![]() |
შეშლილი |
![]() |
1 I |
▲ზევით დაბრუნება |
შეშლილი (კაზლოვსკით
-
კოზლოვი ივანე ივანეს ძე)
მთარგმნელი
ერისთავი რევაზ
I
როდესაც დიდსა ეს და შემოგვეყრები მე მგზავრსა,
რომელიც გარბის აშურებს წკრიალი გააქუს მისს ზარსა;
მაშინ საბრალოს ჩემს გულსა მოიცავს სევდა უნებლი;
სულსა მაძრწუნებს მაოცებს რაღცა ძალი უთქმელი
ხან მიგონებენ ეს ხმები იმედის გამტყუნებასა,
ხანცა უმეტეს მწარესა - სიშორის მწუხარებსა;
იქნება მაშინ მწეხარე დედა მოელის თჳსს შჳლსა,
რომ ერთი კიდევ შთაიკრას უკანასკნელად ის გულსა;
და თუ მიეშურება მწუხრის მშობლის იმედად,
რადგანც ბუნებას უქმნიეს შჳლი დედისა დიდებად!
იქნება ემაწჳლი კაცი საყვარელს მოშორებია
და მიისწრაფის ბრძოლასა, საითაც ნაბრძანებია:
სულსა უღელვებს საბრალოს, ეჭჳსა სევდა, სურვილი,
ვისც უყვარს აღტაცებითა არის უფრო იჭუნეული,
ესრედ ჩაფლული ოცნებებში,
ნაბად წახურულ ვწევარ მარხილში,
სრიალით მირბის დიახ ღრმა თოვლში
და ცხენებიცა გაქანდნენ ოფლში,
ჩემი კუჩერი ნელად იმღერის
ზარის წკრიალი ბანს ეუბნების.
![]() |
2 II |
▲ზევით დაბრუნება |
II
დაიწყო ყინვა, კიდეც ღამდება,
კუჩერი ცხენებს მიერეკება,
მარხილი ჩემი მოჭყრიალდება
და მეც ნელ-ნელა მთვლემს, მეძინება.
უეცრათ შედგნენ ჩემი ცხენები,
გავახილე რა მწრაფლად თვალები, —
უყურებ: ვდგევართ; ჩემი კუჩერი
პირჯუარს იწერდა როგორცა ბერი:
მეც დავინახე ცა, როგორც სისხლი,
ზღვებრივ ღელვიდა, ღრუბელდგან ცეცხლი,
თითქოს ცა ცეცსლად გარდაქცეული,
დანთქმას გჳპირებს განრისხებული.
ამ საშიშარი ბრწყინვალებითა
თვალნი შეძრწუნდნენ უნებლიეთა:
ცეცხლის სვეტნი აღიმართოდენ,
ხან შორდებოდენ, ხან ერთდებოდენ,
სხუა და სხუა შუქნი მუნით კრთებოდენ,
საშიშართ აჩრდილთ წარმოადგენდენ:
თოვლიანს მინდორს, ახლორეს ტყესა,
ზედ დაჰნათოდეს ბნელსა ხევებსა,
ყუითიკის მსგავსად ჭირხლი ჰრტოებსა
გარე მორტემოდა ფიჭჳს სხეებსა:
ყველგან საოცარს მკრთოლვარე ნათელს
ეს ჩემნი თვალნი მუნ განიცდიდეს,
რომელიც არც დღე, და არცა ღამეს
არა მიხილავს მე არაოდეს,
საშუალ ამა თოვლიან მინდვრის
ზოგჯერ წკრიალი ჩემისა ზარის,
და ახლოს ტყიდამ მშიერის მგლების
ნელი ყმუილი, სხუა არრა ისმის.
![]() |
3 III |
▲ზევით დაბრუნება |
III
დედავ ბუნებავ! მშუჱნიერებით
შენ ყოველგან ხარ თავისუფლებით,
თუგინდ რომ იყო საშიშროებით,
მაინცა ჰსუნთქავ ღუთაებრიობით!
თუ გინდ მშვენივრად მე ბრწყინვალებდეს;
და ჩუჱნ ქუჱეყანას აცხოველებდეს;
გინა ელვაი ღრუბლითა კრთოდეს,
ქუხილი ცაში ჰსჭესდეს გრგვინვიდეს;
გინა თუ ღამე ვით ყვავილებით
ცა მოიჭედოს თჳთ ვარსკვლავებით,
თუნდ მთვარე ნაზად განანათლებდეს
უმანკოს ნათლით ბნელსა ჩუჱნს არეს;
თუნდა ზღჳს ღელვა დიდ ხმიანობდეს
გინათუ წყარო ნელ წკანწკარებდეს;
გინა მთა ეტნა ცეცხლსა ისროდეს
და კომლი მისი ცად იწეოდეს —
ესე ყოველი სახელოვნება;
არს საიდუმლოს აღსაარება;
რომელ არს ერთი ერთისა სულით
ყველასა მართავს თავისის ძალით:
ამ ქუჱყნისა მშუჱნიერებას
და ეგრეთვეცა სამი საშიშროებას,
ზღუათა და ცისა, ქუჱყნიერებას —
რომელსაც უწოდთ ერთსა მღუთაებას!
