 წუთში უნდა ჩაეტიოს
(სპიჩი,
როგორც უცხო სიტყვა, ისევე როგორც რუსული წარმოშობის რეჩი, სადღეგრძელოს
მნიშვნელობით გამოიყენებოდა).
სქილები skills n
(ინგლ.) უნარები, უნარ-ჩვევები
თქვენ გაქვთ ეს სქილები
უნარები?
secondary a
(ინგლ.) მეორეხარისხოვანი, დამხმარე
![]() |
19 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტ პროექტის ტარგეტ გრუპი
სამიზნე ჯგუფი სტუდენტები არიან.
ტარგეტირებული targeted a
(ინგლ.) გამიზნული ტარგეტირებული
გამიზნული სარეკლამო კამპანია.
ტრენდი trend n (ინგლ.) მიმართულება,
მიმდინარეობა, ტენდენცია მოდური ტრენდი
მიმდინარეობა / ტენდენცია.
ტარგეტ-გრუპი target group n (ინგლ.) სამიზნე
ჯგუფი
![]() |
20 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - უ |
▲ზევით დაბრუნება |
უ
მის უნივერსი სამყარო.
ურგენტული urgent a (ინგლ.) სასწრაფო, გადაუდებელი ურგენტული
სასწრაფო / გადაუდებელი ოპერაცია.
უნივერსი universe n (ინგლ.) სამყარო
![]() |
21 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფ
ეს ფაზლი თავსატეხი
გავაკეთე.
ფართი party n (ინგლ.) წვეულება; შეკრება;
მიღება; დროსტარება.
მანანას ფართიზე წვეულებაზე
კარგად მოვილხინეთ.
ახალგაზრდული ფართი შეკრება
/ დროსტარება.
საელჩომ თანამშრომლებისთვის ფართი მოაწყო
მიღება გამართა.
ფასვორდი password n (ინგლ.) პაროლი
ჩემი ფასვორდი პაროლი
დამავიწყდა.
ფასილიტატორი facilitator n (ინგლ.)
წარმმართველი; წამყვანი; მოდერატორი; მრჩეველი, კონსულტანტი
მასწავლებელი სასწავლო პროცესის ფასილიტატორია
წარმმართველია
დისკუსიის ფასილიტატორია
წარმმართველია / წამყვანი / მოდერატორი
პროექტის ფასილიტატორი
მრჩეველი / კონსულტანტი.
ფასილიტაცია facilitation n (ინგლ.)
გაადვილება
ვიზა ფასილიტაციის ვიზის მიღების გაადვილების
პროცესი.
ფეისი face n (ინგლ.) სახე
თამუნა ჩვენი კომპანიის ფეისი
სახე გახდა.
ფეიქი fake n (ინგლ.) ყალბი რამ
დიორის ორიათას ევროდ ღირებული ჩანთის ფეიქი
ყალბი ვარიანტი.
ფეიჯი page n (ინგლ.) გვერდი
დამილაიქეთ მოიწონეთ ჩემი
ფეიჯი გვერდი.
ფეშენ უიკი fashion week n (ინგლ.) მოდის
კვირეული
თბილისის ფეშენ უიკი მოდის
კვირეული.
ფიგურანტი фигурант n (რუს.) მონაწილე,
მოქმედი პირი; (იურიდიული მნიშვნელობით) ეჭვმიტანილი
კაბელების საქმის ფიგურანტები მონაწილეებ.
იგი იყო აგორებული სკანდალის მთავარი ფიგურანტი
მოქმედი პირი
სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი
საქმეზე ეჭვმიტანილი.
ფიდბექი feedback n (ინგლ.) გამოხმაურება,
რეაქცია (მოვლენაზე, ღონისძიებაზე და ა.შ.)
მკითხველთა ფიდბექი
გამოხმაურება
ის ფიდბექი გამოხმაურება
ფინალური final a (ინგლ.) საბოლოო, დასკვნითი
ფინალური საბოლოო / დასკვნითი გამოცდები.
ფეშენისტა fashionista n (ესპ.)
1) მაღალი მოდის მიმდევარი, მოდის მოყვარული, მოდით დაინტერესებული;
2) მაღალი მოდის კანონმდებელი
ამ დიზაინერმა ფეშენისტების
მაღალი მოდის მიმდევრების / მოდის მოყვარულების
გულები დაიპყრო.
ფოინთი point n (ინგლ.) საკითხი
მაგ ფოინთისთვის
საკითხისთვის ყურადღება არ მიმიქცევია
ბულით-ფოინთები საკვანძო / ძირითადი
საკითხები.
ფოლოუერი follower n (ინგლ.) მიმდევარი
რამდენი ფოლოუერი მიმდევარი
ჰყავს თქვენს გვერდს?
ფრენდი friend n (ინგლ.) მეგობარი
რამდენი ფრენდი მეგობარი
გყავთ ფეისბუქზე?
ფრუსტრირებული frustrated a (ინგლ.)
იმედგაცრუებული დავითი ფრუსტრირებული
იმედგაცრუებული იყო ამ ვითარებით.
ფაზლი, ფაზელი puzzle n (ინგლ.) ასაწყობი /
მოზაიკური თავსატეხი.
![]() |
22 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქ 1. კერძო შემთხვევა,
(კონკრეტული) მაგალითი; (იურიდიული მნიშვნელობით) სასამართლო საქმე; პრეცედენტი,
შემთხვევა სასამართლო პრაქტიკაში;
2. (მობილური ტელეფონის და სხვა) ჩასადები
განვიხილოთ სხვადასხვა ბიზნეს-ქეისი
მაგალითი ბიზნესის სფეროდან..">. პრაგმატული პოლიტიკა: თურქეთის ქეისი
მაგალითი.
ყაფლანიშვილის ქეისი საქმე
არის ამ
ხელისუფლების კლასიკური ხელწერა.
ქვიზი quiz n (ინგლ.) (წერითი) ტესტი
(სკოლაში, კოლეჯში და ა.შ.)
ქვიზი ტესტი „საარჩევნო საკითხებში ქართველი
ახალგაზრდებს ცნობიერების ამაღლება“.
ქეისი case n (ინგლ.)
![]() |
23 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - შ |
▲ზევით დაბრუნება |
შ წავედით საშოპინგოდ მაღაზიებში /
საყიდლებზე.
შოურუმი showroom n
(ინგლ.) საგამოფენო დარბაზი; სადემონსტრაციო დარბაზი.
ავეჯის შოურუმი
საგამოფენო
დარბაზი.
შოპინგი shopping n (ინგლ.) მაღაზიებში
/ საყიდლებზე სიარული
![]() |
24 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩ
ჩელენჯი challenge n (ინგლ.) გამოწვევა ეს კომპანიისათვის ახალი
ჩელენჯის გამოწვევის წყაროდ გადაიქცევა.
