![]() |
აკაკი წერეთელი სკოლაში |
![]() |
1 ბიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
დაბადების თარიღი: | 21 ივნისი, 1840 |
---|---|
გარდაცვ. თარიღი: | 8 თებერვალი, 1915 (74 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | მთაწმინდის პანთეონი, თბილისი |
კატეგორია: | პოეტი, პუბლიცისტი |
დაბადების ადგილი: სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი.
ცნობილი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ბავშვობის წლები სოფელ
სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა, 1852 წლიდან ქუთაისის კლასიკურ
გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური
ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში
დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860
წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც მალევე
სიმღერის სახითაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს დიდი პოპულარობა მოუტანა.
>მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების
შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად
ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური
ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა
აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და
ეროვნული მიმართულების გამო, დაპატიმრებულიც კი იყო.
ილია ჭავჭავაძესთან ერთად, აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა
ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით,
დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი
აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. მან ახალი
ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია
ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის
ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის
სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტ
სახალხო პოეტად. ავტორია მრავალი ლექსისა და პოემისა. მისმა შემოქმედებამ
წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში.
რჩეული : ლირიკა, თარგმანი, პოემა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2006. - 212 გვ.. - ISBN: 99940-859-3-X
![]() |
2 ლექსები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 ავადმყოფი |
▲ზევით დაბრუნება |
კითხულობს: გოგი ხარაბაძე წყარო
ავადმყოფი
1880 წ. |
![]() |
2.2 აღმართ-აღმართ |
▲ზევით დაბრუნება |
აღმართ-აღმართ
მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
შემიდუღდა მაშინ სული და გული,
გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,
ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?
გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!..
მივაძახე: „ჭინჭარში ნუ ვარდები!..
შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,
ჩემო თავო! ვეღარ გკურნენ წამალით!
იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად, ის!
1876, 1 იანვარი |
![]() |
2.3 განთიადი |
▲ზევით დაბრუნება |
განთიადი
დადუმებულა მთაწმინდა,
მთაწმინდა გულში იხუტებს
მგოსანი გრძნობამორევით
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
“ვერ ავიტანე ობლობა,
წინ მომეგებენ ღიმილით
გულში იფეთქა სიამემ,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ნურც მკვდარს გამწირავ,
“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
1892 |
![]() |
2.3.1 განთიადი. /ასრულებს ნანი ბრეგვაძე/ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.4 მუხამბაზი |
▲ზევით დაბრუნება |
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!
სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია:
ჩემსავით რომ შეგიყვაროს, ვინ არი?
აწ რაღა ვარ, შენგან ტრფობას ჩვეული?
გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ!
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!
სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!
ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები!
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!
საუკუნო მეგობრობის მცველია!
ახალი კი დროებითად მწველია
და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია.
შენ ერიდე!.. მოიფარე ფარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ქალო, შეგიყვარდები!
ვინ გაღმერთოს ციურად მომცინარი,
თუ არ მევე?.. გინდა ვიყო მძინარი,
შენი სახე მაინც ჩემ თვალთ წინ არი;
თუ გამიქრა, კლდეზედ გადავვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!
ვეხეტები გზა-და-კვალდაბნეული!
ლხინს ვშორდები, ჭირისაგან წვეული!
გაყრის წამი ჩვენი იყოს წყეული!..
სჯობს, შევრიგდეთ!.. ფეხ-ქვეშ დაგივარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!
![]() |
2.5 პოეტი |
▲ზევით დაბრუნება |
პოეტი
1886 წ. |
![]() |
2.6 რაც არ იწვის, არ ანათებს |
▲ზევით დაბრუნება |
რაც არ იწვის, არ ანათებს | |||||||
რაც არ იწვის, არ ანათებს, -
ერთი წამიც კი სიცოცხლის,
მართალია, მთას რომ დასთოვს,
მაგრამ ადგილს, ცეცხლის მფშვენელს,
პოეტის გულს, გახურვებულს,
მრწამს სიწმინდე სიყვარულის
თუმც ეს მსხვერპლი საიდუმლო
2.7
სულიკო
|
სულიკო
|
გულამოსკვნილი – გულამომჯდარი, ცხარე ცრემლებით მტირალი. |
|||
ეკალში ვარდი
შევნიშნე, |
ეკალი – აქ: ცოდვის წიაღი. ვარდი – აქ: სიწმინდე, მშვენიერება. |
|||
ნიშნად თანხმობის
კოკობი
შეირხა... თავი დახარა, ცვარ-მარგალიტი ციური დაბლა ცრემლებად დაჰყარა. |
კოკობი – კოკორი, გაუშლელი ვარდი. |
|||
სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო, მივეხმატკბილე ჩიტუნას: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“
შეიფრთქიალა მგოსანმა, |
||||
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი, სხივები გადმოსულიყო, მას შევეკითხე შეფრქვევით: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ |
შეფრქვევით – აღტაცებით. |
|||
დასტური მომცა ციმციმით, სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით ნიავმაც ასე მახარა:
„ეგ არის, რასაც ეძებდი,
„სამად დაშლილა ის ერთი:
მენიშნა!.. აღარ დავეძებ
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ, |
||||
ისევ გამეხსნა სიცოცხლე, დღემდე რომ მწარედ კრულ იყო, ახლა კი ვიცი, სადაც ხარ: სამგან გაქვს ბინა, სულიკო! 1895 |
კრული – დაწყევლილი. |
![]() |
2.8 ქებათა-ქება |
▲ზევით დაბრუნება |
ქებათა-ქება
|
![]() |
2.9 ღამურა |
▲ზევით დაბრუნება |
ღამურა
|
![]() |
2.10 ჭაღარა |
▲ზევით დაბრუნება |
ჭაღარა
|
![]() |
2.11 ხარაბუზა ღენერალს |
▲ზევით დაბრუნება |
იარანალ-ხარაბუზა, სამასხარო მოედანზე რას აკეთებ? გიკვირს განა,
მიბრძანდებით, გატყობთ, ქაბას,
სადაც შრომობს რიონელი -
სადაც იყო გოგიტელა,
იმ ლიბერალს, ბურთივით მრგვალს.
ნოვღოროდის ლიბერალო,
რადგან ერთ დროს იყავ კაცი |
![]() |
2.12 ხატის წინ |
▲ზევით დაბრუნება |
ხატის წინ
|
პარპალი - აქ: ალის ნელი რხევა, თრთოლა. |
![]() |
3 პოემები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 თორნიკე ერისთავი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
თორნიკე ერისთავი
(ისტორიული პოემა)
|
თორნიკე ერისთავი - ტაოელი
დიდებულის, ჩორდვანელის ძე, ბერად აღკვეცის შემდეგ იოანე-თორნიკედ
წოდებული, X საუკუნის II ნახევარში ცნობილი ქართველი სახელმწიფო და
სასულიერო მოღვაწე იყო. ერთხანს იოანე-თორნიკე ათონის მთაზე, განთქმულ
ათანასე დიდის ლავრაში, იყო ბერად შემდგარი. X საუკუნის 60-იან წლებში
ათანასეს ლავრაში მოვიდნენ ქართველები - იოანე (იოანე ათონელი) ბერი, მისი
ძე
ეფთვიმე (ეფთვიმე
ათონელი) და თორნიკე ერისთავი, რომლებიც ერთ წელიწადზე მეტ ხანს დარჩნენ
ლავრაში, შემდეგ კი მათ სხვა ქართველებთან ერთად ათონის ივერთა მონასტერი
ააშენეს. იოანე-თორნიკე საქართველოს ისტორიაში ცნობილია, აგრეთვე, როგორც
დავით კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, რომლის დახმარებითაც X საუკუნის
70-იან წლებში (976-979 წწ.) ჩაახშეს საიმპერატორო ტახტის წინააღმდეგ
ამბოხებული ძლევამოსილი ბიზანტიელი სარდლის, ბარდა სკლიაროსის, აჯანყება.
დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12
ათასი ქართველი მეომარი, რომლებმაც სასტიკად დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი და
ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი. ბიზანტიის საიმპერატორო კარმა დაპირებული
ტერიტორია დავითს გადასცა. სამხედრო ნადავლიდან მიღებული წილი
იოანე-თორნიკემ ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა,
უდიდესი ნაწილი კი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წელს
ბიზანტიის კეისარ მა იოანე-თორნიკეს სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე
ბერი) წოდება უბოძა.
დღეს ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ივერიისად
წოდებული, ბრძანდება ათონის ივერთა მონასტერში, რომელიც მთელი ათონის გულად
ითვლება, მონასტრის შესასვლელში არის დიდი ხატი ივერონის დამაარსებელი
ქართველი ბერებისა: იოანესი, ექვთიმესი და გიორგისა, რომლებსაც, ყოველთვის
იხსენიებს მთელი ათონის მთა. იქ ყველას უყვებიან საოცარი ქართველი ბერის -
გაბრიელის - შესახებ, იქვეა ქართველთა საძვალეც, იოანე-თორნიკყოფილის
ჯაჭვის პერანგი და უამრავი ქართული ხელნაწერი. |
![]() |
3.1.2 კარი პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1.2.1 I |
▲ზევით დაბრუნება |
მეფე
დავითს, კურაპალატს, |
დავით კურაპალატი - დავით III დიდი, ადარნასე III-ის ძე. ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, ტაოს მეფე. გარდაიცვალა 1001 წელს. დავით III-ის მეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილის ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა. [კურაპალატი - საპატიო წოდება ბიზანტიის სამეფო კარზე. კურაპალატის წოდებას ანიჭებდნენ იმპერატორის ოჯახის წევრებს, ტახტის მემკვიდრეებს. IX საუკუნიდან კურაპალატობას განსაკუთრებული დამსახურებისათვის უცხოელებსაც უბოძებდნენ]. |
|||
იყო ქართლზე
მადლი ზენა: |
მადლი ზენა - ზეგარდმო ძალა, წყალობა. |
|||
და ერთმანეთს სტყორცნეს მათ
ზმა. |
ზმა - ორაზროვანი სიტყვა-თქმა ლექსში. |
|||
ყველას მეფის
ხუმარა სჯობს |
ხუმარა - მასხარა (ისტ. მსახური მეფის კარზე, რომლის მოვალეობას
შეადგენდა პატრონისა და სტუმრების გართობა მოსწრებული სიტყვა-პასუხით). |
|||
ეუბნება
ორლესულად:
„მაღლით წვიმა მოდიოდა, |
ორლესული - გადატ. ორაზროვანი. |
|||
ზმებითა და
გადაკვრითო |
გადაკვრით - მინიშნებით, არაპირდაპირ თქმა. |
![]() |
3.1.2.2 II |
▲ზევით დაბრუნება |
ზმებითა და
გადაკვრითო |
გადაკვრით - მინიშნებით, არაპირდაპირ თქმა. |
|||
აბრძანდა მეფე ბრალმდებლად, |
||||
გულზედა სისხლმოთხეული. |
სისხლმოთხეული - აქ: გამწარებული. | |||
რომ სამსჯავრო სამსჯავროში
ისა სჯობს, |
|
|
სამსჯავრო - მსაჯულთა
საკრებულო, სასამართლო. |
|
თითქოს ხახვს
გვაჭრის ყურზედა, |
|
|
ხახვს გვაჭრის ყურზედა - ფრაზ. არაფრად გვაგდებს. |
|
შესაწყნარ-პატივსადები, |
|
|
შესაწყნარი/შესაწყნარებელი - ანგარიშგასაწევი, მისაღები, საპატიო. პატივსადები - ანგარიშგასაწევი, გასამართლებელი, საპატიო (მიზეზი, საბუთი) |
![]() |
3.1.2.3 III |
▲ზევით დაბრუნება |
ახოვანი, მშვენიერი, |
|
|
|
|
„ვფიცავ იმ პირველ
მიზეზსა, |
|
|
პირველი მიზეზი -
ღმერთი. |
|
ვიფიცავ საქართველოსა |
![]() |
3.1.2.4 IV |
▲ზევით დაბრუნება |
„მწარ წარსულის მოგონებით |
|
|
|
|
შავი დღის და ვარამისა... |
შავი დღე - გადატ. უბედურება, გაჭირვება, ომი. | |||
ბევრ თქვენგანს ის არც-კი ახსოვს, |
||||
საქართველოს ადგა ბუნდი, | ბუნდი - ბინდი. | |||
მონავრულად გვესეოდა |
მონავარი - კრაზანა, ბზიკი, მავნე. |
|||
ყოველის მხრით მტრისა გუნდი. |
||||
დღეს ულუმბოს აქვს სავანე. | ულუმბო - ოლიმპის მონასტერი, ძვ. ქართული სასულიერო და მწიგნობრული კერა. | |||
სანამ მტერი გარს გვეხვია, მძვინვარებდა, ვითა ლომი, გოლიათის შებმას ჰგავდა მისი ბრძოლა, მისი ომი. მტრისა ისრით გამხვრეტელი ხმალს ულეწდა, ფარს უხევდა; ხშირად მამა-პაპის სისხლზე თავისასაც ზე ანთხევდა... ჯოჯოხეთის რისხვა იყო მისი რისხვა, მისი ვნება; სანამდი კი მტერს ჰხედავდა, არ იცოდა მოსვენება. მაგრამ, როცა საქართველო ნახა გმირმა დამშვიდებით, სხვა მაღალ მთას მიაშურა გალობით და ღვთის დიდებით. მან ფარ-ხმალი აიყარა, მოურიდლად თვისის ნებით და თავსაც ვერ იმართლებდა ის ჩემსავით მხცოვანებით. მხოლოდ უთხრა დარაზმულ ჯარს, „უქმია აწ ფარ-ხმალიო! აწ სხვა მმართებს სამსახური და მიმიწევს სხვა ვალიო!“ დაგვლოცა და მისი ხმალი გადამკიდა, მისგან რჩეულს; თაყვანი ვეც მორჩილებით, როგორც მამას, მეც კურთხეულს. მითხრა: „თორნიკ! ჰა, შენ გქონდეს სარდლობა და ჩემი ხმალი; ვინძლო ღირსად აასრულო მომავალში შენი ვალი!..“ ამ სიტყვებმა მომიმატეს მე სიმხნე და ერთგულება, გულმა იგრძნო ფოლადობა და სულმაცა ამაღლება! თუმცა ამგვარ დიდებისა უღირსად თავს ვიგულებდი, მაგრამ მაინც უნებურად დღემდი ჩემს ვალს ვასრულებდი. ავათ იყო ის, თუ კარგათ, თქვენს ხელთ არის დაფასება: მე არ მფერობს ჩემი თავის არც გინება და არც ქება! ვიტყვი მხოლოდ: ხმა ისმოდა თქვენგან ჩემის პირველობის და მე მხოლოდ ვთავკაცობდი, შემწირველი დიდ მადლობის. მეფისა და სამშობლოს წინ, მართალია, მიძღვის ღვაწლი, მაგრამ, მეფევ, სხვას დავუთმობ აწ სამსახურს... სხვას დავაცლი! იმიტომ რომ აღარა ვარ, რაც ვიყავი ადრე... ძველად: ჩემ სისუსტეს გული გრძნობს და გონება სწყვეტს უეჭველად! მართალია, ეს ჭაღარა სიყვარულს და სურვილს ვერ ჰკლავს, მაგრამ ღონის წახმარება აღარ ძალუძს მუხლსა და მკლავს! ადრინდულად მუხლს არ მერჩის, აღარ მიჭრის არცა თვალი... და ვით შევსძლო, მაშ, სარდლობა, როცა ასტყდეს ბრძოლის ალი? ვისაც ჰხედავ აქ, სუყველა არის ჩემგან გამოზრდილი, ათასჯერ და ათასგვარად ბრძოლის ველზე გამოცდილი. რაც მე ვიცი რაზმთა წყობა და სამხედრო წესი სრული, მაგათაც აქვსთ ჩემგანავე ახსნილი და განსწავლული. ჩემზედ მეტიც შეუძლიათ, უკეთ გაჰკვეთს მათი ხმალი, და ჩემსავით სიბერითა არ უმტყუნებსთ ომში თვალი. ბევრია, რომ ჩემზე უფრო დღეს შეშვენით მათ სარდლობა, და რათ დახვდეს ღობე-ყორედ იმათ ჩემი პირველობა?.. რომ ამხადო პირველობა, მეფევ, შენ ეს არ შეგშვენის! უმადურად ჩაითვლები... გქონდეს რიდი ქვეყნის ენის! და, რომ ჩემის წარსულითა დღესაც კიდევ ვისარგებლო, მოღალატე შევიქმნები... მეძულება მე სამშობლო!.. აი, მეფევ, თუ რათ ვბედავ თქვენს წინაშე დღეს ურჩობას, და სულ სხვა გზით მიმავალი გილოცავ თქვენ გამარჯობას!.. იოანეს მივაშურებ... შევუდგები მეც მის კვალსა და, თქვენისვე ნებადართვით, სხვას გადავცემ ამ ჩემ ხმალსა!“ ესა სთქვა და მისი ხმალი ორბელიძეს გაუშვირა და ამგვარმა მისმა სიტყვამ გულში ბევრი აატირა... |
![]() |
3.1.2.5 V |
▲ზევით დაბრუნება |
ხმალზე უფრო ძლიერად სჭრის პატარა და რბილი ენა, გაჰკვეთს ხვანჯსა უგნურების... მისი ტყვეა ხშირად სმენა. ხან გონება გამოცდილი მას მოაქნევს მრავალგვარად, ხან, მფარავი ხვაშიადის, გული აგებს გრძნობის ფარად. დროზე უნდა მოხმარება, მხმარებელიც გონიერი, რომ ხან ნაღვლით გაილესოს, ხან ძირტკბილით ენის წვერი... თორნიკემაც ნაღველ-თაფლად გრძნობა გულში ჩაიყენა და სიმართლის ხელით მასში ამოუწო მისი ენა. მით მოხიბლა, როგორც მეფე, ისე ყველა მსაჯულიცა და იმათის თანხმობითა სურვილი მან გაიმტკიცა... ჩამობრძანდა მეფე ტახტით, ვეღარაფრის ვერამთქმელი, მივიდა და მოხუცებულს გადახვია ძმურად ხელი. უთხრა: „თორნიკ! როგორც მეფემ, მოგისმინე საუბარი. თანახმა ვარ, და აწ გეტყვი... როგორც ძმა და მეგობარი, რომ ჯერ კიდევ ქვეყნისათვის საჭირო ხარ... დიდი მარგი, - და უდროვოდ აგიღია საიმქვეყნო საგზალ-ბარგი. უცხო მხარეს გადაკარგვა, ვფიცავ, შენი მიმძიმდება! ნუთუ ჩვენი ქვეყნის ტაძრებს არ აქვს იგივ ძალ-დიდება?“ მოახსენა: „ვიცი, მაგრამ, ქართლშივე რომ მიგულებენ ჩემი გაზრდილ-ერთგულები, რომ არ მნახონ, ვერ გასძლებენ, მეცა გული არ გამიძლებს, ვერც მე დავთმობ იმათ ნახვას, და ცოდვილ სულს ბევრს დავაკლებ: გადავყვები სოფლის ზრახვას... იქ-კი არვინ მეყოლება შემაცდენი, უცხო მხარეს, დღე ყოველ და ყოველ წამსა ცრემლებს დავღვრი მე მდუღარეს. და ვითხოვ, რომ ღმერთმა, მეფევ, გადიდოს და გადღეგრძელოს და წყალობა არ მოაკლოს ჩვენს პატარა საქართველოს!..“ |
![]() |
3.1.2.6 VI |
▲ზევით დაბრუნება |
ათონის მაღალ მთაზედა, |
||||
რიცხვი არა აქვსთ, იქ ლავრა, |
ლავრა - სამონასტრო კომპლექსი. | |||
დაუდებელი ფასისა, |
||||
დიდისა „ათანასისა“. |
ათანასე - ათანასე ათონელი, ერისკაცობაში აბრამი (დაახლ. 920-1000 წწ.), ბერმონაზონი ათონის მთაზე. ათანასეს ლავრის აღმშენებელი. ზოგიერთი ცნობით დედა ლაზი ჰყავდა. ათანასე დაღუპულა ახლადაშენებული საკურთხევლის თაღის ჩამონგრევისას. |
|||
გინდ დარი იყოს საამო, |
||||
და ამ გალობით ძალთაძალს | ძალთაძალი - ღმერთი. | |||
აღმაღლლად ამკობენ. | ||||
წმინდისა აიაზმისა. | იაზმა - ნაკურთხი წყალი. | |||
მთა მწვანე ზეთისხილისა |
||||
ბუნებით საკმეველისა, |
ბუნებით საკმეველი - ბუნებრივი საკმეველი, გუნდრუკი (ტროპიკული ხის გამონაჟონი სურნელოვანი ფისი, ეკლესიაში აკმევენ მღვდელმსახურების დროს). |
|||
ჰაერსა შეაზავებენ |
||||
და სასულდგმულოდ ცხოველთა | ცხოველი - ცოცხალი. | |||
მიანიჭებენ ხარკადა!.. |
||||
იოანეცა ქართველი |
იოვანე - იოანე მთაწმიდელი (დაახლ. 920-1005 წწ.), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი. ერისკაცობაში სამცხის ერთ-ერთი დიდებულთაგანი - ვარაზვაჩე ჩორდვანელი - ბერად შედგა ოთხთა ეკლესიის ლავრაში, შემდეგ ბიზანტიაში ოლიმპის მთაზე მოღვაწეობდა, სადაც მიიყვანა თავისი მცირეწლოვანი შვილიც, შემდეგში - ექვთიმე მთაწმინდელი. 965 წელს ექვთიმესა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად გადასახლდა ათონის მთაზე ათანასე დიდის ლავრაში. ქართველმა ბერებმა ჯერ იოანე მახარებლის ეკლესია ააშენეს, შემდეგ კი დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში, რომლის ერთ-ერთი ამშენებელი და პირველი წინამძღვარი იოანე იყო. |
|||
და მორჩილობის დროსავე |
![]() |
3.1.2.7 VII |
▲ზევით დაბრუნება |
ერთხელ დილას იოანე |
||||
ქართულ ლექსის გაგონებამიოანე ააჩქარა, |
ლექსი - აქ: ენა. |
![]() |
3.1.3 კარი მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1.3.1 I |
▲ზევით დაბრუნება |
ვინ სვა ბოლომდე ამ სოფლის |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საუპატიოს ართმევდნენ |
საუპატიო - ძვ. გადასახადი
უპატიობისათვის, უპატივცემულობისათვის. შეურაცხყოფის მიყენების მიზნით. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაცარა
ძველი დიდება. |
დაცარა - დაარღვია. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სკლიაროს ერქვა სახელი. |
სკლიაროსი - სკლიაროს ბარდა, X ს-ის ბიზანტიელი პოლიტიკური მოღვაწე. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
და
კონსტანტინეს ქალაქის არის აღების
მსურველი. |
კონსტანტინეს ქალაქი - კონსტანტინოპოლი. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბიზანტიისა მმართველი. |
ბიზანტია - ბიზანტიის იმპერია,
შეიქმნა IV ს-ში რომის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად და იარსება XV ს-ის შუა
წლებამდე. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.1.3.2
II
„ზეცა დაჰყურებს ქვეყანას აბა, რა ვნახეთ ნიშანი
ათონის მთაზე ააგეს
ათონის მთა - აიონ-ოროსი (ბერძ. ჰაგიონ ოროს), წმინდა მთა. ნახევარკუნძული
აღმოსავლეთ საბერძნეთში. VII-VIII სს-ში აქ იწყება ბერების დამკვიდრება და
სამონასტრო მშენებლობა. VIII ს-ის ბოლოს ქართველ მონაზვნებს აქ მცირე
სავანე ათო დაუფუძნებიათ. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა
ათონის ივერთა მონასტერი.
3.1.3.3
III
ხმა გავარდნილა მთელ ქართლში:
სიკეთე მოიეფეო. ათონით
დაბრუნებული,
სიკეთე-მოიეფე -
სიკეთის მქნელი, კეთილი. [მოიეფე - უხვად გამცემი.
ჯოჯიკ-მთავარის
თანხმობით და ისევ
გასალებულა. გასალებულა - გაკლდევებულა,
გაძლიერებულა, განმტკიცებულა.
არსენი იყო იმა დროს
ბრძენი და
პიიტიკოსი.
გაბრძნილი საღმრთო მადლითა,
მწიგნობართ-უხუცესობა მას ჰქონდა მინიჭებული.
პიიტიკოსი -
პოეტი.
გაბრძნილი -
გამოცდილი, გაწვრთნილი, განსწავლული.
მწიგნობართ-უხუცესი -
ისტ. ყველაზე დიდი მოხელე ძველ საქართველოში. /ფაქტობრივად... მეფის მოადგილე და
სახელმწიფოს მთელი მართვა-გამგეობის ნამდვილი საჭეთმპყრობელი... ვაზირთ უპირველესი/
(ივ. ჯავახიშვილი).
და
მწვალებელთა მრავალთა
მწვალებელი - ეკლესიაში
გაბატონებული რელიგიური მოძღვრების დოგმების მოწინააღმდეგე.
მზამეტყველ-პასუხმგებელი -
მჭევრმეტყველი, ყოველმხრივ მომზადებული საპასუხოდ
3.1.3.4
IV
- „შედი, მარტოა კათალიკოსი,
და შესავალი უჩვენა კარი.
პირველ შესვლაზე ვერ დაინახა
საქრისტიანო სკლიაროსისგან
ხალვა -
მარტოობით მოწყენილობა; მარტო ყოფნა.
ზემოქვეყნების დამონებასა;
მე შევსთხოვ ცრემლით მხოლოდ
ძალთაძალს“.
საცალმოგვოა და შემაცდენი;
დროს შესაწონად, იცვალე ფერი
3.1.4
კარი მესამე
3.1.4.1
I
„თავგასულია სკლიაროს
3.1.4.2
II
და არად
ჰხდიან, თქვენც ჰხედავთ, ძმებო,
ჰხდიან -
ძვ. უხმობენ, ეძახიან, მოუწოდებენ, რაცხავენ.
და
მიაყარა მათ ქვა და გუნდა...
სომხის სარდლების ჩვენ
მოღორება.
ნუ
დაუდგებით, გზები დაუგდეთ
3.1.4.3
III
ვითა ეთერი მზეთუნახავი,
საიდუმლო და უცნაურ
გზნობით.
ცრემლად დაეცა გულზე
მანანა
3.1.4.4
IV
- მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს,
მიექანება
ჰალის-მდინარე,
ჰალის-მდინარე - იგივე ყიზილ-ირმაქი (წითელი მდინარე). მდინარე თურქეთში.
ერთვის შავ ზღვას. ამ მდინარის ნაპირებზეა დღევანდელი თურქული ქალაქები:
სივასი და ბაფრა.
განთიადისა დაჰკრეს
საჰარი,
საჰარი /საარი - ძვ. ჰიმნი, ჰანგი, რომელსაც დილას ასრულებდნენ ზურნით ან
დუდუკით ნადიმის დროს.
სიკისკასე და მკლავის ძალიო!
მოღუნეს მშვილდი, მოსდვეს
საცერე
და აიცილეს მითი
ფინთიხი,
მათი
ფარგება, და
კენწლაობა,
3.1.4.5
V
მოაყვანინა
ბერკვიცი, შეჯდა,
ჩაცვინდენ წყალში
კისრა-კოსრითა,
3.1.4.6
VI
გათავდა ომი... კიდეც დაღამდა,
ზემოქვეყნების დამონებასა;
ზემოქვეყნები - IX-X სს-ში ეკლესიური თვალსაზრისით, კონსტანტინოპოლი
ლაზიკას უწოდებდა ვრცელ მხარეს, ვანის ტბიდან ტრაპეზუნტამდე. ქართულ
წყაროებში ამ ტერიტორიას ეწოდება /ზემო ქვეყანანი/. მას შემდეგ, რაც
აღნიშნული /ზემო ქვეყნები/, ანუ ტაოსა და ვანის ტბას შორის მოქცეული
მიწა-წყალი, ბიზანტიამ ჩამოართვა საქართველოს, მეფე გიორგი I-ის დროს იქ
ჩამოყალიბებულ მართლმადიდებლურ სამიტროპოლიტოსთვის /ლაზიკის ეპარქია/
უწოდებიათ. უნდა აღინიშნოს, რომ მის ოდნავ ჩრდილოეთით ჩამოაყალიბეს
ბიზანტიური ადმინისტრაციული ერთეული /იბერიის თემი/, ანუ ის მიწები,
რომლებიც არაბობამდე /არმენიად/ იწოდებოდა, X ს-ის შემდეგ ლაზიკად და
იბერიად იხსენიება - ვანის ტბიდან ტრაპეზუნტ-ტაომდე.
მე შევსთხოვ ცრემლით მხოლოდ
ძალთაძალს“.
ძალთაძალი - უფლის ეპითეტი.
გათავდა ომი... კიდეც დაღამდა,
უფრო
სახმილად ეკიდებოდა?
3.1.5
კარი მეოთხე
3.1.5.1
I
გამობრძანდა ქალაქს გარეთ
გადმომდგარა დედა-წული,
ბაგრატ, მისი შვილობილი,
ბაგრატი - ბაგრატ III (X ს-ის 60-იანი წლების დასაწყისი - 1014 წ.),
გაერთიანებული
ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა
და გურანდუხტ დედოფლის შვილი. ტაოს მეფეთა მეფის, დავით III კურაპალატის,
შვილობილი და აღზრდილი.
სათვალმაქცოდ არა ბრწყინავს
რომ ის დიდი
ცხებულია,
ქვეყნის თვალსა და
ჯავარსო! “
ჯავარი - აქ: სიტურფე, მომხიბლაობა, მოხდენილობა, შნო, ლაზათი.
ჯავარი - პატიოსანი ქვა, ძვირფასი თვალი.
3.1.5.2
II
მაშინ წარსდგა ბატონის წინ
მაგიერი სასყიდელი
ბასილი და კონსტანტინეც
ბასილი - შემდეგში ბასილი II, ბიზანტიის იმპერატორი.
- „ნუ
მარგუნებ,
მეფევ, ძღვენსო:
მამგუნებ - მარგუნებ, მომაკუთვნებ.
3.1.5.3
III
ღრუბელზე მაღლა, ორბის საბუდარს,
როცა
სახადი,
გადამდები რამ,
მას ეძახოდნენ „გაბრიელ-სალოსს“.
სალოსი - ღვთისთვის შეშლილი, წინასწარმეტყველური უნარით დაჯილდოებული.
იგი ღმრთის სადიდებლად და საკუთარი ცოდვილობისა და ვნებულობის დასაძლევად
ნებით იღებდა სულელის სახეს, ცხოვრობდა და იქცეოდა როგორც სულელი. ასეთი
ცხოვრებით ადამიანი ებრძოდა ამპარტავნებას; ძალიან ხშირად სალოსები
თავიანთი,
თითქოსდა, სულელური ქცევით ამხელდნენ ძლიერთ ამა ქვეყნისა.
შეიწყნარა - მიიღო, ყურად იღო, შეისმინა.
თითქოს უძღოდათ
რაღაც ნათელი.
მწვალებელი - ეკლესიაში
გაბატონებული რელიგიური მოძღვრების დოგმების მოწინააღმდეგე. მზამეტყველ-პასუხმგებელი
- მჭევრმეტყველი, ყოველმხრივ მომზადებული საპასუხოდ.
3.1.5.4
IV
ერთხელ ათონში ასტეხეს რეკვა
იწყეს
შესხმითი
გუნდად გალობა;
შესხმა - ქება, ხოტბა, დიდება. შესხმითი ... გალობა - სახოტბო
საგალობელი.
გახშირდა საღმრთო
ლიტანიობა;
ლიტანიობა - დიდ საუფლო დღესასწაულებზე საყოველთაო ლოცვა, რომლის
დროსაც ეკლესიას გარს უვლიან.
3.2
გამზრდელი
გამზრდელი
(ნამდვილი ამბავი)
ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს)
3.2.2
II
ბნელა ისე, რომ აღარ ჩანს
3.2.3
III
3.2.4
IV
4
პროზა
4.1
ბაში-აჩუკი
4.1.1
თავი პირველი
თვალმიუწვდომელ სიშორიდან გველივითი მოიკლაკნებოდა ჩუხჩუხა არაგვი და ერთგან
კლდოვან კიდეს გამეტებით ეხეთქებოდა, რომ ახალი გზა გაეკვლია!.. თავს არ
იზოგავდა, მაგრამ შეუპოვრობისაგან უკუქცეული, დარეტიანებული და
თავბრუდასხმული, თითქოს სულის მოსაბრუნებლად, იქვე
მორევში
რამდენჯერმე მოტრიალდებოდა ხოლმე და მერე კი დაკვირვებით გადადიოდა
დაბლობზე, რომ უფრო მეტის სიფრთხილითა და კვნესა-დუდუნით დაშვებულიყო
ქვემოატეხილ ჭალებისაკენ. იმ კლდოვან მთის თავზე, ღრუბლიდან გამოსულიყო
უზარმაზარი ციხე-დარბაზი, შეუპოვრად გადმომდგარიყო და სანუგეშოდ
გადაჰყურებდა არე-მარეს. ყოველ მხრით შეუვალ გალავნით შემოზღუდულ შენობას,
მხოლოდ ერთის მხრით, აღმოსავლეთისაკენ, გულს უხსნიდა სიგრძით ჩაყოლებული
აივანი.
სამხრობა
გადასული იყო. აივნის თავში ტახტზე იჯდა ფეხმორთხმით
დარბაისელი
მოხუცი, ზაალ ერისთავი, და
კრიალოსანს
ათამაშებდა. იქვე შორიახლოს, ზედ
ხარიხასთან,
მიედგა სკამი ზაალის მეუღლეს, მუხლებზე გადაეშალა
დავითნი
და
„ჭირის კანონს“
ჰკითხულობდა; სკვნილი ეჭირა ხელში და რამდენჯერაც კი გაათავებდა იმ ერთსა
და იმავე ფსალმუნს, დაიწერდა პირჯვარს, ჩააგდებდა
სკვნილს
და მიუბრუნდებოდა ისევ თავიდან!.. უნდა ორმოცჯერ წაეკითხა. >
„მიშველეთო!“ დაიკივლა უცბად და აქეთ-იქით კედლებს დაუწყო ყურება. ზაალიც
წამოვარდა და მიაშურა:
- ჰმ! მეც არა ვთქვი!... წყალს
თელხი
დაჰკრავდა,
ჭევლი
შეინძრეოდა, შეითამაშებდა და, რასაკვირველია, შიგ ჩასახული სახლიც
დატორტმანდებოდა... როგორ ვერ მიხვდი? ღმერთმა ბავშვსაც ნუ აქნევინოს ეგ საქმე, -
დაუმატა სიცილით.
- როცა კაცს გული საგულეს აღარა აქვს და შიშის ქარი უვლის ტანში, მაშინ რა არ
წარმოუდგება?! იმ სიზმარმა სულ გადამრია და გადამშალა!
