უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ჯ
ჯაბართ-ი აბდ ალ-რაჰმან – ეგვიპტელი ისტორიკოსი (1753 ან 1754-1826).
ჯაბირ იბნ ჰაიან-ი (ლათინიზებული სახელი – გებერი, Geber) – არაბი მეცნიერი (დაახლ. 721– დაახლ. 815)
ჯაგან-ი (Jagan) ჩედი – გაიანის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1918-1997)
ჯაგაროვ-ი (Джагаров) გეორგი – ბულგარელი მწერალი და საზ. მოღვაწე (1925-1995)
ჯავარა დაუდა კაირაბა – გამბიის სახელმწ. მოღვაწე (დ. 1924-)
ჯავაჰერ-ი მოჰამად ალი – ირანელი პოეტი და საზ. მოღვაწე (დ. 1913-)
ჯავაჰირი მუჰამად – არაბი პოეტი და საზ. მოღვაწე (ერაყი) (1905-2000)
ჯაზარ-ფაშა, აჰმედ-ფაშა – პალესტინისა და სირიის მმართველი (დაახლ. 1720-1804).
ჯაიადევა პიუშავარშა – ინდოელი მწერალი (XII ს.).
ჯაიავარმან VII – კამბუჯადეშის (ისტორიულ ლიტერატურაში ცნობილია ანგკორის კამბოჯის სახელით) მეფე (XII-XIII სს.).
ჯაიასი მალიქ მუჰამად – ინდოელი პოეტი (XV ს. დასასრ. – XVI ს. დასაწყ.).
ჯაიევერ-ი (Giaever) აივარ – ამერიკელი ფიზიკოსი (დ. 1929-)
ჯაკოვიჩ-ი (Ðaković) ჯურო – იუგოსლავიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1886-1929).
ჯაკომეტი (Giacometti) ალბერტო – შვეიცარიელი მოქანდაკე და ფერმწერი (1901-1966).
ჯალალედინ-ი – ხვარაზმშაჰი (გ. 1231).
ჯალსკი (Gjalski, Ðalski) ქსავერ შანდორ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – ლუბომირ ბაბიჩი, Babić) – ხორვატი მწერალი (1854-1935).
ჯამალზადე სეიდ მოჰამად ალი – ირანელი მწერალი (1890-1997).
ჯამბოლონია (Giambologna), ჯოვანი ბოლონია (Giovanni Bologna) (ნამდვ.სახელი – ჟან დე ბულონი, Jean de Boulogne) – იტალიელი მოქანდაკე (1529-1608).
ჯამი აბდ ალ-რაჰმან ნურ ალ-დინ იბნ აჰმად – სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის კლასიკოსი (1414-1492).
ჯამილ-ი იბნ აბდ ალ-ლაჰ იბნ მაამარ – არაბი პოეტი (გ. 701).
ჯან ვენტიან-ი, ლო ფუ – ჩინეთის პოლიტ. მოღვაწე (დ. 1900-?)
ჯან ლოსინ-ი – ნიანძიუნის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩინეთში (გ. 1863).
ჯან სიანჯუნ-ი – გლეხთა ომის (1628-45) ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩინეთში (1606-1647).
ჯან სიუელიან-ი – ჩინეთის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1898-2001)
ჯან ტაიიან-ი – ჩინეთის პოლიტ. მოღვაწე (1868-1936).
ჯან ტაილეი – ჩინეთის კომპარტიის მოღვაწე (1898-1927).
ჯან ტიანი – ჩინელი მწერალი (1906-1985)
ჯან ციან-ი – ჩინელი დიპლომატი და მოგზაური (გ. დაახლ. ძვ. წ. 103).
ჯან ძაი, ჯან ძი – ჩინელი ფილოსოფოსი (1020-1077).
ჯან ძიაო – გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი ჩინეთში (გ. 184).
ჯან ძოლინ-ი – ჩინელი გენერალი (1876-1928).
ჯან ხენ-ი – ჩინელი ასტრონომი (78-139).
ჯან ჯიდუნ-ი – ჩინეთის სახელმწ. მოღვაწე (1837-1909).
ჯაო კუანინ-ი (სატაძრო სახელი – ტაი-ძუ) – ჩინეთის იმპერატორი (927-976).
ჯაო შული - ჩინელი მწერალი (1906-1970).