ჩაფეისთება იხილეთ
დაფეისთება.
![]() |
25 ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი - ჰ |
▲ზევით დაბრუნება |
ჰ რეგიონული ჰაბი
ცენტრი - კავშირი აზიასა და ევროპას შორის.
ჰაილაითი highlight n
(ინგლ.) მნიშვნელოვანი მომენტი.
გთავაზობთ ამ მატჩის ჰაილაითს
მნიშვნელოვან მომენტს.
ჰაბი hub n (ინგლ.) ცენტრი ზუგდიდი ტურიზმის
ჰაბად
ცენტრად უნდა გადავაქციოთ.
![]() |
26 სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება? |
▲ზევით დაბრუნება |
მარგალიტაძე თინათინ
სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება?
თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესებზე ზედაპირული დაკვირვებაც კი ნათელყოფს, რომ ენაში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება ენის თითქმის ყველა დონეზე, რაც უპირატესად ინგლისურ ენას და მის ყოვლისმომცველ გავლენას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართული ენის ისტორიაში დაიწყო ახალი ეტაპი, რაც ინგლისურ ენასთან მისმა მჭიდრო კონტაქტმა მოიტანა. ეს კონტაქტი კი მართლაც ყოვლისმომცველია: ინტერნეტი და თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; საერთაშორისო ურთიერთობები, პირდაპირი დიპლომატიური კავშირები უცხოეთთან, რაც დამოუკიდებლობის წლებს უკავშირდება; საბაზრო ეკონომიკა, ახალი სამეწარმეო და სამართლებრივი ურთიერთობები; რევოლუციური წინსვლები მეცნიერებისა და ტექნიკის თითქმის ყველა დარგში ბიოლოგიითა და მედიცინით დაწყებული და სოფლის მეურნეობით დამთავრებული და სხვა. ყველა ეს სიახლე ახალ ტერმინოლოგიასთან, ახალი ცნებების აღმოცენებასთან არის დაკავშირებული, რაც ბუნებრივად მოაწყდა ქართულ ენას სწორედ ინგლისური ენის მეშვეობით.
ვინაიდან ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება მაქვს, გამიჩნდა სურვილი გავაანალიზო ინგლისური ენის გავლენით ქართულ ენაში მიმდინარე პროცესები და შემოგთავაზოთ ჩემი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.
1. ინგლისურენოვანი ბარბარიზმები თანამედროვექართულში
ნასესხობა. უცხო სიტყვა. ბარბარიზმი.
როგორც თანამედროვე ქართული ენის ანალიზი გვიჩვენებს, ქართულ ენაში მრავლადაა სპარსული, თურქული, არაბული, 36რუსული თუ სხვა ენებიდან ნასესხები სიტყვები. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ინგლისური ძირის სიტყვებსაც ფართოდ უნდა გავუღოთ ქართული ენის ლექსიკის კარი და თამამად დავუშვათ ენაში? აქ საჭიროა გავაანალიზოთ განსხვავება ნასესხობას, უცხო სიტყვასა და ბარბარიზმს შორის.
როგორც აღინიშნა, ქართულში მრავლადაა ნასესხები სიტყვები არაბულიდან, სპარსულიდან, თურქულიდან; რაც შეეხება რუსული ენის გავლენას, ამ გავლენის მასშტაბები, ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე შესწავლილი და გაანალიზებული. ამ გავლენის შედეგებს დღესაც ვიმკით იმ აურაცხელი რუსულენოვანი ბარბარიზმებით, რისგანაც ენა ჯერ კიდევ ვერ დაიწმინდა. ნიშანდობლივია, რომ 1887 წელს ლადო აღნიაშვილი, თავისი „უბის ლექსიკონის“ წინასიტყვაობაში, წერს: „ხუთი წამიც კი ვერ ლაპარაკობენ დღეს წმინდა ქართულ ენაზე ისე, რომ საუბარში რუსული სიტყვები არ გაურიონ, რაც ღვთისაც წინააღმდეგია და კაცისაც არა სასიამოვნო“.
როდესაც რუსული ენის გავლენაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ენიდან ქართულში ბევრი ინდოევროპული ძირის სიტყვა შემოვიდა, რადგან რუსული ენა, ერთი მხრივ ინდოევროპული ენაა (ისევე როგორც ინგლისური, გერმანული, ფრანგული და ბევრი სხვა ენა), და მასში არის ინდოევროპული წარმოშობის სიტყვები, მეორე მხრივ, რუსულ ენაში, ფრანგული ენის გავლენით, ბევრი ფრანგული სიტყვა შევიდა, რომელთა დიდი ნაწილი ლათინური ძირისაა.
ამდენად, რუსული ენის გავლენის შედეგად, ნაწილობრივ მოხდა ქართული ენის „გაევროპელება“ და ეს კარგად ჩანს თუნდაც ისეთი სინონიმური რიგების შედარებით, როგორიცაა: პრიორიტეტული - უპირატესი, რეზულტატი - შედეგი, ექსპერიმენტი - ცდა, კომფორტი - სიმყუდროვე, კომპენსაცია ანაზღაურება, ტალანტი - ნიჭი, ტრანსფორმაცია - გარდაქმნა, პროგრესი - წინსვლა, ირიგაცია - მორწყვა, ექსპერტი - მცოდნე, კორპორაცია - გაერთიანება, კორუფცია - მექრთამეობა, ტენდენცია - მიმართულება, კორექტული - სწორი, ნეგატიური - უარყოფითი, პოზიტიური - დადებითი, ავთენტიკური სარწმუნო, პუბლიკაცია - ნაშრომი და მრავალი სხვა. ეს უცხო სიტყვები ძირითადად რუსული ენიდან შემოვიდა ქართულ ენაში, თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა შემოსულიყო სხვა ევროპული ენიდან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვები ქართულ ენაში დამკვიდრდა იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ ჰქონდათ რუსულ ენაში (ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით).
გამონაკლისია ამ მხრივ ქართული ენა? მხოლოდ ქართულ ენაშია ნასესხები სიტყვები სხვა ენებიდან? ქართული ენა, ცხადია, არ არის გამონაკლისი. ნებისმიერი ენის ლექსიკის ეტიმოლოგიური ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი შედგება მშობლიური სიტყვებისა და ნასესხები სიტყვებისაგან. თავად ინგლისურ ენაში, რომელიც ბარბარიზმების ძირითადი წყაროა თანამედროვე ქართულისათვის, ლექსიკის თითქმის 60% ლათინური და ფრანგული ძირის სიტყვებია. ეს ნასესხობა გამოიწვია ნორმანების მიერ 1066 წელს ინგლისის დაპყრობამ, რის შემდეგაც სამ საუკუნეზე მეტხანს ინგლისში სახელმწიფო ენა ფრანგული ენა იყო. მანამდე, ინგლისი სკანდინავიელებს ჰქონდათ დაპყრობილი, რაც ასევე აისახა ენის ლექსიკაში სკანდინავიური ნასესხობის სახით.
