The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ალიფაშამ გვიღალატა
ალიფაშა გვიღალატა

ქობულეთური სიმღერა. მღერიან გურიაშიც.სიმღერა დაკავშირებულია 1878 წლ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს კვირიკეთის ბრძოლასთან და ალი ფაშა თავდგირიძის  სახელთან.

ალი ფაშამ გვიღალატა,
ჩაგვიყვანა კვირიკეთში;
იმან ფულები ეიღო,
ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში.
კაი არც მას დამართია:
ბაწრით ჩეითრიეს გემში.
მისი ყვირილი ისმოდა
სუფსას გაღმა,ბაილეთში.“

წყარო: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7