-
ვეჟო,
რა არის მაგისთანა
ვეჟო - მიმართვის ფორმაა, იგივეა, რაც „ვაჟო“
- ნეტავი არც კი გამეგონა, თვარა როგორ გავიმეორებ? >
- დაბრძანდი, მამაო! – უბრძანა ერისთავმა და მიუთითა
სელზე.
- რაღაც უცნაური სიზმარი გინახავს? >
- უფრო ჩვენება, ვიდრე სიზმარი, ჩემო ბატონო!
- ხალხი კი გადაგირევია და! >
- არ მინდოდა გამხელა, მაგრამ, პარაკლისი რომ
გადავიხადე, მიზეზი მკითხეს და ვეღარ დავფიცე.
პარაკლისი -
საეკლესიო მღვდელმსახურების რიტუალი; სავედრებელი ან სამადლობელო ლოცვა.
-
რა იყო მაინც
მაგისთანა?
- მართლა რომ საოცარი რამ. – აქ ჩაახველა ხმის გასასწორებლად მოძღვარმა და
ათრთოლებული ხმით მოჰყვა წყნარად. – ალავერდის მონასტერს, დიდება მის ძლიერებას,
უწმინდური დაჰპატრონებოდა!
- უწმინდური?!
- დიახ: გველეშაპი შემოჰხვეოდა გარს. სამჯერ რომ შემოგვერგვოდა, კუდი პირში ეჭირა
და ერთი მტკაველი კიდევ იქით იყო გადაცილებული. ეძინა იმ წყეულს! მისი შიშით
საყდარში ვეღარავინ შედიოდა. აღარც წირვა იყო და აღარც ლოცვა. ხალხი გარს
შემოჰხვეოდა და ზარდაცემული შეჰყურებდა. ვეღარავინ ინძრეოდა!... ხანდახან
გამოიღვიძებდა ხოლმე ის არაწმინდა, გაიშლებოდა და პირდაღებული, თვალების ბრიალით,
წამოსრიალდებოდა ხოლმე ხალხისაკენ!... რომელ კუთხიდანაც კი მოადგებოდა,
გაჰქონდა!... ჩასანსლავდა ზედიზედ, ერთიმეორეზე, იქვე უძრავად გაშეშებული ადამიანის
შვილებს; გამოძღებოდა, გასისინდებოდა და მერე ისევ გარს ეხვეოდა ტაძარს. ყოველი
მისი გამოღვიძება მუსრი იყო ქვეყნისათვის. ერთიც ვნახოთ, მოულოდნელად გამოჩნდა სამი
მეომარი, ერთიმეორეზე უკეთესი; მათ ნახვას არა სჯობდა-რა!.. შუბ-ისრით შეჭურვილებს
ხელში ფარ-ხმალი ეპყრათ და აელვებდნენ. ერთი მათგანი მიუბრუნდა ზარდაცემულ ხალხს და
შეჰყვირა: „ვინ ქართველი და ვინ გულგატეხილობაო? აღარ გახსოვთ ძველი
ანდერძი„სირცხვილს სიკვდილი სჯობს და ორივე კი ერთად ჯოჯოხეთიაო“. ამ სოფელს
გამოთხოვებიხართ, დღეს თუ ხვალ აღარც ერთი აღარ იქნებით და ცხვრებსავით კი
დაგიდვიათ თავი!... არ გიჯობსთ, რომ წინააღუდგეთ უწმინდურს და ბრძოლაში დალიოთ
სული? განა ეს უფრო ვაჟკაცური არ იქნება და გულის მოსაოხებელი?..“ ამ სიტყვამ
ელვასავით დაურბინა ხალხს და გამოაფხიზლა: შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, იგრიალა დიდმა და
პატარამ: ზოგმა ფარ-ხმალს მოავლო ხელი, ზოგმა ცულს, ზოგმა წალდს, ზოგმა ნამგალს,
ზოგმა ხელკეტს, ზოგმა რასა და ზოგმა კიდევ რასა! ვისაც რა ეხერხებოდა და ან რა
ემარჯვებოდა – იმას მიმართა. წაუძღვენ წინ მეომრები, მიუახლოვდნენ მძინარს, ერთად
გასტყორცნეს სამი ისარი; დალახვროს ღმერთმა, არცერთი გვამში არ გაერჭო იმ წყეულს!
მისმა მაგარმა
ქერტლმა
სამიავე აირეკლა, გამოიღვიძა გველეშაპმა, მაღლა აიღო თავი, აიქოჩა, ერთი
საზარლად იწივლა და მიაშურა. საოცარი სანახავი იყო: კუდით
ირეკდა მეომრებს, ტოტსა სცემდა, ბრჭყალებით ჰგლეჯდა და კბილებით სწიწკნიდა.
ცუდად იყო საქმე, თუ ის უცხო მეომრები სამივ მხრით არ მისდგომოდნენ და ბრძოლა არ
დაეწყოთ! საარაკო იყო მათი ლახტის ცემა!.. მაგრამ რა გამოვიდა, რომ იმ უწმინდურს
ყოევლ ახალ-ახალ ჭრილობაზე, ყოველ წყლულზე ძალი ემატებოდა! დაელეწათ ფარ-ხმალი
გმირებს და ღონემიხდილნი მზად იყვნენ დამორჩილებოდნენ; მაგრამ ამ დროს გამოჩნდა
მთიდან მომავალი მხედარი, შუბით ხელში, თეთრ ცხენს მოაგელვებდა. მიეჭრა გათამამებულ
გველეშაპს და უგმირა ლახვარი. უწმინდურმა იწივლა, დაიკლაკნა და სასიკვდილოდ გააღო
პირი. შავი ოხშივარი კომლივით ამოუშვა და თან საზარელი სიმყრალის სული ამოატანა.
ჩვენ ყველას გული შეგვიწუხდა და უგრძნობლად დავემხვეთ დედამიწაზე... არ ვიცი,
რამდენ ხანს ვიყავით უგრძნობლად, მაგრამ ბოლოს, რომ გამოვფხიზლდით, თვალი გავახილეთ
და მაღლა ავიხედეთ, აღარაფერი აღარ იყო! ყოველივე გამქრალიყო: აღარც გველეშაპი
სჩანდა და აღარც მეომრები... თეთრცხენიანი მხედარიც წასულიყო. სიჩუმე იყო და
მხოლოდ
სალიტანიო
ზარების რეკა ისმოდა, თუმცა სამრეკლოზე კი არავინ იდგა; ტაძარი განათებული
იყო და კარები ღია იყო. იგრიალა ხალხმა, მოიხადა ქუდი და მიაშურა პირჯვრისწერით.
შიგ რომ შევედით, საყდარი ცარიელი იყო, მხოლოდ აღსავლის კარებთან ის სამი მეომარი
ესვენა: ამ სოფლით გასულიყვნენ... თავზე ნათლის სვეტი ადგათ და მაღლით გალობა
გუნდთა ისმოდა: „წმინდათა თანა განუსვენეო“ და სხვანი.სხვანი.სხვანი.სხვანი.სხვანი.
ქერტლი -
აქ: იგივეა, რაც ქერცლი -
პატარ-პატარა ძვლოვანი ან რქოვანი ფირფიტები თევზების, ქვეწარმავალთა
სხეულზე.
სალიტანიო -
ლიტანიის მაუწყებელი. ლიტანია -
საყოველთაო ლოცვა, რომლის დროსაც ეკლესიას გარს უვლიან.
- „წმინდა არს, წმინდა არს!“ – სთქვა ერისთავმა და პირჯვარი გამოისახა. – ღრუბელთ
წინამძღვარი მიბრძანდება მთაში! დაილოცოს მისი მადლი!
ამ დროს ზედიზედ დაიჭექა სადღაც შორს და მთებმაც ბანი მისცეს.
- ჰაა! გავარდა მეხი! კეკუჩ თავში ეშმაკს! – სთქვა სიხარულით ზაალმა და წამოდგა
ზეზე. მსხვილმა წვიმამ შემოაშხაპუნა აივნისაკენ. ზაალ ოთახში შევიდა, მარიამმა
სახატეს მიმართა, რომ სასანთლეები აენთო, კირილე კი იქვე დარჩა მარტო, მოიყარა
მუხლები, ააპყრო ხელები და სასოებით წარმოსთქვა: „ღმერთო! მოხედე შეჭირვებულ
საქრისტიანოს და სიზმარი კეთილად აგვიხდინეო!“ დიდხანს იდგა გაქვავებული, მხოლოდ
ტუჩებს ანძრევდა და ცრემლები ღაპაღუპით ეცემოდნენ სპეტაკ წვერებზე.
4.1.2
თავი მეორე
მეორე დღეს, დილით ადრე, გამოსულიყო ზაალ აივანზე და ჭალებს გადაჰყურებდა. შუახნის,
ჭაღარაშერთული მოურავი, იქვე კედელზე ატუზულიყო, თვალებში შეჰყურებდა.
- ესეც ჩვენი კირილეს სიზმარი!.. ახლა და მორჩა! მართლა გველეშაპივით არ
მოიკლაკნება ეს არაგვი?! ამ ხნის კაცი ვარ და ამისთანა წყალდიდობას ჯერ არ
მოვსწრებივარ, - სთქვა ერისთავმა.
- არც მე, თქვენი რისხვა არა მქონდეს!.. ტყე და ველი კი მოაქვს და... ხიდები, სადაც
იყო, დახვეტა. ქვიტკირის ხიდი დაუქცევია, გზა შეკრულია და ჩვენი მწყემსებიც გაღმა
დარჩენილან! – მოახსენა მოურავმა.
- რა უშავთ?.. იქაც ჩვენი არ არის?! სწორამდე ესეც დაიკლებს. მთის წყალია... მალე
ჩამოვარდება.
- უფრო ადრეც, მაგრამ მაინც ბიჭები გამიცდებიან ამ ორ-სამ დღეს და ძნელია.
- განა იქ კი ვერ გაიჩენენ საქნარს?
- კი, მაგრამ, ხომ მოგეხსენებათ, თუ სულ არ ეჩიჩინები, თავისთავად არას
მოიფიქრებენ. დღეს რომ აქა მყავდნენ, მივცემდი ხელში
საგდებელს
კავებით, დავაყენებდი წყლის პირად მოსახვევში და ვაჭერინებდი ჯირკებს...
შეშას დავამზადებდი, ზედ კარზე მოყენებულს.
საგდებელი - ქამანდი; ცხოველის დასაჭერი ყულფიანი სასროლი თოკი.
მართლა, სად იყო ამდენი ხე-ტყე, რაც ამ წყალს მოაქვს? აცდის, აცდის და ჩამოატარებს.
- მთაში დამზადებულ მორებს დაშლიდა ნიაღვარი და ჩამოჰყრიდა წყალში.
- აგრე იქნება... სხვა ბიჭები აღარ არიან, რომ მიაყენო?
- გახლავან!.. როგორ არ გახლავან? მაგრამ ყველას თავთავისი საქმე აქვს,
მოგეხსენებათ, და მწყემსების მოცდენა მარტო მიტომ მაწუხებს.
- თუ გიყვარდე, რამდენიც შეიძლოთ, იმდენი დაამზადეთ!.. კირი გვაქვს დასაწვავი, რომ
საყდარი შევაკეთოთ როგორმე. მოძღვარი აღარ მასვენებს და ქალბატონსაც დაუჟინია: უნდა
შევლესოთო!.. კარგია! სულის საქმეა! წყლის მოტანილი შეშა წმინდა იქნება და წმინდა
საქმესაც უნდა მოხმარდეს.
- აგრე ვქნათ, შენი ჭირიმე!..
ამ საუბრის დროს, შორს,
ხვადაბუნებაში,
გამოჩნდა ერთი ვიღაც ცხენოსანი, პირდაპირ სასახლისაკენ მოაგელვებდა ცხენს.
ზაალმა შენიშნა და სთქვა: - მოურავო! ის ცხენოსანი ვიღაცა არის, თუ ფათერაკს არას
გადაჰკიდებია, სწორედ გიჟი უნდა იყო!.. თავშიშველა, უქუდოდ რომ კაცი მოგზაურობდეს,
გაგონილა? მოურავი მიაჩერდა და
ღიმილით მოახსენა:
ხვადაბუნი (ხოდაბუნი) - დიდი ფართობის კარგი სახნავ-სათესი მიწა; დიდი ახო
(შეკაფული ადგილი) ტყეში
- იმერელი უნდა გახლავდეთ ვინმე! გაჩეჩილ თმაზე
ფაფანაკი
ედება და არ ეტყობა
ფაფანაკი - ბრტყელი,
მომრგვალო, ბეწვიანი ქუდი მამაკაცისა (ძირითადად გამოიყენებოდა დასავლეთ
საქართველოში).
იმერელი?! იმერელს აქეთ რა უნდა?
- რა მოგახსენოთ, მაგრამ, სწორედ იმერელი კი უნდა გახლდეთ – ცხენსაც ისე
მოათამაშებს!
ცხენოსანი ამასობაში პირდაპირ მოადგა არაგვს. ხიდი რომ წაღებული დახვდა,
ფონს დაუწყო ძებნა: აატარ-ჩამოატარა წყლის პირად ცხენი და ბოლოს უკანვე გააბრუნა:
„ვე პუ! შენ საქმეს. ნურას უკაცრავად, იმერელო, ხიდი ვერ დაგახვედრეთ! – სთქვა
დაცინვით ზაალმა და მიუბრუნდა მოურავს: - იმერეთის ღელეები ეგონა,
ბუჭულა
წისქვილების საბრუნებელი... მგონია, ისე კი დაფრთხა, რომ ერთ წლამდე ღომიც
ვეღარ იცნო!...“
ბუჭულა - პატარა წისქვილი.
- შენი რისხვა ნუ მომეცემა, თუ არ გამოალოცვინია, გული საგულეს აღარ შერჩეს –
დაემოწმა ღრეჭით მოურავი.
ცხენოსანმა თავისი ბედაური გააჭენ-გამოაჭენა ჭალებში, გაახურვა და
წამოიყვანა პირდაპირ მდინარისაკენ. რომ მოადგა კიდეს, ჰკრა დეზი და გადაუშვა
აზღვავებულ წყალში. ცხენმა და კაცმა, ორივემ, ძირი გაიარეს, თითქო ჩაინთქნენო. ცოტა
ხნის შემდეგ ამოჰყო ცხენმა თავი და იწყო ცურვა გვერდელად; მხედარი ზურგზე ეკრა და
თავს უჭერდა, რომ პირდაპირ მეორე კიდეზე გაეყვანა კლდის ზემოთ; მიუახლოვდა კიდეც,
მაგრამ წყალმა დიდი ხე ჩამოატარა და მოხვდა ცხენს; ცხენი მოტრიალდა, მისცა თავი
ქვემოთკენ წყალ-წყალ, რადგანაც გასასვლელ კიდეს ჩამოსცდა; მხედარმაც მიუშვა ლაგამი
და თვალის დახამხამებამდე ტრიალ მორევში ამოჰყვეს თავი. - „არიქა, ვინ ხართ
მამაცი?! მიეშველეთ! მცურავებს დაუძახეთ! უშველეთ!..“ ჰყვიროდა ერისთავი. მორევში
ცხენი შეჩერდა, თითქოს თავს ანებებს ბრძოლას და ბედს ემორჩილებაო, მაგრამ თურმე
მხოლოდ ისვენებდა. მოიკრიბა უკანასკნელი ღონე და მხედრის კიჟინით გამხნევებული,
გადაეშვა
საჩქეფზე.
იქ კი რამდენიმეჯერ გადაატრიალა ადუღებულმა წყალმა. მხედარი ზედ აღარ იჯდა,
ფაფარში ხელჩაკიდებული განზე მიჰყვებოდა ცურვით. დიდზე ადევნა თვალი ერისთავმა და
ბოლოს, როცა მიეფარნენ და აღარ სჩანდნენ, მწუხარებით სთქვა: „ვაი, უბედური!.. აქ
კიდევ შეიძლებოდა შველა, ამ მორევში, მაგრამ იქ, იმ უცნაურ ჩენჩქერში, ვინღა რას
გააწყობს!..“ სთქვა და საჩქაროდ დააპირა წასვლა.
ყვირილზე მარიამი შემოვარდა დაფეთებული. ქმარმა უამბო ყოველიფერი და, როდესაც
მიაწია ბოლომდე, უთხრა: „იქ კი დაიღუპნენ, მგონია, საჩქეფშიო!“ მარიამმა მოუხშირა
კივილს, ორჯერ-სამჯერ დაიკრა მუხლებზე ხელი და ერთხელ ყბაზედაც მოისვა, თითქო
ჩამოიპოტნაო. ბევრი იწუწუნა: ვაი, დედამისის თვალების დადგომასო! და რომ მოიოხა
გული, დავითნი გადაშალა... მიმართა ჩვეულებრივად ჭირის კანონს.
შემოიტუზა მოურავი და ჩაახველა. – რა ჰქენი, მოურავო? ვერავინ მიაშველე? – ჰკითხა
ზაალმა.
- მივაშველე, შენი ჭირიმე, მაგრამ მცურავები შემიშინდნენ, ვეღარ შებედეს წყალში!..
ნამეტანი გადარეულია.
- ჩაატარა?
- შორს არ წაუღია! იქვე მოსახვევში, ხეებს რომ ხერგავს ხოლმე, ზედ მიაყარა...
- ეგებ გამოატანინო როგორმე, მადლია! – სთქვა ქალბატონმა.
- რაღა გამოსადეგი გახლავთ, შენი ჭირიმე? კაი რამე კი გახლდათ... ას
ოქროდ მამა შვილს არ დაუთმობდა!..
- ხომ არ გადარეულხარ, მოურავო? – ბრძანა ვაჟბატონმა. –
მირონცხებულზე
მაგრე გაგონილა ლაპარაკი?
- ვინ მირონცხებულია, შენი ჭირიმე? მე ცხენზე მოგახსენებთ, თვარა ის კაცი როდი
დამხრჩვალა.
- როგორ თუ არ დამხრჩვალა?! – მიაყვირეს ორივემ.
- თქვენი რისხვა არა მქონდეს!.. აქ რომ ჩაჰყო თავი წყალში, ე, იქ ამოჰყო,
ჰა, იხვივით!.. ცხენის დაღუპვას ჩივის: როგორ ვერ გადავარჩინეო, თვარა თვითონ, გინდ
წყალიც არ გადასხმოდეს თავზე... გაწუწულა კი ძალიან და
სახაბაზოში
შევგზავნე თონეზე გასაშრობად!..
მადლობა ღმერთს! სწორედ კაი მახარობელი ხარ!.. მიამა ჭეშმარიტად! ვინ არის და
რა საქმე აქვს, ვერ გაიგე?
- ჯერ არა უთქვამს რა, შენი ჭირიმე! თქვენ ნახვას კი ეჩქარება და, როგორც კი
გაშრება, გიახლებათ, თუ უბრძანებთ!
- ძალიან კარგი იქნება... შემომგვარე! – მოურავი გავიდა და ერისთავი კი გახარებული
ეუბნებოდა თავის მეუღლეს: „არ ყოფილა უბრალო ვინმე! უკეთესი სიმარჯვე ღმერთმა
შეარცხვინოს!.. ხომ გაიგონე, მცურავებმა ვერ შებედეს შეცურვაო, და იმან კი ეს
აზღვავებული არაგვი სიგრძისად გამოივლო ლაჯებში!.. სწორე მოგახსენო, მეც
გამიჭირდებოდა ჩემს სიყმაწვილეში მაგის გაბედვა!“ – მარიამმა ჩაიცინა და ჩაახველა.
- რას იცინი? გაგახსენდა განა, შენ რომ თავს გაწონებდი და ალაზანში ჩავაგდე ცხენი?
ეჰ, ყოველიფერს თავისი დრო აქვს, - დაამატა ხვნეშით.
მოურავი შემოუძღვა ახალგაზრდა კაცს. ტანმაღალი, წელში წვრილი, მხარბეჭიანი, ფაფანაკ
უკან გადაგდებული, გაჩეჩილი თმით და გაწკვერტილის ულვაშებით ტიტველა პირზე, სწორედ
სასიამოვნო შესახედავი იყო. მოხდენილად გადაიჯვარედინა ფეხები და თაყვანი სცა
ერისთავს.
- გამარჯობა შენი! – უბრძანა ერისთავმა.
- ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგიშალოსთ, ჩემო ხელმწიფევ! – მოახსენა მოსულმა და მეორედ
სცა თაყვანი.
- მადლობა ღმერთს, რომ გადარჩენილხარ!.. რა გაჭირვება გადგა მისთანა, რომ
განსაცდელში იგდებდი თავს?..
- ჩემი განსაცდელი რაღა სახსენებელია, შენი ჭირიმე, მაშინ როდესაც მთელი
საქრისტიანო განსაცდელშია ჩავარდნილი?! მასთანაც არ მეგონა, თუ ეს დღე
დამადგებოდა... ცხენის იმედი მქონდა, ბევრჯერ შემიცურებია ჩემი „აფხაზურა“
აღელვებულ ზღვაში და არა გამჭირვებია რა, და დღეს კი ამ უბრალო წყალმა დაგვამარცხა.
ალბათ წერა იყო! – სთქვა და ისეთი ამოიხვნეშა, თითქოს გულ-ღვიძლი ამოატანაო!
თვალებზე ცრემლი მოადგა.
- შენ, როგორც გატყობ, ძალიან გებრალება შენი „აფხაზურა“!
- ძმასავით მყავდა, ჩემო ხელმწიფევ, თანაშეზრდილი და შეჩვეული.
- თუ ზღვაში მისთანა არა იყო რა, ხმელეთზე ჩემს „არაბულას“ ვერავინ მისწვდება...
სამაგიეროდ მიჩუქებია შენთვის!
ჭაბუკმა რამდენიმე ბიჯი წინ წადგა, ცალი მუხლი მოიყარა და ჩოხის კალთაზე აკოცა.
მოურავი შეიშმუშნა და შურით შეხედა დაჯილდოვებულს.
- მოურავო, - ბრძანა ზაალმა, - ხომ გესმის?.. რას ყოყმანობ? ზედაც შენი მოჭედილი
უნაგირი დაადგი: შენ ჯერ მაინც არ გინდა და მერე სხვას გაცუქებ.
- არ ემჯობინება, შენი ჭირიმე, რომ წითელი ლაფშა უბოძოთ?
- ვინა გკითხავს? შენ აასრულე, რასაც გიბრძანებენ!
- კი, შენი ჭირიმე, მაგრამ რომ არ იკარებს უნაგირს ის შეჩვენებული?!
- როგორ თუ არ იკარებს?
არ იდგამს!.. წელიწადია, ზედ აღარავინ შემჯდარა!.. ორ-ორ მეჯინიბეს
ძლივს გამოჰყავს!..
გაურავებულია!..
გაურავება - თავის აშვება (დიალექტ.).
შენ ჯავრი ნუ გაქვს! ამან იცის და იმ ცხენმა.
- გახლავთ, მაგრამ მე კი
ფირმანი
მიჭირავს ხელში.
ფირმანი - მეფის ან მმართველის, ხელისუფლის ბრძანება.
- იმერელი უნდა იყო?
-
წიგნი
მოგართვათ და იქიდან გაიგებთ ყველაფერს, ჩემო ხელმწიფევ! – ამოიღო უბიდან
წერილი და მიართვა... – ესეც ქალბატონმა მოართვა დიდ ქალბატონს...
წიგნი - აქ: წერილი.
- რასაკვირველია, რომ არ დაგსველებია?
- გასანთლულ ტილოში გახლდათ გახვეული!
ფაცაფუცით გახსნა წიგნი ერისთავმა და დაუწყო კითხვა ჩუმად. მისმა მეუღლემ
სათვალეებს დაუწყო ძებნა. მოურავი და იმერელი კი იდგნენ და შესჩერებოდნენ. კითხვის
დროს ერისთავს აღელვება ეტყობოდა და რამდენჯერმე შეხედა იმერელს...
- ხომ არ გადარეულა?! რა მოსაფიქრებელია!.. – ჰკითხა ზაალმა. იმერელმა მოურავს
შეხედა და ხმა არ ამოუღია... ერისთავი მიხვდა და დაითხოვა მოურავი. მარიამიც
სათვალეების მოსაძებნად წავიდა, დარჩნენ მარტო ორნი.
- იწერება: „ქრისტიანობა ამოვარდაო, წირვა-ლოცვა აღარ არის, ზარების რეკა აღარ
ისმის, ხატების შეურაცხყვეს და ტაძრები გააუპატიურესო“... ეს ჩვენც გაგონილი
გვქონდა, მაგრამ რა ვქნათ, რომ თავზევით ღონე აღარ არის!.. ღვთის რისხვა მომდგარია
და უნდა ავიტანოთ, ღვთის ნებასვე უნდა მივენდოთ!
- მე რა მრჯის თქვენი სიტყვის შებრუნებას, შენი ჭირიმე, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ:
„ურია იხრჩობოდა და ღმერთი ახსენა: მიშველეო! ღმერთმაც უბრძანა: ხელი გააჩნიე და
გიშველიო!“
- ეგ ანდაზა კარგია, მაგრამ უფრო სხვა დროს!.. მარტო ხელის განძრევა ვეღარა
გვიშველის!.. მაინც რისი იმედი აქვს?
- ჯერ ღვთისა და მერე თქვენი.., ხუთასი მეომარი თვითონ გამოჰყავს სულ დარჩეულები,
ხუთას-ხუთასს ერისთავებიც ჰპირდებიან, - ეს ათას ხუთასი; ერთი ხუთასის იმედი
თქვენგანაცა აქვს!..
- მერედა ორი ათასი კაცით სამოცი ათასზე გალაშქრება რა მოსაფიქრებელია?
სხვა რომ არა იყოს რა, ისიც კმარა, რომ ალაზნის პირზე, გაღმა-გამოღმა, თხუთმეტი
ათასი
ულუსი
სახლობს... დიდი და პატარა ყველა მეომარია.
- ორი ათასი ქართველი ხუმრობა არ გახლავთ, შენი ჭირიმე, თუ აქედან
შემწეობაც იქნება. ნათქვამი გახლავთ: „ცდა ბედის მონახევრეაო“.
- ეგ ანდაზა ჩემისთანა ხნიერებზე აღარა სჭრის!.. ჩემი სიძე ჯერ კიდევ
ყმაწვილია, გული საგულეს აქვს! მე მიკვირს ქსნის ერისთავისგან, როგორ დაეთანხმა?..
არ იცის, რომ მაგით იქ
ყეენს
აღაშფოთებს და აქ ქართლის მეფეს გაარისხებს?
- გამარჯვებას რომ გაიგებს, ქართლის მეფეც აღარას იტყვის. მართალია, გათათრებულია,
მაგრამ გული მაინც ჩვენსკენ უფრო აქვს და, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება ღვთით,
ამაზე ეჭვი არ უნდა ვიქონიოთ.
- აბა, ჩემო იმერელო! ყმაწვილი ხარ და წინდახედულობა გაკლია. მთელმა კახეთმა ვერა
იყო რა და ახლა ორი ათასი კაცით უპირებთ გადენას? აბა რა სათქმელია! ციხეები ხელში
უჭირავთ და ქალაქები!.. ვერც რა კახეთს ვუშველით და ქართლსაც საფრთხეში
ჩავაგდებთ... გამძვინვებული ყეენი მიზეზს ეძებს, რომ ქართლსაც ის დღე დააყენოს, რაც
კახეთს! დღეს თუ კიდევ სული გვიდგას, ბატონი მეფის წინდახედულობის ბრალია. ღმერთმა
დიდი დღე მისცეს ვახტანგ მეფეს!
- შაჰნავაზს? – ნაღვლიანი ღიმილით უპასუხა იმერელმა, და უნდოდა რაღაც მოეხსენებია,
მაგრამ ამ დროს გიჟივით შემოვარდა კირილე მღვდელი და მოახსენა:
- ქსნის ერისთავები გიახლენ, შენი ჭირიმე!
- ქსნის ერისთავები?.. მობრძანდნენ.
- ისინი გახლავან, შენი ჭირიმე! სწორედ ისინი, - იმეორებდა გულამოვარდნილი. –
სწორედ ისინი ვნახე!.. დიდება შენს საკვირველებას, უფალო!..
- მღვდელო, შენ როგორღაც ვერა ხარ შენს გონებაზე!
- თქვენი რისხვა ნუ მომეცემა, ისინი არიან, სწორედ ისინი! ვიცანი!
- დიდი საქმე მომხდარა! რა ვქნათ მერე, რომ იცანი?.. ახა, ღმერთო! რას
გაჩერებულხარ? წადი, სთხოვე მობრძანდნენ. შეუძეხი სასტუმროში და მეც ახლავე
გამოვალ. ქალბატონს შეატყობინეთ!.. შენ, ჩემო იმერელო, მიდი მოურავთან, მოიცადე,
სანამ პასუხს მივსწერდე ჩემს სიძეს... ეს ერისთავებიც უმიზეზოდ არ უნდა იყონ ჩემთან
მოსული... – ჩაილაპარაკა თავისთვის და შევიდა ოთახში.
მთელი ოჯახი ფეხზე დადგა.
ფარეშები
გარბი-გამორბოდნენ აქეთ-იქით: მზარეულებმა
ნებიერი
წამოაქციეს, ხაბაზებმა თონეს ჩაუკიდეს, გამდელები დატრიალდნენ და შეიქნა
ერთი ალიაქოთი. მოურავი დიდი გულმოდგინებით შეჰყვიროდა ხან ერთსა და ხან მეორეს:
„არიქა, მიშველეთ!.. აბა, გაისარჯეთ! არ შემარცხვინოთ! აბა, თქვენ იცითო!“ და
სხვანი. ამაებს ძალიან გულმოდგინებით იძახოდა, მაგრამ თვითონ კი ერთ ალაგას იდგა და
არ ინძრეოდა, არც ის იცოდა, ვის რა უნდა გაეკეთებინა და ვინ რა საქმეზე მიდიოდა...
ის მხოლოდ ისე, როგორც მოურავის რიგი და წესი მოითხოვდა, ისე
იჩარჩებოდა,
რომ მისი კიჟინა გაეგონათ და ერთგულებაში ჩამოერთმიათ. ცხვრები
მოაბღავლეს, ქათმები ააკრიახეს, ბატ-ინდოური მორეკეს. იყო ერთი ფაცაფუცი და
მზადება. მოურავი ხან იმას დაუხვდებოდა წინ და ხან ამას. სინჯავდა საკლავებს,
სიმსუქნე ხომ არ აკლიათო, და ოფლს იწურავდა.
ფარეში - შინამოსამსახურე. ნებიერი - აქ: დეკეული.
იჩარჩებოდა - აქ: სხვის დასანახად, ვითომ საქმიანობდა.
ჩარჩობა
- ქორვაჭრობა, ძველმანით ვაჭრობა.
ამ დროს ერისთავები, სტრუმრები და მასპინძელი, სამივე, ერთად იჯდნენ
სასტუმრო ოთახში ტახტზე
ფეხმორთხმით
და გაცხარებული საუბარი ჰქონდათ. ერთი მათგანი, ახოვანი მოხუცებული,
გაჩუმებული იყო და თავისქნევით ეთანხმებოდა ახალგაზრდა კაცს, გაცხარებით
მოლაპარაკეს.
ფეხმორთხმით ჯდომა - ფეხების მორთხმით, მოკეცვით ჯდომა.
- შალვა ჯერ ყმაწვილია და გულის აუყოლობა მაგისთვის ძნელია, ჩემი სიძე ბიძინაც არ
არის დიდი ხნის... მასთანაც ყოველდღე უყურებს თავის თვალით ქვეყნის უბედურებას და
თვითონაც თავს იმეტებს. მაგრამ შენ კი მიკვირს, ჩემო ელიზბარ, - მიუბრუნდა მოხუცს
ზაალი, - ლხინი ბევრი გინახავს და ჭირი კიდევ მეტი აგიტანია!.. მადლობა ღმერთს,
გამოცდილება არ გაკლია, და როგორ გაივლეთ გუნებაში მაგისთანა ძნელი საქმე?
- რა ვქნა, ჩემო ზაალ?.. მეც ბევრი ვურჩიე ამ ჩემს ძმისწულსა და შვილობილს, მაგრამ
რომ ვერა შევასმინე რა?.. დაუჟინია: მარტო წავალო!.. და მასთანაც, ღმერთთან სწორი
სჯობს, მემიჯდება ჭკუაში ამ ყმაწვილების განზრახვა!.. ამისთანა სიცოცხლეს სიკვდილი
სჯობია! საქრისტიანო უნდა იმხობოდეს და ჩვენ აქ უნდა ვისხდეთ გულხელდაკრეფილი?..
„უგანგებოთ ვერას მიზმენ, გინდ შემაბან ხმელთა სპანიო!“ ჩვენც მივენდოთ განგებას!
- კი, მაგრამ განგებას უნდა დავაცადოთ... დღეს ასეა, ხვალ ისე იქნება: აი, გუშინ რა
ავდარი იყო და დღეს რა დარია! დროსაც შერჩევა უნდა.
- უკეთეს დროს ჩვენ ვეღარ ჩავიგდებთ ხელში, - წამოიძახა ცხარედ შალვამ. – კახელების
გულისგატეხა ქართლსაც გადაედება!.. ჯერ კიდევ, სანამ სასოება არ წარკვეთიათ და
კიდევ რაღაც იმედი აქვს კახელებს, ჩვენც უნდა მივეშველოთ!.. თუ ვერ გავიმარჯვებთ,
სახელოვნად მაინც დავიხოცებით: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო!“
- დიახ, კარგი კაცის ნათქვამია ეგ სიტყვები, მაგრამ არც იმას უმოძღვრებია ცუდად,
ვინც სთქვა: „სიფრთხილეს თავი არა სტკივაო“.
- კი, მაგრამ ხანდახან სიფრთხილე სიფრთხილის განაყოფია! – ჩაილაპარაკა ღიმილით
ელიზბარმა და სიამოვნებით შეხედა შალვას.
- აგულიანებ? – სთქვა წყენით ზაალმა. – თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი გასწიროღ,
მაგრამ ქვეყანას რას ერჩით? იმას აღარას ჰკითხავთ?.. ორი ათასი მხედარი იქ
გავწყვიტოთ... ჩავკლათ! აქ ვინღა დავახვედროთ, როცა გარისხებული ჩვენზე მოვლენ?..
მაგ ურჩობით მეფეს გავიწყრომებთ და მეტი არა გამოვა რა... ჯერ, ასეა თუ ისე, თავის
წინდახედულობით ბატონმა მეფემ ქართლი შეინახა. ყეენის გული მოგებული აქვს და ჩვენ
რად გავუხდეთ მიზეზად, რომ ამდენი ხნის მეცადინეობამ ჩალად ჩაუაროს?
- ავი, ამისთანა ქვეყნის შენახვას!.. – წამოიძახა ცხარედ კიდევ შალვამ. –
კახეთი გათათრდა; ქართლის მეფე, მირონცხებული ვახტანგ,
დაცვეთილ
შაჰნავაზად გადაიქცა... სამოც ქალ-ვაჟს გარდა, დღეს კიდევ ორი იმდენს
ვაგზავნით ხარკად ყოველწლობით... ქვეყანა გოდებით აივსო, - მეტი უნედურება რაღა
დაადგება ქვეყანას?!.. დღეს თუ ხვალ, ქართლიც აღარ იქნება, ისიც კახეთივით
აოხრდება. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ კახელებმა სახელი მაინც ნახეს, ხორცი
გასწირეს და სული გადაირჩინეს, და ჩვენ კი სულსაც ვწყმენდავთ!..