ენის ისტორია განუყოფელია ერის ისტორიისაგან და ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს. სწორედ ამიტომ არის თანამედროვე ქართულ ენაში სპარსული, არაბული და თურქული ნასესხები სიტყვები. ასევე გასაგები უნდა იყოს, რატომ შემოვიდა ამდენი სიტყვა ქართულში რუსული ენიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ორენოვანი იყო ორი საუკუნის მანძილზე.
ნასესხობა ენისა და ერის ისტორიითაა განპირობებული და სიტყვების ეტიმოლოგიაში აისახება. ქართული ლექსიკის ის ნაწილი, რომელიც ნასესხებია სპარსულიდან, თურქულიდან, არაბულიდან, რუსულიდან, თუ ნებისმიერი სხვა ენიდან ქართული ლექსიკისა და ქართული ენის განუყოფელი ნაწილია, მათი ისტორია კი ასახულია ამ სიტყვების ეტიმოლოგიაში.
როდის დგება ენაში უცხო სიტყვის შემოტანის საჭიროება?
უცხო სიტყვების ენაში შემოტანის საკითხი დგება მაშინ, როდესაც ენობრივი კოლექტივი ეცნობა ახალ რეალიებს ან იქმნება ახალი ცოდნა, რასაც მოსდევს ახალი ცნებებისა და 38შესაბამისად ახალი სიტყვების წარმოქმნა.
მაგალითად, შეიქმნა ინტერნეტი და გაჩნდა სიტყვა - Internet, შეიქმნა კომპიუტერი და გაჩნდა სიტყვა - computer, უფრო ადრე გაჩნდა ტელევიზორი, ტელეფონი, და ასე შემდეგ.
ამ შემთხვევაში ენას ორი არჩევანი აქვს: იგი ამგვარი ახალი ცნებებისათვის ქმნის მშობლიურ სიტყვებს საკუთარი ენის რესურსებით, ან სიტყვა შემოაქვს ენაში როგორც უცხო სიტყვა. ბევრი ენა ირჩევს პირველ გზას, მაგალითად, კომპიუტერის ეკვივალენტი ირლანდიურ ენაში არის ríomhaire, ინტერნეტისა - an t-idirlíon; პრეზიდენტი ირლანდიურად არის uachtarán. დინოზავრის ეკვივალენტი ისლანდიურ ენაზე არის risaeðla, სიტყვასიტყვით „გოლიათი ხვლიკი“. თვეების სახელები ჩეხურ ენაზე არის: leden, únor, březen, duben, květen, červen, červenec, srpen, září, říjen, listopad, prosinec.
ქართული ენა საკმაოდ ღიაა ამ თვალსაზრისით, იგი იღებს უცხო სიტყვებს, თუმცა, ქართული ენის რესურსებით ახალი სიტყვების შექმნის არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს.
ამდენად, უცხო სიტყვის ენაში შემოტანის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ენობრივი კოლექტივი ეცნობა ახალ რეალიებს, ან მაშინ, როდესაც იქმნება ახალი ცოდნა, თუმცა, როგორც ვნახეთ, ამ შემთხვევაშიც ენას აქვს არჩევანი: ამ ახალი ცნების აღმნიშვნელი უცხო სიტყვის შემოტანა ენაში, ან მშობლიური ენის რესურსებით ახალი სიტყვის, ნეოლოგიზმის შეთხზვა.
ბარბარიზმი არის საჭიროების გარეშე ენაში შემოტანილი უცხო ენის სიტყვა, რომელსაც აქვს შესატყვისი მშობლიურ ენაში (ხშირად რამდენიმე შესატყვისიც) და რომლის ასიმილაცია ენაში არ ხდება.
შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: „დააცადეთ ბატონო და დროთა განმავლობაში ასიმილირდებაო“. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მაგალითად, რუსულენოვანი ტექნიკური დარგების ბარბარიზმები, ერთი შეხედვით, საკმაოდ ფეხმოკიდებულია ენაში. ავტომანქანის სახელოსნოებში ვერსად ნახავთ წარწერას „ნახარი“, თუმცა მისი ბარბარიზმი „რაზვალი“ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ, ასევეა „ხადავიკი“ (ქართულად - სავალი ნაწილი), „დვორნიკი“ (ქართულად - მინასაწმენდი), „პრაკლადკა“ (ქართულად - შუასადები) და სხვა. მიუხედავად ასეთი ფართო გავრცელებულობისა, ასეულობით რუსულენოვანი ბარბარიზმი ვერ ასიმილირდა ენაში, სალიტერატურო ქართული ენის ნაწილად ვერ იქცა და ასოციირდება გაუნათლებელ, მდაბიურ მეტყველებასთან.
სჭირდება თუ არა ქართულ ენას ის ინგლისურენოვანი ბარბარიზმები, რომელთაც შედარებით მოკრძალებულად შემოაბიჯეს ენაში რამდენიმე წლის წინ, მაგრამ დღეს უკვე ზვავად იქცნენ და თავის გზაზე წალეკვით ემუქრებიან ასობით ქართულ სიტყვას: (დედანში ბარბარიზმები გადახაზულია!)
დააფდეითება to update - განახლება
დაბუსტვა to boost - რეკლამის გაკეთება, პოპულარობის გაზრდადა
კლიკვა to click - დაწკაპუნება
დალაიქება to like - მოწონება
დათაგვა to tag - მონიშვნა
დაფორვარდება to forward - გადაგზავნა
დაქენსელება to cancel - გაუქმებადი
სემინაცია dissemination - გავრცელება
დედლაინი deadline - უკანასკნელი / ბოლო ვადა
დეიოფი day off - ერთდღიანი შვებულება
დესტინაცია destination - დანიშნულების ადგილი
დრაივი drive - მუხტი
დუთიფრი duty free - უბაჟო
ევალუაცია evaluation - შეფასება
ევიდენსი evidence - მონაცემები, ფაქტები
ემერჯენსი emergency - სასწრაფო დახმარება, სასწრაფო დახმარების მანქანა
ექშენ ფლენი action plan - სამოქმედო გეგმა
ვალიდურობა validity - კანონიერი ძალა, ძალამოსილობა / ძალამოსილება
იმპლემენტაცია implementation - განხორციელება, შესრულება, რეალიზაცია
ინსპირაცია inspiration - შთაგონება
კოლაბორაცია collaboration - თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობადა სხვა (ინგლისურენოვანი ბარბარიზმების სრული სია იხილეთ ბარბარიზმების ლექსიკონში.
