The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართული, როგორც მეორე ენა


ქართული, როგორც მეორე ენა



ქართული, როგორც, მეორე ენა

საქართვლოს სახელმწიფო ჰიმნი

აზერბაიჯანული: Gürcüstan Dövlət Himni
ბერძნული: Εθνικός Ύμνος της Γεωργίας
უკრაინული: Державний гімн Грузії
რუსული: Государственный гимн Грузии
სომხური: Վրաստանի պետական օրհներգ

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა– ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!

ოფიციალური ტრანსკლიფცია

 

rəsmi transliterasiya

 επίσημη μεταγραφή (episimi metayrafi)

офіційна транслітерація (ofitsiina transliteratsiia)

официальная транслитерация (ofitsialnaya transliteratsiya)

 պաշտոնական տառադարձում (pashtonakan taradarzum)

chemi khat’ia samshoblo,
sakhat’e mteli kveq’ana,
ganatebuli mta– bari,
ts’ilnaq’aria ghmerttana.
tavisupleba dghes chveni
momavals umghers didebas,
tsisk’ris varsk’vlavi amodis
amodis da or zghvas shua brts’q’indeba,
dideba tavisuplebas,
tavisuplebas dideba.

1 საღამო ანანურთან

▲back to top


ჩიტიშვილი მანანა

 საღამო ანანურთან

ნელა შემოხსნის აპრილი კარებს
და სერებს მწვანე ტერფით დაივლის,
ანანურს იქით – ახალი მთვარე,
ანანურს აქეთ – ვაშლის ყვავილი.

ახლოს – ია და ლორთქო ბალახი,
შორს – ფშავის მთები ჩამობინდული,
არაგვი გდია, როგორც კალმახი,
მთვარის ნემსკავით ამოზიდული...

2 გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა

▲back to top


ჩოხელი გოდერძი

გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა

გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერპეპლებიანს.
ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.
მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა– ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს...

3 მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

▲back to top


გურამიშვილი დავით

მოთქმა ხმითა თავ– ბოლო ერთი

116

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

117

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი დანაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

118

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო, იესო!

119

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო, იესო!

120

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ– აკრულსა, გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

121

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო;
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

122

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ– დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპლს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

123

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს, ხელ– ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

124

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგაჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

125

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო, ბრალითა ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

126

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

127

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგაჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნევდი კეთროანს, წყალ– მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

128


უტყვს ენას ძღვნიდა, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, – ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ იზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

129

გაიკითხევდეთ გლახაკთა, ასმევ– აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებსთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო

4 სწავლა მოსწავლეთა

▲back to top


გურამიშვილი დავით

სწავლა მოსწავლეთა

ისმინე, სწავლის მძებნელო! მოჰყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, –
ჭირს მყოფი ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.

დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა,
ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა;
მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.

სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.

ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!

ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია.
ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ– ცალკე ვერ გამიყვია.
ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!

ვით უსაჭურლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,
გაცოფებული გულ– ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,
ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს,–
ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს.

ვსძებნე დ ავერა ჰვპოე რა მჯობი ამ სწავლა– მცნებისა:
ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა;
ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა:
ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!

ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,
ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით– მოსვლით ძნელითა,
მოლაშქრე სისხლის ქცევითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,
გლახა კარის– კარ თხოვნითა, – შენა გწადს აწ რომელითა?

ზოგი ხომ ძოღან გაჩვენე შვიდიოდ სარჩოს ძირობა;
მერვე – ხელმწიფე დარჩების, ვისაც აქვს ქვეყნის მჭირობა.
მეცხრეა – არჩენთ მწყემსობა, უქნიათ მენახირობა,
მეათე – მიჯნურთ სურვილი, ტრფიალთა შენამზირობა.

მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, გლახაკი, გინა მხვნელია,
მოლაშქრე, ვაჭარ, ხუცესი, ოსტატი, ბრძენ– მსიტყველია.
ათისავ თვითო მოგითხრა, რომელი რისაც მქნელია.
რომელიც გინდა, იქონე, ერთ– ერთს მოჰკიდე ხელია!

მიჯნურმან უნდა ტრფიალი გულ– მართლა შეიყვაროსა,
მუდამ გვერთ ახლდეს სურვილით, აროდეს გაეყაროსა;
უმისოდ ჭირად სახევდეს ყოველსა გასახაროსა,
ტკბილად სჩნდეს მისთვის სიკვდილი, სიცოცხლე გაიმწაროსა.

მწყემსობა უნდა სიფრთხილით, აქვნდეს მცირედი ძილია:
მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს, დღე ყინელი თუ თბილია;
“მწყემსმან კეთილმან ცხვართათვის დადვისო სული ტკბილია”.
ვინც ბრძანა, მან მე მარიდოს უხილავთ მხეცთა კბილია!

ხელმწიფე უნდა მართალი, ვით ბრძენთა დაუწერია,
ბრძენი, უხვი და მოწყალი, მრისხველი ზომიერია;
სჯულმტკიცედ, სწორეს სამართლით იყოს და ყვანდეს ერია,
მწყსიდეს, მწყემსობის ნიშანი– ხელთ სკიპტრა– მას უჭერია.

გლახაკი უნდა მდაბალი, ტკბილისა ენა– პირისა,
მლოცველი ყოვლის სულისა, სულ დიდისა და მცირისა;
უყვარს, ვით იობ, უფალსა გლახა მომთმენი ჭირისა;
სძულს ღმერთსა ამპარტავნობა მეტადრე გლახა მწირისა.

უნდა მხვნელთა და მთესველთა, მწიდვნელთა, გინა მბარავთა,
მზის აღმოსვლითგან ჩასვლამდე შიგ არ შეხედონ კარავთა,
ცხელის ოფლითა დამწვართა ჩირდილთ ქვეშ მიუკარავთა,
რაც იმუშაკონ, ჭამონ და აჭამონ ქვეყნის მფარავთა.

მოლაშქრე უნდა ჭაბუკი, თამამი, თავ– მდაბლოვანი,
მეპატრონეთა ერთგული, მორჩილი, სამართლოვანი,
მხნე, ამხანაგთა მოყვარე, მამაცი, ძალგულოვანი,
გულ– სრულად მებრძოლთ მებრძოლი, არ სუსტი, მაგარ– მკლოვანი.

ვაჭარი უნდა სარფისა, სამთვრალოს არას სვემდესა,
ყომარბაზობას ერიდოს, სიწმინდით თავსა სცევდესა,
მეტად უზომოდ არამსა ალალში არა რევდესა
სწორეს ადლსა და სასწორსა ხელში არ ამრუდებდესა.

ხუცესი უნდა მამაცი, არ თუ ჯაბანი, მხრდალია.
ხუცესს არ ეთქმის: “ჭირშიგან ვერ შევალ, სარიდალია”.
ხუცესმან უნდა დამარხოს, თუ კაცმან სული დალია,
ხუცესიც ბევრს რიგს დანაკლებს, თუ მეტი ღვინო დალია.

ოსტატი, უფლის მოშიში, დავითმან ქებით შამოსა:
ნეტარ არს, ვინცა ნაშრომი ნაყოფთა თვისთა ჭამოსა!
ცოლით არს ვით მსხმო ვენახი კიდესა სახლ– მიდამოსა,
შვილნი ხედ ზეთისხილადა ურგს ტაბლის გარეშამოსა.

აწ ბრძენი უნდა სოფელში ეგრეთ, ვით წმინდა ბერია.
ცხოვრებდეს, ერთ ასწავლიდეს, გახადოს მეცნიერია;
ბრძენმან არ უნდა იკადროს, ურიგო რაც რამ ფერია,
ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია.

ათივ ეგ იყო, მოგითხარ, სხვა არა მისგან კიდია.
რომელიც გინდა, ირჩიე, აიღე, ხელი ჰკიდია:
გერჩიოს, გლახათ იარე, გერჩიოს, ყანას მკიდია,
მე შენთვის აღარ მცალიან, ყმაწვილის ვალი მკიდია.

ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების წნელადა,
ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა,
ვით ახალ ნორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,
ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს– გასაწვრთნელადა.

ერთს სიტყვას გეტყვი, მისმინე, ყმაწვილო, შენს მორჩენასა!
თვალს ნუ ახეხებ ბნელთათვის, ნუ ჰკარგავ ნათლით ჩენასა;
ნუ ეშურები ფეხითა უკეთურთაყე რბენასა,
ხმა მოუდაბლე ორღანოს, აშიყ– მაშიყად სტვენასა.

იქმოდე გულის თქმისასა გემოვნებისა თმენასა,
თავს თაფლი, ბოლოს ძირმწარე ნუ გეტკბილების ენასა;
გულით უფრთხოდე, ყურითა, სასაფრხოს სიტყვის სმენასა,
მით შაეყრები საყვარელს, შენს ლამაზს სულის ლხენასა.

ალაბულათი ნუ ავსებ წმინდად გარცხილსა მენასა,
გაგიჭირდების გარეცხა, შეიქ ოხვრას და ქშენასა;
იტყვი: ,,რა უყავ ჩემს თავსა”, – დაიწყებ კბილთა ღრჭენასა,
,,დავით რომ კარგათ მასწავლა, მე იგი რასთვის მენასა!”

ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?
ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო?
ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო?

უნდა ქალმან და ყმაწვილმან დაჰხუროს ბაგე კბილოსა,
ფეხი არ ახსნას საბლითა და ენა შებორკილოსა:
არ მისცეს ნება შეძვრისა წარბს, წამწამს, თვალის კილოსა,
არცავინ თვით სხვა გაკილოს, არც სხვისგან გაიკილოსა.

ნუ მეტყვით: ჩვენ რად გვასწავლე, რაც თვით არ გაქვნდა ზრდილობა?
რად გვიქე კაცმან ჯაბანმა მამაცთა ხმალ– მოწვდილობა?
უცოდინრობა ავია, მაქვს მისი გამოცდილობა,
ჩემსავით სიცხით ნუ იწვით, მონახეთ ნიავ– ჩრდილობა.

სოლომან ბრძენი სიბრძნითა თავი არს ყოვლის ბრძნებისა;
ბევრი რამ კარგი დასწერა წიგნები ღვთის ბრძანებისა;
ერთი იმასაც მოუხდა გატეხა რამე მცნებისა,
თუ გიჯობთ ნურცა მას უსმენთ, სიტყვა დამირთავს ნებისა.

მრუდი ხომ არა მითქვამს რა, ამასაც ვიტყვი სწორსაო,
საქმესა თვალით ნახულსა, არ მოგონილსა, ჭორსაო:
მინახავს ერთი პირუტყვი გორსა თუ ახალგორსაო,
თავისთვის მუტრუკს აკეთებს, სხვათ გაუკეთებს ჯორსაო.

რაგინდ ბრძენ იყოს მკურნალი, კარგად ატყობდეს მაჯასა,
სხვისას შეიტყობს, თავისას ვერას გაიგებს ხვანჯასა;
თვით სხვას უწამლებს, თავისთვის სხვაზე მიჰყუდებს ბარჯასა, –
მე ვერ ვირგე და თქვენ გარგე ამად რად მიზამთ ჯაჯასა?

თუმცა ბრმა ვარ, კიდევ ვხედავ ქვეყნად ჩემგან უფრო ბრმათა;
ბერს გამოცდილთ არა ვჰკადრებ, მოგახსენებ ახალ ყრმათა:
თუ ცურვასა არ ისწავლით, ვერ გაუხვალთ წყალთა ღრმათა,
წკეპლის ცემით დაშუშხვა სჯობს საუკუნოდ ცეცხლში ბმათა!

5 აკვანი

▲back to top



ლაშხელი-ონიანი ანა

აკვანი

კითხულობენ: XI-XIIკლასელები: ეთერა ავეტისიანი. ნელი მათოსიანი,მარტინა ვერმიშიანი, ლუსინე არზუმანიანი, სუზანა ახვერდიანი, ერიკ გრიგორიანი

ბაბუას წერილი ნინიკოს:

,,დღეს ყველაზე ბედნიერი და გახარებული დავწექი დასაძინებლად…ჩემი პატარა ნატვრისთვალი დაიბადა. როგორც იქნა ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა ჩვენს ოჯახს, ამდენი ხნის ნანატრი შვილიშვილი ჩაგვისვა კალთაში… მე ბაბუა ერთი უბრალო ბერიკაცი ვარ… წესივრად შეიძლება ზღაპარიც კი ვერ მოგიყვე… სათვალეც კი არ მიშველის ჩემი დაფსობილი თვალებით წიგნი წაგიკითხო… მაგრამ მე შენთვის ახალ ზღაპრებს დავწერ ბაბუ… მოვიფიქრებ და ზეპირად მოგიყვები… შენ სანამ მიხვდები რომ ბაბუაშენს კარგად წერა კითხვაც კი არ ეხერხება, მეყოლები კალთაში და მოგიყვები ჩემს გამოგონილ ზღაპრებს… მერე კი… მერე რად გინდა ბაბუ ჩემი ზღაპრები… თვითონ ისწავლი კითხვას და დაფრთიანდები… და მანამდე მე შეგაყვარებ ჩვენს დალოცვილ სოფელს… ჩვენს ანკარა წყაროებს… ჩვენს ბებერ მურას და ჩირივით ჩამომხმარ ბებოსაც კი… რომელსაც დღესაც ნინიკელას ვუძახი, თითქოს ის პატარა გოგო იყოს მე რომ პირველად ვნახე… შენ შეიძლება ისეთი კარგი გოგო დადგე, დაჩაჩანაკებულ ბებრებს წყალს არ გვაკლებდე, დაკარგულ ჯოხს მოგვირბენინებდე და მურას ყეფაზე გარეთ ჩემს ნაცვლად გახედავდე სტუმარს… შეიძლება ისეთი კარგიც იყო რომ ბაბუს თუთუნიც ამოურბენინო სოფლის კენკელა მაღაზიიდან… მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საერთოდ არცერთი ამ საქმეთაგანი არ დაივალო… შენ მაინც ბაბულიას გოგო იქნები… თვალხატულა და ჰაერივით სიფრიფანა…

ახლა შენს სიცხიან ქალაქში მოვდივარ ბაბუ… თან მომაქვს შენი პატარა ჩიტებით მოხატული აკვანი… ეს აკვანი საგანგებოდ შენთვის შევარჩიე… წესიერად თვლა რომ ვიცოდე დავთვლიდი კიდევ ბაბუ რამდენი აკვანი გამოვთალე და სულ რომ მეკითხებიან სოფელში ბერიკაცები ვუპასუხებდი კიდეც… მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ბაბუ… რაც გამოვთალე და გავაკეთე ყველა სიყვარულით და სითბოთი მიკეთებია… სულ იავნანას დავამღერებდი ხოლმე და ასე მგონია ესმოდათ კიდეც ჩემი ამ დალოცვილებს… ანგელოზებისთვის ვაკეთებდი და ანგელოზები მეხმარებოდნენ… ისე მიხაროდა ბაბუ ჩემს ჭიშკართან რომ კაცი დაიძახებდა აკვანი უნდა შეგიკვეთოო, ეს ხომ ახალი სიცოცხლის დაბადებას ნიშნავდა… უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე რომ შენთვისაც ჩემი ხელით გამეკეთებინა ეს აკვანი… აბა ქალაქში ნაყიდი აკვანი ბაბუ რა იქნება… ქალაქში გაზრდილი ხეც არ ვარგა… სხვა მადლი აქვს ჩვენს ხეებს… შენს შვილიშვილებს ეყოფა ეს აკვანი ისეთი ხისგანაა გამოყვანილი… რამდენი შაირის მოყოლება ვიცი ხოლმე…

ახლა მატარებელი გუგუნით უახლოვდება დედაქალაქს… ჩემი გამოყრუებული დედაკაციც გვერდში მიზის… მეტი ჩვენ ვეღარ შევძლებთ მგონია რომ ჩამოვიდეთ ქალაქად… ესეც რომ არ იყოს მეთექვსმეტე სართულზე რა ამიყვანს კიდევ ერთხელ ბაბუ… სად შეუძლია ცაზე სიარული ჩვენს ბებერ მუხლებს… გენაცვალე შენ ბაბუ… შენ მომეცი ახლა ამის ძალა რომ ისევ დავდგომოდი ამ გრძელ და ხმაურიან გზას… ჩვენი ადესაც აქვე მიდევს და ალბათ მამაშენს ერთი სული აქვს ყელს როდის გაისველებს ჩვენებური ღვინით… კი იქნება ახლა ქეიფის ხასიათზე… ვარია შევწვით… აბა მანდ შემწვარი ქათამი რა მისართმევია სტუმრებისთვის… სულგუნიც კი გამოიყვანა თავისი მიმჭკნარი ხელებით ბებიაშენმა… და ზედ ჯვარი გამოსახა შენს სახელზე ბაბუ… შოთი პურები ვერ გამოვაცხვეთ მარა არ გეწყინოს… დაბერდა ბებიაშენი და ძალა აღარ აქვს… აპატიე ბაბუ.