დაცვეთილი - ებრაული და მუსლიმანური რელიგიური ჩვეულება ბიჭის
ნათლობისას (აქ საუბარია ქართლის მეფე ვახტანგ V-ზე, რომელმაც მაჰმადიანობა
მიიღო და შაჰნავაზად იწოდა).
- ჭეშმარიტად მაკვირვებს თქვენი განზრახვა!.. მე ჩემი მხრით ვერც არას გავბედავ და
უარს შევუთვლი იმ ჩემს სიძეს და თქვენ კი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! არ ინანოთ ბოლოს
კი!..
დიდხანს გასტანა მათმა საუბარმა: შალვა ცხარობდა, ზაალ მოთმინებიდან
გამოდიოდა და ელიზბარი ორ ცეცხლშუა იყო, ორივე მხარეს
აგონგროვებდა,
რაც კი მოხერხდებოდა. ბოლოს იქამდე მიდგა საქმე, რომ ქსნის ერისთავები
უსადილოდ აპირებდნენ წასვლას... უკმაყოფილოდ წამოდგენენ ზეზე, მაგრამ აკრი გაიღო და
შემოვიდა მარიამი. ხელში წმინდა გიორგის ხატი ეჭირა: „ღმერთმა კეთილად
დააგვირგვინოს ეგ თქვენი ქრისტიანული განზრახვა და ეს იყოს თქვენი წინამძღოლიო!“ –
დაუსვენა ხატი. სამივე ზეზე წამოდგა გაკვირვებული. „ჩემო ბატონო! – მიუბრუნდა
ქმარს, - ქვეყნიური გონება ცამდისაც რომ უწევდეს, მაინც ვერ მისწვდება ღვთის
განგებას!.. ნუ ეწინააღმდეგები და ეურჩები ამათ სურვილს, რომელიც იქ თურმე, ცაში,
დასკვნილა და აქ მხოლოდ საგულისხმოდ გადმოტანილა!.. შემოდი, მამაო, და ამხილე!“ –
გასძახა მარიამმა, შემოვიდა კირილე და გაჩერდა. ერისთავები ერთმანეთს შესცქეროდნენ,
თითქო ეკითხებოდნენ რა ამბავიაო? - „აბა, მამაო, რას იტყვი?“ – განაგრძო მარიამმა.
აგონგროვებდა - ცდილობდა მოერიგებინა (დიალექტ.).
- ეგენი გახლავან, შენი ჭირიმე, ვიცანი!..
- მღვდელო, რას დაგიჟინია: ვიცანიო? ეს მეორედ ამბობ... რა ვქნათ მერე, რომ
იცანი?.. გამოცანა გერგება, თუ? – ჰკითხა გულმოსულმა ზაალმა.
- აკი მოგახსენეთ, ბატონო, ისინი არიან-მეთქი!..
- ხომ არ გადარეულხარ?.. მეც ვიცი, ვინც ბრძანდებიან.
- არა, ბატონო, მე ხომ მაგას არ მოგახსენებ!..
- რა დაგემართა? როგორ ვერ გაიგე? სიზმარში რომ ნახა... – გააწყვეტინა მარიამმა.
- სიზ...მარ...ში?! – გაოცებით იკითხა ერისთავმა და პირი გააღო.
- დიახ, ჩემო ბატონო! – სთქვა კირილემ და მოჰყვა თავიდან სიზმარს... ერისთავები
გაოცებით უგდებდნენ ყურს. როცა მივიდა კირილე იმ ადგილამდე, სადაც საყდარში შესულმა
გმირები დახოცილი ნახა, ზაალმა უცბად გააწყვეტინა სიტყვა: - მესამე, მესამე ვინ
იყო, ვეღარ იცანი?..
- ახლა ესენი რომ ვნახე, ისიც მომაგონდა... თქვენი სიძე გახლადთ, სწორედ ის იყო!..
- ბიძინა ჩოლოყაშვილი? მე ხომ არ გინახივარ?
- არა, შენი ჭირიმე, თქვენ იქ არ ბრძანებულხართ!..
„და ის უცხო მხედარიც ეს იქნებოდა! – მიაშვირა ხელი მარიამმა წმინდა გიორგის: -
გწყალობდეთ და გიწინამძღვდროსთო!..“ – ერისთავები გაქვავებულსავით იდგნენ
საგონებელში ჩავარდნილი და ხმას ვეღარ იღებდნენ. ბოლოს ელიზბარი მოუბრუნდა ზაალს:
„ახლა რაღას იტყვი?“
-იყავნ ნება უფლისა! რაღა მეთქმის?.. აქ წინდაწინვე სასწაულსა ვხედავთ... თქვენ
სამიცა კმარიხართ! ხომ ხედავთ, მე ნამეტანი ვყოფილვარ... მე მეფის ურჩი ვერ
გავხდები... მაგრა, თუ კირილე მოძღვრის შეგონებით ჩემი საყმოდან წამოგყვებათ ვინმე,
არ დავუშლი, მით უფრო, რომ მე არა ვიცი რა! – გაიცინა და ჩაილაპარაკა: - მამაო
კირილე, იმედია, შენ თუ შეაგონებ და ჯვრით ხელში წინ წაუძღვები, წაგყვებიან.
- ღმერთო, შენით! – სთქვა კირილემ, გამოისახა პირჯვარი და ემთხვია ხატს.
- ამინ! – გაიმეორეს ერისთავებმა და ემთხვივნენ ისინიც... მერე დასხდნენ და
შეუდგნენ თათბირს: მოილაპარაკეს, დრო დანიშნეს, მაგრამ გააფრთხილეს კი ერთმანეთი,
რომ ეს საქმე საიდუმლოდ ყოფილიყო. სპარსელების სახელიც არ უნდა ხსენებულიყო და
მიზეზად იმერლები გამოეგონებიათ, რადგანაც ისინი იმ დროს დადიანზე ეპირებოდნენ
გალაშქრებას. სიზმრით გამხნევებულსა და დაიმედებული ერისთავების სიხარულს საზღვარი
აღარ ჰქონდა. გაიმართა ლხინი, როგორც არაგვის, ისე ქსნის ერისთავების საკადრისი.
მზის გადახრამდე შეექცნენ და მერე გაუდგნენ გზას. მეორე დღეს იმერელმაც ჩაიდვა
უბეში სადასტურო წერილი, ჩოლოყაშვილთან გატანებული, გააცურვა თავისი ახალი ბედაური
„არაბულა“ და იმ გზითვე წავიდა, რა გზითაც მოდიოდა... მოურავი შესჩერებოდა
გამოღმიდან და გულზე მუჭს ირტყამდა: „ვაი, შენს ტყავს!.. ბატონს იმისთანა ბედაური
გამოალალა მის გახრეკილ
ბახში
და მე ზედაც აღარ შემომხედაო“ – წუწუნებდა გულდაწყვეტილი და აქეთ-იქით
აქნევდა თავს.
ბახი
- ძალიან გამხდარი, გაძვალტყავებული ცხენი (დიალექტ.).
4.1.3
თავი მესამე
ერთ დროს
საწერეთლოში
ბევრი გამოჩენილი აზნაური იყო, მაგრამ ბაქარა ბაქრაძეს კი ვერავინ
შეედრებოდა. მეფის ერთგულმა, ბატონის მორჩილმა და ქვეყნის მოყვარულმა გვარიც კი
დააწინაურა, არათუ თავისი
სახლი.
წერეთლის მოურაობამ მაინც სულ ფეხზე დააყენა. ერთადერთი სამწუხარო მისი ის
იყო, რომ შვილი არა რჩებოდა, მაგრამ, როცა მეზობლის რჩევით, ახალშობილს „გლახა“
დაარქვა და ღვთის სახელობაზე გაუშვა, ისიც მართლა ჩიტივით წაწმოეზარდა. ვაჟს კიდევ
ორი ქალი თან მოჰყვა ტყუპად და ამან ხომ სულ მთლად დააგვირგვინა მისი ბედნიერება.
მაგრამ „სოფელი განა დიდხანს ვისმეს ახარებსო?“ მართალი ნათქვამია: „ერთი ხიდან
ჯვარიც გამოვა და ბარიცო!..“ სულ სხვანაირი კაცი იყო მისი უმცროსი ძმა კიკო!..
ოჯახზე გულავარდნილი და გარეწარი, ამბობდა გუნებაში: „სადაც კვამლი მაღალიო, მეც
იმისი მაყარიო“ და ლხინი, ან დღეობა არსად გაუცდებოდა. აქეთ-იქით ხეტიალში სადღაც
სახადს
გადაეყარა და შინ
საორმოცო სნება
შემოიტანა. თვითონ მოიხადა, მაგრამ ძმა და რძალი კი, ორივე, ერთი კვირის
განმავლობაში გამოათხოვა წუთისოფელს. დარჩნენ ობლები ბიძის საპატრონოდ. კიკო დააწვა
სავსე ოჯახს თავზე და ნელ-ნელა გაუტკბა ბატონობა. საწერეთლო - თავად
წერეთლების სამფლობელო. სახლი
- აქ: ოჯახი. სახადი
- გადამდები დაავადება. საორმოცო სნება (სნეულება) - უკურნებელი
ავადმყოფობა.
პატარა ქალები გააბარა ღვიმის მონასტერში და ვაჟი კი მიუშვა ნებაზე, რომ
ეგები ფეხი სადმე წაამტვრიოს, საფრთხეში ჩავარდეს და ოჯახი მე დამრჩეს საკუთრადო!
მაგრამ ნათქვამია: „კვიცი გვარზე წავაო“; დღითი დღე პარატა გლახუკი სიკეთეში
შედიოდა და თექვსმეტი წლისას იმ ახლომახლოში ვეღარავინ სჯობდა. ერთხელ, სასახლეში
მიმავალმა შენიშნა, რომ დიდი და პატარა, ბატონ-ყმიანა, ყველა ერთად ეზოს ხეს გარს
ეხვეოდნენ. ჭიშკარს რომ მიუახლოვდა, გადახტა, ცხენი ყორეზე მიაბა და ქვეითად ეახლა
ბატონს. „ოჰ, გამარჯობა შენი, - მიაყვირა წერეთელმა, - სწორედ კაი დროს მოხვედი!..
გაქებენ და, თუ მართალია, ახლა გამოჩნდება: ქორი ჩამოეკიდა ხის წვეროზე და უნდა
აუშვა როგორმე“.
- რათა, შენი ჭირიმე?.. ქორი ორივე ფეხებით გახლავთ ჩამოკიდებული,
გაფაჩხულად, და ერთი ტყვია ორივე თასმას ხომ ვერ მიუდგებოდა? მარჯვენა შევწყვიტე და
ახლა მარცხენას ვესვრი! – გატენა მეორედ თოფი და ესროლა. ქორი დაბლა დაეშვა, მაგრამ
ჯერ შუამდისაც არ ჩამოსულიყო, რომ უცბად ჰაერშივე გადატრიალდა და ჰკრა ცაში კამარა.
გაფრენილ ქორს
ბაზიერები
დაედევნენ. ყველას ძალიან გაუკვირდა ეს სიმარჯვე ახალგაზრდა მეთოფის,
მაგრამ თვითონ იმას არც კი შეუმჩნევია, თოფს დაუწყო
ფერვა.
ბაზიერი -
ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშავი. ფერვა
- აქ: წმენდა.
- გამომიტანეთ ჩემი
ყირიმი!
ნათქვამია: „თოფი მეთოფეს და მეთოფე სოფელსო“. სწორედ შენი საკადრისი
ყოფილა ის თოფი და ღმერთმაც შენ მოგახმაროს! – სთქვა წერეთელმა. გამოიტანეს
წვრილლულიანი, სულ ოქროთი მოსალტული, გრძელი თოფი და გადასცეს მეთოფეს.
სასახლეში ბევრს არავის დარჩენია სასიამოვნოდ ახალგაზრდა გლახუკის
გამარჯვება, მაგრამ მაგიერად ერთი ვინმე კი სულ სხვა გუნებაზე დააყენა: კოშკიდან
თურმე გადმომდგარიყო ახალგაზრდა წერეთლის ქალი და სარკმელში უყურებდა
გულისფანცქალით ამ ამბავს. გაგონილი ჰქონდა ახალგაზრდა ბაქრაძის ქება გულში
გასავლებად, მაგრამ დღევანდელმა ნანახმა კი ისე გაიტაცა, რომ თავი ვეღარ შეიმაგრა
და სატრფიალოდ გადაუშალა გული.
ტყუილად არ სჩიოდა ძველად სამღვდელოება, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სახარებაზე
უფრო გაუტკბა ქვეყანასაო; საუკუნეების განმავლობაში, დიდი და პატარა, ყველა იმას
ეწაფებოდა; კაცები ტარიელ-ავთანდილსა ჰბაძავდნენ, ქალები ნესტან-თინათინობას
სცდილობდნენ, მეფე და კარისკაცები – როსტევან-სოგრატობაზე სდებდნენ თავს, მსახურნი
შერმადინობდნენ და მოხელე-გამდელები კი ასმათობას სჩემობდნენ. აქაც, ამ
შემთხვევაში, წერეთლის ქალს გამოუჩნდა ასმათი და გაიმართა მიწერ-მოწერა. სიყვარულის
უმეცარმა ახალგაზრდა ბაქრაძემ იგრძნო პირველად უცნაური რამ, გაიმსჭვალა
სულიან-ხორციანად, მიჰყვა სიყვარულის მდინარეს, გადაჰყვა საჩქეფეს და შეტოპა
მორევში, გუნება შეეცვალა, ჩვეულებრივ რამეებს თავი დაანება და მარტო
ხალვას
ეძლეოდა. „შორით ბნედა, შორით კვნესაო“, - ამბობდა გუნებაში და სატრფოს
საიდუმლოდ
ითვალისწინებდა.
იმ დროს ქალები პირობას უდებდნენ საყვარლებს: „გვიჩვენეთ საქმენი
საგმირონიო“. ეს პირობა ჩვეულებისამებრ ახალ შეყვარებულსაც დაუდეს, მაგრამ სად იყო
იმ ახლომახლო მისი
საასპარეზო?
მაშინ კახეთში თათრობა იყო და დიდი პატარა იქ სპარსელების უღელს ეწეოდა, -
განსაკუთრებით თავად-აზნაურობა. ეურჩებოდნენ მხოლოდ ზოგიერთები, აქა-იქ მათ რიცხვში
ახმეტის ბატონი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, ყველაზე უფრო შეუპოვარი იყო. იმის გმირობის
ხმა იმერეთამდისაც უწევდა და, აი, ამას მიმართა ახალმა ავთანდილმა. მოემზადა
საუცხოვოდ, გამოეწყო სამგზავროდ, შეიკაზმა „აფხაზურა“ და გაეშურა აღმოსავლეთისაკენ.
გზაში სევდები შემოაწვა, სამშობლოს დატოვება გულსა სწყვეტდა და საყვარლის მოშორება
ზედ ტანჯვის ცეცხლს ეკვესებდა. მიდიოდა და მიღიღინებდა: ხალვა - ფიქრიანი
განმარტოება. ითვალისწინებდა - აქ: წარმოიდგენდა ხოლმე.
საასპარეზო, ასპარეზი -
მოქმედების, მოღვაწეობის არე, სარბიელი.
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ,
შეჰკვესოდა მთვარეს და შესჩიოდა ვარსკვლავებს. თვალზე ცრემლი ადგებოდა,
მაგრამ, რომ მოაგონდებოდა უკანასკნელი ლექსის
ხანა:
მაგრამ ღმერთი არ გასწირავს,
იმედი აფრთოვანებდა და გაორკეცებული სურვილით მიაჩქარებდა თავის ბედაურს.
მისი „აფხაზურაც“, გაიგონებდა თუ არა მათრახის ტკრციალს, თითქო მიუხვდა პატრონს
გულისპასუხსო,
ყურებდაცქვეტილი, გედივით მოიღერებდა კისერს, აქეთ-იქით ერთს
შეიკუნტრუშ-შემოიკუნტრუშებდა და მერე გასწევდა პირდაპირ, თითქო უნდა, რომ
გულმკერდით მთა და ველი გაიტანოსო. გულისპასუხი - აქ:
სურვილი, ფიქრი.
4.1.4
თავი მეოთხე
კახეთის მეფე, თეიმურაზ პირველი,
დავით წინასწარმეტყველს
ეტოლებოდა თავის გუნებაში: „ის ჩემი წინაპარი და მე მისი ჩამომავალი, ისიც
გვირგვინოსანი-მგოსანი და მეცო“, - ჰფიქრობდა და ის კი ავიწყდებოდა, რომ
დავით მეფობდა უმაღლესად ჩაგონებული და თეიმურაზი მხოლოდ ქვეშევრდომთან
უმდაბლესად შეგონებული; ის იქ ებრძოდა
„ამალეკთა“
და ეს აქ – თათარ-ლეკთა!.. პოლიტიკაში პოეტობდა, პოეზიაში პოლიტიკოსობდა
ის დალოცვილი და მით საზარელ მომავალს უმზადებდა სამეფოს. ამას ატყობდნენ
ზოგიერთები, მაგრამ ვინ გაბედავდა ცხადად მხილებას? – და ჩუმად კი აქა-იქ
საყვედურები ისმოდა.
დავით წინასწარმეტყველი - ბიბლიური დავითი; ბეთლემელი
მიწათმფლობლის - იესეს - უმცროსი ვაჟი, მწყემსი, ღვთის რჩეული, შემდგომში
ისრაელის მეფე; ფსალმუნთა ავტორი; ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის X ს-ში;
იმეფა 40 წელიწადს და დაიმკვიდრა საუკუნო სახელი. ამალეკი -
ბიბლიური აბრაამის შვილთაშვილის - ელიფაზის - ძისგან, ამალეკისაგან,
წარმომდგარი ხალხი. ამალეკნი აღუდგნენ ისრაელის შესვლას აღთქმულ ქვეყანაში,
მაგრამ დამარცხდნენ მათთან ბრძოლაში.
ზამთრის პირი იყო. გამხიარულებული ბუხარი გუგუნებდა და კოპიტის შეშას
ტკაცატკუცი გაჰქონდა... ერთი ყმაწვილი კაცი მისჯდომოდა ბუხარს და ნაკვერცხლებს
დასშტერებოდა. იქვე, მახლობლად, ტახტზე მხარ-თეძოს წამოწოლილიყო მოხუცი და
პირისახეს ათამაშებდა. – ეტყობოდა, რომ თავის გულში რაღაცას საუბრობდა. უცბად აიღო
თავი ახალგაზრდამ და ჰკითხა მოხუცს:
- რა ამბავია, რომ ეს ერთი ხანია ბატონი
სადარბაზოდ
აღარ
დაბრძანდება?..
ჩაუკეტია კარები და ჩამწყვდეულა!..
სადარბაზოდ დაბრძანდება - სტუმრად დაბრძანდება. დარბაზობა -
სტუმრობა.
- სტვირის გუდას თუ
ჰბერავს?!
– უპასუხა მოხუცმა ცივად.
სტვირის გუდას თუ ჰბერავს - აქ: ლექსებს თუ წერს. შდრ.გუდასტვირი
- საკრავი, რომლის თანხლებითაც სახალხო მომღერლები მღეროდნენ.
- გუდას?!.
- აღმაშენებელი წინასწარმეტყველსა ჰბაძავდა, ადიდებდა ყოვლის შემოქმედს;
მისი
იამბიკო
ლოცვა იყო და ამისი შაირები კი ლაზღანდარობაა!..
იამბიკო - აქ: სასულიერო ხასიათის ლექსი.
- რუსთველს ეჯიბრება.
- არ გაგიგონია, თუ აღარ გახსოვს? ერთი მზეთუნახავი თურმე ყოველ
დილ-დილაობით მიდიოდა წყაროსთან და, პირს რომ დაიბანდა, ეკითხებოდა ხოლმე წყაროს:
„წყაროვ! მე ვჯობივარ, მზე თუ მთვარეო?“ - „შენც კარგი ხარ, მზეც და მთვარეცო,
მაგრამ ეთერი კი ყველას გჯობიათო!“ – ესმოდა პასუხად და ეყრებოდა გულს. ბატონ
მეფესად სწორედ ისე ემართება: რომ რამეს დასწერს, ეკითხება თავის გულს: მე
ვჯობივარ,
ჩახრუხა
თუ
შავთელიო?
„შენც კარგი ხარ, ჩახრუხაც და შავთელიცო, მაგრამ რუსთველი კი ყველას
გჯობიათო“, - უჩურჩულებს გონება და რუსთველის მოქიშპეს შურით ევსება გული.
ჩახრუხაძე, შავთელი - XII-XIII სს-ის ცნობილი ქართველი პოეტები.
- უბედურებაც ეგ არის, შვილო: გულში რომ შური შევა, მაშინ სულიც
დასნეულდება! დიდი ცოდვაა, შვილო, შურიანობა და ჩვენ სამეფო ოჯახს რაღა ცოდვის
მიმატება ეჭირვება? განსვენებული პაპამაგისი სულ იმას სჩიოდა, რომ ხალხი გამრავლდა,
ქვეყანა გაშენდა და ჩემ კახეთში სანადირო ადგილები აღარსად დარჩაო!.. ამ
საყვედურებით აწყენია ღმერთს და კიდეც გადახდა: დღემდის ვის გაუგონია საქართველოში,
რომ შვილი მამასა დასტაკებოდეს, და ის კი მისმა შვილმა, დავით მეფემ, ამ თეიმურაზის
მამამ, ციხეში ჩაამწყვდია; - მეორე შვილმა, გაურჯულოებულმა კონსტანტინემ, მოჰკლა და
თავისი ძმა გიორგიც თან მიაყოლა!.. აი რა დიდი ცოდვა ტრიალებს მათ ოჯახში, შვილო!
სისხლი მართებს და დიდი მსხვერპლიც არის საჭირო, რომ გაიწმინდოს!.. – დაამატა
ამოოხვრით მოხუცმა და გამოისახა პირჯვარი.
სწორედ იმ დროს, როცა ორი დარბაისელი მამა-შვილი ბუხრის წინ
საყვედურობდნენ, თეიმურაზ მეფე მართლა ჩაკეტილში იჯდა მარტოდმარტო, დიდ საგონებელში
ჩავარდნილი, მაგრამ რუსთველზე არ ჰფიქრობდა. წინ ედვა ორი წერილი. ერთი
ჩრდილოეთიდან და მეორე აღმოსავლეთიდან გამოგზავნილი. პირველი ტკბილი იყო, ალერსიანი
და იმედით გამამხნევებელი, მეორე – რჩევა-საყვედურებითა და მუქარით სავსე; ერთი
გულში უხიცინებდა, და მეორე კი გულზე ჰკბენდა: „თეიმურაზ-ხან, - სწერდა შაჰ-აბას
პირველი, - შევიტყვე, რომ პაპაშენის კვალს შესდგომიხარ და გადამთიელი გინდა კარზე
მომაყენო საჭირბოროტოდ, მაგრამ, სანამ მე მომადგებოდნენ, ხომ შენი სამეფო უნდა
დაუდვა გზად და ხიდად! და მიკვირს, რომ, ჩემთან ერთად ძმასავით თანაშეზრდილს,
ჭკუა-გონება დაგკარგვია! ჩვენი ძმური კავშირი უძველეს დროიდან დღემდე მტკიცედ
შენახულა და ახლა რაღად უნდა გაწყდეს? მართალია, ჩვენი დიდი სახელი ადევს თქვენს
პატარა სამეფოს, მაგრამ საქმით ხომ დამოუკიდებელი ხართ და არავინ ეხება თქვენს
რჯულს, ენას, ეროვნებას, ზნე-ჩვეულებას და წეს-წყობილებას? მართალია, სპარსეთის
„ვალად“
ითვლები, მაგრამ ესეც თქვენივე სასიკეთოდ: ასე რომ არ ყოფილიყო და ჩვენი
დასახელებული არ ყოფილიყავით, ვინ იცის, აქამდის რამდენჯერ აგაოხრებდნენ თურქები,
და დღეს კი, ჩვენი შიშითა და მორიდებით, ხვანთქარს თქვენი ბუზიც ვეღარ აუფრენია.
ხარკს თუ იტყვი, აბა, რა სახსენებელია ხარკად სამოცი
ზონა
ახალგაზრდა ქართველი ქალი, მაშინ როდესაც სამაგიეროდ ჩვენგან ათასთუმნობით
მიგაქვთ და
ხალათი
კიდევ ზედმეტია. თეიმურაზ-ხან! გადაიგდე გულიდან ეგ ორივესთვის მავნებელი
სურვილი, თვარა, თავმან ჩემმან, ვეღარ გადაურჩეთ ჩემ სამართლიან რისხვას ვეღარც შენ
და ვეღარც შენი სამეფო!..“
ვალლი - ირანის მიერ დანიშნული ქართველი მმართველი. ზონა
- ასე ეძახდნენ სპარსელები საქართველოდან წაყვანილ ქალებს, რადგან
სპარსულად სონა, იგივე ზონა, მშვენიერს ნიშნავს. ხალათი - ჯილდო.
ეს წერილი რომ წაიკითხა, თეიმურაზმა თავი ჩაღუნა და ღრმად ჩაფიქრდა. ბოლოს,
თითქოს რაღაცამ გამოაფხიზლაო, უცბად გასწორდა, დაიყვირა: არა! არა! გათავებული
საქმეა... აქ ფეიღამბარია თავმდები და იქ კი ჯვარი და სახარება!.. პირველს რომ
დავერწმუნო და მეორეს არ ვენდო, ეს ხომ რჯულის გმობა იქნება?! უნდა გადაწყდეს...
რაც მოხდეს, მოხდეს!.. ეს პატარა კახეთიც ხომ ნაწილია იმ დიდი საქართველოსი,
რომელიც წილად ჰხვდა ღვთისმშობელს, და დედაღვთისა განა ხელს იაღებს თავის
საუფლისწულოზე? ცოდვაა აქ იჭვიანობა! არ ეკადრება საქრისტიანოს, რომ გულგრილად
აიტანოს მაჰმადიანების მედიდურობა: წამიერმა ჭირმა, დროებითმა უბედურებამ როგორ
უნდა გაუტეხოს გული მორწმუნეს?!. გამოცდა იგივე
გამობრძმედაა;
მისგან რჩეული ხალხი ღმერთმა არ ჩაჰყარა ეგვიპტის ტყვეობაში და მანვე არ
დაუბრუნა აღთქმული მხარე და დაუჯინა სამეფო ტახტზე ჩამი წინაპარი დავით?! დღესაც
შეურყეველი იქნებოდა მათი სამეფო, თუ რომ ღმერთი, ქრისტედ მოვლენილი, ეცნოთ ძედ
ღვთისად და არ გასდგომოდნენ! შორს!.. შორს ჩემგან, იჭვიანობავ! მრწამს და აღვიარებ,
რომ მომავალი ქრისტიანობისაა!.. დღესვე შევყრი დარბაზს და გადავაწყვეტინებ, რომ
ორივემ თავთავისი საკადრისი პასუხი მიიღოს და, ღმერთო, შენით!.. – სთქვა, გამოისახა
პირჯვარი და შეაჩერდა სახატეს. გამობრძმედა, გამობრძმედს - მტკიცეს, ამტანს გახდის;
გამოაწრთობს.
ამავე დღეს დარბაზმა ხმის უმეტესობით გადაწყვიტა, რომ გაეწყვიტა კავშირი
სპარსეთთან და მიჰკედლებოდა ჩრდილოეთს...
4.1.5
თავი მეხუთე
მრისხანებით აღტაცებული შაჰ-აბაზი ცეცხლითა და მახვილით შემოეჭრა კახეთს და
მუსრი გაავლო: ციხე-ქალაქები დააქცია, სოფლები ააოხრა, ტაძრები დაანგრია და
შებღალა. ვინც კი მთაში ვერ გაასწრო და გაუხიზნავი დარჩა – დაიღუპა.
სიბრალული აღარსად იყო და მდინარეებს სისხლის ღვარი ერთვოდა. ამ უბედურებამ
ლანგ-თემურის დროებასაც კი გადააჭარბა... მძვინვარე შაჰმა, რაც გასწყვიტა,
გასწყვიტა და, რაც არა, ათასობით და ათი ათასობით სპარსეთში გადაასახლა!
ამათ მოადგილედ ულუსები გადმოასახლა და გაღმა-გამოღმა ალაზნის პირები
დაიჭირა. მაჰმადიანები ყოველი მხრით ულოცავდნენ გამარჯვებას ირანის ლომს,
მაგრამ თვითონ ლომს კი გული უკვნესოდა: „ეს გამარჯვება დამარცხებაზედაც
უარესია, - ამბობდა გუნებაში. – აი სად ვიგრძენ ჩემი უძლურება!.. ერთზე ათი
მომყავს, ათზე – ასი და მაინც ვერასა ვხდები! ჩემი მთავარი ძალ-ღონე
შემოვალიე მარტო ამ კახეთს და ეს ხომ მცირედი ნაწილია საქართველოსი?.. მაშ
მთელი საქრისტიანო როგორღა ჩავიგდო ხელში? არ ჩავიგდო და მაშინ ხომ
სპარსეთსაც უნდა გამოვეთხოვო?! ეს დასავლეთ-აღმოსავლეთის გზა და ხიდი, ეს
ხმელთაშუა კარები, ეს პატარა ქვეყანა თუ ხელში არ ჩავიგდე, რა იქნება
უმისოდ ჩემი დიდი სამეფო? უზარმაზარი ციხე უგალავნოდ, ადრე თუ გვიან
ადვილად ასაღები და დასანგრევი!.. არა, საქართველო ის ნატვრისთვალია,
რომელიც ხელში უნდა იგდოს სპარსეთმა!.. იგდოს? ჰმ!.. თქმა ადვილია! რას
გააწყობ იმ ხალხთან, რომელსაც რჯული და ეროვნება ერთმანეთზე გადაუბამს,
შეუხორცებია და სულს ხორცზე მაღლა აყენებს?.. საარაკო ლანგ-თემურმა მხოლოდ
აქ იგრძნო თავისი კოჭლობა, როცა ამ პატარა „ქვეყნის ქვაკუთხედს“ წამოჰკრა
ფეხი. ვაითუ ირანის ლომმაც აქ ამოიძუოს კუდი?! ხალხი, რომელსაც სხეული
გაუკაჟებია და სული აუმაღლებია, საშიშია!.. ჯერ უნდა სხეული დაუდუნდეს,
სული დაუმდაბლდეს და მერე, მხოლოდ მერე შეიძლება მისი მოდრეკა!.. ჰო,
სწორედ! სწორედ! ზოგან, სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს
და გამოაქვს ხოლმე!.. იქ, სადაც ლომის ტოტი ვეღარას სთესავს, მელიის კუდმა
უნდა მოიმკოსო!..“ ასე გადაწყვიტა ძლიერმა და კიდეც შესცვალა თავისი
გმირული, პირდაპირი პოლიტიკა საქვეშქვეშო-სავერაგოზე. – იმ დღიდან დაუტკბა
მისგან აოხრებულ ქვეყანას და რისხვა წყალობად შეუცვალა. – ერთთავად
მიფენილი მზის სხივები თვალის ჩინს ართმევენ კაცსა და სწორმხედველობას
აკარგვინებენ... ყეენის უხვმა წყალობამ დააბრმავა კახეთი. კუჭმა გულს
სძლია, სულმა ხორცს დაუთმო და ნელ-ნელა, „დღეს-ხვალობით“ ქვეყანამ შეტოპა
საფრთხეში. მოწინავე გუნდს და მათ მეთაურებს ტყუილად კი არ უსვამდა თავზე
ხელს სპარსეთის ახალი პოლიტიკა! სასახლის კარზე უპირველესი ადგილები
დაიჭირეს ქართველებმა და ადვილად გამდიდრებულები მიეცნენ მცონარებას. არც
ნიჭი, არც ცოდნა და არც სხვა რამ კაცური ღირსება არ სჭრიდა. რომელიმე
პირადობის ასამაღლებლად საკმაო იყო მხოლოდ თავდადებული ერთგულება
სპარსეთისადმი და სამშობლოს ნელ-ნელა გაწირვა. – ვინც ქართველობას არ
ივიწყებდა, ის იჩაგრებოდა და წინ ბიჯის წადგმას ვერ ახერხებდა, გინდ
გმირთა-გმირიც ყოფილიყო!.. ამას ხედავდა შაჰ-აბაზი და გულში იცინოდა,
სიკვდილის შემდეგაც ანდერძად დაუგდო მემკვიდრეებს ირანის ლომმა იგივე
პოლიტიკა და მიტომაც ერთ საუკუნესაც არ გაევლო ჯერ, რომ აღმოსავლეთი
საქართველო ნახევრად გათათრდა. შემოვიდა ხალხში სპარსული ზნე, ჩვეულება,
რჯული და კანონი!.. ქართველს ქართველობა აღარ ეტყობოდა!.. ენა შეიბღალა,
დიდ ოჯახებში ქართულად ლაპარაკი კიდეც ერცხვინებოდათ... სამრთალი უცხო
ენაზე იყო, წირვა-ლოცვის და გალობის კილო შეიცვალა, მღვდელმთავრების
მოადგილედ ახუნდები გახდნენ და მსაჯულ-მოძღვრებად – მოლა-ყადები. ამან
ყოველივემ ისე გარყვნა ხალხი, რომ ქართველი ქართველზევე
მეზვერეობდა
და ბოლოს ისე დაუძლურდა, რომ თვით სპარსელების საზიზღარ-გასაკიცხი შეიქნა
ოდესმე სახელგანთქმული ქართველობა. ასე რომ, შაჰ-აბაზ მეორის დროს,
ქალაჩუნობა სრულიად საჭირო აღარ იყო და პირდაპირაც თავში დაუწყეს ცემა
დაუძლურებულ ქვეყანას. მეზვერე - მებაჟე, გადასახადების ამკრეფი.
