უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ლ
ლაარპ-ი
(La Harpe) ჟან ფრანსუა დე - ფრანგი პოეტი, დრამატურგი და ლიტერატურათმცოდნე
(1739-1803).
ლაარპ-ი
(La Harpe) ფრედერიკ სეზარ დე - შვეიცარიის პოლიტ. მოღვაწე (1754-1838).
ლაას-ი
(Laas) ერნსტ - გერმანელი ფილოსოფოსი და პედაგოგი (1837-1885).
ლაბეონ-ი მარკუს ანტისციუს
(Marcus Antistius Labeo, onis) - რომაელი იურისტი (დაახლ. ძვ. წ. 50 - ახ. წ. 18).
ლაბიდ-ი იბნ რაბია აკილ
- არაბი პოეტი (დაახლ. 560–661).
ლაბიშ-ი
(Labiche) ეჟენ მარენ - ფრანგი დრამატურგი (1815-1888).
ლაბლაშ-ი
(Lablache) ლუიჯი - იტალიელი მომღერალი (1794-1858).
ლა
ბოესი
(La Boétie) ეტიენ - ფრანგი ჰუმანისტი, პოეტი და პუბლიცისტი (1530–1563).
ლაბოკ-ი
(Lubbock) ჯონ - ინგლისელი არქეოლოგი და ეთნოგრაფი (1834-1913).
ლაბრიოლა
(Labriola) ანტონიო - იტალიელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, მარქსიზმის
თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი, სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე (1843-1904).
ლაბრიუიერ-ი
(La Bruyère) ჟან დე - ფრანგი მწერალი, სატირიკოსი და მორალისტი
(1645-1696).
ლაბრუს-ი
(Labrousse) ერნესტ კამილ - ფრანგი ისტორიკოსი (1895-1988).
ლაბუდა
(Labuda) გერარდ - პოლონელი ისტორიკოსი (1916-2010).
ლაბურბ-ი
(Labourbe) ჟან მარი - ფრანგული კომუნისტური ჯგუფის ორგანიზატორი ქალი
მოსკოვში (1877-1919).
ლა
გარდია (La Guardia) ფიორელო ჰენრი - აშშ-ის პოლიტ. მოღვაწე
(1882-1947).
ლაგერკვისტ-ი
(Lagerkvist) პერ ფაბიან - შვედი მწერალი (1891-1974).
ლაგერლეფ-ი
(Lagerlöf) სელმა - შვედი მწერალი ქალი (1858-1940).
ლაგორიო
(Lagorio) ფელიქს - ნეაპოლის სამეფოს კონსული ფეოდოსიაში; აქვს ცნობები
საქართველოს შესახებ (გ. 1827-ის შემდეგ).
ლაგრანჟ-ი
(Lagrange) ჟოზეფ ლუი - ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი (1736-1813).
ლაგრანჟ-ი
(Lagrange) შარლ - საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე (1804-1857).
ლა
გუმა
(La Guma) ალექს - მწერალი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) (1925-1985).
ლადა
(Lada) იოსეფ - ჩეხი გრაფიკოსი და ფერმწერი (1887-1957).
ლადა-ზაბლოცკი
(Łada-Zabłocki) ტადეუშ - პოლონელი პოეტი (1813-1847).
ლადენბურგ-ი
(Ladenburg) ალბერტ - გერმანელი ქიმიკოსი და ქიმიის ისტორიკოსი (1842-1911).
ლაენეკ-ი
(Laennec) რენე თეოფილ იაცინტ - ფრანგი ექიმი და ანატომი (1781-1826).
ლავა
(Lava)
ვისენტე - ფილიპინების მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1947).
ლავა
(Lava) ხესუს - ფილიპინების კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (დ. 1914-?)
ლავა
(Lava) ხოსე - ფილიპინების კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (დ. 1912-?)
ლავალ-ი
(Laval) კარლ გუსტავ პატრიკ დე - შვედი ინჟინერი და გამომგონებელი
(1845-1913).
ლავალ-ი
(Laval) პიერ - საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე (1883-1945).
ლა
ვალე პუსენ-ი
(La Vallée Poussin) შარლ ჟან - ბელგიელი მათემატიკოსი (1866-1962).
ლაველ-ი
(Lavelle) ლუი - ფრანგი ფილოსოფოსი (1883-1951).
ლავერან-ი
(Laveran) შარლ ლუი ალფონს - ფრანგი ექიმი (1845-1922).
ლავის-ი
(Lavisse) ერნესტ - ფრანგი ისტორიკოსი (1842-1922).
ლავრანგას-ი
(Lavránkas) დიონისიოს (დენის) - ბერძენი კომპოზიტორი და დირიჟორი
(1864-1941).
ლავრენოვ-ი
(Лавренов) ცანკო - ბულგარელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1896-1978).
ლავრენტი ბრჟეზოველი,
იხ. ვავრჟინეც ბრჟეზოველი.
ლავუაზიე
(Lavoisier) ანტუან ლორან - ფრანგი ქიმიკოსი (1743-1794).