ამ მაგალითებისათვის თვალის გადავლებაც კი ნათელს ხდის, რომ ყველა ინგლისური ძირის სიტყვას აქვს ბუნებრივი ქართული შესატყვისი, რიგ შემთხვევაში, რამდენიმე შესატყვისიც. ამ ლოგიკით, შეგვიძლია ქართული სახლის ნაცვლად დავამკვიდროთ ბარბარიზმი ჰაუსი, ქართული მაგიდის ნაცვლად - ტეიბლი, ოთახის ნაცვლად - რუმი, ქუჩის ნაცვლად - სტრიტი და ა. შ. ამდენად, არ არსებობს ზემოთ მოყვანილი ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ქართულ ენაში შემოტანის რაიმენაირი საჭიროება. მეორე მხრივ, ამ ტიპის ბარბარიზმების ენაში მომრავლება ქმნის მთელ რიგ პრობლემებს, რომელთაც ქვემოთ შევეხები.
2. ბარბარიზმების მიერ ქართულ ენაში შექმნილი პრობლემები
2.1. ენის საკომუნიკაციო ფუნქცია.
ბარბარიზმების დიდი რაოდენობით ენაში შემოსვლა აფერხებს ურთიერთგაგებას. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით ხშირად ისმის ბარბარიზმი - ბორდი, რიგითი მოქალაქეების უმრავლესობამ არ იცის რას ნიშნავს ბორდი. ინგლისური board ქართულად ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: სამეთვალყურეო საბჭო (supervisoryboard), დირექტორთა საბჭო (board of directors), მრჩეველთა საბჭო (board of advisers). ბორდის ნაცვლად სამეთვალყურეო საბჭოს გამოყენება (საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით) ბევრად გასაგებს გახდის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გადაცემულ ინფორმაციას მოსახლეობისათვის. დამაბნეველია ბარბარიზმები: დაბუსტვა (to boost), სიქლივი (sick leave), რითრითი (retreat), ქეისის პატერნი (case pattern), ბულით ფოინთები (bullet points) და სხვა. ორი ან რამდენიმე ბარბარიზმის თავმოყრა წინადადებაში კიდევ უფრო ართულებს აზრის გაგებას.
ამდენად, ბარბარიზმების მიერ გამოწვეული ერთ-ერთი პრობლემა არის გართულებული ურთიერთგაგება და თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, საქართველოში სერიოზული საფრთხე ექმნება ქართული ენის საკომუნიკაციო ფუნქციას.
2. 2. რუსული და ინგლისური ენებიდან სხვადასხვა მნიშვნელობით შემოსული ლათინური ძირის სიტყვები.
როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსული ენიდან ქართულში ბევრი ლათინური ძირის სიტყვა შემოვიდა და დამკვიდრდა იმ მნიშვნელობით, რაც ამ სიტყვას ჰქონდა რუსულ ენაში.
მაგალითად, სიტყვა ასპირანტი, როგორც უცხო სიტყვა, რუსული ენიდან შემოვიდა ქართულში და აღნიშნავდა ასპირანტურის სტუდენტს, аспирант. იგივე ძირის სიტყვა, ამჯერად ინგლისური ენიდან შემოსული ქართულში, გამოიყენება საქართველოსთან და სხვა, ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მიმართებით - ასპირანტი ქვეყნები. რეალურად, ინგლისური სიტყვის aspirant, რომელიც ნაწარმოებია ზმნისგან to aspire (სწრაფვა), შესატყვისებია: პრეტენდენტი, კანდიდატი, მაძიებელი. შესაბამისად, პრეტენდენტი, კანდიდატი ქვეყანა და არა ასპირანტი ქვეყანა. მსგავსი მაგალითები უკვე საკმაოდ დაგროვდა ქართულ ენაში.
ასეთივე ტერმინია საკმაოდ დამკვიდრებული სამედიცინო ტერმინი - ოკუპაციური თერაპია. ყველასათვის ცნობილია, რომ ოკუპაცია ასევე რუსული ენიდანაა შემოსული ქართულში და აღნიშნავს შემდეგს: „რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებითი დაკავება“. განხილულ ტერმინში სიტყვა ოკუპაცია გამოიყენება ინგლისური სიტყვის occupation ერთ-ერთი მნიშვნელობით, კერძოდ - საქმიანობა. სწორედ ამ მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული სამედიცინო ტერმინი occupational therapy, რაც რეაბილიტაციის ერთ-ერთი სახეობაა და შრომით თერაპიას აღნიშნავს. ინტერნეტში ამას წინათ ასეთ ფორმასაც წავაწყდი ოკუპირებული თერაპევტი, რასაც უკომენტაროდ დავტოვებ.
ბოლო დროს, სხვადასხვა სარეკლამო განცხადებებში მომრავლდა შემდეგი შესიტყვებები: დელიკატური კრემი, დელიკატური რეცხვა, დელიკატური ფხვნილი ინგლისური შესიტყვებების ანალოგიით: delicate cream, delicate washing, delicate powder. ქართული დელიკატური არ უდრის ინგლისური სიტყვის delicate მნიშვნელობას. ქართული სიტყვა დელიკატური, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ნიშნავს შემდეგს: „თავაზიანი, ზრდილობიანი“, რაც შეესატყვისება რუსულ ზედსართავ სახელს деликатный(деликатный человек) და მეტყველებს იმაზე, რომ ეს სიტყვა ქართულ ენაში რუსული ენიდან შემოვიდა და დამკვიდრდა მითითებული მნიშვნელობით.
ინტერვენცია, როგორც უცხო სიტყვა, ქართულში რუსული ენიდან შემოვიდა (интервенция) და ნიშნავს შემდეგს: „ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ძალადობრივი ჩარევა რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში ტერიტორიის დასაპყრობად და მისთ“. იმავე ძირის სიტყვა, შემოსული ინგლისური ენიდან (intervention) ცდილობს დამკვიდრდეს მნიშვნელობით - ჩარევა (მაგ. ეროვნული ბანკი მოახდენს ინტერვენციას(დედანში-გადახაზულია) ლარის კურსის გასამყარებლად).
რეზერვაცია, როგორც უცხო სიტყვა, ქართულში შემოვიდა რუსული ენიდან (резервация) და დამკვიდრდა შემდეგი მნიშვნელობით: „ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში ტერიტორია, რომელიც გამოყოფილია მკვიდრი მოსახლეობისათვის“. იმავე ძირის სიტყვა reservation, ამჯერად ინგლისური ენის გავლენით მკვიდრდება მნიშვნელობით - დაჯავშნა (მაგ. გააკეთეთ სასტუმროს რეზერვაცია? (დედანში- გადახაზულია)).