ისე მიცემს გული ამ მატარებლის გუგუნშიც კი მესმის ხმა მკერდიდან… როდის გნახავ და შეგავლებ თვალს ჩემო თვალხატულა… აი გაჩერდა მატარებელი და ამ წერილის წერას თავს ვანებებ, იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი მაგრამ დამთავრდა გზა და არაა ჩემი ბრალი… არა უშავს ცოტას აქითობას მოგწერ ბაბუ კიდევ…“

ტკივილით და სევდით მაქვს ბაბუ გული სავსე… როგორღაც ამოვბობღდით მეთექვსმეტე სართულზე მე და ბაბებიაშენი, სული ძლივს ამოვიტანეთ… მარა რათ გინდა… ჩამაგვამწარა სიხარული დედაშენმა და მამაშენმა, მე იმ დახვედრას და მიღებას არ ვჩივი ბაბუ მაგენმა რომ იციან… რა ეშმაკი გამაჩერებს ამ ციხეში ძალიანაც რომ შემეხვეწონ… მაგრამ შენი კოცნის უფლება კი მქონდა ბაბუკელა… რამდენჯერ სიზმარში დამსიზმრებიხარ… რამდენჯერ წარმომიდგენია ეს დღე მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი… ბევრი რომ არ მოგაბეზრო თავი წუხელ შუაღამეზე დედაშენის და მამაშენის ჩხუბმა გამაღვიძა… ისეთი გაბრაზებული იყო დედაშენი თითქოს კეთროვნები ვყოლოდით სახლში, მამაშენს უჩიოდა რა უნდოდათ რომ ჩამოვიდნენ… ვერ მოესწრებოდნენ ჩვენს ჩასვლას და ნახვასო? ეს ეშმაკის მოგონილი აკვანი რომ ჩამოათრიეს სირცხვილით თავი სად გამოვყოო ახლა… რა დროს ასეთი სისულელეებია… მაგაში ჩავაწვენ ეხლა ჩემს ნანატრ შვილსო, მომაცილე თორემ ფანჯრიდან გადავაგდებ იცოდეო… მამაშენი კი ეუბნებოდა რაღაცას მაგრამ მე მეტი არაფერი გამიგონია… გული ხელით მეჭირა და გათენებას ასე დაველოდე… მოვკიდე დილას ხელი ჩემს დედაკაცს და აკვანს და უსიტყვოდ წამოვედი… ისიც კი ვერ მოვახერხე შენთვის მეკოცნა… წვერები გაგეპარსა მაინცო დედაშენმა… ვერ დავიმახსოვრე შენი სახე ბაბუ… რომ სიზმარში მაინც დამსიზმრებოდი… მე მანდ რა გამაჩერებდა… ვზივარ ახლა ამ ვაგონში და ვუსმენ ბებიაშენის ქვითინს, ვიღაცამ მკითხა შვილები არ გყავთო… დედაკაცმა იმთავითვე უპასუხა – არაო და გული ჩამწყდა… თითქოს მეხი დამეცა მკერდზე და ჩაიტანა ჩემი გულმკერდი ქვესკნელში… ამ აკვანს კი ვაჩუქებ სოფელში ვინმეს… თუ სადმე ერთი ბავშვი დაიბადება მაგრამ მე ხომ ის შენი სიყვარულით გავაკეთე… მინდოდა შენ დაგეძინა და ჩემი ლოცვა – მადლი დაგფენოდა სასთუმალთან ბაბუ… არასოდეს არ დაგავიწყდეს რომ ადამიანები მგლები არიან და ცხვრად ნუ მოაჩვენებ თავს თორემ შეგჭამენ ბაბუ… დაუნდობლად შეგჭამენ… მიყვარხარ ბაბუ… ნეტა ისეთი ქალი დადგებოდე ჩემს საფლავთან მოსული ამას ჩამომძახებდეს: „რა შვილიშვილი გაგეზარდა ამირანო…“ მაგრამ მე ორი პარასკევი მიკლია და ალბათ ორ პარასკევში ეს არ მოესწრება… უფალს ებარებოდე ჩემო მესისხლევ… გენაცვალოს შენი ბაბულია”

ეს წერილი რომ წავიკითხე დედაჩემი მძიმედ იყო ავად, არც კი ვიცი რატომ გადმომცა 20 წლის მერე, შესაძლოა სინანულის გამო… მაგრამ მე ვიცი რომ ასეთი საქციელი ადამიანს ოდესმე ახსენებს თავს და თვითგვემაში ვარდება… სწორედ ასე იყო დედაჩემიც… უკურნებელ სენს ებრძოდა მაგრამ ეს არაფერი იყო მისთვის… ცდილობდა ამქვეყნიური ცოდვები მოენანია და სულ ლოცვაში ატარებდა დღეებს… და როცა დედა აღარ იყო, მისგან დატოვებული ასეთი წერილი მივიღე:
„ადამიანებს მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის ადამიანობას… შეხედე შენს თავს სარკეში, და რაც ჩემი მსგავსი დაინახო დაასამარე… წაშალე და დაივიწყე შვილო… შენს თვალებში აუცილებლად ნახავ ბაბუას სახეს… მის ლამაზ სულს და ეცადე ამ სულით იცხოვრო… გაგიჭირდება სიკეთით ცხოვრება, მაგრამ სჯობს შენ დაგიშავონ რამე ვიდრე სხვას ატკინო… არ მისცე თავს უფლება ჩემი გენი დაგეპატრონოს… ებრძოლე ჩემს ცუდს შენში შვილო… და ილოცე ჩემი სასტიკი სულისთვის… ილოცე გთხოვ.“

მას შემდეგ წლები გავიდა… როგორც იქნა ექიმის დიპლომი ავიღე და ოჯახიც შევქმენი… ისეთი ბედნიერი ვიყავი როცა გავიგე, რომ პატარას ველოდებოდი… მეუღლე სიხარულით ცას ეწვია, სახლის სხვენი გამოაღო… გამიკვირდა იქ რას ეძებს მეთქი… სხვენიდან დიდი რახარუხით რაღაც ჩამოიტანა კიბეზე… სახტად დავრჩი… მითხრა ჩვენი შვილი აკვანში უნდა გაიზარდოს როგორც ნამდვილი ქართველიო… მეც ამ აკვანში გავიზარდე და ჩემი შვილიც ასე იქნებაო, გამეცინა… რა დროს აკვანია საიდან მოიტანე, ან სად ნახეთქო… სიტყვა ბანზე ავუგდე… ოცდაშვიდი წლის წინ მამას და დედას, რომელიც ჩემზე ორსულად ყოფილა, მატარებელში ვიღაც მოხუცებთან უმგზავრიათ და იმათ უჩუქებიათო… გავშრი… მერე დიდხანს, გაგიჟებით ვკოცნიდი დამტვერილ… დაობებულ აკვანს და დროდადრო ტირილნარევი სიცილით ავხედავდი მეუღლის გაოცებულ თვალებს…

6 მურა

▲back to top


ლაშხელი– ონიანი ანა

მურა

კვდებოდა მურა და ფიქრობდა: ვინ მიხედავდა დღეიდან მის პატრონს,მის ნახირს და ეზოს...

ხედავდა ძაღლს პატრონის ცოლი და იწყევლებოდა:გაათრიეთ ეს ლეში აქედან...

კვდებოდა მურა და ითმენდა სივდილს...სიკვდილზე რთული ქალის სიტყვები აღმოჩნდა...

ქალი კი ისევ აგრძელებდა...ქმარს ეჩხუბებოდა...ნუ ასმევ ამდენ რძეს,ხომ ხედავ მაინც კვდება ეგ საცოდავიო...წაიყვანე და სადმე ჩამარხე მდინარის ნაპირზეო...

კვდებოდა მურა...

უფრო სწორად სიკვდილამდე მოკლა ქალის სიტყვებმა...

და მაინც ფიქრობდა,რა ეშველებოდა ხვალ მის გარეშე დარჩენილ ეზოს და მოხუც პატროსნს ასეთი ცოლის ხელში...

მდინარის ნაპირზე დაასაფლავა მოხუცმა მურა.

იმ ღამეს მგლების ყმუილმა გული გაუხეთქა ქალს...

კარი მაგრად ჩარაზეს შიგნიდან.

მეორე ღამეს ნახირს მიუვარდა მგლების ხროვა...

მესამე ღამეს ეზოში ოჯახის წევრებივით სეირნობდნენ მგლები...

სამუდამოდ დაკარგული შვილივით აკლდა მურა სახლს...

მთელი ღამე წვიმდა...

მეოთხე დღეს ქალმა მოხუცს ბოდიში დააბარა მურას საფლავისკენ მიმავალს...

უთხარი,თუ შეუძლია მაპატიოსო და თავსაფრის ყურით ცრემლები მოიწმინდა...

– უთხრი?ეკითხება ჩუმად ცოლი ქმარს,

– ვერა...მდინარე ადიდებულა,საფლავსაც ვერ მივაგენი...

გარეთ საშინელი ამინდი და მგლების ყმუილი თავზარს ცემდა უძაღლოდ დარჩენილ ეზოს...

7 უკუღმა დაჭედილი

▲back to top


ინანიშვილი რევაზ

უკუღმა დაჭედილი

(მოთხრობა)

ახალი ნართვლევია. ნაფურტკნი, მითელილ– მოთელილი ვენახები ყვითელ მზეში ჩაყუჩებულან და ჭრილობებს იშუშებენ. მყუდროებას მარტო წისქვილის ღიტინი არღვევს. ამ ვეება გარინდების ბორბალზე ეს ხმაცმართივით ეხვევა და ყურადღებას არავინ აქცევს.

წისქვილისკენ ამომავალ ორღობეში ბიჭი მიდის, ორი კოწოწაშვილი – ცამეტ – ცამეტი წლისანი, მზით გახურებული, წენგოთი მოთხუპნულნი, უბეები ნამცვრევი კაკლით აქვთ სავსე. უბეებში რომ არ ჩასტევიათ, შარვლის ბოლოებზე წნელები შემოუჭერიათ, ტოტებიც მუხლამდე აუვსიათ, ხელში ორ– ორი დიდი წითელი წიწაკა უჭირავთ (ქალი რომ ყვავილს დაიჭერს, ისე), მოდიან და– ჩხაკ– ჩხუკ! ჩხაკ– ჩხუკ!– მოჩხაკუნობენ, მოანათებენ თვალებით, თეთრი კბილებით და იმ წითელი წიწაკებით.

წისქვილის ცოტა ზემოთ, თიხიან ფერდობზე, ერთი სხვა ბიჭი დგას, ცოტა უფრო დიდი, თოთხმეტ– თხუთმეტი წლის, მეტსახელად– ჯიხვა. როგორღაც საშაროდ გალაჯულა, დოინჯ შემოდგმულს, თავი დაბლა აქვს დაწეული და წარბებ ქვეშიდან იყურება.

ორღობეში ამომავალი ბიჭები ჩხაკაჩხუკით უახლოვდებიან. წიწაკები ისევ ისე, დიდი ამბით მოაქვთ.

– კოწოწაშვილებო, დაგენაძლევოთ, რომ აეგ წიწაკები სულ შევჭამო, – ამბობს ჯიხვა თავაუწევლად.

– კოწოწაშვილები შეჩერდებიან და წიწაკებს მარჯვენა ხელიდან მარცხენაში გადაიტანენ.

– როგორა?!

– სულ შევჭამო, აეგ წიწაკები, ოთხივე.

– უპუროდ?

– უპუროდ.
კოწოწაშვილები ჯერ თავიანთ წიწაკებს დახედავენ, მერე ერთმანეთს გაუღიმებენ.

– რომ ვერ შეჭამო?

– რაც კაკალი გაქვთ, სულ ჩემი იყოს.

– რომ ვერ შეჭამო– მეთქი, მაშინ?

– თითო ბაჭიას მოგცემთ.

– როგორებს? თეთრებს?

– თეთრებს.

კოწოწაშვილები ისევ ერთმანეთს შეხედავენ.

– შავები მოგვეცი.

შავებს მოგცემთ.

მარცხენა ხელში გადატანილი წიწაკები მარჯვენასვე დაუბრუნდებიან.

– მიეცი, შენით დაიწყოს.

– შენ მიეცი.

– აქვე შეჭამ?

– აქვე.

– აჰა, დაიწყე.

ჯიხვა წიწაკას გამოართმევს, ყუნწით დაიჭერს, თითქოს წონას უსინჯავს.

– ცოტა ჩრდილისკენ მივდგეთ!

– მიდექი.

კომშის ჩრდილისაკენ მიდგებიან. ჯიხვა ისევ გაილაჯება, ერთს ღრმად ამოისუნთქავს და წიწაკას ღონივრად ჩაკბეჩს, ღონივრად აამუშავებს ყბებს. მეორედ ჩაკბეჩს, კიდევ ღონივრად აამუშავებს ყბებს. მესამედ ჩაკბეჩს, გააფთრებული აამუშავებს ყბებს – თვალებიდან სულ ნაპერწკლები სცვივა. კოწოწაშვილები მეორე წიწაკას აწვდიან, თან შიშით შეჰყურებენ. ჯიხვა იმ მეორე წიწაკასაც გაფქვავს, ძლივსძლივობით ჩაყლაპავს, თვალებიდან ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლი, თვითონაც წიწაკისავით წითლდება, ზედიზედ ჩაისუნთქავს, აქეთ– იქით იხედება.
კოწოწაშვილები მესამე წიწაკას აწვდიან, თან შიშით უკანკალებთ ხელები. ჯიხვა იმ წიწაკასაც წააკვნეტს წვერს, მაგრამ ყბები უჩერდება, პირი როგორღაც თავისთავად ეღება, სუნთქავს, ვეღარ ჩაუსუნთქავს, ადგილს მოსწყდა და გაიქცა.

– გაგიჟდა?

– გაგიჟდა, ალბათ.

კოწოწაშვილებს კაკლით გატენილი შარვლის ტოტები უშლით და თანდათან უკან რჩებიან. როცა ისინი რკინის მძიმე ჭიშკარს შეაჭრიალებენ, ჯიხვა უკვე ტახტზე ზის, ლაჯებში ხელადა უდგას, პირში ძმარს იგუბებს. ჩაიგუგებს, თავს უკან გადასწევს, გააბუყბუყებს და გადაღვრის. გვერდით ბებია უდგას, მაღალი, შავადშემჭკნარი ქალი, ცალი ხელით აყრის ქოქოლას.

– გაგიქრეს ხასიათი შენ! გაგიქრეს ხასიათი შენ!

კოწოწაშვილები ჭიშკართანვე გაჩერდებიან და ვერ გადაუწყვეტიათ, რა ქნან. ბებია რომ დაინახავს, ახლა იმათკენ გადმოაქნევს ხელს.

> – თქვენც ჩაქრით, აჰა შარახვეტიებო!

ბოლოს, როგრც იქნა ჯიხვამ ხელადა ტახტზე დადგა, წამოიწია. ნელ– ნელა, თითებზე ბერვით ჩამოვიდა დერეფნიდან.

– ეგ სველები მაინც გაიხადე, უკუღმა დაჭედილო! – დაუძახა ბებიამ.

ჯიხვას ვითომ არც გაეგონოს. ჭიშკარზე მიყუდებულ ბიჭებს ახედა –

– წამოდით!

კოწოწაშვილები გაუბედავად გაჰყვნენ. ჯიხვა საკურდღლესთან მიუძღვა, მავთულხლართიანი სახურავი ასწია და თავის გადაქნევით ბრძანა:

– ამოიყვანეთ შავები!

კოწოწაშვილები შეყოყმადნენ, ერთმანეთს შეხედეს.

– ჩვენ, იცი, აი…

– ამოიყვანეთ, სანაძლეო სანაძლეოაო!

– სიტყვა სიტყვაა!

მაშინ კოწოწაშილები საკურდლეს მიადგნენ და თითო შავი ბაჭია ამოიყვანეს. ცალი ხელით ბაჭიები ჰყავდათ მიხუტებულები, ცალით უბიდან კაკალს იღებდნენ და მიწაზე აწყობდნენ.

– ეს შენია!

– თქვენ ოღონდ ის უნდა მითხრათ, ვისა იყო წიწაკა, – კაკალს ზედ არ უყურებდა, ისე ამბობდა ჯიხვა.

– შიოლაშვილებისა.

– მეორეებისა?

კოწოწაშვილებმა თითო მუჭა კაკალიც დააწყვეს მიწაზე და ჯერ ნელ– ნელა გავიდნენ ეზოდან, მერე გაიქცნენ.

ჯიხვა საკურდღლესთან დარჩა. სველი, გალუმპულ შუბლზე თმამიწებებული, რაღაც ჯიუტად დასცქეროდა მიწაზე გაფანტულ კაკალს და ღრმად სუნთქავდა.

მე არ ვიცი, რაზე ფიქრობდა იმ წამს, ანდა ფიქრობდა თუ არა, საერთოდ.

