უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ყ
ყაანი ჰაბიბოლა – ირანელი პოეტი (1808-1854).
ყავამ ალ-დინ შირაზი – ირანელი ხუროთმოძღვარი (გ. 1440).
ყავამ ეს-სალთანე აჰმად – ირანის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1879-1955).
ყაზან-ყაენ-ი მაჰმუდ – ირანის მონღოლი გამგებელი პულაგუიანთა დინასტიისა (1271-1304).
ყაზვინი მირზა მოჰამედ აბდ ალ-ვაჰაბ – ირანელი ლიტერატურათმცოდნე და ტექსტოლოგი (1877-1949).
ყაზვინი ჰამდალაჰ მოსთოუფი – ირანელი ისტორიკოსი და გეოგრაფი (1281– დაახლ. 1355).
ყარჩიხა-ხან-ი – შაჰ-აბას I -ის სარდალი (გ. 1625).
ყასიმ ალი, ყასიმ იბნ ალი – ირანელი მინიატიურისტი (XV ს. დასასრ. – XVI ს. დასაწყ.).
ყაჯარები – ირანის სამეფო დინასტია (1796-1925)
ყუბილაი – მონღოლი ყაენი (1215-1294)