მაშასადამე, ერთი და იმავე ძირის სიტყვები რუსული ენიდან ქართულში ერთი მნიშვნელობითაა დამკვიდრებული, ინგლისური ენიდან კი სხვა მნიშვნელობით იკაფავს გზას, რაც ასევე ენაში მიუღებელ ქაოსს ქმნის. ამ თემას ასევე უკავშირდება ხშირ შემთხვევაში სრულიად შეგნებული მცდელობები რუსული ენიდან შემოსული სიტყვები ჩანაცვლდეს ინგლისური ძირის სიტყვებით (მაგალითად: მაღაზია - მარკეტი, მოდა - ფეშენი, ტენდენცია - ტრენდი და სხვა), რაც ასევე სრულიად მიუღებელ ტენდენციად მეჩვენება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართული ენის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ენაში შემოსული ნასესხობა უკვე მისი კუთვნილებაა, სრულადაა ენაში ასიმილირებული და არ შეიძლება ამ პროცესის ხელოვნური მართვა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მით უფრო, რომ როგორც ზემოთ ითქვა, რუსული ენიდან ქართულში ბევრი „ევროპული“ ძირის სიტყვა შემოვიდა.
2. 3. ფართო მნიშვნელობის ინგლისური სიტყვები და მათი შესატყვისი ბარბარიზმები ქართულ ენაში.
ინგლისურ ენაში ხშირად გვხვდება სიტყვები, რომლებსაც ძალიან ფართო მნიშვნელობა აქვთ ან დიდი პოლისემიურობით ხასიათდებიან. ქართულად მათი თარგმნისას სხვადასხვა ქართული ეკვივალენტის გამოყენებაა საჭირო. როდესაც ამ ტიპის ინგლისური სიტყვა ხდება ბარბარიზმის წყარო ქართულ ენაში, ის სერიოზულ თავსატეხად იქცევა ხოლმე. მაგალითისათვის საკმარისია გავაანალიზოთ ისეთი სიტყვა, რომელიც გამალებით მკვიდრდება ქართულში, როგორიცაა ფასილიტატორი. სხვადასხვა კონტექსტების ანალიზი, რომლებშიც მოცემული სიტყვა გვხვდება, აჩვენებს, რომ ფასილიტატორის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით დიდი სიჭრელე გვაქვს ენაში. ირკვევა, რომ:
1) ფასილიტატორი არის მასწავლებელი ან რეპეტიტორი, რომელიც ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს დავალებების შესრულებაში; ან 2) სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ეხმარება სხვა მასწავლებლებს; ან 3) მასწავლებელი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აღმოჩენით / გამოკვლევით სწავლაში (!); ან 4) მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციების სახით; ან 5) ექსპერტი; ან 6) სპეციალისტი; ან 7) ტრენინგის ჩამტარებელი; ან 8) მოდერატორი.
ფასილიტატორის წყარო არის ინგლისური სიტყვა - facilitator. Facilitation ნიშნავს შემსუბუქებას, გაადვილებას, გაიოლებას, შესაბამისად, facilitator არის ის, ვინც აადვილებს, ამსუბუქებს, ხელს უწყობს რაიმეს, კერძოდ: სასწავლო პროცესს, დისკუსიას, სემინარს / სამუშაო შეხვედრას (ე. წ. ვორქშოპს) და სხვა.
როგორც ინგლისური განმარტებებიდან ჩანს, იგი არ ერევა უშუალოდ 44პროცესში, არამედ მიმართულებას აძლევს მას პროცესის ზედამხედველობით, რჩევით, კონსულტაციით და ა. შ.
● a person who helps someone do something more easily by discussing problems, giving advice, etc. rather than telling them what to do;
● one that helps to bring about an outcome (as learning, productivity, or communication) by providing indirect or unobtrusive assistance, guidance, or supervision.
ქართულ ენაში არის ბევრი სიტყვა (საკუთარი, თუ უკვე დამკვიდრებული უცხო სიტყვის სახით), რომელიც აღნიშნული ინგლისური სიტყვის მნიშვნელობას გადმოსცემს, კერძოდ:
წარმმართველი, ვინც ან რაც წარმართავს, სწორი მიმართულების მიმცემი;
მრჩეველი, რჩევის, რჩევა-დარიგების მიმცემი;
კონსულტანტი;
სპეციალისტი;
მოდერატორი;
დამხმარე;
თანაშემწე.
მაგალითად: The teacher acts as a facilitator of learning მასწავლებელი სასწავლო პროცესის წარმმართველია;
facilitator of a discussion დისკუსიის წარმმართველი / მოდერატორი;
facilitator of a project პროექტის მრჩეველი / კონსულტანტი.
ამდენად, facilitator არის ფართო მნიშვნელობის სიტყვა, რომელიც ქართულად თარგმნისას მოითხოვს სხვადასხვა ქართულ სიტყვას. ამის ნაცვლად ყველა შემთხვევაში ფასილიტატორის გამოყენებამ წარმოშვა ისეთი სიჭრელე, რომელიც თავსატეხად იქცა ენისთვის.
ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ბარბარიზმის პატერნი შემთხვევაში, რომლის წყაროა უაღრესად პოლისემიური და ფართო მნიშვნელობის ინგლისური სიტყვა pattern. იმისათვის, რომ ამ ბარბარიზმის მნიშვნელობები დავადგინოთ ქართულში, სერიოზული სამეცნიერო კვლევაა ჩასატარებელი კორპუსული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
2. 4. უცხო სიტყვა ვერასდროს ვერ ჩაატანს ღრმად კაცის ბუნებაში.
ამ ქვეთავისთვის იაკობ გოგებაშვილის ამ ციტატას მოვიშველიებ, რომელიც კარგად გამოხატავს ბარბარიზმების მავნე ზემოქმედების კიდევ ერთ ასპექტს, რომელზეც მინდა ყურადღების გამახვილება.
ინსპირაცია, ინსპირირებული და კრეატიული - ამ ბარბარიზმებმა საკმაოდ მოიკიდა ფეხი ქართულ ენაში და მათ ვერ ელევა ჩვენი შემოქმედებითი ახალგაზრდობის ერთი ნაწილი. და მაინც რატომ ვეუბნებით არას ამ სიტყვებს!
ინსპირაციის შესატყვისი ქართული სიტყვაა შთაგონება, ინსპირირებულისა - შთაგონებული, ხოლო კრეატიულისა - შემოქმედებითი.
ქართულმა ენამ ლიტერატურული ან ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს, შემთხზველს - შემოქმედი უწოდა, ანუ შემოქმედებითი პროცესითა და საქმიანობით დაკავებული ადამიანი თავად ღმერთს, ყველაზე დიდ შემოქმედს გაუტოლა! ამ სიტყვას უკავშირდება და მისგანაა ნაწარმოები შემოქმედებითიც, შემოქმედებითი ნიჭი, შემოქმედებითი ძალა, ანუ თავად შემოქმედის, ღმერთის მსგავსი ნიჭი...