ჯაო ძიიან-ი – ჩინეთის სახელმწ. მოღვაწე (დ. 1919-?)
ჯარარ-ი ღულამ რაჰმან – ავღანელი მწერალი, პუბლიცისტი და მეცნიერი (დ. 1915-) (96 წ.)
ჯარვის-ი (Jervis) ჯონ, გრაფი სენტ-ვინსენტი (Saint Vincent) – ინგლისის ფლოტის ადმირალი (1735-1823).
ჯარირ-ი აბუ ჰაზრა იბნ ატიია იბნ ალ-ხატაფა (ჰუზაიფა) – არაბი პოეტი (653-733).
ჯასპერ-ი (Jasper) ჰერბერტ ჰენრი – კანადელი ნეიროფიზიოლოგი (1906-1999).
ჯაფრი ალი სარდარ – ინდოელი მწერალი და საზ. მოღვაწე (1913-2000).
ჯაჰანგირ-ი – დიდ მოგოლთა სახელმწიფოს მმართველი (ინდოეთი) (1569-1627).
ჯაჰიზ-ი აბუ უსმან ამრ იბნ ბაჰრ – არაბი მწერალი (დაახლ. 767-868).
ჯევდეთ-ი (Cevdet) აჰმედ – თურქი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1822-1895).
ჯევონზ-ი (Jevons) უილიამ სტენლი – ინგლისელი ეკონომისტი, სტატისტიკოსი, ფილოსოფოს-ლოგიკოსი (1935-1882).
ჯეზუალდო დი ვენოზა (Gesualdo di Venosa) კარლო – იტალიელი კომპოზიტორი
(1560-1613 ან 1614).
ჯეიმზ I (James) – ინგლისის მეფე (1566-1625).
ჯეიმზ II (James) – ინგლისის მეფე (1633-1701).
ჯეიმზ-ი (James) პრესტონ – ამერიკელი გეოგრაფი (1899-1986).
ჯეიმზ-ი (James) უილიამ – ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი (1842-1910).
ჯეიმზ-ი (James) ჰენრი – ამერიკელი მწერალი (1843-1916).
ჯეიმსონ-ი (Jameson) ლინდერ სტარ – ინგლისელი კოლონიზატორი სამხ. აფრიკაში (1853-1917).
ჯელიკოუ (Jellicoe) ჯონ რაშოურთ – გრაფი, ინგლისის ფლოტის ადმირალი (1859-1935).
ჯემალ ალ-დინ ალ-ავღანი მუჰამად სეიდ – მუსლიმი რელიგიურ-პოლოტ. მოღვაწე; წარმოშობით ავღანელი (1838 – ან 1839-1897).
ჯემალ-ფაშა (Cemal Paşa) აჰმედ – თურქეთის სამხ. და სახელმწ. მოღვაწე (1872-1922).
ჯემელი-კარერი (Jemelli-Careri) კარლო – ნეაპოლელი მოგზაური; აქვს ცნობები საქართველოზე (1651-1725).
ჯემსონ-ი ლინდერ სტარ, იხ. ჯეიმსონი ლ. ს.
ჯენარი (Gennari) ეჯიდიო – იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1876-1942).
ჯენაფ შაჰაბედინ-ი (Cenap Şahabettin) – თურქი მწერალი (1870-1934).
ჯენერ-ი (Jenner) ედუარდ – ინგლისელი ექიმი (1749-1823).
ჯენეს-ი (Jenness) დაიამონდ – კანადელი ეთნოგრაფი (1886-1969).
ჯენკინსონ-ი (Jenkinson) ანტონი – ინგლისელი ვაჭარი და დიპლომატი (გ. დაახლ. 1611).
ჯენტილე (Gentile) ჯოვანი – იტალიელი ფილოსოფოსი (1875-1944).
ჯენტილესკი (Gentileschi; საკუთრივ – ლომი, Lomi) ორაციო – იტალიელი ფერმწერი (1563-1638).
ჯენტილი (Gentili) ალბერიკო – იტალიელი იურისტი, დიპლომატი (1552-1608).
ჯენ ჩენგუნ-ი (ევროპულ ლიტერატურაში – კოქსინგა) – ჩინელი მხედართმთავარი, ვაჭარი (1624-1662).
ჯენ ხე – ჩინელი მოგზაური, ფლოტის სარდალი, დიპლომატი (1371 – დაახლ. 1434).