ლავჯოი
(Lovejoy) ართურ ონკენ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1873-1962)
ლაზარ-ი, ლაზარ ხრებელიანოვიჩი
(Лазар Хребељановић) - სერბიის მთავარი (1329-1389)
ლაზარ-ი
(Lázár) დიერდ - უნგრეთის სახელმწ. და პარტიული მოღვაწე (დ. 1924-)
ლაზარევიჩ-ი
(Лазаревић) ლაზა - სერბი მწერალი (1851-1890)
ლაზაროვ-ი
(Лазаров) ივან - ბულგარელი მოქანდაკე (1890-1952)
ლაზაროვ-ი
(Лазаров) კირილ გეორგიევ - ბულგარელი ეკონომისტი, სახელმწ. და საზ. მოღვაწე
(1895/1885-1980)
ლაზერ-ი
(Lazăr) გეორგე - რუმინელი განმანათლებლობის მოღვაწე (1779-1823)
ლაზარსფელდ-ი
(Lazarsfeld) პაულ ფელიქს - ამერიკელი სოციოლოგი (1901-1976).
ლაზიციუშ-ი
(Laziczius) დიულა - უნგრელი ენათმეცნიერი (1896-1957).
ლაიბლ-ი
(Leibl) ვილჰელმ - გერმანელი ფერმწერი (1844-1900).
ლაიბნიც-ი
(Leibniz) გოტფრიდ ვილჰელმ - გერმანელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი,
გამომგონებელი, იურისტი, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი (1646-1716).
ლაიდ-ი
(Leidy) ჯოზეფ - ამერიკელი ბიოლოგი (1823-1891).
ლაიდიგ-ი
(Leydig) ფრანც - გერმანელი ჰისტოლოგი (1821-1908).
ლაიელ-ი
(Lyall) რობერტ - ინგლისელი ბოტანიკოსი და მოგზაური (1790-1831).
ლაიელ-ი
(Lyell) ჩარლზ - ინგლისელი ბუნებისმეტყველი (1797-1875).
ლაიზევიც-ი
(Leisewitz) იოჰან ანტონ - გერმანელი დრამატურგი (1752-1806).
ლაიოშ
დიდი
(Lajos Nagy), ლაიოშ I – უნგრეთისა და პოლონეთის (ლუდვიკ დიდის ან
ლუდვიკ უნგრელის სახელით) მეფე (1326-1382).
ლაისტ-ი
(Leist) არტურ - გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, ქართველოლოგი (1852-1927).
ლაიტა
(Lajta) ბელა - უნგრელი არქიტექტორი (1873-1920).
ლაკაზ-დიუტიე
(Lacaze-Duthiers) ფელიქს ჟოზეფ ანრი - ფრანგი ზოოლოგი (1821-1901).
ლაკაილ-ი
(Lacaille, La Caille) ნიკოლა ლუი - ფრანგი ასტრონომი (1713-1762).
ლაკასან-ი
(Lacassagne) ანტუან მარსელენ ბერნარ - ფრანგი რადიოლოგი (1884-1971).
ლაკლო
(Laclos) პიერ ამბრუაზ ფრანსუა შოდერლო დე - ფრანგი მწერალი (1741-1803).
ლაკომბ-ი
(Lacombe) კლერ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე ქალი (1765-1798)
ლაკომბ-ი
(Lacombe) ოლივიე - ფრანგი ფილოსოფოსი (1904-2001)
ლა
კონდამინ-ი შარლ მარი დე,
იხ. კონდამინი შ. მ. დე
ლაკრუა
(Lacroix) ალფრედ ფრანსუა ანტუან - ფრანგი მინერალოგი და პეტროგრაფი
(1863-1948).
ლაკრუა
(Lacroix) ჟან - ფრანგი ფილოსოფოსი (1900-1986)
ლალ-ი
ბრაჯ ბასი
- ინდოელი არქეოლოგი (დ. 1921-?)
ლალანდ-ი
(Lalande) ანდრე - ფრანგი ფილოსოფოსი (1867-1963).
ლალანდ-ი
(Lalande) ჟოზეფ ჟერომ ფრანსუა - ფრანგი ასტრონომი (1732-1807).
ლალემან-ი
(Lallemand) შარლ - ფრანგი გეოდეზისტი (1857-1938).
ლალიჩ-ი
(Лалић) მიხაილო - იუგოსლავიელი მწერალი (1914-1993).
ლალმან-ი
(Lalmand) ედგარ - ბელგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1965).
ლალო
(Lalo) ედუარ - ფრანგი კომპოზიტორი და მევიოლინე (1823-1892).
ლალო
(Lalo) შარლ - ფრანგი ესთეტიკოსი (1877-1953).
ლალორ-ი
(Lalor) ჯეიმზ ფინტონ - ირლანდიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (დაახლ.
1807-1849).
ლამა
(Lama) ლუჩანო - იტალიის პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (1921-1996).
ლამარ-ი
(Ламар, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - ლალიო მარინოვ პონჩევი) - ბულგარელი
მწერალი (დ. 1898-?)
ლამარკ-ი (Lamarck) ჟან ბატისტ პიერ ანტუან დე მონე - ფრანგი ბუნებისმეტყველი
(1744-1829).
ლამარკ-ი
(Lamarque) ჟან მაქსიმილიენ - საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე (1770-1832).
ლამარტინ-ი
(Lamartine) ალფონს მარი ლუი დე - ფრანგი პოეტი, პოლიტ. მოღვაწე,
პუბლიცისტი, ისტორიკოსი (1790-1869).
ლამაქე
(Lamachos) - ათენელი მხედართმთავარი (დაახლ. ძვ. წ. 470–414).
ლამბერტ-ი
(Lambert) იოჰან ჰაინრიხ - გერმანელი მეცნიერი (1728-1777).
ლამბერტი
(Lamberti) არქანჯელო - იტალიელი მისიონერი; 1633–49 წლებში მოღვაწეობდა
საქართველოში; ავტორია ნაშრომისა საქართველოს შესახებ (XVII ს.).