![]() |
4 IV |
▲ზევით დაბრუნება |
IV
ჩემი ცხენები როგორც შეშლილნი,
აფრუტუნებდენ შეშინებულნი,
და კუჩერიცა გაჩუმებული,
მიმოიხედდა ჩაფიქრებული;
ბოლოს მობრუნდა მითსრა ნელდა:
„აი, ბატონო, უბედურება!
«წელს ჩუჱნს თავზედა რა მოგვადგება:
«და სვეტნი ნიშნამენ — ომიანობას,
«და აი ის ალი — ჭირიანობას!
«თითონ თქუჱნც ნახამთ, კვლავ ჯარს მოჰკრეფენ,
«საწყალ გლესკაცებს ყველა გასწეწენ!»
ბევრი ვეუბენ ველაპარკე,
მაგრამ ვერა რით ვერ დავაჯერე:
რომ ყინვის ორთქლი საშუალ თოვლთა
წარმოადგენდა ამ ცეცხლის ფერთა.
ძლივს, ზანტად ვოჟნი აიღო ხელთა
წიბურტეუნა: «გასწით ცხენებო,
«თორემ, ხომ ხედამთ უბედურებო!»
![]() |
5 V |
▲ზევით დაბრუნება |
V
სრულის დუმილით მივყევარ მასა.
გზის სიახლოვეს მდინარის პირსა,
მუჱლი საყდარი ვგონებ ფიცრისა
დგას, საფლვები გარემოს მისსა.
მუჱლ კარის ბჭეში კანდელი პჟუტავს,
მის სისლოვეს ვიღაცა სუნთქავს:
იქნება მგზავრი შეჰფარებოდეს
სიცივის გამო, იქა თბებოდეს.
![]() |
6 VI |
▲ზევით დაბრუნება |
VI
მაგრამ ვინ არის, როგორც ჩრდილი
ვით შუაღამის ეს მიჩუჱნება:
საფლავთა მდგმური აქ დამალული,
თუ ესე არის—მკუდრის აღდგინება!
არა, არ არის ღამის აჩრდილი:
მე ცხადად ვხედავ საბრალო ქალი,
მორბის მოწევნას ჩემსასა ცდილობს
ჴელის ქნევითა თავისთან მიწოდს,
მისი ხმა ისმის სული მირწრუნავს
და გული ჩემი ძლიერად ჰსძგერავს.
მსწრაფლ შევაყენე ჩემი ცხენები;
თჳთ მე გარდავხტი წინ ვეგებები.
მაგრამ, საბრალო ისარივითა,
ჰსწრაფად მორბოდა გულის ძგერითა
უეცრათ შედგა რა მოახლოვდა
სიმწარის ოხვრა მისგან გამოხდა
— კიდევ მოვსტუვდი არ არის ისა!
«იქნება იყოს სხჳს საყვარლისა.»
![]() |
7 VII |
▲ზევით დაბრუნება |
VII
და გაოცებით ფერ მიხდილადა,
თითქოს მთვარეა გაბადრულადა
გარემოს თჳსს, მის მშუჱრნიერთა
თვალთ აშეთებდა ალმისებრ მკრთოლთა,
გამოუთქმელი მას მწუხარება
სულსა უტნჯავს ზედვე ეტყობა,
და თეთრი მკერდი, ბუნებით ქმნული,
ძლიერად უძგერს საბოლოს გული,
იმ მშუჱნიერსა, თოვლებრივ თეთრსა
ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენ მის შუბლსა;
ნარნარი ტანი, თითქოს უზრავი,
ზედა ესხა მას რაღაცა ტყავი;
ხმა უწყდებოდი, ენა ებმოდა,
და მკერდი მისი ძლიერ ღელვიდა;
მაგრამ უეცრათ, აღარ კრთებოდა
თითქოს ბურანში ესრედ როტვიდა
«რისთჳისა, მგზავრო, შენ ჩემთან მოხველ?
«რატომ პირველად მასთან არ მიხველ,
«გასწი, გაკურცხლე! იმის ანბავი
«შენ მომიტანე რომ სატრფო თავი
«ჩემზედ რას ფიქრობს, არ შემიბრალებს,
«ნუ თუ აღარა არ მოიგონებს:
«ან ღამის საათს, ან ბნელსა ტყესა,
«და ან მ ბეჭედს თჳს მოცემულსა?»