ჯენ ჯენდო – ჩინელი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, საზ. მოღვაწე (1898-1958).
ჯერმანეტო (Germanetto) ჯოვანი – იტალიელი მწერალი, იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1885-1959).
ჯერმერ-ი ლესტერ ჰალბერტ, იხ. გერმერი ლ. ჰ.
ჯერმი (Germi) პიეტრო – იტალიელი მსახიობი და რეჟისორი (1914-1974).
ჯერომ-ი (Jerome) ჯერომ კლაპკა (ჯერომ კ. ჯერომი) – ინგლისელი მწერალი
(1859-1927).
ჯეფერსონ-ი (Jefferson) ტომას – აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1743-1826).
ჯეფერსონ-ი (Jefferson) ჯოზეფ – ამერიკელი მსახიობი (1829-1905).
ჯეფრი (Jeffrey) ედუარდ ჩარლზ – ამერიკელი ბოტანიკოსი (1866-1952).
ჯეფრი მონმაუთელი (Geoffrey of Monmouth, Galfridus Monemutensis) – ინგლისელი მემატიანე (1100-1154).
ჯეფრიზ-ი (Jeffreys) ჰაროლდ – ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი (1891-1989).
ჯექსონ-ი (Jackson) ენდრუ – აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1767-1845).
ჯექსონ-ი (Jackson) ჯონ – ინგლისელი ნევროპათოლოგი (1835-1911).
ჯილბერტ-ი გროუ კარლ, იხ. გილბერტი გ. კ.
ჯილბერტ-ი უილიამ, იხ. გილბერტი უ.
ჯილი (Gigli) ბენიამინო – იტალიელი მომღერალი (1890-1975).
ჯინა მუჰამედ ალი – ინდოეთისა და პაკისტანის პოლიტ. მოღვაწე (1876-1948).
ჯინზ-ი (Jeans) ჯეიმზ ჰოპვუდ – ინგლისელი ფიზიკოსი და ასტრონომი (1877-1946).
ჯიოკ-ი (Giauque) უილიამ ფრენსის – ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1895-1982).
ჯირალდი ჩინტიო (Giraldi Cintio), ჩინციო (Cinzio) ჯამბატისტა – იტალიელი ჰუმანისტი, მწერალი, ლიტერატურის თეორეტიკოსი (1504-1573).
ჯირჯი ზეიდან-ი – არაბი მწერალი, პუბლიცისტი (ლიბანი) (1861-1914).
ჯობერტი (Gioberti) ვინჩენცო – იტალიის პოლიტ. მოღვაწე, ფილოსოფოსი (1801-1852).
ჯოვანიოლი (Giovagnoli) რაფაელო – იტალიელი მწერალი (1838-1915).
ჯოვანი პიზანო, იხ. პიზანო ჯ.
ჯოის-ი (Joyce) ჯეიმზ – ირლანდიელი მწერალი (1882-1941).
ჯოლი (Joly) ჯონ – ინგლისელი გეოლოგი და გეოფიზიკოსი (1857-1933).
ჯოლიტი (Giolitti) ჯოვანი – იტალიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1842-1928).
ჯონ-ი (John) ოგასტეს ედუინ – ინგლისელი ფერმწერი (1878-1961).
ჯონსონ-ი (Jonson) ბენ (ბენჯამინ) – ინგლისელი მწერალი (1573-1637).
ჯონსონ-ი (Johnson) ენდრუ – აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1808-1875).
ჯონსონ-ი (Johnson) ლინდონ – აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1908-1973).
ჯონსონ-ი (Johnson) პამელა ჰანსფორდ – ინგლისელი მწერალი ქალი (1912-1981).
ჯონსონ-ი (Johnson) სემიუელ – ინგლისელი კრიტიკოსი, ლექსიკოგრაფი და ესეისტი (1709-1784).
ჯონსონ-ი (Johnson) ფილიპ – ამერიკელი არქიტექტორი (1906-2005).
ჯონსონ-ი (Johnson) ჯეიმზ უელდონ – ამერიკელი მწერალი და საზ. მოღვაწე (1871-1938).
ჯონსონ-ი (Johnson) ჯონ – ინგლისის ჯარების შტაბის უფროსი ბომბეიში, მოგზაური (XIX ს.).
ჯონსონ-ი (Johnson) ჰიულეტ – ინგლისელი საზ. მოღვაწე (1874-1966).
