![]() |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - დ |
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი
წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.
ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
1 დაბალი შაირი |
▲back to top |
დ
დაბალი შაირი
რიტმულად ნელი ტემპის მქონე ტერფებისაგან შედგენილი შაირი. დაბალი შაირი ექვსტერფიანია. „იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი.” – (შოთა). |2| |3| |3| |2| |3| |3| იხ. აგრეთვე: რიტმი, ტერფი, შაირი წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და
შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და
ლიტერატურის თეორია : IX
![]() |
2 დაქტილური რითმა |
▲back to top |
დაქტილური რითმა
რითმა, რომლითაც სამი მარცვალია შეთანხმებული. მაგ: „იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი." – (შოთა).
იხ. აგრეთვე: რითმა
![]() |
3 დაქტილური ტერფი |
▲back to top |
სამი მარცვლისაგან შემდგარი ტერფი, რომელთაგან პირველი მარცვალი მახვილიანია, ხოლო
დანარჩენი ორი კი უმახვილო. დაქტილოს ბერძნულად თითს ნიშნავს. მისი სიმბოლური ნიშანია – „დიდება/ ხალხისთვის/ წამებულ/ რაინდებს.” (გ. ტაბიძე). იხ. აგრეთვე: აშუღური, ტერფი, წყობილი წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
დაქტილური ტერფის ნიმუშებია:
![]() |
4 დახასიათება |
▲back to top |
ადამიანის, საგნის ან რაიმე მოვლენის განმასხვავებელი თვისებების ჩამოთვლა. დახასიათება შეიძლება იყოს მხატვრული და არამხატვრული. მხატვრულ დახასიათებას თვითონ მწერალი გვაძლევს. მხატვრულია ი. ჭავჭავაძის მიერ
ლუარსაბისა და მისი კარ–მიდამოს მხატვრული დახასიათება. მხატვრულ დახასიათებაში
მწერალი სარგებლობს მხატვრული გამონაგონით და მეტი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით
უხვად იყენებს მეტყველების პოეტურ ფორმას – ტროპებს, ფიგურებს, არ ერიდება
გაზვიადებას და სხვ. არამხატვრულ დახასიათებაში ჩვენ ვითვალისწინებთ, უმთავრესად,
მეცნიერულ და საქმიან დახასიათებას. მწერლის მიერ მოქმედი პირის დახასიათება (პირდაპირი
ან არაპირდაპირი – მისი სულიერი ცხოვრების, მოქმედების, გარემოს, სხვებთან
ურთიერთობის და სხვა საშუალებით) მხატვრულია, მაგრამ, როდესაც ჩვენ თვითონ
ვახასიათებთ მწერლის პერსონაჟს ამავე მონაცემების საფუძველზე, მეცნიერულია. ლიტერატურის შესწავლასთან დაკავშირებით ხშირად საჭირო ხდება მხატვრული ნაწარმოების
მოქმედი პირების დახასიათება. ასეთ შემთხვევაში მხატვრულ ნაწარმოებში, მოცემული
მასალების მიხედვით, ჩვენ დახასიათების საშუალებით ვაცნობთ მკითხველს მოქმედი პირის
გარეგნობას (პორტრეტს) და მის მთავარ ფსიქიკურ (სულიერ) თვისებებს. როდესაც
ვახასიათებთ არსენა ოძელაშვილს ხალხური „არსენას ლექსის” მიხედვით, ჩვენ დასაწყისში
განვმარტავთ მის ვინაობას (როდის ცხოვრობდა ან რით იყო ცნობილი) და ყურადღებას
ვამახვილებთ მის სულიერ თვისებებზე. ხალხური არსენას მიხედვით ჩვენ შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ის იყო მამაცი, ხალხის მოყვარე, გამჭრიახი, უხვი, სულგრძელი და სხვ.