![]() |
8 VIII |
▲ზევით დაბრუნება |
VIII
მე უველას მოვხვდი. საბრალო შეშლილს
უპყარი ჴელი იმავე ადვილს
მე წავიყვანე სამრეკლოსაკენ
ვერას ამბობდა ეს ჩემი ენა,
საფლავის ქუაზედ ახლოს ცეცხლისა,
გვონებ ნაშთენი იყო მგზავრისა;
ერთათ დავსხედით იმ გრილს ადგილსა
არ რა ესმოდა საწყალს შეშლილსა,
და ყოველს რასაც თვალნი ჰხედაჳენ,
სიბნელით სავსე გულს აწუხებდენ:
ძველი საყდარი, ის საფლავები
თითქოს ბნელაში დგებიან მკვდრები
დაყრუებული ეს არე მარე
საშიშარია ესრეთი ღამე
ჩემ ფიქრთ აღელვებს ეს მოსაუბრე,
რომ ვერ რას ვარგებს გულს მიდუღებს მე...
საბრალო ქალი მწუსარის სახით
ჰზის ფერ მიხდილი, ვაის ვაგლახით;
არა, რა მესმის გაუგებრადა,
რაღასაც დაჰმღერს დიახ ნელადა.
ხან მიიხედავს, ხან მოიხედავს
გარემოს ჩუჱნსა საფლვთ შეხედავს,
ამოიოხრებს, იწყებს ლოცვასა,
ხან ათრთოლდება შეხედავს ცასა,
შეშინებული მე მომეკვრება,
და ხან უეცრად კრეჭას მოჰყვება.
![]() |
9 IX |
▲ზევით დაბრუნება |
IX
გაუგებარი მისი ჩივილი
დაამტკიცებსცა, რომ არს შეშლილი:
მისი უაზრო მაყურებლობა
კაცს შეაწუხებს კიდეც შეკრთება.
თითქოს იგონებს წარსულს დღეებსა
თითებით თვლის ვითომ თვეებსა,
ამ დროს უეცრად ძლიერად ჴელზედ
მომიჭირა მან, წამოხტა ზეზედ.
მე მითხრა: «მგზავრო, გევხარ კარგს კაცსა.
«შენცა ხომ გიყვარს, მითხარ შენს მზესა;
„ამ ქვᲱყანაში, პირმტკიცე კაცსა
«რა ურჩევნია თჳს საყვარელსა!
«ბედნიერ იყავ შენის საყვარლით
«ნუ უღალატებ შენ მაინც გულით;
«ღმერთმან აშოროს ის იმას ჭირსა,
«რაც რომ მინახავს მე უბედურსა;
«ჩემის მიზეზით ჩმი მშობელი
«მწუხარებისა შეიქმნა მსხვერპლი!
ამ დროს მანიშნა მთრთოლვარის ჴელით
საფლავი მისი, სავსეა თოვლით.
ატირდა იგი გულისა კვნესით,
და კვლავ დაიწყო წყნარად დაბლის ხმით:
«ოხ! ვაი! ჩემდა, რომ მე მოგკალი!
«დედავ ძჳირფასო! აი შენი ქალი;
«თუმცაღა მგზავრო მას მე შემინდო,
«მაგრამ ამ სოფელს არ რა დამიგდო...
«საშინელი ამ გვარ ობლობა;
«უპტრონობა ტიელ ოხრობა!
«აბა სამთარში უბინაობა
«იამ ვით გასძლოს დაუჭკნარობა?
![]() |
10 X |
▲ზევით დაბრუნება |
X
«აი მას აქეთ, დედა რაც რომა
«მე მომკდომია; რათა ან რატომ,
«ვხედავ საოცართ მე სანახავთა
«თითქოს რაღასაც მოჩვენებათა;
«იქნება არის მხოლოდ ოცნება,
«მაგრამ ბუნება, თჳთც რომ იცვლება!
„მინდა შემეშკო ყვავილებითა
«დედას საფლავი მწვანეებითა:
«მაგრამ ყვავილთა ნაცვლად მანდორში
«ვხედავ თოვლი ძევს, ჴელს ვიცემ გულში,
«მივრბივარ წეილთან, ნაცვლად ღელვისა
«ვხედამ სულ ერთობ გაკრულ ყინულსა, —
«რასაც უუურები ყველა მაშინებს
«თითქოს ჩემს უკან ვიღაც ბუტბუტებს.
«შეხედე ცასაც ცეცხლი ენთება!
«მთვარე არ არის ნუ გეგონება.
![]() |
11 XI |
▲ზევით დაბრუნება |
XI
«ის აღარ არის, რაც უწინ იყო!
«მითხარი რა ვქნა, აბა, რა ვუყო?
მაგრამ შენ, მგზვრო, ჩემსა იმედსა
«არ გადამიწევტ... მითხარ, შენს მზესა.
«საშინლად მტანჯავს მისი სიშორე —
«აწ გამოგზავნე, მგზავრო, აშურე;
«ჰკითხე, რისთჳს, რათ იწონებდა
«ჩემსა უმანკოს სილამაზესა,
«ან უბრალოდ რათ მაცთუნებდი,
«მძჳნვარე იგი, საწყალს ობოლსა?
