The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დარიანული

იაშვილი პაოლო

დარიანული

კითხულობს ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე

დაიტანჯა
     მაჯა
მარჯნის
    მძიმე
ჯაჭვის
    ტარებით.
ბევრი ცრემლი
    დამეხარჯა
ერთ ღამის
    ნეტარებით.
დაიტანჯა
    მაჯა
მარჯნის
    მძიმე ჯაჭვის
ტარებით.

    მე ლოყაზე
დამრჩა
    ფარჩა
ცხელი პირის
    მოკარებით.
დაიტანჯა
    მაჯა
მარჯნის
    მძიმე ჯაჭვის
ტარებით.
    ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
    დასჯის
ქაჯად
   
გადაგვარებით.