ყველა ეს თვისება დასაბუთებული უნდა იქნეს თვით მხატვრული ნაწარმოებიდან მოყვანილი
შესაფერი ადგილების საშუალებით. ამ შემთხვევაში დახასიათება ლიტერატურული
ნაწარმოების განხილვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა. საქმიანი დახასიათება ზუსტი მნიშვნელობით გულისხმობს ამა თუ იმ მოქალაქის
დახასიათებას მისი პირადი საქმის შესავსებად, ან რაიმე ორგანიზაციაში წარსადგენად
გარკვეული მიზნით. „საკვირველი თავმდაბალი; უწყინარი, უბოროტო კაცი იყო განსვენებული. იმისაგან წყენა,
ავი სიტყვა, ავი საქმე არავის ახსოვს. დიდი მოყვარული იყო თავის ქვეყნისა, ქართული
ლიტერატურისა და სიტყვიერებისა რაც კი რამ დაწერილა და დაბეჭდილა ამ უკანასკნელს
ათს–თხუთმეტს წელიწადში, ყველა გულმოდგინეობით ჰქონდა გადაკითხული ბევრი არა უწერია–რა,
მაგრამ რაც კი დაწერა, იმათში ისეთი მარგალიტები ამოირჩევა, რომ კაცს დაატკბობს
აზრითაც და სიტყვიერებითაც. აქეთ–იქით ბევრს დადიოდა განსვენებული, მონასტრებსა და
ძველს ნაშთებსა სინჯავდა. საცა–კი რაიმე შესამჩნევს ან ჩუქურთმას, ან წარწერილს
ნახავდა, გადმოიღებდა ხოლმე. არა ერთი და ორი კორესპოდენციაც მოუწერია გაგონილისა
და თვალით ნახულის თაობაზედ. მეტად საყვარელი, ტკბილი, ჩუმი კაცი იყო. ქალაქის
ხელოსნებს და სხვაგანა, საცა იცნობდნენ, ყველას უყვარდა და ყველა პატივსა სცემდა.”
იხ. აგრეთვე: არაპირდაპირი დახასიათება, მოთხრობითი თხზულება, პორტრეტი, ტროპი,
ფიგურები წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
პოეტ ი. დავითაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ი. ჭავჭავაძე მას ასე
ახასიათებს:
![]() |
5 დიალოგი |
▲back to top |
მოქმედი პირების ერთმანეთთან საუბარი. აი, როგორ გადმოგვცემს დიალოგის სახით გაბრიელისა და გლახუკას საუბარს
- ი.
ჭავჭავაძე: „– შენი სახელი, ძმობილო?– მკითხა მან. დიალოგის საშუალებით გადმოცემული აზრი უფრო ცოცხალი, მრავალშინაარსიანი და
მიმზიდველია. დიალოგის საშუალებით მწერალს შეუძლია როგორც მოვლენის დახასიათება, ისე ყოველგვარი
აზრის გამოხატვა. <b>იხ.
აგრეთვე:</b> არქაიზმი, დრამა, მონოლოგი, რეპლიკა, ტერიტორიული დიალექტი
<b>წყარო:</b> გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
–გაბრიელ. შენი?– ეხლა მე ვკითხე.
– გლახუკა.
– სადაური ხარ?
– რაჭველი. შენ
მეც ვუთხარი, სადაურიცა ვარ”.
![]() |
6 დისონანსი |
▲back to top |
უკიდურესად არაზუსტი რითმა მაგ: კავები – გეკავა; ბეჯითი – ნაბიჯით და სხვ. წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
7 ღარიბი რითმა |
▲back to top |
ლიტერატურის ისეთი გვარი, რომელშიც გამოსახვის მთავარ საშუალებად ადამიანთა
მოქმედების უშუალოდ ჩვენებაა გამოყენებული. ეპოსში, მაგალითად, „კაკო ყაჩაღში” ავტორი პირადად მოგვითხრობს კაკოს
მოქმედების შესახებ: „წამოხტა კაკო ლომივით ზეზე, სცენისათვის გადაკეთებულ „კაკო ყაჩაღში” კი, როგორც დრამატულ ნაწარმოებში,
მაყურებელი ვერ მოისმენს ავტორის მონათხრობს კაკოს მოქმედების შესახებ. მსგავსი
მოთხრობები ადამიანთა მოქმედების შესახებ დრამატულ ნაწარმოებში იცვლება
მაყურებლისათვის თვით მოქმედების უშუალოდ ჩვენებით და აგრეთვე რემარკებით, ანუ
მსახიობებზე მითითებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ. კაკოს მოქმედების შესახებ
მოთხრობის ნაცვლად პიესაში ჩვენ ვხედავთ უშუალოდ კაკოს(მსახიობს), რომელიც ჩვენს
თვალწინ მოქმედებს: წამოხტება, მხედარს დაინახავს, თოფს მოიმარჯვებს, შეაყენებს და
სხვ. კაკოს ლაპარაკიც, მისი ზაქროსადმი შეძახება(„ვინა ხარ შენა?”) მოქმედებაა.