«როდის მომივა დღეი შვებისა!
«ან როდის წავლენ წამნი კვნესისა?
«რა დღე, იქნება გრგჳნჳით ვიდგე!
«ჩემსა საქმროსა გვერდით უდგე!
«დილით თუ ღამე ვფიქრობ მასზედა,
«ცრემლი არ მშრება არც ერთ თვალზედა,
«პირობა მომცა, რომ ჩქარა მოვა,
«და იმის შემდეგ აღარსა წავა;
«მაგრამ სად არის, რათ იგჳანებს,
«იქნება, რომა კიდეც მატყუებს??
«მე ვერცკი ვბედავ წარმოვიდგინო,
«და ან ეს აზრი მე მოვიგონო!
![]() |
12 XII |
▲ზევით დაბრუნება |
XII
«მაგრამ, ვანგებით გადაწყვეტილა
«ჩემსა საქმროდა, ის დანიშნულა;
«ახალწლის ღამეს ხორბლით ვიკითხე
«მე ის ჩავნიშნე, ჩემთჳის ვკითხე
«და დაუყარე ჩუჱნ დიდ მამალსა
«ნისკარტი ჩაჰკრა ჩემ ჩანიშნულსა
«პირველი შეჭამა, არც ერთსა სხუასა
«ზედ არ შეხედა იმდენ ხორბალსა!
«იმავე ღამესა სარკეში მთვარეს
«უყურებდი რა მის არე მარეს
«მთვარე დაბნელდა, მე შემეშინდა.
«შავი გველივით შიგ რაღაც კრთოდა,
«იკლაკნებოდა, თითქოს მიძახდა, –
«მე შიშით გული მიკანკალებდა;
«შეშინებული შინ გავიქეცი,
«რა მივახლოვდი მსწრაფლ წავიქეცი
«სარკეც გავსტეხე მე კარგათ ვიცი
«არ არის საჭირო მზეა ფიცი. —
![]() |
13 XIII |
▲ზევით დაბრუნება |
XIII
«არა, არ იყოს ჩემი ქორწილი!
«მხოლოდ საფლავი არს ჩემი წილი!
«გაფრინდა ჩემი თვალთა ნათელი,
«საამოც არის ჩემთჳს სიკუდილი;
«ია მე დედასთან ამ შავს მიწაში
«დაგიძინებცა ტკბილად ამ წამში!...
«მაგრამა მგზავრო, არ მეშინოდეს?!
«როდესაც ღმერთი მკვვდართ აღადგენდეს,
«მეორეთ მოსვლას; მღვდელნი ანბობენ
«რომ ერთობ ყველა მუნ უნდა წარდგენ!
«და მე, საბრალო! უამხანაგო,
«როგორა წარვსდგე, აბა, რა უყო?
«წინაშე მღუთისა მის სამსჯავროში,
«მეც გამრევენ სსვათ ცოდვილებში!
«თუმცაღა ვსწუხვარ ჩემის თავისთჳს
„მაგრამ უმეტეს საყვრლისათჳს
«ერთხელ მეც ვიყავ შეყვარებული
«ახლა შევიქმენ მოძაგებული!
«თუ შეიძლება საყვარლისათჳს,
«დეე დავიწო! მარტო, მე მისთჳს...
![]() |
14 XIV |
▲ზევით დაბრუნება |
XIV
ამ დროს საშიშრად არეულობით. —
კვლავ ცას შეხედა რაღაც სხუას გრძობობით,
და თვალნი მისნი ხან ყვედრებასა,
ხან სიუვარულსა, ხანცა ლოცვისა,
მის საშინელსა ჩუმსა ტანჯვასა
გამოხატვიდენ სულის ღელვასა;
გარნა უეცრათ სხვამ ოცნებამა,
გამოაფხიზლა თითქოს ვნებამა,
ხუჭუჭნი თმანი თჳს შუბლიდამა,
გარდაიყარა უკან საწყალმა,
გაწითლდა იგი, მან გაიღიმა,
დაბლისა ხმითა წაიტუტუნა;
«შენ, არ გჯერა, ჩუჱნმა მკითხავმა
«მე ასე მითხრა იმისმა მზემა,
«ვითომ რომ მკუდრები საფლავითგანა
«შუაღამის დროს წავლენ სხუაგანა
«ვის საითა სურს, იქით გაფრინდეს
«ორსა, წამზედა მასთან მივიდეს;
«ოჰ, მაშინ მეცა ავფრინდებოდი
«თეთრ მოსკოვისკენ გავფრინდებოდი
«ჩემს საყვარელთან მე მივიდოდი
«ვითომ გგონია შევაშინებდი,
«და ან მე იმას, რომ ვაყვედრებდი?