მაგრამ ერთი რამის თქმა კი მაინც შემიძლია თამამად:

დღეს ოქტომბერია, ხუთი ოქტომბერი, მზიანი დღე, მომავალი წლის მაის – ივნისამდე მთელი რვა თვეა კიდევ. მიუხედავად ამისა,. აქედანვე ვატყობ, ძალიან გაუჭირდებათ მომავალი წლის მაიას– ივნისში შიოლაშვილების წიწაკის კვლებს, ნაცრიკვერაანთისას კი არა, მეორეებისას.

თუკი, რა თქმა უნდა, არ დაეზარათ და დათესეს.

8 ჩიტების გამომზამთრებელი

▲back to top



ინანიშვილი რევაზ

ჩიტების გამომზამთრებელი

თანამედროვე დაბალჭერიანი ბინა. მოკლედ ჩამოშვებული, სამფინჯნიანი რძისფერი ჭაღი, პრიალა პარკეტი. პრიალა ავეჯი, წიგნები, ფოტოსურათი – გაღიმებულ ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შუაში უზის ორი-სამი წლის კოპებშეკრული ბიჭი. შემოსასვლელ კართან – ჩუსტები, ფლოსტები. აცეტონისა თუ სკიპიდრის სუნი.

ისმის ელექტროზარის ხმა. სამზარეულოდან გამოდის დაბალი, ორმოცი წლის რბილნაკვთებიანი ქალი. გზა-გზა იხსნის წითელ, გამჭირვალე წინსაფარს, თეძოებთან ისწორებს კაბას, მერე კეფაზე ფონფლო გორგლად დახვეულ თმას. კარის საკეტს გადაწევს. შემოვა შეჭაღარავებული ჯმუხი მამაკაცი, გაზეთში გახვეული რაღაც უჭირავს. დაღლილ ნაღვლიან თვალებს თითქოს არიდებენ ერთამანეთს.

ქალი: შენი გასაღები რა უყავი?

მამაკაცი: არ ვიცი,საწვიმრის ჯიბეში თუ ჩამრჩა...

ქალი: საწვიმარე მე დავაუთოვე და იქ არაფერი არ არის.

მამაკაცი: მაშინ დამიკარგავს.

ქალი: რა მშვიდად ამბობს "დამიკარგავს"?!

მამაკაცი: აბა რა ვქნა თმები დავიგლიჯო?

ქალი: შენ რაზე დაიგლეჯ, შენ არაფერზე არ დაიგლეჯ თმებს.

მამაკაცი: სკოლაში იყავი?

ქალს ეს შეკითხვა თითქოს არ გაუგონია.

ქალი: ეგ რა არის?

მამაკაცი: რეიტუზი ვუყიდე.

ქალი: ვის უყიდე ვის! მაგ დებილს, მაგ არანომრალურს? გგონია, რომ ესწრება ფიზკულტურას?

მამაკაცი: აბა სად დადის?

ქალი: მოუსავლეთში, ჭირში. გაქრა მაგის თავი. დივანზე ჯდება, მკლავები მუცელთან მიაქვს, იღუნება, – მე აღარ შემიძლია, ჩადი შენ თვითონ. მამა ხარ, გარკვეული პასუხისმგებლობები შენც ხომ გაკისრია. გააცდინე ეგ შენი სამსახური, დაეთხოვე, დააგვიანე და დაელაპარაკე. გაარკვიე სად დადის, რაზე ფიქრობს ეგ გამოლენჩებული. რას აპირებს. გაიგე ერთი რას ამბობს მასწავლებლები მაგაზე. ყველა რომ ლანძღავს. მე აღარ შემიძლია ბატონო. აი, აგერ ვიკუნტები და ისე გთხოვ და გევედრები, მე აღარ შემიძლიაა! დამეხმარე.

მამაკაცი: შენ, რომ ნამდვილი გაჭირვება შეგხვდეს, მაშინ რაღას იზამ?

ქალი: რას ეძახი ნამდვილ გაჭირვებას. შიმშილს? სიცივეს? ვაი, რა ბედნიერება, როცა გშია, კანკალებ, მაგრამ არავინ დაგცინის.

მამაკაცი: მაგოდენებს, ხშირად საბანიც, რომ ვერ დაეხურათ თავისთვის, ასტონიანი ტანკების შესაჩერებლად უშვებდნენ, ხშირად მარტო ბენზინით სავსე ბოთლების ანაბარა, იმათ დედებს რაღა უნდა ექნათ?

ქალი ერთხანს აღარაფერს აღარ ამბობდა. ცხვირსახოცს ეძებდა, მერე ცხვირსახოცი ტუჩთან მიიტანა და იმ ცხვირსახოცში ლაპარაკობდა: – იმათ დედებს მოკრძალებით, შიშითაც კი უყურებენ სხვა დედები, რომელთაც ასეთი უბედურება არ დასტყდომიათ თავს.

მამაკაცი: დიდი შეღავათია!

ქალი: ნამდვილად დიდი.

მამაკაცი: გადაირიე, ქალო?

ქალი: როგორც გინდა ისე იფიქრე.

მამაკაცი უყურებდა და არაფერს ამბობდა. მერე რეიტუზს იღებს, ხმაშეცვლილი მობრუნდება.

მამაკაცი: ადექი, რამე მაჭამე, ლუკმა არ ჩამიდვია დილას აქეთ.

ქალი დგება ცრემლების წმენდით, ცხვირის ხოცვით მიდის სამზარეულოსკენ.

ქალი: ფეხსაცმელი გაიხადე. ფლოსტები ხომ აწყვია კართან!

მამაკაცი ფეხსაცმელს იხდის. მაგიდაზე გაშლილ რეიტუზს ისევ შეახვევს.

მამაკაცი: ექვსი მანეთი ღირს, განა მეტი. ამირანი შემხვდა, გოგო ისევ საავადმყოფოში წოლიათ. ახლა გვერდში წყალი ჩასდგომია. გაგიჟებული იყო საწყალი.

ქალი: ვანო არ ჩამოსულაო, რა თქვა?

მამაკაცი: წამლები გამოუგზავნია. კარგი იქნება, მოგვეხერხებინდა და გვენახა ბავშვი. აქვე სწოლიათ, ბორჯომის ქუჩაზე.

ქალი ქვაბს სადგარს ამოუდებს ქვეშიდან.

ქალი: ჩემი შვილების ხელში ყველაფერსა ვარ გამორჩეული, ნათესავებსაც და მოკეთეებსაც.

მამაკაცი ზეზეურადვე აიღებს მწვანეფოჩიან ბოლოკს.

მამაკაცი: შენ რა ისადილე?

ქალი: ისე ისადილა განგიას გასაგისმა.

მამაკაცი: შენ რომ შიმშილით მოიკლავ თავს განგიას გაუხეთქავ გულს! მაინც რა გითხრა ასეთი?

ქალი: იმან რომ არ მითხრას, მე არ ვიცი, რა უბედურება ტრიალებს ჩემ თავს?! საკონტროლოებში ორები, გეომეტრიაში ზედიზედ სამი ორიანი, ქიმიაში ორიანი, ქართული როა, ქართულშიც კი ორიანი აქვს მიღებული.

მამაკაცი: ახლა სად არის?

ქალი: ჯანდაბაში და მოუსვლელში, მამიდამისთან წაეთრა. შემიყვანეს როგორც უკანასკნელი დებილი, დამაჭერინეს კალამი, მომიკიდეს ზედ ხელი და ისე დამაწერინეს ხელწერილი: ერთი ორიანი რომ მიიღოს კიდევ, პროფსასწავლებელში უნდა გადავიყვანოთო.

მამაკაცი: ვინ თქვა ეგ?

ქალი: რა ვინ თქვა, დადგენილება ყოფილა.

მამაკაცი: ვინ თქვა ეგ?

ქალი: დირექტორმაც, ყველამ.

მამაკაცი ჩანგალს თეფშზე დადებს, ხელებს შარვლის ჯიბეში ჩაიყოფს და სკამის საზურგულს მიაწვება.

მამაკაცი: სადამდე მიდის ჩვენი უგუნურება! თან პროპაგანდას ვუწევთ, თან ჩვენ თვითონ ვაცხადებთ პროფსასწავლებელს სასჯელის მოსახდელ ადგილად, ჩვენ თვითონვე ვეუბნებით ბავშვებს, საშინელ დღეში ჩავარდებიან, თუ პროფსასწავლებელში მოხვდნენ.

ქალი: თორემ არ არის ასე!

მამაკაცი: არ არის, არა! ნუთუ ვერა ხედავთ ეროვნულ უბედურებად იქცა კაბინეტებისკენ სწრაფვა. ყველას უნდა, რომ მას ემსახურებოდნენ, ყველას უნდა, რომ თეთრი, ფაფუკი ხელები ჰქონდეს, მამაკაცებს, დღეში რომ სამ კილო ხორცს და ათ ბოთლ ღვინოს ნთქავენ, თეთრი ხელები უნდათ, თეთრი ხელები და თეთრი ტელეფონი... ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მუცლები მოგვექცა თავზე.

ქალი: მე ვერაფერს ვხედავ, ჩემი ოჯახის მეტს. სანამ აქ მექნება მოსაგვარებელი რამე, არავითარი საქმე არ მაქვს გარეთ.

მამაკაცი: ეს არის ყოველგვარი უკუღმართობის სათავე – ჩემი ოჯახი, ჩემი გეჯა, ჩემი სალაფავი და შიგ ყურებამდე ჩარგული თავი, რომ სხვამ არ ჩაგვიკრას დინგი.

ქალი ზურგს შეუბრუნებს და მხრის ზემოდან დაუგდებს სათქმელს:

– შეჭამე ეგ კერძი, გაიყინა და გალელეჩდა.

მამაკაცი ჩანგალს აიღებს, თან ნერვიულად ეღიმება.

მამაკაცი: ესეც უბედურებაა – გაცივებული კერძი, უჰ, დიდი უბედურება.

ქალი: შენთვის ყველაფერი ეგეთია, კერძიც, სახლიც და ყველაფერი.

მამაკაცი: დავჯდე და თქვენ გიყუროთ მარტო, არა, თვალებში? პირი დაიბანეთ, კბილები გაიხეხეთ, ფეხსაცმელი დაიწმინდეთ, იატაკი არ დანაგვიანოთ, გაკვეთილები ჩამაბარეთ! სულიწმინდა დაგვარჩენს?

ქალი: ვინ გთხოვს მაგას?

მამაკაცი: აბა რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, რით დავიწყო.

ქალი: შიში ჩაუნერგე ბავშვებს, ჩაუნერგე, რომ რაც გასაკეთებელი აქვთ უნდა გააკეთონ. თუ არ გააკეთებენ....

მამაკაცი: ყელები დავჭრა, არა?

ქალი: არ შეიძლება შენთან ნორმალური საუბარი

მამაკაცი: რა არის ამაში არანორმალური? შენ მეუბნები, რომ ბავშვებს ჩავუნერგო შიში, ჩავუნერგო, რომ რაც გასაკეთებელი აქვთ, უნდა გააკეთონ, თუ არ გააკეთებენ.. მე გეკითხები, რა ვქნა-მეთქი, თუ არ გააკეთებენ, ყელები დავჭრა ამ უძლურებს, უკან-უკან რომ იწევენ ყოველწამს და ჩვენ ანტიბიოტიკებით ვექაჩებით ჩვენსკენ? რა არის ამ კითხვაში არანორმალური?

ქალი: დამანებე თავი..

მამაკაცი: ვცემო? გარეთ გავყარო? ვუთხრა, რომ მათ მამობაზე ხელს ავიღებ? ბოღმამ არ დაახრჩოს! ამ წიგნების, ტელევიზიის მეშვეობით იმდენი სანიმუშო მამა დაეხეტება ჩვენს ბინაში, იქნებ ესიამოვნოთ კიდეც, რომ ჩამოვცილდე ეს დაკუთხული, დიდცხვირა, დიდყურება კაცი.

ქალი აღარაფერს ამბობს, მაგიდისკენ დახრილი ჭამს.

გაიღება კარი. შემოდის გაღიმებული თხუთმეტი წლის ბიჭი. მაღალია, წვრილი, მხრებში მოხრილი. გრძლად დაშვებული სქელი თმა კიდევ უფრო უპატარავებს ისედაც პატარა, სიგამხდრისაგან ჩამუქებულ, ჩატეტკილ სახეს. გაბერილი ქაღალდის პარკი უკავია მკერდთან. მთელი სხეულით მოაქვს გასახარი ამბავი.დიდხანს იწმენდს ფეხებს.

ბიჭი: ფანჯრები დაკეტილია?

ქალი და მამაკაცი შემკრთალი თვალებით შეჰყურებენ ერთმანეთს.

ქალი: ფანჯრები რად გინდა?

ბიჭი: ჩიტბატონები ვიყიდე, მთლად იააფად. გამოვაზამთრებ და გაზაფხულზე გავუშვებ.

პარკს პირს მოხსნის და ჩიტბატონებს ამოაფრენს. ისინი ფრთხიალით, რიკრიკით წითელ-ყვითელი ფერებით თახთახით დაფრინავენ ოთახში. ბიჭი ქვემოდან შესცქერის და ბედნიერებით უბრწყინავს სახე.

ქალი წამოვარდება საკუჭნაოდან იატაკის საწმენდს გამოიტანს და ჩიტებს გამოედევნება.

ბიჭი: არ დაარტყა! არ დაარტყაა!

ქალი: გამეცალე,თორემ შენ გაგიხეთქავ თავს.

ბიჭი: მამა, არ დაარტყას, მამა!

მამაკაცი ჭამს, თეფშს დაჰყურებს.

ქალი ერთ ჩიტს მისწვდება და კედელზე მიაჩეჩქვავს.

ბიჭი: დედა! მამა! დედა!

ქალი: გამეცალე!

ქალი იმ მეორე ჩიტსაც მიწვდება, აჭყივლებული მისრისა კუთხეში.

ბიჭი: კარგი, დედა!

დიდი საბრალო თვალები ცრემლებით აქვს სავსე. მიდის, ჯერ ერთ ჩიტს აიღებს უმწეო ფრთით, მერე მეორეს. დგას ჩიტებით ხელში, თითქოსდა ფეხებდაუძლურებული. მერე უცნაური ლაყუნით მიდის, სანაგვე ყუთში ყრის.

ბიჭი: კარგით! კარგით!

ფერდაკარგული ქალი იატაკის საწმენდ ჯოხს საკუჭნაოში შეიტანს და კარს ღონივრად გამოხურავს.

მამაკაცი ხმას არ იღებს.

ბიჭი: კარგით! კარგიით!

მამაკაცი: თუ არავინ გავალებს,არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო, თუ არავინ გავალებს..

ბიჭი: კარგით! კარგით!

9 მირანდუხტ

▲back to top



ინანიშვილი რევაზ

მირანდუხტ

მაღაზიაში სამი განყოფილება იყო, სამი გამყიდველი მუშაობდა, ორი ქალი – მარო და მარგალიტა, ერთიც კიდევ კაცი – გერონტი.

შემოვიდა პატარა გოგონა. იქნებოდა ათი თუ თერთმეტი წლისა, გერონტის განყოფილებასთან მივიდა, მოხუც ქალს ჰკითხა:

– ბოლო თქვენ ბრძანდებით?

– მე ვარ, შვილო.

გოგონა მორჩილად გაჩერდა მის უკან.

რიგი დიდი არ იყო, ხუთი თუ ექვსი კაცი. არც ბევრ-ბევრს ყიდულობდნენ. სწრაფად მიიწევდნენ წინ.

მოხუცმა ქალმა ააწონინა ნახევარი კილო ძეხვი „მოყვარულთა“, ორასი გრამი ყველი „რუსეთული“, გამოართვა ერთიც ორმოცდაორ კაპიკად ღირებული მდოგვი. გერონტიმ მარჯვედ ჩამოყარა კოჭები საანგარიშოზე და მოხუც ქალს უთხრა:

– ორი და ოთხმოცი! – მოხუცმა ქალმა სამმანეთიანი მიაწოდა.

– ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი, – თქვა პატარა გოგონამ.

– როგორა? – წინ წამოიწია გერონტიმ.

– ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი, – მშვიდად გაიმეორა გოგონამ.

გერონტი შეშფოთდა.

– შენა, გოგო, რას გეტყვი, იცი?

– ვიცი.

– რა იცი, რა!

– რა და... ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკია და არა ოთხმოცი.

გერონტი საანგარიშოს ეცა.

– მანეთი და ორმოცდახუთი – ძეხვი, ორჯერ ოცდაჩვიდმეტი – ყველი, ორმოცდაორი – მდოგვი.

– ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი, – თქვა ისევ გოგონამ.

აწითლებულმა გერონტიმ საანგარიშოს კოჭები უკან გაყარა და ხელახლა დაიწყო ანგარიში. ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი გამოუვიდა.

– ცოტა სწრაფად, სწრაფად! – დაიძახა ბოლოდან სათვალიანმა კაცმა.

გერონტიმ ხნიერ ქალს ხურდები მოუკრიფა და გოგონას მიაჩერდა.

– შენ რა გინდა, ისა თქვი!