მაგრამ ეპოსში უშუალოდ მოქმედების მხოლოდ ეს ფორმაა ნაჩვენები და ისიც არა
დამსგავსების იმ ხარისხით, როგორც ამას მსახიობი ახორციელებს. დრამატული ნაწარმოები სცენაზე შესასრულებლად იწერება და მისი დადგმის მეშვეობით
მაყურებელი უშუალოდ ხედავს პიესის პერსონაჟების სხვადასხვა მოქმედებას და
მდგომარეობას. დრამატულ ნაწარმოებში ჩვენ უშუალოდ ვეცნობით ადამიანთა ყოფაქცევას,
ურთიერთობას, განწყობილებასა და ხასიათებს. მირთა უშგუალო საუბარს თხრობით
ნაწარმოებში თან ახლავს ავტორის განმარტებანი, გმირთა სამოქმედო ადგილის აღწერანი
და სხვ. დრამატულ ნაწარმოებში კი ასეთ განმარტებას ავტორი უშუალოდ არ იძლევა,
გმირთა მოქმედების ადგილი კი პირდაპირ არის ნაჩვენები სცენის სახით. გ. ერისთავს თავის გმირთა ცხოვრების სცენაზე ჩვენების საშუალებით ჩვენ
თითქოს შევყავართ მიკირტუმ გასპარიჩებისა და თავად დიდებულიძეების ბინებში, უშუალოდ
გვაყურებინებს მათ მოქმედებას, კი არ მოგვითხრობს, არამედ უშუალოდ გვაცნობს მოქმედ
პირთა მისწრაფებებს, მათ ურთიერთობას, ყოფაქცევას და სხვ. ჩვენ უშუალოდ გვესმის
მიკირტუმ გასპარიჩის, ანდუყაფარის, ივანეს, პავლეს და მაკრინეს ენა, – ვხედავთ მათ
მოქმედებას. იმის შესახებ, თუ რა გაუკეთებიათ მოქმედ პირებს ადრე, ან მომავალში რა
სურთ გააკეთონ. დრამატული ნაწარმოების გმირები მკითხველის თვალწინ მოქმედებენ, იბრძვიან,
იმარჯვებენ, მარცხდებიან, ხარობენ, იტანჯებიან და სხვ. ეპოსისა და ლირიკისაგან
დრამატული ნაწარმოების ძირითადი განმასხვავებელი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ
დრამატურგი კი არ მოგვითხრობს საკუთარ განცდათა ან გმირების ცხოვრების შესახებ,
არამედ ითვალისწინებს მოქმედ პირთა განწყობილებასა და მოქმედების პირდაპირ ჩვენებას
სცენის საშუალებით. ზემოაღნიშნული თვისებების გამო დრამატული ნაწარმოები ისე იწერება, რომ შესაძლებელი
გახდეს მისი სცენაზე დადგმა, მისი წარმოდგენა. პიესის წარმოდგენა გულისხმობს
დეკორაციას, სცენის შესაფერად მოწყობას და მსახიობების თამაშს. მსახიობების თამაში
შედგება მათი ლაპარაკისა და მოძრაობისაგან. მსახიობის ლაპარაკი შეიძლება იყოს
მონოლოგური და დიალოგური.
<b>იხ. აგრეთვე:</b> დიალოგი, დრამატული სახე, ეპოსი,
თოფი მოზიდა და შეაყენა
და რა იხილა მხედარი ველზე,
შეჰკივლა: „მითხარ, ვინა ხარ შენა?”
კომედია, ლირიკა, მიმიკა, რემარკები, ტრაგედია
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
8 დრამატული სახე |
▲back to top |
ისეთი სახე, რომელიც გვეხატება უმთავრესად ჩვენების საშუალებით იხ. აგრეთვე: დრამა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
9 დღიური |
▲back to top |
ყოველდღიური ჩანაწერი ავტორის პირად ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი
საინტერესო მოვლენების შესახებ. სათაურის ნაცვლად დღიურში დასახელებულია დღეები (რიცხვები და ზოგჯერ საათებიც კი)
და ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გადმოცემულია დასახელებულ დროში მომხდარი
საინტერესო მოვლენები, ფაქტები, ან ავტორის პირადი შთაბეჭდილებანი, განცდები,
აზრები და სხვ. რამდენადაც დღიურში ჭარბობს პოეტური საშუალებანი, იგი ხშირად გამოსახვის მხატვრულ
ფორმადაც გვევლინება. მაგ. დღიურის ფორმითაა დაწერილი ჭოლა ლომთათიძის „პირველი მაისი” და „სახრჩობელას
წინაშე”. იხ. აგრეთვე: ავტობიოგრაფია, ახალი პოემა, მოთხრობითი თხზულება წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977