«არა, უჩინო შევიქნებოდი,
«სუნთქვის ვიწყებდი მყუდროს ღამეში
«როგორც ლერწმი ამ ჩუჱნ მინდორში;
«მე ნელის ხმითა წავჩურჩულებდი
«შენ საყვარელო! ნუ შეშინდები,
«შენი ვარ მარად, მევარ შენთანა
«განუშორებლად ჩემ ლიმაზთანა! —
«და მე ნელ-ნელა, გამოვჩდებოდი
«როგორც მაისის ახალი ვარდი:
«მე მშვენიერი, გაწითლებული
«როგორც, რომ ვიყავ ყმაწჳილი ქალი
«როდესაც მისწინ მეუდროს ღამეში
«ვიმღერდი ხოლმე თამაშობაში,
«ან როცა ჩუმათ მისკენ მივრბოდი
«და გზაგზა მისთჳს მე მარწყვსა ვკრეფდი.
«მაგრამ ვაითუ სიკუდილ შემდეგა
«არ მომასვენოს კვლავ ჩემმა ბედმა —
«რადგანც აიღო მან ჩემზე ჴელი
«იქნება ხარობს სხუა საყვარელი;
«მაშინ შურს უგებ. მას საძაგელსა
«ალთ ვიქცევი აღმოვწვავ გულსა!
![]() |
15 XV |
▲ზევით დაბრუნება |
XV
მას ხმა ჩაუწვდა, უშფოთავს სული
ეჳვთ სავსე აქუს საბრალოს გული,
ერთობ თრთის იგი; მისი თვალები
სიყვარულს ხატვენ ვნებით სავსები;
და მის სულის ესრედ ღელვასა.
ნუგეშსა ვსცემდი, რას ვარგებ სხუასა.
საშინელ იყო ბნელი ტუტუნი,
მაგრამ უეცრად წარსულნი დრონი
მსწრაფლ მოაგონდა, გამოიფხიზლა:
და მან თვალები კვლავ გაიმკჳრცილა –
როგორც ავდარში წყლისა ღელვა,
ბნელია ჩუმათ დუღს და ქაფდება
და რა რომ მთვარე ღრუბლით გამოვა
დიდ საშიშრადა ის გამოჩნდება!
![]() |
16 XVI |
▲ზევით დაბრუნება |
XVI
«შენ ნუ გგონია მე ვიყო ანჩხლი,
«არა, არავარ, არც ბოროტ მძრახი
«იქნება ვინმე ბოროტ მფიქვრელი,
«აბროკოლებდეს მას, ჩემი მმარხველი!
«ახლაც არ იგრძნობ, ჩემსა ტანჯვასა,
«საბრალოს გულის მწუხარებასა!
«ის იყო ჩემი, მას უწოდ ჩემსა —
«რადგანც მაძლევდა თავდებად ღმერთსა!
«მე მონებისთჳის არ ვარ შობილი
«თუმც მდაბალი ვარ ღარიბის შჳილი...
«მაგრამ საწუხარ არ არის ისა,
«რაც მოუცია კაცისთჳის სვესა.
«მე ვიზრდებოდი ყვავილსავითა
«ჩუჱნსა სოფელში თავისუფლთა,
«წყაროს წყალივით გულ უმანკოთა
«ყველა დღე ჩემთჳის ბრწყინვალედ კრთოდა
«ყველა სიზმარი მე დამატკბობდა;
«მე არ ვიცოდი მაშინ ტირილი,
«როს გამოცხადდა იგი გრძნეული:
«მაშინა წარსდა ჩემთვის ყოჳელი!...
«აწ ნათესავი და უცხოები
«უბრალოც სოფლის დედაკაცები
«ყველა მმყვედრიან, არ გებრალები?
![]() |
17 XVIII |
▲ზევით დაბრუნება |
XVII
«მართალი არის, რაც ვიყავ უწინ
«ის აღარა ვარ, მე მიდგას თვალწინ:
«გული შემიპყრა მწუხარებამა
«თავი მოიცო ათასმა ფიქრმა!
«რასაცა ვნახამ — თვალში არ მრჩება!
«რასაც მეტყჳან დამავიწედება!
«თითქოს მე ჭკუა ცბიერებითა
«მაქუს მოწამლული ჯადოსნობითა!
«ჩემი სიცოცხლე თითქოს სიზმრი
«რაღაც ძალითა არს მოხიბლული!
«მაგრამ, რაც რომა, ჩემ საყვარელსა
«ჩუმათ სიტყვები უთქვამს ჩემთჳსი
«რაღაც ძალით ჩემს ძნელ ხსოვნაში
«ისევ სცხოვრებენ ჩემ საწყალ თავში,
«იმის სიტევებსა, უპირულებსა
«ტყუილით სავსეს მომაცდუნებსა!..