– ნუ მიწყრებით, – უთხრა გოგონამ. გერონტი აიმართა, გოგონას დააკვირდა. ერთი სიფრიფანა გოგონა იყო, მქრქალ-ცისფერთვალებიანი და ცოტა ცხვირაპრეხილი. მარცხენა ხელში ბადურა ეკავა, მარჯვენაში – ხუთმანეთიანი და კარაქის ტალონი. ძალიან მშვიდად იდგა.

– მიბრძანე, რა მოგართვა! – მორჩილება გაითამაშა გერონტიმ.

– მომეცით ორას ორმოცდაათი გრამი ძეხვი, ორასი გრამი ყველი „შვეიცარული“, ერთი ტალონისაც კარაქი.

გერონტიმ იწვალა და ძლივს შეასრულა ზუსტად ორას ორმოცდაათ გრამად ძეხვი, მერე – ორასად ყველი. კარაქს აწონა არ უნდოდა, დაფასოებული იყო, ორას-ორას გრამად. სამი ცალი მიაწოდა გოგონას. საანგარიშოს მისწვდა, ფრთხილად ჩამოყარა კოჭები. გაუბედავად თქვა:

– სამი და სამოცდაათი.

– სამი მანეთი და სამოცდაშვიდი კაპიკი.

– ვახ, კაცო! – წამოიძახა გერონტიმ. ისევ დააპირა ანგარიში. გადაიფიქრა, – მომეცი, შვილო, რამდენიც გინდა, და წადი, სამუშაო მაქვს მე.

– აიღეთ სამი მანეთი და სამოცდაშვიდი კაპიკი.

გერონტიმ ზუსტად დაუბრუნა ხურდა. გოგონა წავიდა. ყველანი უყურებდნენ. ხომ პატარა იყო და სიფრიფანა, რაღაც ქალბატონურად მიდიოდა. წელში გამართული, სწორი, ქერა თმა „ცხენის კუდად“ ჰქონდა შეკრული უკან.

– დედა ეყოლება მაგას... ჩემს მტერს! – თქვა კამოდივით განიერმა ქალმა.

– მშვენიერი გოგონაა, – ჩაილაპარაკა ვიღაცამ.

– როგორ?

არავინ ამოიღო ხმა.

– მე შვილიშვილი მყავს მაგაზე დიდი, თავს მაღლა ვერ ააღებინებ უფროსებთან, – გვერდზე მდგომს ეუბნებოდა თითქოს რაღაც ტვირთით მხრებდამძიმებული ჭაღარა ქალი.

– ჩემს გოგონასაც.

– აღზრდაა ყველაფერი.

გერონტისთვის ჯერაც არ გაევლო სიბრაზეს. ხელები უკანკალებდა.

– კარგი მაშინ ვიქნებოდი, სულაც რომ არ მიმეცა არაფერი. რატომ გზავნიან მაღაზიაში მაგოდენებს? დედა არა ჰყავთ, მამა არა ჰყავთ?

– არ სცალიათ.

– კარგით რა, რა არ სცალიათ!

– თან საქმე, ამხანაგებო, თან საქმე! – დაიბოხა ვიღაცამ ხმა.

და, აი, იმ დღიდან დაიწყო:

გამოჩნდებოდა გოგონა და გამყიდველი ქალები, მარო და მარგალიტა, სიცილით ამცნობდნენ გერონტის:

– მოდის, გერონტი, მოდის.

გერონტი იხტიბარს არ იტეხდა.

– მოვიდეს და მოვიდეს.

– მაგრად დადექი.

– მაგისთანები მინახავს, – მაგრობდა გერონტი, მაგრამ მაინც ეტყობოდა, ძალიან ღელავდა.

გოგონას პლასტმასის წითელი ბადურა ყოველთვის მარცხენა მკლავზე ეკიდა. გრძელი, ფარფარა ქვედატანი სანახევროდ უფარავდა წვივებს.

კი არ მოდიოდა, მობრძანდებოდა. სულ არ ატოკებდა მხრებს. შემოვიდოდა მაღაზიაში, შემოანათებდა თითქოსდა არაფრის მეტყველ თვალებს.

გამყიდველი ქალები გაცქაფულები იყვნენ – აინტერესებდათ, ახლა რა მოხდებოდა. გოგონა გერონტისთან მივიდოდა, გაჩერდებოდა მშვიდად.

– მომეცით... სამას სამოცი გრამი ძეხვი.

– დაიწყო ახლა... – ხელებს უმწეოდ ჩაუშვებდა გერონტი. მარო და მარგალიტა უკვე სიცილით იგუდებოდნენ.

– თქვენს სასწორს ათგრამიანი დანაყოფებიც აქვს. სამას სამოცი გრამი ძეხვი, ორას ოცდაათი გრამი ყველი.

– კარგი რა, გოგო, კარგი. ან ორასი თქვი, ან სამასი. სადისტი ხარ, რა ხარ?

– სადისტი რას ნიშნავს?

– მწვალებელს, მტარვალს, – ხმას უწევდა გერონტი.

– გმადლობთ. დავიხსომებ ამ სიტყვას.

მარო და მარგალიტა ცხვირსახოცებს ეძებდნენ ცრემლების მოსაწმენდად. გერონტი წვალობდა, აწონაზედაც წვალობდა, ანგარიშითაც ვეღარ ანგარიშობდა. რას რამდენი უნდოდა, გოგონა ჰკარნახობდა. გერონტი უსინათლოსავით ართმევდა ფულს, კანკალით უბრუნებდა ხურდას და, გოგონა რომ წავიდოდა, ნიათგამოცლილი ჯდებოდა.

– ვახ, კაცო, ზოგი რა მრუდე ვარსკვლავზე დაებადება დედას, – წინსაფრის კალთას იდებდა დაცვარულ შუბლზე.

მარო და მარგალიტა ურჩევდნენ:

– სხვაგან უნდა გადახვიდე, გერონტი, თორემ აქ რაღაცა დაგემართება.

– დამემართა და ეგ არის. ვეღარაფერს ვანგარიშობ. მეჩვენება, რომ სულ მეშლება. ეგ მოფსრიტული კი თვალს არ დაახამხამებს. ნამდვილი ჯადო აქვს თვალებში.

გავიდოდა ორიოდე დღე, დამშვიდდებოდა გერონტი და ისევ გამოჩნდებოდა გოგონა, ისევ მშვიდი ქალბატონივით შემოდიოდა მაღაზიაში. გერონტი საბრძოლო პოზაში დგებოდა, მარო და მარგალიტა სეირის საყურებლად ემზადებოდნენ. გოგონა იწყებდა: – სამას სამოცდაათი – ეს, ორას ოთხმოცი – ის, ას ოცდაათი...

გერონტი მთლად მოსაწყლდებოდა.

– მოდი რა, მუქთად წაიღე ყველაფერი.

– მუქთად რატომ?

– დედა არა გყავს? დედა მოვიდეს შენ მაგივრად.

– დედას სხვა საქმეები აქვს.

– მაშინ გავიგებ, რომელ სკოლაში სწავლობ, და ჩემი ფეხით მივალ დირექტორთან.

– როგორც გენებოთ.

მაგრამ გერონტის აღარ დასჭირდა სკოლაში წასვლა. წავიდა ერთ დღეს გოგონა და წავიდა. აღარ გამოჩენილა თითქმის ორ თვეს. მარო და მარგალიტა ულოცავდნენ გერონტის:

– გადარჩი, გერონტი, გადარჩი.

გერონტი აღარაფერს ამბობდა. ის კი აშკარად ეტყობოდა, დამშვიდდა. სახეც დაუმშვიდდა. თითქოს უფრო სუფთადაც იპარსებოდა, სუფთადაც იცვამდა. ჰალსტუხის გაკეთებაც კი დაიწყო. ლამაზად ივარცხნიდა ჭაღარა თმას. მყიდველებთანაც უფრო თავაზიანი გახდა.

ერთი-ორჯერ მოატყუეს მარომ და მარგალიტამ, მოდის, მოდისო. გერონტი წითლდებოდა. მერე, რომ ნახავდა, ატყუებდნენ, წელში სწორდებოდა, მოვიდესო.

* * * * * * *

შემოდგომის თბილი დღეები ზამთრისპირის ცივმა დღეებმა შეცვალა. დაუბერა ქარმაც. ქუჩები ჩამოცვენილი ფოთლებით აივსო. მეეზოვეები ლანძღავდნენ ქარს. ერთ დილას კი, ქარი რომ ჩადგა, თოვლიც წამოვიდა.

მოფარფატებდნენ ბრტყელ-ბრტყელი ფიფქები, მაგრამ ძირს ეცემოდნენ თუ არა, დნებოდნენ. და აი, ამ თოვაში გამოჩნდა გოგონა. თბილი, გრძელი პალტო ეცვა, თბილი, ნაქსოვი ქუდი ეხურა, თითქმის წარბებამდე ჩამოწეული, თბილი.

მაღალყელიანი ფეხსაცმელებით ისევ მშვიდად მოაბიჯებდა, მხრებს არ მოატოკებდა. გერონტიმ რომ გოგონა დაინახა, მაშინვე გაწითლდა, მაგრამ მაინც გაიღიმა. მარომ და მარგალიტამ დაიძახეს:

– ძვირფასი სტუმარი გვესტუმრა!

გოგონამ ქალებს მქრქალი ღიმილით გახედა და გერონტის მიუახლოვდა. გერონტი რაღაცას წონიდა, მაგრამ სასწორს კი არა, გოგონას უყურებდა და უღიმოდა.

– როგორა ბრძანდებით? – მოიკითხა გოგონა დიდივით.

გოგონაც უღიმოდა გასაოცარი ლამაზი ღიმილით. გასაოცარი ლამაზი ტუჩ-კბილი ჰქონდა, გასაოცარი ლამაზი კეთილი თვალები, რაღაც ნათელი ედგა მთელ სახეზე.

– თქვენ ხომ კარგად? მე ავად გახლდით, ქუნთრუშა მქონდა, ახლა კარგად ვარ.

– ვაახ! – წამოიძახა გერონტიმ, – აკი არ მიკვირდა?!

– რა გიკვირდათ?

– რომ აღარ ჩანდით.

– აღარ გაწვალებდით?

– არა, ეს რა წვალებაა. შენ კარგად იყავი და ეგეთი წვალება რა წვალებაა.

– დღეიდან სულ კარგად მოვიქცევი.

– ადრეც რა, რით იქცეოდი ცუდად!

გოგონას ეცინებოდა.

მარო და მარგალიტა სახტად დარჩენილები იყურებოდნენ.

– დღეს მომეცით ორასი გრამი „შვეიცარული“ ყველი, ორასი გრამი ძეხვი.

– სერვილადი? სერვილადი მაქვს. – გერონტიმ დახლქვეშიდან სერვილადი გამოიღო, თან იცინოდა, – ორას სამოცი გრამი აღარ გინდა ან ას ოთხმოცდაჩვიდმეტი?

– არა, აღარ არის საჭირო, – იცინოდა გოგონაც.

– ვახ, ეგრე ცოტას რომ ჭამ, იმიტომა ხარ გამხდარი.

– ჩემი გასუქება არ შეიძლება, ისედაც... – გოგონამ ლოყები დაბერა.

– რატომ? რატომ?

– ბალერინა უნდა გავხდე.

– ვახ, ოპერაში?

– თუკი შევძლებ, ოპერაში.

– შენ რას არ შეძლებ. შენ რას არ შეძლებ, – გერონტი წელში გაიშალა, – თუ რამე ისეთი იყოს, მე ნუ მომერიდები. მე აქა ვარ.

– გმადლობთ, გმადლობთ, – გოგონა ქვემოდან შეჰყურებდა და უცინოდა. – აი, რა კარგი ბრძანდებით ახლა. აღარ მიმართოთ აღარავის წყრომით. მით უფრო – ქალებს.

– მეე? წყრომით?

გოგონამ ლამაზად გახვეული ყველი და ძეხვი ჩანთაში ჩაიწყო. ხელი მაღლა ასწია და ღიმილით წავიდა კარისკენ. კართან მისულს გერონტიმ დაუძახა:

– სახელი რა გქვია, სახელი.

– მირანდუხტ.

– ესე იგი, მირა.

– არა.

– მირანდა?

– არა, მირანდუხტ.

– ვაახ!

გოგონამ ისევ ასწია ლამაზი ხელი და თითების ქნევით გავიდა თოვაში.

მარო და მარგალიტა ცხვირჩამოშვებულები იდგნენ. შესვენებაზე, მცირე ტაბლას რომ მიუსხდნენ ქალები და გერონტი, გერონტიმ თქვა:

– რა არის ადამიანი! ხომ მაბრაზებდა ეგ გოგო. მაბრაზებდა, მაგრამ თანაც მაფხიზლებდა. რაც ეგ გამოჩნდა, აშკარად დავინახე ჩემი გოგონების ნაკლოვანებები. ცეცხლის კალოში ვაყენებ – ან სიარული ისწავლონ, ან თავდაჭერა. მეცა... მეცა ვზივარ და სულ ვანგარიშობ.

მარომ და მარგალიტამაც აღიარეს:

– გენიალური გოგოა! – და ერთად ჩააწეს პურები ქონიან ტაფაში.

– ნამდვილი გენიოსი. როგორ ანგარიშობს, ხო იცით, მანქანასავით. რა-ტა-ტა-ტა-ტა-და – ზუსტად!

იმ დღიდან დიდი მეგობრები არიან მირანდუხტი და გერონტი. გერონტის რაღაც-რაღაცები აქვს ხოლმე გადანახული მირანდუხტისთვის.

ერთი ეგ არის, ჯერჯერობით ვეღარაფერი მოაწონა. მირანდუხტი ისევ იმას ყიდულობს, რაც დახლებშია გამოწყობილი... და კიდევ ერთიც – გერონტის უნდა, თავის გოგოებთან მიიპატიჟოს მირანდუხტი ნახალოვკაში, ვერ კი გაუბედავს.

გერონტის ხის სამსაფეხურიანი პატარა სახლი უდგას პატარა ბაღში. მირანდუხტი კი, – ასე ეჩვენება, – სულ მარმარილოს კიბეებზე დაბრძანდება აღმა-დაღმა და მომხიბვლელად უქნევს შემხვედრებს პატარა, ლამაზ ხელს.

როგორია ასეთი გოგონას ნახალოვკაში სტუმრობა?!

ოოოო!..

10 ლამაზი ცრემლებია

▲back to top


ინანიშვილი რევაზ

ლამაზი ცრემლები

მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბმეტრი („ოთხი კუბმეტრი“ გიამ უკარნახა) შეშა შეგვიგულო, შაბათს ან კვირას გია ჩამოვა, ფულსაც ჩამოიტანს და შეშას თვითონ წამოიღებსო. წერილი ჯერ სოფელშიც არ ეგონათ ჩასული, ერთ ღამეს, პირველის ნახევარზე, თინას მამა დაადგათ თავს, – ადექით, შვილებო, შეშა ჩამოვიტანე და მაჩვენეთ, სად ჩამოვცალოო. ლოგინში წამომჯდარმა თინამ ჭუჭყუნი დაიწყო: – ოო, ისევ შენ იწვალე!.. ხომ მოგწერე, გია ჩამოვიდოდა და თვითონ წამოიღებდა!.. – მამამ კეთილად გაუღიმა, – ადექი, ადექი, შენც ჩაიცვიო! ფრთხილად მივიდა შვილიშვილის პატარა საწოლთან, რაღაცები უჩურჩულა, მერე ისევ შვილსა და სიძეს მიუბრუნდა – თბილად ჩაიცვით, არ შეგცივდეთო, – და მათთვის აღარ დაუცდია, თვითონ ჩავიდა ძირს.

თინამ და გიამ ერთმანეთს შეხედეს, გიამ ღიმილით გადააქნია თავი.

– იჰ, შენც ერთი! – თქვა თინამ, ბავშვს საბანი გაუსწორა, თავშალი მოიხვია და ჩქარი ნაბიჯით დაედევნა უკვე გარეთ გასულ გიას.

– კი, მაგრამ შენ რაღად მოდიხარ, რა უნდა გაგვიკეთო?

– ჩამოვალ, რა გინდა?

გიამ მხრები აიჩეჩა, თინამ მარცხენა მხარზე ჩამოადო ხელი, თავი ახლოს მიუტანა და ისე ჩაჰყვა კიბეზე.

დაბლა, შემოსასვლელთან, კარგად დატვირთული „გაზ-51“ 2 იდგა – ეს რამდენი ჩამოგიტანიათ, კაცოო! – გაიკვირვა გიამ. – ბევრიაო? – იკითხა თინამ. გადმოვიდა ჩექმებიანი მძღოლი, ჯერ გიას გაუწოდა ხმელი, ცივი ხელი, მერე თინას – ხო არ დამწარდება, შვილოო. – თუ რამე გადაგრჩათ, მეზობლებს მიაწოდეთო, – დაამატა თინას მამამაც. გიასაც გაეღიმა, თინასაც. გიამ შუბლი მოიფხანა, მანქანას ირგვლივ შემოუარა და თქვა: – ეგრევე ჩავზიდოთ სარდაფში, დილდილაობით მე დავხერხავ ხოლმე, მაგაზე კარგი ვარჯიში მეორე არ არსებობსო. თინას მამამ ეჭვიანად შეხედა, – დასახერხი ფული თუ არა გაქვთ, მე მოგცემთო. არაო, რას ამბობო, – შექან-შემოქანდა გია, – მართლა ძალიან მინდა, მე თვითონ ვხერხოო. თინაც აბუზღუნდა, – ნუ მოიგონებ ხოლმე რაღაცებსო. მაგრამ გიამ თავისი გაიტანა, შეშა სარდაფში ჩაზიდეს და კედლის ძირას ააკოკოლეს, თინა მშვენივრად მიეხმარა.