საკენკით მიტყუებული და ალერსით თვალახვეული კახეთი მიხვდა, რომ
უბედურებაში იყო ჩავარდნილი, მაგრამ თანვე იგრძნო თავისი უძლურებაც და გაკმინდა
ხმა. - „სულ არაობას ცალუღელი ხარი სჯობიაო“, - სთქვა თავის სანუგეშებლად და
წაუშვირა კისერი უღელს!.. ვინც ადრე
ამილახვრობას, ამირეჯიბობას, ეშიკაღაბაშობას და ამირბარობას
არად აგდებდა, დღეს იმათ
ჩაფრობაც
კი ენატრებოდა. სიღარიბე უფრო მაღალ წოდებას დაეტყო და შიმშილით
გამწარებული თავადაზნაურობა დაბალ წოდებას დააწვა თავზე... ერთმანეთშიაც ისე
აირ-დაირიენ, რომ სისხლ-ხორცობა აღარასა ნიშნავდა და ნათესავი ნათესავს აღარ
ზოგავდა, ოღონდ კი ჩამორჩენოდა რასმე! თავის წმინდანები რომ აღარ აგონდებოდათ,
„ყეენის თავის მზეს“ ფიცულობდნენ!.. და თუ აქა-იქ სადმე თავადაზნაურობაში რიგიანი
ვინმე გამოერეოდა, ჯერ კიდევ გადაურჯულებელი და სამშობლოს მოჭირისუფლე,
თავისიანებსავე არ მოსწონდათ და უკიჟინებდნენ. გლეხობას კი, იმ მუშა ხალხს, რომელიც
ყოველდღე მამა-პაპების მოწამურ სისხლს, სამშობლოს მთა-ბარზე მსხვერპლად დათხეულს,
პატიოსან შრომის ოფლს აღვრიდა, არ ჰქონდა ჯერ კიდევ საერო კავშირი გაწყვეტილი...
მზად იყო, რომ
კვარივით
ანთებულიყო, და უცდიდა მხოლოდ ნაპერწკლებს, საიდანმე მონაკვესს!!. ამ დრო,
სწორედ ამ დროს ცხოვრობდა კახეთში ახმეტის მებატონე ბიძინა ჩოლოყაშვილი, ბუნებისგან
უნაკლულოდ შემკული, რომლის გულიც ვერაფრით ვერ მოიგეს თათრებმა, ვერც რისხვითა და
ვერც წყალობით. კახელებს უკვირდათ მისი ახირებულობა და ათვალწუნებული ჰყავდათ...
გაგონილაო, - ამბობდნენ თავადები, - ბედი კარზე მისდგომია და ეგ კი
ჭირვეულობს... შინ არ უშვებსო!.. ყეენის თავის მზემ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგის
ადგილას, რომ ქვეყანა გავაკვირვოთ და მტრებს თვალები დავუყენოთო“. ამისთანაები
ბევრი რამ ესმოდა ბიძინას, მაგრამ ხმას არ იღებდა... მხოლოდ ნაღვლიანად აქნევდა
თავს.
- მესმის, ბიძაჩემო, მაგრამ მაინც მე ჩამდათავად გაზაფხულის მახარობლობის
დროს სიკვდილი მირჩევნია ზამთრის წინასწარმეტყველებაში მედიდურად სიცოცხლეს!..
ვიცი!.. განა არ ვიცი, რომ დიდკაცობა ტკბილია?.. სად თეირანი და სად ახმეტა? იქ
ყოველიფერი თვალს იტაცებს, გრძნობა-გონებას ჰხიბლავს და კუჭს ატკბობს!.. მაგრამ
კიდეც მაგისი მეშინია!.. არ მინდა, რომ ის გადამივარდეს გულიდან,რ აც უნდა
სიკვდილამდე მახსოვდეს და ვეტრფოდე. აქ, ამ პატარა ახმეტაში, ყოველიფერი მალამოდ
ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას: მიწა, წყალი, მთა, კლდე, ტყე და ველი, ყველა ერთად
ნათესაურის კავშირით გადაბმულა ჩემთან!.. ვგრძნობ რაღაც ერთ სისხლხორცობას მათთან!
ვგრძნობ და ჭირს ადვილად ვიტან!.. ამის სამაგიეროს რას მომცემს უცხოეთი?!. რად
მინდა შენი გარეგანი თვალსატყუარი დიდკაცობა მაშინ, როდესაც დამალული
გრძნობა-გონება იჩაგრება და სულს აჩიავებს?! ტკბილია შენი
შარბათები,
მაგრამ ვერ გავცვლი იმ ჩემ ღვინოზე, რომელიც ჩემი მამა-პაპის სისხლით არის
წითლად შეფერილი!.. გემრიელია თქვენი მურასა-ლავაშები, მაგრამ მე მაინც ჩემი
ქვეყნის პური მირჩევნია, ის პური, რომელშიაც ჩვენი ძველების ნაწილები ურევია...
დიახ, ნაწილები!.. ჩვენი საყანეები მათის ძვლებითა და ხორცით არიან დაპოხიერებული!!
მართალი არის ჩვენი გლეხკაცობა, როდესაც ღვინის დალევის დროს პირჯვარს იწერს და,
პურის გატეხის წინეთ, ჯერ პურს ემთხვევა!.. ის წმინდა-წმინდათა, ზიარებაა
ჩვენთვის... და ჩემს სამშობლოს რომ გავშორდე, სადღა მივიღო?!. არა, ბიძაჩემო,
არა!.. ისინი ჩვენთვის უცხო არიან და ჩვენც იმათთვის!.. რაც ბუნებასა და საუკუნეებს
არ შეუხორცებია, მისი შეწებება ტყუილია!.. არა გამოვა რა!.. ან განშორება და ან
სიკვდილი!.. ორში ერთი აუცილებელია!.. შარბათი - შაქრისა და ხილის წვენით დამზადებული აღმოსავლური
ტკბილი სასმელი.
ეს რომ სთქვა, წამოვარდა ზეზე, გავარდა აივანზე და დაიწყო გიჟივით
სიარული... ჯანდიერმა გადააქნია თავი, „ვაიმე, ჩემო დისწულო, რა კაცი იღუპებიო?!“ –
სთქვა მწუხარებიტ, გამოვიდა კარში, შეჯდა ცხენზე და გაუდგა გზას.
დიდხანს იბორგა გაბოროტებულმა ბიძინამ და რომ დაიღალა, დღე და ღამის გაყრის
დროს, ჩამოჯდა ტახტზე და გადახედა ალაზნის პირებს. ბნელი თანდათან იჭერდა
არემარეს... თვალი სინათლესა ჰკარგავდა, მაგრამ სამაგიეროდ ყური ძალას იჩენდა...
ალაზნის შხუილი, ნიავისაგან მოტანილი, თითქოს შესჩივის და შეჰხვნეშის მის
გარეშემოს!.. ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ!.. მთვარე ჯერ კიდევ ისევ მთას ეფარა...
მაგრამ ცოტაოდენად კი შემოსცინა ცის კიდეს. ეტყობოდა, რომ შორს აღარც ის იყო...
აქვე ახლოს გაისმა შოლტის ტკაცუნი და ზედ „ოროველას“ ღიღინი მოჰყვა. „მადლობა
ღმერთს, რომ კიდევ ერთი მშობლიური ხმა მესმის! – სთქვა ამომხვრით ბიძინამ. – დიდი
ხანია, რაც ახალმა ცხოვრებამ გადაფხიკა კახელის გულისფიცარზე დღემდე ღრმად
დაბეჭდილი მისი ისტორიული ნაგრძნობი და ნაფიქრები!.. ქართულ ტკბილ ღიღინს, ვაჟკაცურ
შეხმატკბილებასა და სასოების მომგვრელ გალობას ბოლო მოუღო თათრულმა შექაქანებამ!..
ტკბილი ჩანგური და სალამური
ზურნა-ჭიანურმა
ჩაყლაპა!.. მხოლოდ ეს ორი სავალალო ხმა, „ოროველა“ და „მუმლი მუხასა“,
კიდევ შერჩენია მუშა ხალხს... და, მადლობა ღმერთს, სანამ ესენიც არ მივიწყებულან,
ჯერ კიდევ იმედია“ – წაილაპარაკა ბიძინამ. ამ დროს თავი ამოჰყო გადაღმიდან
მთვარემ... ნელ-ნელა გადმოეშვა მთის წვეროზე, სამკურნალოდ მიჰფინ-მოჰფინა სხივებიცა
და ქვეყანას, გამოაღვიძა სიბნელეში სულგანაბული არემარე, დაჰქროლა ნიავმა, აბიბინდა
მდელო, აშრიალდნენ ფოთლები, შეირხნენ ბუჩქები და ერთხმად შეუჭიკჭიკეს
ბულბულებმაც!.. ბნელით გამოსულმა ქვეყანამ სული მოიბრუნა და დანაღვლიანებულ
ბიძინასაც გული დაუტკბა. – გზაზე გამოჩნდა ურემი... ნელ-ნელა მოდენიდა მეხრე
კამეჩებს და „ღიღინს“ სათვალავს უხშირებდა: „ნუ ეძალები წყალდიდსა, უნდა ეძებდე
ფონებსო... ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსო!“ შემოსძახა მაღალის ხმით და
თან „ხიოც“ მიაყოლა შოლტის გატლაშუნებით. – ბიძინა შეკრთა, უცბად წამოდგა ზეზე და
ზეცას დაუწყო ყურება... დიდხანს ხმას არ იღებდა, ბოლოს – თითქო გამოერკვაო-
წაილაპარაკა: ეს რა გავიგონე?! მიწამ შემომტყორცნა, თუ ცამ ჩამომბერა ეს საგულისხმო
სიტყვები? „ხერხი სჯობია ღონესო!“ საიდანაც უნდა იყოს, სულ ერთია... უგანგებოდ ცაცა
და მიწაც, ორივე მუნჯია! ჩემი დიდი ხნის გრძნობა-გონების ჭიდილი ამ ორმა სიტყვამ
უნდა გადასწყვიტოს!.. დიახ! დიახ!! „ხერხი სჯობია ღონესაო!“ ხერხი! ხერხი!! მაგრამ
ხერხი საქვეყნო და არა საპირადო!.. ციურნო მნათნო! თქვენ იყავით მოწმე ჩემი
განზრახვის და თავდები ჩემი მოქმედების!.. თქვენ კიდევ ჩასული არ იქნებით, რომ მე
მორჩილებით მივმართავ ალი-ყული-ხანს. ზურნა, ჭიანური - აღმოსავლური საკრავები.
4.1.6
თავი მეექვსე
ჩოლოყაშვილმა კარგი ფეხი ვერ მიუტანა სპარსელებს: გადავიდა თუ არა მათკენ,
მაშინვე გაჩნდნენ კახეთში სხვადასხვა გუნდები გავარდნილთა და მოსვენებას აღარ
აძლევდნენ თათრებს; სადაც კი შეიგულებდნენ და მოასწრებდნენ, სულ მუსრს ადენდნენ, და
ისე შეაშინეს, რომ, არათუ სოფლებში ვეღარ დაფარფაშობდნენ ადრინდულად,
ციხე-დარბაზშიაც კი შიშის ქარი უქროდათ; და თუ არ სიფრთხილით, გალავნის გარეთაც
ვეღარ ჰბედავდნენ ფეხის გადადგმას. შესანიშნავი უფრო ის იყო, რომ მარტო თათრებს კი
არა, ქართველებს უფრო სდევნიდნენ, როგორც კი შეატყობდნენ, რომ თათრების მომხრე იყო
და იმათი ერთგულები არიანო. ბევრი გამოჩენილი და თათრის სამსახურში დაწინაურებული
გამოათხოვეს წუთისოფელს; რამდენიმე თავადაზნაურობის ოჯახი აიკლეს!
საბუეში
ერთი მღვდელი შეიპყრეს და როგორც ქვეყნის ორგულს, თვალები დასთხარეს: ახლა
მაინც ჩაიხედე გობენაში და შეინანეო. ჯანდიერს სახლკარი გადაუწვეს. ამბობდნენ, რომ
ჩოლოყაშვილსაც რამდენჯერმე დაესხნენ თავზე, მაგრამ კაცმრავალმა ოჯახმა, როგორც
იქნა, მოიგერიაო. იმათი წინააღმდეგობა და მოპირდაპირობა მით უფრო საძნელო შეიქნა,
რომ არავინ იცოდა, ვინ იყვნენ, სად იყვნენ და საიდან როგორ მოდიოდნენ. ჩავარდა
მთავრობა საგონებელში: „ადგილის კურდღელს ადგილისავე მწევარი თუ დაიჭერს, თვარა
უცხო ვერას გახდებაო“, - ჰფიქრობდა ფეიქარ-ხანი და კახელებსავე ეხვეწებოდა, რომ
გამოდგომოდნენ იმ უკუღმართებს და მით ერთგულება გაეწიათ ყეენისათვის. გუნებაში,
ეგების, ბევრს უნდოდა, მაგრამ ცხადად კი მათი დევნა შიშით ვერავინ გაბედა და
ჩოლოყაშვილს მიანდო მთავრობამ, რომელსაც, როგორც თვითონ ამტკიცებდა, „ცდა არ
დაუკლია, მაგრამ მაინც ვერა გააწყო რა!“ გუნდები უფრო და უფრო გამრავლდნენ და
გავარდნილები გათამამდნენ. გაჭირდა საქმე. ფეიქარ-ხანმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა,
და უნდა ეცნობებინა ყეენისათვის, რომ ერთ დღეს არ გამოსცხადებოდა სვინომ მაყაშვილი
და არ შეჰპირებოდა: „მე დავამშვიდებ ქვეყანასაო!..“ ეს მაყაშვილი, როგორც გაიძვერა
და გაუტანელი კაცი, ყველას სძულდა.
თეირანში
იყო გამოზრდილი ყმაწვილობიდანვე და ერთს დროს დიდი ადგილიც ეჭირა სასახლის
კარზე, მაგრამ ცოტა რამეზე გადაუბრუნდა ფეხი და შერისხული გამოისტუმრეს თავის
ქვეყნისაკენ, და მას შემდეგ უმნიშვნელოდ დაეხეტებოდა აქეთ-იქით. დიდკაცობისა და
მტარვალობის
ნაჩვევეს მოსვენება აღარ ჰქონდა და სულ იმაზე ჰფიქრობდა, თუ როგორ
დავიბრუნო ძველი დრო და დიდებაო. თარეშობის დრომ ხელი მოუმართა მის მოუსვენარ
სურვილს და ხელმეორედ გამოიყვანა სარბიელზე: მთავრობამ მთავარ მეთვალყურედ დანიშნა.
დიდების მაძიებელი და უფლებაშეუსაზღვრელი მოხელეც მაშინვე შეუდგა საქმეს.
შეატყობინებდნენ თუ არა მისი ხელქვეითები, რომ ამა და ამ სოფელში თავზე დასხმიან
ვისმე და ან ტყუილა გზად გაუვლიათ სადმე გავარდნილებსო, მაშინვე აიკლებდა იმ სოფელს
და ააოხრებდა გაუკითხავად. „ბატონო! ჩვენ რას გვერჩით? ძალაც თქვენ ხელშია და
სამართალიცაო: „ვინმე მოთარეშეთაგანმა ჩვენ სოფელში გაიაროს, ჩვენ რა ვიცით და რა
ჩვენი გადასახადიოაო?“ – ევედრებოდნენ სოფლელები, მაგრამ სადღა იყო გაკითხვა? მით
უფრო, რომ მთავრობა უწონებდა მკაცრობას და აგულიანდებდა მტარვალს. ამგვარმა
მეცადინეობამ უნაყოფოდ არ ჩაიარა!.. მართალია, მოთარეშეები არა თუ არ გაუწყვეტია,
თვალითაც არ უნახავს არავიან მათგანი მთავრობას, მაგრამ რამდენიმე თვის
განმავლობაში მართლა შეწყდა თარეშობა და გავარდნილების აღარა ისმოდა რა. ეს
სამსახური იმდენად მოუწონეს და დაუფასეს მაყაშვილს, რომ ყეენმა გული მოიბრუნა და
პირველი ხალათი უბოძა. საბუე - სოფელი ყვარლის რაიონში.
თეირანი - ირანის დედაქალაქი.
მტარვალი -
შეუბრალებელი, ულმობელი მმართველი; შეუბრალებელი ადამიანი.
ყეენის ტახტზე აბრძანების დღეობას იხდიდნენ,
ალვანის
მინდორი მოჭედილი იყო ხალხით. ერთი მხარე ბამბის კარვებით იყო მოფენილი.
ოქროს კარავში კახეთის მმართველი ალი-ყული-ხანი იჯდა და გარს დიდებულები ჰყავდა
შემოხვეული. მზე დიდი ხნის ამოსული არ იყო, ასე ორ-სამ შუბის ტარზე თუ იქნებოდა
აღმოსავლეთით წინ წამოწეული, რომ მოსაკრავეებმა ქაბული დაუკრეს. ხანი გამოვიდა
ამალით და მიმართა საჭიდაოს; ხალხმაც დაიგრიალა და ყოველის მხრით მოატყდა და
შემოერტყა ირგვლივ წრეს. იმ დროს ჭიდაობა დიდად მიღებული იყო, როგორც თათრებში, ისე
ქართველებშიაც. ფეიქარ-ხანი მოყვარული იყო
ფალავნობის
და ხშირად ესწრებოდა ხოლმე ჭიდაობაზე. განთქმული ფალავნები ერთმანეთს არ
ზოგავდნენ გვარტომობის გაურჩევლად, მაგრამ უფრო ხშირად კი თათრები და ქართველები
ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს. თუმცა თათრები ჩვეულებისამებრ ტიტვლები გამოდიოდნენ
საჭიდაოდ, ტანზე ქონწასმულები, ასე რომ ხელი აღარსად ეკიდებოდათ, და ქართველები კი
საჭიდაო ჩოხით გადიოდნენ, მაგრამ მაინც ხშირად გამარჯვება ამ უკანასკნელებს
რჩებოდათ. წინა დღეს კოზმანაშვილმა გალახა თათრების განთქმული მოჭიდავე, ბეჭი
ამოუგდო, და ამან ისე შეაწუხა თათრები და თვით ფეიქარ-ხანსაც ისე დასწყვიტა გული,
რომ აბდუშაჰილს უბრძანა: „გინდა თუ არა, დაეჭიდეო“. ეს აბდუშაჰილი ერთი უთვისტომო
ვინმე იყო, მაგრამ თავის ვაჟკაცობით პირველობა დაერჩინა არდალაში და ფეიქარ-ხანის
ცხენოსანი ჯარის მეუფროსობა ეშოვნა. ჭიდაობა თუმცა აღარ ეკადრებოდა, როგორც
დიდკაცს, მაგრამ ხანს ხათრი ვეღარ გაუტეხა და შევიდა წრეში წელზევით ტიტველი. ერთი
შეხედვით, ჩასხმული, უზარმაზარი, შავი მარმარილოს ქანდაკი ეგონებოდა კაცს. შავი
წვერები
ტევრად
ეყრებოდა გულ-მკერდზე, დიდი ულვაშები აქეთ-იქით ტოტებად სცემდნენ
სიგრძისად; დიდროვანი შავი თვალები, სქელი წარბებით გადმოხურულ-დაჩრდილულები,
საოცრად ბრიალებდნენ. დაუკრეს საჭიდაო. ატორტმანდა ფალავანი, ჯერ მაღლა აღარპყრო
ხელები, ზეცას შეხედა, თითქო გამარჯვება გამოსთხოვაო, მერე დაემხო დაბლა და მიწას
სამჯერ აკოცა; წამოდგა ზეზე და კალოს შემოუარა; ცერებზე დგებოდა ყოველი ბიჯის
გადადგმაზე და ძალზე ჰაერს ისუნთქავდა, თითქოს სცდილობდა, რომ
გულბოყვი
გაედიდებია, გაებერა. ერთხელ რომ შემოუარა წრეს, ისევ თავის პირველ
ადგილზე გაჩერდა, დაიჩოქა ცალ მუხლზე და იქითკენ დაიწყო ყურება, საიდანაც
მოპირდაპირე უნდა შემოსულიყო. უყივლეს მსურველებს, მაგრამ არავინ გამოჩნდა. მეორედ
დაუარა კალოს, კიდევ არავინ ჩანდა.
ფალავანი -
განთქმული მოჭიდავე.
ტევრად - აქ: ხშირად, ბევრი.
გულბოყვი - გულმკერდის არე.
- სად არის გუშინდელი თქვენი გამარჯვებული კოზმანაშვილი? – იკითხა ხანმა.
იმანაც, ბრაზმორეულმა, კამეჩივით მიაშურა ახალგაზრდას, მაგრამ ის განზე
გაუხტა და თათარმა ხელები ჰაერს მოუპოტინა. რამდენჯერმე ჩაუქროლ-ჩამოუქროლა
ახალგაზრდამ გოლიათს, მაგრამ ატყუებდა: ხან აქეთ და ხან იქით განზე უხტებოდა, რომ
ხელში არ ჩავარდნოდა. მოთმინებიდან გამოსული თათარი წყევლა-კრულვით დასდევდა
მოპირდაპირეს; შეურჩია დრო, როგორც იქნა, ახალგაზრდამ, მოავლო ხელი მკლავში,
წამოიკიდა ზურგზე, გადიღო კისრულით და უშვა ხელები. აბდუშაჰილი სიგრძისად გაიდღაშა
გულაღმა დედამიწაზე... გამარჯვებულმა ცალი ფეხი დაჰკრა
ფაშვზე,
გადაახტა და გავარდა წრიდან. ხალხმა კიჟინი დასცა. ფაშვი - დიდი მუცელი ადამიანისა.
-
შაიტან, შაიტან!
– დაიძახეს აქეთ-იქით თათრებმა.
- ახლა გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენი
რუმბივით
გაგორებული ფალავანი, სულ ერთიაო, - უპასუხებდნენ მხიარულად ქართველები.
დაცემული წამოაყენეს და წაიყვანეს გაბრუებული უფრო სირცხვილით, ვიდრე
გალახულობით. მოიკითხეს გამარჯვებული, მაგრამ ვერსად ნახეს; მიიმალა ხალხში. ვეღარ
გაიგეს, ვინ იყო. ფეიქარ-ხანმა წარბები შეიჭმუხნა და ზეზე წამოდგა, გაბრუნდა ისევ
თავის კარვისაკენ. ხალხიც დაიშალა, წავიდ-წამოვიდა აქეთ-იქითკენ. იმ დღეს,
მართალია, ხანი გუნებაზე ვერ იყო, მაგრამ მაინც მხიარულად ჩაიარა საერო ლხინმა და
შექცევამ. ნასადილევს, ჩვეულებისამებრ, ცოტა წაიძინა დიდკაცობამ და მერე კი, რომ
აგრილდა, გამართეს
ჯირითი.
ცხენოსნები გაიყვნენ ორად და დადგენ გაღმა-გამოღმა მოედნის პირად. ცხენებმა
იგრძნეს, კუდები ასწიეს, თავი მოიქანჩეს, ცქმუტავდნენ ერთსა და იმავე ადგილას
მარჯვნივ და მარცხნივ ტრიალით. ზურნის ხმა რომ გაისმა, მაშინ კი შეკუნტრუშდნენ და,
თუ მხედრებს თავი არ მოექანჩათ მათთვის, გამოიჭრებოდნენ შუა მოედანზე. ახლა კი
თავშეკავებულები, ჰბერავდნენ ცხვირის ნესტოებს, ფრთქვინავდნენ, კბილებს უჭერდნენ
ლაგამს, ყურებს აცქვეტდნენ და თვალებს აბრიალებდნენ. გამოახტუნა ერთმა
მხედართმთავარმა თავისი
ყარაბაღული
და მოხდენით მიაგდო მოპირდაპირე გუნდზე, გამოიწვია მოწინააღმდეგე და
საოცარი სისწრაფით გამოატრიალა ცხენი. უკანამ ჯირითი შესტყორცა, მაგრამ წინამ
ჯირითს ჯირითი აუკრა და გადაივლო თავზე. ახლა სხვები გამოვიდნენ, ახლა კიდევ სხვები
რიგ-რიგით, ასე რომ წესი არავის დაურღვევია. მშვენიერი სანახავი იყვნენ მხედრები,
როცა ისინი შენატყორცი ჯირითის ასაცილებლად ხან მარჯვნით და ხან მარცხნით
მანდიკურად
გადაეკიდებოდნენ ცხენს და ზოგჯერ მუცელქვეშაც ამოევლებოდნენ ხოლმე.
ბედაურებისათვის საჭირო აღარ იყო არც დეზი და არც მათრახი; იმათ თვითონ იცოდნენ, რა
დროს რაგვარი მიხვრა-მოხვრა იყო საჭირო. გამეტებით ჯირითის გაგდება დაშლილი იყო;
ზოგ მოჯირითეთაგანს ნება არ ჰქონდათ მარჯვენა ხელში აეღოთ ჯირითი და მარცხენათი
ათამაშებდნენ. აბდუშაჰილს სულ არ მიუღია იმ ჯირითში მონაწილეობა. ყარაბაღი - ისტორიული რეგიონი ამიერკავკასიაში.
მანდიკურად - გარდიგარდმო, ხურჯინივით.
გათავდა ჯირითიც. შეერთდა ორივე მხარე, მწკრივად დააყენეს ცხენები ყველამ
ერთად, ცოტა შეასვენეს და, დაიჭყივლა თუ არა ზურნამ, მიანებეს თავი ცხენებს და
ისინიც ჭიხვინ-ჭიხვინით გავარდნენ ჯეირანივით. ცხენოსნებს უნდა ის მინდორი
სიგრძისად გადაეჭრათ, მისულიყვნენ კიდემდე და მერე იქიდან სათითაოდ გამოეჭენებიათ
ცხენი, რომ
ყაბახი
ჩამოეგდოთ. იმ დღეს ყაბახად ოქროს თასი იყო დასმული თვალაუწდომელ ჭადრის
წვერზე; თითო ჯირითი ყველამ შესტყორცა, ზოგმა ახლოს მიიყვანა, ზოგმა ხეს გადაავლო
თავზე, მაგრამ ვერც ერთმა კი ვერ შეანძრია ნიშანი. ბოლოს წამოვიდა ვიღაც
შავცხენოსანი ისეთი სისწრაფით, რომ თითქმის აღარ ჩანდა ცხენზე, შორიდანვე შესტყორცა
ჯირითი, ჰკრა შუაგულში და მაღლა შეაგდო. თასი ბზრიალ-ბზრიალით წამოვიდა; მხედარმა
მიაგდო ცხენი ხის ძირში, შეაყენა უკანა ფეხებზე და ჰაერშივე მოავლო ხელი თასს,
დაბლა აღარ დაუშვა; ჰკრა ქუსლი ცხენს და მიაჭენა იქ, სადაც ქართველი დიდებულები
იდგნენ; ვითომ ზრდილობისამებრ დააპირა გადმოხტომა, მაგრამ გაგიჟებული ცხენი ხელს
უშლიდა. მაშინ ცხენდაცხენ გაუშვირა თასი ერთ დიდებულთაგანს და დაიყვირა: „ღმერთმა
ნუ მოუშალოს გამარჯვება ბატონ მაყაშვილსო!“ სვიმონ მაყაშვილმა წინ რამდენიმე ბიჯი
წამოდგა და ჩამოართვა თასი. ამ დროს უცბად ჰაერში რაღაცამ გაიელვა და მაყაშვილი ჯერ
ისევ ფეხზე იდგა, რომ თავი მიწაზე კოტრიალებდა. მხედარმა გამოატრიალა ცხენი და
უკანვე გაჰქუსლა. შეკრთა დიდი და პატარა! ბოლოს დაიძახეს აქა-იქ: „ჰეი,
ბაში-აჩუკია, ბაში-აჩუკიო!“ გამოუყენეს მდევრები, გვიანღა იყო: გარისხდა
ფეიქარ-ხანი, გაწყრა მეთვალყურეებზე და ბაში-აჩუკის თავიც ათას ოქროდ დააფასა. ყაბახი - სამიზნედ დადგმული ძვირფასი ლითონის თასი, რომელსაც
მოჯირი თენი ცხენდაცხენ ისარს ესროდნენ ჩამოსაგდებად; ვინც ჩამოაგდებდა,
ჯილდოდ იმ თასს იღებდა.
4.1.7
თავი მეშვიდე
ამ ხანებში არეულობა მოხდა იმერეთში და ქართლის მეფე ვახტანგი, შაჰნავაზად
წოდებული, გადაიწვიეს, რომ მისი შვილი არჩილი იმერეთის მეფედ დაესვათ. იმერეთის
დიდკაცობა დიდი პატივისცემით და ძღვნით დაუხვდა დიდებულ სტუმარს. სიუხვით ყველას
წერეთელმა გადააჭარბა, თუმცა მეფის გული კი აბაშიძემ უფრო მოიგო და ბევრიც არა
დახარჯვია რა: მხოლოდ ათი ახალგაზრდა ქალიშვილი, ერთიმეორეზე უმშვენიერესი,
მიართვა: „ყეენისათვის საჩუქრად დაგჭიდებაო“. ამ მცირე ძღვნით ისე კმაყოფილი დარჩა
მეფე, რომ სხვების განძი ჩალადაც აღარ ჩაუგდია. წერეთელი, როგორც მეტოქე და მოქიშპე
აბაშიძისა, ყველაზე უფრო გულნატკენი დარჩა და დაღონდა. კიკო ბაქრაძემ შეურჩია დრო
ბატონს და მოახსენა:
მარტო აბდუშაჰილი არა ჰფიქრობდა ბაში-აჩუკზე, სხვებსაც ბევრს ჰქონდა
გატეხილი ძილი, მაგრამ მიზეზი კი სხვადასხვა იყო: პირველს ვაჟკაცური ჟინი აშფოთებდა
და სხვებს კი ათასი ოქრო არ ასვენებდა. ამ უკანასკნელებში ყველაზე უფრო მეტად
ჰქონდა
საღერღელი აშლილი
თიმსალ-მაკოს. ეს იყო თელავში მცხოვრები,
ტერტერას
ქვრივი, ჭკუითა და მოხერხებით განთქმული; უამისოდ არც ჭირი და არც ლხინი
არ იქნებოდა, ავშიაც გამოსადეგი იყო და კარგშიაც, და მასთანაც განთქმული
მაჭანკალი.
ატყდებოდა თუ არა სადმე ახალგაზრდებში ტრფობის ცეცხლი, ეს მაშინვე, თითქოს
ტრუსის სუნი ეცაო, იქ გაჩნდებოდა და
დაატრიალებდა ჯარას;
დიდსა და პატარას ყველას იცნობდა, ყველა ოჯახში შინაური იყო, ყველასათვის
საჭირო და გამოსდეგი, მაგრამ არავის არ უყვარდა. გაიგო თუ არა ბაში-აჩუკის თავი
ათას ოქროდ დააფასესო,
ანგარებამ
აიტანა და ამბობდა გუნებაში: „ხუმრობა არ არის ამდენი ფულიო! ჩემი ხერხი
და ეს ერთად ქვეყანას, უნდა, წაღმა დაატრიალებენ და უნდა, უკუღმაო. ბაში-აჩუკი
როგორმე მე უნდა ჩავიგდო ხელშიო... როგორ შეიძლება, რომ მისი ბინა და ვინაობა
ხალხში არავინ იცოდესო? მარტო ის ხომ არ არის გავარდნილი, მასთან ერთად, ვინ იცის,
რამდენი ახალგაზრდებიაო? როგორ დავიჯერო, რომ ერთ მათგანს მაინც ვინმე სოფლელებთან
დამოკიდებულება არა ჰქონდესო?“ ეს რომ გადასწყვიტა გუნებაში, კიდეც შეუდგა საქმეს:
სადაც კი მოჰკრავდა ყურს, ამა და ამ სოფელში ნაძრახი ქალი ვინმე არისო, იმდენს
ეცდებოდა, რომ გასცნობოდა და დამეგობრებოდა. ზოგიერთ ოჯახებში ნათელმირონიც კი
შეიტანა, მაგრამ ვერას გახდა, ვერა გაიგო რა, მხოლოდ ეს კი აიღო აზრად, რომ, თუ
ვინმემ იცის მათი ამბავი, თევდორაანთ მელანომ უნდა იცოდესო და დაუხშირა იმასთან
სიარულს. თევდორაანთ მელანო თელავის მახლობლად, ერთ პატარა სოფლის განაპირას, ტყის
პირად ცხოვრობდა ორი პატარა შვილით; ქმარი თათრის ჯარში ჰყავდა ჩაფრად შესული,
თვითონ ორ-ორ თვეობით თვალით ვერა ხედავდა. სილამაზით ნაქები იყო და, ცოტა არ იყოს,
სახელიც გატეხილი ჰქონდა. თიმსალ-მაკომ ერთხელ, სტუმრად რომ მივიდა მასთან, სახეზე
უსიამოვნება შეატყო და განგებ იგვიანებდა წასვლას, სანამ მოსალოდნელმა ავდარმა
მართლა არ მოასწრო. შეიქნა ერთი ჭექა-ქუხილი და თავსხმა. ასე რომ სტუმარი უნდა
დარჩენილიყო მელანოსთან. მასპინძელს შფოთვა თანდათან უფრო ეტყობოდა და ვახშმის
მზადებას დაუჩქარა; ხელად გაშალა სუფრა, გვერდში ამოიდგა ერთი დოქი კახური და
ზედიზედ უსხამდა სტუმარს, აძალებდა: „დალიე, ღმერთმა შეგარგოს, და ტკბილად
დაგეძინებაო!“ საღერღელის აშლა - მონდომება, მოსურვება რისამე, მადის
გაღვიძება. ტერტერა - სომეხთა მღვდელი. მაჭანკალი - საქმის
მომგვარებელი ქალსა და ვაჟს შორის მათი დაქორწინების მიზნით.
დაატრიალებდა ჯარას - აქ: საქმეს მოაგვარებდა. ჯარა - მანქანა,
რომლითაც მატყლს ართავენ, ახვევენ. ანგარება - პირადი სარგებლობის,
გამორჩენის მიზნით მოქმედება.
თიმსალ-მაკო სიცილით ეუბნებოდა: „ჩემო ნათლიდედავ, ეგ რომ არ დავლიო, ისეც
ტკბილად დამეძინებაო. მისთანა წამალს დავაყრი ხოლმე ვახშმად ჩემს საჭმელს, რომ
გათენებამდის ზარბაზნებიც რომ თავზე მახალონ, მაშინაც ვერას გავიგებ; მხოლოდ
ფერად-ფერადი სიზმრები, თითქო სასუფეველში ვიყო, ისე დამტრიალებს თავსაო; ერთხელ
რომ სინჯო, შენც, ჩემი არ იყოს, მერე ხელს ვეღარ აიღებო“. ეს რომ სთქვა, ამოიღო
ჯიბიდან პატარა გამოკრული პარკი, გაშალა და ფხვნილი შეჭამანდს მოაყარა:
„ხაშხაშისაგან
შეზავებული ძილის წამალიაო; შენ კი ვერ გირჩევ, ჩემო ნათლიდედავ, ბალღების
პატრონი ხარ და ღამე ბევრჯერ გამოღვიძება დაგჭირდებაო; მე კი, რომ დავეგდები
რუმბივით, გათენებამდე ვეღარას გავიგებ, მკვდრის ძილი წამიღებსო“. მოუკრა თავი
პარკს და ჩაიდვა ისევ ჯიბეში. ხაშხაში - ერთწლოვანი მცენარე ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. ამ
მცენარისაგან დამზადებული სითხე ძილის მომგვრელია.
ჯერ შუა ჭამამდე არ იყვნენ მისული, რომ თიმსალ-მაკოს მთქნარება დააწყებინა
და თვალები მოეპრუწა; ერთი-ორი წამოილუღლუღა გაუგებრად და ჩაჰკიდა თავი... ძილი
მოეკიდა; მელანომ ძლივს მიათრია კუთხისკენ, მიაწვინა ლოგინზე და საბანი გადააფარა.