«თუნდ ვიცონოდე და თუნდ ვსტიროდე,
«მე ვიზეპირებ იმათ ყოვვლ დღე,
«მე ვიზეპირებ სიტყჳითი სიტყუას
«ასე მგონია ვამბობ ახალ სხუას
«აი ორგულმა იმ ბნელს ჭალაში
«იცი, რა მითხრა, ღამე მთვარეში:
« — აგრე ლამაზი შენ სოფელშია;
«არ შეგედრება ნარნარი ია!
«ცისკარზე უფრო უნათლესი ხარ,
«და შენ ყველაზე თითქმის მეტიხარ!
«ჩემო ლამაზო მინდა შეგირთო
«უნდა ამაზედ შენც ნება დამრთო
«გთხოვ რომ გიყვარდე როგორცა ქმარი;
«და მეც მიყვოდა ის ჩემთვის მკვდარი!
«მე დავივიწყე დიდმამა ჩემი..
«სრულად დავკარგე ნამუსი ჩემი
«ერთათ გვინდოდა მოსკოვს გაპარვა: —
«შენ ნუ გგონია მოსკოვის ნახვა
«დიდათ მინდოდა მისი დანახვა,
«არა, მხოლოდა ჩემ ლამაზთანა
«მარად მინდოდა ყოფნა მასთანა,
«იქნება მგზვრო შენა გგონია
«ნივთთა სიხარბე რამა მქონია
«იმის გულისთჳს შევცცთომილიყო,
«არა უპირო ლამაზი იყო.
«ახლა შენ მითხარ რათ მღალატობდა,
«და ჩემ ცოდვაში, რათა დგებოდა?
![]() |
18 XVIII |
▲ზევით დაბრუნება |
XVIII
«როდესაც ცაი ღამისა სიბნელეს,
«შეიმოსავდა სატრფოთ დამფარველს,
«რა მაშინ ყველა სიმღერის ხმასა
«გასწყევეტდენ ხოლმე ფეხისა ხმასა,
«მაშინ ვიცოდი, რომ ტკბილსა ძილსა,
«ყველა მიეცა განსვენებასა
«და მე დედისგან დიდის სიგრიხილით
«მივრბოდი ტყისკენ გულისა ძგერით
«იქ მივდიოდი არა იმისთჳის
«რომ ყური მეგდო ბულბულისათჳს
«არცა იმისთჳს რომ ამ ტყიდამა,
«ვარსკვლვთა ცქერით. მესიამოვნა;
«ბულბული ჩემი არყის ხეებში,
«ჩემი ვარსკულავი იმ ბნელს ღამეში;
«მარტო ის იყო ვისთჳსაც გული
«ეხლაც მიკვნესის. მე მისთჳს სული;
«როდესაც კიდევ შუაღამისას
«მარტო ველოდი იმ ყრუს ადგილას:
«გული მითრთოდა, ხან მიკვნესოდა
«თავით ფეხამდის ცივს ოფლს მასხამდა
«ვთრთოდი, ვხვტებოდი, ხანც ვცივდებოდი
ტული მითრთოდა, სან მიკვნესო და
«ხან ამოსუნთქუას ვერცკი კი ვბედავდი –
«ის მოვიდოდა და ჩემი შიში
«განქარდებოდა როგორც სიზმარში!
« – იმ დროს აქეთა მწუხარებამა,
«შემიპყრო გული მეტმა სირცხჳლმა;
«მას აქეთ ყველა ჩემზედ იცინის
«გინც დამინახავს შეშლილს მეძახის.
«მაგრამ თუ რომა, დროი წარსული
«დაბრუნდებოდეს ვით გაზაფხული —
«სევდას შევსწურავ შიგნიდამ მკერდში;
«სირცხვილს დავფარე შიგ შუა გულში
«მღუდელსა არ გეტყჳ აღსრებაში
«კიდევ ვივლიდი მე იმ ჭალაში!
«თითქოს, რომ შერცხვა, იგი გაწითლდა
პირს ზედა ჴელი მან დაიფარა,
დიდხანს ჰკოცნიდა გაჩუმებული,
თჳს დამღუპელსა ბეჭედს შეშლილი,
![]() |
19 XIX |
▲ზევით დაბრუნება |
XIX
ამ დროს უეცრათ მოჰყვა ცქეტას;
ხან გზას შეხედამს, ხან იმ საყდარსა,
და ხან საფლავებს თოვლით სავსესა;
კამკალებს იგი; ცრემლი ლოყებსა
უსველებს საწყალს, მწარედ მტირალსა;
ბოლოს მე უუთხარ «რად იკლავ თავსა
«ტუუილად სტირი ნახავ ცოცხალსა;
«ის მალე მოვა, შენთან იქნება!