ამ სიტყვებთან (შემოქმედი - შემოქმედებითი) დაკავშირებულია შთაგონება. ვინ შთააგონებს ხელოვან ადამიანს, ანუ შემოქმედს? ვინ აღძრავს მას მხატვრული შემოქმედებისაკენ? ღმერთი, თავად ყველაზე დიდი შემოქმედი!
როდესაც შთაგონებას, შემოქმედებითს ვანაცვლებთ ინსპირაციითა და კრეატიულით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სიტყვები ვერ ჩაატანს „ღრმად ქართველი კაცის ბუნებაში“.
3. ქართულ ენაში ინგლისურენოვანი ბარბარიზმების მომრავლების მიზეზები
3. 1. უცხო ენების სწავლების მეთოდოლოგია.
ინგლისურენოვანი ბარბარიზმების მომრავლების ერთერთი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ინგლისური ენის სწავლებისას მშობლიური ენისა და ორენოვანი ინგლისურ-ქართული ლექსიკონების უგულებელყოფა.
სულ უფრო მეტი უცხოელი მეცნიერი უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ უცხო ენების სწავლებისას საჭიროა უცხო ენის შემსწავლელს გავაცნობიერებინოთ მის მშობლიურ ენასა და უცხო ენას შორის არსებული სხვაობა, ასიმეტრია. უცხო ენის შესწავლისას მნიშვნელოვანია უცხო ენის ლექსიკური, გრამატიკული და სინტაქსური ინფორმაციის შესაბამისობაში მოყვანა მშობლიური ენის შესაბამის ლექსიკურ, გრამატიკულ და სინტაქსურ ინფორმაციასთან. ინგლისურენოვან ბარბარიზმებზე დაკვირვება და მათთან დაკავშირებული პროცესების ანალიზი მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენში გავრცელებულია აზრი, თითქოს ქართულ და ინგლისურ სიტყვებს შორის არსებობს მარტივი სიმეტრია, რომ ქართული სიტყვები იგივე შინაარსს გადმოსცემენ, ან უნდა გადმოსცემდნენ, რასაც მათი შესატყვისი ინგლისური სიტყვები, რომ ერთ ინგლისურ სიტყვას ერთი ქართული სიტყვა უნდა შეესატყვისებოდეს, ორს - ორი და ა. შ. შესაძლოა სწორედ ეს გავრცელებული აზრი იყოს კიდეც ქართულ ენაში ამდენი ბარბარიზმის მომრავლების წყარო.
3. 1. 1. სემანტიკური ასიმეტრია ქართულ და ინგლისურ ენებს შორის.
სინამდვილეში კი სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. ძნელია მოიძებნოს ქართული და ინგლისური თითქოსდა ეკვივალენტური სიტყვები, რომლებიც ყველა კონტექსტში ჩაანაცვლებენ ერთმანეთს. მაგ. ქართული ისარი ინგლისურად არის arrow; საათის ისარი კი არის არა arrow, არამედ hand (of a clock);
ქართული კარი ინგლისურად არის door; კარი (ფეხბურთისა) - goal; ხოლო კარი (წიგნისა) - chapter;
ქართული სწორის ინგლისური შესატყვისია straight (მაგ. ქუჩა); სწორი პასუხის შემთხვევაში, სწორის ინგლისური შესატყვისია correct (answer); სწორი სახის ნაკვთების შემთხვევაში კი ქართული სწორის ინგლისური ეკვივალენტია regular(features).
ინგლისური thick ქართულად ითარგმება როგორც სქელი; მაგრამ thick hair არის ხშირი, გრუზა თმა; thick forest - გაუვალი, დაბურული ტყე; thick darkness თვალშეუვალი, უკუნი სიბნელე.
ინგლისური strip ქართულად არის ტანსაცმლის გახდა, მაგრამ strip the room ოთახის ავეჯისგან დაცლა; strip a bed ლოგინიდან თეთრეულის აღება (გასარეცხად); strip the paint საღებავის აფხეკა; strip of the rank წოდების ჩამორთმევა და სხვა.
ეს არის ენობრივი კანონზომიერება!
ასევე ინგლისურ ენაში არის სიტყვები, რომლებიც ქართულ ენაში საერთოდ არ არის ლექსიკალიზებული. მაგ. privacy ინგლისურ ენაში ნიშნავს - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ეს სიტყვა ქართულ ენაში არ არის ლექსიკალიზებული, ჩვენ არ გვაქვს ერთი სიტყვა, რომელიც ამ ცნებას აღნიშნავს, ამიტომ მისი ქართულად გადმოცემისათვის გვჭირდება სამი სიტყვა - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ესეც კანონზომიერებაა და არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ენა ნაკლულია ინგლისურ ენასთან მიმართებით.
ასევე არის ქართულშიც უამრავი ცნება, რომელიც არ არის ინგლისურ ენაში ან სხვა ენებში ლექსიკალიზებული.
სწორედ ასეთი სწორხაზოვანი სიმეტრიის არარსებობა არის ყოველი ცალკეული ენის, მათ შორის ქართული ენის, სიმდიდრე და უნიკალურობა.
ეს ასიმეტრია ინგლისური ენის შემსწავლელმა, სპეციალისტმა, მასწავლებელმა, მთარგმნელმა კარგად უნდა გაითავისონ და ინგლისური ენისა და, ზოგადად, უცხო ენების შესწავლის ქვაკუთხედი უნდა გახდეს.
3. 1. 2. უცხო ენის სწავლება დაუშვებელია მშობლიური ენის გარეშე.
სწორედ ამ განსხვავებების გამო არის საჭირო უცხო ენის ინფორმაციის შესაბამისობაში მოყვანა მშობლიური ენის შესაბამის ინფორმაციასთან. არადა ბოლო წლებში საქარ48თველოში გავრცელებული უცხო ენების სწავლების მეთოდები მაქსიმალურადაა ორიენტირებული მშობლიური ენის განდევნაზე სასწავლო პროცესიდან, თარგმანის როლის დაკნინებაზე, რასაც თან ახლავს ორენოვანი, თარგმნითი ლექსიკონების გამოყენების უარყოფა ერთენოვანი, უცხოენოვანი განმარტებითი ლექსიკონების სასარგებლოდ.
