ფოცხიშვილი მორის
ტიტები დღე დგება უტყვი და უჩვევი, თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები, ყველას სიყვარულში გიტყდებით, გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ, ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით. ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები, ო, სისხლო, რა უცებ წყალდები, ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ,
მეწამულ ბილიკზე ვდგები, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით...
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.
გლოცავთ და მიშრება ყელი, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები,
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!
სიტყვა გამოვნახოთ თბილი, -
ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები.
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!