«და სიკუდილამდის არ მოგცილდება»
![]() |
20 XX |
▲ზევით დაბრუნება |
XX
«მგზავრო, კეთილო, არა! მერწმუნე:
«ის ავაზაკი თუცა ვიცოდე
«რომ სწორედ იგი აღარა სცოცხლებს
«მაშინ რა უყოთ! ჯუარს ვინ დაიწერს;
«უსულო, მკუდუარზედ გჳრგჳნის დადგმა
«განა არ ვიცი რომ არ იქნება;
«მაგრამ მე მაშინ რასა ვიქმოდი:
«თეთრ სუდარაში წავეხვეოდი
«კუბოში მასთან მე ჩაგწვებოდი
«და საუკუნოდ ჩემს დავარქმევდი!
«თჳთ ღმერთი ბრძანებს წმიდას რჯულშია —
«უნდა გიყვარდეთ თქუჱნ თქუჱნ დღეშია!
«მართალი არის ის სიყვარული,
«წმინდა არისო, როგორც რომ სული!
«მგზავრო, შენ მითხარ — ის ცოცხალია!
«კარგი ლამაზი სიყვარულია?
«იქნება, რომა დიდი ხანია
«იმ ბოროტზედა სხუას უხარია!
«ეხლა ვინ იცის მე დამცინიან
«ორივ კი ერთათ შეექცევიან!
«მე მეშინიან, იქნება რომა
«კიდეც შემძულდეს იმისმა მზემა!
![]() |
21 XXI |
▲ზევით დაბრუნება |
XXI
«რისთჳს დავდივარ ამ ქუჱყანაში?
«სულს რაზედ ვირთმევ ესრეთ თრევაში?
«ან სინიდისის მე ყვედრებაში
«რისთჳს ჩავარდი ვფიქრობ ჩემს თავში;
«ის დავივიწყო რაც რომ მიყვარდა
«რომელზედაცა გული ხარობდა: —
«როდესაც რომა განთიადდება
«ყველას საამოდ ცა გაწითლდები
«იმ დროდგან მეცა გამეღჳძება
«ეს ჩემი სული მას ელოდება
«მაგრამ სად არის, იმის ლოდინით
«თვალები დამწყდა მე გზისკენ ცქერით,
«რა დაღამდება ცაში ვარსკვლავნი
«სანთელივითა ჰკრთიან საწყალი!
«დასაძინებლად თვალებს დავხუჭავ
«რა მოჩვენებათ! რა სიზმრებს. ვხედავ!
«ხან დავინახამ მას ცხენოსანსა,
«მივრბივარ, მივდევ ვეძხი მასა;
«ვერ მოვწევნივარ, ვიწურავ ოფლსა!
«და ვერც ვიგონებ ამ ჩემსა ხმასა!
«ხან და ხან ვნახამ საშუალ ჩუჱნსა
«ეკლებით სავსეს დიახ ღრმას ხევსა:
«მაგრამ ახ! მგზავრო, უკანასკნელი
«სიზმარი ჩემი არს საშინელი:
«ვითომ, ტირიფ ქუჱშ, ვნახე იმ ღამეს
«ერთად ვისხედით სიმშვენიერეს,
«მე მასსა ვჭვრეტდი სულით ვხარობდი,
«მე მით ვცოცხლობდი მისით ვსუნთქავდი!
«ისიც რა რიგათ მეფიცებოდა,
«მიალერსებდა, როგორ მკოცნიდა!
«მაგრამ რაკი რომ მოვეხჳე მას
«ფიცხლავ ჴელი მკრა ჩამაგდო საფლავს, —
«ბნელა საშინლად გარემოს ჩემსა! —
«მაგრამ თვალები ხედვენ ქუჱცსკნელსა
«მის საშიშარსა სანახვეებსა,
«კაცის ჭკუისა შემაწრწუნებსა!
«იმას შემდეგსა რაც გავიღჳძე
«სიკვდილს მოველი თჳთქმის ყოველდღე-
«შენ მაინც, მგზავრო, ჩემთჳს ილოცე,
«რო შენის ლოცჳთ შენდობა მომცე!»
— დაიწეო თრთოლა, როგორც ფურცელმა;
როგორცა შხამის ხის საწამლავმა;
ამ დროს უეცრათ ჴელიდამ გამსხლეტა
მოჰყვა კივილსა; ქჳიდამ წამოხტა,
«— მიშველეთ, თორემ ვკუდები! ვიწვები!
«აგერ! ისა მწვამს, იმითი ვდნები!
«ის არის ჩემი სულის საფლავი,
«ამდენის ხსნისა ჩემი მტანჯავი!»
მე მიველ მასთან, იგი კანკალებს,
საყდრის კარის ბჭეს ჴელით მაჩუჱნებს,
სადაცა ხატი მღუთის მშობლისა
გაბრწყინდებოდა შუქით კანდლისა.
«მარტო ვერ ვბედავ, მე იქა შესვლას
«ვიღაც მაგონებს — ჩემათ ჩემ ლოცუას!»
