The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


პავლე ინგოროყვას
იაშვილი პაოლო

პავლე ინგოროყვას

გადამეტებით, ტანჯულ დღეებით
წარსული ჰკივის უკუღმართული:
ჩვენ კი უტკბილეს სამოთხეებით
გვინდა გავმართოთ მხარე ქართული.
საუკუნენი ცხელ თავანებით
ჩვენი სამშობლოს მზეში დნებიან;
მაგრამ ჯერ კიდევ ქარავანები
სცლიან ოქროებს ძველ მადნებიდან.

მიწა მსუქანი სისხლის დალევით
შენ შეგვათვისე -იმედიანი,
და გულში გივლის მკივან ალივით
შენ რუსთაველის მერედიანი.

ძმავ ინგორუყო! ჩვენება არი
და ტკბილის ტანჯვით მოსაგონები
მწველ ინდოსტანში ქართული ჯარი
და ტრაპიზონში გარნიზონები.

დაგვიბრუნდება ის ნეტარება
ამაყ დღეების გადაჩვეულებს;
თუ პოეზია შეედარება
ჯვარზე გასალტულ წმიდა რჩეულებს.

ძმავ ინგორუყო! პოეტო ადრევ
და მერე დარდო წარსულ დიდების;
გულს პოეზია იჭვებით ანგრევს
და სისხლს - დაპყრობა პირამიდების.

1921