გია მართლაც ხალისობდა. ჰო, შეშის ღირებულებაზე ხმა არ ამოაღებინა თინას მამამ, მაღლაც კი არ აჰყვა, – პირველი გაკვეთილი მაქვს, შვილოო, უნდა მოვასწრო და ერთი-ორი საათი წავიძინოო, – დაქოქეს მანქანა, წავიდნენ. გიას ხერხი შინ ჰქონდა, წაიღო ის ხერხი, დეზერტირების ბაზართან გაალესინა, ჯოჯგინებიც გააკეთა შეშის დასადებად. შვიდ საათზე დგებოდა, სარდაფში ჩადიოდა, ხერხავდა, აპობდა, თვითონვე ამოჰქონდა, ღუმელსაც თვითონ ახურებდა, მერე მკლავებს უჩვენებდა თინას, – ნახე, როგორ დამებერა კუნთებიო. თინას სასიამოვნოდ ეღიმებოდა. რამდენჯერმე კარგი ხორციც იშოვეს, ამხანაგები დაჰპატიჟეს, მწვადი შეწვეს. ყველანი ნაღვლიანი აღტაცებით აქებდნენ შეშას და მის ცეცხლს. – არა, ძმაო, სულ სხვაა ნამდვილ ნაკვერჩხლებზე შემწვარი მწვადიო! ლოცავდნენ ხეების აღმომცენებელ მიწას, ფოთლების გამხარებელ ცას. პატარა თამუნიაც კი სულ „მწვადს“ გაიძახოდა. მაგრამ ერთ საღამოს გია შეფიქრიანებული დაბრუნდა სამსახურიდან. თინამ ვერ გაუბედა ეკითხა, რა მოხდაო, თვითონვე თქვა, – ხვალ მივლინებაში მგზავნიან მთელი ოცი დღით და არ ვიცი, როგორ წახვალთ იოლას უჩემოდო. ერთი პირობა თინაც შეფიქრიანდა, მერე სველი ხელები უკან გასწია, აკოცა გიას, – შენ ჩვენი დარდი ნუ გექნება, მე მაგარი გოგო ვარო. გიას ცოტა გულს მოეშვა, მიდგა-მოდგა, რაღაცებს დაუწყო ძებნა. სუფრას რომ მიუსხდნენ, იქ დაიწყეს ანგარიში. ფული რაც ჰქონდათ გიასაც და თინასაც, გია წაიღებდა (ახლა უკვე აღარავის სჭირდება ახსნა-განმარტება, მარტო სამივლინებო თანხით რატომ არ შეიძლება ქალაქიდან გასვლა), ესეც არ იყოს, იქნებ ბავშვისთვის კარგი რამ შეხვედროდა. ოც დღეში თინას და ბავშვს დასჭირდებოდათ... თინას აზრით – ოცდაათი მანეთი, გიას აზრით – სულ ცოტა, ორმოცდაათი მანეთი. ეს ორმოცდაათი მანეთი გიას უნდა ესესხა. დეიდას თუ არ ექნებოდა, სხვაგან უსესხებდა. მთავარი შეშა იყო, შეშას თინა ხომ ვერ დახერხავდა და დააპობდა. ოცი დღის სამყოფის დახერხვას ვერც გია მოასწრებდა. გადაწყვიტეს, – სამოცი მანეთი ესესხათ გიას დეიდასგან. ორმოც მანეთს თინა დაიტოვებდა, თხუთმეტი მანეთით შეშას დაახერხინებდნენ, ხუთი მანეთიც... ხუთი მანეთი ხვალვე დასჭირდებოდათ.

გიას ძალიან ენანებოდა მხერხავისთვის მისაცემი ფული, მაგრამ თან უკვე ის ყოველდღიური ფართიფურთიც მობეზრებოდა, – დავახერხინებ სულ, დავაწყობ და მოვისვენებო.

წავიდა, დეიდასაგან სამოცი მანეთი მოიტანა, ორმოცი თინას მისცა, ოცი თვითონ ჩაიდო.

დილით, ძალიან ადრე, რძის რიგი რომ დაიკავა, ბაზართან აირბინა. მხერხავები იქ იყვნენ, ზოგი იდგა, ზოგიც ბაღის ყორეებზე ჩამომჯდარიყო. აიარა, ჩამოიარა. ერთი პატარა მიმყუდროებული ბერიკაცი ამოირჩია, თან მოეწონა, თან ეს იფიქრა, – იქნებ როგორ უჭირს, მაგას ხომ სხვა არ წაიყვანსო! – წამობრძანდებით პაპაო, ბერიკაცს ფარაჯის სახელოებიდან ხელები არ გამოუყვია, – ხერხი მარცხენა მკლავზე ეკიდა, – ისევე გაჰყვა. წავკისელი იყო, შვილები და შვილიშვილები ზოგი საით გაჰფანტოდა, ზოგი საით. გიამ რძის რიგთან ცოტა მოაცდევინა, რძე-მაწონი აიღო, მერე ისევ ერთად წავიდნენ. გია ჩქარობდა, ზოგჯერ დაავიწყდებოდა კიდეც ხოლმე, მოხუცი რომ მისდევდა, წინ გაუსწრებდა, მერე გაახსენდებოდა და შემცბარი გადახედავდა. მოხუცი მაინცდამაინც დიდ მანძილზე არ რჩებოდა.

პირდაპირ სარდაფში არ ჩაუყვანია, ჯერ მაღლა ავიდნენ. – ნახე, როგორი პაპა მოვიყვანე, თინაო. თინა გამოვიდა, იმასაც მოეწონა, – ისეთი პაპაა, მოფერება მოგინდებაო. და მოეფერა კიდეც, – ღუმელთან მობრძანდით, პაპილო, გათბითო. – არა, შვილო, არა მცივაო. თინა მაინც არ მოეშვა. მაშინ ბერიკაცმა ხერხი კარს უკან მიაყუდა, ფეხებზე ყურებით მივიდა ღუმელთან, ხელები ჯერ შორიდან მიუშვირა, მერე ზედ დააწყო. მოვიდა თამუნიაც, დაინტერესებულმა შემოუარა ირგვლივ. ბერიკაცმა გაუღიმა, – რაო, პატარა ქალოო! თამუნია მიბრუნდა და დედასთან გაიქცა.

გიამ კარადიდან არაყი, პური, ლორი და ყველი გამოიღო. არაყი დაასხა, – აბა, პაპა, დილის მადლი შეგვეწიოსო. პაპამ ერთი პირობა იუარა, მაგრამ მერე მაინც ასწია ჭიქა. ნელა დალია. გიამ ბოთლი ისევ აიღო. – არაო, ხელი დააფარა ბერიკაცმა თავის ჭიქას. – ერთიც, პაპა, ერთიც, ეს რა არის, პატარა ჭიქაა. ოჯახი დამილოცეო! ის ერთიც გაუვსო. ბერიკაცმა ოჯახი დალოცა. თამუნია შუა კარიდან იყურებოდა, დაინახა, ბედნიერი ქალი გაგიზარდოთო. დალია. გიამ მესამედაც მოინდომა ჭიქის ავსება, მაგრამ მოხუცმა საბოლოოდ იუარა, თინაც გამოექომაგა, – კარგი რა, გია, შენც ხომ სამსახურში ხარ წასასვლელიო. მაშინ გიამ სარდაფის გასაღები მოძებნა და ბერიკაცს დაბლა ჩაუძღვა.

არ უვაჭრიათ. შეშის დახერხვის მაზანდა ერთმაც იცოდა, მეორემაც. – თხუთმეტი მანეთი უნდა მოგართვათო, – თქვა გიამ. მოხუცმა ფარაჯა გაიხადა. შიგნით უფრო ახლობლური რამ ეცვა, – შავი ბამბაზიის ხალათი, ქამარშემოჭერილი, ჯიბისპირებაღუნული, წვრილი ღილებით საღძირამდე შეკრული. აიღო შეშა, დადო ჯოჯგინებზე; რბილად გადაუსვა ხერხი. წადი, შვილო, შენ ნუღარ მოსცდები. მე დავხერხავ და დავალაგებ წყობისადო. გია გახარებული ამოვიდა მაღლა, – რა მოლაღურივით პაპა შემხვდაო, მიაწყ-მოაწყო წიგნები და ქაღალდები, ჩასალაგებელი ჩაილაგა, თინას დაუბარა, – ადრე აჭამე სადილი, ეგენი, ხომ იცი, პირველ-ორ საათზე სადილობენო, და სამსახურში წავიდა.

თინამ კარგი ხარჩო გააკეთა, წვრილი თვის ბოლოკი დაარჩია, ყველი დაჭრა, ერთი ბოთლი შინაური ღვინოც დადგა და მოხუცს ისე გაუმასპინძლდა. ბერიკაცი ამჯერადაც ჩუმად იყო, ჩუმად ჭამდა, ღვინის დალევას სულ არ აპირებდა, მაგრამ თინაც მიუჯდა მაგიდას, თამუნიაც გვერდზე მოისვა, თვითონაც დალია, მოხუცსაც დაალევინა. სუფრაზე დახრილი, მათლაფაში რიდით კოვზ ჩაყოფილი პაპა კიდევ უფრო მოსწონდა, – თეთრი ეკლებივით მსხვილი თმით შემოსილი პატარა თავი ჰქონდა, თმის ყოველი ღერი ცალ-ცალკე უბრწყინავდა. თინამ კიდევ ერთი გაიგო მისი, – უმცროსი ბიჭი ავარიაში დაღუპოდა. ჭიქა წაუქციეს, ბერიკაცს აღარაფერი უთქვამს მეტი, აღარც თინა ჩასძიებია, ჭამას მორჩა, ქუდი აიღო და ისევ სარდაფში ჩავიდა.

ოთხის ნახევრისთვის გიამ მოირბინა, – მე მივდივარ და აბა, თქვენი იმედი მაქვს, პაპაო. – წადი, შვილო, წადი, კეთილად გატაროსო. გიამ ზეზეულად წაიხემსა, შეშის დასახერხი ფული დატოვა, ცოლ-შვილი დაკოცნა, წასვლის წინ, რუსულ ყაიდაზე, ცოტა ხანს დასხდნენ, თამუნიამ უკვე იცოდა, მამა რომ „მოსკოვში“ მიდიოდა და ლამაზ-ლამაზი რამეები უნდა ჩამოეტანა, მაგრამ მაინც ატირდა. თინამ ძლივს დააწყნარა.

ბერიკაცმა საღამომდე ხერხა, საღამოს ამოვიდა, – ცოტაღა დამრჩა, შვილო, მაგას ხვალ დავხერხავო. თინამ სუფრის გაშლა დაიწყო. – არა, შვილო, მაგის დრო არ არის, შინ უნდა წავიდეო. მაშინ თინამ ფული გამოუტანა, ბერიკაცი ცოტა შეყოყმანდა, თინამ ხელში ჩაუდო, – წაიღეთო, წაიღეთო! ბერიკაცმა მადლობა გადაუხადა, – დილამდე, შვილო, დილაზე ჩამოვალ და ყველაფერს მოვრჩებიო, წავიდა.

წავიდა და წავიდა. არც მეორე დილას ჩამოსულა, არც იმის მომდევნო დილას ჩამოსულა, არც იმის მომდევნო კვირას.

დაბრუნდა გია მივლინებიდან. გაიგო ეს ამბავი, – აი, ასე ქნა იმ შენმა მოლაღურივით ბერიკაცმაო. დაჯდა გამტკნარებული. როგორღაც გაუგებრად იღიმებოდა. მერე თქვა, – მაინც რამდენი იქნება დახერხილიო. – ნახევარზე ცოტა მეტიო, – მიუგო თინამ. – მაშ, იცი რა, ჩემო მაგარო გოგოვ, მოდი, შვიდი მანეთის გულისთვის ნუ გავიმეტებთ კაცს, იქნებ რა მოუხდა, იქნებ რა შეემთხვაო! – კარგიო! – გაეღიმა თინასაც.

გავიდა კიდევ ერთი კვირა, კვირაზე მეტიც.

ერთ დღეს ერთი დაბალი ხერხიანი ბიჭი მოვიდა ეზოში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს კითხულობდა, პატარა გოგო რომ ჰყავთ, შეშა რომ ჰქონდათ სარდაფშიო. მეზობლები მაშინვე მიხვდნენ, ვინც უნდოდა, წაუძღვნენ, მოიყვანეს, ზარიც დაურეკეს. თინამ გამოიხედა. ბიჭი მორცხვად ალაპარაკდა, – პაპაჩემს თქვენი შეშა დარჩა დასახერხი, მე მოვედი, მე უნდა დავხერხოო. თუ დახერხილი გაქვთ, რაც გეკუთვნით, ფული უკან უნდა აიღოთო. თინას სახე შეუფიქრიანდა, – პაპა? პაპას რა დაემართაო? – პაპა მოკვდა, ხუთი დღეა, რაც დავმარხეთო. თინამ კარს ლოყა მიადო და ასე გაშტერებული დარჩა. გამოიხედა გიამ, იმანაც გაიგო, რა ამბავიც იყო, აჰო, არაო, როგორ გეკადრებათო! მაგრამ ბიჭმა არ დათმო, – ანდერძად ეგ დამიტოვა და უნდა შევუსრულოო. მეტი რაღა გზა იყო. ჩაუძღვა სარდაფში. ბიჭმა გაჩქარებული ხერხვა დაიწყო.

გია მაღლა ამობრუნდა. თინა შუა ოთახში დახვდა. გიამ ხელები კეფაზე შემოიწყო, – აი, ხომ ხედავ, რა კარგია, კარგები რომ ვართო! თინამ გაუღიმა. თვალებში ლამაზი ცრემლები ედგა.

11 დღეობა

▲back to top


დუმბაძე ნოდარ

დღეობა

ფავორიტებში დამატება
ხვალ არის ჩემი დღეობა,
იქნება დიდი ღრეობა.
უკვე დღე არის მესამე
დანებს და ჩანგლებს ლესავენ,
ჩამოვლენ, როგორც სვავები,
მშიერი ნათესავები,
ვეღარ გიშველით ვერაფერს,
გადასანსლავენ ყველაფერს.
ვარიკებო და ტახებო,
კარებს გაგიღებთ ახლავე,
ვნახოთ, მშიერი სტუმრები
რას შეჭამენ და დახრავენ.
ოღონდ ზეგ დილით დაბრუნდით,
ვარიკებიც და ტახებიც,
ხომ იცით, თქვენი გულისთვის
რა მაგრად გავილახები!

12 ნოდარიკოს გასაჭირი

▲back to top


ინანიშვილი რევაზ

ნოდარიკოს გასაჭირი

ფავორიტებში დამატება
– უსმინე დეიდებს,
ბიცოლებს, მამიდებს,
თუ გინდა ამ ზაფხულს
სოხუმში წახვიდე,
ახლავე სუყველას
პირობა დაგვიდე,
ზღვაში არ შეხვიდე,
მზეზე არ გახვიდე...
– მე ხომ ყურს გიგდებდით,
ახლა თქვენც დამიგდეთ,
ან აქვე დამტოვეთ,
ან ფეხით დამკიდეთ,
ან როგორც მიყიდეთ,
ისევე გამყიდეთ.

13 მანანა და ლალი

▲back to top


დუმბაძე ნოდარ

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება
მ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი - რაო, ჩემო მანანა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
ლ ა ლ ი - რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გააცივო,
ისევ სურდო დამართო?
მ ა ნ ა ნ ა - რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
ლ ა ლ ი - არაფერიც, არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
ლ ა ლ ი - მერე მე რომ მოგარჩინე,
ექიმი რომ ვიყავი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
ლ ა ლ ი - მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მ ა ნ ა ნ ა - მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
ლ ა ლ ი - როგორც ვხედავ, ქალბატონო,
უმადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაბთები?
მ ა ნ ა ნ ა - არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები!

14 მეგობრები

▲back to top


ქიაჩელი ლეო

მეგობრები

დიდ-თოვლიანი ზამთარია.

ცივი ქარი თავისუფლად დაზუზუნებს თოვლით მოფენილ დედამიწაზე და დინჯად მოარულ ყინვას გზას უკაფავს. ყინვაც ბატონივით დაბრძანდება ტყე-ველში და ყველაფერს უინავს წყეული შეუბრალებელია ძალოვანიც არის და ხერხებიც იცის. აი, ელიზბარიანთ ეზოშიც შემობრძანდა და პატარა ვანოს საყვარელი ხეც გაყინა. არავის დარიდებია: ვანოს თვალ-წინ მოკრუნჩხა უშველებელი ხე და სულ ცრემლი ადინა.