სტუმარი გაიშმუშნა, გადაბრუნდა კედლისკენ და ამოუშვა ხვრინი. მელანომ ღიმილით
წაიჩურჩულა: „მეორედ მოსვლამდისაც ნუ გამოგღვიძებიაო“ და გამოტრიალდა სუფრისკენ,
მაგრამ ალაგების ნაცვლად ხელახლა დაუწყო გაწყობა; მიდგა თაროზე, გადმოიღო იქიდან
ცივად მოხარშული დამზადებული დედალი, ყველი, მრგვლად მოხარშული კვერცხები, ხელადით
ღვინო, გააწყო სუფრა და ხელ-პირი დაიბანა, თმა დაივარცხნა, წითელი ბაღდადი მოიხვია
თავზე და კოპწიაობა დაიწყო. რამდენჯერმე მოიხედა თიმსალ-მაკოსკენ, მაგრამ ის ვერას
ხედავდა: პირშექცეული კედლისკენ ეგდო უძრავად და ხვრინავდა. მელანომ მიიტანა თავისი
ძველი თავსაფარი და თავზე გადააფარა, გამობრუნდა, დაჯდა ცეცხლთან სამფეხა სკამზე და
კარებისკენ იწყო ყურება. დიდხანს აღარ გაუვლია, რომ ეზოში ძაღლმა დაიყეფა და შეუტია
ვ დაიწყო; მელანო ზეზე წამოვარდა და მიაშურა კარებს გასაღებად; თავმომძინერებულ
თიმსალ-მაკოს გულმა დაუწყო ძგერა. მაგრამ არ განძრეულა. სახლში შემოვიდა ჩვენი
ძველი ნაცნობი – გლახა ბაქრაძე, მოიხსნა სველი ნაბადი და მიაყუდა კედელზე, მოიხადა
ყაბალახი,
უკან ზურგისკენ გადაიგდო ფაფანაკი, თოფი იქვე მიაყუდა, დამბაჩა, ხმალი და
ხანჯალი ტანზევე გაისწორა და ღიმილით გადაეხვია მელანოს. ქალი
წურბელასავით
ჩამოეკიდა კისერზე; დიდხანს შეტყუბებულსავით იყვნენ თავდავიწყებული... ყაბალახი (თურქ. კაბალაკ) - დასავლეთ საქართველოში მამაკაცისა და
ქალის თავსაბურავი. წურბელა - სისხლის მწოველი ჭია.
ახალმოსულს უცბად ხვრინი შემოესმა და შეკრთა.
4.1.8
თავი მერვე
ალი-ყული-ხანმა იმ დღეებშივე დაიბარა აბდუშაჰილი და უთხრა:
აბდუშაჰილს
არ ეჭაშნიკა
ეს საქმე.
„მარტო რომ სადმე შევყროდი და სამაგიერო გადამეხდევინებინა, ის იქნებოდა
კარგი, თვარა კაცს უდროოდ და უადგილოდ მივასწრო, ჯარი დავახვიო და დავიჭირო, ეს რა
ვაჟკაცობაა და რა საკადრისიაო?“ მთელი დღე სულ ამაზე ფიქრობდა; დაღამდა თუ არა,
გაუდგა გზას მარტოდმარტო და მიადგა კარზე თევდორაანთ მელანოს; მელანომ რომ უდროო
დროს მოსული უცხო თათარი დაინახა, შიშის ქარმა აიტაცა, მაგრამ აბდუშაჰილმა უთხრა:
- კურთხეულ იყოს თქვენი მობრძანებაო, - ყელმოღერებით უთხრა, მორცხვად
კავები
გაისწორა და სკამი დაუდგა. თათარმა მიიხედ-მოიხედა, კარები გადაუგდო
შიგნიდან და ხანჯალი ამოიღო, ქალი შეკრთა და უთხრა:
- რა საჭიროა იქ ძალადობა, სადაც ნებაყოფლობას წინ არა უდგას რაო?
- არა, ქა ფიცი აღარ გაგივა, დაწვრილებით ვიცი, როგორც არის საქმე: აჰა!
წაიღე ამ თავით ეს ქისა და მერე, როცა იმას ხელში ჩამიგდებ, ის ათასი ოქროც შენთვის
დამითმია, და არც მოღალატობას გაგამხელ, ალლაჰი მომიცია თავდებადო. – ამგვარი
რამეები ბევრი უთხრა, დიდხანს ურჩევდა, მაგრამ
გაკერპებულმა
ქალმა გააქნია თავი. აბდუშაჰილი თანდათან აღტაცებაში მოდიოდა და გუნებაში
ჰფიქრობდა: „აი, სად ყოფილა ქალი! კიდეც ეს არის, რომ ამდენი ხანია ქართველები
გვიმკლავდებიანო!“ უკანასკნელად მიუბრუნდა ქალს და შესძახა: გაკერპებული - გაჯიუტებული.
- მაშ, ახლა კი გამოეთხოვე სიცოცხლესო! – ქალი ჩაიკეცა და სიკვდილის
მომლოდინემ თვალებზე ხელი მიიფარა; თათარმა ხელები მოავლო, წამოაყენა ზეზე და
დამშვიდებით უთხრა:
- გეხუმრე, შენ სასიკვდილოდ გასამეტებელი არა ხარ!
აფერუმ,
დედაკაცო, სიყვარულიც გცოდნია და მეგობრობაც! ბევრი რამ გამეგონა ქართველ
ქალებზე, მაგრამ ნახევარიც არ მეჯერა, ახლა კი გამოგცადე და დავრწმუნდიო.
მელანო მუხლებზე მოეხვია და დაუწყო კოცნა.
4.1.9
თავი მეცხრე
ერთ დღეს, დილიდან საღამომდე,
შუამთის
უდაბურ ტყეში დადიოდა აბდუშაჰილი, რომ ეგებ ბაში-აჩუკს, ან მის
ამხანაგთაგანს და ან მათ ბუდეს სადმე წავაწყდეო, მაგრამ
მოუცდა განზრახვა.
დაბრუნებულს წინ ერთი შველი შეეფეთა, შეჩერდა შორიახლოს და ისე დაუწყო
ყურება, თითქოს შინაურიაო. აბდუშაჰილმა მშვილდ-ისარი მოიმარჯვა, სტყორცნა და
გააგორა მიწაზე! რომ მივიდა ასაღებად, ნადირი უცბად წამოვარდა ზეზე და ბარბაცით
გაუდგა გზას!.. მონადირე მიჰყვა კვალდაკვალ. შუაგულ ტყეში თურმე ერთი დიდი მინდორი
იყო და იმას მიაშურა; მონადირეც რომ მიადგა ტყის პირს და მინდორს თვალი გადაავლო,
შენიშნა, რომ მეორე მხრით ტყიდან გამოვიდა ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი
ჯერ მას არა ენახა რა; შეჩერდა და ამოეფარა ხეს.
დაკოდილმა
შველმა პირდაპირ ქალისაკენ მიმართა, შესწივლა ორჯერ-სამჯერ და მიადვა
კალთაზე თავი. ქალი შეკრთა, მიიხედ-მოიხედა და, რომ ვერავინ დაინახა, თეძოში
გარჭობილი ისარი ამოუღო, გადააგდო, მოჰკიდა შველს ნაყარ რქებში ხელი და იქვე,
ახლოს, წყაროსთან მიიყვანა, სისხლი გაბანა და წყლული ამოუწმინდა. შველი ისე
ემორცილებოდა, როგორც გრძნობიერი რამ: დაუწვა ფერხთით, ცალ გვერდზე და მიადო თავი;
ქალმა მანდილს ყური მოჰხია და დაუცვა ჭრილობა. ამას ყოველივეს გაოცებით უყურებდა
მონადირე და გუნებაში ამბობდა: „ნადირთა ღმერთს რომ იტყვიან, სწორედ ეს უნდა
იყოსო!“ აღარ მოუთმინა გულმა, მიეპარა ფეხაკრეფით და წაადგა თავზე. შველმა იგრძნო,
დაფრთხა, წამოვარდა ზეზე, ორჯერ-სამჯერ გადახტა განზე, მაგრამ უცბად შეჩერდა და
მოიხედა უკანვე. ეტყობოდა, რომ მონადირეს ერიდებოდა და იმავე დროს ქალის მოშორებაც
არ უნდოდა. ქალი წამოდგა ზეზე, მოიხედა უკან და, თათარი რომ დაინახა, ერთი საოცრად
დაიკივლა, ჩაიკეცა და შემოეყარა გულს. აბდუშაჰილი მივიდა, მოჰკიდა ხელი, ბევრი
აბრუნა აქეთ-იქით, ცხვირი მოუსრისა, ყურები აუწია, მაგრამ ვერ გამოაბრუნა; მივიდა
მერე წყაროზე, პეშვი აივსო წყლით, გამობრუნდა, ასხურა გულწასულს. ქალმა თვალები
გამოახილა.
დაკოდილი -
აქ: დაჭრილი.
- ნუ გეშინია! შენ და და მე ძმაო! – მიაძახა აბდუშაჰილმა. – მითხარი
მხოლოდ, ვინ ხარ და საიდან, რომ ჭირისუფალთან მიგიყვანოო!
ქალმა ხმა ვერ გასცა, გაუშვირა თითი დასავლეთით ტყისაკენ და ხელახლა
შეუწუხდა გული. თათარმა აიყვანა ხელში ბავშვივით, გადაიწვინა მკლავებზე, მიიყრდნო
გულ-მკერდზე და
ალალბედზე
წაიღო იქით, საითკენაც ანიშნეს. შველი ძაღლივით აედევნა, წაუსწრო წინ;
ერთ-ორს რომ გადახტებოდა, შეჩერდებოდა ხოლმე და მოიხედავდა უკან. თათარმა იფიქრა:
„აქ რაღაც განგება არის, მივყვები ამ ნადირს და, სადაც მიმიყვანს, მიმიყვანსო“.
გზაში, ქალმა რომ ვაჟკაცის გულ-მკერდის სითბო იგრძნო, გონზე მოვიდა: რაღაც უცნაურმა
ჟრუანტელმა დაუარა ტანში; ჯერ გამოუცდელი სიტკბო იგრძნო, ვერ გამოერკვა; იფიქრა:
„ეს სწორედ სიზმარიაო! ძილში ადრეც მინახავს ამგვარი რამ, მაგრამ ეს კი ყველაზე
უძლიერესიაო“; დახუჭა თვალები და განაბა სული. ახალგაზრდა აბდუშაჰილსაც რაღაც
უცნაური ემართებოდა; დასჩერებოდა სახეზე და ფიქრობდა გუნებაში: „ეს სწორედ მაჰმადის
დაპირებული მზეთუნახავი უნდა იყოს და მეც ცოცხლად სამოთხეში მივდივარო“. ყოველ
ბიჯის გადადგმაზე გულის ძგერა უხშირდებოდა და უმატებდა. ქალთან სიხლოვის უჩვეულო არ
ყოფილა, მაგრამ არაოდეს ეს არ უგრძვნია, რასაც ახლა ჰგრძნობდა;
სხვიმის
მხოლოდ ხორცი ჰგრძნობდა; ახლა კი ხორცი დადუნებულია, მხოლოდ სული იტაცებს
და მიაფრენს სადღაც სანეტარო უფსკრულისაკენ. ამ ყოფით რომ მიდიოდა ნელ-ნელა, უცბად
შუაგულ ტყეში შენობა გამოჩნდა და პირდაპირ მის გალავანს მიაწყდნენ. სხვიმის - სხვა დროს.
შველი მიადგა ჭიშკარს და წივილი დაიწყო. აბდუშაჰილმაც წიხლი ჰკრა, მაგრამ
მაგრად დაკეტილი დაუხვდა; მიაყურა და ხმაურობა არა იყო რა. დასდვა თავისი ძვირფასი
ტვირთი ძირს და მოინდომა გალავნის ირგვლივ შემოვლა და, იმავე ადგილს რომ მივიდა,
აღარც ქალი დაუხვდა, აღარც შველი, კარები კი ისევ ისე დაკეტილი იყო შიგნიდან.
აბდუშაჰილს თითქმის ელდა ეცა; დიდხანს იყურყუტა, ბევრი ათვალიერა აქეთ-იქით,
გალავანსაც ორ-სამჯერ გარს შემოუარა, მაგრამ სიცოცხლის ნიშან-წყალი არაფერს
ეტყობოდა. სთქვა: „რაც განგებას ჩემთვის დაუნიშნავს და ბედს ერთხელ უჩვენებია, ის,
იმედია, აღარ ამცდება და კიდევ სადმე შევხვდებიო, მაგრამ საიდუმლოდ კი უნდა
შევინახოო“. დაღონებული და ნეტარებით გაბრუებული დაბრუნდა თელავისაკენ.
4.1.10
თავი მეათე
ვახშმობა გადასული იყო. ტახტზე მხარ-თეძოზე წამოწოლილი ალი-ყული კრიალოსანს
ათამაშებდა და მალ-მალე კარებისაკენ იხედებოდა. გაიჭრიჭინა კარმა, შემოჰყო თავი
ტერტერას ქვრივმა, ფრთხილად შემოვიდა, დაბლად თაყვანი სცა ხანს და გაჩერდა.
- კოჭი-ბროლამ. აქ ერთი
დერციკის
ცოლი გახლავთ, ჩემი მამიდაშვილი, სილამაზით განთქმული... თქვენ სად
მოგაგონდებათ, თორემ აქაც კი გხლებივართ ერთად... ის გადავკიდე ერთ ვინმე
ახალგაზრდას, რომელზედაც ეჭვი მქონდა აღებული, და იმას გამოუტეხია.
ამის გამგონი ხანი თოფნაკრავივით წამოვარდა ზეზე და ბრაზმორეულმა
დაუღრიალა: „ეი, აბდუშაჰილ, აბდუშაჰილო!“ შეშინებული დედაბერი იქვე კუთხეში
მიიკრუნჩხა. ყვირილზე ერთი შუახნის მხედარი შემოვარდა და მოახსენა: აბდუშაჰილი
შეუძლოდ გახლავთ და დღეს მის მოადგილედ მე გახლავართ.
გაიგეს თუ არა ეს სამწუხარო ამბავი თელავში, ახლომახლო სოფლები აღელდნენ,
მაგრამ მწუხარების გამოცხადებას როგორ გაბედავდნენ? არ სწყენიათ მხოლოდ ქართველების
მტრებს და სასიამოვნოდ მიიღეს ყველა თათრებმაც, გარდა ერთისა, რომელმაც, გაგონების
უმალვე, გრძნობა-გონება დაბნეულმა, გააქანა ბედაური შუამთისაკენ. ეს ერთი იყო
აბდუშაჰილი. რომ მივიდა, მონასტერი გადამწვარი დახვდა და სიჩუმე-არარაობას მოეცვა
არემარე; დაღონდა და პირველად გაივლო გულში
სალავათი:
„ნუთუ, ღმერთო, ამისთანა მსხვერპლი შენთვის მართლა საჭირო იყოს? ან რა
ვაჟკაცობაა უიარაღო, უმწეო, სუსტი დედაკაცებისა და ბალღების ჟლეტა? ქრისტიანები
ამგვარს არას სჩადიან!.. თვით ყაჩარებიც კი ერიდებიან ამ საქმეს. ამ ორ-სამ
წელიწადში, ვინ იცის, რამდენი ოჯახი აიკლეს, როგორც თათრების, ისე თვით
ქართველებისაც, მაგრამ, აბა თუ ერთი სადმე უკადრებიათ უიარაღო დედაკაცებისა და
ბავშვების ხელის შეხება?“ – ამ ზრახვით გაიარა დიდი ეზო და განაკიდეს მიადგა
ცაცხვს; იქ უცბად შეჩერდა, დახედა გაჩეხილ ქალს, ერთი საოცრად დაიყვირა, წაბარბაცდა
და იქვე, ცაცხვს რომ არ მიჰყუდებოდა, წაიქცეოდა. დიდხანს იყო ისე ხმაამოუღებლად.
ბოლოს შეიძრა, დააშტერდა მკვდარს და სასოწარკვეთილებით სთქვა: სალავათი - საყვედური.
- რა დაგიშავე, ღმერთო, რომ ცხადი სიზმრად გადამიქციე? ამას ველოდი?
გაჰქრა, წავიდა! ჩამიარა ოცნებამ! მაგრამ რაც ერთხელვე გულზე ისე ნათლად დამერჭო,
იმას ვეღარა ამოშლის რა!.. თუ ცოცხალი დავკარგე, მკვდარი ხომ მაინც ჩემია! – დაავლო
ხელი ორად გაჭრილს, მიიკრა გულზე და წაიღო იქითკენვე, საიდანაც ამ რამოდენიმე ხნის
წინეთ ისეთ ნეტარებით მიჰქონდა, მაგრამ სულ სხვადასხვა კი იყო მაშინ და ახლა.
მაშინ, ნეტარებით გაბრუებულს, მაღლით ცა ეხსნებოდა, და ახლა კი, უბედურებით
სულშეხუთულს, დედამიწა უსკდებოდა! მოიტანა წყაროსთან და დადვა. დიდხანს დაჰყურებდა
თავზე და ცრემლები ღაპაღუპით ეცემოდნენ წვერ-ულვაშზე. იმ დღესვე გასჭრა საფლავი
წყაროსთან, მიაბარა საიდუმლოდ თავის დაუვიწყარი განძი სამარეს და საფლავის პირი
მიასწორ-მოასწორა.
4.1.11
თავი მეთერთმეტე
ერთხელ, მთვარიან ღამეში, აბდუშაჰილი მხარ-თეძოს წამოწოლილი რომ იყო და
ჩვეულებრივად, ტკბილი მოგონებით გატაცებული, გაბრუებული ოცნებობდა, შრიალი მოესმა;
მოიხედა, დაიყვირა, ზეზე წამოვარდა, რამდენიმე ბიჯი უკან გადადგა, მოისვა ხანჯალზე
ხელი და გაშრა, თითქო ენა ჩაუვარდაო: მის წინ იდგა ის, ვისაც ის იგლოვდა და
სტიროდა.
- შორს ჩემგან!
შეგაჩვენოს
მაჰმადმა, თუ
ფარსაგი
სული არა ხარ! – მიაყვირა ხელის ქნევით.
- ნუ გეშინია, მე ისა ვარ, ვისაც შენ იგლოვ და სტირი! – მიუგო დამშვიდებით
ქალმა.
4.1.12
თავი მეთორმეტე
შუაგულ ტყეში, ერთ თითქმის მიუვალ ნაპრალში, გამოქვაბულში, ისხდნენ ახალგაზრდა
ბიჭები ცეცხლის წინ და მწვადებს აშიშხინებდნენ. იქვე გრძელი სუფრა ედგათ, მაგრამ
ცარიელი, ზედ არც პურები ეწყო, არც ღვინო და არც შეჭამადი. გარედან ფეხის ხმა
მოისმა და შემოვიდა ქალი მოზრდილი ხელკალათით.
უცბად
ზარნაშომ
დაიკივლა; წამოცვივდნენ სუფრიდან, მოავლეს იარაღს ხელი და გავარდნას
აპირებდნენ კარში, რომ ზარნაშოს ხმა არ შეწყვეტილიყო და ნაცვლად
წრომს
არ დაეწყო წივილი. შემობრუნდნენ ისევ. სთქვეს: „ალბათ მეთვალყურენი
შესცდნენ, მაგრამ რა ხუმრობაა? ჩვენ კი გული გადაგვიტრიალდა და!“
შემოვიდა პირიმზისა და სიცილით სთქვა:
- მე ერთი
უთვისტომო
კაცი ვარ: არ ვიცი, ვინ ყოფილა ჩემი მამა-პაპა და საიდან მოვხვდი
არდალანში? ძლივს მაგონდება და ოდნავ მახსოვს, რაც საბრალო დედაჩემისაგან
გამიგონია!.. ოდესმე, ერთ სოფელს, სადღაც ლეკები დასცემიან, აუკლიათ მთელი სოფელი,
ჩვენი ოჯახიც ამოუწყვეტიათ, ასე რომ მე დავრჩენილვარ ძუძუმწოვარი და დედასთან ერთად
ტყვედ წაუყვანივართ; მყოლია კიდევ ერთი უფროსი დაც, მაგრამ ის სხვა სოფელში ყოფილა
გაბარებული მღვდელთან და გადარჩენილა. ამის მეტი არა ვიცი რა...
მელანო სულგანაბული უგდებდა ყურს; უცბად მიაყვირა: „ექვსი თითი ხომ არა
გაქვს მარცხენა ფეხზეო?“ და, დასტური რომ მიიღო, მივარდა, გადაეხვია და დაიწყო
ქვითინი: „ღმერთს არ სდომებია ჩვენი ერთმანეთისათვის დაკარგვაო“.
4.1.13
თავი მეცამეტე
4.1.14
თავი მეთოთხმეტე
იკორთაში
მღვდელმთავარმა გამოიყვანა წირვა, პარაკლისი გადაიხადა და
აიაზმა
ასხურა ჯარს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ერისთავების ლაშქარი იმერეთში
მიდიოდა, მაგრამ იმ ღამესვე ელიზბარმა და შალვამ მხარი უქციეს და საიდუმლოდ
კახეთისაკენ მიემართნენ; გზაში არაგველები დაუხვდნენ, სულ დარჩეული ვაჟკაცები. წინ
კირილე მღვდელი უძღოდათ წმინდა გიორგის ხატით და შეუერთდნენ. დიდის სიფრთხილითა და
სისწრაფით გავლეს გზა, გადაიარეს მთა და ჩავიდნენ ახმეტაში, სადაც ბიძინა
ჩოლოყაშვილი დაუხვდათ დიდძალი ჯარით. აქ ბიძინამ, როგორც მთავარსარდალმა, ორად
გაჰყო შეერთებული ჯარი: ნახევარი თავისთან დაიტოვა, მეორე ნახევარი მრავალ გუნდებად
დაჰყო და აქეთ-იქით, სხვადასხვა მხრისაკენ, გაისტუმრა, რომ ერთსა და იმავე დანიშნულ
დროს ყველგან თავს დასხმოდნენ თათრებს მოულოდნელად.
უმთვარო ღამე იყო. პირველ მამლის ყივილზე, როცა ქვეყანა მიწყნარებული იყო
და მხოლოდ მდინარეების ერთნაირი შხუილი შორს და შორს უწევდა, ავარდა ალი მრავალი
გაღმა-გამოღმა ალაზნის პირად, მოედვა ულუსების სახლკარობას და გააქათქათა არემარე.
დასცეს კიჟინა და მას თანავე მოჰყვა საზარელი ვაი-უისა და გოდების ხმა.
გავარდნილები ბაში-აჩუკის თაოსნობით დაესხნენ თავზე თათრებს და დაუწყეს ჟლეტა.
იმავე დროს ბახტრიონს შემოერტყნენ არაგველები; ციხე-გალავანს გადაევლენ თავს
ფშავ-ხევსურები და გაავლეს მუსრი. ესევე ამბავი მოხდა ბევრგან სხვაგანაც და დაიძრა
ბიძინას წინამძღოლობით მთავრი ჯარიც. ალი-ყული-ხანს რომ სხვადასხვა კუთხეებიდან
ცნობა მოუვიდა, შეშფოთდა და აბდუშაჰილის თაოსნობით მთელი მისი მხედრობა მიაგება წინ
ქართველ ჯარს. მაგრამ ბევრ ხანს აღარ გაუვლია, რომ მოულოდნელი და ზარდამცემი ცნობა
მოუვიდა: ერთ ვიწრო ხეობაში მოასწრეს თათრის ჯარს, შეიმწყვდიეს, იარაღი დააყრევინეს
და აბდუშაჰილიც ტყვედ წაიყვანესო. ეს სულ იმან ჰქნა, რომ აბდუშაჰილმა არავისი რჩევა
არ დაიჯერა და გზის სიმოკლის გულისათვის ისეთ
ღრიანკელში
შეიყვანა ჯარი, რომ გაშლა არ შეიძლებოდა და საძრაობა აღარ ჰქონდათო. იმავე
დროს კი, თურმე, იქვე ახლო ჩასაფრებული ქართველი ჯარი შემოერტყა გარს, თვალის
დახამხამებამდე გადაუჭრა უკან გასაბრუნებელი გზა და თითქმის დატყვევებულებს
დაერიაო. ამის გამგონე ალი-ყული-ხანი შიშის ქარმა აიტანა და ათრთოლებული ხმით
ბრძანა, რომ ჯანდიერისათვის შეეტყობინებიათ. მაგრამ სწორედ იმავე დროს მოიჭრა ერთი
ცხენოსანი და აცნობა: „ჯანდიერმა გვიღალატა და მისი ქართველებით ჩოლოყაშვილისაკენ
გადავიდაო“. თავზარდაცემულმა ფეიქარ-ხანმა დიდხანს ხმა ვეღარ ამოიღო და ბოლოს თითქო
თავისთვის წაილაპარაკა: „აკი ჩოლოყაშვილი დამბლა იყო და ჯანდიერი კი ჩვენი
ყურმოჭრილი ყმაო? ჰა,
გიაურ!
ახლა კი ვხედავ, რაც არის, მაგრამ რაღა დროს?“ – სთქვა კბილების ღრჭენით.
გიაური - უღვთო, ურჯულო, გარეწარი.
- ის იმ ღამესვე ქურდულად გავიდა კახეთით და მეორე დღეს, სამშვიდობოზე
გასული, სპარსეთისაკენ მიეშურებოდა მისი ორიოდე მხლებელით.
შაჰ-აბაზმა რომ ეს ამბავი გაიგო,
ფილენჯის ქარმა მოუარა
და ფიცხელი ბრძანება შეუთვალა
განჯის
ხანს: „კახეთი შენთვის მიბოძებია, წადი და ააოხრეო!“ ხანმაც წყალობისათვის
მადლი მოახსენა დიდებულ შაჰს და გამოტეხილი შეუთვალა: „თუ მანდედან ჯარი არ
მომაშველეთ, ახლა ისე გაგულადებული და გამაგრებული არიან კახელები, რომ ჩემი სახანო
ერთიორადაც რომ უფრო მეტი იყოს და უფრო ძლიერი, მაშინაც ვერ გავბედავ კახეთზე
საომრად მისვლას, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ვერას გავხდები და თავს
შევირცხვენო“. ამ მოხსენებამ უფრო მეტად დააღონა და დააფიქრა ყეენი. ბრაზი მოაწვა
გულზე და სირცხვილის ოფლი ასკდებოდა.
ამ დროს მოუვიდა ქართლიდან შაჰნავაზის წერილიც. სამძიმარს უთვლიდა და თანაც
ატყობინებდა: „კახეთის გამარჯვებამ ქართლიც შეარყია; ერისთავები გამიდგენ, აღარას
მიჯერიან და მოიღეთ წყალობა, თქვენი უძლეველი და ქვეყნის დამპყრობელი ჯარი
მომაშველეთ, რომ ურჩები ისევ დავიმორჩილო და კახეთსაც საშვილიშვილოდ შევანანო
თქვენი ორგულობაო. ამასთან ესეც უნდა მოგახსენოთ: დღევანდელი გამარჯვებით იმდენად
წელგამართულია ქვეყანა და გათამამებული, რომ, თუ არ დიდძალი ჯარი, ცოტათი ვერას
გახდებითო“. შაჰ-აბაზმა გადაიკითხა წერილი, დაჭმუჭნა და დაახეთქა ძირს.
4.1.15
თავი მეთხუთმეტე
დიდი ხანია ქართლ-კახეთი ისე მოსვენებით არ ყოფილა, როგორც 1659 წელში.
შემოდგომა მიწურული იყო, ზამთრის პირი მოახლოვდა, მაგრამ მაინც გაზაფხულის დღეები
იდგა, თითქოს ქვეყნის დამშვიდებულ გულს
ტაროსიც
კი
ეტკბილდასტურებაო.
ვახტანგმა მთელი ქართლისა და კახეთის დიდებულები შეჰყარა
სალხინო-სადარბაზოდ. თითქმის არავინ ჰკლებია და მათ რიცხვში კახეთის გმირებიც
მოჰყვენ.
მეფემ დარბაზი გამართა, შაჰ-აბაზის მოწერილი წიგნი წაიკითხა და რჩევა
ჰკითხა დიდებულებს. უმრავლესობა უარზე დადგა. „როდის ჰქონდა სიმტკიცე მაჰმადის
წვერებს სპარსელის პირში და ან ყეენის სიტყვა რა დასაჯერებელიაო? ცხადია, რომ
მაგათი მიტყუება უნდა საღალატოდ და, ეს რომ მოხდეს, ჩვენი თავი ცოცხალი რაღად
გვინდაო?!“ ზოგიერთები სულ სხვა აზრისა იყვნენ და მათ მხარი მისცა არაგვის ბატონმა
ზაალ ერისთავმაც ამ სიტყვებით: - „მართალი არის!.. და ვინ არ იცის, რომ ყეენი
ჩვენზე გულს ვერ გაიწმენდს და მოყვრობას არ დაუწყებს ერისთავებს, მაგრამ ჯერჯერობით
გარემოება ნებას არ აძლევს, რომ თავისი გულის პასუხი გამოამჟღავნოს და მტრობა
გამოგვიცხადოს. ან რა ანგარიშია, ახლა რომ შორიდან მუქარითა და წინდაუხედაობით
საქმე გაიფუჭოს? მართალია, დღეს ქართლი სპარსეთის საკუთრებას არ შეადგენს, მაგრამ
მისი ხელდებული მაინც არის. სიფრთხილე მართებს ყეენს, რო საზღვარს არ გადასცილდეს,
თორემ ერთი კიდევ ამისთანა გამარჯვება, როგორიც კახელებმა ნახეს, და მაშინ
იძულებული შეიქნება ქართლზედაც ხელი აიღოს. ეს კარგად ესმის შაჰ-აბაზს და, თუ არ
სამოყვროს, სამტროს არას ჩაიდენს. უეჭველია, რომ კახეთის გმირებს საპირფეროდ
პატივით მიიღებს და დიდებით გამოისტუმრებს; მერე კი, როცა დრო ხელს მოუმარჯვებს,
მელასავით შემოგვეპარება და ეცდება გვაზღვევინოს; ეს უნდა ვიცოდეთ და მზად ვიყოთ!
მანამდე კი უნდა დრო მოვიხმაროთ და მივყვეთ მის დღევანდელ ნება-სურვილს, მით უფრო,
რომ საშიში არა არის რა; და, თუ არა, მაშინ თავმოყვარეობა იმდენად გააბრაზებს, რომ
ეცდება მუქარის გამართლებას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩემ სიძეს,
ისე ერისთავებს სახიფათო არა ელით რა, თუ ღვთის ნება არ იქნება; და, თუ მისი ნებაა,
მაშინ, აქაც რომ იყვნენ, მაინც ვერ ასცდებიან განგებასო!“
- „დიდებულო ხელმწიფევ! რაც ფოთლებია ხისთვის, ჩვენ ისევე ვართ ჩვენი
ქვეყნისათვის და, რაც წელიწადია ფოთლებისათვის, ის საუკუნეა ჩვენთვის. ნახევარი
საუკუნის განმავლობაში არც ერთი აღარ ვიქნებით, სხვები დაიჭერენ ჩვენს ადგილს:
„ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსო“. საქართველოც ჩვენი ცხოვრების ხეა,
საკუთარ ქართულ ნიადაგზე დანერგილი და ზედ ქრისტეს სჯულია
დამყნილი.
სანამდის მისი ძირი არ შესუსტდება, ღერო არ შეინძრევა და ფესვები მაგრად
ექნება გადგმული, შტოების შერხევითა და ფოთლების დაცვენით არა უჭირს რა. ჩვენც ერთი
ფოთოლთაგანი ვართ, ადრე თუ გვიან დასაცვენი, და ჩვენი მიზეზით რათ უნდა მიადგეს
გაჭირვება სამეფოს? არა, ჩვენო დიდებულო მეფევ, ჩვენ, უეჭველია, უნდა ვეახლოთ ყეენს
და, რაც მოსავალია, მოგვივიდეს!“ დამყნობა - ერთი მცენარის
კვირტის მეორეზე გადანერგვა იმგვარად, რომ მოხდეს მათი ქსოვილების შეზრდა.
- ბატონო მეფევ! – წამოიძახა ჩოლოყაშვილმა, - ჩვენი სამივეს სათქმელი
ერისთავმა მოგახსენათ და მე მხოლოდ დავამატებ, რომ ხე, როგორც მცენარე, მოურწყველად
ვერ იხარებს; ისე ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების განზე
გასადგმელად ოფლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამებრივი სისხლიც ეჭირვება
სარწყავად!.. ამგვარი მსხვერპლის უჩვეულო არ არის ჩვენი ქვეყანა და დღეს, თუ
განგებას ჩვენთვის წილად უხვედრებია სამსხვერპლო
ზვარაკობა,
სასოებით მივეგებებით და მორჩილებით თავს დავდებთ!.. საქართველოს ჭირიც
წაგვიღიაო!.. – მივიდა და ამოუდგა ერისთავს გვერდში. ზვარაკი - აქ: მსხვერპლი.
„ამინო!“ დაიძახა შალვამ და გადადგა ბიჯი მათკენ. დარბაზს ჟრუანტელმა
დაუარა. ჩამოვარდა ხანგრძლივი სიჩუმე. მივიდა მეფე ხმაამოუღებლად, გადაეხვია
სამივეს და გადაკოცნა. რამდენიმე კურცხალი გადმოგორდა ინით შეღებილ წვერზე და დაეცა
ძირს. ვახტანგმა მიუთითა ზედ სამივეს და უთხრა: „აი, ეს იყოს საწინდარი ჩემსა და
თქვენს ოჯახებს შუაო!..“
ამ ამბის შემდე არ გაუვლია დიდ ხანს, რომ შალვა, ელიზბარი და ბიძინა
აღმოსავლეთისაკენ გზას ადგენ და სპარსეთისკენ მიდიოდნენ. სწორედ იმავე დროს
დასავლეთისაკენ გადაეშვნენ
კორტოხს
სამი ცხენოსანი: აბდუშაჰილი, პირიმზისა და ბაში-აჩუკი. ხმაამოუღებლივ
მიაჩქარებდნენ ცხენებს სხვადასხვა ფიქრებით მოცულნი. აბდუშაჰილისათვის ყველგან
ბაღდადი
იყო, სადაც კი მისი სატრფო იქნებოდა; სიყვარულით გამსჭვალულ პირიმზისას
ეჩქარებოდა, რომ სამშობლოში გადაეტანა თავისი ბედნიერება; და ბაში-აჩუკს კი
მაინცდამაინც მაგდენად არაფრად ეპიტნავებოდა იმერეთი, რადგანაც გაიგო, რომ მისი
კახეთისაკენ გადავარდნის მიზეზი რაჭის ერისთავისათვის მიუთხოვებიათო.
ბაღდადი - ერაყის
დედაქალაქი. აქ: სამშობლო.
იმერეთმა დედაშვილურად მიიღო ორივე ვაჟკაცი.
4.2
კუდაბზიკეთი
(ზღაპრული მოთხრობა)
იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა
ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს
და გინდ უსულო, ყოვლის შემძლებელად ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანსა სცემდა.
მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი,
ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც
რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ.
სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც „კუდაბზიკეთი“, ოდესმე სახელგანთქმული და
მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები
ნაცარქექიაობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს
უჩუჩხურებდნენ.
მათთვის რაღა საჭირო იყო ან ლომი, ან ვეშაპი, რომ მათი მაწუხებელი ჭიაღუაც დიდი
რამე ეგონათ? და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ ვისთვის
მიეცათ უპირატესობა: ტილისათვის თუ რწყილისათვის? ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს!..
არჩევანზე მივიდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ. ერთმა მხარემ ტილი
გამოიყვანა თავის კანდიდატად და მეორემ რწყილი.
ვერ შეთანხმდნენ, მოუვიდათ ჩხუბი და ნაცარმტუტი აადინეს. დაერიენ ერთმანეთს და აღარ
ზოგავდნენ. ამ საბრალოებს სულ კერას ძირში ეძინათ, არაფერს არ დასდევდნენ, არა
ეინტერესებოდათ რა, და მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ, არჩევნების დროს გამოაჭყეტდნენ
თვალებს ბეცად, ახორხოზდებოდნენ, აჭიჭყინდებოდნენ, ერთმანეთს ნაცარს აყრიდნენ
თვალებში და არჩევნებს რომ მორჩებოდნენ, ისევ ისე ჩვეულებრივად მიეგდებოდნენ კერას
ძირას...
ცარიელი გუდა ადვილი გასაბერავია!.. კაციც ასეა: რაც უფრო ცარიელი აქვს თავი და
გული, უფრო მალე იბერება და თავის თავიც დიდ რამედ მოაქვს. კუდაბზიკების ქვეყანაშიც
ეს სენი საერთოდ იყო მოდებული; ათში ცხრა იბერებოდა და სხვის თვალში რომ ბეწვს
ეძებდა, თავისაში დვირესაც ვეღარ ხედავდა.
დიდი და პატარა ენად იყო გადაქცეული; ტიტინობდნენ და ლაქლაქობდნენ! ერთი მათგანი
რომ იტყოდა, მაგალითად, „შარშან ზამთარში კურდღელი მოთოვაო“, მეორე დაუმოწმებდა:
„მართალიაო! და შიგადაშიგ შველიც გამოურიაო“. ყველა ტრაბახობდა, ყველა თავის თავზე
ლაპარაკობდა, გაისმოდა განუწყვეტელი „მე, მე და მეო!“ ასე რომ ბრმას რომ ყური
დაეგდო, იფიქრებდა: აქ სწორედ სადღაც თხის ჯოგიაო. მართალია, თითო-ოროლა შეგნებული
და ქვეყნისთვის გულშემატკივარი მათშიაც ერია, მაგრამ იმ არევ-დარევაში და საერთო
ხორხოზში ვინღა რას გაიგონებდა, რომ ყურთასმენა აღარსად იყო.
- თქვე უბედურო, ნაცარქექიებო, მოეგეთ გონებას, - ურჩევდნენ შეგნებულები საბრალო
თანამემამულეებს, - რა დროს ეგ წილადობილაა?.. რას გადაჰყოლიხართ მაგ
„რწყილობია-ტილობიას“? ისე როგორ დაგაბრმავათ ცოდვამ, რომ ცხვირს იქით ვეღარასა
ხედავთ? ქვეყანას ნადირ-მხეცები შემოსევიან, ლამის გაგვანადგურონ, ერთი ტყვილა
შემქაქანებელიც არსადა სჩანს და თქვენ კი ჭიანჭველეთში გინდათ თავი ისახელოთ და
ისიც უკუღმართობითო!..
- არ შეიძლება, არ შეიძლება! - ყვიროდნენ ნაცარქექიები, - ჩვენც კაცები ვართ, ქუდი
გვახურავს და ულვაშები გვასხია!.. სხვებს თუ ჰყავსთ სათაყვანო და არჩევნებში
შედიან, ჩვენ რაღა ვართო?
- კი ბატონო! მაგრე იყოსო, - უპასუხებდნენ შეგნებულები. - აარჩიეთ მაგრამ მისთანა
კი, რომ ვარგოდეს რამედ და ქვეყნის გამოსადეგი იყოს რამეშიო!.. თუ მართლა
მწერ-ბუზებს იქით გზა აღარა გაქვსთ რა, ფუტკარი აირჩიეთ: ის მაინც თაფლსა და
სანთელს აკეთებს; ან აბრეშუმის ჭია, დარაიას რომ გაძლევსთ! ან წურბელა, ცუდი
სისხლის სხეულიდან გამომწოვიო და სხვანი...
- ეჰ, არა, არა! - გაიძახოდნენ ნაცარქექიები, - ფუტკარი მოუსვენარია, გარეთ დაბზუის
აქეთ-იქეთ და ჩხვლეტაც მწარედ იცის, ყაჭის ჭია - მყრალია, წურბელი მოსისხარიაო და
სხვანი. ბატონი ტილი და ბატონი რწყილი კი განუშორებლად სულ ჩვენთან არიან და მხოლოდ
ამ ორ გვარს ეკუთვნის და შეშვენის ჩვენი თაყვანისცემაო! ამ ორს იქით გზა არა
გვაქვს. ან ერთი უნდა ავირჩიოთ და ან მეორე და საქმე მხოლოდ ჯობინობაზე არის
მიმდგარიო!
- სად თქვენი კანდიდატი და სად ჩვენიო? - გაიძახოდნენ ტილაძეები. - თქვენი ერთი
გიჟი ვინმეა, მოუსვენარი, ხან აქ არის, ხან იქ, ერთ ალაგას ვერ მიისწრებ, ვერ
გააჩერებ! ხან აქ შეძვრება და ხან იქ, დღედაღამ მოსვენებას არ იძლევა! სადაც არ
გგონია, იქ გაჩნდება, სადაც არ ელი, იქ გიკბენს და თუ შეგატყოთ, ჩემი დაჭერა
ინდათო, ისკუპებს და ცხრა მთას გადაევლება! ჩვენი კანდიდატი კი მშვიდობიანი,
დარბაისელი, დამჯდარი ხასიათის, მორიდებულ-მოკრძალებული; შორს წასვლის თავი არა
აქვს!.. მართალია ხანდახან ჩუმად იკბინება, ისე რომ ტანს მოგაფხანინებს, მაგრამ, თუ
შეგატყო აღშფოთება, შეინანებს და იქვე სადმე ნაოჭში მიიმალებაო.
- ეგ ღირსება კი არ არის, წუნიაო, - უპასუხებდნენ რწყილაძეები, - ჩვენი კანდიდატი
კი მარდია, ცოცხალი, მიხტი-მოხტის, ხან იქ შეძვრება, ხან აქ!.. გაგაღვიძებს,
გამოგაფხიზლებს და გაგაშფოთებსო!.. თქვენი კი საზიზღარი რამ არის და ყოვლად
საბრალო!
ასე ამგვარად, თავისებურად თავთავისას გაიძახოდნენ ორივე მხრით მოპირდაპირეები და
მათ ბრძოლას დასასრული აღარ ჰქონდა. ბრძოლაც ხომ ახირებული იყო ამ ნაცარქექიებისა!
არ იყო მისთანა უპატიური რამ, ერთმანეთისთვის არ შეეწამებინათ და არც უშვერი რამ,
ერთმანეთისთვის რომ არ ეკადრებინათ!
ამ არჩევნების დროს რომ „კუდაბზიკეთი“ გენახათ, იტყოდით: ქვეყანას სწორედ მტერი
შემოჰსევია და ხალხიც საომრად მომზადებული დახვედრას უპირებს, რომ სამშობლო
გადაარჩინოსო. მაგრამ რა ბრძანებაა!! ის მხოლოდ „რწყილობია-ტილობიას“ თამაში იყო!..
ამ არეულობის დროს გარეშე მტერმა ისარგებლა და სიცილით გაიძახოდა: „წამკიდებელო,
წაჰკიდეო, ორივეს თავი წასწყვიტეო!..“ და მართლაც რომ „კუდაბზიკეთი“ დღითი-დღე
სიგლახაკეში ვარდებოდა: ტურა-მელები ფრინველებს იპარავდნენ, მგლები - ოთხფეხს
იტაცებდნენ და დათვი იქაურობას ტორავდა და ანადგურებდა, - ერთი სიტყვით, პატრონი
აღარავინ იყო!..
ბოლოს ჩავარდა ქვეყანა იმისთანა განსაცდელში, რომ ტილიც დაავიწყდათ და რწყილიც!..
დიდი და პატარა ტირილით გაიძახოდა: „გვიშველეთ, ვინ ხართ მამაციო?!“ დაგვიანებული
„ვაი! ვაი!“ და „გვიშველეთ!“ კარგად მოგეხსენებათ, ვერაფერი მალამოა წყლულისათვის,
და საბრალო ნაცარქექიების სატკივარსაც აღარა ეშველა რა!.. მაშინ კი ჩაფიქრდნენ,
ჩახვდნენ გონებაში და სთქვეს: ეს რა გვემართება? სწორედ გაღალული ვართ, თვალი
გვკრეს და დაგვაჩაჩანაკესო! შემლოცველი უნდა სადმე მოვნახოთო! - აქეთ ეცენ, იქით
ეცენ, მოიყვანეს ერთი მკითხავი და გამოალოცვიეს „თვალყვისათვალნაკრავისა“. ბებერმა
სამჯერ პირჯვარი გამოისახა, სამჯერ თავი გააქნია, სამჯერ თვალებში მიაფურთხა
ნაცარქექიებს, სული შეუბერა და მოჰყვა:
ნაცარქექია, ქექია,
ფუჭო, ტყუილავ-ბექია
ტილზე ნუ ჰფიქრობ, მოშორდი,
ნუ ჰკარგავ, შენი რაცა გაქვს,
ადექი, ნაცარქექია,
ეს რომ შეულოცა, თავზე ხატის ნაბანი გადაასხა ნაცარქექიებს, და რადგანაც
ნაცარქექიები პიდაღებული შეჰყურებდნენ მკითხავს, წყალი ნახევარზე მეტი პირში
ჩაესხათ... მეტი მოუვიდათ და კინაღამ დაიხრჩვენ... აუვარდათ ხველა. ბებერმა ხელახლა
გამოისახა პირჯვარი და სულთამბრძოლის შეულოცა.
„ცისა და ქვეყნის შუამავალი, დედა მარიამ იჯდა სამოთხისა კარსა და ლოცვილობდა.
მოვიდა წმინდა გიორგი, თაყვანი სცა და მოახსენა: „დედაო ღვთისაო! მოვიარე ფეხდაფეხ
შენი წილხვედრი, ვნახე დაცემული, დავარდნილი, სადაც აღარცა ძველი ძველობს და არც რა
ახალია“. ატირდა დედა მარიამ და ცრემლი მისი მარგალიტად ეყრებოდა ქვეყანასა ზედა.
მივიდა იესო და შეეკითხა: „დედაო, რას სტირი, ვის იგლოვ? ცასა და ქვეყანასა?“ –
„ვსტირ ჩემ საწილოსა! ვგლოვ ჩემ სადედოფლოსა, დღეს დაცემულსა, დავრდომილსა და
შენგან დავიწყებულს, ხელაღებულსა!“ – „არა, დედაო ჩემო, მე როგორ დავივიწყებ შენს
სადედოფლოსა? ხელს ვით ავიღებ შენს წილ-ხვედრზედა?.. მხოლოდ გამოვსცდი იობის
განსაცდელითა, რომ უმეტესად გავჰკურნო და ავამაღლო! წყეულიმცა იყოს ეშმაკი მისდამი
შეჩენილი და ფუ მის ავის თვალით შემყურესა!..“ გაიხარა მარიამ, შეწყვიტა ცრემლები
და ღიმილი ტკბილი ქვეყნად ნათლად მოჰფინა. ამინ“.
1899 წელი
4.3
მოგზაურობა კახეთში
მოგზაურობა კახეთში
ბევრი რამ გაგვიგონია ამ დიდებულ ტაძარზე, სხვათა შორის, ისიც, ალავერდი თათარს
აუშენებია და ამიტომაც ჰქვია „ალავერდიო“. ეს უკანასკნელი, რასაკვირველია,
ზღაპარია. ეს ტაძარი აგებულია საუცხოო ალაგას, მის წინ გადაშლილია ალვანის
მინდვრები. ალვანის მინდვრებიც მისი შენაწირი მოხარკე იყვნენ და მიტომაც ერქვა
ტაძარს „ალვან-ვედრი“, ანუ `ალვანის სავედრებელი~. ეს სიტყვა თათრებს გამოთქმის
დროს გადაუკეთებიათ „ალავერდად“ და იქიდან წარმომდგარა დღევანდელი სახელწოდება;
ამისივე მიზეზი უნდა იყოს, რომ კახეთში მოსახლე თათრები დღესაც კიდევ თაყვანსა
სცემენ ამ ტაძარს და შესაწირი მიაქვთ ისე, როგორც მართლმადიდებლებს.
ეს ადრინდელი ალვან-ვედრი დღეს მართლაც რომ ალავერდიც გამხდარა და „იახშიოლიც“.
ძველებური ხელოვნება მოშლილია, ნახატები აღარა სჩანან და საყდარი შიგნით და გარეთ
თეთრად არის შეფეთქილი. ზედ მისავალ კარებთან, სადაც ადრე საქალებო უნდა ყოფილიყო,
საყასბოა გამართული. იქ მიაქვთ ზვარაკის მხარ-ბეჭი და ცხვრის ტყავები და აქვე
ვაჭრობაა გახურებული... ადრე ის ადგილიც, სადაც საკლავი მიჰქონდათ, მოშორებით იყო
ეკლესიაზედ და დღეს კი ეს ყველაფერი გადასხვაფრებულია. სახურავი გაუფუჭებია ავდარს,
აღმოსავლეთის მხრიდან წვიმა ჩამოდის და შიგ ტა- ძარში ტბა დგება. გალავანს გარეთაც
იმას ვეღარ ნახავთ, რაც ყოფილა. ძველად აქ იყრიდნენ თავს. ამ ალავერდობა დღეს,
კახელებს გარდა, ყოველი კუთხის ქართველობაც გადმოდიოდა ქართლიდანაც, ჩამოდიოდნენ
მთიულებიც სხვადასხვა ნაწარმოებით (ნაწარმით) და, სულის საქმეს რომ მოილევდნენ,
მერე სახორციელოსაც მიჰყოფდნენ ხელს... ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი ყოველთვის
ზრდილობით ყოფილა ქებული და დღეს კი ველური ხალხის უზრდელობას აღარ ჩამოუვარდება
მათი უზრდელობა და სიტყვაპასუხი. აქაოდა, თანასწორობა შემოვიდაო და აღარც მღვდელი
იციან და აღარც ერი“.
4.4
ჩემი თავგადასავალი
4.4.1
ნაწილი პირველი
4.4.1.1
თავი I
ჩემი თავგადასავალი
4.4.1.2
თავი II
გიმნაზიაში რომ შემიყვანეს, გავცეცდი: იმდენი
ბავშვი, ერთად თავმოყრილი, ჩემს დღეში არ მენახა. მოზრდილები სკამებზე იჯდნენ
სულგანაბული და ახალმოსწავლე პატარები კი ჯგუფ-ჯგუფად კედლებთან იყვნენ ატუზული. აქ
კედლებზე ირგვლივ ქაღალდის ფიცრები იყო ჩამოკიდებული, ზედ ანბანი და ამოსაღები
ეწერა და იმას აკითხებდნენ ყმაწვილებს. ჯგუფს ერთ უფროსი ჰყავდა და ის ასწავლიდა:
ხელში ეჭირა წკეპლა და, შეეშლებოდა თუ არა ბავშვს კითხვა, უცხუნებდა და უცხუნებდა.
ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ და, როცა შემოუვლიდნენ კედლებს, მერე კი ნება
ჰქონდათ სხვებთან ერთად დამჯდარიყვნენ ისინიც სკამზე. ამ ყოფაში იყვნენ, სანამ
კითხვას ისწავლიდნენ. უნდებოდნენ ზოგჯერ წელიწადზე მეტს. წარმოიდგინეთ 7-8 წლის
ბავშვი დილის შვიდი საათიდან ნაშუადღევის ორ საათამდე მშიერ-მწყურვალი, და მაშინ
იგრძნობთ, თუ რა ტანჯვაში იყვნენ ის საწყლები. ზოგს გულს ეყრებოდა, ზოგს თავბრუ
ეხვეოდა და ეცემოდნენ ძირს, მაგრამ ყურადღებასაც არავინ აქცევდა.
შესვლისთანავე პირველ კედელთან დამაყენეს „ანბან“-ზე, მაგრამ, რადგანაც მე ხუცური
ვიცოდი, მხედრული წერა-კითხვა შესწავლილი მქონდა და რუსულ ამოსაღებშიც გატეხილი
მქონდა თვალი დედიჩემის წყალობით, ერთ დღეს შემოვირბინე ყველა კედლები.
მასწავლებელმა თავზე ხელი გადამისვა, მომიწონა, და უფროსებთან დამსვა სკამზე.
კითხვით კარგად ვკითხულობდი, მაგრამ ჩემი უბედურება ის იყო, რომ რუსული არ მესმოდა.
იმ დროს შემოღებული იყო საზოგადოდ თუნუქის ფირფიტა, რომელსაც „მარკას“ ეძახდნენ.
ვინც ქართულად ხმას ამოიღებდა, მიაჩეჩებდნენ ხელში და თანაც გრძელ ფიცარს -
სახაზავს დაჰკრავდნენ ხელის გულზე. მერე ის უნდა ცდილიყო, რომ სხვისთვის გადაეცა
როგორმე იმრიგადვე, ე.ი. ჩაბარების დროს ლინეიკა დაერტყმია ხელის გულზე. ამგვარად
ეს საცოდაობის ფირფიტა გადადიოდა ხელიდან ხელში. სწავლის გათავების დროს ვინც ვერ
მოასწრებდა იმ ფირფიტის თავიდან მოშორებას და შერჩებოდა ხელში, უნდა კლასში
დარჩენილიყო მთელი დღით უსადილოდ. ვინც რუსული არ იცოდა ახალმოსულობის დროს, ხმის
ამოღებას ვერ ბედავდნენ და მუნჯდებოდნენ. ამ ჩვეულებას დიდი გარყვნილი ხასიათი
ჰქონდა. ყმაწვილები ცდილობდნენ, რომ ერთმანეთი მოეტყუებიათ, გაებრიყვებიათ როგორმე
და ცბიერობა-ფარისევლობას ეჩვეოდნენ. სულ ერთი კვირის შესული არ ვიყავი, რომ მოვიდა
ჩემთან ერთი პატარა ყმაწვილი, ანგელოზის სახის მქონე, და ტკბილის ღიმილით,
მეგობრულად მკითხა რაღაცა ქართულად; მეც, რასაკვირველია, რადგანაც სხვა ენა არ
ვიცოდი, ქართულად ვუპასუხე. ყმაწვილს მშვიდობიანი სახე გადაუსხვაფერდა და სიხარულით
მომაჩეჩა ფირფიტა. ჩამოვართვი, მეტი რაღა გზა მქონდა, მაგრამ „ლინეიკაზე“ კი ვერ
დავეთანხმე. „რა გენაღვლება შენ, მე რომ „ლინეიკა“ არ დავირტყა, მარტო ვართ და ვინ
გაიგებს-მეთქი“ - ვეხვეწებოდი. ჩემმა მოწინააღმდეგემ შორს დაიჭირა: „მე თუ
დამარტყეს, შენ რა ჭრელი პეპელა ხარო?!“ მე მაინც არ დავეთანხმე, გავუძალიანდი და
იმან ჭუჭყუნი დაიწყო. მასწავლებელი რომ შემოვიდა, მივიდა და დამაბეზღა. დამიძახეს,
გავედი შიშით და კანკალით. მასწავლებელმა წარბები შეიკრა და მკითხა: „როგორ ბედავ
ურჩობასო? აქ შენი სახლი ხომ არ გგონიაო!“ მე თავის მართლემა დავიწყე, მაგრამ აღარ
გამივიდა! „კარგი, მე გასწავლი ჭკუასო!“ დაუძახა „სტოროჟებს“ და უბრძანა: „როზგიო!“
მე, ამის გამგონეს, თავში სისხლი ამივარდა და გაქცევა დავაპირე. „ნუ გაუშვებთ,
დაიჭირეთო!“ - იყვირა მასწავლებელმა. იგრიალეს მოსწავლეებმა ჩემ დასაჭერად და
გადამეღობენ კარებზე... მე მეორე ოთახში შევვარდი, სადაც მესამე კლასი იყო. აქაც
ერთი ალიაქოთი მოვახდინე, მაგრამ შევხტი ფანჯარაზე, გავამტვრიე მინები, გადავხტი და
მოვკურცხლე შინისაკენ. გამომიდგნენ „სტოროჟები“. წინ მე გავრბოდი კურდღელივით და
უკან ისინი მომდევდნენ კიჟინით. გულგახეთქილი შევიჭერ შინ; დედ-მამამ რომ გაიგეს,
რაც მოხდა, შეწუხდნენ და ბევრიც მირჩიეს: „წადი, რა ვუყოთ, გაგროზგონ, ეგ მარტო შენ
თავზე ხომ; არ არის - ყველას როზგავენო. მოითმინე, მოიჭირვე. მიეჩვიე და ბოლოს კაცი
გამოხვალო; მაგათში უმისოდ არ შეიძლებაო!..“ მაგრამ მე შორს დავიჭირე და გამოტეხილი
ვუთხარი დედას: - „თუ კიდევ გაგიგზავნივარ იმ დასაქცევ გიმნაზიაში, თავს
დავიხრჩობ-მეთქი!“ შეშინდნენ და ჩამომეთხოვენ. ერთ კვირას აღარ წავსულვარ კლასში.
იმ დროს დირექტორად კოცებუ იყო, ახალი დანიშნული. ქართული მაზრის უფროსობის დროს
შეესწავლა, კარგად იცოდა და ქართველებიც ძალიან უყვარდა. მოვიდა ჩვენსა და
გამომკითხა ყველაფერი. მეც დაუფარავად მოვახსენე, რაც გადამხდა და რასაც ვგრძნობდი.
გაუკვირდა, გადააქნია თავი, მომეფერა და მითხრა: „შენ ჩემი სახელი ახსენე და
ნუღარავისი გეშინიაო! ხვალ ჩემთან მოდი პირდაპირ კანცელარიაში და მე წაგიყვან
კლასშიო“. მეორე დღეს მართლა წამიყვანა და მიმიყვანა ჩვენს კლასში. გამოიკვლია
ყოველიფერი და, „მარკის“ ამბავი რომ გაიგო, გაოცდა. მოიხმო ინსპექტორი,
ზედამხედველები, მასწავლებლები და გამოუცხადა ყველას, რომ დღეიდან ეგ საქციელი აღარ
ჩაიდინოთო! მოსპეთ „მარკა“ და უმიზეზოდ ცემა-ტყეპაზედაც ხელი აიღეთო! მერე
მიუბრუნდა ჩემ მასწავლებელს და უთხრა: - „განსაკუთრებითი ყურადღება მიაქციე ამ
ყმაწვილსო!“ მართლაც იმ დღიდან ცოდვის ფირფიტა გადააგდეს, მაგრამ ცემა-ტყეპაზე კი
უცებ ვერ აიღეს ხელი. უიმისობა მაინც არ ეხერხებოდათ. ტყუილა კი არ არის ნათქვამი:
„ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო!“ იმ დროს მთელი რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ ჭკუა
და სიკარგე როზგის ნაყოფიაო. გიმნაზიებშიც, რასაკვირველია, პირველი ადგილი ეჭირა...
დღე არ იქნებოდა, რომ ყმაწვილების წივილ-კივილით იქაურობა არ ყოფილიყო გაყრუებული.
„როტაში“ არ უნდებოდათ იმდენი წკეპლა, რაც თვითეულ კლასში. „სტოროჟებს“ ურმებით
მოჰქონდათ ყოველდღე ახალ-ახალი. მოსწავლის გალახვა ყველას შეეძლო დირექტორიდან
დაწყებული, „სტოროჟებამდე“. მიზეზს არავინ კითხულობდა. ვინ იცის, რამდენი
დასნეულებულა, რამდენი დამახინჯებულა, და რამდენს კიდევ ხასიათი გაფუჭებია
საუკუნოდ... ხშირად მოხდებოდა ხოლმე, რომ ერთი და იგივე ბავშვი, ერთი დღის
განმავლობაში, სამჯერ-ოთხჯერ „გაროზგვილიყოს“ სხვადასხვა უფროსისაგან. მახსოვს და
არც დამავიწყდება ჩემს დღეში: ერთი რუსის ბავშვი იყო - კრიჟანოვსკი, ძლიერ
მოუსვენარი რამ, მაგრამ სხვებ კარგი იყო. ერთხელ ნახევარი საათით დააგვიანდა კლასში
მოსვლა და დირექტორმა „გააროზგვინა“; იმ დღესვე გაკვეთილი არ იცოდა და
მასწავლებელმა „გააროზგვინა“; სწავლა რომ გათავდა, ზედამხედველმა „გააროზგვინა“:
სახლში გიცელქია და მეზობლის ბავშვისათვის ქვა გისროლია - გიჩივლესო! ამითაც ვეღარ
გადარჩა. ყველამ ერთად დააბეზღეს ინსპექტორს და იმანაც მოუნდომა „გაროზგვა“. ეს
ინსპექტორი შეუბრალებელი რამ იყო და მისი ისე ეშინოდათ, როგორც სულთამხუთავისა.
კრიჟანოვსკიმ, ტანჯვა რომ ვეღარ აიტანა, იშვირა ხელი და ფეხი და გადავარდა რიონში.
რომ შემთხვევით იქვე არ დასწრებოდა ერთი მეგრელი მოსწავლე, ძალიან კარგი მცურავი,
დაიღუპებოდა. ისე ცემა-ტყეპას ხომ ანგარიში არ ჰქონდა. ვაი, მისი ბრალი, ვისაც
კარგი ხუჭუჭი თმა ჰქონდა! ერთ ყმაწვილს, გვარად ჭაჭიაშვილს, დიდი ყურები ჰქონდა.
დიდი და პატარა ყველა ყურებში ავლებდა ხელს. ერთხელ გამხეცებულმა ზედამხედველმა
შუამდი აახლიჩა ყური; გაუსივდა და მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ დაუწყო
შეხორცება. მაგრამ ვინ აცალა შეხორცება! სტაცებდნენ ხელს და ხელახლა აგლეჯდნენ...
ასე რომ გავიდა სასწავლებლიდან. ერთ მოსწავლეს - კლდიაშვილს - პირით დაჰკრა შუბლზე
„ლინეიკა“ და თავთხლე გადაადინა, ძვალიც კი გაუტეხა. გულშემოყრილი ბავშვი შინ
წაიღეს. ამ გარემოებისათვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. ამისთანები რამ უთვალავი
იყო. ღვთის მადლით, მე ამცილდა ტანჯვა და ერთხელ მეტად არ გავლახულვარ, მაგრამ ეს
ერთიც საკმაო იყო, მთელი ჩემი სიცოცხლე მოეტანჯა! დირექტორმა რომ მიმიყვანა, იმ
დღიდან ჩემი მასწავლებელი სულ გულაღრენილი იყო ჩემზე და, თუკი შემთხვევა ექნებოდა,
რასაკვირველია, არ დამზოგავდა. ერთხელ რომელიღაც მოსწავლემ ხაჭაპურები მოიტანა
კლასში და ლატარიაში ჩააგდო თითო კაპეიკად, ყველამ მოაწერა ხელი. წამძლია სულმა და
მეც მოვაწერე. შემოგვესწრო მასწავლებელი და იწყინა, როგორ გაგიბედიათ ხელის
მოწერაო! აიღო დიდი, უშველებელი „ლინეიკა“ ხელში. თითო-თითოდ გაჰყავდა ხელის
მომწერლები; ჰკითხავდა: რომელი ხელით მოაწერეო? და, პასუხს რომ მიიღებდა, დაჰკრავდა
ხოლმე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. „კიდევ მოაწერო?“ - ეკითხებოდა დაცინვით. მე
ყველაზე ბოლოში ვეწერე, რადგანაც ჩემი გვარი წილზეა, და „ჟურნალში“ ანიდან იწყება
გვარების წერა. იმ დროს საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაკითხული მქონდა და
მომაგონდა ოფოფის ხრიკი, თავის გადარჩენა რომ უნდოდა და მელა გააბრიყვა. იმ
განყოფილებაში წერის გაკვეთილი იყო. მე ვიფიქრე, რომ, თუ მარჯვენა ხელი მეტკინა,
წერა გამიფუჭდება და მოდი მარცხენას გავიმეტებ-მეთქი. მეც რასაკვირველია მითხრა:
„აბა დამნაშავე ხელი გამოაშვირეო!“ მე მარცხენა გავუშვირე. ჯერ დამკრა და მერე ეჭვი
შეიტანა, რასაკვირველია განგებ, მარცხენა ხელით როგორ მოაწერდიო? რომ გამოვუტყდი,
მარჯვენა ხელზეც დამკრა და გამიშვა. ტკენა ხომ ტკენა იყო, მაგრამ მე ის უფრო
მტანჯავდა, რომ ჭკუა წავაგე და ორი „ლინეიკა“ დამკრეს, მაშინ როცა სხვები კი თითოთი
გადარჩენ! ვტიროდი, ხელი მიკანკალებდა და, რასაკვირველია, კარგად ვეღარ დავწერდი!..
ნაწერები რომ გაარჩია მასწავლებელმა, დამიწუნა და კიდევ დამკრა „ლინეიკა“: უკეთ
დაწერეო! კლასის გათავებამდი ოთხჯერ კიდევ დამკრა!.. ის დღე იყო და მას აქეთ ვეღარ
გამოვბრუნდი. არ იქნა ვეღარ გადავიგდე გულზე ეს შემთხვევა. წერაში ხელი გამიფუჭდა
და დღესაც კიდევ გაურკვევლად ვწერ; ვინც ჩემ ნაწერებს დახედავს, გაუკვირდება, რომ
ზოგან კარგი ხელია და ადგილ-ადგილ კი ნაჯღაბნი და გაუგებარი. ეს მაშინ მემართება,
როცა ინსტიქტურად მაგონდება ხოლმე მაშინდელი ჩემი ტანჯვა. ეს შემთხვევა რა
გასახსენებელი იყო, მაგრამ მიტომ ვამბობ, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა
იგულისხმონ, თუ რა ძნელია სათუთ ბავშვებთან სასტიკად მოპყრობა და რა შედეგი
მოჰყვება ხოლმე...
ჩემი გალახვის ამბავი გაეგო დირექტორს და შენიშვნა მიეცა მასწავლებლისათვის. ის იყო
და ის, ამ დღიდან ამომიჩემა მასწავლებელმა და ყურადღებასაც აღარ მაქცევდა, თითქო
ერთი ჯირკი გდებულიყო იქ. არც მასწავლიდან და არც რამეს მკითხავდა. მე მაინც, ზოგს
ამხანაგების შემწეობით, ზოგსაც ჩემით ვსწავლობდი, რაც ძალი და ღონე მქონდა. იმდენი
ნიჭი არა მქონდა, რამდენიც სურვილი და ბეჯითობა. ვცდილობდი, დღე და ღამე
გასწორებული მქონდა და სხვებს არა თუ არ ჩამოვუვარდებოდი, მეტიც ვიცოდი მათზე.
ეგზამენები მოახლოვდა, ხმა გავარდა, რომ „პოპეჩიტელის“ თანაშემწე, მაქსიმოვიჩი,
მოდის, იმან უნდა გამოგვცადოს მოსწავლეებიო. იმის სიფიცხეზე და გულქვაობაზე ბევრს
საარაკო რამეს ლაპარაკობდნენ. ყველა შიშის ქარმა აიტანა, მასწავლებლებიცა და
მოსწავლეებიც.
მაქსიმოვიჩი ჩამოვიდა თუ არა, მაშინვე ბრძანება გამოსცა, რომ, რადგანაც ყველას ვერ
მოვასწრებ, თვითეული კლასიდან სამ-სამი მოსწავლე გამომგვარეთ. პირველი, შუათანა და
უკანასკნელი; იმათ გამოვცდი და მით მთელი გიმნაზიის გარემოებაც გათვალისწინებული და
აწონილი მექნებაო. ეგზამენებმა კარგად ვერ ჩაიარა. წინდაწინვე დამფრთხალ ყმაწვილებს
გონება ეკარგებოდათ. ჯერ იმ სამ მოწაფეთაგანს ჰკითხავდა რამეს საპასუხოდ და, თუ ვერ
უპასუხებდნენ, მერე მთელ კლასს მიუბრუნდებოდა. თუ აქაც აღარავინ აღმოჩნდებოდა,
მასწავლებელს უნდა აეხსნა. ხშირად მასწავლებლებიც წაიბორძიკებდნენ ხოლმე. მაშინ
თვითონ ეგზამენატორი ახსნიდა და გაამეორებინებდა ხოლმე ყმაწვილებსაც. ეს ახალი
მეთოდი იყო მისგან შემოღებული. იმ დროს გიმნაზიაში სწავლობდა ერთი შესანიშნავი და
სახელგანთქმული ახალგაზრდა - ბესარიონ ღოღობერიძე. მოსწავლეებსაც დიდი ხათრი
ჰქონდათ მისი და პედაგოგებსაც მისი იმედი ჰქონდათ: „თუ დაგვიხსნის, ის დაგვიხსნის
და გვასახელებსო“. მათი მოლოდინი გამართლდა, მაგრამ სულ ისე მაინც არა, როგორც
ეგონათ. ამბობდნენ: „მარჯვედ იყო ბესარიონი, მაგრამ ბევრი ოფლი კი აწურვიესო“. ასე
თუ ისე, თუ იმას არა, მაქსიმოვიჩი გულს ვეღარ მოიბრუნებდა ქუთაისის გიმნაზიასა და
მის მასწავლებლებზე. შუა კლასებშიაც ზოგიერთებმა გვარიანად მიუგეს. ბოლოს ჯერი
მიდგა უმცროს კლასებზე. ჩვენი კლასიდანაც, განკითხვის დღე რომ დადგა (ასე ვეძახოდით
საზოგადოდ მაქსიმოვიჩის ეგზამენებს), სამი მოწაფე აიყვანეს და ჩააყენეს თონეში.
მესამე მოწაფედ, ესე იგი, უკანასკნელ მაჩანჩალად, მე გამაყოლეს. ჩემი ამხანაგები
ცახცახებდნენ და მე კი უფრო სეირის საყურებლად გავედი, რადგანაც ვიცოდი, რომ,
როგორც უკანასკნელს, ბევრს არას მკითხავდნენ და ყურადღებას არ მომაქცევდნენ. ერთ
ხანს მარჯვედ იყვნენ მოწაფეები. საზეპირო როცა ჰკითხეს, იმათაც ჩააბულბულეს; მაგრამ
ბოლოს, როცა აზრით გაგებაზე მიდგა საქმე, მაშინ კი აიბნენ. საკვირველი იყო:
„პოპეჩიტელის“ თანაშემწის საკითხავებმა , სასახლეში რომ ბავშვებმა თამაშობები
ვიცოდით „ბერი ჩამოხტა“, „აჩატი“, „ანზე ვისი ყმა ხარ“ და სხვანი, სწორედ არ
მომაგონდა! გამიკვირდა: „ეს რა გიმნაზიის საკადრისია-მეთქი“, - ვამბობდი გუნებაში.
