საბა
ლებანიძე მურმან
საბა
სუფევენ ველსა მწვანილოვანს
ფერნი მრავალნი;
ჯინჭველასაებრ განმრავლდიან
ერნი მავანნი,
აღიგვებიან სრულად მიწით
რომელიმენი,
გაძლების ნიჭსა ვაი-ვიშით
ჰფლობენ ივერნი;
უფალო ჩვენო! თუ არ შენით,
მაშ, მარქვი, ვისით
ვართ ათასწლობით მარტოოდენ
გაძლების ნიჭით?
მოგვმადლე ნიჭი განმრავლების
ვიეთთა გვარად,
შენ შეგვეწიე, პირს მიწისას
მოგვფინე ჯარად!!!