ვანო ხედავდა, თუ როგორ წამოეპარა ყინვა მის ძვირფას ხეს და ნელა შემოეხვია გარშემო. მერე შეუმნჩნევლად ამოიღო ჯიბიდან თავისი ყინულის გრძელი გრეხილი და მთელ ტანზე შემოაკრა საცოდავ ხეს, დაბორკა!.. — ასე თავ-ხედურად იქცევა ყინვა, ალბად იმიტომ, რომ კარგად იცის, რომ ვანო ვერას უშველის ხეს. აბა, როგორ შეუძლია ვანოს რამე იღონოს ყინვის წინააღმდეგ, როცა ამოდენა თოვლი ძევს ეზოში და გზა გაუთელავია რომ წავიდეს მისაშველებლად, თოვლში ჩაფლება და მიზანს ვერ მიაღწევს. ანა და კანო ხედავს, რომ ყინვამ მოუჭირა ყინულის გრეხილი მის საყვარელ ხეს, ტოტებიც დაულეწა და უმოწუალოდ დაიმორჩილა! რამდენსამე ალაგას მაგრადაც შესკვნა გრეხილის თავები! შესკვნილი ადგილებზე კი ბოქლომის მსგავსად ლოლუები ჩამოჰკიდა, რომ ტევეს თავი ადვილად არ გაენთავისუფლებინა!..

რა სასტიკია და გულქვა ეს ყინვა!

ისიცაა, რომ თოვლიც მას მიეშველა და ისედაც ჭირში მყოფი ხეების ტოტები თავის მძიმე ბარდნებით დატვირთა! ვანომ კარგად იცის, რომ ასეთ ზამთრში არა მარტო ხეეები განიცდიან ცუდს უოფას! ბევრი ჩიტიც წყდება!!. ალბად ბევრი ნადირი და ფრინველიც იღუპება! სად იპოვნიან საჭმელს ან თავშესაფარს ამისთანა დროს?

ბეღურა ჩიტებს რომ მეტად ცუდი დრო დაუდგათ, ეს ხომ ცხადია: ვანოსთვის, ქარი, თოვლი და ყინვა მტრებად გადაჰკიდებიან ამ საცოდავებს. აბურძვნილნი და ფრთებჩამოშვებულნი შესაბრალისი უივილით დაძრწიან საცოდავი ბეღურები! არ იციან, სად შეაფარონ თავი, სად იპოვნონ საკენკი! — ყველგან, სადაც კი მოხერხებული ადგილია მათთვის, ცელქ ბავშვებს მახე დაუგიათ. ამით უმწეო ჩიტუნებს სიცოცხლე სულ გამწარებული აქვთ!

ელიზბარიანთ პატარა ვანოს ძალიან ეცოდება ბეღურებიც დაუგია მათთვის, არამედ თავის უმცროს დაზედაც ნუცაზე, გაჯავრებულია, რომ იმას ძალიან სწადია გაჭირვებულ ბეღურებზე ნადირობა!

– არ გაბედო, თორემ დედას შენთვის სათამაშოებს არ ვაყიდინებ! ხომ იცი, რომ დედა მე დამიჯერებს, რასაც ვეტყვი. ნახატებიან წიგნსაც არ გათხოვებ, იცოდე, – აშინებდა ვანო ნუცას.

– კი, მაგრამ ლიზიკო და არსენაი რომ იჭერენ ჩიტებს, ისინი ხომ შემდეგ ჩვენ გაგვაჯავრებენ — გულ-დაწუვეტილად მიუგო ნუცამ ძმას.

– აი, ისინი ძალიან ცუდს საქმეს სჩადიან! არსენა და ლიზიკო ჯერ კიდევ სკოლაში არ ყოფილან, თორემ არც ისინი ავნებენ ბეღურებს! მე კი ვიცი, რომ ბეღურა ამოწყდეს, ჩვენი საყვარელი საჭმელი ბალი სულ ჭიანი იქნება და პურსაც ნაკლები მოსავალი ექნება! ჩვენ ეს მასწავლებელმა გვითხრა! შენ რომ ივლი სკოლაში, შენც გეცოდინება ეს. მანამდის კი მე უნდა დამიჯერო! — უხნიდა ჭკვიანი ვანო უმცროს დას. თანაც გაფაციცებით იყურებოდა გარედ, რომ ვინიცობაა ფრთა-მოტეხილი ბეღურასთვის მოეკრა თვალი და ეხსნა გასაჭირისაგან.

ხშირად გაიძახოდა ეზოში ვანო:

— აქეთ, ჩიტუნიებო! ჩემთან მოფრინდით, ჩემო ბეღურებო!.. თბილ ბინას მოგცემთ და საჭმელსაც არ დაგაკლებთ! ნუ გეშინიათ!.. ჩემსკენ, ჩემსკენ!!

მაგრამ ბეღურები ვანოს მასპინძლობას გაურბოდნენ. ისინი თავიდანვე ივნენ დაშინებულნი სხვა ბავშვებისაგან და ვანოს კეთილ გულს კიდე არ იცნობდნენ! იჭვიანობდნენ — ვანომაც მახეში არ გაგვაბასო!!

* * *

ერთ დღეს, როცა ვანო თავის პატარა ნიჩბით აივანზე იდგა თბილად ჩაცმული და შემონათოვ ფიფქს ხვეტავდა, მისგან რამდენსამე ნაბიჯზე საიდანღაც ჩამოვარდნილი ბეღურა თავით ჩაეფლა თოვლში და გულის გამწვალებელი ფრთხიალი დაიწყო. როგორც-კი მოჰკრა თვალი ამას ვანომ, მაშინვე გაიჭრა გარედ ჩიტის საშველად. ახლა იგი დიდ თოვლს არ დაერიდა. მიხვეტ-მოხვეტა ნიჩბით თოვლი, რომ სვლა გაეადვილებინა, და მალეც გაჩნდა იმ ადგილზე, სადაც ბეღურა ჩაფლულიყო. წამსვე გადაისროლა ვანომ განზე ნიჩაბი და ფრთხილად ამოიყვანა ბეღურა თოვლიდან ჩიტი ძლივს ითქვამდა სულს: კინაღამ დამღრჩვალიყო.

— ვაიმე! ეს რა მოსვლია ჩემ ბეღურას! — წამოიძახა ვანომ! დაუეოვნებლივ მობრუნდა უკან და ოთახში შევარდა. თოვლიანი ჩიტი გულზე ჰყავდა მიხუტებული.

მთელის ტანით კანკალებდა ვანო: ერთის მხრით მას ეშინოდა ბეღურას სიკვდილის, მეორე მხრით კი უხაროდა, რომ შემთხვევა მიეცა მიშველებოდა საყვარელ ჩიტუნიას გაჭირვების დროს.

— ნუცა!.. ნუცა! — დაუძახა მან დას, რომელიც დედას ოთასში ეგულებოდა. სმაც უკანკალებდა.

— რა იყო! — გასცა პასუხი ნუცამ. მან არ იცოდა, თუ ვანოს ჩიტი ჰყავდა.

— მალე მოდი აქ... ჩქარა! —ძლივს ამბობდა ვანო.

— ნუცა შემოიჭრა ოთახში. შემოსვლისთანავე დაინახა, რომ ვანო სულ დაფარული იეო თოვლითა და რომ ზედ გულზე მიკრული ჰყავდა ჩიტი, რომელიც ფრთხიალობდა. — რა არის, ვანო, ეს

— იცი, ნუცა, ბეღურა თოვლში ჩავარდა და იღრჩობოდა! მე-კი ამოვიყვანე! უნდა უშველოთ!.. მოდი, გამომართვი!.. ფრთხილად, იცოდე! ხელი სულ არ მოუჭირო!.. მე კი ხელთათმანებს გავიხდი, თორემ... აი, დაიჭირე კარგად!— ამ სიტყვებით ვანომ ჩიტი მოწიწებით გადასცა დას. სწრაფად

რა თავით ჩაეფლა თოვლში და გულის გამწეალებელი იყოლიეს ალი დაიწუო. როგორც კი მოჰკრა თვალი ამას ვანომ, მაშინვე გაიჭრა გარედ ჩიტის საშველად. ახლა იგი დიდ თოვლს არ დაერიდა. მიხვეტ-მოხვეტა ნიჩბით თოვლი, რომ სვლა გაეადვილებინა, და მალეც გაჩნდა იმ ადგილზე, სადაც ბეღურა ჩაფლულიყო. წამსვე გადაისროლა ვანომ განზე ნიჩაბი და ფრთხილად ამოიყვანა ბეღურა თოვლიდან ჩიტი ძლივს ითქვამდა სულს: კინაღამ დამღრჩვალიეო,

— ვაიმე!.. ეს რა მოსვლია ჩემ ბეღურას! — წამოიძახა ვანომ! დაუყოვნებლივ მობრუნდა უკან და ოთახში შევარდა. თოვლიანი ჩიტი გულზე ჰყავდა მიხუტებული.

მთელის ტანით კანკალებდა ვანო: ერთის მხრით მას ეშინოდა ბეღურას სიკვდილის, მეორე მხრით კი უხაროდა, რომ შემთხვევა მიეცა მიშველებოდა საყვარელ ჩიტუნიას გაჭირვების დროს.

— ნუცა!.. ნუცა! — დაუძახა მან დას, რომელიც დედას ოთახში ეგულებოდა. ხმაც უკანკალებდა.

– რა იეო! — გასცა პასუხი ნუცამ. მან არ იცოდა, თუ ვანოს ჩიტი ჰყავდა.

— მალე მოდი აქ... ჩქარა! —ძლივს ამბობდა კანო.

ნუცა შემოიჭრა ოთახში შემოსვლისთანავე დაინახა, რომ ვანო სულ დაფარული იეო თოვლითა და რომ ზედ გულზე მიკრული ჰყავდა ჩიტი, რომელიც ფრთხიალობდა. __ ( – რა არის, ვანო, ეს?

— იცი, ნუცა, ბეღურა თოვლში ჩავარდა და იღრჩობოდა! მე-კი ამოვიევანე! უნდა უშველოთ! მოდი, გამომართვი!.. ფრთხილად, იცოდე! ხელი სულ არ მოუჭირო!.. მე კი ხელთათმანებს გავიხდი, თორემ... აი, დაიჭირე კარგად! — ამ სიტყვებით ვანომ ჩიტი მოწიწებით გადასცა დას. სწრაფად წაიძრო ხელთათმანები. მერე გაიქცა კუთხეში, თანაც ჩამოიბერტყა თოვლი და კვლავ გამოართვა ნუცას ბეღურა.

– ვანო, ისე სცივა საწვალს, რომ ხელები გამიყინა!.. გულიც ისე უცემს, თითქო გაუსკდებაო! — თანაგრძნობიანი ხმით მიმართა ნუცამ კანოს.

– ახლა არაფერი უჭირს!.. ცეცხლზე გავათბობ! შენ წადი და დიდი გალია რომ ჰკიდია სამზარეულოში, ის ამოიტანე!.. თან ფინჯანზე ფეტვი დაუარე და წამოიღე! მალე!.. მანამდის კი ბეღურას მე ცეცხლზე გავათბობ და მოვასულიერებ!..

ასე ამბობდა ვანო და ბეღურას თოვლის წინწკლებს აშორებდა, ფრთას უსწორებდა, ბუნდღლს უშრობდა. ნუცა-კი სამზარეულოში გაიქცა გალიასა და ფეტვის ამოსატანად.

ბუხრის წინ სკამზე კატა წამოსკუპულიყო და თვალებდახუჭული თბებოდა ცეცხლთან. ციცუნიას თვალებიც არ გაუხელია და სულაც არ მიუქცევია უურადღება იმისთვის, რაც ოთახში ხდებოდა. ვანომ იგი სკამიდან გადააგდო, უსაყვედურა გულ-ცივობა საცოდავ ბეღურასადმი და თვითონ ჩიტით მოთავსდა ცეცხლის წინ.

— რა მოგივიდა, ჩემო ჩიტუნიავ? წყეულმა ქარმა გიმტერა? ყინვამ გაგიყინა ფრთები, თუ თოვლი დაგეცა თავზე?.. მაგრამ არაფერია! რა-კი ახლა ჩემთან ხარ, არა გაგიჭირდება! მალე მორჩები! სად არიან შენი მეგობრები იმათაც უჭირთ, ხომ? საცოდავები! – ეალერსებოდა ვანო ბეღურას და ხან ერთ გვერდს უთბობდა ბუხრის ცეცხლზე, ხან კი მეორეს. თანაც სინჯავდა. ტანზე, რომ გაეგო, თუ რა სტკიოდა საბრალო ჩიტს.

ბეღურა კი კიდე ვერ გამორკველიყო. შიშს ისე გაეგუდა, რომ არ ინძრეოდა, ფრთების შეკეცვაც კი ვერ მოეხერხებინა.

გული ძალზე უფართქალებდა. რომ გაეთამამებინა სტუმარი ვანო ლოყაზე მიიხუტებდა, გულზე იკრავდა ნაზად და ათასნაირად ეალერსებოდა.

სითბომ და ალერსმა მალე გამოაფხიზლეს ბეღურა. გამოფხიზლების პირველ წამშივე ბეღურამ კატას მოჰკრა თვალი და შეფეთდა. ვანომ შეხედა კატას — მართლაც, ციცუნიას ცბიერად მიყურო პატარა ჩიტისთვის ხარბი თვალები და ულვაშები ეშმაკურად აეცმაცურებინა. მისგან შეშინებულმა ბეღურამ ფრთების მომარჯვება და ვანოს ხელიდან გასხლტომა მოინდომა, მაგრამ ვანომ ის არ გაუშვა. კატას კი გაუწერა:

— როგორ ბედავ, შე ეშმაკო? არ იცი, რომ ჩიტუნია ამიერიდან ჩვენი სტუმარია? ხომ ხედავ, ავადმყოფიცაა?! — ამ სიტყვებით ვანომ ბეღურას სრულიად დასამშვიდებლად კატა მეორე ოთახში გააგდო — შიში ნუ გაქვს, ჩემო ჩიტუნიავ, კატას ახლოსაც არ გაგაკარებ! შენ ოღონდ კი მორჩი, და როგორი ბინაც გირჩევნია, ისეთს მოგიწყობ!

ამას შემდეგ ბეღურა უფრო გამოცოცხლდა. ცალი ფრთა ზურგზე კოხტად შეიწყო, მეორე-კი კვლავად ჩამოკიდებული დასტოვა, როცა ვანომ კარგად დაათვალიერა, ნახა, რომ ბეღურას მარცხენა ფრთა დაშვებული ჰქონდა და მას ვეღარ ხმარობდა. ამ გარემოებამ მეტად შეაწუხა ვანომ არ იცოდა, რა ექნა. გულში გადაწყვიტა დედასთვის ეკითხა რჩევა.

ამასობ ში ნუცაც დაბრუნდა. მას ერთ ხელში გალია უჭირა, მეორეში კი ფეტვით სავსე ფინჯანი.

დიდის სიფრთხილითა და მზრუნველობით მოათავსეს გალიაში და-ძმამ ავადმყოფი ბეღურა. შიგ დაუდგეს ფეტვით სავსე ფინჯანი და გალიის ერთ კუთხეში მიკრულ პატარა ჭიქაში წყალი ჩაუსხეს.

სანამ ჩიტუნია სრულიად მოსულიერდებოდა და გულს დაიმშვიდებდა, ცეცხლთან ჰყავიათ იგი და ეალერსებოდნენ. შემდეგ-კი ვანომ უთხრა ნუცას, დედისთვის ეკითხათ, თუ რა საშუალება-წამლისთვის მიემართათ, რომ ბეღურას ფრთა სრულიად გამრთელებოდა.

ერთ თავში ვანომ მოჰკიდა გალიას ხელი, მეორეში— ნუცამ და ამნაირად დიდის ამბითა და ფაცა-ფუცით წაიყვანეს ბეღურა დედის ოთახში.

ბეღურა კი იჯდა გალიაში და აქეთ-იქით იყურებოდა. უკვირდა ძალიან — ხან სიზმარი ეგონა, ხან-კი ცხადი. იმაში-კი იყო უკვე დარწმუნებული, რომ მისთვის კეთილი უნდოდაო, და აღარ ეშინოდა!..

მთელი ზამთარი უვლიდნენ ვანო და ნუცა ბეღურას. საჭმელს არ აკლებდნენ და სასმელს როცა ვანო სკოლაში იყო, ნუცა ზრუნავდა ბეღურასთვის, როცა კი დაბრუნდებოდა ვანო, მზრუნველობას უმთავრესად იგი ეწეოდა.

ბეღურას სრულიად მოურჩა ფრთა. გალიაში ცხოვრებას შეეჩვია. ვანო და ნუცა ძალიან შეუყვარდა. კატაც შეეთვისა ჩიტუნიას. ყოველი ცუდი ზრახვა ბეღურასადმი აღმოეფხვრა ციცუნიას გულიდან. ისიც-კი მფარველობდა გალიაში დამწევდეულ სტუმარს.