ჯონ უმიწაწყლო (John Lackland) – ინგლისის მეფე (1167-1216).
ჯორდანო ბრუნო, იხ. ბრუნო ჯ. ფ.
ჯოროვ-ი (Джоров) სტოიან იულიევ – ბულგარელი რევოლუციონერი (1878-1950).
ჯორჯ I (George) – ინგლისის მეფე (1660-1727).
ჯორჯ III (George) – ინგლისის მეფე (1738-1820).
ჯორჯ IV (George) – ინგლისის მეფე (1762-1830).
ჯორჯ V (George) – ინგლისის მეფე (1865-1936).
ჯორჯ-ი (George) ჰენრი – ამერიკელი ეკონომისტი, პუბლიცისტი (1839-1897).
ჯორჯესკუ (Georgescu) ჯორჯე – რუმინელი დირიჟორი (1887-1964).
ჯორჯონე (Giorgione; ნამდვ. სახელი და გვარი – ჯორჯო ბარბარელი და კასტელფრანკო, Barbarelli da Castelfranco) – იტალიელი ფერმწერი (1476 ან 1477-1510).
ჯოტო დი ბონდონე (Giotto di Bondone) – იტალიელი ფერმწერი (1266 ან 1267-1337).
ჯო დუნი, ჯოუ-ძი – ჩინელი ფილოსოფოსი (1017-1073).
ჯოუ ენლაი – ჩინეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1898-1976).
ჯოულ-ი (Joule) ჯეიმზ პრესკოტ – ინგლისელი ფიზიკოსი (1818-1889).
ჯოუ ლიბო – ჩინელი მწერალი (1908-1979).
ჯოუნზ-ი (Jones) ერნესტ ჩარლზ – ინგლისისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი (1819-1869).
ჯოუნზ-ი (Jones) ინიგოუ – ინგლისელი არქიტექტირი (1573-1652).
ჯოუნზ-ი (Jones) რიჩარდ – ინგლისელი ეკონომისატი (1790-1855).
ჯოუნზ-ი (Jones) ჯეომზ – ამერიკელი მწერალი (1921-1977).
ჯოუნზ-ი (Jones) ჰაროლდ სპენსერ – ინგლისელი ასტრონომი (1890-1960).
ჯოუნზ-ი (Jones) ჰენრი ართურ – ინგლისელი დრამატურგი (1851-1929).
ჯოუ სინფან-ი – ჩინელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე (1895-1966).
ჯუან ძი – ძვ. ჩინელი ფილოსოფოსი (დაახლ. ძვ. წ. 369-286).
ჯუბრან-ი ხალილ ჯუბრან – არაბი მწერალი და მხატვარი (ლიბანი) (1883-1931).
ჯუგე ლიან-ი – ჩინეთის სამხ. და სახელმწ. მოღვაწე (181-234).
ჯუ დე – ჩინეთის სამხ. სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1886-1976).
ჯუდიჩე ჯუზეპე მილანელი – იტალიელი მისიონერი; მოღვაწეობდა საქართველოში
(გ. 1646).
ჯუვეინი ალა ალ-დინ ათა მალიქ იბნ მუჰამად – ირანელი ისტორიკოსი და სახელმწ. მოღვაწე (1226-1283).
ჯუზჯანი, ჯურჯანი აბუ ომარ მინჰაჯ ალ-დინ ოსმან იბნ სირაჯ ალ-დინ მუჰამად – ირანელი ისტორიკოსი (1198-1265).
ჯუ იუანჯან-ი – ჩინეთის იმპერატორი, მინის დინასტიის დამაარსებელი (1328-1398).
ჯულიო რომანო (Giulio Romano; ნამდვ. სახელი და გვარი – ჯულიო პიპი, Pippi) – იტალიელი არქიტექტორი (1492-1546).
ჯუ სი, ჯუ-ძი – ჩინელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი (1130-1200).
ჯუსტი (Giusti) ჯუზეპე – იტალიელი პოეტი (1809-1850).
ჯუსტო პრატო (Giusto Prato) - იტალიელი მისიონერი; მოღვაწეობდა საქართველოში (XVII ს.).
ჯუ შიძე – ჩინელი მათემატიკოსი (XIII ს.).
ჯუჩი – მონღოლი მხედართმთავარი (გ. დაახლ. 1227).