ჩემი აზრით, ინგლისური ბარბარიზმის გამოყენების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ქართული ბუნებრივი ეკვივალენტის არცოდნა, მოსაუბრე ვერ არჩევს საჭირო ქართულ სიტყვას, რადგან მის ცნობიერებაში ესა თუ ის ინგლისური სიტყვა არ არის შესაბამისობაში მოყვანილი მის ბუნებრივ ქართულ ეკვივალენტთან. უცხო ენის სწავლების პროცესიდან მშობლიური ენის განდევნა, ერთი მხრივ, ხელს უშლის უცხო ენის სრულფასოვან შესწავლას, მეორე მხრივ კი, აზარალებს მშობლიურ ენას. უცხო ენის შესწავლა რთული პროცესია, მით უფრო ქართველისათვის ძნელია ინგლისური თუ სხვა ევროპული ენის შესწავლა, რადგან ქართული ენა არ არის ევროპული ენების მონათესავე ენა და მნიშვნელოვნად განსხვავდება მათგან როგორც სტრუქტურულად, ისე აზრის გადმოცემის მანერით. უცხო ენის შესწავლის დროს საჭიროა ახალი ენობრივი (ლექსიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური) ინფორმაციის მიმართებაში მოყვანა ენის შემსწავლელისთვის ყველაზე კარგად ნაცნობ ენასთან, ანუ მშობლიურ ენასთან. ორენოვან, უცხოურ-მშობლიურ ლექსიკონს ესა თუ ის ახალი ლექსიკური ერთეული თუ სინტაქსური კონსტრუქცია ადვილად მოჰყავს მიმართებაში მშობლიურ ენასთან. ეს, ერთი მხრივ, აადვილებს სწავლის პროცესს, მეორე მხრივ კი, ენის შემსწავლელს აჩვევს მშობლიურ ენაზე უცხო ენის ბუნებრივი ლექსიკური თუ სინტაქსური ეკვივალენტების გამოყენებას და ეხმარება მას გამართულად წეროს და იმეტყველოს მშობლიურ ენაზე, მშობლიურ ენას არ მოახვიოს თავს მისთვის არაბუნებრივი ფორმები. ეს პრობლემა კარგადაა ცნობილი უცხო ენების უფროსი თაობის ქართველი სპეციალისტებისათვის, რომლებიც უცხო ენებს, შესაბამისი ქართულენოვანი ლექსიკონების არარსებობის გამო, რუსულენოვანი ლექსიკონებით ეუფლებოდნენ. ამის შედეგად, უცხო ენის ქართველი შემსწავლელის ცნობიერებაში უცხო სიტყვა შესაბამისობაში იყო მოყვანილი შესაბამის რუსულ და არა ქართულ ეკვივალენტთან. იმ პერიოდში ქართული ენა ზარალდებოდა რუსული ენისა და რუსულენოვანი ლექსიკონების გამო, ახლა კი ზარალდება ინგლისურ ენასთან მიმართებით. რასაც საბჭოთა პერიოდში აფუჭებდა რუსულენოვანი ლექსიკონები, ახლა იმასვე აკეთებს ინგლისური ენის სწავლების პროცესში მხოლოდ ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონების გამოყენება.
3. 2. ქართული ლექსიკოგრაფიის სრული უგულებელყოფა.
ბარბარიზმების მომრავლების მეორე მიზეზი არის ქართული ლექსიკოგრაფიის უგულებელყოფა საქართველოში ბოლო 10-15 წლის მანძილზე.
სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ახალმა ვითარებამ, რაშიც საქართველო აღმოჩნდა დამოუკიდებლობის წლებში, ახალი დარგების განვითარებამ, მეცნიერებისა და ტექნიკის რევოლუციურმა წინსვლამ გამოიწვია ქართულ ენაში ახალი ცნებების, ახალი სიტყვების მოზღვავება ინგლისური ენის მეშვეობით. ამ ვითარებას ფილტრად ქართული ლექსიკოგრაფია უნდა დასდგომოდა, სწორედ ლექსიკონებს უნდა დაეცვათ ქართული ენა ქაოსური პროცესებისაგან, სწორედ პროფესიონალ ლექსიკოგრაფებს უნდა ემუშავათ ახალი ცნებების ქართულ ენაში დამკვიდრების გზებსა და მეთოდებზე, სწორედ ამ პერიოდში უნდა შექმნილიყო და გამოცემულიყო ახალი დარგობრივი ლექსიკონები ინგლისურ ენასთან მიმართებით, შექმნილიყო ახალი ლექსიკონები ევროპულ ენებთან მიმართებით, გაძლიერებულიყო მუშაობა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალ რედაქციაზე, გადამუშავებულიყო არსებული ლექსიკონები, და სხვა. ამის ნაცვლად, საქართველოში ლექსიკოგრაფიული საქმიანობა და ქართველი ლექსიკოგრაფები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
2010 წელს ბათუმში ჩატარდა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტი50ტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სიმპოზიუმმა მიიღო მიმართვა საქართველოს მთავრობისა და აკადემიური საზოგადოებისადმი, რომელშიც გაანალიზებული იყო ქართულ ლექსიკოგრაფიაში შექმნილი მძიმე ვითარება და მისი მიზეზები და შემუშავებული იყო რეკომენდაციები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ციტატა მიმართვიდან:
„...მდგომარეობა ქართული ლექსიკოგრაფიისა, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს, სერიოზული განგაშის საფუძველს იძლევა. ლექსიკოგრაფის კოლოსალური შრომა დღევანდელ საქართველოში თითქმის სრულიად დაუფასებელია... დასამალი არ არის, რომ დღეისათვის ძირითადი და სავალდებულო ლექსიკონების თვალსაზრისით მკვეთრად ჩამოვრჩებით იმ დონეს, რომელიც ევროპული სტანდარტებით მოეთხოვება განვითარებული მწიგნობრობის ქვეყანას, და ეს ჩამორჩენა თანდათანობით გამოუსწორებელ ხასიათს იძენს.
ასეთ ვითარებაში დარგს დაღუპვა ემუქრება“.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ორი საერთაშორისო სიმპოზიუმის შედეგად გარკვეული ცვლილებები მოხდა დარგში, ვერ ვხედავთ რადიკალურ ცვლილებებს და იმ ნაბიჯებს, რამაც ეს უმძიმესი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას, არადა სწორედ ეს ჩამორჩენაა თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად.
3. 3. უცხოეთში განათლებამიღებული ქართველები.
ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა უცხოეთში განათლებამიღებული ქართველები, მხედველობაში მყავს პოლიტიკოსები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა. ვინაიდან ისინი ყველაზე ხშირად გამოდიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სწორედ მათი მეტყველებიდან ვრცელდებოდა და ვრცელდება დღესაც ესა თუ ის ბარბარიზმი ქართულ ენაში. ამიტომ, ქართული ენის დაწმენდის პროცესი ამ სფეროებით უნდა დაიწყოს.