მაგრამ მომაგონდა ჩვენი სახლი, დედა და ისე წავხალისდი, რომ ასე მეგონა, შინა
ვარ-მეთქი და ორჯერ-სამჯერ, ჩემ ამხანაგებს რომ შეეშალა, მეუკმაყოფილოდ თავი
გავაქნიე. მაქსიმოვიჩმა თვალი მომატანა და მომაყვირა: „რას აქნევ თავს ქეციანი
ცხენივითო“! შევშინდი და ენა ჩამივარდა. მასწავლებელი მომეშველა და მოახსენა: -
„ალბათ ბუზი აწუხებს და ხელს ვერ ხმარობსო“... - „რა დროს ბუზებია!“ მიუბრუნდა
უკმაყოფილოდ მასწავლებელს: „და ან საჭიროების დროს ხელს ნუ გაანძრევო, ვინ ეუბნება?
უშლიან მხოლოდ წარამარა ხელების აქეთ-იქით ქნევას. არა, აქ სხვა მიზეზიაო!“ მიმიხმო
სტოლთან.
- მე შეგნიშნე, რომ, როცა იმათ ეშლებოდა, მაშინ აქნევდი თავს. მართალია, თუ არა? ნუ
გეშინია, მითხარი!
- დიახ, უნებურად!
- მაგალითად, რა შეეშალათ?
- აქლემი გაფრინდაო, რომ მოგახსენეს, ეტყობათ, არ უნახავთ აქლემი!
- შენ? შენ სად გინახავს?
- შარშან თათრებმა ჩაატარეს მაიდანში; ძლივს მიიფხორებოდნენ.
- მერე, რა იცი რომ ვერ გაფრინდება?
- ფრთები არა აქვს.
- რასაც ფრთები არა აქვს, ვერ გაფრინდება? მაგალითად, კაცი ვერ გაფრინდება?
- ვერა.
- არ გაგიგონია ძველად, რომ ვინმე გაფრენილიყოს?
- ძველად - ენოქ და ილია, მაგრამ ისინი ურმით გაფრინდნენ ღვთის ძალით. -
ეგზამენატორმა თვალები დააჭყიტა და მკითხა:
- ვინ გითხრა შენ ეგ?
- დედამ.
- კუდიანები რომ ფრენენ, იმასთ ხომ ფრთები არა აქვთ?
- კუდიანები არ ფრენენ.
- მაშ, როგორ შეუძლიათ, რომ არ ფრენდნენ, ასე ჩქარა ყველგან როგორ მიივლ-მოივლიან?
- მგელზე ჯიან და ისე დადიან, - აქ გადაიხარხარა და თავზე დამისვა ხელი. ამგვარ
რამეებს მკითხავდა და თანდათან გახალისდა. მეც, რომ შევატყვე, აღარ წყრება-მეთქი,
გავთამამდი. ბოლოს დამიწყო გამოცდა. საზეპიროები მკითხა, - კარგად მივუგე.
- აზრიც გესმის? - მკითხა.
- რასაკვირველია, მესმის!
- შეგიძლია ქართულად გადაგვითარგმნო ეგ ლოცვები?
- რაღად გადაგითარგმნით, ქართულად რომ უფრო ადრე ვიცოდი?..
- სად ისწავლე?
- სახლში.
ეგებ რუსულიც იქ ისწავლე?
- არა, აქ. - მიუბრუნდა მასწავლებელს და ჰკითხა:
- თქვენ ხომ არ შეგშლიათ, რომ ეგ ბავშვი უკანასკნელ მოწაფედ წარმოადგინეთ?
- არა, თქვენო აღმატებულებავ! ერთი რომ პატარაა, მეორე კიდევ არც დიდი ხნის
შემოსულია და ჯერჯერობით ყურადღებას აღარ ვაქცევდით, არასა ვკითხავდით,
გაკვეთილებსაც არ ვაძლევდი: ჯერ მიეჩვიოს-თქო, - უპასუხა მასწავლებელმა ცოტა
ფერმიხდილად.
- მაშ თუ არა გკითხავდნენ, შენ როგორღა სწავლობდი? - მითხრა მან.
- სხვებს რომ აკითხებდნენ და უხსნიდნენ, მეც აქ არ ვიყავი? ყურს ვუგდებდი.
ეს რომ გაიგონა, „ხედავთო?“ დაეკითხა ჩემ ამხანაგებს: რომ მოგენდომებიათ, თქვენც
ასე ისწავლიდითო. მასწავლებელი რომ კარგად გიხსნით, ეს ცხადად სჩანს“. ხელი
ჩამოართვა მასწავლებელს და მადლობა უთხრა. მე შუბლზე მაკოცა, წამოდგა ზეზე და
დაიშალა კლასიც. მივფრინდი თუ ფეხით მივედი სახლში, აღარ მახსოვს, სიხარულმა ისე
ამიტაცა, რომ მთვრალივით ვეღარ გამოვერკვიე. შინ რომ მივედი, სტუმრები იყვნენ
სახლში და მამაჩემმა მომაძახა: რა ქენი, ჩემო კაჭუაო? მეც ყველაფერი მოვახსენე, რაც
გადამხდა. „მე კი არ ვიცოდი?! - წამოიძახა მამამ. - კვიცი ყოველთვის გვარზე მიდისო.
პეტრე არხიმანდრიტს რომ ვებარე მონასტერში ბავშვობისას, ყველას ვჯობდიო, რასაც
სხვები ათ-ათ წელიწადს უნდებოდნენ, მე ორ-სამ წელიწადს გავიარე, გავათავე:
„ღრამატიკა, ანგარიში, ისტორია, ღეოღრაფია და სხვანიო. ბატებმა არ დამაცალეს,
ყიყინით მაწუხებდნენ, თვარა, რომ მოეცადა, არისტოტელის კატეღორიასა და ლოღიკას სულ
ბდღვირს გავადენდიო. შენც, შვილო, ოჯახის შვილი რომ ხარ, სხვებზე უფრო მეტი უნდა
ისწავლო და ვიგინდარები არ გაიტოლოო!“ სტუმრებმაც ამგვარივე დარიგება მომცეს. დედა
კი თავისთვის იჯდა თავჩაღუნული, თითქო ამისთვის სულერთიაო და არც კი შეუმჩნევივარ.
საღამოს, დასაძინელად რომ ჩავწექ ლოგინში, მოვიდა დედა და შუბლზე დამადო ხელი.
ჩამოჯდა ლოგინზე. მე გავიფიქრე: „ვაითუ ავად ვარ და მატყობს რამეს, თვარა ასე
სხვიმის როდის მოსულა-მეთქი“. წინათაც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ საკვირველი
ზნე სჭირდა დედას: თუ არ გამოთხოვების დროს, როცა სადმე დიდი ხნით მივდიოდი და ან
ხანგრძლივ უნახაობის შემდეგ, ისე არ გვაკოცებდა ბავშვებს, და მაშინაც ისე, თითქო
გული ნებას არ აძლევსო. ეს მეც მიკვირდა და ვერ ამეხსნა. ეს ხასიათი მთელ მის
სიცოცხლეში შერჩა. შვილიშვილებსაც ასე ეპყრობოდა. ერთხელ, დაცოლშვილიანებული
ვიყავი, შევესწარი, რომ ჩემ პატარა შვილს, მძინარს, მიდგომოდა და სიფრთხილით, არ
გამოიღვიძოსო, ჰკოცნიდა, ეალერსებოდა. მაშინ მივხვდი, რომ ალბათ ჩვენც ასე
გვეალერსებოდა-მეთქი. ცხადად ვინ უშლიდაო - იფიქრებს კაცი, და ის თურმე იმ აზრის
იყო, როგორც ერთხელ გამოაცხადა ლაპარაკში, რომ ხშირი მოფერება აფუჭებს ყმაწვილს და
წარამარა კოცნასაც ფასი აღარ აქვს მის თვალშიო. არ ვიცი, საზოგადოდ ეს მართალია თუ
არა, მაგრამ ჩემ თავზე, როგორც გამოვცადე, მისი კოცნა რაღაც სასუფევლურ ნეტარებად
მიმაჩნდა. იმ საღამოს ავფოფინდი, რომ გვერდში მომიჯდა და ალერსიანად მითხრა: ხომ
ილოცეო?..
- როგორ არა-მეთქი!
- დღეს დილას, სანამ კლასში წახვიდოდი, დაუჯდომელი პარაკლისი ხომ არ დაგვიწყებია?
- როგორ დამავიწყდებოდა!.. და მერე მით უფრო, რომ განსაცდელში მივდიოდი.
- ჰო, კიდეც მიტომ უხსნიხარ ღმერთს და გაგიმარჯვნია. უღმერთოდ, რაც უნდა იცოდე,
მაინც ვერას გააწყობ! მამაშენმა რაც გითხრა დღეს, ის მართალი კი ნუ გგონია, იმან
ისე იცის ხუმრობა.
- რა?
- რა-და, სხვებმა რომ გაჯობოს, სირცხვილიაო. აბა, სხვები რომ კარგები იყონ, შენი რა
სირცხვილია? სირცხვილი ის არის, როცა შენ შენდა თავად არ ვარგხარ და არ ცდილობ
სწავლას. შენ სხვებს კი არ უნდა ეჯიბრებოდე! შენ სრულიად შენთვის უნდა ცდილობდე
ყოველგვარ სიკარგეზე და, თუ სხვებიც შენისთანები იქნებიან და კივ უკეთესიც, შენ
იმითი რას დაჰკარგავ? შენ კიდეც უნდა გიხაროდეს მათი სიკეთე. შენ ხომ კარგად
დაგიჭერია დღეს ეგზამენი, აი რა კარგ გუნებაზე ხარ! ისინი კი, შენი ამხანაგები, ვინ
იცის, რა გულდაწყვეტილები არიან!
- ტიროდნენ, დედა!
- მერე არ შეგეცოდა?
- შემეცოდა კი არა, კინაღამ მეც ვიტირე...
- რა-და, იმათაც შენსავით რომ გაემარჯვათ, ხომ გეამებოდა?
- ნეტავ მართლა!..
- ჰო, შვილო! სხვისი შური და სიხარბე გულში არ უნდა შეუშვა, - ესენი ორივე ეშმაკის
კიბის საფეხური არიან. ეშმაკი ჯერ შეგიტყუებს ზედ ნელ-ნელა და მერე უცბად გკრავს
ხელს და გადაგაგდებს. - მე პირჯვარი დავიწერე, დედამ მაკოცა მხურვალედ,
ორჯერ-სამჯერ ჩამეკონა გულში, პირჯვარი გადამსახა და მომშორდა: „დაიძინეო“. ჩემს
ნეტარებას საზღვარი აღარ ჰქონდა. დიდხანს თვალი ვეღარ დავხუჭე, და, რომ დამეძინა,
სიზმრებმა წამიღეს: სულ ანგელოზებში დავფრინავდი და ვთამაშობდი.
გათავდა ეგზამენები. წავიდა მაქსინოვიჩი. მიწყნარდ-მოწყნარდა ყოველიფერი და მეც
პირველი საჩუქრით გადამიყვანეს მეორე კლასში. სულ სხვა თვალით მიყურებდნენ
ამხანაგებიცა და უფროსებიც. ამას მე კარგად ვხედავდი და ვცდილობდი, რომ არ
შევრცხვენილიყავ. დღე და ღამე გაერთიანებული მქონდა, ისე მონდომებით ვსწავლობდი და
იმ შრომასთან და ცოტა ნიჭთანაც, რომ უკეთესი პატრონობა მქონოდა და უფრო სწორ გზაზე
ვმდგარიყავ, კარგი რამ გამოვიდოდი, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ იმ დროს პედაგოგია
მეტად დაბალ ხარისხზე იდგა. ბავშვებს კაჭკაჭებსავით სწრთვნიდნენ და არა ადამიანის
შვილებად! ყოველი საგანი უნდა მხოლოდ ეზეპირებიათ მოსწავლეებს, და, აზრი ესმოდათ თუ
არა, ამას არავინ ჰკითხავდა. ერთი რუსის შვილი იყო - ვოლკოვი - და იმას საღმრთო
წერილიდან გაკვეთილი ჰკითხეს. საბრალომ ზეპირად არ იცოდა, მაგრამ თავისი სიტყვით
შვენივრად ახსნა. მასწავლებელმა უგდო, უგდო ყური და გაიცინა: - შენი სიტყვებით რომ
ბრძანებ, განა სწუნობ მაგის დამწერის სიტყვებს?! გაუჯავრდა და გააგდო, ცუდი ნიშანიც
დაუსვა. მერე მეორედ გაიყვანა, როდესაც გაეზეპირებია და სულმოუბრუნებლად, სულ
სხვაპასხუპით უთხრა, თუმცა კი არ ესმოდა, რას ამბობდა. მოუწონა: „აი როგორ უნდა
დაისწავლოო!“ და კარგი ნიშანიც დაუსვა. ასე იქცეოდნენ ყველა მაშინდელი
მასწავლებლები. მხოლოდ მათ რიცხვში ერთადერთი, გვარად ტროე, სულ სხვა იყო!
მაქსიმოვიჩის მეთოდი შემოიღო: საზეპიროს ცოტას გვაძლევდა, სულ რამდენიმე პწკარს,
მაგრამ მაგიერად, არა თუ აზრი, ყველა სიტყვის მნიშვნელობა უნდა გვცოდნოდა და
აგვეხსნა. მის კლასში ყველა - დიდი და პატარა - თანასწორად სმენად იყო გადაქცეული.
ბუზი რომ გაფრენილიყო, გაიგებდა კაცი. მაშინ იცოდნენ და დღესაც კიდევ,
მასწავლებლები რიგ-რიგად ჰკითხვენ მოსწავლეებს, ასე რომ მოწაფემ იცის, როდის
მოუწევს რიგი და იმ დღისათვის უკეთ ემზადება, ვიდრე სხვიმის, და მის სწავლაში
თანასწორობა აღარ არის. ტროეს კლასში კი ყველა მზად უნდა ყოფილიყო. ერთს რომ
ჰკითხავდა, უცებ, მოულოდნელად სხვას რომელიმეს „განაგრძეო“ - მიუბრუნდებოდა.
აგრეთვე არ იცოდა ძველი და ახალი გაკვეთილი: მოულოდნელად ძველიდანაც გვკითხავდა
ხოლმე. თითოეულ სკამს მიუჩინა თითო უფროსი შეგირდი. ისინი ჰკითხავდნენ ყოველდღე
გაკვეთილს მოსწავლეებს და ნიშნებს უსვამდნენ. იმ უფროსებისათვის მერე მე უნდა
მეკითხა და დამესვა ნიშნები. ზოგიერთი მათი შეგირდებიც უნდა შემემოწმებინა და ის
ნიშნები მიმერთმია მასწავლებლისათვის. რომ შემოვიდოდა, ისიც გადაათვალიერებდა და
დასამოწმებლად გამოიხმობდა ზოგიერთებს. ერთი გაბაშვილი იყო ჩვენს კლასში, რომელიც
სოფლიდან დადიოდა ჩვენს კლასში და დაწყებას, რასაკვირველია, ვეღარ მოასწრებდა
ხოლმე. ამისთვის აჩოქებდნენ ხოლმე იმ საწყალს კუთხეში კლასების გათავებამდე. ასე
რომ ფეხზე მდგარი ის სწავლის დროს ძვირად დაგვინახავს. ერთხელ დარჩენილიყო სადღაც
და ქუთაისში ნათესავებში გაეთია ღამე. სამოსწავლო წიგნიც ეშოვნა (მაშინ არამცთუ
გარეშე წიგნი, სახელმძღვანელო წიგნებიც ცოტა იყო, სულ რამოდენიმე და ერთი
მეორისაგან ვნათხოვრობდით) და გაკვეთილი კარგად დაესწავლა. ადრე მოვიდა, მაგრამ,
რადგანაც დაჩვეული იყო, დაიჩოქა და ამისთვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. მის
უფროს შეგირდს მისთვის კარგი ნიშანი დაესვა, მე შევამოწმე და მართალი გამოდგა.
ტროემ რომ საზოგადოდ ყველას ნიშნები გადაათვალიერა, გაბაშვილის ოთხასც მოჰკრა
თვალი. ალბათ გაუკვირდა და გამოუძახა. ჰკითხა და მისთანა თქვენს მტერს! ერთი
სიტყვაც ვერ მიუგო, გადააქნია თავი და გამიხმო:
- ეს ნიშანი შენ დაუსვიო? - მკითხა.
- დიახ, მე-მეთქი, - ვუპასუხე.
- მერე რათა, რომ არაფერი იცის?
- მე რომ ვკითხე - იცოდა.
- იცოდა?! ასე მალე, ორ წუთში როგორ დაავიწყდებოდა? აქ რაღაც სხვა ამბავია! -
ბრძანა მრისხანედ. - შევიტყობ, რაც არის, მაგრამ ჯერ არ მცალია. გაბაშვილო, წადი და
იქვე დაიჩოქე, სადაც იყავი და შენც, წერეთელო, მიდი მაგასთან და გვერდში ამოუდექი,
სანამ ჩემი კლასი არ გათავდეს! მერე ორივეს ერთად დაგამოწმებთ. - თუმცა ყველაზე
მეტი ჩვენ ტროესი გვეშინოდა, მაგრამ მისგან დასჯილი არ გვინახავს, და ახლა: როგორ
გამიბედეს მოტყუებაო, ზომას გადავიდა.
- შე შეჩვენებულო, რა ჰქენი ეგა, აკი იცოდი? - დავეკითხე ჩუმად, კუთხეში რომ
გავედით.
- ახლაც ვიცი, - მიპასუხა ტირილით.
- მაშ, რატომ არ მოახსენე!
- ფეხზე რომ ვიდექი, ვერ მოვახერხე. ეს რამდენი ხანია - სულ დაჩოქილი ვსწავლობ და
პასუხსაც ისე ვაძლევ. აი, თუ არ ვიცი! - მოჰყვა ზეპირად. - რომ ავდგე, დამებნევა! -
მასწავლებელმა მოგვატანა თვალი და მოგვაყურა - რას ჩურჩულებთო? - მე გავედი და
მოვახსენე ყველაფერი. გამოიყვანა გაბაშვილი, დააჩოქა და ისე ჰკითხა. კარგად მიუგო,
რამდენჯერმე გაიმეორა ეს ამბავი და ისე გაუკვირდა, რომ წამოდგა ზეზე, კლასს თავი
დაანება და გასწია კანცელარიისკენ. იქ რა ჩაიდინა, ვინ იცის? მაგრამ იმ დღიდან კი
გაბაშვილი დაჩოქილი არ გვინახავს.
ერთხელ, სწავლა რომ გათავდა და შეგვასვენეს, მე, რადგანაც დილას არა მეჭამა რა,
შევირბინე შინ. ვიგდე ახალუხის ჯიბეში ცხელი მჭადის კოკორი და მივაშურე ისე კლასს:
არ დამაგვიანდეს-მეთქი. ტროეს გაკვეთილი იწყებოდა. ფეხად შეესწრო ჩემთვის და ხუთი
მოწაფე კიდეც გამოეხმო და გაემწკრივებინა. შევყავ თავი თუ არა, მომაყვირა: - შენ,
აქ მობრძანდი და დადექ ამათთანაო! მივედი და გავჩერდი. ცხელი მჭადი მომედვა
ბარძაყზე და მეცხუნა. მე შმაშური დავიწყე, ხელი მოვუსვი, ასე რომ ავტოკდი.
მასწავლებელმა შემნიშნა და მკითხა: რა გემართებაო? დაფარვა აღარ შეიძლებოდა...
ამოაყოფინეს ჯიბიდან მჭადს თავი... შეგირდებმა გადიხარხარეს. მასწავლებელმა
ულვაშებში ჩაიცინა, გამომართვა მჭადი და წინ სტოლზე დაიდვა. მე სირცხვილის ოფლი
გადამსკდა. დაგვიწყო გაკვეთილების კითხვა. ამ დროს, ჩემდა საუბედუროდ, ინსპექტორი
შემოვიდა. მაშინ კი ამიკანკალდა მუხლები. ეს ისეთი შეუბრალებელი ვინმე იყო, რომ
ყმაწვილის „გაროზგვას“ არა ეჩია რა. სულ უბრალო მიზეზი საკმაო იყო, რომ ოთხში
ამოეღო. ერთხელ ერთსა და იმავე დროს ორი ბავშვი „გაროზგა“: ერთი იმიტომ, რომ თმა
წამოგზრდიაო და მეორეც იმიტომ, რომ მეტად ძირში მოგიჭრიაო! ვიფიქრე: „ეს მჭადი მე
ხეირს არ დამაყრის-მეთქი!..“ მართლაც, მოჰკრა თვალი თუ არა, დაიღრიალა: - ამ მჭადს
რა უნდა აქ, ვინ მოიტანაო!.. ერთი მოწაფე, რომელიც ხშირად მექიშპებოდა ხოლმე,
წამოხტა ზეზე და მოახსენა: წერეთელს ამოუღეს ჯიბიდანაო. - რათ მოგიტანიაო?! მკითხა
მრისხანედ. მე ენა ჩამივარდა, მაგრამ მასწავლებელმა მოახსენა: ახლავ გაიგებთო და
მკითხა: ეს რა არისო? მჭადი-მეთქი, - ვუპასუხე კნავილით.
- რისგან კეთდება?
- სიმინდისაგან.
- როდის სთესენ სიმინდს? რანაირად იზრდება? როგორ მუშაობენ? როდის აკეთებენ მჭადს
და სხვანი. ესენი ყველაფერი გამომკითხა და მეც პასუხს ვაძლევდი. რამდენიმე წუთს
მკითხავდა და ბოლოს სთქვა: კარგიო! ხვალ ნუ გადავიწყდება ბრინჯის მოტანაო; ხვალ
იმის შესახებ ვილაპარაკოთო. ინსპექტორმა იფიქრა: აქ სწორედ მასწავლებლის სურვილით
მოუტანიათ მჭადიო და გავიდა კლასიდან ხმაამოუღებლად. მასწავლებელმა მაბეზღარი
მოწაფე გაიხმო და ჰკითხა: შენ არა გაქვს რა ჯიბეშიო? გაუსინჯა და კოჭი უნახა. - ეს
რა არისო? ეს ხომ სათამაშოა, რომელიც კლასებში სრულიად გამოუსადეგარია და შენ კი
ჯიბეში გიძევსო!.. წერეთელმა მჭადი მიტომ მოიტანა, რომ შიოდა და შეჭმა ვეღარ
მოასწრო და შენ კი სათამაშოდ დაბრძანდები! კარგი, გაჩერდი მაგრე კლასის
გამოსვლამდე! მე მაგ კოჭით წარგადგენ ინსპექტორთანო. იმ მოწაფეს ფერი ეცვალა და
ატირდა. კლასი რომ გათავდა, მიუბრუნდა მტირალს და უთხრა: კარგი, ახლა კი
მიპატიებია, მაგრამ შემდეგ კი ფრთხილად იყავი: რაც შენთვის არ გინდა, იმას ნურც
სხვას უზამო!
ეს ჩვენი საყვარელი მოძღვარი მხოლოდ ოთხ კლასამდე ასწავლიდა; უფროს კლასებში ნება
აღარ ჰქონდა, რადგანაც უმაღლესი სასწავლებელი არ ჰქონდა გათავებული. თუკი რამ
ვისწავლეთ რუსული, მის ხელში; და მის შემდეგ კი, იმ უფროს კლასებში, მეოთხედან
დაწყებული, თუ რამ დაგვაკლდა, თვარა არა შეგვიძენია რა. მეოთხე კლასი მეტად ძნელი
კლასი იყო: სულ ახალ-ახალი საგნები და მასწავლებლები: ისტორია, გეომეტრია,
ტრიგონომეტრია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლათინური, სჯულის-კანონი, მეურნეობა,
მინერალოგია და სხვადასხვა - სულ ერთად მოგვაყარეს! - თავ-ტანის რომ აღარა
გაგვეგებოდა რა, გავუსვით ზეპირობას ხელი, და, როგორც იქნა, კიდევ იოლად გავდიოდით,
თუმცა სრულიად არ გვესმოდა რა იმ საგნების. სხვისი რა მოგახსენო და მე კი ასე
ვიყავი, თუმცა პირველ მოწაფედაც კი ვირიცხებოდი და ოქროს ფიცარზე ვეწერე. ამ მაღალ
კლასში, როცა არ იყოს, დავთარი შემეშალა. ერთი ვიღაც რუსული ენის მასწავლებელი
დაგვინიშნეს, გვარად საპეგა. იმისთანა ახირებული კაცი ძვირი იყო! სულ ჯავრობდა
რაღაცაზე, ცხვირი ჩამოუტიროდა და სხვაც რომ ვინმე დაენახა მომცინარი, გადაირეოდა.
მე კი ჩემდა საუბედუროდ, ისეთი მომცინარი სახე მქონდა, რომ ტირილის დროსაც კი
მეღიმებოდა! ამითვალწუნა ამ კაცმა და საშველი აღარ მომცა. წინა სკამიდან სულ
უკანასკნელზე გადამსვა: „თვალში ნუ მეჩხირებიო!“ ერთხელ რაღაც კაი გუნებაზე იყო,
გამიყვანა და მკითხა გაკვეთილი. კარგად მივუგე. მომიწონა: „ცოდნით კარგად იციო,
მაგრამ რა მიზეზია, რომ სულ იღიმები? ნუ იცინი პირუტყვივითო!“ მე მეგონა,
მცდის-მეთქი და ვუპასუხე: „პირუტყვები არ იღიმებიან და არც იცინიან-მეთქი“. ეს რომ
ვუთხარი, ისარნაკრავივით წამოხტა, მტაცა ხელი საყელოში და გამიძახა გარეთ.
უკანა სკამზე რომ ვიჯექი, მოწაფეები მოიბრუნებდნენ ხელს და ზურგს უკნიდან
მომაბზეკდნენ ხოლმე თითს. წარმოიდგინეთ ორმოცი და ორმოცდაათი თითი ჩემკენ
მოშვერილი, მაშინვე დამეთანხმებით, რომ სიცილი ძნელი შესაკავებელი იყო. მეც უეცრად
გადავიხარხარებდი ხოლმე. მიზეზს ვერ ვამხელდი, და ის კი მიატოვებდა გაკვეთილებს და
დაიწყებდა ხოლმე ერთ ამბავს. მოწაფეებსაც ის უნდოდათ. ბოლოს ამიკრძალა მის კლასში
შესვლა და რჩევაში ითხოვა: ან მე აღარ ვიქნები, ან ის მოწაფე გააგდეთო. მის გარდა
ყველა მასწავლებელს ვუყვარდი, პირველ მოწაფედაც მთვლიდნენ და არ დაეთანხმენ.
მიმიხმეს და მკითხეს: რა მიზეზია, რომ ასე გაგიჯავრებია ეს მასწავლებელიო? მე
ტირილი დავიწყე და იქვე სიტყვის გათავებამდე გავიღიმე. დირექტორი წამოდგა და წავიდა
საპეგას კლასში, რომ სხვებისათვისაც გამოეკითხა და შეეტყო ნამდვილი მიზეზი. ჩემდა
ბედად მისთანა გარემოებას შეესწრო, რომ ხელი მომიმართა. ერთი მოწაფე იყო ჩვენს
კლასში კ...ლ... სამაგალითო რამ, აჩქარება არ უყვარდა. საპეგა კი, როცა გაკვეთილს
ჰკითხავდა ვისმე, ამბობდა: ნუ ფიქრობ, ისე მითხარიო. ის გაუყვანია დაფაზე, რაღაც
დაუწერინებია და ახსნას უცდის. კ...ლ... ფიქრობს, რომ კარგად მიუგოს. სულწასული
პედაგოგი მიეპარა უკნიდან და ცხვირ-პირი დაფაზე მიახლევინა: „რას უცდიო?“
შეშინებულსა და გაბრუებულ მოწაფეს ცხვირში სისხლი წასკდა, და სწორედ ამ დროს
შეესწრო დირექტორიც. საპეგა მეორე დღეს თვალით აღარ გვინახავს, მის მაგიერ მეორე
დაგვინიშნეს - პანიზოვსკი. მაგრამ ბევრით უკეთესი ვეღარც ის იყო, უკეთესი კი არა,
ხმას არ იღებდა, სულ წითლდებოდა. კოშანსკის რიტორებას მოიტანდა ხოლმე და ისე უხმოდ,
თითით გვაჩვენებდა: აქედან-აქამდის გაიზეპირეთო, და ჩვენც ვასრულებდით მის ნებას.
იმას „ქალ-ბიჭას“ ვეძახოდით, დავცინოდით, მაგრამ ის თვალს გვარიდებდა. არაფერი
გარეშე წიგნი არ იყო, რომ წაგვეკითხა; და რომ კიდეც გვეშოვა სადმე, წაკითხვის ნებას
არ მოგვცემდნენ: „რაც კარგი რამეა - რიტორებაშია დაბეჭდილი, ის გეყოფათო“. ერთხელ
ერთმა თამამმა მოწაფემ ჰკითხა: „რაც აქ არ არის მოყვანილი ამ წიგნში, მის მეტი
პუშკინს არა დაუწერია რაო?“ „ეგ რა შენი საქმეაო?“ - მიუგო მასწავლებელმა. ყმაწვილი
არ მოეშვა და კიდევ ჰკითხა: „პუშკინი უკეთესი მწერალია თუ გერცენიო?“ წამოვარდა
ზეზე შეშინებული, დაიცვა თითები ყურებში და გააბა ყვირილი: „აქ არ ვყოფილვარ, არა
გამიგონია რა, არცა გითქვამს რაო“... და ამგვარად გავიდა კარში.
არანაკლებ ახირებული იყო ლათინურის მასწავლებელიც - ძალიან კარგი, მშვიდობიანი და
ბეჯითი მასწავლებელი; ბუზის ეშინოდა და, მახარობელას რომ ბზუილი დაეწყო, იმას გული
უწუხდა. ეს რომ იცოდნენ მოწაფეებმა, თუ რომელიმე მათგანმა გაკვეთილი არ იცოდა,
მოიყვანდა უცბად მახარობელას და ჩუმად გაუშვებდა კლასში; მასწავლებელი დაფრთხებოდა,
მოსწავლეები წამოვარდენოდნენ ზეზე, ზოგი სტოლზე შეხტებოდა, ზოგი ამ ბუზს დაუწყებდა
ვითომდა კლასიდან გამოდენას; ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან მეორეში და
ამასობაში კლასიც თავდებოდა.
ცხადია, რომ ამგვარ პირობებში ჩაყენებული მოზარდი თაობა ვერას გამოიტანდა ბევრს
გიმნაზიიდან, რომ ამ საზარელს ბნელში ერთი ნათელიც არ გამოგვჩენოდა. ის იყო
პოლონელი როდზიევიჩი, რომელიც ჯერ პროფესორად ყოფილიყო, მაგრამ ლოთობის გულისათვის
დაეთხოვათ და სტავროპოლში ეშოვა ინსპექტორობა. მერე იქიდანაც გაეგდოთ და ჩვენში
გადმოიმყვანეს მათემატიკის მასწავლებლად. ეს ლოთი მასწავლებელი ყურადღებასაც არ
აქცევდა თავის საგნებს, არც ალგებრას, არც გეომეტრიას, არც ტრიგონომეტრიას და არც
ფიზიკას; ჩვენს ნებაზე მოაგდო მათი სწავლა და ჩვენც, როცა გაგვიძნელდებოდა გაგება
რამესი, მაშინ დავეკითხებოდით და მშვენივრადაც აგვიხსნიდა ხოლმე. საკვირველია, რომ
მისი საგანი ყველაზე უკეთ ვიცოდით. რაღაი, შეგვატყო, რომ გონებადახშული და
განუვითარებელი არიანო, სულ სხვა რამეებზე გვესაუბრებოდა და ცდილობდა ჩვენს
გამოფხიზლებას. იმ ხანებში გამოაცხადეს, რომ ვისაც უნდა რუსეთში წასვლა და უმაღლეს
სასწავლებელში შესვლა, იმან ლათინური უნდა ისწავლოს და, ვისაც მხოლოდ გინმაზიის
გათავება უნდა, იმან სჯულის-კანონი შეისწავლოს და, თუ პირველ შეგირდად გამოვა,
ჩინსაც მიიღებსო. ჩინს მაშინ დიდი მომხიბლავი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ყველა
ჩემმა ამხანაგებმა, თუმცა ზოგი მათგანი ვერც წავიდოდა რუსეთში სიღარიბის გამო,
ლათინური ირჩიეს. ერთმა მათგანმა მხოლოდ და მეორემ მე სჯულის-კანონის შესწავლა
მოვინდომეთ, ჩინის სურვილით წარტაცებულებმა. იმ ხანებში რუსული ენის მასწავლებელმა
გვიბრძანა: აიღეთ, რაც გინდათ, და თქვენდა თავად თხზულება დასწერეთ, მაგრამ
დიალოგებად კიო. მე ავიღე და დავწერე ერთი ახირებული რამ. მასწავლებელმა რომ
წაიკითხა, ინსპექტორს გადასცა და მას საპეადგოგიო რჩევაში წარედგინა და ეთქვა:
„ამის დამწერი, თუ ახლავე არ აილაგმა, არ ივარგებსო!“ რჩევაზე როდზიევიჩს გამოედვა
თავი: მაგის დამწერი კარგი ვინმე გამოვა და, გაწყრომა კი არა, მოფერება ეჭირვებაო.
მე ვთხოულობ, რომ იმას ძალა დაატანოთ - ლათინური შეისწავლოს და მაღალ სასწავლებელში
სადმე შევიდესო, მჭერმეტყველებამ გაიტაცა, გადაიყოლია ზოგიერთები სხვებიც და
დირექტორმაც ბანი მისცა. შემიხმეს მეც.
- ეს შენი დაწერილიაო? - მკითხა დირექტორმა.
- დიახ, ვუპასუხე ცოტა შემკრთალმა.
- მერე როგორ გაბედე, რომ მთავრობის მოსამსახურე პირებს ასე ცუდად იხსენიებ?
- ის გადამდგარი ჩინოვნიკია.
- სულ ერთია, უპატიურად შეხება მაინც არ შეიძლება! ის დამსახურებული იქნებოდა და
პენსიაც ექნებოდა, - დაუმატა მრისხანედ ინსპექტორმა. - წაიღე და გადაასწორე
სხვანაირად.
- თუ მხოლოდ ეგ არის წუნი, ეგ ადვილია: წავშლი სიტყვას „გადამდგარი“ და დავწერ
„გამოგდებულს“. გამოგდებული, თუ კარგი ყოფილიყო, ისევ სამსახურში იქნებოდა. -
დირექტორმა გაიცინა და გამიშვა. იმ დღიდან მეც ლათინურზე გადავედი. ამის შემდეგ
კიდევ უფრო შემიყვარა როდზიევიჩმა და განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა.
