ლებანიძე მურმან
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ყოფილან
ოპიზრები-გასაშტერებელი;
ოპიზრები (ბექა და ბეშქენ) - XII-XIII სს-ის ქართველი ოქრომჭედლები. რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ყოფილა
ნიკოფსით-დარუბანდამდე
ნიკოფსით-დარუბანდამდე - ნიკოფსიიდან დარუბანდამდე; ნიკოფსია - ისტორიული
ციხე-ქალაქი შავი ზღვის პირას (ახლანდელი ქალაქი ტუაფსე; დარუბანდი -
(იგივე დერბენდი) ქალაქი კასპიის ზღვის სანაპიროზე.
ფიე, საქართველოს ჰყოლია
ვასლები!
ვასალი - შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: მემამულე, ფეოდალი, რომელიც
დამოკიდებული იყო სხვა უფრო მსხვილ ფეოდალზე.
ტევრი
გვიწალდია, ისე გვიზარდია,
ტევრი - ხშირი, დაბურული ტყე.
იყალთო
დაკეტილა,
გელათი
დანგრეულა. იყალთო - სამონასტრო კომპლექსი კახეთში, გადმოცემით აქ არსენ იყალთოელს
(XI-XII სს.) აკადემია დაუარსებია. გელათი - ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ანსამბლი ქუთაისში. დააარსა
დავით აღმაშენებელმა 1106 წ-ს. ოთხი მეფე - იგულისხმებიან მეფე პოეტები: თეიმურაზ I, თეიმურაზ II, არჩილი
და
ვახტანგ VI (მოღვაწეობდნენ XVII-XVIII სს-ში).
ამას მოჰყოლია:
„ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
"ვაჰ, დრონი, დრონი" - ფრაზა მე-19 საუკუნის ქართველი პოეტის,
ალექსანდრე
ჭავჭავაძის ლექსიდან, რომელშიც გამოხატულია გულისტკივილი საქართველოს
თავისუფლების დაკარგვის გამო.
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,
ყოფილა
მოდრეკილი, ყოფილა
ცურტაველი,
მოდრეკილი - მიქაელ მოდრეკილი, X ს-ის დიდი პოეტი, სასულიერო ჰიმნების
ავტორი - ჰიმნოგრაფი, სასულიერო მოღვაწე.
ცურტაველი - იაკობ ცურტაველი, V ს-ის მწერალი, სასულიერო პირი,
ავტორი ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული მოთხრობისა -
შუშანიკის წამება.
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და
გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
გამოჩინებული - გამოჩენილი, სახელგანთქმული.
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
რომ გავმზადებულვართ
ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
ახალი ბიზანტია - ბიზანტია დიდი იმპერია იყო. პოეტი გულისხმობს, რომ ისე
გავძლიერებულვართ, შეგვეძლო ბიზანტიის მსგავსი დიდი სახელმწიფო შეგვექმნა.
ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
-რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!