თოვლებრივ თეთრი, მიწებრივ ცივი,
დაემსო იგი კართა წინაშეა
განიპყრუ ჴელი, არის მლოცავი,
ჩუმათ ღაღადებს ღუთისა წინაშე;
თუმცა ეშინის, გული უკუნესის,
მწუხარებითა მას სული ქწჳს —
მაგრამ საბრალო, მაინც ილოცჳს
ღაპაღუპითა ცრემლი გადმოსდის;
არასა სთხოვდა იგი თავისთჳს,
მხოლოდ ილოცვდა ისევ ვიმისთჳს,
თავისი სა მოლი ბილოგია ისევ იმისთჳს!
![]() |
22 XXII |
▲ზევით დაბრუნება |
XXII
aმ დროს გამოჩნდა შუქი სანთლისა,
გზა გაანათლა წინაშე ჩუჱნსა;
აი, ვიღაცა არის ფარნითა
დედაკაცია! მოდის კრძალვითა.
იგი ეძებდა ამ საბრალოსა,
რა დაინახა უქნევდა თითსა,
ის გაუჯავრა, დაემუქარა,
«ეხლავ შინ წადი სულელო ჩქარა!»
იმ საწყალმაცა ხმა ვერა გასცა
თავი ჩაღუნა, ჴელიც ვერ მომცა,
ადგა წავიდა, მდინარის პირსა
ბილიკი მიზდევს იმა სოფლისა,
სიჩქარით მიდის, ჩუჱნი შეშლილი
თვალთ მიმეფარა საბრძლო შჳლი!
![]() |
23 XXIII |
▲ზევით დაბრუნება |
XXIII
ბნელი ფიქრები სულს მიგუბებდნენ
გული მიძგერდა ძარღვნიც მიცემდენ,
მე მას შევსძახე: «მხოლოდ სირცხჳილი
ამ ქუჱყანაში არს ჯილდო შენი!
და მისცა, ვისაც დღე უბრწყინავდა,
ვითა ჩვილი ყრმა, ერწმუნებოდა —
ამა ქუჱყნისა მას სიყვარულსა, —
რომელმაც მისცა ესრედ ტანჯვასა;
ამ გრძნობისათჳის, წმიდას ცაშია,
მს გაურევენ ცოდჳლთ რიცხვშია,
და უკვე აქაც მის ყმაწჳლ შუბლსა
ბეჭედი აზის შეშლილობისა!»
![]() |
24 XXIV |
▲ზევით დაბრუნება |
XXIV
--------------
თ. რევაზ შალვას ძე ერისთავი
1851 წელსა. დეკემბრის 12.
ამასობში, უკვე ქრებოდენ
ჩრდილოსა ცეცხლნი აღარა კრთოდენ,
და კვალად ცაცა თავისებურად
გაბრწყინდებოდა ლაჟვარდის ფერად.
ჰკრთიან ვარსკვლავნი, მთვარე ამოდის
ვერცხლებრ მის შუქი მიეფინების.
თოვლიან მინდორს, იმავე ტყესა;
და უცვალებელს მშუჱნიერს ცასა.
ოჰ, თქუჱნ ვნებანო, სულის ღელვანო;
საბრალოს გულის დამადნობელნო!
ნეტავი თქუჱნცა, ვით მეტეორი
გითა ოცნება, როგორც სიზმარი
მსწრაფლ განჰქრებოდეთ, რომ თქუჱნცა კვალსა,
არ დააჩნევდეთ გულის საკუდავსა,
მაშინ გულიცა ჭირთი დამვიწყელი
ახლისსიცოცხლით იქმნეს მოსილი!..
მაგრამ თქუჱნ ვერ რით ვერ დამშჳვდდებით
თქუჱნ უწელონო! დიდ მძჳვინვარებით.
თქუჱნ მაშინ წარსვალთ, როდესაც გულსა
კაცს საუკუნოდ შეუქმთ მოკლულსა.
გამოვესალმე მოსკოვს დიდებულს
და წამოვედი მე იმა ზაფხულს,
რა რომ მოვედი ამა ადგილსა,
სადაც ზამთარში შევხვდი შეშლილსა.
მზე ჩადიოდა, სასაფლაოსა;
წითელი შუქი ადგას ხის ჯურებსა;
იმა ადგილს არყის ხეებში
პატარა ბიჭი დახტოდა ჩრდილში;
ყვავილებს ჰგლეჯდა, ველზედა ჰრიდა
იგი ცელქობდა ხან შეხტებოდა,
და მე მის ვკითხე საწყალშეშლილზედ
პასუხი მომცა მან ჩემს კითხვაზედ:
«აი, აქ არის ის დამარხული,
«ეხლა ცაშია ისი სული;
ჩუჱნ ყმაწჳილებსა, ყველას გვიყვარდა
«ის ვიღაცა სულ მოელოდა,
«იმის ლოდინში საწყალი მოკვდა!»
ქ. გორი.