საკვირველი იყო მისი საქმე: ისე გაჟღენთილი ჰქონდა გვამი არყით, რომ ხანდახან,
კიდეც რომ არ დაელია, ისე თავისთავად მოუვლიდა სიმთვრალე. ერთხელ მოუარა
გაკვეთილების დროს და მოწაფეს, რომელიც დაფასთან იდგა და გეომეტრიულ სახეებსა
ხატავდა, - მიაყვირა: „აბა, ჩამოუარე ლეკურიო!“ და ტაშის კვრა დაიწყო. გაშეშდა
მოწაფე. ჩვენც შევწუხდით, მაგრამ იმან მაინც თავისი არ დაიშალა: „როგორ თუ შენ
ნაციონალური ცეკვა გეზიზღებაო?! არ იცი, რომ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვაში მისი
გული და სული იხატება? აი, ლეკურიც ხომ ქართულია, ცოცხალი რამ არისო!“ დაუკრა ვითომ
თვითონ ლეკური, მერე გადავიდა მაზურკაზე: „აი ესეც ჩვენი გამოგონილი თამაში და
შეუპოვარი მაზურკაო! და ახლა ესეც ნახეთ, რასა ხატავსო“ და დაუარა „ტრეპაკა“,
უწმაწური გინებით შეკაზმული. ბოლოს შეჩერდა, დაავლო ქუდს ხელი და გავარდა კარში.
ჩვენ ღმერთს მადლი შევწირეთ, რომ არც დირექტორი, არც ინსპექტორი და არც სხვა ვინმე
არ შემოგვსწრებია. ისე შეგვებრალა, რომ არ ვიცოდით, გვეცინა თუ გვეტირა! მესამე
დღეს ძალიან დარცხვენილი შემოვიდა. დიდხანს ხმას არ იღებდა და ბოლოს დაიწყო:
„ყმაწვილებო! ძველ დროში საბერძნეთში განგებ დაათრობდნენ ხოლმე მონებს და მათ
უსაქციელობას თავის შვილებს აყურებინებდნენ, რომ მათთვის თვალდათვალ დაენახვებიათ,
თუ რა საძაგლობაა - კაცი რომ დათვრება, გონებას დაჰკარგავს და პირუტყვს
დაემსგავსება. გუშინწინ მე დაგანახვეთ თქვენ ამგვარი რამ. ეცადეთ, რომ გაუმაგრდეთ
ცხოვრებას, აიტანოთ გასაჭირი და ჩემსავით არ გაგაფუჭოსთ. რა ვარ ახლა მე? განა არა
ვგრძნობ, რომ ფიზიკურად დამახინჯებული ვარ? მაგრამ მაინც, მადლობა ღმერთს, ამ
ფიზიკურმა დამახინჯებამ სული და გული წმინდად, შეუბღალავად შემინახა“. კლასის
გამოსვლამდე სულ ამნაირად გვემუსაიფა და მოგვშორდა. ჩვენ თითქმის ყველა ვტიროდით და
იმ დღიდან კიდევ უფრო გვებრალებოდა.
უკანასკნელ კლასში რომ გადავედით, მე ფრანგულის მასწავლებლის მუსიე ტურესის სახლში
ვიდექი. ამ მუსიე ტურესს ყმაწვილები „მოსე ტურას“ ეძახდნენ. ერთხელ საღამოს სტუმრად
შემოჰყვა როდზიევიჩი; დაჯდნენ ორი მარტო და ჩაის დაუწყეს სმა. სტუმარმა რომი
მოითხოვა, თვითონაც დაისხა და მასპინძელსაც დაუსხა. შეჰყვნენ ნელ-ნელა მუსაიფს.
შეზარხოშებულმა ფრანგმა რევოლუცია მოიგონა და აღტაცებით დაიწყო ლაპარაკი. სტუმარმა
პოლონეთი გაიხსენა, და მოხსნეს თავი სიფრთხილეს, მით უფრო, რომ იქ იმ ორისა და ჩემს
მეტი არავინ იყო. მე ჩემთვის კუთხეში ვიჯექ, ასე რომ, მგონი, ვერც კი შევნიშნეს.
იმათმა აბდაუბდა საუბარმა ისე გამიტაცა, რომ რაღაც უჩვეულო სასუფეველი ვიგრძენი,
სმენად გადავიქეცი. ბოლოს სთქვა ამოოხვრით როდზიევიჩმა: „ახლა რაღა დროს, ვწუხვარ,
რომ სამხედრო სამსახურში არ შევედი, რომ სარდალი გავმხდარიყავ და მარჯვე დროს
ქვეყნისათვის კონრადივით სამსახური გამეწია!..“
ეს რომ ჩამეწვეთა ყურში, ჩემი თავი ვეღარ ვიცანი! იმ ღამეს აღარ დამეძინა.
ვამბობდი: „რა მინდა უნივერსიტეტში? რა კარგი იქნება სამხედრო სამსახური? ოდესმე
სარდალი გავხდები! რაც ადრე შევიდგები საქმეს, ის აჯობებს, და ამ ერთ წელიწადს
მაინც ხომ, უკანასკნელს კლასში, ახალს არას გვასწავლიან, ძველებს გვამეორებინებენ,
- და გამოვალ, არსად არ წავალ-მეთქი“. გადავწყვიტე და გამოვუცხადე მამას ჩემი
სურვილი. მამას ძალიან იამა: „შენი ნებაა, შვილო! მე შენი ხნისას ცოლი მყავდა და
ოჯახს ვეკიდეო“. მაშინვე გამოვედი სასწავლებლიდან, რითაც ყველა გავაკვირვე და
დილიდან საღამომდე როდზიევიჩს აღარ ვშორდებოდი. ოთხი თვე დავრჩი, მაგრამ ეს ოთხი
თვე უფრო ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვიდრე რვა წელიწადი გიმნაზიაში მყოფობის დროს.
დამდეგ მაისს გამოვეთხოვე დედ-მამას, იმერეთს და დავადექი გზას. სრულიად გამოუცდელს
ცხოვრებაში, ბევრის არმცოდნეს და სრულიად არაფრის მნახველს უნდა ზღვა გამევლო,
ხმელეთი გადამელახა და ერთი ბიჭის ამარა ჩავსულიყავ პეტერბურგში, სადაც ჩემი ძმა
მეგულებოდა „კანვოი“-ში მოსამსახურედ.
5
პუბლიცისტიკა
5.1
... (ილია-მზე)
ერთ გლეხკაცს ეგონა, მზე თავის სოფლის გორაკიდან ამოდიოდა და წავიდა მის დასაჭერად. მაგრამ დაინახა, რომ მზე მეორე გორიდან ამოდიოდა. გადავიდა, მაგრამ მზემ მესამე გორაკიდან ამოჰყო თავი. იქაც აბობღდა და კიდევ შესცდა. ბოლოს ერთ განდეგილს შეხვდა, რომელსაც შესჩივლა. განდეგილმა უპასუხა: მზეს ვერავინ დაიჭერს, იგი ყველგან და ყველაფერს ანათებსო. ასე დიდებულია ილიას სახელიც. მისი სამშობლოს
- ყვარელის გარდა ყველგანაა და ყველასათვის
ანათებს.
5.2
^^^ (ილია ჭავჭავაძესთან დამოკიდებულების შესახებ
^^^ (ილია ჭავჭავაძესთან დამოკიდებულების შესახებ
`რა უთქვამს? რა მოუჩმახავს? რა წიგნი დაუწერია?~ ახალგაზრდა მგოსანი, დღევანდელი ჩვენი ცხოვრების სულიერ საზრდოთი გაკაჭკაჭებული და
ვერ გაწინასწარმეტყველებული, იმასვე იმეორებს, სამწუხაროდ, რაც ბრბოს, თავისის
ეუგნებლობით წარმოუდგენია და ნამდვილი კი ჰგონია!... სვანის თქმისა არ იყოს, `ვისაც
წვერები ასხია, ყველა რომ მღვდელი იყოს, მაშინ ჩემი ვაციც ხომ დეკანოზი იქნებოდაო~.
ვის როგორ ესმის სიტყვა: `ინტელიგენცია~, `ახალთაობის კაცი~, `საზოგადო მოღვაწე~, `მეთაურობა~
და ან სხვანი. მაგრამ მე კი გარჩევით მყავს ყველა გათვალისწინებული და მათი
შესახები სასწორსაზომიც სხვაგვარი მიჭირავს ხელში: დღევანდელი ჩვენი საზოგადო
მოღვაწეებს შორის უთანხმოება და ხალხისაგან ანაზდად გაბურთავებული `მეც წავხდი შენც
წაგახდინეობა~ თუმცა ასე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც სიკვდილი და სიცოცხლე,
მაგრამ იმავე დროს განსხვავებაც ასეთია მათ შორის, როგორც სიკვდილისა და სიცოცხლის
შუა. საჯაროდ თავისთავზე საუბარი არც სასურველია კაცისათვის და არც მოსაწონი, მაგრამ
ხშირად მოხდება ხოლმე, რომ გარემოება ჩაითრევს და გამოიწვევს საპასუხოდ. სწორედ
ამისთანა მდგომარეობაში ვართ ჩვენც ახლა და ბრბოს აზრს, მე და ილიას შესახებ,
მგოსნისგან ბეჭედ დასმულს, უპასუხოდ ვერ გავუშვებთ, მით უფრო რომ მარტო ჩვენ არ
გვეხება და შიგვე
უეჭველად უნდა მოყვენ სხვებიც საზოგადოდ. ორმოც წელიწადზე მეტია, რაც მე და ილია
ერთმანეთს ვიცნობთ და არაოდეს ერთმანეთთან პირადი უსიამოვნება და უკმაყოფილება არ
გვქონია. პირიქით, გარდა სიამ-ტკბილი შეყრა-შეხვედრისა და ზრდილობიან, დარბაისლურ
სიტყვა-პასუხისა ერთი-მეორისაგან არა გვინახავს რა, და ან კი რა გვქონდა გასაყოფი,
რომ ერთმანეთში უთანხმოება მოგვსვლოდა? რა მაქვს მისთანა, რომ იმას შეეხარბოს? ან
და რას ვეძებ მისთანას, რომ ილიას აქვს და მეც მომენატროს? მართალია, ერთსა და
იმავე განყენებულ მიზანს საზოგადოს და არა საპირადოს მივყავართ თავისკენ. მაგრამ
გზა სხვა და სხვაა და არ მოხერხდება, რომ ერთმანეთს გადავეღობოთ და მსვლელობა
შეუფერხოთ ერთმა მეორეს! `რომში ყოველი გზით შეიძლება შესვლაო~, _ ნათქვამია და თუ
ჩვენც, ერთი მიზნის მიმდევარი, ორი სხვა და სხვა გზით მივდივართ ცალ-ცალკე _ ის
აღმოსავლეთის და მე დასავლეთის გზით, ეს არ ნიშნავს უთანხმოებას და მტრობას. და ან
კი რა საჭიროა, რომ როცა ილია თავისი საკუთარი გზით მიისწრაფის, მეც მაშინ თან
ვახლდე, მისი საგზალი მიმქონდეს და აბჟანდს დავუწევდე ხოლმე? ან როცა მე ჩემი გზით
მივდივარ, რათ უნდა უეჭველათ ჩემ გვერდში იდგეს ილია ჭავჭავაძე? ეს ვერ გაუგიათ, შემცდარ-აზრის შემდგენლებს! მაგრამ მათთვის, როგორც ჩანს, მეორე
გარემოება უფრო გაურკვეველია: ილიას, როგორც გამოჩენილ მწერალს, გაურჩევლად `ვაშა-ვაშას~
შეღაღადებენ. როგორც საზოგადო მოღვაწეს — ეთაყვანებიან გამოურკვევლად. მათი
სწორ-მხედველობის ისარი გახიბლულია და `კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე
წარმოსდინდების~. რასაც ისინი გრძნობენ და როგორც ისინი მოქმედობენ, იმასვე
მოითხოვენ ყველასაგან და თუ ვინმე გაუდგათ, სხვა გვარად ჰხსნიან. აკაკი ილიას ყოველგვარ ნაწერს ქების ტაშს არ უკრავს და ყოველგვარ მის საზოგადო
მოღვაწეობას არ ეთანხმება! სჩანს, რომ ემტერება და სძულსო. იგივე ჩემ შესახებაც
ილიაზედაც
ამას ჰფიქრობენ. იმათ ჰგონიათ, რომ სიყვარულის და მეგობრობისათვის, ერთის მხრით
ყიზილბაშური სათვალთმაქცო თეთრი კბილების ჩენა, `ბაშუსტაობა~ და [...] ეს არის მხოლოდ უეჭველი ჭეშმარიტება და როდესაც ჩვენი ქვეყანაც ამ ჭეშმარიტებას
შეიგნებს, მაშინ თავის თავად გადავარდებიან გულსაკლავი ანდაზებიც და მანამდე კი,
მეტი გზა აღარ არის, უნდა გავიგონოთ ხოლმე:
5.3
* * * (სიტყვა დიმიტრი ყიფიანის დასაფლავებაზედ)
5.4
წიგნი მიწერილი რუსეთუმესთან
დიდის სურვილით მოველოდით განგრძელებასა
თქვენის სტატიისასა, მაგრამ ეს ორი თვეც გავიდა და ჩვენ არა გვეშველა რა _ ვერ შევიტყეთ
მაგისი დაბოლოება. რა მიზეზი არის მაგისი, ვერ გამოგვიცვნია, მხოლოდ ეს კი ვიცით,
რომ მაგვარი მოქმედება არ შეშვენის უ. მწერლებთა. ერთი მიბრძანე, შენი ჭირიმე,
ჩვენისთანა, დამცრობილსა და შეწუხებულს ხალხსა, სხვათა შორის, რაღა ეგ უპატიურობა
გვინდა, რომ ჩვენმა მწერლებმაც არათ ჩაგვაგდონ: წაგვიკითხონ დაუსრულებელი სტატია,
რომლის განგრძელება შემდგომ ნუმერში აღგვითქვან და მერე იმტონ ხანს გაჩუმდნენ, რომ
ან სრულებით იმედი გადაგვიწყდეს, ან ის შემდგომი ნუმერი შემოდგომაზედაც ძლივს
გამოვიდეს. რასაკვირველია, ამგვარ უპატიურობის მიღებისა ჩვენ არა ვართ ხამნი;
მაგრამ რასაც ადვილათ მოუთმენთ ზასედატელებს და სხვათა, რომელნიც ვერა გრძნობენ
თავიანთ მოქმედებასა, ამას ვერ ვაპატიებთ უ. ჩვენ მწერლებთა, რომელთაგანაც მოველით
იმგვარ ქცევასა საქმით, რაგვარსაც თვითონ გვიქადაგებენ სიტყვით. მე მგონია, რომ
მაგათ საქმეში და სიტყვაში არ უნდა იყოს განსხვავება, პირისპირ ეგენი ყველანი
სიტყვით და მაგალითით უნდა გვასწავლიდნენ პატიოსნებასა და კეთილშობილურ ქცევასა, თუ
უნდათ, რომ მაგათ ქადაგებასა ჰქონდეს წარმატება და ამაოთ არ ჩაიაროს. მე მგონია,
რომ ეს კანონი კარგად მოეხსენებათ უ. მწერლებსა და თუ ახსოვთ, მაშ რა არის მიზეზი
ამგვარი უცერემონიო ქცევისა ჩვენ საზოგადოებასთან? იქნება სხვათა შორის ისიც იყოს,
რომ რადგანაც ჩვენ ხმას არ ვიღებთ არც კალმით და არც ბეჭდვით არა რომელისამე
განჩინებაზედ ჩვენი საზოგადო ცხოვრებისა, თქვენა გგონიათ, რომ ჩვენ არა გვეყურება
რა?! ან მდგომარეობა ამა და ამ საგნისაო...მაშინვე გააჩუმებენ და ეტყვიან: კარგიო,
გავიგეთო... გეთაყვა, სულს ნუღარ გაგვიწვრილებ მაგდონი უბედურების გაგონებითაო. რას
ნიშნავს ესა? მე მგონია იმასა, რომ არიან იმგვარი საგნები, რომელზედაც ბევრს ხანს
ულაპარაკნიათ, უწუხნიათ და შაუდგენიათ დასასრულ თავიანთი აზრი, რადგანაც ჩვენ არ
ვაცხადებთ ბეჭდვით თუ კალმით ჩვენ საჭიროებასა, არ გამოვდივართ შავის ბაირაღებით
მეიდანზედ, არ გიგზავნით დეპუტაციებს. უ მწერლებსა, რომელნიცა არ გვშველით ისე,
როგორც საჭიროება ითხოვს, იმ ჩინოვნიკებსა, რომელნიცა გვძარცვიან, უ. მებატონეებს,
რომელნიცა სტანჯვენ და აწუხებენ განა თუ თავიანთ გლეხკაცთა, _ ეგრეთვე მეზობელ
მებატონეებსაცა. იმ უ. რომელთაცა ჰსურთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ბედნიერება,
მშვენიერის ქალებისა, რომელთაც, საუბედუროთ, არც კი ეყურებათ თავიანთი საზოგადო
მნიშვნელობა; ყველას წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ არა გვეყურება რა, ვართ დიდ
საავათმყოფო ძილში, ხოლო თქვენ გვჩხვლეტთ და გვისობთ დანასა იმ აზრით, რომ ყოველივე
მოქმედება თქვენი სწორე თუ ბრუნდე, ავი თუ კარგი ჩვენთვის დიდი სასარგებლო და
სასიამოვნოა. მაგრამ მართალია ესე? ვინ უნდა მოგცესთ ამისი პასუხი? ვინ უნდა
დაგიმტკიცოსთ თქვენ _ საზოგადო მოქმედთა პირთა, რომ მრავალი თქვენი მოქმედება
სასარგებლო კი არა, დიდი სავნებელიც არის; ვინ უნდა წარმოგიდგინოსთ იმტონი თქვენგან
წამლობაში დაკოდილი საგანი; ვინ უნდა გამოგიცხადოსთ ჩვენი ტანჯვა, წუხილი,
გაუზდელობა, უგზოობა, დავიდარაბა და სხვა. ჩვენი დავიდარაბა, იქნება, ხალხის საქმეც
იყოს, მაგრამ წეღანაც მოგახსენეთ, რომ ჩვენ არა ვართ შეჩვეულნი ბეჭდვით და კალმით
ჩვენი აზრის გამოთქმასა, ჩვენ არცკი ვიცით რა და როგორ უნდა დავსწეროთ, ანუ
გამოვსთქვათ. ერთი აზრის წერის გარდა სხვანაირი წერა არა უსწავლებიათ რა და იმასაც
ლამის თავს ვანებებთ, რადგანაც იმითაც არა გვეშველება. მე მგონია, რომ ჩვენი
დაჩუმება აქედამ წარმოსდგება და მაგითვე გამართლდება; ეხლა გვიბრძანეთ, მოწყალეო
ხელმწიფევ, რა მიზეზიდამ წარმოდგება ეგ თქვენი დაჩუმება და რა საბუთებით
გამართლდება. იქნება თქვენ იმისათვის არ იწუხებთ თავსა ორიოდ კალმის მოსმით, რომ რედაქცია
შეუძლებლობის გამო თქვენი შრომის ფასს ვერ გადაიხდის და საზოგადოება მაგისთანა
დავალებისათვის ვერც პენციას დაგინიშნავსთ და ვერც ჩინზედ წარგადგენთ? არა მგონია,
რომ ამ საბუთებით შეგეძლოთ თქვენი დაჩუმების გამართლება და ვინ გაამართლებს, შენი
ჭირიმე, მათა, რომელნიც ცეცხლის ანუ სხვა სახალხო უბედურების დროს თამამათ
გამოვიდნენ, შეეძლოთ იმ უბედურების მოსპობა, მაგრამ ხელი არ გაანძრიონ: ვის
ვუშველოთ არცკი გვცნობენო, ან ვის რას მოგვცემსო. ვერც იმით გაიმართლებთ თავსა, თუ რომ იტყვით, ჩვენ ქვეყანაში ბედნიერების მეტსა არა
უბედურებას არა ვხედავთო და რაზედ უნდა ვილაპარაკოთო. ოღონდ ამას კი ნუ იტყვით და
სხვა რაც გინდა სთქვით. ეს თქმა ხალხისათვის არ იქნება სასიამოვნო, მეტადრე
თქვენგან, რომელზედაც სრულებით არა აქვს იმედი გადაწყვეტილი და მოელის კიდევ ბევრ
კეთილ საქმესა. რას იტყვიან, მაინც რასა ხედავთო, თუ უბედურების სპილოებიც ვერ
დაგინახამთო. და ამ სხვათა შორის რამტონს მაგალითს წარმოგიდგენენ თავიანთ სიტყვის
დასამტკიცებლად. აგერ თორმეტი წლის ყმაწვილი, რომელსაც ჯერ ანბანიც არ აუღია ხელში, აგერ მეორე
სალდათის ტანისამოსითა შაგირდი, რომელიღაც სპარტანის შკოლისა, აგერ მესამე რუსეთში
წამსვლელი სასწავლებლათა, რომელსაცა დედა დასტირის და გამოსალმების დროსა ეუბნება:
ნახვამდის, შვილო, გულში კი ფიქრობს: ვაიმე, თუ შენ ვეღარ მოხვიდე და ან მე ვეღარ
მომისწროო, აი საწყალი ყმაწვილი კაცი რკინის ქალამნებითა და ჯოხითა დავიდარაბაში
გაბმული ყური დაუგდეთ, რას ამბობს: ნეტავი, ჩემს სიცოცხლეში მაინც გადავწყვიტო ეს
დავაო, რომ
ჩემ შვილებს არ დაუგდოო; აგერ გლეხი კაცი ატუზული სასამართლოს კარების წინა ზავტრა
და პოსლე ზავტრა, სამსე ხურჯინითა, აგერ შვიდი წლის ტუსაღი, რომლის საქმის
გასინჯვას ჯერ რიგი არ მოსვლია. ბედნიერებაა ესა?
6
აკაკი წერეთელსა და მის შემოქმედებაზე
6.1
რაც გულმა გიჩურჩულოს…
არ მოხერხდება:
ესეც აკაკის სიტყვებია, რომლისთვისაც მას არასოდეს უღალატნია.
… და წერდა ყველაფერზე, რაზედაც გული ეჩურჩულებოდა. მღეროდა ქართულ სამოთხეში მისი
ბულბული, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, თუ როგორ, რა გარემოში, როდის ან როგორი განცდით
იწერებოდა დიდი პოეტის ესა თუ ის ლექსი.
თანამედროვენი ერთხმად აღიარებენ, რომ აკაკი ლექსებს დილაობით წერდა. დილა იყო მისი
შემოქმედებითი აღმაფრენის მომტანი. „აკაკი გვიან იღვიძებდა. გაღვიძების მერე უთუოდ
წერდა. საერთოდ, აკაკის წერა დილით უყვარდა. დღისით, ან საღამოთი იშვიათად წერდა“,
– წერს დავით ფაღავა, (იქვე,გვ.418), ხოლო ივანე ელიაშვილი, აკაკის ეს უერთგულესი
მეგობარი, უფრო დეტალურად წარმოგვიდგენს დიდი მწერლის შემოქმედებით პროცესს:
„ზოგჯერ ლოგინში წოლისას, არც კითხულობდა ხოლმე, არამედ თავის გონებაში ამუშავებდა
მომავალ თხზულებას. ადგებოდა დილას ლოგინიდან, მიუჯდებოდა მაგიდას და ლექსიც მზად
იყო წერდა თითქმის შეუსწორებლად, რადგან აკაკი ლექსთა წყობის ტექნიკის დიდი ოსტატი
იყო. ხანდახან საზოგადოებაში ყოფნის დროსაც კი აკაკის გონება შორს იყო იმისაგან,
რაც მის ირგვლივ ხდებოდა. „აკაკი დღეს რაღაც დაბნეული იყო” -ო იტყოდნენ ხოლმე
ისეთები, რომელთაც მისი ასეთი მდგომარეობა არ ესმოდათ. ლექსის დაწერის წინ აკაკის
უყვარდა ოთახში სიარული და თმაში ხელის ფათური . ამიტომ მისი ხუჭუჭა თმები მუდამ
აბურძგნული იყო. დაიარებოდა ოთახში და რაღაცას ღიღინებდა. ამ ღიღინში არავითარი
მელოდია არ ისმოდა”. (იქვე,გვ 129)
აკაკი საერთოდ არ გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით, მაგრამ რა საოცარია, რომ მისი
ლექსების უმრავლესობა სწორედ ღიღინით იწერებოდა. ამასვე გვიდასტურებს პოეტის ახლო
ნათესავი პაპუნა წერეთელი: „აკაკის ერთი საინტერესო თვისება ჰქონდა თურმე- ლექსის
წერის დროს ხმამაღლა მღეროდა. ერთ დილას, მე და ჩემი ბიძაშვილი ტყეში სანადიროდ
მივდიოდით, მიამბო ერთმა ჩემმა ნათესავმა, -აკაკის სახლს რომ მივუახლოვდით, მამიდა
ანა გამოგვეგება და მიგვიხმო: „ბიჭებო ღმერთი არ გაგიწყრეთ და თოფი არ ისროლოთ,
ბუძია ლექსს წერს”, – მამიდა, ოღონდ დაგვანახე ბიძია რომ წერს და სიტყვას გაძლევთ,
არათუ დღეს, მთელ კვირასაც არ ვინადირებთო. მამიდამ შეგვიყვანა თავის ოთახში ,
სადაც ბევრი ფუჩეჩი ეყარა. ბიძია აკაკის ოთახის კარი გამოღებული იყო. ის
თმააბურძგვნილი, აღელვებული დადიოდა ოთახში და ღიღინებდა. ძალიან გაგვაოცა მისმა
ღიღინმა, რადგან თავის დღეში მისგან სიმღერა არ გაგვიგონიაო. ჩაიღიღინებდა, შემდეგ
კიდევ დაიწყებდა სიარულს და სიმღერას და შემდეგ ისევ ჩამოჯდებოდა და ცოტას
დაწერდაო. წერა რომ გაათავა, მთელი ლექსი ჩაიკითხა. ჩვენ ისე გამოვიპარენით
ოთახიდან, რომ ვერც კი გაიგოო” (მოგონებები აკაკიზე; გვ.407).
დიდი პოეტის წერის ამგვარი სტილის შესახებ დავით ფაღავაც საუბრობს: „სანამ წერას
შეუდგებოდა, აკაკი ფაჩიფუჩს მოყვებოდა. ფაჩაფჩი მეორე ოთახშიც კარგად ისმოდა,
მაგრამ სიტყვების გარჩევა არ შეიძლებოდა. ფაჩიფუჩის შემდეგ მოჰყვებოდა ძალიან
დაბალი ხმით სიმღერას, თუმცა სიმღერისა აკაკის არა გაეგებოდა რა. მერე ფეხით
დაიწყებდა ბაკუნს და მხოლოდ შემდეგ შეუდგებოდა წერას. წერის შემდეგ ძალიან უყვარდა
ნაწერის სხვებისათვის წაკითხვა. ხშირად გამოტანდა და წაგვიკითხავდა ხოლმე.
ადვილი წარმოსადგენია თუ რა გულის ფანცქალით ვუცდიდით მის გამოსვლას წერის შემდეგ.
ერთ უქმე დღეს აკაკის დილით დაიწყო წერა. მე სულგანაბული ვუცდიდი მის გამოსვლას.
გამოვიდა კიდეც და გამოიტანა ლექსი „განდეგილი” (მოგონებები აკაკიზე გვ. 419)
ცნობილია ისიც, რომ პოეტის ახლო მეგობარი ელისაბედ მარჯანიშვილი, როცა თბილისში
ყოფილა და მის ბინაზე ცხოვრობდა, პოეტს თავისი დაირით ერთგვარ ფონს უქმნიდა
შემოქმედებითი საქმიანობისათვით. თედო სახოკია იხსენებს: „როცა ლექსი უნდოდა
დაეწერა აკაკი დაირის ხმას ააყოლებდა. დიასახლისი ხელში დაირას აიღებდა და ნელა,
სულ დაბალი ხმით დაიწყებდა დაკვრას. პოეტი ბოლთას სცემდა ოთახში. მაგიდას რომ უნდა
მისჯდომოდა და ხელში კალამი აეღო საწერად, თითით ანიშნებდა დიასახლისს, შეჩერდიო და
შეუდგებოდა წერას. ასეთ პირობებში იწერებოდა თურმე აკაკის იმდროინდელი ლექსები.”
შემოქმედებით წუთებში აკაკი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული ხდებოდა.
ოთახში მოსიარულე, თმებაბურძგნული, შთაგონებულ თვალებში ზეციურ სხივჩამდგარი
ნამდვილ ზევსს ემსგავსებოდა ეს ბიბლიური მოხუცი. ასე იქმნებოდა მისი შედევრები, ასე
მდიდრდებოდა დიდი ქართული მწერლობა.
1895 წელია, კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავი. აკაკი ამ დროს სოფელ ბრილში, თავისი
უახლოესი მეგობრის ნიკო დიასამიძის ოჯახში იმყოფება და იქიდან ეხმიანება ქართველთა
ამ ტრაგიკულ თარიღს. თავისთავად ეს ფაქტი საინტერესოა ლიტერატურის
ისტორიისათვის,მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესოა ერთი დეტალი. ერთ დილას
აკაკი ადრე ადგა, თავისი მასპინძლის შვილს მიხეილს მოუხმო და უთხრა: „აბა მოამზადე
ქაღალდი, მელანი,აიღე კალამი ხელში და რაც გითხრა ჩასწერეო”. იმ დილას დაიწერა
სწორედ ლექსი „11 ენკენისთვე”. აკაკი კარნახობდა მიხეილი კი წერდა. „კარნახის
დროს,- მოგვითხრობს მიხეილი,- ავიხედე და ვხედავ, პოეტი ბოლთასა სცემს, თმები
აბურძგვნილი აქვს, თვალები უბრწყინავს. ეს იყო ნამდვილი პოეტური ზე შთაგონებით
აღსავსე სახე. ჩემზე ისე იმოქმედა, რომ წერის დროს ვჩერდებოდი და მეშლებოდა”
(ლიტერატურის მუზეუმი; ხელნაწერი №13282).
ასეთი იყო აკაკი წერის დროს. ის ამ წუთებში ემსგავსეოდა არამიწიერ არსებას, რომლის
ხილვა ერთბაშად იწვევდა დიდ მოკრძალებასა და თაყვანისცემას. აკაკი ბევრს ფიქრობდა
თავის ნაწარმოებებზე და როცა იგრძნობდა მოზღვავებულ ენერგიას, მხოლოდ მაშინ
ნებდებოდა მუზას. პოეტის ძმისშვილი ვასილ წერეთელი იგონებს : „ჩამოვარდა ლაპარაკი
მწერლის შემოქმდების ხასიათზე. აკაკიმ მითხრა, რომ როდესაც მას ებადება აზრი ლექსის
შექმნისა, იგი ჯერ გონებაში დაამუშავებს და შემდეგ გადაიტანს ქაღალდზე” (
მოგონებები აკაკიზე; გვ. 492), თუმცა არცთუ იშვიათად, ყოფილა შემთხვევა, როცა
ბუნების საოცრებით და ამ შთაბეჭდილებებით აღსავსეს შეუქმნია ესა თუ ის ნაწარმოები.
ეკატერინე მაჩაბელი იგონებს: აკაკი წერეთელმა თავისი ცნობილი ლექსი – „ნეტავ მას,
ვინც შენ ტკბილ ხმას” გამოჩენილ მომღერალ ქართველ ქალს, იმხანად იტალიიდან ახლად
ჩამოსულ ელენე თარხნიშვილს მიუძღვნა. ხოლო ლექსი „ვიშ, ამ საღამოს ტკბილსა საამოს”
აკაკი წერეთელმა ქართლის ლამაზ ბუნებას მიუძღვნა, როცა იგი ჩვენი სახლის აივნიდან
თეძმის თვალწარმტაც ხეობას გადაჰყურებდა. ეს ორივე ლექსი აკაკი წერეთელმა ჩვენს
ოჯახში დაწერა და მალე იგი ხალხში სიმღერებად გადაიქცა” ( მოგონებები აკაკიზე,
დასახ. გამოცემა; გვ. 202).
აკაკის სიტყვა , მისი ლექსი,ზოგადად, სამშობლოს ჭირ-ვარამით გამოწვეული მწუხარების
ამოძახილია. და როგორც უნდა ყოფილიყო პირობები და გარემო მისი ნაწარმოებების
შექმნის დროს, ის თავის ლექსებსა თუ მოთხრობებს წერდა საკუთარი ცრემლით-ნაღველში
ამონავლები ცრემლით, რომლის გემო მხოლოდ იმას შეეძლო გაესინჯა, ვინც პოეტის გულში
ღრმად ჩაიხედავდა.
ცრემლში მილესავს ნაღველი
ზოგს ეტკბილება, ზოგს არა,
აკაკისთვის პოეზია იმ უფსკერო ზღვას მოჰგავდა, რომლის სიღრმეშიც მარგალიტები იყო
დავანებული და მხოლოდ მრისხანების, სიბობოქრის ჟამს ტყორცნიდა იგი ამ მარგალიტებს
მის შემკვრელ არე-მარეს. ასეა პოეტიც. მისი ბობოქარი შემოქმედებითი წუთებიც იმ
მარგალიტების მსგავსად გამოაჩენს მისი გულის გულისა და სულის ნაფიქრს. ეს წუთები
განსაზღვრავენ კიდეც პოეტის მდგომარეობას, მის ადგილს და მისიას. ამიტომ
აფრთხილებდა აკაკი მკითხველს, რომ არ გაკვირვებოდათ მისი სულის მოძრაობა, რადგანაც
ამ ყველაფრის წარმართველი სულ სხვა ვინმე იყო და არა თვითონ პოეტი.
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ისე, როგორც ილია ჭავჭავაძემ, აკაკიმაც განსაზღვრა თავისი, როგორც მწერლისა და
საზოგადო მოღვაწის მისია და როლი მშობლიური ქვეყნის სამსახურში, ამავდროულად,
აკაკიმ მკვეთრად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ პოეტი არის შუამავალი მიწასა და
ცას შორის. ამით აკაკიმ თავისი დროის საზოგადოებას აუხსნა, რომ შემოქმედება არის
უფლისგან კურთხეული და მისით გაბრწყინებული და რომ პოეტი სწორედ შემოქმედებით
წუთებში უახლოვდება უფალს და ესაუბრება მას, რის შემდეგაც იქმნება ნაწარმოები.
ამიტომ აკაკი „ხან მიწისა და ხან ცისა”, ამიტომ ნებდება იგი იმ გრძნეულ წუთებს და
ეს ყველაფერი მთლიანობაში ქმნის პოეტის სახეს, რომლის სიტყვის ძალაც უფლის მადლითაა
გასხივსონებული.
6.1.1
მთვარელიძე მურად
|