არ მინდა ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს უცხოეთში განათლების მიღების წინააღმდეგი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ უცხოეთში განათლებამიღებულმა მეცნიერებმა დაარსეს და სწორედ ისინი ქმნიდნენ დიდი რუდუნებით იმ პერიოდში ქართულ ტერმინოლოგიას, რათა ქართულ უნივერსიტეტში ქართულ ენაზე წაკითხული ლექციები არ ყოფილიყო გაჯერებული უცხოენოვანი ტერმინოლოგიით.
3. 4. ტრენინგები.
ბარბარიზმების მნიშვნელოვანი წყაროა სხვადასხვა წარმომავლობის ტრენინგები, რომელსაც უტარებენ მასწავლებლებს, ბანკირებს, ეკონომისტებს თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებს. ეს ტრენინგები ძირითადად ინგლისურენოვან მასალას ეფუძნება და სავსეა ბარბარიზმებით. ინტერნეტში სხვადასხვა ტრენინგების პროგრამების შეთვალიერებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ბარბარიზმების ეს წყარო მთელი სერიოზულობით დავინახოთ.
საჭიროა გარკვეული წესების შემოღება, რაც ტრენინგის ჩამტარებელს დაავალდებულებს დაამუშაოს სათანადო ტერმინოლოგია, სანამ ამგვარი სასწავლო თუ გადამზადების კურსების ჩატარების უფლებას მოიპოვებს.
4. თანამედროვე ქართული ტერმინოლოგია
აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით იმ პროცესებზე, რაც ქართულ ენაში ვლინდება საერთო ლექსიკის დონეზე. კიდევ უფრო რთული ვითარებაა დარგობრივი ტერმინოლოგიის თვალსაზრისით. დასაწყისში აღვნიშნე, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარების შედეგად ქართულ ენას მოაწყდა უამრავი ახალი სიტყვა, ახალი ცნება, ახალი ტერმინი ინგლისური ენის მეშვეობით, ენა კი არ აღმოჩნდა მზად თავი გაერთმია ამისათვის იმ მიზეზების გამო, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ლექსიკოგრაფიული საქმიანობის უგულებელყოფა იყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დარგის სპეციალისტს არავინ უშლიდა და არ უშლის დღეს დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ გადმოიტანოს ქართულად ესა თუ ის უცხოენოვანი ტერმინი. რატომ უნდა გამოიყენოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ტერმინი ინკურაბელური! აღნიშნული სამედიცინო ტერმინის ინგლისური წყაროა incurable (ლათინური incurabilis), მისი ქართული ეკვივალენტებია უკურნებელი ავადმყოფობის შემთხვევაში, ხოლო თავად ავადმყოფის შემხვევაში უიმედო / უკურნებელი. ურგენტულისა არ იყოს, რომელიც სასწრაფო, გადაუდებელს ნიშნავს (ინგლისური სიტყვიდან urgent, ლათინური urgens, urgentis და ა. შ. ), გაუგებარია რა საჭიროებითაა გამოწვეული ქართულ ენაში ამ ტერმინების დამკვიდრება.
ნებისმიერი დარგი სავსეა და, ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, ტერმინოლოგიური ბარბარიზმებით. თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაზე დაკვირვება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს საქართველოში არც არასდროს არ ყოფილა ტერმინოლოგიური მუშაობა და ტერმინოლოგიური მუშაობის არავითარი ტრადიცია არ არსებობდეს. არადა, სწორედ რომ პირიქითაა საქმე! ქართველი მეცნიერები, ლინგვისტებთან თანამშრომლობით, დიდი რუდუნებით ქმნიდნენ ქართულ ტერმინოლოგიას. ეს ტრადიცია უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში. ვფიქრობ დადგა დრო, როდესაც უნდა დაიწყოს ამ პროცესის დაწმენდა. ეს პროცესი ტერმინოლოგიაში ბევრად უფრო რთულია, ვიდრე საერთო ლექსიკაში, რადგან ტერმინოლოგიის შემთხვევაში, ამა თუ იმ ტერმინის დამკვიდრებისათვის საჭიროა დარგის სპეციალისტების ჩართულობა, საერთო შეთანხმება მისი ქართული ეკვივალენტის მიზანშეწონილობის თაობაზე. სადაც შესაძლებელია, სასურველია დამკვირდებული უცხო ტერმინისთვის შეიქმნას ქართული სინონიმი, რათა შესაძლებელი იყოს ორივე ტერმინის გამოყენება, როგორც სინონიმებისა, საერთაშორისო და ადგილობრივი სინონიმებისა. საჭიროა გააქტიურდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, განსაკუთრებით მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, რათა თითოეული ტერმინის შემთხვევა გაანალიზდეს და გადაწყდეს რამდენად შესაძლებელია და მიზანშეწონილი მისი ქართული ეკვივალენტის, ან ქართული სინონიმის შექმნა. ეს იმდენად შრომატევადი და დიდი საქმეა, რომ მხოლოდ დარგის სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით იქნება შესაძლებელი თანამედროვე ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიის შექმნა.
დადგა დრო, ქართულმა ენამ თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს საქართველოში.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ენას არ სჭირდება გაინგლისურება, მას სჭირდება განვითარება. ქართული ენა უნდა განავითარონ პროფესიონალმა ლექსიკოგრაფებმა აკადემიური ლექსიკონებით: განმარტებითი, დარგობრივი, ორენოვანი; ენა უნდა განავითარონ პროფესიონალმა მთარგმნელებმა როგორც მხატვრული, ისე დარგობრივი ლიტერატურის კვალიფიციური თარგმანებით; ენა უნდა განავითარონ პროფესიონალმა უცხო ენების მასწავლებლებმა, რომლებმაც ქართველ მოზარდებს, ქართველ ახალგაზრდებს ისე უნდა შეასწავლონ უცხო ენები, რომ არ დააზარალონ მშობლიური ენა და სხვა.
ენაში მიმდინარე პროცესების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ პროცესების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ცოდნის ნაკლებობა: ზოგჯერ ქართული ენის ცუდად ცოდნა, ზოგჯერ ინგლისური ენის ცუდად ცოდნა, უცხო ენების სწავლების არასწორი მეთოდები, ლექსიკონების ნაკლებობა და არსებული ლექსიკონების გამოყენების უნარ-ჩვევების არქონა და სხვა, ჩემ მიერ ზემოთ გაანალიზებული საკითხები.
ქართული ენის განვითარებას, უპირველეს ყოვლისა, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება სჭირდება. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ესე იგი ჩვენ საბოლოოდ ვამბობთ უარს ჭეშმარიტ ინტეგრაციაზე ევროპულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში, უარს ვამბობთ ეროვნული ენისა და კულტურის განვითარებაზე ევროპული მოთხოვნების შესაბამისად.