— ხომ იცი, ნუცა, გაზაფხული რომ მოაწევს, უნდა გავაფრინოთ ჩვენი ბეღურა, — უთხრა ვანომ ნუცას.

— მაგრამ, თუ ბეღურას აქ ურჩევნია? — შეეკითხა ნუცა ძმას.

— ახლა-კი ურჩევნია, მაგრამ მაშინ მისთვის თავისუფლად სჯობია ცხოვრება!. გაზაფხულზე და ზაფხულში კი არ გაუჭირდება ბეღურას! პირიქით: თუ გალიაში იქნა დამწყვდეული იმ დროს, მოკვდება, დაჯავრიანდება!.. აი, დედამაც ასე სთქვა: გაზაფხულის პირზე გააფრინეთო, და ისიც თბილ ჰაერში ინავარდებსო; ბუდეს გააკეთებს, ბარტყებს დაზდის და მეგობრებში გაერთობაო!

ზამთარიც გავიდა. თოვლი დადნა. თბილმა სიომ დაბერა. ახლა გალია ვანომ აივანზე გამოიტანა და სუფთა ჰაერზე ჩამოჰკიდა. ნუცას გული სწყდებოდა, რომ მალე მის საყვარელ ჩიტს გააფრენდნენ. მაგრამ ვანო არ ჩქარობდა. მას კიდე ეშინოდა ავდარისა.

— ვაი, რომ ცუდი დღეები კვლავად დადგესო! — ფიქრობდა იგი და გაზაფხულის პირის მოლოდინში იყო.

გაზაფხულმაც არ დააყოვნა: — ყველა ხეზე უწინ ტყემალმა გამოიღო კოკორი. აქა-იქ იამაც გაახილა თვალები.

მაშინ კანომ და ნუცამ ყველა შინაურების თანდასწრებით გამოიტანეს ბეღურას გალია ეზოში. ბეღურა გრძნობდა, რომ ანთავისუფლებდნენ და სიხარულით კუთხიდან კუთხეში დასტოდა, წიოდა, ჭუკჭუკებდა. ვანომ გააღო გალიის კარი, შეჰეო შიგ ხელი და ბეღურა გარედ გამოიყვანა.

ნახვამდის, ჩემო ჩიტუნია! – მიმართა კანომ ჩიტს – ახლა არა გიჭირს-რა! შენ საყვარელ ტყეს, მინდორ-ველს, ჭალებს დაუბრუნდი!.. რამდენიც გინდა—ინავარდე! ჭკუიანად-კი იყავი! ბალის ჭია ყველა შეჭამე, კანის მტრებს სულ მუსრი გაავლე!.. ჩვენც არ დაგავიწუდეთ, ხან და ხან გვნახე!.. ზამთარში რომ გაგიჭირდება, ჩვენსა მოდი და თან შენი მეგობრებიც წამოიყვანე: ბინას და საჭმელს მოგცემთ!.. ჩემდა სახსოვრად კი აი ეს წითელი ძაფი გქონდეს!.. ბეჭედივით გაგიკეთებ ფეხზე ისე, რომ სულ არ შეგაწუხოს!.. — ამ სიტყვებზე ვანომ ამოიღო წითელი მსხვილი ძაფი და ფეხზე. ბეჭდის მსგავსად მიაბა ბეღურას. მერე აკოცა. ნუცას თვალებიდან ცრემლიც კი წამოუვიდა. იგი მივიდა ვანოსთან, გამოართვა ჩიტი და დაკოცნა.

— მე გავაფრენ! — სთხოვა ვანოს. ვანომაც ნება მისცა. ნუცამ მაღლა ასწია ხელი და ბეღურა ჰაერში შეისროლა. — ნახვამდის! ნახვამდის, ჩვენო ჩიტუნია! —მიაძახა ყველა დამსწრემ გაფრენილ ბეღურას, რომელიც ჩვეულებრივი სიცქვიტითა და შნოით ვერ სჭრიდა ჰაერს. ალბად დიდი ხნის გალიაში ჯდომამ დაუხუთა ფრთები!.. როგორც კი დაინახეს სხვა ბეღურებმა გალიიდან გამოშვებული მეგობარი, იცნეს და ჟივილ-ხივილი მორთეს. მათ ეგონათ, რომ იგი ზამთარმა მოჰკლა და ახლა ძალიან გაუხარდათ, რომ ცოცხალი ნახეს. ამოუდგნენ გვერდში. გაამხნევეს ვინ მწერს იჭერდა გსა და გზა და სოავაზობდა მშვიდობით დაბრუნებულ მეგობარს, ვინ ეპატიჟებოდა: „ჩემთან წამოდი და დაისვენეო! — ვანო და ნუცა დიდხანს უუურებდნენ ამ ამბავს და „ვაშას“ ძახილითა და ტაშის კვრით აცილებდნენ ძვირფას მეგობარს.

საზაფხულოდ ვანო სკოლიდან დითხოვეს. მას ახლა ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, მაგრამ ამ თავისუფალ დროს მხოლოდ თამაშს არ ანდომებდა. მუშაობდა, სახლში დედას ეხმარებოდა, ნუცას წიგნს ასწავლიდა.

ერთხელ ეზოს გარედ, ხის ძირში იჯდა ვანო. ნაშუადღევი იუო, და სიცხე კიდე არ დამცხრალიყო; ამიტომ ვანო ჩრდილში დამჯდარიყო. მას დანა ეჭირა ხელში და სამშვილდო ხეს თლიდა. მშვილდ-ისარი კი ვანოს იმიტომ უნდოდა, რომ სროლაში ევარჯიშნა და დამიზვნა კარგად ესწავლა. მის მეგობრებს ამ ზაფხულ ყველას ჰქონდა მშვილდ-ისარი. ვანოსაც უნდა ევარჯიშნა, რომ ტოლებს არ ჩამორჩენოდა.

გულმოდგინედ თლიდა ვანო ისარს, თანაც ფიქრობდა. ერთთავად მას გული ჰქონდა დაწყვეტილი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მის მეგობარ ბეღურას იგი ერთხელაც არ ენახა და არ მოეკითხა.

„ნეტავი, ასე რად დავავიწყდი ჩემ ჩიტუნიას? —ფიქრობდა ვანო — როგორ ცხოვრობს, ნეტავი, ჩემი ბეღურა?“

ვანოს უკვირდა, რომ ბეღურებს შორის მან თვალიც ვერ მოჰკრა წითელ-ძაფიან ჩიტს, თუმცა ყოველთვის ათვალიერებდა და გულის უური მისკენ ეჭირა.

ნუცამ-კი რამდენჯერმე უსაუვედურა ვანოს: — რატომ გაუშვი ბეღურაო? იქნება ქორმა მოიტაცა და შეჭამაო! გალიაში რომ ყოფილიყო, არაფერი ასეთი დაემართებოდაო!.. ვანოს, რა თქმა უნდა, არ სჯეროდა დის იჭვები. მან კარგად იცოდა ბეღურას სიმარდის ამბავი და იმედი ჰქონდა, რომ იგი ცოცხალი ივო. მაგრამ მაინც საწყენად დარჩომოდა ბეღურას გულ-მავიწყობა.

ასეთ ფიქრში რომ იყო. ვანო და დანას მარდად ატრიალებდა ხელში, მოულოდნელად საშინელი ჭყივილი მოესმა ხის ტოტიდან. ვანომ ყურები სცქვიტა. ნაცნობ ბეღურის ხმას მიამზგავსა გაგონილი.

„ნამდვილად ჩემი ბეღურაა! ხოლო რად ჰკივის ასე!.. რა გასჭირვებია?“ სთქვა და ადგომა მოინდომა, რომ შეეხედნა ჩიტისთვის. მაგრამ განძრევაც ვერ მოასწრო, რომ ბეღურა შურდულის სისწრაფით დაექანა ხის ტოტიდან და ვანოს ზურგს უკან მიწაზე დაეცა. —საშიშარი იყო ბეღურას წივილი და ფრთების შეხლა-შემოხლა. გეგონებოდა მძლავრ მტერზე გალაშქრებულაო.

ვანო წამოხტა. გაიხედა იქით, სადაც ბეღურა დაეცა. უცბად შედგა ვანო. გაშეშდა — ნახა: ბეღურაზე ცოტა დაშორებით უშველებელ შავ გველს აუწია კისერი, გამოეყო ორად გაყოფილი უნა და სისინებდა. სწრაფად გაუელვა ვანოს აზრმა: ბეღურას რომ არ დაეშალა, გველი ისე მოუხლოვდებოდა მას, რომ უთუოდ უკბენდა.

წამსვე დასტაცა ვანომ ქვას ხელი და გველს ესროლა. გველმა მიიბრუნა პირი და კლაკნით გასრიალდა ტყისკენ. ბეღურა-კი აფრინდა და ხეზე შემოჯდა. იგი კიდე ვერ დაწყნარებულიყო და ანჩხლობდა მიმავალ გველზე.

ვანომ იცნო ბეღურა ჩიტს ფეხზე მიბმული ჰქონდა ძაფი, რომელიც ახლა მხოლოდ მოწითალო ფერისა იყო.

— დედა! დედა!.. — დაიძახა სისარულით ვანომ— ნუცა!.. დედა! მოდით, მოდით ჩქარა, რა გაჩვენოთ!!.

— მალე მოირბინეს ვანოს დედამა და ნუცამ. კანომ მათ უამბო, რაც მოხდა და იმათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

კვლავად დადგა ზამთარი! ტყე-ველს კვლავ ყინვა და ქარი შეესია. თოვლით დაიფარა დედა-მიწა.

ამ ზამთარსაც მოელოდა და-ძმა საყვარელ ბეღურას, მაგრამ სასურველი სტუმარი დიდ ხანს არ სჩანდა. ვანო და ნუცა ძალიან სწუხდნენ ამას და სულ ეზოში იცქირებოდნენ.

ბოლოს ერთ ქარ-ბუქიან დღეს შემთხვევით ღიად დატო ვებულ კარით ვანოსა და ნუცას ოთახში შემოფრინდა რამდეანიმე ბეღურა მათ წინ უძღოდა ჩვენი ნაცნობი, ვანოს და ნუცას მეგობარი ბეღურა. იგი თავის შვილებითა და მეგობრებით სტუმრებოდა და ძმას.

ვანო და ნუცა ღირსეულად დაუხვდნენ ძვირფას სტუმრებს. მათ გადაწყვიტეს: — ზამთრის გასვლამდის პატივი ეცათ ჩიტუნებისთვის, რომ გაზაფხულის პირზე ისინი უვნებლად დაჰბრუნებოდნენ თავისუფალ და ქვეენისთვის სასარგებლო ცხოვრებას!..

15 სათვალე

▲back to top


ქისტაური ლელა

სათვალე

ალბათ შეგიმჩნევია, რომ ყველა კლასში არის ხოლმე ერთი ბავშვი, რომელიც სპორტის ყველა სახეობაში თანაბრად ძლიერია. ჩემს კლასში ასეთი განსაკუთრებული ბავშვი გიგაა. ის პატარაობიდანვე დელფინივით ცურავს, ქარივით დაქრის თხილამურებით, ფეხბურთში ხომ ნამდვილი ბომბარდირია! და როცა სკოლის შემდეგ ფეხბურთს ვთამაშობთ ხოლმე, თითქმის ყოველთვის გიგას გუნდი იგებს. ყველამ ვიცით, რომ იგი სპორტის სხვა სახეობებშიც ასეთივე ძლიერია. თვითონ გიგამაც იცის ეს, მაგრამ საერთოდ არ იმჩნევს, არც თავს იწონებს. ამიტომ მასთან ერთად თამაში კიდევ უფრო სასიამოვნოა.

ერთ დღეს, გაკვეთილების შემდეგ, როგორც ყოველთვის, ფეხბურთს ვთამაშობდით მოედანზე. გიგამ მეორე ტაიმში ზედიზედ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და მთელი თამაში გააფუჭა, მისმა გუნდმა ხუთით სამი წააგო. გიგას თანაგუნდელები ძალიან იყვნენ მასზე გაბრაზებული, მე კი ვგრძნობდი, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა.

- ჰეი, რა გჭირს? - მოვარდა დათო. - ეს პასი შენ მოგეცი!
- ვერ დამინახე? - დაუძახა მიშომ. - გახსნილი ვიყავი!
- ეჰ, გახსოვს ერთ დროს რა მაგრად თამაშობდი? - უთხრა თემომ გიგას ღიმილით.
- ვიცი, რომ ეხუმრები, - ვუთხარი თემოს. - მაგრამ ცოტა უხეშად მოგივიდა.
- რა მოხდა? იცის, რომ ვეხუმრები, მეტი არაფერი, - თქვა თემომ, მერე სკამის საზურგეზე გადაკიდებული ქურთუკი აიღო და მოედნის გასასვლელისკენ წავიდა.

თემო ალბათ მართალი იყო. გიგა იმდენად ძლიერია ფეხბურთში, რომ სხვა დროს მსგავს სიტუაციაში მეგობრული გახუმრება სრულიად მისაღები იქნებოდა, მაგრამ დღეს მას რატომღაც არ ეღიმებოდა.
- თუ შეიძლება, ყველამ თავი დამანებეთ! - წამოიყვირა გიგამ. - ვერ დაგინახეთ, მგონი რაღაც ჩამივარდა თვალში.

ეს თქვა, ჩანთა მხარზე მოიკიდა და არც კი დაგვმშვიდობებია, საჩქაროდ გავიდა მოედნიდან.

მეორე დღეს სკოლაში დიდ შესვენებაზე გიგასთან მივედი და ვკითხე, როგორ ჰქონდა თვალი.

- კარგად მაქვს, მადლობა, - მიპასუხა სწრაფად და თვალი ამარიდა, თან გაცლა დააპირა. ამ დროს ჩანთიდან სათვალის ბუდე გადმოუვარდა.

- ვა, არ ვიცოდი, სათვალე რომ გჭირდებოდა! - ვუთხარი მე.
- წესით მჭირდება, - მიპასუხა გიგამ და ბუდე აიღო.
- მაგრამ არ ვიკეთებ.
- აბა, მაჩვენე, სათვალით როგორ გამოიყურები.
- არ არსებობს! ეს რომ გაიგონ, ხომ იცი, რა დღეში ჩამაგდებენ?! ყველა დამცინებს. - გიგამ სათვალის ბუდე სწრაფად ჩააცურა ჩანთაში.
- გუშინ თამაშის დროს წესიერად ამიტომ ვერ ხედავდი? სათვალე უნდა გეკეთოს? - არ ვეშვებოდი მე.
- ლიკა, ხომ არავის ეტყვი? - კითხვებზე შეკითხვითვე მიპასუხა გიგამ.
- მე არავისთვის თქმას არ ვაპირებ, მაგრამ, მგონია, სხვებმაც უნდა გაიგონ. შენი აზრით, ნორმალურად დანახვა უფრო მნიშვნელოვანია, თუ ის, სხვები რას იტყვიან?
- მე სათვალის გარეშეც ვხედავ, - მითხრა გიგამ. - მთლად კარგად ვერა, მაგრამ ნორმალურად ვხედავ.

ვიცოდი, რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა, მაგრამ ვიდრე რამეს მოვიფიქრებდი, ზარიც დაირეკა. გაკვეთილი გვეწყებოდა, ამიტომ კლასისკენ წავედით. იმ დღეს გიგას სათვალე საერთოდ აღარ გვიხსენებია, არც მეორე დღეს და არც მთელი კვირის მანძილზე.

არ ვიცი, სხვებიც ამჩნევდნენ თუ ვერა, მე კი ნამდვილად ვხედავდი: როცა გიგა დაფას უცქეროდა, თვალებს მოჭუტავდა ხოლმე. სხვებს ალბათ არც ეს შეუნიშნავთ: ფეხბურთის თამაშის დროს მოედნის მეორე ბოლოში მდგარ ბავშვებს ერთმანეთისგან კარგად ვერ არჩევდა.

მე ამასაც ვამჩნევდი და ეს ძალიან მაფიქრებდა.

მინდოდა, რომ უბრალოდ კეთებოდა თავისი სათვალე.

თუმცა ვერ ვხვდებოდი, რა მეთქვა მისთვის, როგორ დამერწმუნებინა.

ერთი კვირის შემდეგ, სკოლაში მივედი თუ არა, ჩვენი კლასელი რეზიკო ახალი სათვალით შემოვიდა საკლასო ოთახში.

- რა ლამაზი სათვალეა! - თქვა ანამ, როგორც კი თვალი მოჰკრა რეზიკოს.
- მადლობა, ახლა რენტგენივით მხედველობა მაქვს!
- რა მაგარია! - გადაიკისკისა ნინომ. - მეც დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი.
- რეზი, ახლა ოთხი თვალი გაქვს! - გაიცინა მიშომ.
- აბა რა! - უპასუხა რეზიკომ. - ახლა ოთხი თვალი მაქვს და თქვენზე ორჯერ უკეთესი მხედველობა!
- მე მგონი, ადამიანები სათვალით ცოტა უცნაურად გამოიყურებიან. - ანამ რეზიკოს ახალი აქსესუარი ყურადღებით შეათვალიერა.
- მართალია! ჰოდა, მე მინდა გიჩვენოთ, როგორ გამოიყურებიან უცნაური ადამიანები, - თქვა რეზიკომ და სახე ახლოს მიუტანა ანას.

ყველას გაეცინა რეზიკოს ხუმრობაზე.

მე ხან რეზიკოს ვუყურებდი, ხან - გიგას. მინდოდა, რეზიკოს ხუმრობის შემდეგ მაინც ამოეღო ჩანთიდან თავისი სათვალე და ეთქვა: “აბა, თუ მიხვდებით, რა უნდა გითხრათ? მეც მაქვს სათვალე!” მაგრამ ის ჩუმად იჯდა მერხთან და თავი წიგნში ჩაერგო, ვითომ კითხულობდა.

თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გიგამ გაბედა და სკოლაში ახალი სათვალე გაიკეთა. რეზიკოსგან განსხვავებით მას ხუმრობა არ დაუწყია, უბრალოდ, ჩუმად მოირგო და კლასში შემოვიდა. თავიდან ერთი-ორჯერ მსუბუქად გაეხუმრნენ, ზოგს კი საერთოდ არ შეუმჩნევია.

იმ დღიდან მოყოლებული, გიგა ისევ კლასის საუკეთესო სპორტსმენად იქცა. სათვალით ბურთსაც კარგად ხედავდა და თანაგუნდელებსაც ადვილად არჩევდა სხვებისგან. მისი გუნდიც ისევ ძველებურად თითქმის ყოველთვის იგებდა. გიგას სათვალეს ყველამ თვალი შევაჩვიეთ და უცნაურადაც აღარ გვეჩვენებოდა.

* * *

ამა თუ იმ სულელური მიზეზით, სათვალის თუ სხვა რამის გამო, სკოლაში ვინმე თუ გაჯავრებს ან დაგცინის, უბრალოდ სცადე, ყურადღება არ მიაქციო. საერთოდ, როცა ვინმე სხვას აჯავრებს ან დასცინის, ყურადღების მიპყრობას ცდილობს. თუ თავს ისე დაიჭერ, თითქოს ეს საერთოდ არ გადარდებს, მას ასე მოქცევის ხალისი გაუქრება. ნამდვილ მეგობრებს კი ყოველთვის მოეწონები ისეთი, როგორიც ხარ. მათთვის ხომ სულერთია, როგორ გამოიყურები.

16 კეთილი გული

▲back to top


ნატროშვილი გიორგი

კეთილი გული

თამაზი სოფლის ბოლოში ცხოვრობდა. სკოლა შორს იყო და ამიტომ ბიჭი ადრიანად მიდიოდა ხოლმე.

ერთხელ, შუა გზაში რომ იყო, დაინახა, ერთი სახლის ფანჯრიდან შავი კვამლი გამოდიოდა.

თამაზს ტირილის ხმა შემოესმა, მარდად შევარდა ეზოში და ცეცხლმოკიდებული სახლიდან პატარა გოგონა გამოიყვანა.

ამასობაში მეზობლები მოცვივდნენ და ხანძარი ჩააქრეს. გოგონას დედა მეზობლებში ყოფილიყო გადასული და იქ შეჰგვიანებოდა. იგი სირბილით შემოვარდა ეზოში და შვილი გულში ჩაიკრა. მითხარით, ვინ გადაარჩინა ჩემი შვილი, იმის კეთილ გულს ვენაცვალე, მაჩვენეთ ის კარგი ადამიანი, რომ სიკეთე გადავუხადო, — გაიძახოდა დედა.

ერთმა ბერიკაცმა უთხრა გოგონას დედას:

შვილო, განა სიკეთეს იმიტომ სჩადიან, სამაგიერო გადაგვიხადეთო. სიკეთე მზის შუქსა ჰგავს — ანათებს და ათბობს.

მაინც გადაწყვიტეს, ეპოვათ ის ბიჭი. ეძებეს, ეძებეს და ვერსად იპოვეს.

ან როგორ იპოვიდნენ? თამაზი უკვე კლასში იჯდა და გულმოდგინედ უსმენდა მასწავლებელს.

17 ძალა ერთობისა

▲back to top


ორბელიანი სულხან-საბა

ძალა ერთობისა

ერთ დიდებულ მეფეს ოცდაათი ვაჟი ჰყავდა.

როცა დაბერდა და სიკვდილის ჟამი მოუახლოვდა, მოიხმო მეფემ ვაჟები, მოატანინა ოცდაათი ისარი, მაგრად შეკრა ერთ კონად და მოზიდა, რათა გაეტეხა, მაგრამ ვერ გატეხა.

მერე კონა დაშალა, თითო-თითო ისარი აიღო, მოზიდა და ყველა ადვილად დაამტვრია.

მიუბრუნდა მეფე შვილებს და უთხრა:

- თუ ერთად იქნებით, ერთ მუჭად შეკრული, მტერი ისე ვერ გაგტეხთ, როგორც მე ისრების კონა ვერ გავტეხე; მაგრამ თუ გაიყრებით, მტერი ისე სათითაოდ დაგლეწავთ, როგორც ცალ-ცალკე ისრები დავამტვრიეო.

18 კუ და მორიელი

▲back to top


ორბელიანი სულხან-საბა

კუ და მორიელი

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.

მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!

შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო?

მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.

კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.

19 ენით დაკოდილი

▲back to top


ორბელიანი სულხან-საბა

ენით დაკოდილი

კაცი და დათვი დაძმობილდენ. ერთხელ კაცმა დათვი შინ მიიწვია და კარგად მოალხინა. გამოთხოვებისას კაცმა დათვი გადაკოცნა და ცოლსაც აკოცნინა.

ქალი დათვის სიმყრალემ შეაწუხა, გადააფურთხა და თქვა:

- პირმყრალ სტუმარს ვერ ვეწყობიო!

დათვი წავიდა.

ცოტა ხნის შემდეგ ეს კაცი წავიდა სტუმრად დათვთან და თან ცული წაიღო: გზად შეშას მოვჭრი და წამოვიღებო!

შეხვდნენ ერთმანეთს და როგორც მეგობრობას შეეფერებოდა იმგვარად მოისიყვარულეს. მერე დათვმა დაიჟინა:

- თავზე ერთი ცული დამკარი და დამკოდეო!

კაცმა უარი უთხრა, მაგრამ დათვი არ მოეშვა. კაცმაც დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა.

ერთი თვის შემდეგ ისევ შეხვდნენ. დათვს თავი გამთელებოდა.

დათვმა უთხრა:

ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენი ცოლის ენით დაკოდილი გული არაო.

20 ძუნწი და ოქრო

▲back to top


ორბელიანი სულხან-საბა

ძუნწი და ოქრო

ერთმა კაცმა დიდძალი ოქრო მიწაში დაფლა. ყოველდღე მიდიოდა და ნახულობდა იმ ადგილს. ეს ყველაფერი სხვა კაცმა შეამჩნია და თქვა:

- მივალ და იმ ადგილს ამოვთხრი, რომელსაც ასე ხშირად ნახულობს, გავიგო, რას მალავსო.

მივიდა ღამით, ამოთხარა ოქრო და წაიღო, მის ნაცვლად კი ქვის ლოდი დამარხა.

მოუნდა კაცს თავისი ოქროს ნახვა, ამოთხარა და ოქროს ნაცვლად ლოდი რომ დაინახა, დაიწყო ტირილი და ვაება. მივიდა ქურდი და ჰკითხა:

- რად სტირიო?

მან უპასუხა:

- ოქრო დავმარხე, დახარჯვა არ მინდოდა. მოუპარავთ და მის ნაცვლად ლოდი დაუფლავთო.

ოქროს მომპარავმა უპასუხა:

- ვაი შენ! რა გატირებს? თუ არ დახარჯავდი, მიწაში გინდა ოქრო გდებია და გინდა ქვაო!

21 უტკბესი და უმწარესი

▲back to top


ორბელიანი სულხან-საბა

უტკბესი და უმწარესი

ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო!

წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა.

უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არა იპოვებოდესო!

წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.

უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო!

მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარან ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო

წყარო: shemecneba.ge

22 კოჭლი კაცი

▲back to top


გოგებაშვილი იაკობ

კოჭლი კაცი

ქუჩაში მიდიოდა ჯოხზე დაყრდნობილი კოჭლი კაცი. უკან მიჰყვებოდნენ აბეზარი ბიჭები, დასცინოდნენ და აჯავრებდნენ.

კოჭლი კაცი აბეზარ ბიჭებს ხმას არ სცემდა, მაგრამ ეტყობოდა, ბიჭების დაცინვა გულს უკლავდა.

მოხუცმა კაცმა შეაჩერა ბიჭები და უთხრა:

- მოიცადეთ ბავშვებო! გინდათ, გიამბოთ ამ კოჭლი კაცის ამბავი? მე მას ვიცნობ, ჩემი მეზობელია.

ბიჭებმა ყური დაუგდეს მოხუცს.

- ეს კაცი ახალგაზრდობაში ძალიან მამაცი ვაჟკაცი იყო. ჩვენს უბანში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმოკიდებულ სახლში დედას პაწია შვილი დარჩა. საბრალო დედა ყვიროდა, ყველას ემუდარებოდა, რომ ბავშვი გადაერჩინათ.

აი, ამ კაცმა მიაყუდა კიბე სახლს და ცეცხლში შევარდა. მალე ბავშვი თოკმოკიდებული კალათით დაბლა ჩამოუშვა. თვითონ კიბით ჩამოდიოდა, მაგრამ უკვე ცეცხლი ეკიდებოდა კიბეს და კაცის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, ჩატყდა და კაცი სიმაღლიდან ძირს გადმოვარდა. სწორედ ამ დროს მოიტეხა ფეხი და ამის შემდეგ ის კოჭლია. აი, მისი ამბავი. ახლა გაეკიდეთ და კიდევ დასცინეთ!

ბიჭები თავჩაღუნული და ხმაგაკმენდილები იდგნენ. ზოგ მათგანს თვალებზე ცრემლიც კი მოსდიოდა.

23 ამაყი ყვავილი

▲back to top


ნაკაშიძე ნინო

ამაყი ყვავილი


პატარა ნაკადულის პირას დიდი, ლამაზი ყვავილი ამოვიდა. ნაკადულს ყვავილი უყვარდა, ურწყავდა ძირს და ნაზ სიმღერებს უმღეროდა. ერთხელ მეტის სიყვარულით ნაკადულმა ბევრი წყალი შეაშხაპუნა და დაასველა ყვავილი.

ყვავილი გაუჯავრდა ნაკადულს:

- თავი მომაბეზრა ამ საძაგელმა, - თქვა მან, - სულ დამისველა და გამიფუჭა ჩემი მშვენიერი კაბა, წადი, დაიკარგე აქედან, ახლოს აღარ გამეკარო!

ნაკადულს გული ატკინა ყვავილის საყვედურმა. დაიწია უკან და მოშორდა ყვავილს.

მზე თანდათან უმატებდა სიცხეს.

ყვავილს მოსწყურდა, კაბა დაემტვერა და დასუსტდა.

- ნეტავი აქ იყოს ახლა ჩემი საყვარელი ნაკადული, - ნატრობდა ყვავილი და ეძახდა თავის მეგობარს, მაგრამ მისი სუსტი ხმა არ ესმოდა შორს წასულ ნაკადულს, და ამაყი ყვავილი უწყლოდ ჭკნებოდა მზის სიცხისაგან.

24 კუდიანი ქუდი

▲back to top


შარაშენიძე ნინო

კუდიანი ქუდი

ქეთი პატარა გოგოა.

ერთხელ ქეთიმ გზაში კნუტი იპოვა. ქეთიმ კნუტი სახლში წაიყვანა.

ქეთიმ კნუტს კატო დაარქვა.

კნუტი მალე გაიზარდა.

ახლა ყველა ასე ეძახის: ქეთის კატა კატო.

კატო ძალიან ცელქი კატაა. ის ხშირად აცინებს ოჯახის წევრებს.

ერთხელ ქეთის მამასთან სტუმარი მოვიდა. ძალიან მაღალი კაცი იყო. თავზე დიდი ქუდი ეხურა.

დედამ მაგიდის გაწყობა დაიწყო. უნდა ევახშმათ. სტუმარმა ქუდი სკამზე დადო. თვითონ აბაზანაში შევიდა ხელების დასაბანად.

უცებ ქეთიმ ყვირილი დაიწყო: დედა, მამა, ნახეთ, ქუდი დადის! ჩვენი სტუმრის ქუდი დადის! ქუდს კუდი აქვს!

დედა და მამა სამზარეულოდან ოთახში გამოვარდნენ. იატაკზე დაიხედეს და სიცილი დაიწყეს.

სტუმრის დიდი ქუდი სკამზე აღარ იდო. მაგიდის ქვეშ აქეთ-იქით დადიოდა.

ქუდიდან კი გრძელი ფუმფულა კუდი მოჩანდა.

25 საჩუქარი

▲back to top


მიშველაძე რევაზ

საჩუქრები

ზაზას დედამ საჩუქრად დიდი, სათამაშო დათვი მოუტანა. დათვს ფართო ყურები ჰქონდა და რბილი თათები. სიარულით ცას ეწია ზაზა-ბიჭი, მერე დედას ყელზე მოეხვია და ჩაჩურჩულა:

— დედიკო, შენ ყველაზე უფრო მიყვარხარ!
— მამა?.
— მამაც მიყვარს, მაგრამ შენსავით არა.

არ გასულა ერთი კვირა და მამამ ახალთახალი ველოსიპედით დაასაჩუქრა ზაზა. სიხარულით ცას ეწია ზაზა-ბიჭი, მერე მამას ყელზე მოეხვია და ჩასჩურჩულა:

— მამიკო, შენ ყველაზე უკეთესი ხარ!
— დედა? — ჰკითხა მანამ.
— დედაც მიყვარს, ოღონი შენზე მეტად არა.

როცა თეთრი ზამთარი მოვილა, ზაზას სცოდა და ღუმელს აღარ სცილდებოდა გარეთ თოვლი იყო და ველოსიპელით ვერ გაივლილა.

ერთ დღეს სოფლიდან ბებო ჩამოვიდა, ჩამოვიდა და შვილიშეილს ბევრი ჩურჩხელა და ხილი ჩამოუტანა.

სიხარულით ცას ეწია ზაზა-ბიჭი, შერე ბებოს ყელხე მოეხვია და ჩასჩურჩულა:

ძლიერ.

— ბებიკო, შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ.
— მამა? — ჰკითხა ბებომ.

ზაზამ თავი ჩაღუნა.

— დედა? — ისევ მკითხა ბებომ. ზაზამ უფრო ჩაღუნა თავი.

კიდევ კარგი, კეთილ ბებოს არ უთქვამს: თურმე საჩუქრებისთვის გცოდნია სიყვარულიო, თორემ ხომ შერცხვებოდა ბიჭი?!

26 ენა ქართული

▲back to top


მაჭავარიანი მუხრან

ენა ქართული

ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!

27 გული

▲back to top


ლორთქიფანიძე ნიკო

გული

მოკვდა.

დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.

- ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებუ; ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

- მე დავაჭკნე!

- მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

28 ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ...

▲back to top


ლებანიძე მურმან

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ...

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...

29 * * * (კაცად მაშინ ხარ საქები

▲back to top


ჭავჭავაძე ილია

* * * (კაცად მაშინ ხარ საქები)

კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

30 * * * (ეს პატარა ტყე

▲back to top


ხარხელაური ტარიელ

* * * (ეს პატარა ტყე)

ეს პატარა ტყე ..
ეს პატარა ტყე,
ესპატარა მთა
და ეს ჩანჩქერი –
აი,
ესაა ჩემი სამშობლო,
სხვა არაფერი…
და თუ შეგაკრთობს სიო მთიდან წამონაფრენი –
აი,
ესაა ჩემი ბავშვობა,
სხვა არაფერი…
მთები,
ნისლები,
მზის ოქროსფერი სხივით ნაფერი –
აი,
ეს არის ჩემი სიმდიდრე,
სხვა არაფერი.
ხან მძლევს,
ამიტანს
და ცრემლები მახრჩობს სიმწრისა,
თუ რამე მომკლავს –
დარდი მომკლავს –
ჩემი მიწისა…

31 ქარი ქრის

▲back to top


ტაბიძე გალაკტიონ

ქარი ქრის

ფავორიტებში დამატება
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს
შენი მე ხატება დამდევს თან,
ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის

32 მერი

▲back to top


ტაბიძე გალაკტიონ

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

33 *** (გაგონდება თუ არა)

▲back to top


ტაბიძე გალაკტიონ

*** (გაგონდება თუ არა)

გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები.

კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები,
თუ მზემ გადაუარა
და ჩაუქრო ალები.

მოვდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი, სადა ხარ
და რომელსა მხარესა.
 

34 უსიყვარულოდ

▲back to top


ტაბიძე გალაკტიონ

უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
 

35 მამული

▲back to top


ტაბიძე გალაკტიონ

მამული

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ აყვავდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!